"გპირდები" - (10)
- სანდრო ვინაა? - გამოვბრუნდი, რატომ უნდა დამემალა, მე ხომ ის მიყვარდა და არ მაინტერესებდა მას ეს მოეწონებოდა თუ არა, მაინც ვერ ამიკრძალავდა მასთან ურთიერთობას. - ჩემი შეყვარებული. - რამდენი წლისაა? სად ცხოვრობს? სად სწავლობს? - აჰა ესეც გამოკითხვა დაიწყო. - 21წლისა და საკუთარი ბიზნესი აქვს. მეტი არ ვიცი. - სახე შეეცვალა ეტყობოდა რომ იფიქრა, როგორ თუ მეტი არ ვიცოდი. როგორ და აი ესე უბრალოდ მეტი არ ვიცოდი და მორჩა, არც მაინტერესებდა. - მარიამ რას ქვია არ იცი? ნუთუ არ დაინტერესებულხარ რას წარმოადგენს? - დედააა, არ მაინტერესებს, ჩემთვის მთავარია ისაა რომ ვიცი პატიოსანი ადამიანია და ასევე პატიოსნურადაც ვუყვარვარ და ძალიან გთხოვ რაა ახლა დაღლილი ვარ და ლექციების თავი ნამდვილად არ მაქვს. - ეს ვუთხარი და ისევ ჩემს ოთახში წავედი. მართლა ძალიან დაღლილი ვიყავი და რომ დავწექი მაშინვე დამეძინა. დღეები დღეებს მისდევდა, კვირები კვირებს და ასე გავიდა კიდევ ორი თვე. ამ ერთი თვის განმავლობაში იმდენი ახალი და კარგი რამ მოხდა რომ მემგონი ჩემს მთელ ცხოვრებაში არ მომხდარა. თითქოს რაც სანდრო გავიცანი და მის გვერდით აღმოვჩნდი ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. სწორედ ამ დროს შევურიგდი ჩემს საუკეთესო დაქალს და ისევ ძველებურად და კარგად ვიყავით. როგორც ყოველთვის ყველაფერს ვუყვებოდით ერთმანეთს. სანდროზე რომ მოვუყევი გაგიჟდა ისე გაუხარდა. მემგონი ჩემზე მეტადაც კი. დედასაც შევურიგდი, ახლა უკვე აღარ ვბრაზობდით ერთმანეთზე. რაც წყენა გვქონდა ოდესმე, უკვე ყველაფერი გამქრალიყო. მასაც ვუყვებოდი სანდროზე ყველაფერს და მგონი ხვდებოდა როგორ ძალიანაც მიყვარდა სანდრო. გავაცანი კიდევაც, სახლში მყავდა დაპატიჟებული. სიმართლე გითხრათ დედაჩემს მოეწონა გარეგნულად კარგი ბიჭიაო, ლაპარაკზეც ეტყობა ზრდილობიანი და ჭკვიანი ბიჭი ჩანსო, ხოდა ძალიანაც კარგი ანუ არ იყო წინააღმდეგი ჩვენი ურთიერთობისა. სანდრო სულ იმას მეჯუჯღუნებოდა როდის უნდა მოვისმინო შენი ნამღერიო, ვკვდები საშინლად მაინტერესებს როგორ მღერიო, მე კიდე ყოველთვის სიცილით ერთი და იგივეს ვპასუხობდი - "დრო მოიტანს". მემგონი დროს მართლაც მოქონდა და უკვე მოტანილიც ქონდა და დრო იყო მოესმინა. ჩემს ნამღერზე ყოველთვის გართულება მქონდა, რადგან სულ მეგონა რომ საშინლად უსმენო ვიყავი და პირდაპირი მნიშვნელობით ვყროყინები, მაგრამ ახლობლები როგორც კი მოისმენდნენ ჩემს ნამღეს გაფართოებული თვალებით მიყურებდნენ, რა კარგად მღერიო, ისაო ესაო, ძალიან სასიამოვნო ხმა გაქვსო და მოკლედ რაა, მაგრამ მე მაინც არ მჯეროდა, სულ მეგონა რომ არ მწყენოდა ამას მხოლოდ ამიტომ აკეთებდნენ. ერთ დღესაც სანდრომ რომელიღაც კაფეში წამიყვანა, სადაც ცოცხალი შესრულებით უკრავდნენ. დავჯექით, თავიდან მხოლოდ ყავა და ტირამისუ შევუკვეთეთ. ყავას ვსვამდით და კარგი დაქალებივით ვჭორაობდით. ჩემს საუკეთესო დაქალზე (ანიზე) ვუყვებოდი, როგორ მიყვარდა, რამდენს ვგიჟობდით ერთად და რამდენი რამ გადაგვხდენია ერთად თავს. ისიც თავისზე მიყვებოდა ცოტ-ცოტას, მაგრამ მაინც ბოლომდე არაფერს ყვებოდა ერიდებოდა მოყოლას, სულ ჩემზე მაყოლებდა. ბოლოს ისევ ამ თემას მივადექით: - როდის უნდა მიმღერო? - არ ვიცი. - აუ კარგი რა გთხოოვ მომასმენინე შენი ნამღერი რა მოხდებაა? - კარგი რაა რომ მოისმენ მაგით რაა? - არაფერი ერთით მეტი ტკბილი მოგონებები შემრჩება. - აჰჰ, და შენ როდის მიმღერებ? - მხოლოდ იმის შემდეგ როგორც კი შენ მიმღერებ. - მოკლედ რაა. კარგი მალე გიმღერებ. - იმედი მაქვს ეგ მალე ერთ-ორ თვეს არ ნიშნავს - აჰაჰ არა ნუ გეშინია. - წამოვდექი - ეხლავე მოვალ რაა. - სად მიდიხარ? - საპირფარეშოში. - ააჰ, კარგი მალე მოდი არ მომკლა ლოდინით. - კარგი კარგი ხოო. - გავედი, ჯერ საპირფარეშოში შევედი, სარკის წინ დავდექი და ჩემს თავს ვუყურებდი. მინდოდ ეს დრო გამომეყენებინა და აქ მემღერა მისთვის. ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი, რადგან ძალიან მორცხვი ვიყავი და შეიძლება რაღაც მომსვლოდა სცენაზე რომ გავიდოდი. არადა ამ სიმღერას რამდენ ხანს ვაწყობდი პიანინოზე. ხო გამომრჩა მეთქვა, პიანინოზე ვუკრავ, საკმაოდ კარგად, თან უზომოდ მიყვარს, ნერვებს ამით ვიწყნარებ ხოლმე. მოკლედ როგორც იქნა გამოვაღწიე საპირფარეშოდან, სანდროსთან არ მივსულვარ პირდაპირ სცენასთან მივედი და იქ დამკვრელებს ვთხოვე რომ მხოლოდ ერთ სიმღერას შევასრულებდი. ისინიც დამთანმხდნენ. აშკარად კარგი ხალხი იყო. ცოტა ხანში კი გაისმა ხმა: - ახლა კი პატარა გადახვევა, ერთი ადამიანის თხოვნით. ის შეასრულებს სიმღერას Alicia Keys - If Ain't Got You, სიმღერა კი ეძღვნება სანდრო დანელიას. - პიანინოსთან დავჯექი. როგორც კი სანდროს სახელი და გვარი გაისმა სანდრო მაშნვე სცენისკენ გამობრუნდა და მე რომ დამინახა გაოცდა, თან გაუხარდა. შტერივით იკრიჭებოდა და თვალს არ მაშორებდა, მეც ვუღიმოდი და ბოლოს როგორც იქნდა დადგა მომენტი უნდა დამეკრა. მეგონა სულ დავიწყებული მქონდა ამ სიმღერის დაკვრა, მაგრამ ისე კარგად დავუკარი და ვიმღერე მეთვითონაც გამიკვირდა, მთელი გრძნობით და არსებით ვმღეროდი. თან ამ სიმღერაში ისეთი სიტყვებია ძნელია უყურადღებოდ დატოვო და მხოლოდ მელოდიას უსმინო. სწორედ ამიტომ ავარჩიე ეს სიმღერა, ჩემს სიტუაციას შეეფერებოდა. მართლაც არაფერი იქნებოდა მის გარეშე ეს ცხოვრება. სიმღერას რომ მოვრჩი, წამოვდექი მადლობა მოვიხადე და სანდროსკენ წავედი. სანდრო ფეხზე ამდგარი შემეგება. მასთან რომ მივედი ისე მაგრად ჩამიხუტა ცოტაც და გამჭყლიტავდა. - ჩემი, ჩემი ჩემი გოგო ასე კარგად თუ მღეროდი ან პიანინოზე თუ უკრავდი რატომ არ მითხარი? ჩემი ნიჭიერიი, მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ. - სულ ამას მიმეორებდა და თან მთელ სახეს მიკოცნიდა. მეც გახარებული ვუსმენდი და დადებილებული ბავშვივით მხოლოდ ვიცინოდი. - აჰა ესეც ასე მოისმინე ჩემი ყროყინი, ეხლა კი შენი ჯერია, იმედი მაქვს მალე მოგისმენ, ოღონდ გიტარაზე უნდა დაუკრა აუცილებლად და ისე უნდა მიმღერო (გავუცინე). - კი კი ხომ გითხარი გიმღერებთქო, ხოდა გიმღერებ, არ ვიცი ოღონდ როდის, მაგრამ მალე. - ძალიან კარგი. ეხლა კი წავიდეთ რაა. - კარგი წამო. სახლში მიმიყვანა. სადარბაზოსთან მანქანა გააჩერა. ცოტა ხანი მანქანაში გაუნძრევლად და ხმის ამოუღებლად ვიჯექით, უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებდით და ბედნიერები და გახარებულები ვიცინოდით. მერე ისევ მაინ დაიწყო საუბარი: - არ დადგა დროო? უკვე რამდენი ხანი გავიდა რაც ერთად ვაართ. - რისი დრო? - კოცნიის. -მორცხვად მითხრა. მე გამეცინა, მაგრამ აზრი მაინც არ შემცვლია. - ნწუ, ჯერ არა. თან ასეთ უადგილო და ულამაზო ადგილას პირველი კოცნა არ მინდა მქონდეს. -ამაზე ორივეს გაგვეცინა. - კარგი კარგი წავედი ეხლა მე თორემ დედა ინერვიულებს უკვერ 10საათია. - კარგი, მიდი მიყვარხარ და ჭკუით იყავი. - გამიცინა. იცოდა რომ არ მიყვარდა ჭკუით იყავიო რომ მეუბნებოდა და მაინც ძალით აკეთებდა. მეც ვითომდა გავბრაზდი, თუმცა ისეთი ბედნიერი ვიყავი ღიმილს რა მომაშორებდა სახიდან. სახლში ავედი, სასტუმრო ოთახში დედა იჯდა. ასეთი ბედნიერი რომ დამინახა გაუკვირდა და მკითხა: - რა მოხდა დედი? - დღეს სანდროს ვუმღერე. - დედა ყველაფერს მიხვდა, იცოდა როგორ ელოდებოდა სანდრო ჩემს ნამღერს და საერთოდ რას ნიშნავდა ჩემთვის სიმღერა და დაკვრა. ეს ყველაფერი მე ძალიან დიდ სიამოვნებას და ბედნიერებას მანიჭებს ამიტომ მაქვს ყურადღება ასე გამახვილებული. არაფერი აღარ უთქვამ მეც ჩემს ოთახშ შევედი, გამოვიცვალე და საწოლში შევწექი. რაღა მინდოდა მეტი, ბედნიერი ვიყავი თანაც უზომოდ ბედნიერი და ტკბილადაც ჩამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.