შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გპირდები" - (11)


5-06-2015, 18:16
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 125

ოხხხ, ისევ ეს დილა და საშინელი ორშაბათი. მაღვიძარამ დარეკა და სანდროსგან მესიჟიც მომივიდა.
- პატარავ გაიღვიძეეე, ცხრის ნახევარზე გამოგივლი და მე წაგიყვან სკოლაში.
- აუ მეძინებაა
- ადე ადე ნუ ზარმაცობ, მიდი მალე თორემ დაგაგვიანდება. მიყვარხაარ.
- კარგი ხოოო. მეც მიყვარხარ. - აუ ადგომა როგორ მეზარებოდა, მაგრამ რა მექნა, ავდექი, სააბაზანოში შევედი, ვიბანავე, ჩავიცვი და ამასობაში სანდროს მესიჯიც მომივიდა ჩამოდიო მწერდა. მეც ჩავედი, მანქანა ზუსტად სადარბაზოს კარებთან იყო გაჩერებული. ჩავჯექი, სანდრო გადავკოცნე და სკოლაშიც წავედით. გზაში რაღაცეებს ვლაპარაკობდით. თან რაღაც სასაცილო ისტორიებს მიყვებოდა და ვსკდებოდით სიცილით.
- დღეს სად წავიდეთ?
- აუ არვიცი, არ მინდა დღეს არსად წასვლა რატომღაც.
- რატო? რამე ხომ არ მოხდა?
- არა არა არაფერი, უბრალოდ არ მინდა რა დღეს არსად არ წავიდეთ.
- კარგი შენ როგორც გინდა და ჩემთან არ წავიდეთ?
- შენთან კი - ვუთხარი და ნაზად გავუღიმე, მომენატრა მისი სახლი, იქ ისეთ სიმყუდროვე უბრალოდ შეუძლებელი რომ არ მოგინდეს იქ წასვლა.
- კარი, მაშინ სკოლის მერე გამოგივლი და წავიდეთ.
- კარგი, ოღონდ ჯერ სახლში წამიყვანე რა.
- რაზე?
- ხვალის წიგნებს წამოვიღებ, ბარემ შენთან ვიმეცადინებ, რომ მოვასწრო.
- ა კარგი, თუ გინდა გავივლი და მე წამოგიღებ.
- კარგიი. - სანდროს სახლში ისე ვიყავი როგორც საკუთარში, დიდი არაფერი განსხვავება იყო, უბრალოდ იქ სანდროსთან ერთად ვიყავი და დანარჩენი კი იგივე იყო რასაც სახლში ვაეთბდი, ვმეცადინეობდი, ვჭამდი, ვსვამდი, ვბანაობდი, ტელევიზორს ვუყურებდი და ა.შ. მოკლედ, ამასობაში სკოლასთანაც მივედით. სანდროს ვთხოვე ცოტა მოშორებით გაეჩერებინა მანქანა რომ იქ ვნმეს არ დავენხეთ, მაგრამ მაგასაც ბედი უნდა, ჩემმა კლასელმა გამოიარა, საშინლად ვერ ვიტანდი ამ გოგოს, ლიზა, კლასის სწერვების თავი და ბოლო. დამინახა მანქანაში რომ ვიჯექი და ისეთი შურიანი თვალებით შემომხედა სანდროსთან ერთად რომ ვიყავი კინაღამ თვალებითვე შემჭამა. მე კი ირონიულად გავიღიმე, სანდროს მაგრად ჩავეხუტე და სკოლაში შევედი. პირველი გაკვეთილი კუს ნაბიჯებით გადიოდა, ზარი როგორც კი დაირეკა ჩემი მეგობრები მომცვივდნენ და ერთდროულად მკითხეს:
- ის ბიჭი ვინ იყოო?
- ვინ ბიჭი?
- ლიზამ უკვე ჩაგიშვა. რატომ გვიმალავდი გოგო?
- ააჰ ლიზა ხოო. აუ გოგო არავის არ ვეუბნებოდი და რავიცი რაა.
- ასე უნდა გოგო მეგობრობა??
- კარგით კარგით ბოდიშით რაა.
- ხო კარგი, როდის გაგვაცნობ?
- ოჰჰ მომინდომეს გოგოებმა გაცნობა.
- როგოოოორ?? რა არ უნდა გაგვაცნოო?
- არ ვიცი, გაგაცნობთ ალბათ რაა.
- ალბათ არა ნაღდათ.
- ჰოოო კარგით კარგიით.
ძლივს-ძლივობით დამთავრდა 6 გაკვეთილი, გარეთ გავედით გოგოები და ამ დროს სანდროს მესიჯიც მომივიდა:
- აქ ვარ მოდი.
- საად? ვერ გხედაავ.
- აგერ მარჯვნიიივ.
- აბაა? ვერ გხედაავ. - აქეთ-იქით ვიყურებოდი, მაგრამ მაინც ვერ ვხედავდი და რა მექნაა.
- ოოო კაი მოვალ. - უნდა მიმეწერა არა მეთქი, მაგრამ აკრეფვაც ვერ მოვასწარი, წამში ჩემს წინ გაჩნდა. გოგოები გაფართოებული თვალებით უყურებდნენ და თვალს არ არშორებდნენ. სანდროს გაეცინდა და თავი გააცნო:
- გამარჯობათ გოოებო, მე სანდრო ვარ, მარიამის შეყვარებული.
- გამარჯობა სანდრო - ერთხმად თქვეს ოთხივემ. - მარიამის?
- ხო. რა იყოთ?
- არა არაფერი, უბრალოდ მარი არ გვაბედინებს რომ მარიამი დავუძახოთ, მარტო ოჯახის წევრები მეძახიანო და რავიცით რავიცით. - სადნრომ გადმომხედა გაკვირვებული სახით, მე კი მორცხვად დავხარე თვალები.
- კარგით ჩვენ წავალთ. - თქვა სანდრომ, შუბლზე მაკოცა და წავედით.

მანქანაში რომ ჩავჯექით სანდრომ ღილით მითხრა:
- რატო არ მითხარი რომ არ გიყვარდა მარიამს რო გეძახიან?
- არ მიყვარს მეგობრები რომ მეძახიან.
- აბა ვინ გიყვარს რომ გეძახის?
- ძალიან ახლო ადამიანებს ვაძლევ უფლებას რომ დამიძახონ, სხვებზე ვღიზიანდები.
- აჰაა და კიდევ რა არ გითქვამს?
- ბევრი რამ.
- და როდის უნდა მითხრა?
- პასუხი იცი.
- აა ხო პრინციპში ვიცი, დრო მოიტანს (გაეცინა).
- კარგი წავედით ეხლაა. - მანქანა დაძრა და თავის სახლში მიმიყვანა. რატომღაც ძალიან დაღლილი ვიყავი და არაფრის თავი არ მქონდა, ამიტომ სახლში რომ შევედი უსულოდ დავეხეთქე დივანზე, ჩამეძინა. რომ ავიღვიძე უკვე 5 საათი იყო ანუ ორი საათი მეძინა სანდრო კი წინ მეჯდა და მიყურებდა.
- რა?
- არაფერი, უბრალოდ მსიამოვნებს რომ გიყურებ - ვაიმე რა საყვარელიიააა, ჩემი ცხოვრებაა, თბილად გავუღიმე, წამოვდექი და აბაზანაში შევედი. წყალი შევისხი რომ კიდევ არ დამძინებოდა. რომ გამოვდეი დავინახე სანდროს ხელში გიტარა ეკავა და რაღაცას ღიღინებდა. უკნიდან მივეპარე და კისერზე დავეკიდე.
- ააანუ დღეს მიმღერებ ხოოომ? - გაეცინა.
- რა გიმღერო როო? - მოვშორდი და წინ დავუჯექი.
- მმმმ არ ვიცი, რისი დაკვრა შეგიძლია?
- ბევრი რამის.
- მაააშინ ის მიმღერე რაც შენ გინდა რომ მე მიმღერო - გავუცინე და ინტერესიანი თვალები მივაპყარი.
- კარგი მაშინ გიორგი ტიგინაშვილის მე და შენ იციი?
- კიი კიიი აუ ძაან მიყვარს ეგ სიმღრაა, მიდი მიდი დაიწყეე. - გამიღიმა და დაიწყო სიმღერა.

ვაიმე ჩემი სიცოცხლე, ჩემი საყვარელი, რა საყვარლად და რა გრძნობებით მიმღეროდა. ასეთი კარგი სმენა თუ ქონდა რა ვიცოდი მეე. ვაიმე თან ისე მიყვრს ამ სიმღერის სიტყვები რო რავი ალბათ სადაც იყო სიამოვნებისგან გავგიჟდებოდი. სულ ვამბობდი რომ ჩემს შეყვარებულს სმენა უნდა ქონოდა და გიტარაზე დაკვრა უნდა სცოდნოდა, ამაზე ბოლოს ვიცინოდი და ჩემს თავს "საშინელ მეოცნებეს" ვეძახდი, თუმცა აღმოჩნდა რომ ზოგიერთი ოცნება შეიძლება აგიხდეს. სიმღერას რომ მორჩა, გაკრეჭილები ყურებამდე ერთმანეთს ბედნიერები შევყურებდით აღარ ვიცოდით რა გვექნა ან რა გვეთქვა, უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებდით და ვტკბებოდით. ბოლოს ავდექი, მასთან მივედი და მაგრად ჩავეხუტე.
- ჩემი საყვარელი, ჩემი ნიჭრეი და ჭკვიანი ბიჭი როგორ მიყვარხარ ვერც წარმოიდგენ.
- ჩემი გოგო, მეც ძალიან მიყვარხარ.
- მე უფრო.
- არა მე უფრო.
- კარგი ეგრე იყოს. ამბობენ ბიჭებს უფრო ძლიერი სიყვარული შეუძლიათო.
- შენ რა იცი?
- მე კიდევ ბევრი რამ ვიცი - გავუცინე და კალთაში ჩავუჯექი ისე ვეხუტებოდი. გიტარა გვერდზე გადაედო, თვალებში მიყურებდა, უცებ წინ წამოიწია, ვერ მივხვდი რას აკეთებდა. ტუჩემთან რომ მომიახლოვდა მერე მივხვდი. აღარ შევწინააღმდეგებივარ, რადგან უკვე აღარ ვთვლიდი რომ ეს ადრე იყო. მაკოცა, მან მე მაკოცა. ეს იყო ჩემი პირველი კოცნა, ისეთი თბილი და რომანტიული იყო, მან ამ ერთ პატარა, ხანმოკლე კოცნაში მთლი თავისი გრძნობები ჩააქსოვა და ამით გამოხატა და დამიმტკიცა როგორ ვუყვარდი. თვალებში მიყურებდა, ვერასოდეს ვუძლებდი ხანგრძლივად მის მზერას და არც ეხლა იყო გამონაკლისი, თავის ასარიდებლად ისევ მაგრად ჩავეხუტე... ახლა კი ნამდვილად დარწმუნებული ვიყავი რომ მე შეყვარებული ვიყავი და მე სანდრო მიყვარდა..

***
გავიდა კიდევ რამოდენიმე თვე. ზაფხულმა ჩვეულებრივ ბედნიერად ჩაიარა. მე, სანდრომ და დედაჩემმა ერთად დავისვენეთ ზღვაზე. ვიყავი უზომოდ ბედნიერი, მაგრამ ძალიან მეშინოდა, მეშინოდა ამ ბედნიერების რადგან ვიცოდი რომ ბენიერებას ყოველთვის ტკივილი და უბედურება მოყვებოდა... დადგა სუსხიანი, ცივი დეკემბერი. უკვე ახალი წლისთვის ვემზადებოდით და პარალელურად 18 იანვრისთვის, ეს ხომ ჩემი დაბადებისდღეა. მოკლედ სანდრომ შემოგვთავაზა რომ მასთან შევხვედროდით მე და დედაჩემი ახალწელს. დედაჩემი დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ დავითანხმეთ. დედა სანდროს სახლში ფუსფუსებდა, ახალი წლისთვის. მე და სანდრო კი გიჟებივით გარეთ დავსეირნობდით ამ ყინვაში და ხან რომელ კაფეში შევიდოდით ხან რომელში. ბოლოს ერთ კაფეში დავჯექით. საკმაოდ კარგი ინტერიერი იყო, მომეწონა, მე და სანდროც ერთ მყუდრო ადგილას დავჯექით.
- რას შეჭან ან დალევ??
- რავი რასაც შენ?
- მოდი ყავა დავლიოთ და კრუასანები. შოკოლადის ხო?
- აჰაამ.
- კარგი. - მითხრა, შებრუნდა და ოფიციანტს სახელით დაუძახა - გოგა - გამიკვირდა მეთქი საიდან იცნობსთქო. რამოდენიმე ვერიანტი იყო: ან ხშირად დადიოდა აქ, ან მეგობარი იყო ან კიდეევ ეს იყო მისი ბიზნესი, სწოერედ ეს კაფე. აქედან რომელიმე მაინც იქნება სწორი.
- იცნობ? - ვკითხე დიდი ინტერესით.
- კი.
- საიდაან?
- გინდა გაგაოცო? - წარბი ავუწიე რა უნდა ყოფილიყო ეხლა ისეთი რო მე მას გავეოცებინე.
- ხო იცი რომ ვერ გამაოცებ...
- კაი მაშინ გეტყვი რომ ეს კაფე ჩემია, სწორედ ეს არის ჩემი ბიზნესი. - აჰა, ასეც ვიცოდი, რა არის ეხლა ამაში გასაოცარი? გამეცინა და ვუთხარი:
- ოხხ გამაოცეე. მივხვდი სახელით რომ მიმართე.
- სამაგიეროდ შენ მაოცებ. ისე როგორ მოგწონს? კარგი კაფეა?
- კი სხვათა შორის რომელ კაფეებშიც ვართ ნამყოფი ინტერიერით ყველას ჯობია.
- მადლობთ მადლოობთ - გამიცინა და ამასობაში შეკვეთაც მოიტანა იმ გოგამ.
- ეს ის მარიამია? - ხმადაბლა კითხა გოგამ სანდროს. სანდრომ მორცხვად თავი დახარა და ჩაიღიმა, მეც გამეცინა, მიხვდა რომ გავიგე.
- ხო. გაიცანი გოგა ეს მარიამია, მარიამ ეს გოგაა.
- სასიამოვნოა - მითხრა გოგამ ღიმილით.
- ჩემთვისაც. -მეც თბილი ღიმილით ვუპასუხე და გოგამაც დაგვტოვა. ყავა და კრუასანები ძალიან გემრიელი იყო, ან მე მეჩვენებოდა ესე მაგრამ ეს ფაქტი იყო და სანდროსაც ჩემი მოწონება ვახარე.
უკვე ღამის 10 საათი იყო. სახლში წასვლა გადავწყვიტეთ. გზაში ძალიან ბევრი "ხლაპუშკები"(არ ვიცი ამის სახელი ქართულად) და ასაფეთქებლეი ვიყიდეთ. მთელი უბნოს აფეთქებას ვაპირებდით. სახლის კარები სიცილ-ხარხარით შევაღეთ. დედას სუფრა უკვე გაეწყო და სამზარეულოშ ისევ რაღაცას აკეთებდა. თავზე დავადექით და ორივე ერთად ვეხუტებოდით და ლოყაზე ვკოცნიდით. თითქოს სანდროს დედაც ყოფილიყოს. დედა კიდე სიცილით გაკიოდა. - დამაცადეთ, დამაცადეთ, რა იყოთ რა გეტაკათ? ხო ხო მეც მიყვარხართ, ეხლა დამაცადეთ. - ჩვენც მოვშორდით და უსაქმურები სავარძელში ორივე ერთად ჩავეშვით. ერთმანეთს ვეფერებოდით, ვეხუტებოდით და მოკლედ რავიცი, ვგიჟდებოდი ისე მიყვარდა. ახალმა წელმაც მალე ჩაიარა. ასეთი ბედნიერი და კარგი ახალი წელი მართლა არ მქონია ჩემს ცხოვრებაში. სანდრო ასაფეთქბლებს ფეხებთან მიგდებდა, ოღონდ რა თქმა უნდა პატარებს, მაგრამ მე მაინც წივილ კივილით დავრბოდი აქეთ-იქით ის კიდე ჩმი შემყურე შოკში იყო უკვე სიცილისგან. ბედობაც ასევე ბედნიერად გავატარეთ. სამ რიცხვამდე თავისთან დაგვიტოვა სანდრომ და ცოცხალი თავით არ გვიშვებდა. მაგრამ მერე დედაჩმმაც გაიგიჟა თავი უხერხულიაო და სახლშიც წავედით.



№1  offline წევრი maxara

მაგარია მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent