შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღაპრული რეალობა (3)


5-06-2015, 23:54
ავტორი casas
ნანახია 4 182

უცებ მოვაგროვე ჩემი ნივთები და თავქუდმოგლეჯილი გამოვარდი სახლიდან.არ მინდოდა კიდევ სადმე გადავყროდი ჩემს უტაქტო ეფენდის და კიდევ ერთხელ მომესმინა მისი უმისამართო საყვედურები.გარეთ გამოსულს სუფთა ჰაერმა ცოტა მიშველა და გადავწყვიტე ღამის თურქეთის დათვალიერება.თან ახლა ფეხით გავლა ნამდვილად არ მაწყენდა.ყველაფერზე სერიოზულად მჭირდებოდა დაფიქრება და რა თქმა უნდა პირველ რიგში გეგმის მოფიქრება იყო საჭირო სახელად "როგორ მოვარჯულოთ ჭირვეული უფროსი".ძალიან ცდება თუ გონია თავს დაუხრის.ეგღა აკლია ჩვეულებრივ,საკუთარ თავზე შეყვარებულ მსახიობს დაუთმოს რამე.თავისი თავით კმაყოფილი მიაბიჯებდა ქუჩაში და თან ბოროტულად ეღიმებოდა.ერთი სული ქონდა სახლში მისულიყო და მარისთვის მოეყოლა ახალი ამბავი.
სახლში მისვლისთანავე სააბაზანოსკენ წავიდა.ნამდვილად ჭირდებოდა დღევანდელი სტრესის მოხსნა.თან წყლის ჭავლი მასზე ყოველთვის დადებითად მოქმედებს.იქიდან პირსახოცშემოხვეული გამოვიდა და მაშინვე ლეპტოპს ეცა.რამდენიმე ზარის შემდეგ მარის ხალისიანი ხმა მოესმა. მაშინვე ყველაფერი მოუყვა.თავიდან ისეთ დღეში ჩავარდა ძლივს გააჩერა

-ღმერთო ჩემო რა მაგარია.შენ საერთოდ თუ ხვდები,რომ ტუზი დაგეცა.ყველას საოცნებო ბიჭთან მუშაობ.-ეიფორიებში იყო და ხელებისქნევით მესაუბრებოდა.მე წარბაწეული ვუყურებდი და ველოდებოდი როდის დაწყნარდებოდა.მერე დამშვიდდა და

- ხო იცი ცხოვრებაში უმიზეზოდ არაფერი ხდება...იქნეებ...-დაიწყო მაგრამ ხელის აწევით გავაჩერე

-არც კი იფიქრო,მაგ ყეყეჩს ჭკუა უნდა ვასწავლო.ნახავს როგორია ნამდვილი კავკასიური სიჯიუტე-წარბშეუხრელად ვუყვებოდი მარის ჩემს გეგმებს, ის კი გულიანად დამცინოდა..ბოლოს მეც ამიყოლია და ასე ორ ხმაში ვცდილობდით პოზიტიური დამენახა ჩემს სამსახურში.

მეორე დილით ახალი შემართებით წამოხტა ფეხზე,მაღვიძარა გამორთო და პირდაპირ სააბაზანოსკენ აიღო გეზი.დღევანდელი დღის გეგმა დასახული აქვს და იცის როგორ წარმართავს ყველაფერს.ყველანაირად ეცდება მისი უფროსი დააიგნოროს და მშვიდათ გააკეთოს თავისი საქმე.ნახევარ საათში უკვე დანიშნულების ადგილას იყო და უნიფორმას ირგებდა.სახლში ღიღინით დადიოდა და ისე აკეთებდა თავის საქმეს.ეფენდის ოთახს რომ მიუახლოვდა სახელური ნელა ჩამოწია და ფეხაკრებით შევიდა ოთახში,მაგრამ ნანახმა შოკში ჩააგდო.თვალი იქვე დაყრილი ქალის საცვლების და ტანსაცმლისკენ გაექცა,შემდეგ კი რიტმულად მოძრავ საწოლს გაუსწორა მზერა.სადაც ორი სხეული ერთმანეთის ალერსში იმდენად იყვნენ ჩაფლულები გარშემო ვერაფერს ამჩნევდნენ.მის სმენას ქალის გაბმული ყმუილი მიწვდა,რომელიც სიამოვნების ხმებს გამოსცემდა და გველივით იგრიხებოდა მამაკაცის მკლავებში.იქამდე იდგა ნანახით გაშეშებული,სანამ წყვილმა დაშოშმინება არ იკადრა.გონს მხოლოდ მას შემდეგ მოვიდა როცა მასზე ურცხვად მიშტერებულმა ორმა წყვილმა თვალმა უხერხულობის გრძნობა შეუქმნა.მთლიანად აწითლებულმა აღარ იცოდა სახე სად დაემალა მის ყურთასმენას ჩაათაის გამწარებული ბრდღვინვა რომ მიწვდა.ფეხებაბლანდულმა სასწრაფოდ დატოვა ოთახი და მოსასულიერებლად აივანზე გავარდა.რა ქნას ყოველღე ხომ არ ხედავს ასეთ მხურვალე სცენებს.მხოლოდ ფილმებში თუ მოკრავდა თვალს და იისიც ცალი თვალით უყურებდა ხოლმე.განერვიულებულმა ორივე ხელი აწითლებულ ლოყებზე მიიჭირა და უსიამოვნო ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია.ცოტა ხანში ნაბიჯების ხმა გაიგონა და ინატრა მიწა გასკდომოდა.ყველაზე მეტად ეხლა გაავებული თაფლისფერების დანახვა არ უნდოდა.გონებაში წარმოიდგინა მისი წამების რამდენიმე გეგმა და საკუთარი თავი დაწყევლა ასეთი ფეთხუმი რომ იყო.

-როგორ შეგიძლია ყველაფერი უკუღმა აკეთო?-გაკვირვებულმა ავხედე და მამაკაცის თვალებში დანახულმა ნაპერწკლებმა სუნთქვა შემიკრა.სიბრაზისგან ბოლი ასდიოდა და ყბები ისეთი ძალით ქონდა ამოკუმული ეჭვი გამიჩნდა მალე არცერთი კბილი აღარ შერჩებოდა მთელი.

-ეფენდი..-დავიწყე ბოდიშების რიტუალის ჩამორაკრაკება.ხელის აწევით რომ შემაჩერა

-ახლავე მომწყდი თავიდან!-ნესტოებ დაბერილმა შემაწყვეტინა.-ხმა აღარ გაიღო-ყვირილით შემაწყვეტინა ჩემი ნახევრად დაღებული პირი რომ დაინახა.-ხმა მეთქი-დაიგრგვინა და თვალებში ჩამაშტერდა გამომცდელად.

-საყვარელოო,გელოდებიიიიი-"მყუდროება" ქალის წიკვინა ხმამ დაგვირღვია.ერთი მტრული მზერა მომიგდო და კარებში ისეთი სისწრაფით გავარდა,ნებისმიერ მაძებარს შეშურდებოდა მისი.როგორც კი თავი სამშვიდობოს დაიგულა შვებით ამოისუნთქა და ღმერთს მადლობა გადაუხადა უვნებლად გადარჩენისთვის!


დანარჩენი დღეები ჩვეულ რიტმში გაგრძელდა.ყოველ დილით ადგომა კატასტროფა იყო, მაღვიძარა როგორც კი დარეკავდა,ერთი ხელის დაკვრით თიშავდა და უშფოთველად აგრძელებდა ძილს.მაგრამ უფროსის სიბრაზისგან გაცეცხლებულ თვალებს რომ წარმოიდგენდა ელდანაკრავივით წამოვარდებოდა ფეხზე და თვალებდახუჭული ნაბიჯების თვლით მიდიოდა სააბაზანომდე.ისე რა მაიმუნი გოგოა,ეს კარგი დაიჩემა "გაცეცხლებული თვალები",რა ექნა ყველაზე მეტად სწორედ თაფლისფერების ეშინოდა ცეცხლის ალი რომ კიაფობდა ხოლმე შიგნით.რომელ კოშმარს შეედრებოდა აბაა?? ყველაზე დიდი კოშმარი და ძილის დამფრთხობი მისთვის ეს იყო.მიუხედავად ამისა, ყოველ დილით თითქმის სულ დაგვიანებით მიდიოდა,მაგრამ რა ექნა.
ხან დააგვიანებდა და ხან დააგვიანებდა...
ერთ დილით ჩვეულებრივ თავის საქმეს აკეთებდა,სამზარეულოდან უფროსის ხმამაღალი დაძახება რომ გაიგონა.

-ნათაი,მოდი აქ ! -თვალები შუბლზე აუვიდა,კაცი ძლივს ესალმებოდა ხოლმე და ახლა ჩვეულებრივ,ვითომც არაფერი ისე ეძახდა.

-დიახ თქვენო უმსახიობებულესობავ-ენა კინაღამ მოვიტეხე,მაგრამ ცოტა წააფირისტება არ მაწყენდა.იქნებ როგორმე მომეგო ამ კაცის გული.ჰმ-მოვინდომე.

-ნუ ცინიკოსობ და წესიერად მოიქეცი-შეუვალი იყო ჩემი ეფენდი.

-თქვენი ვერაფერი გავიგე,არაფერი თქვენ არ მოგწონთ-საცოდავი სახე მივიღე და თვალები გადავატრიალე.

-შენი მოვალეობა შეასრულე და ნორმალურად მელაპარაკე-თვალები დამიბრიალა და ჭამა განაგრძო.- შენს ღლაბუცში რისი თქმაც მინდოდა მავიწყდებოდა.მინდა,რომ ყოველ დილით საუზმე დამახვედრო გამზადებული.-ბრძანებლური ტონით განმიცხდა და ისე რომ სიიტყვის თქმაც არ დამაცადა მედიდური იერით დატოვა სამზარეულო.მიმავალს თვალი გავაყოლე და ცოტა დამაკლდა ერბო კვერცი რომ არ გამექანებინა იმ გაშლილი მხარბეჭისთვის.
საღამოს სახლში მისული,მთელი ღამე ჩემებს ვესაუბრე სკაიპით.თითქოს რაღაც მომენტში ისევ ერთად ვიყავით და მათ სითბოს რეალურად შევიგრძნობდი.

-მენატრებით ძალიან!- ხელი დავუსვი ჩემო ოჯახის გამოსახულებას სკაიპზე და ცრემლები მუშტებით მოვიწმინდე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent