შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 39)


6-06-2015, 01:36
ავტორი llella
ნანახია 4 687

თამუნას ნაამბობი:

ლექსომ სახლში შემიყვანა, თვითონ კი უკან გაბრუნდა. მე უბრალოდ ვიჯექი დივანზე, გაუნძრევლად, მხოლოდ დემეტრეზე ვფიქრობდი, ალბათ მომკლავდა რო გაეგო ვისთან ერთად ვიყავი, ისე რა ჩემი ბრალია ყველგან, სადაც რაღაც შარს ავიკიდებ ეგ თუა.
სიმართლე რომ ვთქვა უკვე მერამდენეჯერ მეხმარება, ყოველთვის იქ ჩნდება სადაც რაღაც პრობლემა გამოყოფს თავს.
ამ ფიქრებში ვიყავი გართული როცა ოთახში ლექსო შემოვიდა. დივანზე ჩემს პირდაპირ მოკალათდა, შემომხედა, თვალს არ მაშორებდა, მაგრამ ხმას არ იღებდა, რაც დაძაბულობას იწვევდა ჩემში.
-ეხლა კიდე მომიყევი რა და როგორ მოხდა!-ბოლოს და ბოლოს როგორც იქნა ამოიღო ხმა.
-ხომ გითხრა უკვე ყველაფერი როგორც იყო.
-მე მისი მონაყოლი რო მდომებოდა, მას ვეტყოდი, ყავაზე დავპატიჟებდი და ვიჭორავებდით.
-კი მაგრამ ყველაფერი ისე იყო როგორც მან თქვა.
-რამე ხო არ გითხრა?!-წინ წამოიწია და თითები ერთმანეთში ახლართა.
-არა... არაფერი.
-ნამდვილად?!-დაძაბული საუბრობდა ლექსო.
-ლექსო და რა უნდა ეთქვა?! რატო პანიკიორობ?! ან და რა აზრი აქვს რას მეტყოდა ჯაბა?!
-რო გეკითხები ესეიგი აქვს!
-არაფერი თქო... მართლა არაფერი არ უთქვამს.
ლექსოს ყველაფერი მოვუყევი, ის რომ რამოდენიმეჯერ მიხსნა „პრობლემებისაგან“, რომ დაბადების დღეს მასთან ერთად ვიყავი და ა.შ. ნუ ყველაფერი, რაც კი თავს გადამხდენია, არც არასდროს მომიტყუებია ჩემი ძმა და არც ახლა ვაპირებდი რაიმეს დამალვას.
მართალია ლექსო დაძაბული მისმენდა მაგრამ ბოლოს დამშვიდდა, ახლოს მოიწია, გულზე მიმიკრო და შუბლზე მაკოცა.
-მისას არ ეშვება!-მისთვის ჩაილაპარაკა.
-მისმინე, ის რომ დაბადების დღე მომილოცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მოკვლას მიპირებდა-გავიცინე.
-ჩემთის ეგ ერთი და იგივეა-გაეცინა-შენ სიახლოვეს დაინახავ თუ არა მაშინვე მეტყვი გასაგებია?!
-კი...
-უბრალოდ არ მინდა რაღაც დაგიშავოს, არ ვენდობი.
-არადა არ ჩანს ცუდი ბიჭი-ამოვიჩურჩულე და ავხედე ლექსოს.
-არცაა თამუ, უბრალოდ... იტოკში ვერ აგიხსნი რაა, შენ მთავარია მისგან შორს დაიკავო თავი.
-გასაგებია.
ისე დიდი ხანია ასეთი საუბარი არ გვქონია მე და ლექსოს, მართალია ეს ისეთი „ვაი რა ვნახე“ თემაც არ იყო, მაგრამ მაინც... იქედან გამომდინარე, რომ „ჩემს სიახლოვეს“ უცნობი ბიჭი მხოლოდ კილომეტრის დაშორებით მოძრაობდა, ესეც იმის გამო რომ ჩემს ძმას იცნობდნენ და იცოდნენ როგორიც იყო... იცოდნენ რისი გაკეთებაც შეეძლო, იშვიათად გვქონდა ეგეთ თემასთან შეხება, ისე „აგვარებდა“ მაგ პრობლემას რომ მე ბაი-ბურში არ ვიყავი.
ცოტახანი ჩუმათ ვიყავით, ხმას არცერთი ვიღებდით.
-ამიხსენი რატო ვერ იტანთ ეგრე ჯაბას!-უცებ ვკითხე, მას კი ბრაზი დაეტყო სახეზე.
-არაა ეგ შენი საქმე!!!-სწრაფად მიპასუხა და ცხვირზე ხელი მომიჭირა.
-როგორ თუ არაა?!
-როგორ და ეგრე!
-არ მესმის არაფერი არ მესმის, ბარემ გამომკეტე სახლში და ეგაა-დავეჯღანე და გავიცინე.
-თუ საჭირო გახდა გამოგკეტავ კიდევაც-გაიცინა.
-მაგას ვერ იზამ ძვირფასო ძამიკო-გავეკრიჭე და ვცადე სიტუაციის განმუხტვა-ძალიან გიყვარვარ და ვერ გამიკეთებ მაგას.
-მაგ ფეხით შენ 2-3 დღე ისეც ვერ გახვალ სახლიდან და-გაეცინა მასაც.
-აუ ფეხი...-ახლაღა გამახსენდა ჩემი გასიებული ფეხი.
-თამუნა დაურეკე დემეტრეს, გადაირია ბიჭი კინაღამ, ჩამოსვლას აპირებდა რომ არ უპასუხე, ძლივს გადავათქმევინეთ-გაიცინა და ზემოდან დამხედა.
-ვაიმე დემეტრე!-წამოვიყვირე-აუ ტელეფონი... მე ხო გამიტყდა ჩემი.
-მიდი ჩემით დაურეკე და გიყიდი მერე ახალ ტელეფონს.
-კაი-ლექსომ მისი ტელეფონი მომაწოდა, მეც გმოვართვი და დემეტრეს დავურეკე.
სწრაფად ავკრიფე მისი ნომერი, 3 წამიც არ იქნებოდა გასული რომ მიპასუხა.
-ლექსო რა ხდება! იპოვეთ?!-მისი დაძაბული და შეშინებული ხმის გამოგებისას გული შემეკუმშა.
-დემეტრე...-ამოვიჩურჩულე და ცრემლები გაუაზრებლად წამომივიდა თვალებიდან.
-პატარავ! შენ ხარ?! როგორ ხარ?! ხომ კარგად ხარ?! რამე ხო არ გჭირს?! გტკივა რამე?! სად იყავი?! ვისთან ერთად?!-სწრაფად მომაყარა კითხვები, ხმას თანდათან უწევდა, მე კიდევ ტირილს ვუმატებდი.
-ხო მე ვარ... კარგად ვარ, ისეთი არაფერი ფეხი მაქვს ნატკენი.
-რას ქვია ფეხი გაქვს ნატკენი?! სად იტკინე ანდა როგორ?!-ხმის ინტონაცია არ ეცვლებოდა.
-კიბეებზე ფეხი ამიცურდა და დაცემის დროს ვიღრძე.
-მერედა ეხლა როგორ ხარ?!
-ეხლა კარგად ვარ...
-და ექიმთან ვინ მიგიყვანა-ინტერესი შეერია ხმაში-მარტო ნატკენი ფეხით ხო ვერ მიხვიდოდი!
-არა მარტო არ მივსულვარ...
-აბა?!-არ მაცადა დასრულება.
-ჯაბა შემხვდა და მან წამიყვანა ექიმთან-„ჯანდაბა, არ გახარება და ამოწყვეტა შენი თამუნა, რაარი გოგო ვერ მოატყუე?! შეიშლება ეხლა! უეჭველი შეიშლება!“ მივალანღე ჩემი თავი და დასკვნაც გამოვიტანე.
-ვინ წაგიყვანა?!-აქედანაც კი ვხვდებოდი თუ როგორი სახე ქონდა მიღებული.
-ჯაბამ-ამოვიჩურჩულე.
-აუუ გადამრიო გინდათ ხოო?!
-გეყოფა ეხლა შენაც!-დავიყვირე ნერვებ მოშლილმა.
-მეყოფა კი არა რო ჩამოვალ ავჩეხავ მაგ ნაბ***რს!-დაიღრინა.
-და როდის ჩამოდიხარ?!-დავაიგნორე მისი ნათქვამი, არ მინდოდა ჩხუბი, თანაც ტელეფონით.
-არ ვიცი, პრობლემას პრობლემა ემატება, შევიშალო უნდა კაცი.
-იმედია ყველაფერი კარგად იქნება და მალე ჩამოხვალ, უი მე ტელეფონი გაიტყდა და ამიტომაც...
-მეც მაგის იმედი მაქვს რო მოგვრდება ყველაფერი-ცოტათი დაწყნარდა და ხმაც თბილი გაუხდა-არაუშავს გიყიდის დღეს ლექსო.
-მომენატრე!
-მეც უაზროდ!-ასე 1 წუთი ორივე უხმოთ ვიყავით, არც მიცდია ხმის ამოღება, მის სუნთქვას ვუსმენდი და ვცდილობდი გული დამემშვიდებინა-ახლა ამ წუთას შენთან მინდა, მინდა ძალიან მაგრად მოგხვიო ხელები, ჩაგეხუტო და არსად არ გაგიშვა!-უცებ მისი სიტყვები გავიგონე, რომლის მოსმენაც ძალიან მინდოდა, მინდოდა არა მჭირდებოდა.
-მალე ჩამოდი-მისი სიტყვები მესიამოვნა, მართალია ვიცოდი რო მაინც ძალიან გაბრაზებული იყო, მაგრამ თავს ვიმშვიდებდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
-შევეცდები! მიდი მიეცი ეხა ტელეფონი ლექსოს-მეც ლექსოს ვანიშნე შენთან უნდა ლაპარაკი თქო, მანაც გამომართვა ტელეფონი და ოთახიდან გავიდა.

დემეტრეს ნაამბობი:
თამუნას დავურეკე დილით მაგრამ არ მიპასუხა, კიდევ ვცადე 2-3ჯერ მაგრამ არც მაშინ არ მიპასუხა, მერე ლექსოს დავურეკე, მითხრა ლელუკასთან წავიაო, მეც დაცდა ვარჩიე, ალბათ ტელეფონი დაუჯდა და გზაშია თქო, მაგრამ როცა ნახევარი საათის შემდეგ ლექსოს დავურეკე და გავიგე რომ თამუნა არ იყო ლელუკასთან, რა დამემართა არ ვიცი, გაგიჟებას ცოტაღა მაკლდა. თითქოს და გული მიგრძნობდა სადაც და ვისთან ერთადაც იყო, მაგრამ თავს ვაჯერებდი რომ ჯაბა მის სიახლოვესაც არ იქნებოდა.
ისევ უკან დაბრუნებ გადავწყვიტე, მაგრამ ბიჭებმა თავი გაიგიჟეს და ამიტომ...
მაშინ როცა თამუნას ხმა გავიგონე, მგონი გული ფრინავდა სიხარულისგან, რომ ის კარგდ იყო.
მაგრამ მისი მონაყოლიდან გამომდინარე, ჯობდა არც არაფერი არ გამეგო და არც მეკითხა.
ჯაბა მისას არ იშლის, მთხოვს მომკალიო, ჯერ მაწამე და ისე მომკალიო, ხოდა მეც შევუსრულებ მაგ ოცნებას, არავისააქ უფლება რომ უბრალოდ შეხედოს თამუნას და ბარათელს ხო მითუმეტეს.
მაგრამ მთავარი მაინც ისაა რომ თამუნა ჩემი „საცოლეა“ რომ მას მე ვუყვარვარ დ მხოლოდ ჩემია. ესეც კი არ მაძლევს მოსვენებას, მეშინია რამე არ დაუშაოს, რამე არ მიქაროს.
თამუნას ველაპარაკე, მერე კი ვთხოვე რომ ლექსოსთვის მიეცა ყურმილი.
-ხო.
-თუ ჩემი ჭკუიდან გადაყვანა გინდათ პირდაპირ მითხარი!-სიცილით ვუთხარი, არადა ისეთ დღეში ვიყავი, ვინმეს რო ვენახე გული გაუსკდებოდა.
-აუცილებლად შეგტყობინებ, მოგამზადებ წინასწრ-მასაც გაეცინა.
-მისას არ ეშვება!
-მეც ეგ ვთქვი.
-მოუწევს რაღაცეები ისევ შეიგნოს, მე კიდევ მომიწევს რო მაგ შეგნებაში დავეხმარო!
-ცოტაც მაკლდა და...
-მქონდა ეგეთი შემთხვევა-გავიცინე და გამახსენდა ბარიდან გამოსულებს ჯაბა რომ შეგვხვდა.
-ცუდ თევზს დაიჭერს ეგ!
-მაგ თევზაობამდეც ვერ მიაღწევს!
-კაი დავანებოთ ამას თავი, თორე მართლა გავგლეჯ შუაზე-გეცინა ლექსოს.
-ისევ თამუნას გამო ვიკავებ თავს.
-მეც... მარა ვატყობ რო ეგ თავის შეკავება ნელ-ნელა კლებულობს და მალე ნულზე დაჯდება. შენ საქმეები მოაგვარე?!
-ვერა ბიჯო, ჯერ ვერა.
-ვინ გააკეთა იცი?!
-არა...-არადა პასუხი არჩვეულებრივად ვიცოდი.
-დავაი აბა და მერე შეგეხმიანები, ბიჭები მოვიდნენ და... ხო თამუნას მოვუვლით არ ინერვიულო-გაიცინა.
-კაი მომიკითე ბიჭები-ესღა ვუთხარი და გავუთიშე.

ლექსოს ნაამბობი:

დემერტრეს გავუთიშე და კარებში შემოსული ბიჭებისაკენ წავედი.
-ზდაროვა რას შვრები?!-შემოსვლისთანავე იკითხა უჩამ.
-არაფერს.
-რაიყო რა ხმა გაქ?!-გაკვირვებულმა მკითხა ბესომ.
ყველაფერი მოვუყევი, ბიჭებსაც დაეტყოთ გაბრაზება.
-დემეტრემ რაო?!-ინტერესით მკითხა კოკამ როგორც კი მოყოლა დავამთავრე.
-კაის რას იტყოდა-ჩემს მაგივრად უპასუხა უჩამ.
-ჯაბა არ შეეშვება!-დაასკვნა ბესომ.
-არ აცოცხლებს დემეტრე!-დავამატე მეც.
-დანიშნულები არიან ტო!-წამოიყვირა კოკამ-დებილია ეგ ბიჭი ვაახ!
-არ იცის!-გავიცინე და კოკას გავხედე.
-რას ქვია არ იცის?!
-იმას რო არ იცის, თამუნას ხელზე ბეჭედი რო დაინახა კი კითხა ვინ გაჩუქაო, მარა არ უკითავს რისთვის იყო ეს ბეჭედი განკუთვნილი...
-დავიჯერო მართლა მაგ დონის კრეტინია რო ვერ მიხვდეს ბეჭედს რატო ჩუქნის კაცი ქალს?!-გაკვირვებული სახე მიიღო უჩამ და დივნის საზურგეს მიეყრდნო.
-და რაიცი შენ რო არ იცის?!-ცალყბად გაიცინა ბესომ და უჩას მიბაძა.
-რას გულისხმობ?!-კითხა გაკვირვებულმა უჩამ.
-რას და...
-იცის, ან ხვდება მარა კიდია-არ აცადა ბესოს დამთავრება კოკამ და უჩას გახედა-უყვარს და ამიტო კიდია, რისთვისაა ეგ ბეჭედი.
-გინდა ვინიძლაოთ რო ეგ ჭორები და დანარჩენი ყ***ბი ჯაბას ნაჩალიჩარია?!-ცოტახნის სიჩუმის შემდეგ თქვა ბესომ.
-მეც ვიფიქრე ეგ-უპასუხა უჩამ-აწყობდა რო დემეტრე წასულიყო საქართველოდან!
-ნაბ****რი!
-მიხედავს დემეტრე!-კმაყოფილმა გამოაცხადა კოკამ-ჩვენ მთავარია თამუნასთან არ მივუშვათ ახლოს.
-აუ ბიჭო წასვლაზე გამახსენდა, მე და ბესიკი მივდივართ 2 კვირით რუსეთში-წამოიძახა უჩამ და ბესოს მხარზე ხელი დაარტყა.
-მეტკინა !-წამოიყვირა ბესომ.
-აუ რაარი ტო, ხელის მოკარებას ვერ უძლებ შენ და წარმომიდგენია მერე ღამე ელენეს შეხებისას.....
-ენას ამოგაცლი ნიკოლავა!-მუჯლუგუნი უთავაზა დვალმა ძმაკაცს, მანაც სიმწრით წამოიყვირა.
-წავედი მე ელენე უნდა ვნახო, ხმალაა ფრენა და...
-მეც წავედი ჩემს ცხოვრებასთან-ფეხზე წამოდგა უჩაც.
-თამუნას პატრონობას და გართობას მე ვკისრულობ-გაგვეკრიჭა კოკა.
-კაი წავედით ჩვენ და შენ შეეცადე ბავშვი არ შეშალო.
-აუ დავაი რაა, ჩემზე მაგარი ძიძა ჯერ არ დაბადებულა.
უჩა და ბესო გავაცილე, ცოტახანში მეც სამსახურში წავედი, კოკა კი თამუნასთან დავტოვე.


უჩას ნაამბობი:

მე და ბესო ერთად გამოვედით ლექსოსგან, შემდეგ კი მე სოფოსთან ის კი ელენესთან წავიდა.
სოფოს სადარბაზოსთან ვიყავი, ხელში როგორც ყოველთვის 3 ცალი გვირილა მეკავა, ტელეფონი ამოვიღე და დავურეკე.
-ალო-მისი ნაზი ხმის გაგონებისას უნებურად გამეღიმა.
-ჩამო ქვეოთ!-ესღა ვუთხარი და გავუთიშე.
როგორც იცის ხოლმე ფანჯარასთან მივიდა და გადმოიხედა, გამიღიმა და ფანჯარას მოშორდა, 5 წუთში კი უკვე სადარბაზოდან გამოვიდა.
მისკენ წავედი, წელზე ხელი მაგრად მოვხვიე და ვაკოცე, სულაც არ მიმიქცევია 7 წყვილი თვალსითვის ყურადღება. როცა „დავნაყრდი“ ფრთხილად მოვშორდი.
-მომენატრე!
-მეც-ლოყებაწითლებულმა მიპასუხა, როგორ მიყვარს როცა ლოყები უწითლდება, ისევ რცხვენია ჩემი „დაგემოვნების“ სცენების.
-როგორ მიყვრს შენი აწითლებული ლოყები შენ არ იცი-გავიცინე და კიდევ ერთხელ ვაკოცე-კაი წავედით.
-სად?!
-პარკში გინდა?!
-კი-გამიღიმა.
წელზე ხელი შემოვხვიე და მგარად მივიხუტე, ასე წავედით პარკისაკენ.
დიდი ხანი გავჩრდით პარკში, ნაყინები ვჭამეთ, ათას სისულელეზე ვილაპარაკეთ, ბოლოს კი ვუთხარი, რომ 2 კვირით უნდა წვსულიყავი საქართველოდან, მან კი პირდაპირ ტირილი დიწყო, ჩემი სულელი... შემდეგ კი 7 საათზე ჩავაბარე პატრონს.
წასვლის წინ მაგრად ვაკოცე, ისევ ისე ძლიერად ჩავიკარი გულში და ისე გავაგზავნე სახლში.
მიყვარს... მორჩა!



ბესოს ნაამბობი:

ელენეს სახლთან ვიყავი, კიბეები სწრაფად ავიარე და კარებზე დავაკაკუნე. კარები სასიმამრომ გამიღო.
-გამარჯობა ბატონო ოთარ.
-გაგიმარჯოს შვილო, ელენე მის ოთახშია, ნინო დაუძახე ელენეს.
-ეხლავე, შემოდი შვილო რას დგახარ კარებში-გამიღიმა სასიდედრომ და სახლში შემიპატიჟა.
-იყავით მე შევალ-გამოვაცხადე და დავიძარი მისი ოთახისკენ.
კარებზე დავაკაკუნე.
-შემოდით-გავიგე მისი ნაზი ხმა და გამეღიმა. კარები გავაღე და ოთახში შევედი, ელენე საწოლზე იყო წამომჯდარი და წიგნს კითხულობდა.
-ჩემი ბეჯითი გოგო!
-უი ბესო-გუხარდა ჩემი ნახვა, ფეხზე წამოვარდა და ჩამეხუტა.
-მომენატრე!
-მეც!
-წავიდეთ სადმე?!
-რავიცი... წავიედეთ, რატომაც არა-გამიღიმა.
-ვგიჟდები შენზე-უცებ დავეწაფე მის ბაგეებს და წელზე ძლიერად მოვუჭირე ხელი-ჩემი გემრიელი ხარ შენ!
-ვაიმე შენ რა კულტურული ხააარ-გაიცინა და მომშორდა-რა ჩავიცვა?!
-რავიცი რაც გინდა, კაფეში დავჯდეთ.
-კაი, გადი და 2 წუთში გამოვალ მეც.
მისაღებში გავედი და დავიწყე ცდა თუ როდის მოწესრიგდებოდა ჩემი პრინცესა, მართლაც რომ მალე გამოვიდა და ჩენც გამოვედით სახლიდან.
იქვე ახლოს მდებარე კაფეში შევედით და შევუკვეთეთ 2 ფინჯანი ყავა.
-პრინცესა მისმინე, 2 კვირით მივდივარ რუსეთში.
-რა?! აუუუ როგორ გავლო მე უშენოდ ეს 2 კვირა?!-მითხრა თუ არა თვალებიდან ცრემლები გადმოყარა.
-ოოოო გული გინდა რო გამისკდეს ხოო?! რა გატირესბ გოგო ნუ შემშლი!
-ოოო აბა 2 კვირა მივდივარო და-ამოისლუკუნა და ცრელები მოიწმინდა.
-მერედა სამუდამოდ ხო არ მივდივარ, ნუ გადამრევ გოგო! არ იტირო, დიდი გოგო არ ხარ შენ?! რა გატირებს ტო-გავიცინე და ცრემლები მოვწმინდე.
-მალე ხო ჩამოხვალ?!
-აბა რას ვიზამ ტო! არ იტირო შენ!-შუბლზე ვაკოცე და გავუღიმე.



- - - - -
გამარჯობა ხალხო <3 ველი შეფასებას და კომენტარებს <3 მიყვარხართ ყველა ძალიან



№1  offline წევრი masu

Auu dzaan kai iyo <3

 


№2  offline წევრი -tiko))

Magari xar... kai iyo ... dzalian kargi iyo.... ai ravici raaa... raga gitxra sxva.... ubralot sityvebis maragi gamomelia iseti kargi gogo xar da iseti kargi istoria gaq
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№3  offline წევრი cancara

Male dadeeee

 


№4  offline წევრი llella

-tiko))
Magari xar... kai iyo ... dzalian kargi iyo.... ai ravici raaa... raga gitxra sxva.... ubralot sityvebis maragi gamomelia iseti kargi gogo xar da iseti kargi istoria gaq

dzalian, dzalian didi madliba <3 chemtvis titoeuli tkveni komentari dzalian bevrs nishnavs <3

 


№5  offline წევრი malikuna

აუუ ეს მარი სულაბერიძე მოგზავნილია? ბარათელზე რო გიჟდებაა?? :// ვაახ... მომეწონაა ეგრეე ბიჭებოო მიაწექით თქვენსას დაიცავით გოგოო❤❤

 


№6  offline წევრი Niacule

კარგი მოთხრობაა პროსტა ძაან ბანალური დიალოგებია და ეს დემეტრე კიდე ნამდვილი "ქართველი ვაჟკაცივით"იქცევა, რეებს ალაპარაკებ,რა არავინ არუნდა შეხედოს თამუნას მის გარდა -_- დანარჩენი ყველაფერი კარგგია

 


№7  offline წევრი სპენსერი

მგონი მარტო მე მომწონს ჯაბა!! მინდა რომ ჯაბა კარგად გავიცნო :D <3 კარგი გოგო ხარ მალე რო დადე <3

 


№8  offline წევრი lamazmani

ძაან კაია მომწონს მაგარი გოგო ხარ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent