შეშლილი, შეშლილი ევა! თავი II
რამდენიმე საათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ, რომელიღაც, მიყრუებულ სოფელში შევდით, მხოლოდ ერთი მოხუცებული კაცი შევამჩნიე, რომელიც გაკვირვებული მოშტერებოდა მანქანას. _ეტყობა აქ ცივილიზაცია ჯერ არ შემოსულა..._ჩავილაპარაკე ჩემთის. _შენ ალბათ რობოტი გიმზადეს საუზმეს..._ დამცინავად შემომხედა ლაშას გვერდით მჯდომმა უცნობმა. ხმა არ გამცია, ვიცოდი, რომ ავყოლოდი ხელჩართულ ბრძოლაში გადავიდოდი და ცოტა არ იყოს, მისი მკლავებზე შემომსკდარი კუნთების შემხედვარეს - შემეშინდა. _მარჯვნივ თუ მარცხნივ?_იკითხა ლაშამ. _მარცხნივ..._უპასუხა დაკუნთულმა_რამ დაგავიწყა?! _რავი..._უპასუხა ლაშამ და აშკარად დაეტყო სახეზე ნერვიულობა, ღელავდა, არ მოეწონა მარიამის რეაქცია,ისიც კი იფიქრა ალბათ არ ვუყვარვარ და როგოც კი შანსი მიეცემა მაშინვე გამექცევაო... _კეთილი იყოს თქვენი ფეხი რაჭაში!_ომახინად წარმოთქვა უცნობმა და მანქანის კარი გამოაღო._რას ელოდებით?_შემოგვხედ მანქანაში, იგი ალბათ ერთადერთი იყო ვინც არაფერზე ნაღვლობდა ახლა_გადმოდით!_ გულიანად გაიცინა, მერე ისევ გაყო თავი მანქანიდან, ხელები გაშალა და ხარბად ჩაისუნთქა ჰაერი. _ცოტა ჰაერი ჩვენც დაგვიტოვე._ წავიწუნკლე, როგორც მჩვეცია ხოლმე და გვერდით მჯდომ ბიჭს ვანიშნე მანქანიდან გადადიმეთქი. _ნუ გეშინია, ყველას გვეყოფა_არ შემარჩინა სიტყვა დაკუნთულმა და მანქანიდან გადასულს წინ გადამეღობა, ღიმილნარევი გამოწვეით დამყურებდა ზემოდან და შავ თვალებს გამალებით აცეცებდა აქთ-იქეთ, თითქოს ჩემი სახის ყველა ნაკვთს ათვალიერებსო. მე ერთიანად შევათვალიერე უცნობი, ფეხზე დიდი, ყავისფერი “ბუცები” ეცვა, ტანზე ღია, ხორცისფერი, ბევრჯიბეეიანი შარვალი და ასეთივე ფერის, მოკლემკლავიანი მაისური ეცვა, ისე კი თავიდან ფეხებამდე რაღაც შავი ლაქები ეცხო: ფეხსაცმელებზე, შარვალზე, მაისურზე სახეზე და ყურებზეც კი. თმები ბოლომდე გადაეხოტრა, თუმცა ეტყობოდა ქერა იყო, ქერა და შავთვალება... აშკარად ახალი ხილი იყო ჩემთვის, ყველაზე მეტად კი მისმა სახემ მომხიბლა, მას ნამდვილი ბოროტმოქმედის გამომეტყველრბა ჰქონდა, თანაც ისეთის ყველაზე სასტიკი დანაშაულის ჩადენა რომ შეეძლო, ალბათ ასე ხშირად ამიტომაც იღიმოდა. უცებ უცნობმა ერთი ხელი მკლავში მსტაცა და მის გულ-მკერდზე ამიკრა, მეორე ხელი კი წელზე შემომხვია და ვიგრძენი ნელ-ნელა უკალაკისგან როგორ აცურებდა, დაბნეულობისაგან გაშეშებული მივშტერებოდი მას და თვალებით ვეუბნებოდი: რას აკეთებ?, ხომ არ შეიშალემეთქი... ხელი შარვლის უკანა ჯიბეში ჩამიცურა და მობილური ამომაცალა. ხელები შემიშვა და ისე გაებადრა სახე რომ ოცდათორმეტივი თეთრად ბრწყინვალე კბილი გამოუჩნდა. _აჰა!_გასძახა ლაშას და მობილური ესროლა_გამორთე და შეინახე!_დააყოლა და ისევ მე შემომიბრუნდა_რა შეშინებული მიყურებ? მამაკაცი არასოდეს შეგხებია?_სახეზე კი დამცნავი ღიმლი არ შორდებოდა. _შენ რა, შენი თავი მამაკაცი გგონია?_წრბაწევით ვუპასუხე, მერე ზურგი ვაქციე და დიდ, ტრიალ მინდორში მდგარი პატარა ქოხისაკენ ავიღე გეზი._ როგორც ვხვდები, ამაღამ აქ მოგვიწევს გათენება?!_ ბრაზნარევი მზერა ვესროლე ლაშას. Xxxx _რამდენიხანი აპირებ ჩევნს აქ გამომწყვდევას ლაშა?_სახლში შესვლისთანავე ვკითხე სასიძოს და იქვე დივანზე დავჯექი. ლაშამ არაფერი მიპასუხა, თითქოს ენა გადაეყლაპაო. მარიამს მიშტერებოდა და ერი სული ჰქონდა როდის ეტყოდა ქალი რამეს. ფიქრობდა ნეტავ გამლანძღოს, მუშტები დამიშინოს, იტიროს, ოღონდ ჩუმად ნუ იქნებაო. მარიამი კი ხმისამოუღებლად მომიჯდა გვერდით და შეშინებული თვალებით შემომხედა. _ნურაფრის გეშინია_მივუბრუნდი მისკენ და წარბშეკრულმა ვუთხარი_გიჟი კი არ ვარ ასე მშვიდად ვიჯდე აქ! ჩემები მთებს გადადგამენ და მაინც მოგვაგნებენ..._მერე ლაშას გავხედე და თავი გავაქნიე. _მარიამ..._როგორც იქნა ამოიღო ხმა მან._გამო რა გარეთ, დავილაპარაკოთ. მარიამი უხმოდ ადგა და ლაშას გაჰყვა. ოთახში ორ ბიჭთან ერთად მარტო დავრჩი, თვალებით იმ დაკუნთულს დავუწყე ძებნა, მაგრამ ვერსად დავინახე, ერთი ღრმად ჩავისუთქე ფეხზე წამოვდექი. _ის, მესამე სადაა?_ვიკითხე სხვათაშორის. _მე მეძებ?_კარი შემოაღო “მესამემ”. ერთ ხელში კალათა ეჭირა, კალათაში კი ქათმის კვერცხები ეწყო, მეორე ხელით კი, წათხიდან ახლადამოღებულ ყველი ჩაბღაუჭებოდა. _ოჰ!_გავუღიმე გაომწვევად._რა უნდა მოგვიმზადო? _კვერცხს შევწვავ..._ჩაილაპარაკა და ასამზარელოსაკენ გაემართა. _ხომ არ მოგეხმარო?_არვდავნებდი მე. _საჭმლის კეთება იცი?_გაეცინა მას. _შენ რა, არასოდეს გინახავს ქალი, რომელმაც მაკიაჟის გაკეთების გარდა სხვა რაღაცეებიც იცის?_ცალი წარბი ავზიდე მაღლა. _შენ რა, შენი თავი ქალი გგონია?_სამაგიერო გადამიხადა დაკუნთლმა და კმაყოფილი მზარა მესროლა. მთელი სხეული ბრაზით ამევსო, ალბათ მულტფლმის გმირი რომ ვყოფილიავი, სახეზე სულ გავწითლდებოდი და ყურებიდან ბოლსაც კი გამოვუშვებდი. იმდენად გავბრაზდი რომ წამიერად შევიძულე კიდეც კაცი, მაშინ გავიფიქრე სანანებლად გაგიხდი მაგ სიტყვებს, ისე ვიზამ ჩემს გარდა სხვა ქალი არ გაინტერესებდეს და იმას გაიძახოდე შენზე მეტი ქალური ქალი არ არსებობსო. _არ მინდა მოხმარება..._გამომაფხიზლა, ფქრებში ჩაფლული მისმა ხმამ._კვერცხს მარტოც შევწვავ_გაეცინა და მაგიდაზე დადო კალათი და ყველი. _მარტო კვერცხი შენ ჭამე_უხეშად ვუთხარი, მერე თავს შემოვუძახე არ უნდა შეგეტყოს ბრაზი მეთქი და ღიმილით გავაგრძელე საუბარი._ფქვილის თუ მომცემ, ხაჭაპურებს დავაცხობ. ხაჭაპურებისა და ქათმის მომზადება საღამოსთვის გადავდეთ, ახლა კი მჭადები დავაცხვე, მერე დაკუნთულმა საიდანღაც კიტრი და პომიდორიც მოიტანა და სალათიც დავჭერი. ნამგზავრი და დაღლილები ყველა უხმოდ შევექცეოდით საჭმელს, ბიჭებმა ცოტა ღვინოც დალიეს. _ჩვენ არ დაგვისხამთ?_გაკვირვებულმა ვიკითხე და ჩემი და მარიამის ჭიქებზე მივათითე. ლაშამ მაშინვე შეგვივსო წითელი ღვინით ჭიქები, “ქალებს გაგვიმარჯოს”_მეთქი გავხედე მარიამს და ერთიანად მოვსვი, ზოგადად წელიწადში ერთხელ, ახალ წელს ერთ ჭიქა შამპანურს შევსვამდი და ეგ იყო. მაგრამ ახლა დალევის სურვილს შევეპყრე და სამი სადღერგძელო ზედიზედ შევსვი. _არ ვიმღეროთ?!_გიტარა გამოიტანა დკუნთულმა მეორე ოთახიდან, სკამზე კომფორტუკად მოთავსდა და სიმღერა დაიწყო: “მითხარ, რად ხარ მოწყენილი, რამ დაგაღონა, ვინ გატკინა ეგრე გული, ჩემო გოგონა? ვინ გადინა ეგ ცრემლები, ვინ აგატირა, ჩემო კარგო, შენი წყენა ვინ დააპირა?” სულ ღიმილით ჩაიმღერა დაკუნთულმა ეს სიმღერა. მთელს სხეულში დამიარა ჟრუანტელმა, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მთელი ცხოვრება ვიჯდებოდი ამ მაგიდასთან რაჭული ჰაერითა და წითელი ღვინით გაბრუებული და ყურს დავუგდებდი ქერა, შავთვალება მამაკაცის სიმღერას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.