ჩემი "ჰოლივუდური" ამბავი. 2
ძლივს ჩაძინებულს დილით, გამიჭირდა გაღვიძება. მთელი ნახევარი საათი ვცდილობდი ძილისთვის თავის წართმევას. დაგვიანებით ადგომა დედაჩემმაც შეამჩნია და ოთახის კარზე მომიკაკუნა. მეც გაბრუებული გადმოვგორდი საწოლიდან, ნაძალადევი ღიმილით გავუღე კარი და ვუთხარი მალე დავეწვეოდი ყავაზე. ასე არასდროს დამზარებია სამსახურში წასვლა. ფეხები უკან მრჩებოდა სახლიდან გამოსვლისას. მუქი შინდისფერი ბერეტი თავზე ჩამოვიმხე და გაჩერებისკენ გავბუნძულდი. ის შავი ჯიპი ადგილზე დამხვდა. მივხვდი ჩემი ახალი მეზობელი სახლში ბრძანდებოდა. მის გახსენებაზე, ტანში უსიამოვნოდ დამიარა და სამარშუტო ტაქსის მოლოდინში, კინაღამ განათების ბოძზე მიყუდებულს მიმეძინა. მაღაზიაში შესულს, თბილი ჰაერი ძლიერ მესიამოვნა და კიდევ უფრო მოვითენთე. ჩემ თავზე ბრაზი მერეოდა, რამ გამათენებინა, უაზრო ფიქრებში მთელი ღამე... თითქმის უკვე შუადღე იყო. შესვენებიდან დაბრუნებული მაღაზიაში შევედი და შემოსულ კლიენეტებს გავუღიმე. საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი შემოვიდა,თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა და მამაკაცების სექციისკენ გაემართა. მეც უკან დავედევნე და ზრდილობიანად ვკითხე ჩემს დახმარებას თუ საჭიროებდა. მანაც მოხდენილად გამიღიმა და ამიხსნა მეუღლისთვის საჩუქრის შერჩევა მინდაო. მეც დავიწყე ნაირ-ნაირი ზედების გადმოლაგება. უცებ ბიჭების ხმამაღალ სიცილს მოვკარი ყური და შემოსასვლელისკენ გავიხედე. მაღაზიაში ოთხი მამაკაცი შემოლაგდა..ორი მათგანის დანახვაზე ფერი მეცვალა. ჩემი "ზრდილობიანი"მეზობლები, რომ ამოვიცანი, ისეთმა კანკალმა ამიტანა ცოტაც და იქვე გავადენდი ზღართანს. ჩემს წინ მდგომმა ქალბატონმა შეამჩნია, ჩემი გასაჭირი და შეშფოთებულმა მკითხა ხომ კარგად ხარო. უცებ მოვედი გონზე, ძლივს გავუღიმე და ზედების დათვალიერება შევთავაზე. ბიჭებისკენ ზურგით შევტრიალდი, რომ არ დავენახე. იქნებ ვერც ვეცნე, მაგრამ თავი მაინც დავიზღვიე. ეს ქალბატონიც მაინც და მაინც იმ მხარეს მიიჭრა სადაც ისინი იდგნენ და მათ ცხვირწინ გამოფენილ შარფებს დაავლო ხელი. უკან აღარ გავყევი და გადმოყრილი ზედების გასწორებას შევუდექი. ვინ მაცადა... მისი წკრიალა ხმა უცებ გაისმა. "უკაცრავააად შეგიძლია ამის ფასი მითხრათ?". ოო როგორ არ მინდოდა იქ მისვლაა..ფასი ზედ ქონდა დაკრული შარფებს და რა ვერ დაინახა იმ დალოცვილმაც. სხვა რა გზა მქონდა ერთი ღრმად ამოვისუნთქე და მისკენ გავემართე. ბიჭებმაც ცნობისმოყვარე მზერა გამომაყოლეს. მათ წინ მივბანცალდი და ფასების ჩამორაკრაკება დავიწყე. -ეე სადრექს ეს ის არ არის შენი უბნელი მუდო? წამოიძახა ჩემმა ნაცნობმა სახემ. "მუდოოო"? მომესმა თუ მართლა ეს დამიძახა.. არა ნამდვილად მუდო თქვა. ჩემს პირდაპირ მდგომმა ქალბატონმა ჯერ მას გადახედა გაკვირვებულმა და მერე ჩემს აჭარხლებულ სახეს დააშტერდა.ალბათ მიხვდა რა ცუდად ვიგრძენი თავი. შარფი უკან დააბრუნა, "თავხედი" ჩუმად ჩაილაპარაკა და მაღაზია სასწრაფოდ დატოვა. ეს რა ზედმეტსახელი შეურქმევია ჩემთვის ამ თავხედს, გავიფიქრე გამწარებულმა და მათკენ მივტრიალდი. -ხო ხოო ეგაა.გამყიდველი ყოფილა შე *ემა. თავისივე თავს დაუდასტურა ყოყლოჩინამ. "სადრექსამ" დამცინავად გადმომხედა, ჩემსკენ გამოემართა და ისე ახლოს დამიდგა ცხვირი კინაღამ მის მკერდს მივაწებე. -რით შემიძლია დაგეხმაროთ? დაზეპირებულივით ამოვილუღლუღე და ჩემზე ორი თავით მაღალ მამაკაცს საცოდავი თვალებით ავხედე. -ტუფლების გასაწმენდ კრემს ვეძებ და ხომ ვერ დამეხმარებოდი? ისეთი დამცინავი სახით მითხრა, სიმწრისგან მომდგარი ცრემლი ლოყაზე ჩამომიგროდა. ვიგრძენი, როგორი არარაობასავით მიყურებდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ჩემს გაჭირვებას და სიმწრით საშოვნ სამსახურს უტიფრად დასცინოდა. ჩამოგორებული ცრემლი, რომ დაინახა, კიდევ უფრო მეტი ზიზღი გაუჩნდა თვალებში. -კარგი ხო აქ არ იტირო. დედიკოც არ დამაყენო ეხლა საქმის გასარჩევად. ეგრე თუ გიტყდება "გამყიდვლად" მუშაობა სახლში დაჯექი მაშინ, ან ვინმე ფულიანი ბიძა დაკერე. გარეგნობა არ შეგიშლის მაგაში ხელს. მეტს ვეღარ გავუძელი და უკანა ოთახში თითქმის აღრიალებული შევარდი. ჩემი თანამშრომელი გაოცებული მომვარდა, ტირილისგან აკანკალებულ მხრებზე მომეხვია და თავი მაღლა ამაწევინა. -რა დაგემართა გოგო, რა მოხდა გამაგებინე.ადამიანს არ გავხარ. ისე ვზლუქუნებდი სიტყვის წარმოთქმის თავიც არ მქონდა. ჭიქით წყალი მომაწოდა თეონამ და დაელოდა ჩემს დამშვიდებას. -არაფერი თეო. გარეთ კლიენტები არიან და შეგიძლია მიხედო? თითქმის მუდარით ვთხოვე. მანაც თავი დამიქნია და გარეთ გავიდა. ორ წუთში ისევ უკან შემობრუნდა. -იქ არავინაა. რა მოხდა ვინმემ რამე გითხრა ცუდად? გინდა დაცვას დავუძახო? ვერ მშვიდდებოდა თეო. -არა. კარგად ვარ, არ ვიცი რა დამემართა. დილიდან ვერ ვარ კარგად და შეგიძლია სახლში გამიშვა? -კი.კი წადი. თან ხვალ ისვენებ და გამოკეთდი ფერი არ გადევს სახეზე.. მადლობა გადავუხადე. ჩემს პალტოს და ბერეტს ხელი დავსტაცე და მაღაზია აჩქარებულმა დავტოვე.თან აქეთ-იქეთ ვიხედებოდი იმათ, რომ არ გადავყროდი სადმე. სახლში, რომ მივედი სასწრაფოდ ჩაიდანი დავდგი გაზქურაზე და ყავის მომზადებას შევუდექი. გამზადებული ყავით მისაღებ ოთახში გავედი და ფანჯრის რაფაზე კატასავით შემოვსკუპდი. ამ ადგილას ჯდომა ბავშვობიდან მიყვარს.აქედან შემოსასვლელი კარგად ჩანს და დედიკოს და მამიკოს მოლოდინში, ავიტუზებოდი ხოლმე იქ. ოოხ როგორ მომინდა მამაჩემი ჩემს გვერდით ყოფილიყო. ხომ დაუმშვენებდა ცხვირ-პირს იმ თავხედ ბიჭებს, მის გოგოს რომ ესე აგდებულად ელაპარაკებოდნენ და ურცხვად ამცირებდნენ. მათმა საქციელმა ძალიან დამწყვიტა გული. ვერ ვიფიქრებდი თუ ჩვენს დროში, "გამყიდვლად" მუშაობა ასე სამარცხვინოდ ითვლებოდა.ცრემლები ისევ ვერ შევიკავე და გულიანად ავქვითინდი. ტირილისაგან გადაღლილს თავი საშინლად ამტკივდა.გარდერობის უჯრა გამოვაღე სადაც დედა, წამლებს ინახავდა, მაგრამ გამაყუჩებელი ვერაფერი ვიპოვე. არადა თავი ლამის გამსკდომოდა. იძულებული ვიყავი აფთიაქში ჩავსულიყავი, თან არ მინდოდა სახლში დაბრუნებულ დედას ესეთ მდგომარეობაში დავხვედროდი. ბოტები ამოვიცვი, თბილ ჟაკეტში გავუყარე მკლავი, კაპიშონი თავზე წამოვიფარე და გარეთ გავარდი. აფთიაქში, მეზობელს გადავეყარე. ხომ ვეღარ დავაღწიე თავი. ლამის ყავის მოდუღებაც მოსთხოვა მოლარე გოგონას. ბოლოს, როგორც იქნა დავაღწიე თავი და გამოვედი. კორპუსს, რომ მივუახლოვდი, შესანიშნავი ოთხეული თვალწინ გადამეშალა.მათ გვერდით უნდა ჩამევლო..იქ გამოჩენას ახლა მერჩივნა მეხი დამცემოდა და იქვე გავეფშიკე. კაპიშონი, თითქმის სულ შემოვიხვიე სახეზე და ისე გავაგრძელე გზა. მათ მზერას არ გამოვპარვივარ და ჩემს ყურს მათი ფხუკუნის ხმა მოსწვდა. ჯანდაბას მაგათი თავი მეთქი გავიფიქრე და სადარბაზოში შევაბიჯე. ცოტა ამოვისუნთქე, რადგან თავი უკვე სამშვიდობოს მეგონა. კაპიშონი, გადავიძრე, რომ ნაცნობი ხმა ჩემს ყურებთან გაისმა. -ესე იგი ამ სოროში ცხოვრობ "ჯერი"?.. რაოო? ეს ჯერი რაღააა? გააფთრებული მივტრიალდი მისკენ.არ გამკვირვებია ცივი და ირონიული მზერა. -მომისმინეთ ბატონო "სანდრექს"..ყველა მდიდარ ოჯახში არ იბადება. გაგიკვირდება და არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავისი "გამყიდველობით" პურის ფულს შოულობენ და მაინც ბედნიერები არიან.შენ და შენნაირი გათამამებული მამიკოს ბიჭები ამას ვერასდროს მიხვდებით, თუმცა არცაა საჭირო. მე ჩემი გაჭირვებით თქვენნაირებს არასოდეს შეგაწუხებთ და თუ შეიძლება იქნებ ნება იბოძოთ და შეეშვათ ჩემს დაცინვას. ჩემს სიტყვით გამოსვლაზე არანაირი რეაქცია არ ქონია.პირიქით, ისეთი გაბეზრებული სახით მიყურებდა ალბათ ფიქრობდა, როდის მორჩება ლაყბობასო. -სიმართლე გითხრა და მაღიზიანებ ამ შენი ენის ტლიკინით.თუმცა შემიძლია გამყიდველობაზე უკეთესი რამ შემოგთავაზო და იქ კაპიკებზე სირბილიც აღარ მოგიწევს. შენთან სექსში კარგ ფულს გადაგიხდი, ნუ შენ ხელფასს კი აჯობებს და რავიცი.. ღმერთმა იცის ამხელა გამბედოაბა საიდან მოვიკრიბე, რომ ისეთი სილა გავაწანი ჩემი ხუთი თითი იმ წამსვე დაეტყო ლოყაზე.აი გაცოფება თქვენ მაშინ გენახათ. ხელი ისე სწრაფად დამიჭირა და გადამიგრიხა, რომ ძვლის ტკაცუნის ხმა ორივემ გარკვევით გავიგონეთ. უცებ შემიშვა ხელი, მე კი სიმწრისგან და ტკივილისგან იქვე მომეკეცა მუხლები და სასწრაფოდ კიბეზე ჩამოვჯექი. მგონი ცოტა შეეშინდა ჩემი გაფითრებული სახის დანახვაზე. ჩემს პირდაპირ ჩაიმუხლა და მკაცრად მკითხა ხელი თუ მტკიოდა. -შენი მოჩვენებითი მზრუნველობა შენთვის შემოინახე და ეხლავე გაეთრიე აქედან. ძლივს გამოვცერი ერთმანეთზე მაგრად დაჭერილი კბილებიდან და ფეხზე წამოვდექი. -ძაან კაი თუ მოგტყდა. ამის შემდეგ გეცოდინება ვისთან უნდა დაიგრძელო ხელები. მომახალა და გაუჩინარდა. კიბეებზე ძლივს ავხოხდი. ხელი საშინლად მტკიოდა და ოთახში სინათლეზე უფრო მკვეთრად გამოჩნდა შესიება. დავიბენი აღარ ვიცოდი რა მექნა, მალე დედაჩემიც მოვიდოდა. ეს ტკივილც გაუსაძლისი გახდა. ჩანთას ხელი დავავლე და საავადმყოფოში გავიქეცი. რენტგენი, რომ გადამიღეს მშვიდად მამცნეს, ხელი მტევნის არეში გაქვთ მოტეხილი და გიფსში უნდა ჩაგისვათო.კინაღამ გული გამიჩერდა, მაგრამ რა მექნა. ისიც კი გავიფიქრე პოლიციაში ვუჩივლებთქო, მაგრამ აზრი? გადაიხდის ფულს და უცებვე გამოძვრება და აი მერე მართლა, რომ რამე დაგვიშავოს მე და დედაჩემს?. უიმე მართლა დედაჩემს რა ვუთხრა გიფსით, რომ დავადგები სახლში. არაუშავს მოვიტყუები გზაში დავეცითქო. ამ ფიქრებში ვიყავი ექიმმა, რომ დაასრულა ჩემი ხელის შეფუთვა და გამომიცხადა თავისუფალი ხართო. გარეთ, რომ გამოვედი გრილი ჰაერი მესიამოვნა. ცოტა ხანს ფეხით ვიბოდიალე მერე, ტაქსი გავაჩერე და სახლისკენ გავემართე. ადგილზე მისულს გამახსენდა, რომ რაღაც პროდუქტები მქონდა საყიდელი და მაღაზიაში შევედი. -შე *ემა მართლა მოტეხე ხელი? მომესმა გაოცებული ამოძახილი და მექანიკურად მათკენ მივტრიალდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ საშინლად შემრცხვა გულთან დაკიდებული გიფსით შეფუთული ხელით, რომ დამინახეს და საშინლად მომინდა ეს ხელი სადმე დამემალა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.