შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემოციებით სავსე მოულოდნელობა...(6)


7-06-2015, 12:30
ავტორი kat1998
ნანახია 1 908

გავიძრე ფეხსაცმელები და ჩაბნელებულ სახლში ფეხშველამ გავაგრძელე სვლა. სასტუმრო ოთახში შარფიც მოვიძრე და შემოსაცმელიც მივაყოლე...მე თუ ესე გავაგრძელე, ოთახში სრულიად შიშველი მომიწევს შესვლა -ოდნავ შესამჩნევი ხმით ჩავილაპარაკე და ჩემს სიტყვებზე მეთვითონ გამეცინა
-გეთანხმები...-ირონიანარევმა ხმამ შემაკრთო

*********
თბილისში ფიქრებში გართული ისე ჩავედი რომ ვერც გავიგე. ოფისში ორომტრიალი იყო. უკვე გვიანი იყო, მაგრამ დილის საათებიდან ვერ გაარჩევდი, ყველა იქ იყო.
-ჩემო გოგო ჩამოხვედი? როგორ შეგაწუხე, მაგრამ სასწრაფო საქმეა (არჩილი)
-არა, რას ამბობთ ბატონო არჩილ. რა შეწუხებაა.. (მე)
-კარგი ლილე, მიხედე მაშინ საქმეს. საბუთები მაგიდაზე გიდევს (არჩილი)
-კარგით, წავალ და რომ მოვრჩები შემოგიტანთ (მე)
-კარგი (მე)
კაბინეტში მთელი მაგიდა სავსე იყო საქაღალდეებით. ერთი ღრმად ამოვისუნთქე და საქმეში თავით გადავეშვი. თავი, რომ ავწიე საათი პირველს უჩვენებდა. დრო როგორ გავიდა ვერც გავიგე. თავისუფლებას გავუღიმე, ხელი მოვხვიე დამთავრებულ,გამზადებულ საბუთებს და უფროსის კაბინეტისკენ გავწიე. დავაკაკუნე -ბატონო არჩილ შეიძლება? (მე)
-კი, შემოდი შვილო. მორჩი? (არჩილი)
-კი ყველაფერი აქაა. -ვთქვი და გავუღიმე
-ჩვენი კომპანიის ოქრო ხარ შენ (არჩილი)
-ნუ მაწითლებთ ბატონო არჩილ. ეს ჩემი მოვალეობაა (მე)
-კარგი ლილე, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ წადი ეხლა და დაისვენე (არჩილი)
-კარგით ბატონო არჩილ..ორშაბათს ჩვეულებრივ მოვალ სამსახურში (მე)
-კარგი, გელოდებით (არჩილი)
უფროსის კაბინეტიდან გაღიმებული გამოვედი. დაღლილი ვიყავი მაგრამ სასიამოვნოდ დაღლილი. ამასთან მახარებდა ის ფაქტი, რომ ისევ ბორჯომში ვბრუნდებოდი. უცნაური გრძნობა ისევ არ მასვენებდა. საჭესთან ბედნიერი მოვთავსდი და გზას გავუდექი. პირველად მთელი დღის განმავლობაში გამახსენდა ანდრიას სიტყვები „ნელა იარე რა..“ მაშინდელივით ეხლაც დამაჟრჟჟიალა. ეს ბიჭი საოცრად ახერხებდა შორ მანძილზე ყოფნის მიუხედავად ჩემში ნაცნობი ტალღები გამოეწვია. რატომღაც მიხაროდა რაღაც, გული უცნაურად სწრაფად მიცემდა, მართლა ვერ ვხვდებოდი რა იწვევდა ჩემში ამ ყველაფერს. მაგრამ ერთს ვამჩნევდი რაც უფრო ვუახლოვდებოდი ბორჯომს მით უფრო იმატებდა მისი დარტყმების რიცხვი..

სახლში შესულმა, მხოლოდ ეხლა ვიგრძენი როგორ საოცრად დავგლილვარ. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებმაც საოცრად შემაწუხა, ვგრძნობდი რომ ყველაფერი მიჭერდა. კარებშივე გავიძრე ფეხსაცმელები და ჩაბნელებულ სახლში ფეხშველამ გავაგრძელე სვლა. სასტუმრო ოთახში შარფიც მოვიძრე და შემოსაცმელიც მივაყოლე...მე თუ ესე გავაგრძელე ოთახში სრულიად შიშველი მომიწევს შესვლა -ოდნავ შესამჩნევი ხმით ჩავილაპარაკე და ჩემს სიტყვებზე მეთვითონ გამეცინა
-გეთანხმები...-ირონიანარევმა ხმამ შემაკრთო. არავის ველოდი ჩემს გარდა სახლში ფხიზელს. მალევე მივხვდი, რომ ეს თვით ირონიის ფუძემდებელ ანდრიას ხმა იყო.
-გული გამიხეთქე..(მე)
-გელოდებოდი (ანდრია) უცბათ ისე შეეცვალა ხმის ინტონაცია, რომ იქვე ჩავდნი. ისეთი ტკბილი, თბილი და საყვარელი იყო იმ წუთას, რომ ძლივს გავძელი, რომ არ ჩავხუტებოდი.
-არ იყო საჭირო, დაგეძინა (მე)
-ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა...ვიგრძენი ანდრიას სხეულიდან მომავალი ცხელი ტალღები როგორ მიახლოვდებოდა. ნელ-ნელა უკან დავიწყე სვლა. ვცდილობდი მოსალოდნელი ვულკანი ამეცილებინა თავიდან..მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ ოთახი დაუსრულებელი არ იყო. ანდრიამ ნაზად დამისვა ხელი სახეზე..თან გაუკვევად ბურდღუნებდა. იმდენად ახლოს იყო, რომ მისგან მონაბერ ჰაერს ვსუნთქავდი. შევატყვე, სასიამოვნო „ანდრიასეულ“ სურნელს სასმლის სუნიც შეჰპარვოდა
-ანდრია, დალიე? (მე)
-კი, პატარავ. დავლიეთ. ცოტა გავერთეთ (ანდრია)
-კარგი..გამიშვი ეხლა დავიძინებ. ძალიან გვიანია უკვე. წადი შენც დაიძინე (მე)
-ნწ, ნწ ნწ..არსად არ გიშვებ--მთელი სხეულით მომეყუდა და თავი კისერში ჩამიდო. ეს იყო ყველაზე წამლეკავი გრძნობა რაც კი დედამიწაზე არსებობს. ხელებს ძალა დაეკარდა, კუნთებს თავისი ფუნქციები დაავიწყდათ და მხოლოდ სასიამოვნო ცახცახზე გადასულიყვნენ, ტვინმაც კი შეწყვიტა ფუნქციონირება. მხოლოდ ერთი რამ აგრძელებდა მსწრაფლად მუშაობას, ჩემი გული..ანდრიასგან ისეთი იმპულსები მოდიოდა, რომ მისი გაძლება უგონოდ შეყვარებული ადამიანისთვის ძალიან რთული იყო..
-მაგიჟებ!! -ანდრიას სიტყვამ გონს მომიყვანა. მისგან მოულოდნელად სწრაფად მოვიშორე და ჩემი ოთახისკენ გავწიე...ხელების კანკალით აფორიაქებულმა ძლივს მივაგენი ჩემს პიჟამოებს და დაწოლას ვაპირებდი როცა კარის ხმა გავიგე. სწრაფად მოვტრიალდი და ანდრია დავინახე.
-აქ რას აკეთებ? ეს ჩემი ოთახია ანდრია (მე)
-ვიცი, და ზუსტად მაგიტომ ვარ აქ (ანდრია)
-მოიცა, შენ რა გადაირიე? დროზე გაბრძანდი აქედან!!-ნელ-ნელა ტონს ვუწევდი. ვცდილობდი ისევ არ ემოქმედა ჩემზე და არ დავემორჩილებინე.
-კარგი, ლილეკო რა ნუ ყვირი. შენთან ჩახუტებულს მინდა ძილი (ანდრია)
-ანდრია, მისმინე, შენ ეხლა მთვრალი ხარ, ვეერც აზროვნებ. არაა ეგ სწორი საქციელი და ჯობია გახვიდე (მე)
-პატარავ, როდის იყო ერთი ჭიქა მათრობდა? უბრალოდ დალეული მაქვს, მთვრალი რომ არ ვარ და რომ ვაზროვნებ შენც კარგად მოგეხსენება (ანდრია)
-რაღაც შენს ქცევებს არ ეტყობა, რომ აზროვნებ (მე)
-კარგი, გეყოფა რა. გახსოვს ადრე, სულ პატარები რომ ვიყავით, ჩემები სოფელში წავიდნენ. მეც წამიყვანეს და იქედან შენს სანახავად მოვიპარებოდი ხოლმე. გახსოვს მაშინ, რომ მითხარი სახლში ვიტყვი, რომ სოფოსთან ვრჩები და სინამდვილეში ჩვენს გორაზე წამოვწვეთ და გავათენოთო? თვალებში გეტყობა პატარავ რომ გაგახსენდა. ეს თუ გახსოვს ისიც გემახსოვრება, რომ ვერ მოვახერხეთ ჩვენი უმნიშვნელო პატარა სურვილი აგვესრულებინა. არადა ოცნებად გვქონდა ქცეული, ერთად ღამე, უბრალოდ ჩახუტებულებს ყოფნა. იცოდე, არ მაინტერესებს ამის მერე რას მეტყვი. აქედან არ გავალლ. ათი წლის აუსრულებელი სურვილი უნდა ავიხდინო და ამაში ვერც ლილეკო შემიშლის ხელს (ანდრია)
ყველაფერი მომაგონდა, გამახსენდა, როგორ ბავშვური სურვილით მინდოდა მასთან ერთად ყოფნა. იმ პერიოდში ისე მენატრებოდა, რომ მის გამო ჩემი ოჯახის მოტყუებისთვისაც კი ვიყავი მზად. ეგ კი არა, შევთავაზე ჩემთან შემოგაპარებ და დილით ადრე ჩუმათ გაგაპარებთქო, რაზეც ანდრიას პასუხი ხმამაღლა სიცილი იყო. გამეღიმა ჩემს ბავშვურ ქცევაზე. ფიქრებიდან კვლად ანდრიასგან წამოსულმა ცხელმა ტალღებმა გამომიყვანა.. წინ მედგა და ინტერესით აკვირდებოდა ჩემს სახეზე გამოსახულ ემოციებს. დარწმუნებული ვიყავი, რომ უკვე კარგად იცოდა რა გამახსენდა, მისთვის ამის ამოცნობა სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენდა. უხმოდ ავუარე გვერდი და ლოგინში შევწექი. დავინახე როგორ გაუხარდა ანდრიას ჩემი ქცევა. ეს ხომ თანხმობის ნიშანი იყო. სწრაფად გაიძრო შარვალი და მაიკა და საწოლში შემომიწვა. აკანკალებულმა უცბათ ვიგრძენი ცხელმა სხეულმა როგორრ ამიკრა ტანზე. როგორ ნაზად დამიკოცნა სახის ყველა ნაკვთი, როგორ მაბნევდა მისი ხელები ჩემს ზურგსა და მუცელზე ვერც წარმოიდგენთ.
-ისევ ისეთი ნაზი კანი გაქვს როგორიც ადრე. სულ მაოცებს რას ისვამ ესეთს, რომ ესეთი ნაზი და სრიალაა -დაგუდული ხმით ამოილაპარაკა ანდრიამ
-არადა არაფერს არ ვისვამ. გენში მაქვს კანის სირბილე -გადავიკისკისე ჩემებურად..
ჩემს ამ ქცევაზე ანდრიას გაეღიმა და ნაზად მაკოცა შუბლზე.-როგორ მომენატრა ეგ შენი საოცარი კისკისი, თან ესე ჩემს მკლავებში, როცა იცინი მაგაზე საერთოდ ვჭედავ ხოლმე
(ანდრია)
-ხო, რას ამბობ, ჩემს კისკისს სხვისი კისკისი ამჯობინე ((მე)
-ლილე, არ გვინდა ეგ თემა რა (ანდრია)
-კარგი, დავიძინოთ (მე)-მის ხელებს გამოვეცალე და ზურგი ვაქციე. საწოლის კიდისკენ მივიწიე. თვალები გაბრაზებულმა დავხუჭე. ჩემს ამ ქცევაზე გავიგონე ადნრიას როგორ გაეცინა. უცბათ მომეხვია ზურგიდან, ხელი მომკიდა და მისკენ მიმქაჩა.
-გადავარდები პატარავ -ჩემს ყურთან დაიჩურჩულა და კისერში ხმაურიანად მაკოცა. -დავიძინოთ ეხლა. ტკბილი ძილი (ანდრია)
-ტკბილი ძილი(მე)
დამძინებელი ვიყავი ეხლა მე? ზურგიდან ჩემთვის საყვარელი ადამიანი მეხვეოდა...მისი სუნთქვა მესმოდა...მის თავს ჩემს კისერში ვგრძნობდი..მკლავები ისე ჰქონდა შემოხვეული, რომ განძრევის საშუალებას არ მაძლევდა..ისე დამცხა, რომ გაჩერება წარმოუდგენელი იყო..ცოტა შევინძერი მაგრამ ანდრიას მძიმე სხეულს ძვრა ვერ ვუყავი. კიდევ ერთხელ ავფართხალდი ცდა კვლავ უშედეგო გამოვიდა.
-ლილე, მოისვენე...ამოილაპარაკა ანდრიამ და უფრო მაგრაად მიმიკრა გულზე
-გეხვეწები რა, ძალიან მცხელა..(მე) ვთქვი თუ არა ეს, ხელი ჩემი პიჟამას მაიისგენ წაიგო და გადამაძრო.
-რაააა?? რა ქენი ეხლაა ესს?! მომეცი დროზე ზედაა-ავკივლდი რაც შემეძლო, ამის გარდა ყველაფერს მოველოდი
-მცხელაო, და მე შენზე ვიზრუნე (ანდრია)
-და ეხლა შენ სწორ საქციელად მიგაჩნია ეგ?? ესე უნდა ვიყო მთელი ღამე შენთან ერთად? მომეცი დროზე!!!...(მე)
-არ მოგცემ. ან რა პანიკებში ვარდები, ბიუზჰაულტერი ხომ გაცვია...მოდი ახლა ჩემთან და დაიძინე. ფართხალი აღარ დავინახო..გრილად ხარ უკვე
-მე მაგ მაიკის გამო არ მცხელოდა, შენ ხარ გველივით შემოხვეული
-ეხლა მე დამაგრალე შენ, შენს ჰორმონებს ვერ იმორჩილებდე...თქვა და თავისებურად გაიცინა..ღამეშიც კი დავინახე როგორ ეშმაკურად აუციმციმდა ის შავი უფსკრულივით თვალები
-გაიხსენე ბატონო ანდრია, თქვენ ხართ ჩემს ოთახში ამაში კი კარგად ჩანს ვინ ვერ იმორჩილებს ჰორმონებს..დაიძინე ეხლა (მე) მოვკალათდი თვალები დავხუჭე და კვლავ ვცადე დამეძინებინა. ამჯერად გამომივიდა..სიზმარშიც კი ვგრძნობდი, როგორ ტკბილად ვიყავი ანდრიასთან ერთად.
დილით ანდრიას მკერდზე თავდადებულს გამეღვიძა. ჩამეღიმა ოდნავ და თითებით მის მკერდზე დავიწყე გაურკვეველი ფიგურების ხატვა..
-მღვიძავს, პატარავ...და ჩემს ნებისყოფას ნუ გამოცდი -ანდრიას ხმამ შემაკრთო. სულ არ დამიშვია მე დებილს რომ შეიძლება ეღვიძა
-აუუ..მეე..მე..ბო.დიში -ამოვილუღლუღე დანაშაულში წასწრებული ბავშვივით
-ჩემი სულელი ბავშვი..(ანდრია)
-შეგახსენებ, რომ 25 წლის ვარ (მე)
-მაინც ბავშვი ხარ...(ანდრია)
აღარაფერი მიპასუხია, ავდექი და სულ დამავიწყდა გუშინ ღამინდელი ინციდეტის გამო ზედა რომ არ მეცვა...სწრაფად გამოვიღე სარაფანი და გადავიცვი..ანდრია კი ჩემს საქციელს ღიმილიანი სახით ადევნებდა თვალს.
-როცა ადგები საწოლი მიალაგე (მე) ენა გამოვუყავი და ოთახიდან გამოვედი. ბავშვებს ჩემი დანახვა ძალიან გაუკვირდათ. არ ეგონათ გუშინვე თუ დავბრუნდებოდი...მე კიდე წესიერად ვერც დაველაპარაკე, იმდენად გაოგნებული ვიყავი გუშინდელი რეალობით, მხოლოდ ეხლა გავიაზრე რა მოხდა გუშინ, რომ მე და ანდრიას მთელი ღამე ერთად გვეძინა ჩახუტებულებს...უნდა ვაღიარო ძალიან ბედნიერი ვიყავი და ის უცნობ-ნაცნობი გრძნობა ეხლა უკვე განუყრელად მდევდა თან.
სამზარეულოში წვენს ვისხამდი ელენა რომ შემოვიდა.
-დილასთან შედარებით ზედმეტად კარგ განწყობაზე ხარ (ელენა)
-გუშინ ანდრიას ჩემთან ეძინა (მე)
-რაააა?? რას ქვია ეძინა ლილე? რაა მოხდაა? (ელენა)
-მხოლოდ ეძინა. მეტი არაფერი დამშვიდდი (მე)
-ფრთხილად იყავი ლილე ფრთხილად (ელენა)
-რატომ უნდა იყოს ფრთხილად ელენა? -გიორგის მკაცრმა ხმამ ორივე შეგვაშინა, იმდენად მოულოდნელი იყო
-სხვისი საუბრის მოსმენა უზრდლობაა სვანო -ხუმრობა ვცადე მე
-ვიცი, არც მომისმენია, ბოლო წინადადებას მოვკარი ყური მხოლოდ. არ იტყვით რა ხდება? (გიორგი)
-არაფერი ჩემო გორილა..სამსახურის ამბებზე ვსაუბრობდით (მე)
-ჰო ლოლეკო, მჯერა კი..იცოდე, რომ გავიგებ რაშია საქმე გაილახები მერე (გიორგი)
-კარგი გიო..აი ეს მიყვარდა გიორგიში ყველაზე მეტად, ვიცოდი როგორ აინტერესებდა რაზე იყო საუბარი მაგრამ აღარ ჩამძიებია. ჩემს სახეზე ყოველთვის ხედავდა როდის შემეძლო საუბარი და როდის არა. ეხლაც დაინახა, რომ ჯერ არაფრის თქმის დრო არ იყო და მომეშვა. მეც შვებით ამოვისუნთქე, ამის მოყოლა მისთვის ესე ადვილი არაა...
-გადავრჩით...(ელენა)
-უუჰ..მაგრად -გადავიკისკისე მე
-ხვალ მივდივართ ხო იცი (ელენა)
-კი, კი ვიცი . არადა კარგი იყო აქ (მე)
-რატომ არ იქნებოდა...-ეშმაკურად ჩაილაპარაკა ელენამ
-გეყოფაა ნამიოკები-კვლავ გამეცინა და სამზარეულო ორივემ ერთად სიცილით დავტოვეთ...
-ჩვენი გოგონები რაზე იცინიან ესე გულიანად? (ვახო)
-ეგ გოგონების საქმეა საყვარელოო (ელენა)
-მოგხედავ მე შენ -(ვახო)
-ანდრია სად არის ხალხო ხო არ იცით?? გუშინ ღამის მერე აღარ მინახავს(დათო)
-თავის ოთახში იქნება (ნიკა)
-არაა ბიჭო მანდ (დათო)-ამის თქმა და ტვინში დამარტყა რომ ისევ ჩემს ოთახში ბრძანდებოდა. ეს რომ ამათ შეემჩნიათ არ ვიცი რა ამბავი ატყდებოდა..უხმოდ ავდექი და ოთახში გავედი..საწოლზე ბალიშ ჩახუტებულს ეძინა ანდრიას. ისე საყვარლად გაებუსხა დიდი წითელი ტუჩები, რომ ჩემი აქ შემოსვლის მიზეზი სულ დამავიწყდა. იქვე საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი და მისი ყურება დავიწყე..ესეთი მამაკაცური ცხოვრებაში არავინ არ მინახავს..ალბათ იმიტომ, რომ ყველა მამაკაცის გამოჩენისას მათი სილუეტის წინ ანდრია ჩნდებოდა ხოლმე..არასდროს მაძლევდა ეს ჩემი გრძნობა უფლებას, რომ სხვისთის შემეხედა, სხვა აღმექვა როგორც მამაკაცი, მისი სხეული შემეფასებინა..ეს ჩემი გრძნობა ავადმყოფობაში უფრო გადამდის..არ ვიცი ჩემს თავს რა ვუშველო..არ მინდა ანდრია ჩემი გულიდან ამოვიდეს.არ მინდა წარსულში დავტოვო ადამიანი, რომელიც მინდა, რომ ჩემი აწმყო და მომავალი იყოს. ალბათ დავრჩები მის გარეშე, მის ერთგულად მთელი ცხოვრება...
ადგომა დავაპირე მაჯაზე რომ ხელი წამავლო ანდრიამ, საწოლისკენ დამქაჩა და ზემოდან მომექცა
-რაო, პატარავ გაპარვა გინდოდა?? იცი როგორ მსიამოვნებდა ეგრე რომ მაკვირდებოდი? -თან მელაპარაკებოდა და თან ხმაურიანად კისერს და ლოყებს მიკოცნიდა...-ჩემი დილის კრუასანი ხარ ლილეკო შენ! -ისეთი ხმით მითხრა, რომ ლამის მართლა კრუასანივით ჩავადნი ხელებში...
-ადექი ეხლა. ყველა შენ გეძებს, აქ რომ გიპოვნონ რას იტყვიან (მე)
-მოიცა რა, ვივსები ჟანგბადით (ანდრია)
-ჟანგბადით რანაირად ივსები, ისე გაქვს ჩაყოფილი თავი ჩემს კისერში, რომ მემგონი ვაფშე არ მოგეწოდება ჟანგბადი --გადავიკისკისე ჩემებურად და ანდრიას წამოვარტყი თავში
-შენ ხარ ყველაზე წმინდა ჟანგბადი ჩემთვის..ეგ კისკისი კიდევ ჩემთვის ყველაზე კარგი, სასიამოვნო მოსასმენი მუსიკაა (ანდრია)
-გამიშვი რა გთხოვ (მე)
-კარგი ავდქეთ ეხლა..ესეთი კარგი დილა 27 წელია არ მქონია (ანდრია)
-ადე, ადე უნდა გავასწორო საწოლი (მე)
-კაი გავედი მე..(ანდრია)
-ჩუმად გადი ოღონდ (მე)
მთელი დღე ვერთობოდით ბავშვები, თან ვცდილობდით, სახლიც მიგველაგებინა ხვალ დილით ვბრუნდებოდით სახლში..ისევ ძველ ცხოვრებას ვუბრუნდებოდი..ისევ ვშორდებოდი ანდრიას, ზუსტად ისე როგორც 10 წლის წინათ...ეს ყველაფერი ჩემში ცუდ შეგრძნებებს იწვევდა..მეშინოდა, რომ მაშინდელზე მეტად ეხლა გამიჭირდებოდა ანდრიასთან დაშორება. მისი შავი თვალები, წითელი ტუჩები, მამაკაცური დიდი სხეული სულ თვალწინ მიდგას..აარაუშავს ამასაც გავუძლებ!!
დღე ისე გავიდა ვერც გავიგეთ..მივალაგეთ ყველაფერი გოგონებმა და ოთახებშიც გადავნაწილდით..ჩავწექი და მთვარეს ვუყურებდი, ულამაზესი იყო..ვეცადე დამეძინებინა მაგრამ ვერ მოვახერხე..ამიტომ ისევ მთვარეს მივუბრუნდი. რა საოცრებაა რომ ესეთი სილამაზე არსებობს ჩვენს ირგვლივ..ყველაფერი ისეა აწყობილი, რომ დღის ყველა მონაკვეთი ულამაზესი გამოდის..კარის ხმამ ჩემი ფიქრებიდან გამომიყვანა..მერე ანდრიას ხმაც მოსწვდა ჩემს ყურთასმენას
-ლილეკო, გძინავს?? ვერ დავიძინე შენს გარეშე..(ანდრია)
-მალე, გაიკეტე კარები..
-არა, მთელს ღამეს ვერ გავათენებ ნამდვილად..დაუკითხავად აწია საბანი და ზურგიდან მომეხუტა...-რა თბილი ხარ ლილეკო (ანდრია)
-დაიძინე ეხლა...(მე)-ხმაურიანად მაკოცა ზურგზე და კვლავ ჩემს კისერში ჩადო თავი..მერე უკვე მალევე გავითიშე...და კვლავ სიზმარშიც ვგრძნობდი, როგორი ბედნიერი ვიყავი, იმით რომ ანდრია ჩემს გვერდით იყო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent