შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორადი ბედნიერება [სრულად (+დასასრული თავი 16)]


7-06-2015, 12:42
ავტორი მარრიამი
ნანახია 13 063

თავი 1.

- დილამშვიდობის ლადო _ ღიმილით მიესალმა ქალი.
- დილამშვიდობის _ გაუღიმა სამზარეულოში მოფუსფუსე მეუღლეს. _ პეტრე სად არის?
- ბიჭები აგარაკზე წასულან წუხელ და იქაა, დაბრუნდება საღამოსთვის ალბათ.
- კარგი.
- ხომ ისაუზმებ? _ უკვე მაგიდას შლიდა.
- ვისაუზმებ და წავალ, დღეს ბევრი საქმე მაქვს საწარმოში.

ცოლ-ქმარმა მშვიდად ისაუზმა. ღიმილით გააცილა ქალბატონმა ნუნუმ მეუღლე და ღიღინით დაიწყო სუფრის ალაგება. უკვე 25 წელია ერთად არიან. ერთადერთი შვილი ჰყავთ, ვაჟი, პეტრე, 24 წლის და მას უთმობენ მთელ ყურადღებას.
ბატონ ლადოს მთელი დღე გადატვირთული გრაფიკით მოუწია მუშაობა. საღამოსთვის თავსაც ვერ გრძნობდა კარგად და სახლში წასვლა ამჯობინა. კარები გააღო თუ არა ნუნუმ, მაშინვე შეაშფოთა ქმრის ფერმა, გაფითრებული იყო.

- ლადო, ხომ კარგად ხარ?
- ვერ ვარ რაღაც _ მძიმედ ჩაისუნთქა და სახლში შევიდა.
- წამოდი ოთახში, შენს წამლებს მოვიტან _ ნერვიულად ჩაილაპარაკა ქალმა. უკვე წლებია კაცს გულის პრობლემები აწუხებს. სანამ სამზარეულოდან წყალი მიიტანა, ლადოს უკვე გონება დაეკარგა.
- ლადო _ შეჰკივლა ქალმა და მის ლოგინთან დაემხო, ხელის კანკალით აკრიფა სასწრაფოს ნომერი. მონოტონურად იძახდა ქმრის სახელს.. ხმაურზე მეზობლებიც შევიდნენ. სახლში სრული ალიაქოთი იყო.

მანქანიდან გადმოსულმა პეტრემ სადარბაზოსთან სასწრაფო შენიშნა. ცოტა აღელდა, მაგრამ გაახსენდა მამა ამ დროს სამსახურში იქნებოდა და დამშვიდდა. კიბეები ფეხით აიარა, სახლის კარები რომ ღია დახვდა, ცუდად ენიშნა. ნელა შეაბიჯა სახლში და თეთრხალათიანების დანახვაზე მუხლები მოეკვეთა. დედის კივილი რომ მოესმა, იქ დაასრულა ცხოვრების ერთი ნაწილი. სწრაფი ნაბიჯით შევარდა ოთახში და აკივლებული ქალი ჩაიხუტა. ქალბატონი ნუნუ დამამშვიდებლით დააძინეს, პეტრე კი უღონოდ ჩაკეცილიყო მამის უსულო სხეულთან და ჩუმად ებურტყუნებოდა რაღაცებს. პირველის ცხოვრებაში პირველი დიდი დარტყმა იყო.პიროვნების იდეალი, ადამიანი რომელიც ყველა სიტუაციაში ნახულობდა სწორ გამოსავალს, სამართლიანი და ზომიერად მკაცრი. არ ახსოვს როგორ გავიდა დრო დაკრძალვამდე, რობოტივით ასრულებდა ყველა საქმეს. კიდევ კარგი ბიჭები ჰყავდა, მეგობრები, რომლებიც ყველაფერში ეხმარებოდნენ, ისინი უძღვებოდნენ დაკრძალვის საკითხებს. ეს ორი ადამიანი თორნიკე და რატი, სულ გვერდით ედგნენ. მაშინ პირველად იტირა შეგნებულ ასაკში, ვერ გაუმკლავდა ამდენ ემოციას გამოხატვის გარეშე. ასე იყო თუ ისე, მამა დაკრძალეს.. მას შემდეგ, ყოველ დღე დადიოდა საფლავზე. არ ფიქრობდა არც დედაზე, არც საწარმოზე, უბრალოდ უნდოდა ისევ ჰყოლოდა მამა. საღამოს სახლში დაბრუნებულმა მამის მეგობარი, ბატონი გუჯა აღმოაჩინა.

- გამარჯობა _ ჩაილაპარაკა და ოთახისკენ წავიდა.
- პეტრე, მე შენთან სალაპარაკოდ მოვედი.
- გისმენთ _ უკან დაბრუნდა და სავარძელში ჩამოჯდა.
- ასე არ შეიძლება პეტრე, ასე ცხოვრება არ შეიძლება.
- დიახ _ უბრალოდ ეთანხმებოდა.
- პეტრე მე მართლა გეუბნები, დედაშენი მაინც არ გეცოდება? ამხელა საწარმოს მარტო ჩემს იმედზე ტოვებ?
- დარწმუნებული ვარ კარგად მიხედავთ.
- მაგრამ იქ მამაშენის დიდი წილია პეტრე, მას უნდოდა მისი გზა შენ გაგეგრძელებინა.
- გასაგებია, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ იქნებ მაცადოთ გამოვიგლოვო მაინც. _ გაღიზიანებულმა უპასუხა და ოთახში წავიდა.

ერთი თვის განმავლობაში ვერავინ შეაწყვეტინა საფლავზე სიარული. ერთ დღესაც, ჩვეულებისამებრ იქ მისულმა, გვერდით საფლავზე მომტირალი გოგონა აღმოაჩინა. აქამდეც არა ერთხელ შეუნიშნავს. ნელა მიუახლოვდა და ჩუმად მიესალმა.

- გამარჯობა. მგონი თქვენც ყოველდღე დადიხართ აქ. _ გოგონამ რომ ახედა და ცრემლიანი თვალები შეანათა, იქიდან დაიწყო ყველაფერი.
- გამარჯობა, დიახ ყოველდღე.
- დედა? _ თანაგრძნობით შეხედა.
- ბებია.
- ვიზიარებ.
- თქვენ?
- მამა.
- მეც ვიზიარებ.
- პეტრე _ ხელი გაუწოდა.
- ლიაკო _ პატარა ხელი შეაგება და ცრემლიანი თვალებით ოდნავ გაუღიმა.
- ცოტა უჩვეულო სიტუაციაში გავიცანით, მაგრამ მაინც, იქნებ ჩაი დაგველია ერთად.
- არ ვიცი _ შეყოყმანდა.
- ძალიან რომ გთხოვოთ?
- კარგი, დავლიოთ.

იქიდან პირდაპირ კაფეში წავიდნენ. ჩაი და ნამცხვარი შეუკვეთეს. ლიაკო მორცხვად იჯდა და თავი დაეხარა. პეტრეს ეღიმებოდა, პირველად გაეღიმა გულწრფელად ამ ერთი თვის განმავლობაში, პირველად გაუჩნდა ვიღაცასთან დაახლოების სურვილი. პირველ შეხვედრაზე განსაკუთრებულად არაფერზე უსაუბრიათ. საკონტაქტო ინფორმაცია გაცვალეს და ეგ იყო. მაგრამ პირველმა მეორე დღესაც დაურეკა. ისევ შეხვდნენ.. ნელ-ნელა შეხვედრებმა ყოველდღიური სახე მიიღეს, რამდენიმე თვეში კი საბოლოოდ დარწმუნდა პეტრე რომ ამ სიფრიფანა გოგომ თავი შეაყვარა.

- საღამომშვიდობის.
- გამარჯობა _ ღიმილით მიესალმა.
- უნდა ვილაპარაკოთ.
- ჰო, დიდი ხანია მეც რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ აქამდე ვფიქრობდი რომ უხერხული იქნებოდა ჩემი მხრიდან შენს ცხოვრებაში ჩარევა.
- ვფიქრობ უკვე საკმაოდ ჩარეული ხარ ჩემს ცხოვრებაში, შეგიძლია მითხრა. _ გაუღიმა.
- პეტრე ამდენი ხანია ერთმანეთს ვხვდებით, მაგრამ გარე სამყარო მხოლოდ მე არ ვარ. მინდა რომ ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდე.
- ეგ მეც მინდა უკვე.
- ჰოდა უნდა დაუბრუნდე, უნდა შეძლო დედაშენისთვის, შენი მეგობრებისთვის, ჩემთვის და რაც მთავარია მამაშენისთვის პეტრე.
- გპირდები, აუცილებლად შევძლებ ამას.
- მე მაქვს ამის იმედი _ გაუღიმა ლიაკომ _ ახლა შენ გისმენ.
- ამდენი ხანია ვხვდებით ერთმანეთს და მივხვდი რომ ჩემთვის მეგობარი არ ხარ, უბრალო მოწონებაც არ არის, მოკლედ, მინდა ჩვენს ურთიერთობას უფრო სერიოზული სახე მივცეთ.
- კერძოდ?
- მიყვარხარ ლიაკო _ გაუღიმა.
- მეც _ მორცხვად ჩაილაპარაკა და ბიჭს მიეხუტა.

ამის შემდეგ თითქოს ცხოვრების ხალისი შეემატა. ყველანაირად ცდილობდა გოგონასთვისაც გაეხალისებინა ცხოვრება, სიურპრიზებით ანებივრებდა. ყოველდღე დიდ თაიგულს უგზავნიდა - მისი ბედნიერი ხმის მოსმენა საოცრად სიამოვნებდა. იმავე ზაფხულს ზღვაზე წაიყვანა. პირველად ნახა ლიაკომ ზღვა. პატარა ბავშვივით უხაროდა. ბედნიერებისგან ანათებდა. მაშინ კიდევ ერთხელ მიხვდა პეტრე, რომ სიცოცხლე ღირდა.

- რა მაგარია პეტრე ნახე _ აღტაცებული იყო. სიცილით დარბოდნენ სანაპიროზე, ლიაკოს კისკისი ავსებდა იქაურობას.

იმავე ზამთარს გუდაურში იყვნენ, თხილამურებზე დგომა ასწავლა.

- გა-ვი-ყი-ნე _ ძლივს ლაპარაკობდა სასტუმროში დაბრუნებული ლიაკო.
- ახლავე გაგათბობ _ თბილი ხმით ჩაილაპარაკა პეტრემ და ჩაიხუტა. გაყინული ცხვირი ნელ-ნელა გაულღვა ქალს მის ყელში.
- მიყვარხარ _ ჩაიჩურჩულა პირველმა. ლიაკომ ყელზე მიაწება ტუჩები და მისი რეაქციით დატკბა. ყელზე ყოველი შეხებაზე გრძნობს მის ემოციას, წამიერად იძაბება და მერე ერთბაშად ეშვება. ჩაეღიმა.

შემდეგ იყო დაბადების დღე და ოცნების პარიზი. ბედნიერებისგან ატირებული ლიაკო და გახარებული პეტრე.

- არ მჯერა პეტრე _ ჩურჩულებდა გახარებული.
- დაიჯერე და ბარგი ჩაალაგე _ გაუცინა.
- მაბედნიერებ..
- მიყვარხარ _ გაუღიმა და ტუჩებზე შეეხო.

პარიზში გატარებული ერთი კვირა რაღაც საოცრება იყო ორივესთვის. თითქოს დაივიწყეს რომ მათ გარშემო სხვებიც იყვნენ, მხოლოდ ისინი ავსებდნენ მთელ სამყაროს. ლიაკოს გაბრწყინებული თვალების დანახვა ავსებდა სიხარულით.

შემდეგ აღნიშნეს ურთიერთობის ერთი წელი, ბედნიერი ერთი წელი. პეტრე უკვე სერიოზულად ფიქრობდა ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემაზე. ლიაკო არ ჩქარობდა. ამის გამო იკამათეს კიდეც, თუმცა გოგონა მაინც თავის აზრზე იყო, ამიტომ პეტრესაც სხვა გზა აღარ ჰქონდა.
მეორე წელიც ასე გაატარეს, უპრობლემოდ და სიყვარულით. მესამე წელი კიდევ უფრო თბილი იყო. პეტრეს კიდევ უფრო მეტად უყვარდა, უნდოდა სულ მასთან და მთლიანად მისი ყოფილიყო. ურთიერთობის სამი წლისთავისთვის გადაწყვიტა ხელი ეთხოვა. დიდი, ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი იყიდა და ლიაკო ვახშამზე დაპატიჟა.

- ლიაკო, რაღაც უნდა გითხრა.
- მაშინებ.
- არ გაშინებ _ გაუცინა _ ცოლად გამომყვები?
- საყვარელო...
- ლიაკო, უკვე მესამე წელია ერთად ვართ. ვფიქრობ დროა წინ წავიწიოთ, მინდა ჩემი სახლის დიასახლისი გახდე, მინდა ჩემი შვილების დედა გერქვას. მინდა ყოველ დღეს შენით ვიწყებდე და შენით ვასრულებდე..
- მეც მინდა.. მეც..
- ანუ?
- თანახმა ვარ _ მაშინვე მოეხვია ქალს და ტუჩებზე შეეხო.

შემდეგ დაიწყო ქორწილისთვის მზადება. როგორი კაბა უნდა ლიაკოს? როგორი დარბაზი? როგორ უნდა ჩაიცვას სიძემ? საჭიროა თუ არა ცეკვები? ვინ უნდა მიიწვიონ სტუმრად? _ ყველაფერს ლიაკო წყვეტდა. ალბათ სამუდამოდ გაგრძელდებოდ ეს ბედნიერება, რომ არა ის დილა.
ერთ სრულიად ჩვეულებრივ დღეს, როცა ჩვეული ღიმილით შეაბიჯა საკუთარ კაბინეტში, ნელა მიუახლოვდა სამუშაო მაგიდას და მასთან მოთავსდა, სწორედ მაშინ დაიწყო ვაჟის უბედურება. მაგიდაზე წერილი დახვდა, კონვერტს ტუჩსაცხო ეცხო ქალის ტუჩების კონტურებით. გაეღიმა, იცოდა ლიაკოს წერილი იქნებოდა. თვალებაციმციმებულმა გახსნა. გახარებულმა გახსნა წერილი რაიმე სიურპრიზის მოლოდინში და კითხვა დაიწყო.


„ პ ე ტ რ ე ... (ადრე არასდროს მიუმართავს სახელით, სულ საყვარელოს ეძახდა)

ეს სამი წელი ჩემი ცხოვრების ულამაზესი პერიოდია. ერთი წამით არ შემპარვია ეჭვი შენს სიყვარულში, არც ჩემს სიყვარულში. მთელი ეს პერიოდი მართლა მჯეროდა რომ შენ იყავი ადამიანი, ვის გვერდითაც მთელ ცხოვრებას გავატარებდი ბედნიერად. მაგრამ.. რამდენიმე თვის წინ, ხელის თხოვნის შემდეგ, გავიცანი ადამიანი, რომელმაც სრული გარდატეხა მოახდინა ჩემში. მაშინ მივხვდი რომ შენ არ მყვარებიხარ, ეს უბრალო სიმპათია იყო, შეჩვევა და პატივისცემა. შენთან კარგად ვიყავი, კომფორტულად და თავისუფლად. ამიტომაც მქონდა სიყვარულის ილუზია. მხსნელად მომევლინე მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ბევრს აღარ დავწერ, საჭიროც არაა, მოკლედ უნდა გითხრა.. მე ის შემიყვარდა, იმდენად რომ ამ სიგიჟეზე დავთანხმდი. ახლა, ამ წამს მე უკვე გათხოვილი ქალი ვარ, ბედნიერი. შენ ხომ სულ გიხაროდა ჩემი ბედნიერება, ჰოდა ახლა ბედნიერი ვარ, უზომოდ. ერთადერთი რაც ჩემს სინდისს აწუხებს, შენ ხარ. პატიება უნდა გთხოვო, მე მეტი არაფერი შემიძლია.. მაპატიე... იმედი მაქვს იპოვი ვინმეს, ვინც გაგაბედნიერებს და ნამდვილად შეგიყვარებს..
ბედნირებას გისურვებ პეტრე..
მშვიდობით სამუდამოდ..“


მამის სიკვდილის შემდეგ პირველად მოწყდა ცრემლი პეტრეს თვალს. პირველად იგრძნო ასეთი იმედგაცრუება, ეს რაღაც უფრო მეტი იყო.. სულიერად გაანადგურა, ყველა ოცნება გაუცამტვერა.. რა უნდა ქნას ახლა? გამწარებული არაადამიანური ხმით ღრიალებს, ყველაფერს იატაკზე ყრის. როგორ ვერ მიხვდა, აქამდე როგორ ვერ მიხვდა? ასე როგორ დაბრმავდა. რამდენიმე თვე.. ეს ხომ ზედმეტად ბევრია თვალთმაქცობის მისახვედრად? ასე როგორ გაიმეტა, როგორ დაუნგრია ცხოვრება? აუცილებლად მოსთხოვს ამაზე პასუხს.. აუცილებლად... ასე არ დატოვებდა.. არ აპატიებდა.. კედლის კუთხეში ჩაკეცილი უმისამართოდ აცეცებდა თვალებს. კაბინეტში არეულობა იყო, ფურცლების კორიანტელი, იქვე იატაკზე ლეპტოპი ეგდო, საკალმე, მაგრამ კალმები აქეთ-იქით დაფანტულიყვნენ... ნამსხვრევებიც ეყარა, სურათების ჩარჩოები. ყველა ნივთი იატაკზე იყო, ყველა სკამი წაქცეული. ძლივს აზიდა ტანი ასადგომად. ასე დამძიმებული ბოლოს როდის იყო არ ახსოვს. ნაბიჯს ვერ დგამდა. ლიაკოს საქციელი ტკიოდა.. ძალიან ტკიოდა.. მისი ტყუილი ტკიოდა, ღალატი.. დამცირება, ეს ის იყო, რასაც პეტრე პირველი ასე ადვილად არ აპატიებდა. განადგურებულმა დატოვა საწარმო. სახლამდე როგორ მივიდა არ ახსოვს. მძიმედ სუნთქავდა და კიბეებს მიუყვებოდა. კარები ღია იყო, შევიდა. სამზარეულოში ერთი ამოსუნთქვით დაცალა მთელი გრაფინი წყალი. დედა ვერ შენიშნა, მაგრამ რადგან კარები ღია იყო, სახლში იქნებოდა. მისი ოთახისკენ წავიდა. კარებთან მისულს „ცოტა არ იყოს და უცნაური“ ხმები შემოესმა, მაგრამ სანახაობამ მოლოდინს გადააჭარბა. დედის ნახვა სხვა კაცთან ერთად მამამისის ლოგინში უკვე ყოველგვარ ზღვარს ცდებოდა. თუმცა ეს ვიღაც, სხვა კაცი სულაც არ აღმოჩნდა. იგი საწარმოს მოწილე და პეტრეს მამის მეგობარი იყო. იმ წამს ისეთი ზიზღის გრძნობა დაეუფლა.. ცივად გამოიკეტა კარები და მისაღებში გასულმა შუბლი ნერვიულად დაზილა. ახლა უბრალოდ ეზიზღებოდა ყველა და ყველაზე მეტად ის ქალი, ოთახში რომ იყო, ის მოღალატე კაცი და თვალთმაქცი საცოლე. სამივემ ასე უმოწყალოდ გაიმეტა.. სძულდა ამ სახლში გატარებული თითოეული დღე, სძულდა ტყუილში ნაცხოვრები ყოველი საათი.. ოთახიდან გამოსული „წყვილის“ დანახვა უკვე ზედმეტი იყო, თავი ვეღარ შეიკავა და „სხვა კაცს“ მუშტი უთავაზა. დედის შეკივლებამ გამოაფხიზლა, ზიზღიანი მზერა მიაპყრო.

- პეტრე, გაჩერდი შვილო..
- შვილს ნუ მეძახი.. რამდენი ხანია რაც ეს გრძელდება?
- პეტრე..
- რამდენი ხანია? _ დაიყვირა _ რამდენი ხანია რაც მამაჩემის სახლში, მამაჩემის ლოგინში, მამაჩემის მეგობართან ერთობი?
- საკმაოდ დიდი _ უკვე აზრზე მოსული გაეპასუხა ბატონი გუჯა.
- შენ ხმას ნუ იღებ! ბიძად მიგიღე, მეგონა მართლა შეგტკიოდა გული ჩემს ოჯახზე, არადა თურმე ამ ქალთან გორაობა გსურდა.
- პეტრე _ შეურაცხყოფილმა შეჰკივლა ნუნუმ და სილა გააწნა. ლოყაზე ხელი მოისვა პირველმა, ირონიულად ჩაიცინა.
- არ ელოდი არა შვილისგან ამ სიტყვებს? აბა რას ელოდი? რას? _ დაიყვირა _ წესიერი ქალები ასე არ იქცევიან.. ის ერთადერთიც დამაკარგინე რისი რწმენაც შემრჩა.. აღარასდროს მომძებნო, აღარასდროს დამირეკო, აღარასდროს შემეხო.. ვერ გიტან! _ სიძულვილით სავსე ხმით ჩაილაპარაკა და სახლი უკანმოუხედავად დატოვა.

ახლა უკვე ცოცხალ-მკვდარი მიაბიჯებს ქუჩაში. ერთი დღისთვის ზედმეტად ბევრი დარტყმა მიიღო. როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება? ღირდა კი? მის სიცოცხლეს ფაქტობრივად აზრი აღარ ჰქონდა, აღარავინ ჰყავდა. როგორ უნდოდა ეს დღე არ გათენებულიყო.. ახლა ამნეზია საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ ვაი რომ არ იყო... არაფრის შესაძლებლობა და სურვილი არ აქვს.. უბრალოდ უნდა ყველაფერი დაივიწყოს.. ყველა და ყველაფერი. გადაწყვეტილებაც მარტივი აღმოჩნდა, სადმე უნდა წავიდეს. სადმე, მათგან შორს, სადაც შეძლებს დროებით მაინც დაივიწყოს დღევანდელი დღე. თვითმფრინავით წასვლას ვერ მოახერხებდა, მანქანის მართვის თავი არ ჰქონდა.. პირველივე მატარებლის სადგურზე მივიდა, პირველივე გამსვლელ მატარებელში ავიდა. მხოლოდ ის იცოდა რომ მატარებელი საქართველოს საზღვრებს გაცდებოდა. სხვა არც არაფერი ადარდებდა.

თავი 2

პირველი ჯერ ისევ მატარებლის კარებთან იდგა შიდა მხრიდან და ნანახი სცენა თვალიდან არ ამოდიოდა. მატარებელმა დაიგუგუნა და ნელ-ნელა დაიძრა.

- მოიცადეთ.. დამელოდეთ! გთხოვთ.. _ მატარებლის ვაგონს მისდევდა ვიღაც.
- მომკიდეთ ხელი _ გაისმა ვაჟის ხმა. გოგონამაც ინსტიქტურად მოსჭიდა ხელი და ძლივს ავიდა.
- ღმერთო ჩემო _ აქოშინებული ლუღლუღებდა რაღაცებს _ მოვასწარიი. მადლობა, უღრმესი მადლობა _ მადლიერი მზერით ახედა კაცს და ფართოდ გაუღიმა.

პეტრეს ხმა არ გაუცია, ფანჯარასთან მოთავსდა და არაფრისმთქმელი მზერით გახედა გარემოს.

- ისევ თქვენთან მოვხვდი, სხვაგან ადგილი არაა _ მხიარულად ჩაილაპარაკა გოგონამ და წინ მიუჯდა. ხმა ისევ არ გაუცია პირველს. _ მგონი სმენადაქვეითებული ხართ _ თანაგრძნობით გახედა.
- შეგიძლია მოკეტო? _ გაღიზიანებულმა უხეშად მიუგდო. თვალები გაუფართოვდა ქალს.
- როგორ? კარგი, როგორც გნებავთ _ თვითონაც უხეშად მიუგო გაბუტულმა და ფანჯრიდან გაიხედა. _ არა მაინც ვინ გაგაბრაზათ ასე ძალიან? _ ისევ ვერ მოითმინდა და ბიჭს მიუბრუნდა. მისი მზერის დანახვისთანავე ენაზე იკბინა.
- არ გითხარი გაჩუმდი-თქო? _ დაიღმუვლა.
- კარგი, კარგი, ბოდიში _ ისევ ფანჯარას მიუბრუნდა. _ არა მაინც არ შეიძლება ასე გაბოროტება _ კვლავ აატლიკინა ენა.
- კიდევ ერთი სიტყვა და ჩემი ხელით გისვრი აქედან.
- ეს უკვე მუქარაა _ აკისკისდა.
- არ ვხუმრობ.
- უჟმური _ ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ. პირველს სიმწრით ჩაეცინა.
- გადაგეტანა ამდენი და როგორ იქნებოდი ვნახავდი _ ჩაისისინა.
- ნეტა რა გადაიტანე ასეთი? _ ცხვირი აიბზუა გოგომ.
- შენი საქმე არაა.
- რა თქმა უნდა მისტერ უჟმურო.

გზის ნაწილი სიჩუმეში გალიეს. ეს ტლიკინა გოგო, ანნა ნიჟარაძე, შეყვარებულთან შესახვედრად მიდიოდა. დაბადების დღისთვის სიურპრიზი უნდა მოეწყო.

- ჰეი თქვენ, არ შეგიძლიათ ერთი წუთით მომისმინოთ? _ მიმართა პეტრეს, როცა მატარებელი შემდეგ სადგურზე გაჩერდა.
- რა გინდა _ შეუბღვირა.
- ახლა ორი წუთით ჩავალ, რაღაცას ვიყიდი და დავბრუნდები, ორ წუთში! თუ უფრო ადრე წახვალთ, იქნებ გააფრთხილოთ ვინმე და დამელოდოთ.
- თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ? ვინ უნდა გავაფრთხილო? ვინ დაგელოდება? _ გაღიზიანებული იქნევდა ხელებს აქეთ-იქით, მაგრამ გოგონა უკვე ჩასული იყო მატარებლიდან და აზრიც არ ჰქონდა.

„რა სულელი გოგოა, რამდენს ყბედობს“ - ფიქრობდა უკმაყოფილოდ. „ყველა დამთხეული მე როგორ უნდა შემეყაროს“ - თავი გადააქნია. ელოდა მაგრამ რამდენი ორი წუთი გავიდა ვინ იცის. არადა ახლა ამაზე სადარდელად სცალია? სადარდებელი ისედაც ბევრი აქვს. მატარებელმა დაიგუგუნა, ის სულელი გოგო კი არ ჩანს. თვითონაც არ იცის, ასე გაუაზრებლად, სწრაფად ჩავიდა ვაგონიდან.. ის კი დაიძრა და წავიდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა „დამთხვეული“.

- მოიცა, მატარებელი სად მიდის? რატომ არ გააჩერე? ხომ გთხოვე? ღმერთო ჩემო.. ჩემი ბარგი, ჩანთა.. ყველაფერი იქ დარჩა.
- შეგიძლია გაჩუმდე? სხვათაშორის შენ გამო მეც აქ დავრჩი და სხვათაშორის მატარებელი შენ ვერ დაგელოდებოდა.
- ახლა რა ვქნა?
- არ ვიცი, ჩემი ნება რომ იყოა აქვე დაგტოვებდი.
- რა სასტიკი ვინმე ხარ.
- გისმენ, შეგიძლია მითხრა ახლა რა ვქნათ?
- რაღა უნდა ვქნათ, დანიშნულების ადგილას ვართ, უბრალოდ სხვა ქალაქში.
- კარგი, მაშინ ვიკითხოთ რა ტრანსპორტი მიდის.
- კარგი _ იქვე მივიდნენ. პეტრემ გამართული ინგლისურით იკითხა სამარშუტო, რომელიც ყველაზე ადრე გადიოდა.
- ტელევიზორს არ უყურებთ? _ შეიცხადა ფაშფაშა ქალმა. _ აქედან არაფერი გადის, მძღოლები გაიფიცნენ, თვით ტაქსებიც კი აღარ მუშაობენ. შემდეგი მატარებელი ერთ კვირაში ჩამოივლის.
- ხუმრობთ?
- არა რა თქმა უნდა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრაიტონში. _ ქალმა ფართოდ გაუღიმა, შემდგ ჩაიქირქილა.
- სასტუმროები მაინც თუა ამ საშინელ ქალაქში?
- დიახ, არრის ერთი სასტუმრო, ძალიან გაგიმართლათ, აქედან ორ კილომეტრშია.
- ეს უკვე მეტისმეტია.
- თქვენ ყველაზე იღბლიანი ტურისტები ხართ, წარმატებები.
- წავედით _ დაიღრინა პეტრემ.
- სად? _ გაოცებულმა გადახედა ვაჟს.
- სასტუმროში, ორ კილომეტრში. თუ ლონდონამდე ფეხით აპირებ წასვლას? შეგიძლია მიბრძანდე, მე სასტუმროში დასვენება მინდა.
- ჯანდაბა _ დაიწუწუნა _ წავედით _ მორჩილი ნაბიჯებით გაჰყვა.
- პირდაპირ იარეთ, არ დაგავიწყდეთ _ გაწელილად მიაძახა ქალმა.

დიდი, სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა პირველი, გოგონა კი უკან მიჩანჩალებდა.

- გამოადგამ ფეხს თუ დაღამებამდე ქუჩაში უნდა ვიყოთ?
- მისმინე კინგ-კონგ, შენსავით ორმეტრიანი ნაბიჯებით ვერ ვივლი. მაგხელა სულ არ ვარ _ გაბრაზებულმა მიაძახა და ნაბიჯს მოუჩქარა.
- მისმინე ტლიკინა, აქ შენ გამო ვარ, კეთილი ინებე და იარე.
- არავის უთხოვია მატარებლიდან ჩამოდიო.
- მართალი ხარ, მე ვარ გიჟი, რა მინდოდა, სად ჩამოვდიოდი.

ალბათ გზის ნახევარი გაიარეს. კვლავ არაფერი ჩანდა სასტუმროსმაგვარი. ორივე თავბედს იწყევლიდა. პეტრე წინ მიდიოდა და უკან არც კი იყურებოდა. მაინც ვერ ხვდებოდა რა ჯანდაბას აკეთებდა იქ. ერთადერთი სიკეთე ის იყო, რომ იმ რამდენიმე საათით დაივიწყა ყველაფერი, რაც საქართველოში მოხდა. მაგრამ მაინც გაახსენდა, ისევ გაახსენდა მოიღუშა. ამ ტლიკინა გოგოს გამო კი ასეთ დღეშია. ამაზე მაგარ დღეს ვერ ისურვებდა. ყველაფერს ბედი უნდა. ხომ შეიძლებოდა საერთოდ ვერ გაეგონა მისი ყვირილი, ან გაეგონა და ხელი არ გაეწოდებინა. რა მოხდებოდა, ცოტა ხნით შეაწუხებდა სინდისი და დაავიწყდებოდა. ახლა კი მასთან ერთად დარჩა უცხო ადგილზე, უტრანსპორტოდ და ფეხით უწევს ორი კილომეტრის გვალა იმის გამო, რომ სასტუმრომდე მივიდნენ. როდის მერე გახდა ასეთი გულისხმიერი? რას ჩარბოდა ამ მატარებლიდან? თავისი დარდი არ ეყოფოდა?

უკან უარესად გაბრაზებული მისდევდა ნიჟარაძე. ჯერ საერთოდ რაღა იმ მატარებელში ავიდა, მერე რაში სჭირდებოდა იმ რაღაცის ყიდვა, ან ეს კინგ-კონგი რაღატომ დარჩა. უამისოდ ხმასაც არ გასცემდა არავინ. ერთი კვირა ხუმრობა ხომ არაა? ვეღარც შეყვარებულის დაბადების დღეს ჩაუსწრებს, არადა როგორ უნდოდა.

- დავიღალე _ ამოიკნავლა. მაგრამ პირველს უკანაც არ მოუხედავს. _ შევისვენოთ _ ძალები მოიკრიბა და წინ წასულს დაუძახა.
- ფეხი გამოადგი _ კვლავ არ მოუხედავს უკან. მაგრამ ცოტა ხანში შეკივლება რომ მოესმა, იძულებული გახდა მიბრუნებულიყო.
- აუ, ჩემი ფეხი, მტკივაა _ თვალები ცრემლით ავსებოდა და დაკაწრულ ფეხს დაჰყურებდა.
- რა მოგივიდა _ უინტერესოდ იკითხა.
- კინგ-კონგ იქნებ თავს ძალა დაატანო და მიხვდე.
- მომისმინე ტლიკინა, მგონი მშვენივარ გრძნობ თავს, ყოველ შემთხვევაში ენას არაფერი ეტყობა, ასე რომ ფეხი გამოადგი _ ანნამ რაღაც ჩაიფრუტუნა და ფეხზე წამოდგომა სცადა.
- აა, ვერ ვდგები, მტკივა.. აუუ სისხლიც მომდის, ვაიმე _ გულის გამაწვრილებლად კიოდა.
- რა დავაშავე. მაჩვენე ფეხი, ამოძრავებ?
- მგონი კი, მაგრამ მტკივა.
- კარგია, მოტეხილი არ გაქვს, დანარჩენს ეშველება. _ მიწაზე გართხმული ინტერესით შეჰყურებდა ვაჟს. ნატკენი ფეხი გაშლილი ჰქონდა, მეორე მოხრილი, წამომჯდარი მიწას ხელებით ეყრდნობოდა და აუტანელ ტკივილს გრძნობდა, რადგაც წაქცევისას ხელებიც გადაეყვლიფა.
- კარგი, სხვა რა გზაა, ახლა მზიდავიც უნდა გავხდე _ მარტივი, უხეში მოძრაობით აიყვანა ხელში გოგონა და გზას გაუყვა.
- კინგ-კონგ იქნებ ცოტა ნელა იარო, ტვინი გამილაყდა უკვე ამდენი ჯაყ-ჯაყით.
- რატომ ენა არ გეყლაპება _ უკმაყოფილოდ გამოსცრა და იმავე ტემპით განაგრძო სიარული.

სასტუმრო რომ გამოჩნდა, ბედნიერების შეძახილი ვერაფრით დაიოკა ანნამ. შესასვლელთან როგორც კი მივიდნენ კიდევ ერთხელ შეუბღვირა პეტრეს.

- დამსვი, სირცხვილია ასე ხომ არ შევალთ _ მაგრამ სანამ ბოლო სიტყვებს იტყოდა უკვე მყარად იდგა მიწაზე, რადგან პირველს არც კი უფიქრია წინააღმდეგობის გაწევა. „უზრდელი, თავაზიანობის ნასახი არ გააჩნია“ - უკმაყოფილოდ გაიფიქრა და კოჭლობით დაედევნა უკან.
- გამარჯობა, ორი ოთახი გვინდა ერთი კვირით _ მიმართა პეტრემ ქალს.
- გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმრო ბრაიტონში. ვწუხვარ ბატონო, მაგრამ ორი ოთახი არ გვაქვს.
- აბა როგორ მოვიქცეთ?
- შეგვიძლია შემოგთავაზოთ ერთი ოთახი წყვილისთვის.
- ჩვენ წყვილი არ ვართ ქალბატონო, ახლახანს გავიცანით ერთმანეთი.
- ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ ეს ერთი ოთახი გვაქვს, გნებავთ?
- სხვა სასტუმრო არ არის სადმე?
- ამ ტერიტორიაზე ერთადერთი სასტუმროა, თუმცა აქედან 30-40 კილომეტრში იქნება სხვა სასტუმროც.
- კარგი, იყოს ის ოთახი _ ქალს კითხვებზე უპასუხა და გასაღები გამოართვა.
- მოიცა კინგ-კონგ მე სად წავიდე?
- თუ გინდა წამოდი, თუ არა და კარგად ბრძანდებოდე.
- ერთ ოთახში?
- სხვა შესაძლებლობა თუ გაქვს გზამშვიდობის.
- უჟმური კინგ-კონგი _ გაბუტულმა ჩაილაპარაკა და კიბეებზე გაჰყვა კოჭლობით. კარები შეაღო პირველმა და შევიდა.
- ჯენტლმენობა არავის უსწავლებია კინგ-კონგ?
- გაჩუმდი თორემ გაგადებ _ დაიღმუვლა.
- ნეტავ რას მედიდგულები _ ცხვირი აიბზუა და ლოგინზე დახტა _ აა, ფეხი..
- მოქმედებას ჭკუა უნდა დაატანო.
- იმედია სააბაზანო მაინც ექნებათ _ ჩაიქირქილა და პირველის სისინს ყურადღება არ მიაქცია.
- აქვთ და მე შევდივარ.
- კინგ-კონგ კარგი რა, ფეხი მტკივა, აი ხელზეც სისხლი მაქვს, მე შევალ _ თავის შეცოდება სცადა.
- დროებით _ ჩაიბურდღუნა და სააბაზანოში გაუჩინარდა.

ყველა სიკეთესთან ერთად, ამ ტლიკინა არსებასთან უნდა გაატაროს ერთი კვირა. თან რომ არ იღლება და არ ჩუმდება. ლიაკოსავით წყნარი კი არაა. „წყნარი რომ იყო იმიტომაც არ გიერთგულა?!“ - ჩაისისინა ეგომ და კიდევ ერთხელ განუახლდა ჭრილობა. არაფერი არ აქვს თან, კიდევ კარგი საკრედიტო ბარათი საბუთებთან ერთად საფულეში ჰქონდა. ტანსაცმელს მაინც იყიდდა ამ მიყრუებულ ქალაქში. შხაპის მიღების შემდეგ იქვე დაკიდული ხალათი მოიცვა, ხელი თავზე გადაისვა და გამოვიდა.

- ოჰ, გეღირსა კინგ-კონგ? _ ახლა ანნა წავიდა სააბაზანოში და ისიც მარტო დარჩა ფიქრებთან ერთად.

ფულის დიდი ნაწილი ჩანთაში ჰქონდა, ჩანთაში, რომელიც მატარებელში დარჩა. კიდევ კარგი საფულე წაიყოლა მაღაზიაში და იმ კინგ-კონგმა ისიც მატარებელში არ დატოვა, ბარგიც იქვე დარჩა. არც ტანსაცმელი აქვს. კიდევ კარგი ოთახი წყვილისთვისაა განკუთვნილი და მეორე ხალათიც დახვდა. თმებზე პირსახოცი მოიხვია, ხალათი მოიცვა და სააბაზანოდან გავიდა.

- ტლიკინა გშია? _ ცოტაოდენი ჰუმანურობა გამოიჩინა პირველმა.
- ძალიან.
- ოთახში შევუკვეთავ.
- კარგად მოიქცევი, ტანსაცმელი გასარეცხია, სხვა არ მაქვს.
- ჰო არც მე.
- ხედავ კინგ-კონგ? არც ისე რთული ყოფილა ადამიანებთან საუბარი.
- ნერვებს ნუ მომიშლი.

ტელეფონი აიღო და ვახშამი ოთახში შეუკვეთა. მადიანად ილუკმებოდნენ ორივე. მთელი დღე ლუკმა არ ჰქონდა არც ერთს პირში ჩასული. პეტრეს რა ესაჭმელებოდა, ნიჟარაძემ კი უბრალოდ ვერ მოასწრო. ახლა თავისი შეყვარებული ხედავდეს, სასტუმროს ნომერში, უცხო ბიჭთან ერთად ხალათით ბედნიერად მიირთმევს. ოჰ! ვახშმის დასრულებისთანავე ანნა ლოგინზე მიწვა. პეტრემაც მას მიჰბაძა. ხელები თავქვეშ ამოიდო და ჭერს გაუსწორა თვალები.

- ჰო მართლა კინ-კონგ, მე ანნა მქვია.
- მე პეტრე ტლიკინა _ ღიმილით გაუწოდა ხელი ანნამ, პეტრემაც თავისი ხელი შეაგება მკაცრი მზერით.
- სასიამოვნოა, და კიდევ, მიუხედავად კინგ-კონგობისა, მადლობა რომ მარტო არ დამტოვე.
- ამას რას ვეღირსე.. ძილინების _ ზურგი აქცია და თვალები დახუჭა.
- ძილინების კინგ-კონგ.
- სახელი გითხარი მგონი _ შუღრინა.
- კარგი რა კინგ-კონგ _ კარგი ძმაკაცივით მხარზე დაკრა ხელი და დაიკრუსუნა _ ვაიმე ხელი.

თვალები კი დახუჭა პირველმა, მაგრამ მაშინვე თვალწინ გაურბინა კადრებმა საკუთარ სახლში, კაბინეტში, მაშინვე გაახილა და ლოგინზე წამოჯდა. მისი მოძრაობა არ გამოპარვია „მეზობელს“. მისკენ გადაბრუნდა. ხმა არ მოუღია, ვერ გაბედა. ელოდა როდის დაწვებოდა ისევ მაგრამ პირველი ადგა, აივნის კარები გააღო და გავიდა. „დახუჭე თვალები და დაიძინე, რა შენი საქმეა“ - გაიფიქრა და თვალები დახუჭა ანნამ.

პირველი კი კვლავ საქართველოში მომხდარზე ფიქრობდა. ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა ეს ყველაფერი სიზმარი იყო თუ რეალობა. როგორ წარმოიდგენდა რომ თავისი ლიაკო, თავისი სიფრიფანა გოგო ასე მოექცეოდა, ასე უგულოდ მიატოვებდა, სხვას გაჰყვებოდა. ჯერ ეს არ ჰქონდა მონელებული, უარესი დარტყმა რომ მიიღო. ადამიანმა, რომელიც ქალის ეტალონად მიაჩნდა, ადამიანმა, რომელიც მისთვის ყველაზე ძვირფასი იყო, ადამიანმა, რომლის გამო თავსაც დაუფიქრებლად გაწირავდა, მიწასთან გაასწორა. თვით ქალბატონმა ნუნუმ, წესიერებისა და პატიოსნების განსახიერებამ გააკეთა ეს. ის სხვა კაცი? მამის საუკეთესო მეგობარი, საწარმოც ერთიანი ძალებით მართეს ერთ დროს. მაგრამ ახლა? ბატონი გუჯა, ძია გუჯა თუ ასე მოექცეოდა რას წარმოიდგენდა. ყველამ ერთად შეკრა პირი და ისე გადაწყვიტეს პეტრე პირველის განადგურება. მოახერხეს კიდეც. ასე სასოწარკვეთილი არასდროს ყოფილა. აბრჭყვიალებული თვალებით ახედა მთვარეს და ოთახში დაბრუნდა. არც კი გაუხედავს ტლიკინასკენ, ზურგშექცევით დაწვა და დაძინება სცადა. თუმცა ვერ დაიძინა. მზის პირველმა სხივმა გაახარა, მაშინვე წამოხტა, შხაპი მიიღო და ოთახში დაიწყო სიარული. მისმა ფორიაქმა ნიჟარაძეც გააღვიძა. თვალმოჭუტულმა გახედა პირველს.

- კინგ-კონგ რამ გაგამწარა ამ დილაადრიან?
- ბევრს ლაპარაკობ _ შეუბღვირა.
- ბოდიში _ უხეშად მიუგდო და სააბაზანოსკენ წავიდა. თმაშეხვეული დაბრუნდა და აივანზე გაიხედა. _ ეს რა უბედური ქალაქია, დღეში ერთი ტრანსპორტი მაინც როგორ არ უნდა იყო.
- ნეტავ ვისი ბრალია _ უკნიდან ბურდღუნი მოესმა, გაბრაზებული შებრუნდა.
- მერამდენედ უნდა შემახსენო.
- ჩაიცვი და გავიდეთ, ტანსაცმელი მაინც ვიყიდოთ.
- იცი.. მე არ მაქვს თანხა თან _ უხერხულად დაიჭყანა.
- არაუშავს, მე მაქვს, წავიდეთ.
- ამ დილაადრიან ღია არ იქნება არაფერი.
- საუზმე შევუკვეთოთ და მერე წავიდეთ.
- არც ისეთი უხეში ხარ პეტრე _ პირველად მიმართა სახელით.
- ეგ შენი საქმე არ არის ტლიკინა გოგო _ შედარებით თბილად უთხრა.
- კარგი _ გაუღიმა.

თავი 3.
საუზმე შეუკვეთეს. უხმაუროდ ისაუზმეს, ძველი ტანსაცმელი მოირგეს და ქალაქში გავიდნენ. მაღაზიამდეც ფეხით მოუხდათ მისვლა. ორივემ მოსინჯვის გარეშე იყიდა რამდენიმე ხელი სამოსი და სასტუმროში დაბრუნდნენ. ყველაზე ცუდი ის იყო, მობილურიც რომ მატარებელში დარჩა ანნას. ლოგინზე მიწვა და პეტრეს გახედა.

- ოჯახი გყავს კინგ-კონგ? _ პირველს სიმწრით ჩაეცინა.
- არა _ გადაჭრით უთხრა.
- ვწუხვარ.
- მეც _ ოთახში აღარ გაჩერებულა, აივანზე გავიდა, ფრუტუნით აიჩეჩა მხრები ნიჟარაძემ. „რა ვაკეთო ერთი კვირა აქ?“ - უკმაყოფილოდ გაიფიქრა და აივანზე მყოფს გახედა.
- ამ ქალაქში ოდესმე ყოფილხარ? _ გვერდით მიუდგა.
- არა.
- ნეტავ სანახავი არაფერია? ერთი კვირა აქ რა უნდა ვაკეთოთ?
- რასაც მე ვაკეთებ. ჩუმად იყავი და იფიქრე.
- შენ გეტყობა ბევრი საფიქრალი გაქვს.
- შენ გეტყობა არა.
- უიმე _ ჩაიდუდღუნა და ოთახში შებრუნდა.

რა უჟმურია, ცოტა კომუნიკაბელური მაინც შეხვედროდა ვინმე. მოკვდება მოწყენილობით დარჩენილი ექვსი დღე. ხმა ვერ ამოაღებინა. ანუ რა გამოდის? მთელი დღე გამოკეტილმა უნდა იფიქროს. მაგრამ რაზე? რა აქვს საფიქრალი? ჰყავს არაჩვეულებრივი მშობლები, რომლებიც ახლა საქართველოში არიან. შეყვარებული, რომელიც ინგლისში სწავლობს. მათი სიყვარულის ისტორია წლებს ითვლის, ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან უყვარდათ ერთმანეთი. გეგა მეთერთმეტე კლასში იყო ანნას სიყვარული რომ აუხნსა, ანნა მეათეში. თვითონაც ჩუმად უყვარდა ბიჭი და როცა გაიგო, რომ გეგეჭკორიც არ იყო გულგრილი, ფრთები შეესხა. ოჯახები მეზობლად ცხოვრობდნენ და მშობლებმაც მშვიდად მიიღეს მათი შვილების ამბავი. უამრავი კარგი მოგონება აქვს ნიჟარაძეს. შუაღამისას დაბადების დღის მილოცვა ფეიერვერკით და ფრანებით, სიყვარულის ახსნა სიყვარულის დღეს სიმღერით...
ორივე შეთანხმდნენ, რომ დაოჯახება არ ეჩქარათ, ჯერ უნდა ესწავლათ. მითუმეტეს გეგას ასეთი შანსი მიეცა. ინგლისში წასვლაზე უარს ამბობდა ანნას გამო. თუმცა ნიჟარაძე გაგიჟდა, ჩემ გამო ამხელა წარმატებაზე უარი რომ თქვა დაგშორდებიო. იცოდა შეასრულებდა და ბიჭსაც სხვა გზა არ დარჩა. მაგრამ მშობლების დაპირებისამებრ, ხან ერთი ჩადიოდა ინგლისში როცა დასვენება ჰქონდათ, ხან მეორე ჩამოდიოდა საქართველოში. ახლაც მასთან მიდიოდა, სიურპრიზი უნდა გაეკეთებინა, მაგრამ არ გამოუვიდა, ჩარჩა ამ მიყრუებულ ქალაქში უცხო კინგ-კონგთან ერთად. რას არ მისცემდა ოღონდ კი მის ნაცვლად გეგა ჰყავდეს გვერდით. ტელეფონზეც ვერ უკავშირდება, როგორ ინერვიულებენ ოჯახის წევრები, გეგეჭკორიც. ახლა მისი ერი ჩახუტება ყველაფერს ურჩევნია.

- ტლიკინა შენ გყავს ოჯახი? _ პეტრეს ხმამ შეაკრთო.
- ოჰ კინგ-კონგ, რითი დავიმსახურე შენი ინტერესი?
- თუ არ გინდა ნუ მეტყვი _ უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები.
- გეტყვი, გეტყვი, თორემ ამ ერთ კვირაში ლაპარაკი დამავიწყდება. მშობლები მყავს, საქართველოში ცხოვრობენ, დედისერთა ვარ და შეყვარებული მყავს, უფრო საქმრო ალბათ, გეგა.
- ბედნიერი ხარ?
- უსაზღვროდ.
- კარგია _ ტკივილიანად გაუღიმა. ხომ შეიძლებოდა თვითონაც ასეთი ბედნიერი ყოფილიყო, უფრო მეტადაც კი, მაგრამ არა! ყველაფერი თავზე ჩამოემხო. _ გავიდეთ სადმე თუ გინდა.
- გავიდეთ თუ არ დავიკარგებით და თუ რამე სანახავია.
- კარგი _ პეტრე რომ ოთახიდან გავიდა, მოკლე სარაფანი გადაიცვა, თმები აიწია და ქვევით ჩავიდა _ აბა იკითხე?
- კი, მაგრამ აქ არაფერია. შეიძლება კაფეში წავიდეთ ან სანაპიროზე.
- კარგი, მგონი სანაპიროსთვის მზად არ ვათ, კაფეში შვიაროთ ან ისე გავისეირნოთ.
- რომელიც გინდა.
- მაშინ სანაპიროზე გავისეირნოთ.
- კარგი.
- სულ ასე ცოტას საუბრობ?
- სულ.
- ბოდიში რომ გაწუხებ _ გაბუტულმა ჩაილაპარაკა და წინ წავიდა სწრაფი ნაბიჯით. „უჟმური“ - უკმაყოფილოდ გაიფიქრა. ხომ შეუძლია ხმა ამოიღოს, წესიერად უპასუხოს. მაგრამ არა, უჟმურია და უხეში.
- კარგი ჰო, მაპატიე, უხეშად გამომივიდა _ წამოეწია _ უბრალოდ მართლა არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი _ თავის მართლებასავით გამოუვიდა პირველს.
- არაუშავს. ნახე სანაპირო გამოჩნდა _ ბავშვივით გაეკრიჭა და ნაბიჯს უმატა, ღიმილით მიჰყვა პეტრე.

თვალწინ ლიაკო წარმოუდგა, ისიც ასეთი აღტაცებული იყო ზღვა რომ პირველად ნახა. ახლა ნიჟარაძესთან ერთად სეირნობს სანაპიროზე, გონებით კი ყოფილ საცოლესთანაა. ტერფებზე ნაზად ეხებოდა ტალღებო, მოგვიანებით ცაზე მთვარეც გამოჩნდა, ვარსკვლავებიც აბრჭყვიალდნენ, ისინი კი კვლავ სეირნობდნენ. ერთად მხოლოდ ფიზიკურად იყვნენ, ისე ორივეს გონება სხვაგან დაფრინავდა.

- არ დავბრუნდეთ? _ ახედა პეტრეს.
- წავიდეთ _ დაეთანხმა და ახლა სასტუმროსკენ წავიდნენ.

ამჯერად ნიჟარაძემ შეასწრო სააბაზანოში. გამოსული მაშინვე ლოგინზე მიწვა. იმდენი იბოდიალეს სანაპიროზე, ძალიან დაიღალა. დაწოლისთანავე მილულა თვალები და სანამ პირველი სააბაზანოდან დაბრუნდებოდა, უკვე თვლემდა. ფრთხილად დაწვა ლოგინზე პეტრეც და დაძინება სცადა. ჩაეძინა, თუმცა სიზმრად წარსული რეალობა ნახა. ოფლით დაცვარული შუბლით გამოღვიძა, თავზე ხელი გადაისვა და წამოჯდა. ნუთუ ეს მოგონებები აღარასდროს მოასვენებს, ნუთუ ვეღარ შეძლებს მშვიდად დაძინებას. პლედი გააიხადა, წამოდგა და ისევ აივანს შეაფარა თავი. ნიჟარაძესაც გაეღვიძა. კარგად ხვდებოდა რომ კინგ-კონგს რაღაც პრობლემა ჰქონდა, ისეთი პრობლემა ღამე რომ არ აძინებდა და არ ასვენებდა. თვითონაც წამოდგა, გრაფინიდან წყალი ჩამოასხა ჭიქაში და პირველთან გავიდა აივანზე. ჭიქა გაუწოდა, გაკვირვებულმა შეხედა პეტრემ, თუმცა გამოართვა, ერთი ამოსუნთქვით გამოცალა და იქვე, მაგიდაზე დადო.

- მადლობა.
- უკეთ ხარ?
- ბევრად.
- კოშმარი?
- ჩემი ცხოვრება მთლიანად კოშმარია _ სიმწრით ჩაიცინა.
- პეტრე, არ გინდა მომიყვე? განთავისუფლდები, ემოციებისგან დაიცლები.
- სულ უცხოს გადავუშალო გული?
- როგორც ჩანს ნაცნობისთვის თქმა ვერ გაბედე, ან არ უთხარი. უცხოსთვის თქმა უფრო გაგიადვილდება. ერთი კვირის შემდეგ ორივე ჩვენს გზაზე წავალთ და შეიძლება ვეღარასდროს შევხვდეთ. შეიძლება ეს ამბავიც დაგვავიწყდეს, მაგრამ შენ უფრო თავისუფალი იქნები, დაცლილი და არც იმის შეგეშინდება რომ შენი ამბავი ვინმემ იცის და სადმე იტყვის.
- არ ვიცი..
- კარგი, როგორც გინდა, უბრალოდ იცოდე, თუ საუბარი მოგინდება, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ყურადღებით მოგისმენ.
- ადამიანის ნდობის მოპოვების კურსები გაქვს გავლილი? _ გაუღიმა.
- შეიძლება ასეც ითქვას, დავსხდეთ?
- ოთახში დავსხდეთ. _ ლოგინის ბოლოში გვერდი-გვერდ ჩამოსხდნენ, ინტერესით შესცქეროდა ნიჟარაძე.
- გისმენ.
- ცოტა გრძელი ამბავი შეიძლება გამოვიდეს.
- არსად გვეჩქარება, ერთი კვირა აქ უნდა ვიყოთ.
- კარგი _ მძიმედ ამოისუნთქა. _ პეტრე პირველი, მგონი ჯობს გაცნობით დავიწყო ჯერ. 27 წლის. საქართველოში ვცხოვრობდი ამ დრომდე, საწარმოს მმართველი ვიყავი. საწარმო მამამ შექმნა თავის მეგობართან ერთად _ ჩაიცინა _ სამი წლის წინ მამა გარდაიცვალა.
- ვწუხვარ _ ჩუმად ჩაილაპარაკა.
- მამის გარდაცვალებას კინაღამ მივყევით მთელი ოჯახი მე და დედა. მაგრამ მამას საფლავზე გავიცანი ერთი გოგონა, ლიაკო. მან დამიბრუნა სიცოცხლის ხალისი, მომაბრუნა ამ ქვეყნისკენ, დამარწმუნა რომ მამის საწარმოს სათავეში უნდა ჩავდგომოდი ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა. მეც გამოვბრუნდი, ლიაკოსთან ურთიერთობა გავაგრძელე, ერთმანეთი შეგვიყვარდა და ეს სამი წელიც ერთად გავატარეთ. რამდენიმე თვის წინ ხელი ვთხოვე და დამთანხმდა. ორი დღის წინ კი, კაბინეტში შესულმა წერილი აღმოვაჩინე. ლიაკო მწერდა რომ თურმე არ ვყვარებივარ და სხვასაც გაჰყვა ცოლად.
- რას ამბობ _ შეიცხადა.
- მაცადე ჯერ _ ჩაეცინა _ იქიდან სახლში წავედი და ყველაზე დიდი სიურპრიზი იქ დამხვდა. საკუთარი დედა აღმოვაჩინე სხვა კაცის მკლავებში _ მთელი სხეულით დაიძაბა პირველი _ იმდენად დელიკატური საკითხია, ამაზე ალბათ არც უნდა ვსაუბრობდე, მაგრამ ახლა შიგნიდან მჭამს ეს ყველაფერი. ეს კაცი მამაჩემის უახლოესი მეგობარი იყო. იმ წამს არ მეგონა თუ თავს შევიკავებდი, მაგრამ შევძელი. მაშინვე გადავწყვიტე ყველაფრის მიტოვება და წამოვედი _ მძიმედ გადააგორა სასულეში ნერწყვი _ სულ ესაა ჩემი ისტორია, რომ შემეძლოს მთელი გულით ავქვითინდებოდი, მაგრამ არ შემიძლია. რომ შემეძლოს ყველაფერს დავივიწყებდი, მაგრამ ვერ ვივიწყებ.

თითქოს გაუაზრებლად, ნაამბობით შეძრწუნებული მისკენ მიიწია და ჩაეხუტა. უსმენდა და ვერ ხვდებოდა სიმართლე იყო თუ მოგონილი, ერთბაშად ამდენი რამის გადატანა. ახლა უკვე ესმის მისი, ხვდება რატომაა სულ ასეთი ბრაზიანი, ჩუმი, უჟმური. მოდი და გაიღიმე ამ ყველაფრის შემდეგ.

- არც კი ვიცი რა გითხრა _ მოშორდა და ჩაიბურტყუნა.
- არაფერი მითხრა, საკმარისია რომ მომისმინე და დაცლის საშუალება მომეცი. ახლა უკვე ყველაფერი იცი ჩემს შესახებ.
- ჰო და მინდა გითხრა, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ, თუმცა გაქცევა გამოსავალი არ იყო.
- ამ შემთხვევაში გამოსავალი იყო, იქ უბრალოდ ყველაფერი მძულდა, ვეღარ ვიცხოვრებდი.
- ჰო მაგრამ, შენ იმ ყველაფერთან ერთად მამაშენის საფლავი დატოვე, მისი სახელი, მისი საწარმო. საწარმო, რომლის შექმნასაც მთელი ცხოვრება შეალია, ასე გამოქცევის უფლება არ გქონდა, არამგონია მამაშენს ეს მოწონებოდა.
- ალბათ.. მოდი დანარჩენზე ხვალ ვილაპარაკოთ, ახლა გვიანია, დავიძინოთ.
- კარგი კინგ-კონგ, ძილინების _ გაუღიმა _ სასიამოვნო იყო პეტრე პირველის გაცნობა.
- ძილინების ტლიკინა.

ორივე საკუთარი მხრიდან შეწვა ლოგინში. იმ ღამეს მშვიდად დაეძინა პირველს, ნიჟარაძესაც. მანამდე კი გოგონას სიტყვებზე ფიქრობდა პეტრე. იქნებ მართლა არასწორად მოიქცა ამ ყველაფრის დატოვებით. საწარმოც ფაქტობრივად უპატრონოდ დარჩა. მაგრამ იქ ჩავიდეს და როგორ შეხედოს მათ, ამას ვერ შეძლებს. ასეთი ძლიერი არ არის პეტრე. როგორც იქნა ცოტათი მაინც შეუმსუბუქდა ეს სიმძიმე, იქნებ ახლა მაინც მოახერხოს და დაიძინოს. ამ ტლიკინა გოგომ მოახერხა მისი ალაპარაკება, თითქოს ტვინში ჭიასავით შეუძვრა და ყველაფერი მოაყოლა, მაგრამ სულაც არაა უკმაყოფილო, პირიქით მადლობელია. იქნებ ამაღამ მაინც დაეძინოს მშვიდად. რაც ყველაზე მთავარია, ანნას თვალებში არცერთი წამით არ შეუნიშნავს სიბრალული იქ რაღაც სხვა იკითხებოდა, თანადგომა, მეგობრობა და არა შეცოდება.

დილა პოზიტიურად დაიწყო, თუმცა ამინდის დანახვისთანავე მოიღუშა ანნა. გარეთ მოღრუბლულიყო და წვიმდა, ოთახში კი ჩახუთულობა სუფევდა. პირველი ნომერში არ იყო. სააბაზანოშიც არ დახვდა. ნეტავ სად წავიდა ამ ამინდში-ო გაიფიქრა და აივანზე გავიდა. დიდხანს ვერ გაძლო, შესცივდა. ლოგინზე ჩამოჯდა და ისევ პეტრეს ამბისკენ გაექცა გონება. ან კი როგორ აიტანა ამდენი, მაგრამ აუცილებლად უნდა დაარწმუნოს, რომ საქართველოდან წასვლა გამოსავალი არ იყო. რა ქნას? ბავშვობიდან ასეთია, არ შეუძლია თვალის დახუჭვა სხვის პრობლემებზე. ამის გამო ბევრთან უჩხუბია, ბევრთან სულაც გაუწყვეტია კავშირი, ზოგი არამკითხე მოამბედ მიიჩნევდა, ზოგიც კეთილის მსურველად.. სულ უნდა რომ დაეხმაროს, გამოსავალი აპოვნინოს. ჰოდა კინგ-კონგსაც დაეხმარება. აუცილებლად დაელაპარაკება ამაზე, მაგრამ ნეტავ ახლა სად არის? პირველი კი არადა არ ჩანდა. ბოლოს ისევ მარტო მოუწია ნიჟარაძეს ყავის დალევა სასტუმროს კაფეში. ნომერში დაბრუნებულს კი ლოგინზე მიწოლილი დახვდა პეტრე.

- დილა მშვიდობის, სად იყავი?
- სანაპიროზე.
- ამ ამინდში? _ გაუკვირდა.
- ჰო, კარგია, ცივი ზღვა დიდი ტალღებით.
- ჰო, ჰო _ სიცილით დაეთანხმა.
- ჰოდა კიდევ მადლობა გუშინ რომ მომისმინე.
- ოჰ, ამას რას მოვესწარი _ გაიცინა და თვითონაც ლოგინზე ჩამოჯდა. პირველსაც გაეღიმა. _ ჰოდა მე მინდა ამ თემაზე საუბარი გავაგრძელოთ.
- კარგი, მესაუბრე, გისმენ.
- უნდა გაგიმეორო რომ წამოსვლა საუკეთესო გამოსავალი არ იყო.
- აბა რა უნდა მექნა?
- პრობლემისთვის თვალი უნდა გაგესწორებინა.
- მეტი რაღა უნდა გამესწორებინა _ ჩაეცინა.
- დამიჯერე, არასწორად მოიქეცი. ვის დაუტოვე მამაშენის საწარმო? იმ კაცს? რისთვის? რომ გაანიავოს? ან მამაშენის წილი დაკარგო? ესეც რომ არა, მეორე მხრივ რომ შეხედო, იქნებ გეცადა დედასთან საუბარი, იქნებ რას გეუბნებოდა.
- ახლა გაჩერდი, რაზე უნდა მელაპარაკა? რა უნდა ეთქვა ისეთი რომ გამემართლებინა, რა?
- არ ვიცი, მაგრამ იქნებ გეუბნებოდა.
- ერთი სიტყვაც აღარ თქვა რა, მაინც ვერ გაამართლებ. სხვა საკითხზე მესაუბრე, მართალი ხარ, არ უნდა დამეტოვა საწარმო უპატრონოდ და არც დავტოვებ. დავბრუნდები და ყველანაირად ვეცდები მისი წილიც შევისყიდო, საწარმო მარტო ჩემი გახდება და მთლიანად მის ხსოვნას მივუძღვნი.
- ძალიან კარგი, საცოლე?
- ყოფილი საცოლე ტლიკინა, ყოფილი. ის ვერასდროს გაიგებს ჩემს უბედურებას, დავუმტკიცებ რომ მის გარეშეც ბედნიერი ვიქნები.
- ჰო, მაგრამ სხვის ჯიბრზე ბედნიერებამ არამგონია გაამართლოს.
- ეგ უკვე ჩემი საქმეა. თუ ნებას დამრთავ დავიძინებ, რაღაც ვერ ვარ კარგად.
- წვიმაში მოგინდომებია ჭყუმპალაობა და _ გაუცინა.

პეტრე ტანსაცმლიანად მიწვა ლოგინზე, პლედი მიიფარა და თვალები დახუჭა. რა უნდა ეკეთებინა ნიჟარაძეს, იქვე სავარძელში მოკალათდა. „ნეტავ რამდენ ვარსკვლავიანი სასტუმროა?“ არა, რა სისულელეებზე ფიქრობს. ტელევიზორი ჩართო დაბალ ხმაზე და ვითომ ძალიან დიდი ინტერესით მიაჩერდა. რომ მიხვდა მაინც არ უყურებდა, გამორთო. კინგ-კონგსაც აღარ შევაწუხებ ხმაურით-ო იფიქრა. და აივანს შეაფარა თავი. ნახევარი საათი მაინც იყო აივანზე, სკამზე ჩამომჯდარს ფეხები მოაჯირზე შემოელაგებინა და ფიქრებით გეგასთან იყო. რა იქნება ახლა ამ სასტუმროში ის იყოს, მასთან მიხუტებული იჯდეს აივანზე და მის თბილ ტუჩებს გრძნობდეს, მისი თბილი ხმა ჩაესმოდეს. მაგრამ ამის ნაცვლად, ოთახიდან პირველის კრუსუნი მოესმა. ნელა ჩამოსწია ფეხები და ოთახში შევიდა. პეტრეს კვლავ ეძინა, თუმცა ძილში შფოთავდა. ახლოს მივიდა ანნა და ხელი შეახო, შეაღვიძა. აშკარად ცხელი ეჩვენა, სიცხე ჰქონდა. „მომინდომა წვიმაში ცურვა, სეირნობა, რომანტიკა“ - კმაყოფილოდ ამოიფრუტუნა და უფრო მაგრად მიკრა ხელი რომ გაეღვიძებინა. მძმედ გაახილა თვალები ბიჭმა.

- მგონი სიცხე გაქვს.
- არაუშავს გადამივლის.
- ძალიან გთხოვ, ისე ნუ იზამ ხელებში ჩამაკვდე და მერე მე დამაბრალონ _ გაუცინა.
- არ იდარდო, მომკითხავი მაინც არავინ მყავს _ თითქოს ნაღვლიანი ხმით უპასუხა. ნიჟარაძეც მაშინვე დასერიოზულდა.
- არ მინდოდა ასე გამომსვლოდა _ სინანულით ჩაილაპარაკა.
- არ იდარდო, იმისთვის არ მითქვამს რომ თავი დამნაშავედ იგრძნო.
- კარგი, ჩავალ ქვემოთ ვიკითხავ სამედიცინო საშუალებებს.
- არ გინდა მართლა, გადამივლის.
- მართლა კინგ-კონგი ხარ რა _ გაუცინა და ოთახიდან გავიდა.


თავი 4

სიცხის საზომიც იშოვა, წამლებიც და ნომერში დაბრუნდა.

- გამომართვი კინგ-კონგ, გაიზომე სიცხე _ თერმომეტრი გაუწოდა. თვალებიც ბრიალით გამოართვა, რამდენიმე წუთში კი უკან დაუბრუნა. _ ბევრი არაფერი კინგ-კონგ, შენთვის 38.2 რა არის _ გაუცინა და წამალი გაუწოდა _ ეგ იმის ბრალია სეირნობა რომ მომინდომე.
- აუ გეხვეწები კაპასი ცოლივით ნუ მადგახარ თავზე რა.
- ნუ მწყევლი კინგ-კონგ, შენი ცოლობა სიზმარშიც კი არ მინდა.
- მასე იფიქრა ალბათ ერთმაც.
- აუ კარგი რა, არ მითქვამს მაგისთვის.
- ჰო ვიცი, ვიცი.
- წამალი გიშველის, სიცხეს დაგიწევს და იმედია აღარ ისეირნებ თავსხმაში.
- პირობას ვდებ ეს რამდენიმე დღე აღარ შეგაწუხებ.
- ხუთი დღეც ხომ? _ მოწყენილმა ჩაილაპარაკა.
- ხუთი არა, ოთხი, მეხუთე დღეს მოვა მატარებელი.
- ძალიან კარგი.
- არ გინდა შენს შეყვარებულზე მომიყვე? იქნებ სხვისმა ბედნიერებამ მაინც დამავიწყოს წარსული.
- თუ გიშველის რატომაც არა. მე მასზე საუბარი არ მომბეზრდება _ სიყვარულით სავსე ხმით ჩაილაპარაკა.
- ჰოდა გისმენ.
- გეგას ბავშვობიდან ვიცნობ, მაგრამ შეყვარებულები მოგვიანებით გავხდით. მე მეათე კლასში ვიყავი, გეგა მეთერთმეტეში. მაშინ სიყვარული რომ ამიხსნა, მეგონა ამაზე ორიგინალურად ვერავინ მოახერხებდა. ახლა მეცინება, გავიზარდე და მივხვდი რომ ეს ყველაფერი ჩემთვის იყო ასეთი ძვირფასი, თორემ ბუშტების ბერვა არავის უკვირს. ჩემი მეთორმეტე კლასი ყველაზე მეტად გაგვიჭირდა. ის უკვე პირველ კურსზე იყო და სკოლაშიც კი ვერ ვხედავდი. მე რეპეტიტორებთან დავდიოდი და დღეში მაქსიმუმ ნახევარი საათითაც თუ შევხვდებოდით კარგი იყო. შემდეგი წელი უფრო რთული აღმოჩნდა. მას შესაძლებლობა გაუჩნდა ლონდონში, გოლდსმიტზის უნივერსიტეტში ესწავლა. ჩემ გამო უარს ამბობდა, ვერ დაგტოვებო. მაგრამ აქეთ მე ვბრაზობდი, როგორ თუ ჩემ გამო უარი უნდა თქვა-თქო, ასეთი შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა-თქო და დიდი ჩხუბის, დავი-დარაბის შემდეგ დავარწმუნეთ რომ უნდა წასულიყო. მაგრამ ყოველ წელს ხან მე ჩავდივარ, ხან ის ჩამოდის. წელს ბოლო წელია, სწავლას რომ დაასრულებს, დაბრუნდება და ვიქორწინებთ. უკვე იმდენი ხანია ამ დღეს ველით.
- მეც დიდი ხანი ველოდი, მაგრამ _ ამოიოხრა.
- აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც კინგ-კონგს მართლა შეიყვარებს _ გაუცინა.
- აუცილებლად გამოჩნდება, სულ მალე.
- ოჰო, რა ამბიციური განცხადებაა კინგ-კონგ.
- მომშივდა ტლიკინა.
- ამოვიტან რამეს. რა გინდა?
- პიცა ვჭამოთ, არ გინდა?
- კარგი, ამოვიტან _ სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან. კიბეებზე ჩაირბინა და უკან პიცით დაბრუნდა.

გზადაგზა ეღიმებოდა, გაახსენდა „მათი“ პიცის ამბავი. ბოლოს რომ იყო გეგა საქართველოში ჩასული, მასთან შეიკრიბნენ მეგობრები. ანნამ უნდა ვიდიასახლისოო და პიცის გამოცხობა დაიწყო. ჯერ იყო და არ აცდიდნენ, მთელი სამზარეულო გაატეთრეს. რომ გაებუტა, იკადრეს და გავიდნენ. პიცა გამოსაცხობად ღუმელში შედფა და სანამ სამზარეულო დაალაგა, პიცა დანახშირდა. ახლა ამაზე გაბრაზდა, გაებუტა მეგობრებსაც, გეგასაც და აზლუქუნდა. ბავშვობიდან ვერ იტანდა როცა რამე არ გამოსდიოდა. ჰოდა დანახშირებული ნახელავის დანახვისას, ბავშვივით ატირდა. ამის გამო ორი დღე არ ელაპარაკებოდა გეგეჭკორს. ისიც ორი დღის განმავლობაში ტელეფონს და მის სახლს არ შორდებოდა. ყოველ წამს ურეკავდა, წერდა, თან ეზოში იდგა და მის აივანს თვალს არ აშორებდა. ნიჟარაძეც ფანჯრიდან იჭყიტებოდა და ბედნიერი იღიმოდა. ორი დღის შემდეგ ვეღარ შეძლო გაბუტულად ყოფნა. საღამოს მის ფანჯრებთან ფრანები რომ გაუშვეს, ეგონა გული გაუსკდებოდა სიხარულისგან. კიბეებზე ჩაფრინდა, მთელი ძალით ჩაეხუტა საყვარელ სილუეტს და ასე იყვნენ, სანამ მეგობრებმა არ გამოაფხიზლეს. მოგონებებისგან გაღიმებულმა შეაბიჯა ოთახში. პიცის ყუთს თავი მოჰხადა და პირველს გვერდით მიუჯდა ლოგინზე.

- მიირთვი კინგ-კონგ.
- დამეწვიე.
- აბა რას ვიზამ _ გაუღიმა და მადიანად მოკბიჩა _ მმ, გემრიელია.
- ჭამის დროს ნუ საუბრობ.
- აუ რა უჟმური ხარ კინგ-კონგ.
- წესიერი როცა ვიყავი ვერაფერი მოვიგე.
- პეტრე სულ ამაზე თუ იფიქრებ, ბედნიერი ვეღარ იქნები.
- როგორ არ ვიფიქრო?
- ყველაფერს მასთან აკავშირებ, ეცადე დაივიწყო.
- შენ დაივიწყებ შენს გეგას?
- რა სისულელეა.
- ჰოდა მეც ვერ ვივიწყებ ლიაკოს, ჯერ-ჯერობით მაინც, მაგრამ აუცილებლად დავივიწყებ.
- იცი რა? არ ღირს იმაზე დარდი ვინც თავისი ნებით წავიდა, ვინც ვერ დაგაფასა.
- კარგი, ლიაკოზე ფიქრს შევეშვა, მაგრამ ქალბატონ ნუნუს რა მოვუხერხო, როგორ დავივიწყო ადამიანი, ვისაც დედაჩემი ჰქვია?
- მას ვერ დაივიწყებ, მას ან უნდა აპატიო, ან სამუდამოდ ჩაიმარხო ეგ ტკივილი გულში.
- როგორ ვაპატიო, როგორ?
- საკუთარ თავში უნდა იპოვო ძალა და აპატიო.
- ვერ ვპოულობ, არ ვარ ამდენად ძლიერი.
- ხარ, უბრალოდ გჭირდება ცოტაოდენი ფიქრი, სიმშვიდე, ვინმეს დახმარება და აუცილებლად შეძლებ.
- ვის ვთხოვო დახმარება? ამის მოყოლა ვისთვის შევძლო? შენ მოგიყევი, რადგან მეტი ვეღარ შევძელი, მარტო ვერ ავიტანე და როგორც კი გამოჩნდა ვიღაც, ვინც მოსმენის სურვილი გამოთქვა, მაშინვე მოვუყევი.
- მეგობარი არ გყავს? მას მოუყევი.
- როგორ არ მყავს, ერთი კი არა, ორი, ისე წამოვედი მათთვისაც კი არაფერი მითქვამს.
- ჰოდა რომ დაბრუნდები, უთხარი.
- ჰო, დამეხმარებიან თუ შევძელი ამის თქმა.
- ახსნა მაინც მოგიწევს რატომ გაუჩინარდი, შესაბამისად ჯობს უთხრა.
- გავითვალისწინებ _ ანნამ გაუღიმა. ცარიელი ყუთი მაგიდაზე დადო და ისევ ლოგინს დაუბრუნდა.
- ეცადე ეს რამდენიმე დღე მაინც არ იფიქრო, იქ რომ ჩახვალ ფიქრი მერეც გეყოფა.
- მართალი ხარ, ვნახოთ რა გამოვა.
- რა გამოვა არ ვიცი და რა გამოვიდა ვნახოთ _ თერმომეტრი გაუწოდა. „პაციენტიც“ დაემორჩილა. _ დაუწევია სიცხეს _ ღიმილით ამცნო. _ აუ რა ამინდია, რა უბედურებაა _ აბუზღუნდა ანნა.
- მშვენიერი ამინდია, ასეთ ამინდში ფიქრი გადასარევია.
- ჰო, მაგრამ ახლა ფიქრი ყველაზე ნაკლებად გჭირდება კინგ-კონგ.
- რატომ კინგ-კონგი?
- არ ვიცი, მაშინ რომ მოვდიოდით მიგამსგავსე _ გაუცინა.
- შენ სულ ამდენს ლაპარაკობ?
- რისი თქმა გინდა, რომ ზედმეტს ვლაქლაქებ? _ წყენით გადახედა.
- არა, არა _ ხელები ასწია _ უბრალოდ ვიკითხე სულ ასეთი ენაწყლიანი ხარ თუ არა?
- მაშინ კი, სულ ამდენს ვლაპარაკობ. _ გაუცინა.
- კარგია ასეთი მხიარული რომ ხარ.
- ჯერ არაფერი შემმთხვევია ისეთი, რომ ხასიათი შევიცვალო, შესაბამისად ვირგებ კარგ ცხოვრებას.
- კარგია, მაგას რა ჯობს.
- რა გავაკეთოთ კინგ-კონგ? კიდევ ოთხი დღე რა გაძლებს.
- შუადღეა უკვე, დარჩენილი დღეც მალე გავა.
- შემდეგი სამი დღე?
- აუ, რამდენს წუწუნებ ტლიკინა? ამ სამი დღის გატარებაზე ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემებიც არსებობს.
- კინგ-კონგ, ხომ შევთანხმდით რომ შენს პრობლემებს შევეშვებოდით რამდენიმე დღე..
- მოდი და შეეშვი _ ჩაიფრუტუნა.
- კიდევ ყოფილიყო ერთი-ორი ადამიანი, ვითამაშებდით რამეს.
- ბავშვები ხომ არ ვართ.
- უიმე, მართლა კინგ-კონგი ხარ რა.
- წამო დავიაროთ ოთახები და ვიპოვოთ ახალგაზრდები, შევკრიბოთ და ვითამაშოთ _ ჩვეულზე უფრო ფართოდ გაუღიმა.
- ხომ ხედავ, შეგძლებია შენც.
- ვისწავლე თორნიკეს ხელში.
- თორნიკე?
- მეგობარი.
- გასაგებია.
- ახლა ალბათ გამწარებულები მეძებენ ისიც და რატიც, მე მობილურიც კი იქ დავტოვე.
- რატომ მერე? ცუდად მოიქეცი, უპასუხისმგებლოდ, არ შეიძლება ასე.
- გეხვეწები ახლა ჭკუის დარიგებებს არ მოყვე რა _ გაუცინა.
- კარგი ვჩუმდები _ თვითონაც გაუცინა. _ მოვიფიქროთ რა რამე, რასაც ორი ადამიანი ითამაშებს _ ისევ აწუწუნდა.
- ტლიკინა რამდენი წლის ხარ? ათის, თორმეტის? რა თამაში, რის თამაში..
- არაფერიც, 23-ის _ ყელმოღერებულმა გაუმხილა ასაკი.
- გეტყობა, გეტყობა _ გაუღიმა.
- რამე მაინც მომიყევი.
- ზედმეტად ბევრს მალაპარაკებ.
- მე მაპატიე.
- კარგი ჰო, რადგან შენ ჩემი ფსიქოლოგობა აიღე საკუთარ თავზე, ვალდებული ვარ მინიმუმ განწყობაზე მაინც ვიზრუნო.
- კონგ-კონგს ფიქრი შეძლებია _ გაიცინა.
- მე შენი გვარიც არ ვიცი.
- ანნა ნიჟარაძე.
- რა გინდა ახლა ყველაზე მეტად?
- ახლა საქართველოში მინდ, გეგასთან ერთად, სამეგრელოში ან სვანეთში, მასთან ან ჩემთან.
- სვანეთში მეც მინდა.
- ჰოდა საქართველოში რომ ჩახვალ, წადი სვანეთში, დასვენებასაცმოახერხებ, ფიქრსახ, განტვირთვასაც.
- დაგიჯერებ. სვანეთზე მეც ვგიჟდები, ბოლოსდაბოლოს ჩემი კუთხეა.
- ჩვენი _ შეუსწორა. _ ჩემიცაა. იქ ასვლისას ყოველთვის საოცარი ემოციით ვივსები, კოშკში ყოფნა უბრალოდ რაღაც საოცრებაა.
- რომ იცოდე როგორ გიბრჭყვიალებს თვალები.
- შენ მაშინ უნდა ნახო იქ რომ ვარ.
- წარმომიდგენია.
- არ მოგშივდა?
- მერე?
- რავი ჩავიდეთ ქვემოთ, არა?
- ჩავიდეთ.

მთელი დღე ასე გაატარეს, პირველი ნიჟარაძის წუწუნს უსმენდა, თვითონ ხმას არ იღებდა. პირველად დაფიქრდა იმაზე, რომ ლიაკო არასდროს ყოფილა ასეთი გულღია და გახსნილი მასთან. ბევრად უფრო მშვიდი, წყნარი იყო. არასდროს უხალისია ასე გულიანად, სითბოს ნამდვილად გამოხატავდა, მაგრამ ცდილობდა თავი მოეთოკა და ზედმეტი არასდროს არაფერი ეთქვა. მიუხედავად ყველაფრისა მაინც უყვარს, მაგრამ ახლა რომ გამოჩნდეს და პატიება სთხოვოს, არ აპატიებს. მისი ღირსების შელახვას, დამცირებას არ აპატიებს.

დედა კიდევ განსხვავებული საკითხვია. თვითონაც არ იცის როგორ მოიქცევა. ამ წამს ზუსტად იცი რომ ვერ აპატიებს, მაგრამ დროის შემდეგ რა მოხდება ვერ იტყვის. ახლა რომელიმე რომ ნახოს, შეიძლება თავი ვერ შეიკავო და ისეთი საშინელებები უთხრას, თვითონაც ინანოს.

ტლიკინას დაეძინა და როგორც იქნა გაჩუმდა. გაოცებულია ამ გოგოს შესაძლებლობებით, როგორ ახერხებს მთელი დღე ილაპარაკოს და მაინც არ დაიღალოს? მაგრამ ვერ დაუკარგავს, რომ არა ის, დეპრესია გარანტირებული ექნებოდა. მან ი თითქოს გაუხალისა არსებობა, მართალია მხოლოდ ცოტა ხნით ახერხებს ამას, მაგრამ მაინც კარგია. ახლა კი თვითონ თან ფიქრობს, თან ანნას მშვიდ სუნთქვას უგდებს ყურს. და მაინც, რა მოხდებოდა მის გვერდით ლიაკო ყოფილიყო, ჰყოლოდა გულზე მიხუტებული ისევ ერთად და ბედნიერად. ახლა მათი თაფლობის თვე ყოფილიყო.. ზედმეტად ღრმად წავიდა ოცნებებშ პირველი, მალე მოუწია გამოფხიზლება და დაძინება. სულ რამდენიმე დღეც და მწარე რეალობას დაუბრუნდებოდა. მოსალოდნელი შეხვედრები აშინებდა, გულს უფორიქებდა. საბოლოოდ ისევ ძილი ამჯობინა ფიქრს, ზურგი აქცია ანნას, ხელი თავქვეშ ამოიდო და თვალები დახუჭა.

დილით ნიჟარაძეს გაეღვიძა პირველს. ზურგზე დაწვა და პეტრეს გადახედა. უხაროდა ცოტათი მაინც რომ აალაპარაკა ბიჭი. მის მდგომარეობაზე რომ ფიქრობს, მაშინვე პატივისცემას გრძნობს მის მიმართ. თვითონ ნამდვილად ვერ გაუძლებდა ასეთ რამეს. მიუხედავად იმისა რომ პირველმა საქართველოდან გამოქცევის გადაწყვეტილება მიიღო საუბარში ერთხელაც არ უთქვას თვითკმვლელობაზე რაიმე, ამგვარ სულელურ აზრს არ შეუწუხებია.

სამი დღეც, ღრმად ამოისუნთქა. სამ დღეში შეძლებს თავის გეგას ჩაეხუტოს. ლოგინის მეორე მხარე რომ ჩაიზნიქა, გადახედა პეტრეს. გაეღვიძა. ცალი თვალით შეხედა გოგონას და ხელი ოდნავ აუწია მისალმების ნიშნად.

- დილა მშვიდობის _ გაუღიმა ანნამ და ბალიში გაისწორა.
- დიდი ხანია გღვიძავს?
- არც ისე.
- კიდევ სამი დღე და დავიშლებით.
- აღარ შეგაწუხებ ჩემი ტლიკინით _ გაუცინა.
- აღარც შენ შეწუხდები ჩემი უჟმურობით _ ანნამ გაუღიმა, ლოგინიდან წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.
- დღეს კარგი ამინდი გვაქვს.
- კარგია, გავიდეთ სადმე.
- კარგი, გავიდეთ. ნეტა მალე გავიდეს ეს დრო _ ჩაიბურტყუნა.
- გენატრება?
- ძალიან _ თბილად ჩაილაპარაკა.
- ბედნიერია ის, ასეთი მეორე ნახევარი რომ იპოვა.
- ჯერ არ არის მეორე ნახევარი _ გაიცინა _ სულ მალე გახდება.
- კარგია, მთავარია მასში დარწმუნებული ხარ.
- იცი რა კითხვა დამებადა? ამ სამი დღის შემდეგ, ისევ ფეხით უნდა გავიაროთ ორი კილომეტრი? რა გაფიცვაა ამისთანა _ გაიცინა.
- იმედია ამუშავდებია, თორემ მოიწევ შენ კიდევ რამეს და ისევ ჩემი სატარებელი გახდები _ გაუცინა.
- ჰმ! შემახსენე? აღარ მინდა კინგ-კონგმა მატაროს, ისედაც იმდენი ვიჯაყჯაყეთ _ უკმაყოფილოდ დაიჭყანა.
- ისე აქ თუ ასეთი მიყრუებული ადგილი არსებობდა არ მეგონა.
- არც მე.
- მოვემზადები და ვისაუზმოთ.

ორივე მოემზადა, ნომერი დატოვეს და სასტუმროს სასადილოსკენ წავიდნენ. დილა ხილით და წვენით დაიწყო ნიჟარაძემ, პირველმა ყავით და კრუასანით ამჯობინა. უყურებდა ანნას და ეღიმებოდა, ბავშვივით ილუკმებოდა გოგონა და გულწრფელი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.

- მომიყევი რამე შენს მეგობრებზე _ დუმილი დაარღვია ნიჟარაძემ და მარწვი მოკბიჩა.
- თორნიკე ფილფანი და რატი რატიანი.
- რა სახელები და გვარები აქვთ _ გაიცინა.
- თორნიკე ზედმეტად მხიარულია, რატო ჩვეულებრივი. მაგრამ ორივე ყველაზე მაგარი ადამიანები არიან. ზუსტად ვიცი, რომ დამჭირდეს სიცოცხლესაც დამითმობენ.
- კარგია ასეთი მეგობრები რომ გყავს, ზუსტად იცი აუცილებლად დაგეხმარებიან.
- ჰო, სწორედ ამიტომ, მათთან თავს დამნაშავედ ვგრძნობ, იმის მაგივრად რომ პრობლემა მათთან ერთად გადამელახა, წამოვედი, გაუფრთხილებლად. იმედია არ გასვანდებიან და მაპატიებენ.
- გაპატიებენ _ გაუცინა _ მე თუ მაპატიებენ ნეტა, შეიძლება უკვე ინტერპოლი მეძებს _ გაიცინა.
- მოდი და დააჯერე რომ უკომუნიკაციო ქვეყანაში იყავი.
- მოვახერხე რამეს, მთავარია აქედან გავაღწიოთ.
- გავაღწევთ.
- რა გეგმები გაქვს?
- ყველას ვაჩვენებ ვინ არის პეტრე პირველი _ თვალი ჩაუკრა და ყავა მოსვა.
- შემართება მომწონს.
- წავიდეთ?
- წავიდეთ _ სასტუმრო დატოვეს და სანაპიროსკენ წავიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ნიჟარაძეც და პირველიც მთის შვილები იყვნენ, მაინც განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ ზღვასთან. ანნასთვის ზღვა, ისევე როგორც მთა თავისუფლების სიმბოლოა. უყურებს ამ უნაპირო, უკიდეგანო სილურჯეს და გულიც განსხვავებულად უძგერს. იქ, ნაპირზე ჯდომისას ფიქრობს რომ ყველაფერი შეუძლია, ყველაფერი გამოუვა, ფიქრობს რომ ამ ზღვასაც კი გადაცურავს, თუმცა ეს მხოლოდ ფიქრებია.

პირველისთვის ზღვა უკვე ავტომატურად უკავშირდება ლიაკოს. ზღვისყოველი დანახვა ლიაკოს კისკისს ახსენებს, მის შიშს ზღვის მიმართ, ცურვის უცოდინრობას.. ეს ყველაფერი ხომ ერთად დაძლიეს, მან ასწავლა, შიში გადაალახვინა.

- კინგ-კონგ გამოფხიზლდი _ ფიქრებს ანნას ხმამ მოაშორა.
- გისმენ.
- რას მისმენ, სადღაც დაფრინავ.
- აქვე დავფრინავ _ გაუღიმა.
- ორი საათია აქ ვართ, ზღვას უყურებ, სხვას ვერაფერს ამჩნევ, მე დავიღალე და წავიდეთ რა.
- წავიდეთ, წავიდეთ.
- ზედმეტად მოვიწყინე უკვე, ამ სამ დღეში გავგიჟდები.
- არ გაგიჟდე, მე დამბრალდება.
- მაგაზე არ იდარდო _ გაუცინა.
- როგორ არ უნდა ვიდარდო.
- ახლა რომ ლონდონში ვიყო, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება.
- იცი რა? ვიკითხოთ მიმღებში, იქნებ ტაქსები მაინც ამუშავდნენ და როგორმე ჩავიდეთ ლონდონამდე, მერე მე საქართველოში წავალ, შენ კი შენს გეგასთან.
- მართლა? _ თვალები გაუბრწყინდა.
- მართლა, წამო _ კარები გაუღო და შეატარა. ღიმილით მიუახლოვდა ქალს და ქალაქის ამბები გამოიკითხა.
- ქალაქში კვლავ არ მუშაობენ, მაგრამ და დახმარება შემიძლია.
- როგორ?
- ჩემი მეუღლე ქალაქშია და შეუძლია თავისი მანქანით ჩაგიყვანოთ ლონდონშ, თუმცა რასაკვირველია გასამრჯელოს სანაცვლოდ.
- დიახ რა თქმა უნდა, პრობლემა არაა.
- კარგი, დავურეკავ და ერთ საათში შეგეძლებათ წასვლა.
- მადლობა _ გაუღიმა და თვალებგაბრწინებულ ნიჟარაძეს მიუბრუნდა. _ წავედით, ერთი საათი გვაქვს წინ. _ ოთახში ასულები ლოგინზე ჩამოსხდნენ.
- კინგ-კონგ, ჩვენი ნაცნობობა ცუდად დაიწყო, მაგრამ მგონი ურიგოდ არ გაგრძელებულა.
- ნამდვილად რიგიანად გაგრძელდა _ გაუცინა.
- სასიამოვნო იყო შენი გაცნობაც და ეს რამდენიმე დღეც.
- ჩემთვისაც ტლიკინა, მაგრამ უსიამოვნო იყო სანამ უმიზნოდ ტლიკინებდი.
- უჟმურო _ გაუცინა.
- ახლა რას აპირებ შენ?
- არაფერს, გეგასთან დავრჩები ცოტა ხნით და მერე უკვე ერთად დავბრუნდებით სახლში ორივე.
- ამთავრებს ის სწავლას?
- ამთავრებს.
- დაქორწინდებით კიდეც.
- რა თქმა უნდა _ თბილი ხმით ჩაილაპარაკა _ შენ რას აპირებ?
- საქართველოში დავბრუნდები, ჯერ ბიჭებს ვნახა, მერე ალბათ დაგიჯერებ და ცოტა ხნით სვანეთში წავალ, როცა მივხვდები რომ მზად ვარ მათთან შესახვედრად, დავბრუნდები.
- ძალიან კარგი.
- მადლობა რომ ამ ქვეყნისკენ მომაბრუნე.
- არაფრის კინგ-კონგ. _ მეგობრულად დაარტყა მხარზე ხელი.
- ბედნიერია გეგა შენნაირი ტლიკინა რომ ჰყავს.
- იქნება ვინმე ბედნიერი შენნაირი კინგ-კონგი რომ ეყოლება.
- წავედით, მოვიდოდა ის კაცი. მისამართი იცი?
- რა თქმა უნდა _ პატარა ჩანთებში ჩაალაგეს თავიანთი ტანსაცმელი.

მანქანაში ღიმილით ჩასხდნენ. ანნამ მისამართი უთხრა კაცს და დაიძრნენ. მანქანა ერთი სახლის წინ გაჩერდა. ნიჟარაძემ პირველს შეხედა, გაუღიმა.

- მე მჯერა რომ შეძლებ კინგ-კონგ, ნახვამდის, მართლა სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.
- შევძლებ _ თვალი ჩაუკრა. _ ჩემთვისაც სასიამონო იყო ტლიკინა. ერთმანეთი გადაკოცნეს და დაემშვიდობნენ.

თავი 5
პეტრე.

მანქანაში დარჩენილმა პეტრემ კაცს გზის გაგრძელება სთხოვა. მანაც ლონდონის მატარებლის სადგურზე მიიყვანა. უყოყმანოდ ავიდა მატარებელში და სამშობლოსკენ წამოვიდა. გზაში ყველაფერი მოასწრო, ძილიც და ფიქრიც. დაბრუნებისთანავე პირველ რიგში რატი და თორნიკე უნდა ენახა. შემდეგ პირდაპირ სვანეთში წავიდოდა, მარტო ან მათთან ერთად. იცოდა საწარმოში მისვლაც მოუწევდა და ჯერ კიდევ ვერ ეგუებოდა ამ აზრს. წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა მოქცეულიყო იმ კაცთან შეხვედრისას. ალბათ არ შეიმჩნევდა, ან ზიზღით სავსე მზერას სტყორცნიდა.
ლიაკოს და ბედნიერებას რაც შეეხება, გადაწყვეტილება მიიღო. გასაჩივრებას რომ არ ექვემდებარება, ისეთი მტკიცე. სვანეთიდან დაბრუნდება თუ არა დაქორწინდება. არ იცის როგორ მიიღებენ მის ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ აუცილებლად ასე მოიქცევა. ლიაკოს დაუმტკიცებს რომ მის გარდა სხვებიც არსებობენ.
ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა ჩააღწია საქართველოში. ჩასვლისთანავე თორნიკეს სახლისკენ წავიდა. არც იმაზე უფიქრია რომ შუაღამე იყო, ასე პირდაპირ მიადგა მეგობრის სახლის კარებს და ბრახუნი ატეხა. კარები თითქმის მძინარე ფილფანმა გაუღო და პეტრეს დანახვისთანავე გამოფხიზლდა.

- შენ ხარ? არ მეჩვენები?
- მე ვარ, მე, შემომიშვებ?
- არ შემოგიშვებ, არ ხარ ღირსი. სად იყავი ამდენ ხანს? სად აღარ გეძებეთ, რა აღარ ვიფიქრეთ, დედაშენი გადარეულია, განცხადებებიც გამოვაქვეყნეთ, ლიაკომ დარეკა ჩემი ბრალიაო _ აღშფოთებული საუბრობდა თორნიკე.
- შემომიშვი, დაურეკე რატის და აგიხსნით რა ყველაფერს _ მობეზრებული ტონით ჩაილაპარაკა და ნებართვის გარეშე შეაბიჯა სახლში.
- რატი მოდის უკვე, შეიძლება ჩემსავით მარტივად არ მიგიღოს, ცემა არ აგცდება _ გაუცინა.
- ავიტან _ ამოისუნთქა და ჩაიცინა.
- სად იყავი?
- ინგლისში.
- საად?
- ბრაიტონში _ მშვიდად პასუხობდა პირველი.
- შენ სულ გააფრინე?
- კაი რა თოკო.
- აი ახლა მე კარებს გავაღებ და შენ დაიმალე რომ რატიანმა რამე არ მოგწიოს.
- რატიანს მე მივხედავ, შენ კარები გაუღე.
- რა ხდება ამ შუაღამისას? _ ხმაურით შეაბიჯა რატიანმა.
- რა კი არა ვინ, წამო, წამო.
- შენ? ცოცხალი ხარ? _ პეტრეს დანახვისთანავე დაიწყო რატიმ.
- ახლა ჩხუბი არ იყოს _ გაუცინა _ დასხედით და თავიდან დავიწყებ ყველაფრის მოყოლას, მოგიყვებით და მერე გადაწყვიტეთ კიდევ გენდომებათ თუ არა ჩხუბი.
- თავს გვაცოდებ? _ გაეცინა თორნიკეს.
- არა, არა, დასხედით.
- გისმენთ.
- მოკლედ, იმ დღეს რომ წავედი.
- ჰო, ჰო, ვიცით რომ წახვედი, მთელი ქვეყანა შენ გეძებდა.
- რატი დამაცადე და არ შემაწყვეტინოთ.
- იმ დღეს, დილით ჩვეულებრივ წავედი საწარმოში. კაბინეტში, მაგიდაზე წერილი დამხვდა, ლიაკოს წერილი. გავხსენი რაიმე სასიამოვნო ინფორმაციის მოლოდინში და წერილში ეწერა რომ მიდიოდა.
- სად მიდიოდა? _ შეაწყვეტინა თორნიკემ.
- აცადე _ დაიღრინა რატიანმა.
- აი ასე მიდიოდა, თურმე არ ვყვარებივარ, პატივისცემა და კარგად ყოფნა არევია სიყვარულში. ჰო და კიდევ, მარტო არ მიდიოდა, ვიღაც სხვა შეუყვარდა და გათხოვდა.
- თქვი რომ ღადაობ _ არაფრით იჯერებდა ფილფანი.
- არ ვღადაობ, ახლა რომ მშვიდად ვყვები მასე მშვიდად არ ამიტანია, იქ დავლეწე ყველაფერი.
- ის გამიკვირდებოდა მშვიდად რომ აგეტანა _ ჩაფიქრებული გამოეხმაურა რატი.
- მერე? _ დაინტერესდა ფილფანი.
- მერე ავდექი და მეც წავედი _ ვერაფრით აიძულა თავს მეორე პრობლემაზეც ესაუბრა, ვერ შეძლო.
- ასე უბრალოდ? ერთხელ მაინც რატომ არ იფიქრე რა დღეში ჩავცვივდებოდით ჩვენ, დედაშენი..
- ჰო, ჰო, ვიცი რომ არასწორად მოვიქეცი.
- და რას აკეთებდი ეს დღეები?
- მატარებელში ვიღაც გოგო გავიცანი..
- არაა..
- არა, არა, მართლა არა, რაც თქვენ იფიქრეთ ის არა. მოკლედ აგვიანდებოდა, მატარებელი იძვრებოდა უკვე და ამოსვლაში დავეხმარე. ტლიკინი რომ დაიწყო, აღარ გაჩუმებულა. იმ წუთში მისი ტლიკინის მოსმენის თავი არ მქონდა და უხეშად ვუთხარი. მერე რომელიღაც სადგურზე ჩავიდა და რა მთხოვა? მატარებელი უჩემოდ არ წავიდეს, დამელოდეთო.
- მაგარი შერეკილი ყოფილა _ გამხიარულდა თორნიკე.
- მატარებელი მართლა იმას ხომ არ დაელოდებოდა? ჰოდა დაიძრა, მე კიდევ ჩამოვხტი მატარებლიდან და დავრჩი იქ იმ გოგოსთან. რა მინდოდა, ვინ მეხვეწებოდა.
- მერე?
- მერე აღმოჩნდა რომ მთელი ქალაქის სატრანსპორტო საშუალების მძღოლები გაფიცულები იყვნენ. ორი კილომეტრი ფეხით ვიარეთ, რომ სასტუმრომდე მივსულიყავით.სასტუმროში ერთი ნომერი იყო თავისუფალი და ერთად მოგვიწია ცხოვრება. მოკლედ, ამ გოგომ იმდენი მოახერხა რომ ყველაფერი ვუთხარი, მერე დაიწყო რჩევები, ჩემი გამხიარულება და დღეს მოვახერხეთ, რომ ის თავის გზაზე წასულიყო და მე ჩემსაზე.
- და ის სად მიდიოდა?
- შეყვარებულთან.
- შეყვარებული ჰყავს? _ დაიჭყანა ფილფანი.
- საქმრო.
- მერე?
- მერე არაფერი, ასე დავშორდით, მე აქ ჩამოვედი, ეს ამბავი მოგიყევით. სვანეთში უნდა წავიდე ხვალ რამდენიმე დღით, თუ გინდათ წამოდით.
- სვანეთში კარგია.
- რომ დავბრუნდებით ცოლს მოვიყვან.
- რა? _ ორივემ სინქრონში იკითხა.
- რომ დავბრუნდებით ცოლს მოვიყვან.
- აბა ლიაკო სხვას გაჰყვაო?
- ლიაკოს არა.
- აბა, კიდევ რამე არ ვიცით?
- არა, ვინმეს მოვიყვან, თუნდაც ლიკოს.
- ლიკოებზე და ლიაკოებზე მაგრად ხარ შენ _ გაიცინა თორნიკემ.
- ამ ლიკოს ხომ ვუყვარვარ უნივერსიტეტიდან, ჰოდა მოვიყვან, დროთა განმავლობაში მეც შემიყვარდება.
- არ ხარ შენ ნორმალური, რომ არ შეგიყვარდეს? _ მკაცრად იკითხა რატიანმა.
- შემიყვარდება, მერე ან შვილი გვეყოლება, ან რამე და თუ არ შემიყვარდება, შევეჩვევი, ვალდებულებას ვიგრძნობ.
- უაზრობებს რომ ლაპარაკობ ხომ ხვდები _ დასერიოზულდა ფილფანიც.
- არა, ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი, ჩემს ქორწილზე ილაპარაკებს მთელი საქართველო, ისე რომ ლიაკოს ყურამდეც მივიდეს.
- პეტრე ბავშვივით იქცევი, პატარა ჯინიანი ბავშვივით _ უკმაყოფილო იყო რატი.
- მხოლოდ ასე თუ დავივიწყებ ლიაკოს.
- იმ გოგოს გააუბედურებ.
- ვეცდები გავაბედნიერო.
- ეცდები _ ჩაილარაპარაკა რატიანმა.
- ახლა სახლში ვერ წავალ, ამაღამ უნდა მიმასპინძლო _ გაუცინა თორნიკეს.
- არ ხარ ღირსი მაგრამ ჩემს კეთილ გულს რა ვუთხარი _ გაეცინა ფილფანსაც.
- დარჩი რატი შენც.
- აბა ახლა სადმე წამსვლელი ვარ?
- დავლიოთ ბიჭებო? _ თვალები აათამაშა ფილფანმა.
- დავლიოთ _ გაუცინეს ბიჭებმაც. სწრაფად გააწყო თორნიკემ პატარა მაგიდაზე რაც სახლში ჰქონდა. საკმარისად დალიეს იმ ღამეს.. კულმინაცია პირველის მიერ მისი გადამრჩენის, ტლიკინას სადღეგრძელოს შესმა იყო, ამის შემდეგ არც ერთს არაფერი ახსოვდა ძილის გარდა.

დილით სამივეს თავი უსკდებოდათ, თუმცა სახლში მინერალური წყალიც ბევრი ჰქონდა ფილფანს. სამივე უჟმური სახით დააბიჯებდნენ. თორნიკე ბარგს ალაგებდა, პეტრე სვანეთში წასულიყო და თვითონ აქ დარჩენილიყო? არა! შეუძლებელია, თავისი სვანეთი თვითონაც აუცილებლად უნდა ენახა. რატიც სახლში გაუშვეს ბარგის ჩასალაგებლად, პირველმა მე სახლში გასვლის თავი არ მაქვს და იქნებ ჩემთვისაც გამოაყოლო ტანსაცმელიო. რამდენ ხანს შეიკავებდა თავს ამის დამალვისგან არ იცოდა, მაგრამ ახლა ნამდვილად არ იყო მზად ამის თქმისთვის. ერჩივნა ჩუმად ყოფილიყო, სვანეთში დამშვიდდებოდა, რაღაცებს გადაალაგ-გადმოალაგებდა, ყველაფერს გააანალიზებდა და გაწონასწორებული დაუბრუნდებოდა ქალაქს. მერეც ბევრი საქმეები ექნებოდა, პირველ რიგში ლიკო უნდა ენახა, სულაც არ აპირებდა გოგოს მოტყუებას, უბრალოდ ეტყოდა, რომ სურვილი ჰქონდა ეცადა. რა იქნებოდა შემდეგ ორივე ერთად ნახავდნენ. კარგად ესმოდა ბიჭების, რომ არ მოწონდათ მისი გადაწყვეტილება. ცოტა ხნის წინ ალბათ თვითონაც არ მოეწონებოდა, მაგრამ ახლა სხვანაირად ვერ ფიქრობდა.

ანნა.

იდგა ამ დიდი სახლის წინ და ღიმილით შესცქეროდა. გეგეჭკორი თავის მეგობართან ერთად, მეგობრის ბაბუის სახლში ცხოვრობდა. საკმაოდ შეძლებული ოჯახი იყო, პირველივე ჩასვლისას მიხვდა ნიჟარაძე, აბა სხვაგვარად ამხელა სახლი ხომ არ ექნებოდათ წამოჭიმული. თან როგორი სახლი, დიდი გალავნით, მოვლილი ბაღით. შესასვლელი ჭიშკარი ღია დახვდა, გაუკვირდა, მაგრამ შეაბიჯა და ფილებით მოპირკეთებულ ბილიკს გაუყვა. შესასვლელ კარებთან მისულმა, ფრთხილად დააკაკუნა. სახლში მისი ასაკის გოგონა ცხოვრობდა, გეგას მეგობრის და, უცხოური ფესვების მიუხედავად, და-ძმას სახელებიც ქართული ჰქონდათ და შესანიშნავადაც მეტყველებდნენ ქართულად. გეგეჭკორის და ამ ახალგაზრდების დედები დაქალობდნენ. შემდეგ ისე მოხდა რომ გოგონა ინგლისელ მამაკაცზე გათხოვდა და საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა, მაგრამ საქართველოში ჩასული სულ ხვდებოდა თავის მეგობარს და მათი შვილებიც დამეგობრდნენ. მეორედ უფრო ძლიერად დააკაკუნა ნიჟარაძემ. ცოტა ხანში კარები გაიღო.

- ანნა, შენ ხარ? როდის ჩამოხვედი? რატომ არ გაგვაფრთხილე? _ სახე გაუბრწყინდა ქეთის.
- მე ვარ, რავიცი ისე მოვიფიქრე ჩამოსვლა.
- ასე მოულოდნელად, მოდი ჩაგეხუტო _ მოეხვია გოგონა. _ შემოდი, შემოდი.
- გეგა სახლშია?
- არა, გეგა და ლეო უნივერსიტეტში არიან.
- სიურპრიზი გამომივა.
- ჰო, რატომ ასე მოულოდნელად?
- რა ვიცი, მასე გამოვიდა.
- წამოდი სამზარეულოში, ყავას ხომ დალევ?
- დავლევ.
- მომენატრე გოგო, რამდენი ხანია აღარ მინახიხარ.
- შენ იქით აღარ დადიხარ და _ ენა გამოუყო.
- თქვენს ქორწილზე ჩამოვალ.
- აბა რა. მალე დაბრუნდებიან? _ ქეთის ჩაეცინა.
- მალე მოვლენ, გზაში იქნებიან უკვე.
- რა კარგია _ გაეღიმა.
- დალიე, დალიე, სანამ დალევ მოვლენ. ყველა წასულია, დედა და მამა მუშაობენ, ბაბუც არაა სახლში, საღამოს რომ გნახავენ გადაირევიან. შენები როგორ არიან?
- კარგად არიან.. ქეთი შეგიძლია დამარეკინო? ტელეფონი დავკარგე და ჩემებს აღარ შევხმიანებივარ.
- რასაკვირველია, აი დარეკე.

ზარი რომ გავიდა, ანერვიულდა. როგორ უნდა აეხსნა გაუჩინარება რამდენიმე დღით, რამეს მოიფიქრებდა სანამ იქამდე ჩავიდოდა, მერე კი ეტყოდა სიმართლეს. ახლა რომ ეთქვა, შეიძლება ინგლისშიც კი ჩასულიყვნენ ოჯახის წევრები და ეს ნამდვილად არ სურდა. როგორც იქნა დაამშვიდა ოჯახი, მოკლედ მოუყვა რაღაცას და გააჩუმა. გეგა მოვიდა-ო უთხრა და გაუთიშა. შვებით ამოისუნთქა საუბარი რომ დაასრულეს.

- ანნა, ანნა, მოდიან, მიდი კარები შენ გაუღე.
- ახლავე _ კარებისკენ გაიქცა და კაკუნს დაელოდა. _ ერთი, ორი, სამი, ვაღეებ _ გაიცინა და კარები გამოაღო _ გამარჯობაა _ გაეკრიჭა გაოცებულ ბიჭებს.
- არ არსებობს.
- არსებობს გეგუშ _ გაუცინა და ჩაეხუტა.
- ჩემი ანნა _ მთელი ძალით იხუტებდა. _ როდის ჩამოხვედი, რატომ არ მითხარი?
- სიურპრიზი _ მოშორდა და ლეო გადაკოცნა.
- როგორ ხარ რძალო?
- კარგად ლეო, შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად. _ და-ძმა წინ წავიდნენ, წყვილი უკან დარჩა.
- როგორ მომენატრე _ გაუღიმა გეგეჭკორმა და მონატრებული ტუჩებსაც „დაეკონა“.
- მეც მომენატრე _ გაუცინა და ტუჩები გაილოკა.
- გამახარე _ ხელი მოჰხვია და თავზე აკოცა. _ რამდენ ხანს დარჩები?
- სანამ შენც არ წამოხვალ.
- რა მაგარია, ანუ ერთად დავბრუნდებით.
- დიახ, დიახ.
- მერე უნდა დავქორწინდეთ.
- დიახ, დიახ _ გაუცინა.
- ქორწილის საქმეებიც მოსაგვარებელი გვაქვს.
- თავისთავად.
- მოდით ხალხო, დასხედით, კიდევ მოასწრებთ ჟღურტულს _ გაუცინა ლეომ და დივანზე ანიშნა. ორივე ერთად ჩამოსხდნენ, გეგა საზურგეს მიეყრდნო, ანნა გეგას.
- ანნას ჩამოსვლა არ აღვნიშნოთ? _ წინადადებით გამოვიდა ქეთი.
- ჰო, ავღნიშნოთ.
- ლეო, ჩვენთან ერთად ხომ წამოხვალთ საქართველოში?
- რამ გაგახსენა ახლა ეგ.
- გეკითხები.
- რატომ?
- როგორ თუ რატომ? ჩვენი ქორწილი უნდა გამოტოვო?
- უჰ, სულ აღარ მახსოვდა, აბა რას ვიზამ, ყველა ერთად წავალთ საქართველოში.
- არ მჯერა რომ სულ დაბრუნდები _ ბედნიერმა ჩაილაპარაკა ანნამ.
- უნდა დაიჯერო _ გაუცინა და თავზე აკოცა.
- დავიჯერებ.
- რა ხდება იქით? შენები როგორ არიან? ბავშვები?
- ყველანი კარგად ვართ, ყველას მოენატრე, ყველა გელოდება _ სიცილით ჩამოურაკრაკა.
- ყველას მალე ვნახავ.
- არ გავიდეთ სადმე? _ წამოაყენა იდეა ქეთიმ.
- ანნა დაღლილი იქნება ქეთი, ხვალ გავიდეთ _ მზრუნველი ტონით ჩაილაპარაკა გეგამ.
- მაშინ დავასვენოთ, მოკიდე ხელი და აიყვანე ოთახში.
- ავიყვან _ გაუცინა _ წამო _ ხელი მოკიდა ნიჟარაძეს და ოთახისკენ წაიყვანა. _ წამოწექი და დაიძინე თუ გინდა.
- შენ დარჩები? _ თვალებმოჭუტულმა ახედა.
- დავრჩები _ გაუცინა და ლოგინისკენ უბიძგა. ბედნიერი მიხუტებოდა საყვარელ ადამიანს, არ ახსოვდა არც მატარებელი, არც ბრაიტონი, არც კინ-კონგი, ახლა მხოლოდ გეგეჭკორი არსებობდა მისთვის. ეს აკლდა ამდენი ხნის მანძილზე, მისი ჩახუტება, მისი თბილი ხმა. ახლა მასთანა იყო და ჯერ ვერ იჯერებდა ამას, ვერ იჯერებდა რომ სულ მალე მისი მეუღლე ერქმეოდა, ყოველ დილას მასთან ერთად დაიწყებდა და ყოველ დღეს მასთან ერთად დააღამებდა.

გეგეჭკორსაც ნაზად ჰქონდა მოხვეული ხელები ნიჟარაძის წელზე და სითბოთი ავსებდა გოგოს. უმნიშვნელოვანესი, უსაყვარლესი არსება იყო ანნა და ცდილობდა სულ ეგრძნობინებინა. კარებში რომ დაინახა, საკუთარ თვალებს არ დაუჯერა, არ ელოდა. რომ ჩაეხუტა, მისი თმის სურნელი შეისუნთქა და შეეხო, მიხვდა, მართლა იქ იყო. სულ რაღაც ორი კვირა და სამშობლოში დაბრუნდება. ყველანაირად უნდა ეცადას ქორწილის სამზადისი მალე დაეწყო და მალე დაესრულებინა, რაც შეიძლება მალე უნდოდა ანნას დასაკუთრება, სამუდამოდ მისი რომ ყოფილიყო. კიდევ ერთხელ შეახო გოგონას თავზე ტუჩები, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. გაღიმებულმა დახარა თვალები და მის გულზე უშფოთველად მოკალათებულს შეხედა, ჩაძინებია. ტუჩები მოებუსხა და მშვიდად სუნთქავდა. სახეზე ჩამოყრილი თმები გადაუწია გეგამ და მოხერხებულად მოთავსდა ლოგინზე.

თავი6
პეტრე.

სამარშუტოში უკან ისხდნენ, სამივე ერთად და თავს საუბრით ირთობდნენ. მშობლიურ სვანეთში მიდიოდნენ. ჩუმად მხოლოდ პირველი იჯდა. ფიქრობდა, ფიქრობდა ყველაფერზე, ლიაკოთი დაწყებული, ლიკოთი დამთავრებული. იცოდა რომ ეს რამდენიმე დღე მაქსიმალურად მშვიდად უნდა ყოფილიყო, წარსულისთვის უნდა გაეტანებინა ის საშინელი მოგონებები, მაგრამ როგორ წარმოდგენაც არ ჰქონდა. უბრალოდ უნდა ეცადა. ბიჭებს სადამდე დაუმალავდა მეორე ამბავს ისიც არ იცოდა. ფაქტი იყო ჯერ ვერ ეუბნებოდა, მაგრამ ოდესღაც აუცილებლად დასჭირდებოდა თქმა.

- პეტრე რამდენ ხანს ვრჩებით სვანეთში?
- ერთ კვირაზე მეტი არა, უფრო ცოტაც, მერე ქორწილის მზადებაშიც დაგვეკარგება დრო.
- არ იშლი შენსას?
- არა რატი, ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება.
- მე არ ვიქნები მეჯვარე _ უკმაყოფილო ტონით ამცნო რატიანმა.
- არც მე _ აჰყვა ფილფანიც.
- ვეტყვი ვინმეს _ ნაწყენი ჩანდა პირველი.
- პეტრე არასწორად, საშინლად იქცევი, არ შეიძლება ასე. იმისთვის რომ ვიღაცას ბედნიერი ეგონო, ის გოგო არ უნდა გააუბედურო.
- მე ვეცდები რომ გავაბედნიერო რატი, მე მართლა ვეცდები შევიყვარო.
- ენდომება კი ასეთი ურთიერთიბა მას?
- არ ვიცი, ვკითხავ, თუ თანახმა იქნება ვცდი. ჩვეულებრივი ქორწილი გვექნება მაგრამ ჯვარს არ დავიწერთ და ყველგან უნდა გაჟღედეს, ინტერნეტშიც, პრესაშიც.
- და რატომ?
- ჯვარს მხოლოდ სიყვარულით დავიწერ, როცა მივხვდები რომ შემიყვარდა, აუცილებლად გავაკეთებ ამას.
- იქნებ სულ გადაგეფიქრებინა.
- არა, ვთქვი და გავაკეთებ. თქვენი მესმის, მართლა მესმის, მაგრამ ეცადეთ მეც გამიგოთ.
- ვცდილობ და ვერ გიგებ პეტრე _ უჩვეულოდ დასერიოზულებულიყო თორნიკე.
- კაი რა თოკო, შეენც?
- მეც, პეტრე მეც.
- კარგი, მაშინ ნურაფერს მეტყვით, გადაწყვეტილებას მაინც არ შევცვლი.
- კარგი, სვანი ხარ _ გაიცინა ფილფანმა. _ მაგრამ იცოდე ჩვენ მომხრეები არ ვართ.
- ჰო, თქვენც სვანები ხართ, მესმის.
- ძალიან კარგი, და მაინც იქნებ იფიქრო. ამაზე არ გისაუბრია ტლიკინასთან? _ გაეცინა თორნიკეს.
- არა, ამაზე არ მისაუბრია.. გაჩუმდით ახლა და დატკბით სვანეთის ბუნებით.

სვანეთის ბუნებით ტკბობა თავისთავად მოიაზრებდა სიჩუმეს. თან საუბარი და თან პეიზაჟით აღფრთოვანება შეუძლებელი იქნებოდა. აქ მხოლოდ გარემოს უნდა უყურო, უყურო თვალმოუშორებლად და აღიქვა ეს მშვენიერება. ჰოდა ახლა სამივე თავისებურად აღიქვამდა. პირველი მომავალზე ფიქრობდა, უკვე წინსვლა იყო წარსულზე ფიქრს რომ თავი დაანება. ბიჭების ნათქვამი ვარიანტიც განიხილა, მართლაც და სრულიად შესაძლებელი იყო ვერ მოეხერხებინა ლიკოს შეყვარება. მაგრამ არა! უნდა შეეძლო, თანაც სხვა თუ არაფერი, მას გააბედნიერებდა. ამდენი წელია უყვარდა გოგოს, არც სხვაზე თხოვდებოდა, რა მოხდებოდა თუ ეცდებოდა სხვა მაინც გაებედნიერებინა. რომ უფიქრდებოდა, თვითონაც ხვდებოდა, ბავშვურად იქცევოდა, მაგრამ ეგონა ესა იყო ერთადერთი გამოსავალი, რომ მოეხერხებინა ლიაკოს დავიწყება და მისთვის სამაგიეროს გადახდა. თვალს ვერ აშორებდა მუდამ დათოვლილ მწვერვალებს. მაშინვე ტლიკინა გაახსენდა, როგორი აღფრთოვანებით საუბრობდა სვანეთზე, კოშკებზე, უნებურად გაეღიმა. ავტობუსიდან ჩამოსულმა, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისთანავე იგრძნო ერთბაშად მოგვრილი სიმშვიდე სულში. შეუძლებელია რაიმე ცუდი გრძნობა დაგეუფლოს ამ მთების ყურებისას, გულში ფორიაქი კი ჩვეულია, გული გამალებით ძგერს და შენც ფიქრობ, რომ ყველაფერს გადალახავ, ამ მწვერვალსაც კი ერთი ამოსუნქვით დალაშქრავ. ცდილობ დაიმახსოვრო ყველაფერი და გონებაში ღრმად ჩაიბეჭდო. ნელა მიუყვებოდნენ აღმართს პეტრეს სახლამდე. თორნიკეს ნაბიჯი არ გამოუტოვია, სურათი რომ არ გადაეღო. რატიანი იღრინებოდა ამდენს ნუ იღებ ან მე ნუ მიღებო. პეტრე წინ მიდიოდა და თითქოს არც კი ესმოდა ბიჭების კამათი. ჭიშკარი შეაღო და შევიდა. ფილფანი გაჩერდა, ჯერ ეზო დააფიქსირა კარგად, შემდეგ სახლი და ძლივს შეაგდო რატიმ. იქაურობა ყოველთვის მოწესრიგებული იყო. ყოველ თვე ერთ ქალს უხდიდა თანხას, ისიც სახლს უვლიდა, ასუფთავებდა. სახლში იგრძნობოდა სვანეთის სუნი, ან უბრალოდ პირველი გრძნობდა ამას, სვანეთის, სიძველის, სიმშვიდის. კმაყოფილი მზერით ჩაეშვა სავარძელში და მუდმივ-მოკამათე ბიჭებს გადახედა. როგორც იქნა გათიშა თორნიკემ ტელეფონი, რატიც დაწყნარდა და ორივე ჩამოსხდნენ იქვე მდგარ დივანზე.

- აბა რა გეგმები გვაქვს?
- არ ვიცი, მე დასვენებას ვაპირებ. _ გაიცინა პირველმა.
- სამუშაოდ არც ჩვენ წამოვსულვართ.
- რა დასვენებაც ვიგულისხმე იცით თქვენ.
- მე გავივლი სოფელში, მოვძებნი ვინმე სვანის ლამაზ ასულს, ვუშველო თავს _ გაიცინა თორნიკემ.
- ან უშველი ან ვერა _ გვერდიდან გამოეპასუხა რატი.
- მე რომ მივხედე რა აზრი ჰქონდა _ ჩაეცინა პირველს.
- რა აზრი ჰქონდაო და ერთ კვირაში მეორე ქორწილს გეგმავს _ ჩაიფრუტუნა რატიანმა.
- გეყოფათ, რა მოხდა ამისთანა?!
- არაფერი არ მოხდა, ჯიბრიანი, ჩამოუყალიბებელი ლაწირაკივით იქცევი, სხვა არაფერი _ გაბრაზდა რატი.
- დაწყნარდით _ ხმამაღალი ტონით გამოაცხადა ფილფანმა _ ახლა ყველა დავისვენებთ, გამოვიძინებთ ცალ-ცალკე და მერე კიდევ ერთხელ მშვიდად ვისაუბრებთ, დავიშალეთ.

სამივე სხვადასხვა ოთახში მოთავსდა. ბოლოს როდის გრძნობდა ასეთ სულიერ სიმშვიდეს, არ ახსოვდა პეტრეს. თუმცა გაახსენდა, რამდენიმე დღის წინ, როცა „მას“ გაანდო საიდუმლო, ზუსტად ასეთი სიმშვიდე იგრძნო. ახლაც იმავეს გრძნობდა. წამით გაჰკრა გულში, ნეტავ ტლიკინა თუ ფიქრობს ჩემზე-ო და მისსავე ბავშვურ ფიქრებზე გაეცინა, თვითონაც მიხვდა მასზე საფიქრელად რომ არ ეცლებოდა გოგონას.

ანნა.

ქალბატონი ანნა მხიარულად დააბიჯებდა ლონდონის პარკში, საყვარელ საქმროსთან ერთად. თითები მის თითებში აეხლართა და სიყვარულით სავსე მზერით შესცქეროდა. დღეებს თითებზე ითვლიდა, ისე ეჩქარებოდა საქართველოში დაბრუნება. რა ექნა, იცოდა როგორი ბედნიერებაც ელოდა წინ და როგორ არ უნდა ენატრა. მეტიც, გეგეჭკორს თურმე წინასწარ დაურეკავს ოჯახისთვის, რომ ქორწილის სამზადისი დაეწყოთ. ჩვენ ბევრი წვალება აღარ მოგვიწევს, მხოლოდ ტანსაცმელი და სტუმრების სიაღა დაგვრჩება-ო. ამაზეც თანახმა იყო ანნა.
ერთი კვირა და ხუთი დღე..
ერთი კვირა და ოთხი დღე..
ერთი კვირა და სამი დღე..
დრო ძალიან ნელა გადიოდა. გეგაც ხშირად არ იყო სახლში, უნივერსიტეტს ვერ აცდენდა. ნიჟარაძე მთელ დღეს ქეთისთან ატარებდა და მაინც მარტო იყო გეგეჭკორის გარეშე. საღამოობით ისხდნენ და ერთად იხსენებდნენ ბიჭის მიერ ჩადენილ სისულელეებს, ნიჟარაძეების ასული რომ გაეხარებინა ან შემოერიგებინა. შემორიგება კი ხშირად უწევდა. ზედმეტად ბუზღუნა და ბუტია გახლდათ წარსულში ქალბატონი ანნა. გეგეჭკორიც კარგი ვინმე იყო, იქამდე აწვალებდა სანამ არ იტირებდა, მერე ებუტებოდა და ბიჭიც სხვადასხვა ხერხებით ირიგებდა. ერთხელ ისე გააბრაზა, არაფერმა გაჭრა. ორი კვირის განმავლობაში ვერაფრით შემოირიგა, ჰოდა მეგობრებმა ახალი „ჭკვიანური“ გეგმა შესთავაზეს, ფაქტობრივად დააშანტჟაეს ანნა. გეგა ხიდის მოაჯირზე „განათავსეს“ და ვიდეო-ზარის მეშვეობით დაუკავშირდნენ გოგონას. ის სულელიც თავ-პირისმტვრევით გავარდა, ხიდთან მთელი სცენები, გამოსვლები დადგეს მეგობრებმა, სანამ არ ათქმევინეს რომ უყვარდა და შეურიგდებოდა. ახლა ეცინებოდა ამის გახსენებაზე, მაგრამ მაშინ მართლა შეეშინდა. კიდევ უამრავი ამგვარი სისულელე ჰქონდა ჩადენილი გეგეჭკორს.
რამდენიმე დღეც ნელა გავიდა და ერთი კვირა დარჩათ საქართველოში დაბრუნებამდე.

პეტრე.

დასვენებამ მართლა კარგად იმოქმედა სამივეზე, ახლა მშვიდად ისხდნენ ეზოში კოცონის გარშემო. მართალია ცოტა ციოდა, მაგრამ იტანდნენ. როცა აქ ჩამოდიოდნენ, ყოველ საღამოს ანთებდნენ ცეცხლს და შემოუსხდებოდნენ, მერე საუბრობდნენ ყველაფერზე. ახლა კი უჩვეულოდ ჩუმად ისხდნენ, თითქოს საერთო ენას ვერ პოულობდნენ.

- იმედი მაქვს ქორწილში სტუმრებად მაინც მოხვალთ.
- სხვა გზა არ გვაქვს, თორემ არ მოვიდოდით.
- გადასარევია _ ჩაიბურტყუნა.
- ახლა თუ არ ვიყავით შენთან, ისე როგორ, მაგრამ ჩვენი აზრი მაინც გეცოდინება ამ ყველაფერთან დაკავშირებით.
- ჰო _ გაუღიმა და ცეცხლს მიაშტერდა.
- იმას არ დაპატიჟებ? _ გაუცინა თორნიკემ.
- ვის, იმას?
- ტლიკინას.
- სავარაუდოდ ჯერ კიდევ ინგლისშია ტლიკინა, დავპატიჟებდი რამე მაინც რომ ვიცოდე, ტელეფონის ნომერი ან მისამართი.
- არაფერი იცი?
- სულ არაფერი. _ გაეცინა _ მაინც გაიგებს როგორმე, ინტერნეტით ან პრესის საშუალებით.
- ჰო, შენ ხომ გამოქვეყნებას აპირებ..

სვანეთში გაატარეს ერთი კვირა, სიმშვიდით სავსე, თუ ერთმანეთთან კამათს არ ჩავთვლიდით.
წამოსვლის დღეს, კიდევ ერთხელ მოატარა თვალები კარ-მიდამოს პეტრემ. თითქოს არ სურდა წასვლა, გამოთხოვება, თითქოს რაღაც შიგნიდან ექაჩებოდა იქ დასარჩენად, მაგრამ ქალაქში დიდი საქმეები ელოდა. ახლა უკვე დაღმართს მიუყვებოდნენ სამივე. პირველს და რატიანს თორნიკეს წუწუნის მოსმენა მოუწიათ, კიდევ ცოტა ხნით დარჩენის თაობაზე. თუმცა, რასაკვირველია მათი პასუხი უარი იყო და ფილფანიც ბუზღუნით მოკალათდა ავტობუსში.
პეტრეს გონება ისევ ფიქრებმა მოიცვა. ჩასვლისთანავე რაიმე სახლი უნდა ეპოვა, ექირავა დროებით. საწარმოს აქციების საქმეც მოსაგვარებელი ჰონდა. ჯერ სახლს იქირავებდა, ქორწინების და საწარმოს ამბებს კი შემდეგ მიხედავდა.

ანნა.

ყველა ერთად უსხდა მაგიდას სავახშმოდ. გეგა თბილი მზერით გადახედავდა გოგონას, გაუღიმებდა და ხელზე მიეფერებოდა. ანნაც უღიმოდა და თვალებს ხრიდა.

- გეგა, თაფლობის თვეს სად გეგმავთ? _ ინტერესით იკითხა ქეთიმ.
- სადაც ჩემი მომავალი მეუღლე ისურვებს _ გაუცინა.
- სულერთია, მთავარია გეგასთან ერთად ვიყო.
- ო, ეს სიყვარული _ თეატრალურად წარმოთქვა ლეომ და გაიცინა _ ნუ ინაზები ახლა შენი ჭირიმე, თქვი სად გინდა.
- მართლა სულერთია და _ გაიცინა.
- მთავარია ერთად ვიყოთ _ დაუმატა გეგამ.
- ანნა მეჯვარე ვინ იქნება? _ დაინტერესდა ქეთი.
- ელენე, ჩემი მეგობარი, ხომ იცნობ?
- მმ, მოიცა გავიხსენო, კი, ვიცნობ. შენი გეგა?
- შენი ძმა უარს მეუბნება თუ რა ხდება? _ გაიცინა გეგეჭკორმა.
- რა თქვი? _ გახარებული ჩაეკითხა ლეო.
- რა ვთქვი და ჩემი მეჯვარე შენ უნდა იყო.
- აქამდე რას მიმალავდი მერე _ გაუცინა.
- მგონი დროა ნელ-ნელა მზადება დავიწყოთ დასაბრუნებლად.
- ჰო _ სიხარულით დაეთანხმა ყველა.

პეტრე.

ქალაქში ჩასულმა, ბიჭებს განუცხადა რომ ცალკე უნდა ეცხოვრა. მიზეზიც მარტივად აუხსნა, ასე უკეთესად შეძლებდა ლიკოსთან დაახლოებას. არც სახლის პოვნა გასჭირვებია, იმავე წაღამოს აღმოაჩინა კეთილმოწყობილი ბინა. ბევრი არც უორჭოფია, პირველი თვის ქირა გადაუხადა პატრონს და იმ საღამოსვე შესახლდა. იმ საღამოსვე გადაწყვიტა ლიკოსთან დარეკვა, მისი ნომერი მოიძია და დაურეკა. რამდენიმე ზარის შემდეგ, ყურმილის მეორე მხრიდან ნაზი, მელოდიური ხმა გაისმა.

- გისმენთ _ თითქოს დაიბნა პეტრე, შიგნიდან რაღაცამ გამალებით დაუწყო ჩიჩქვნა, ან უფრო სინდისმა.
- გამარჯობა ლიკო, როგორ ხარ?
- პეტრე? _ გაოცება შეინიშნებოდა გოგოს ხმაში.
- ჰო, მე ვარ, როგორ ხარ?
- კარგად, შენ? _ დაბნეული იყო.
- მეც, ლიკო თუ წინააღმდეგი არ იქნები, შენთან შეხვედრა მინდა
- ჩემთან? კი, კი, რა თქმა უნდა.
- ხვალ პირველი საათისთვის გეცლება?
- კი, ზუსტად პირველისთვის მაქვს შესვენება.
- ძალიან კარგი, ხვალამდე.
- კარგი.

ტელეფონი გათიშა და ლოგინზე მიწვა. ეს დანაშაულის გრძნობა თუ სინდისის ქენჯნა მაინც არ ასვენებდა. თვალი მოავლო თავის ახალ სამფლობელოს. არაფერი განსაკუთრებული, ერთი საძინებელი, მისაღები, სააბაზანო და სამზარეულო. მაგრამ რაც მთავარია, მყუდრო იყო, ცოლ-ქმრისთვის ოთახების რაოდენობაც სრულიად საკმარისი იქნებოდა, ახლა ყველაზე მეტად ხვალინდელი შეხვედრა აღელვებდა, არ იცოდა რა პასუხს ეტყოდა ლიკო, არადა ჰაერივით სჭირდებოდა მისი თანხმობა. იცოდა ეგოისტურად იქცეოდა, მაგრამ თავსაც ვერაფერს უხერხებდა. ცხელი შხაპი არ აწყენდა, მერე ძილი კი ნეტარება იქნებოდა. წყალმა მართლაც კარგად იმოქმედა და იმ ღამესაც შედარებით მშვიდად ეძინა.
დილა ადრიანად დაიწყო, ბევრი საქმე ჰქონდა. შხაპი მიიღო, ყავა მიირთვა, ღია ფერის პერანგი, შავი შარვალი მოირგო და საწარმოსკენ წავიდა. თავადაც არ იცოდა რა მოხდებოდა, როგორ შეხვდებოდა ბატონ გუჯას და საერთოდ შეხვდებოდა კი? იქნებ დედაც იქ დახვედროდა. აღარც კი იცოდა რა მოლოდინები უნდა ჰქონოდა. საწარმოში შესვლა ასე ძალიან არასდროს გასჭირვებია, თითქოს ფეხები აღარ ემორჩილებოდა, უკან რჩებოდა, მაგრამ მაინც შევიდა. დაცვის წევრები უცნაური მზერით მიესალმნენ, თითქოს არ ელოდნენ. რა გასაკვირია, კვირაზე მეტი იქნებოდა იქ არ ყოფილა. ამაყად შეაბიჯა, მდივანს თბილად მიესალმა, მოიკითხა და თავისი კაბინეტისკენ წვაიდა. ცოტა გაუკვირდა კაბინეტი ცარიელი რომ დახვდა, მაგრამ აბა რა უნდა ექნათ. კუთვნილ სავარძელში ჩაეშვა და ტელეფონის ღილაკს თითი დააჭირა.

- ირა, შემოდი ჩემთან _ ორ წუთში კარები გაიღო და გოგონამ შეიხედა.
- გისმენთ ბატონო პეტრე.
- ყველაფერი მაინტერესებს რაც ჩემს აქ არყოფნაში მოხდა.
- მნიშვნელოვანი არაფერია ბატონო პეტრე, ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობდით.
- კარგი, საბუთები შემომიტანე, უნდა გადავხედო.
- ახლავე _ გაუღიმა გოგონამ და კაბინეტი დატოვა.

ინტერესით გადახედა საბუთებს, დაკვირვებით შეისწავლა ყველაფერი, თუმცა ყველაფერი წესრიგში დახვდა. და მაინც რას ელოდა, ბატონი გუჯა და დედამისი საქვეყნოდ ხომ არ გამოაცხადებდნენ ამ „კონფლიქტის“ ამბავს, ისე მოიქცეოდნენ ვითომც არაფერი მომხდარა. ძალიან კარგი, ახლა ეს აწყობდა პეტრესაც, ნელ-ნელა მიხედავდა საკუთარ გეგმებს. ისევ ტლიკინა გაახსენდა, მისი სიტყვები: „მე მჯერა რომ შეძლებ კინგ-კონგ“, აუცილებლად შეძლებდა, აუცილებლად!

თავი 7

პეტრე.

პირველი საათისთვის ლიკოს დაურეკა, კიდევ ერთხელ გადაამოწმა და დათქმული კაფისკენ წავიდა. ცოტა ლოდინი დასჭირდა და ლიკოც გამოჩნდა. ფეხზე წამოდგა, გოგონა გადაკოცნა და მის პირდაპირ დაიკავა ადგილი.

- მიხარია რომ უარი არ მითხარი ლიკო _ გაუღიმა.
- ჰო _ უხერხულად გაუღიმა გოგონამაც _ რა ხდება? რატომ გინდოდა ჩემი ნახვა?
- რაღაც მაქვს სათქმელი. ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე პირდაპირ აგიხსნი.
- გისმენ.
- მე და ლიაკო დავშორდით.
- მართლა? _ შეიცხადა.
- მართლა. ეს არ არის მნიშვნელოვანი. მოკლედ, მინდა რომ ცოლად გამომყვე.
- რა თქვი? კი მაგრამ... _ ალუღლუღდა ლიკო.
- ჰო, ჰო, მესმის, არ ელოდი.. უბრალოდ შემოგთავაზე, შენ დაფიქრდი, არ გაჩქარებ.
- მაგრამ ლიაკოს ხომ ახლახანს დაშორდი? არამგონია ასე უცებ გადაგეყვარებინა.
- ჰო მართალი ხარ, ვერ მოგატყუებ, ვერ გეტყვი რომ აღარ მიყვარს, მაგრამ მე მინდა ვცადო შენთან, მე მართლა ვეცდები შენს შეყვარებას, თუ შენი სურვილიც იქნება რა თქმა უნდა.
- პეტრე იცი, ასე უცებ ვერ გიპასუხებ...
- ჰო მესმის, არ არის პრობლემა, დაგელოდები..
- ძალიან დავიბენი.
- მესმის შენი, ნუ დაიბნევი, თუ უარს მეტყვი ამასაც გაგიგებ.
- კარგი, შესვენება დამიმთავრდება მალე, სამსახურში უნდა ვიყო.
- გაგიყვან.
- არა, მარტო წავალ, ასე მირჩევნია.
- კარგი, მაშინ ცოტა ხნით დავრჩები.
- დროებით პეტრე.
- დროებით, შენს პასუხს დაველოდები. _ ლიკომ უბრალოდ გაუღიმა და წავიდა.

თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი პეტრემ. გოგოს პასუხის ზუსტად იცის, იცის უარს არ ეტყვის, მაგრამ შიგნიდან ჭამს რაღაც განცდა. ნელი ნაბიჯით გავიდა გარეთ და საწარმოსკენ წავიდა. კაბინეტში შევიდა თუ არა, ფეხდაფეხ მიჰყვა ბატონი გუჯაც. ახლა ყველაზე ნაკლებად მისი ნახვა უნდოდა, თუმცა ეცადა ცივილიზებულად შეხვედროდა. მიმიკაც კი არ შეუცვლია სახეზე, გამოწვდილი ხელი დააიგნორა და სავარძელში ჩაეშვა. ღრმად ამოისუნთქა ბატონმა გუჯამ და თვითონაც მის პირდაპირ მოთავსდა.

- დაგვიბრუნდი პეტრე?
- თქვენ არა, საწარმოს კი.
- ბოლო ნახვიდან დღემდე დიდი წინსვლაა.
- რას გულისხმობთ?
- ამ თ-ებს, თავაზიან ტონს.
- რამე გნებავთ? _ ნელ-ნელა ღიზიანდებოდა პეტრე.
- არაფერი, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ვნერვიულობდით შენზე. _ ბიჭს ჩაეცინა.
- ნუთუ?
- დედაშენი კინაღამ მოკვდა, ასე არ შეიძლება შვილო.
- როდის მერე გავხდი თქვენი შვილი? _ ტონს აუწია პეტრემ _ დედაჩემი კი, როგორც ვატყობ ჯერაც ცოცხალია. ერთი კვირაა დავბრუნდი და არც კი მოვუკითხივარ.
- ჩვენ არ ვიცოდით თუ ჩამოხვედი.
- თქვენ, ერთად _ ყბები ერთმანეთს დააჭირა.
- ჩვენ, ერთად პეტრე.
- შემთხვევით თქვენი ქორწილიც ხომ არ გამოვტოვე?
- არ გამოგიტოვია, შენ გელოდებოდით _ გაუღიმა კაცმა.
- მგონი ჯობს ჩემი კაბინეტი დატოვოთ, სანამ სიმშვიდეს ვინარჩუნებ.
- კარგი პეტრე.
- მოიცადეთ, მე თქვენი აქციების შესყიდვა მინდა.
- აი ეს კი შეუძლებელია _ მშვიდი ნაბიჯით გავიდა ბატონი გუჯა კაბინეტიდან. მთელი ძალით დაარტყა პეტრემ მაგიდას ხელი და სავარძელში გადაწვა. სიმშვიდე ძნელი აღმოჩნდა, საფეთქლები ეწვოდა, ხელები თავზე შემოეწყო და დაწყნარებას ცდილობდა. არაფერზე ფიქრობდა, უბრალოდ თვალები დაეხუჭა და იმ სიშავეს შესცქეროდა. ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა.
- გისმენ თორნიკე.
- სად ხარ?
- საწარმოში, რა ხდება?
- არაფერი, სახლში არ იყავი და..
- ნახევარ საათში ვიქნები და მოდით თქვენც _ აღარ შეეძლო იქ გაჩერება, ვერ სუნთქავდა იქ არსებული ჰაერით. სწრაფი ნაბიჯით დატოვა საწარმო, ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი და სახლისკენ წავიდა.

ანნა.

ტკბილად ეძინა ანნას, უშფოთველად, სანამ უცნაური სიზმარი არ ნახა. კინგ-კონგი ესიზმრა, საფირმო უჟმური სახითა და მკაცრი ტონით. მაგრამ ის ვიღაც სხვას ესაუბრებოდა, საიდანღაც გეგას ხმაც ესმოდა. გამოეღვიძა, შეწუხებულმა გადაატრიალა თვალები, ასეთი არეული სიზმარი ჯერ არ ახსოვდა. უბრალოდ გულში ჩამყვა-ო იფიქრა და ლოგინიდან ადგა. მაინც ვერ მოიშორა ფიქრები, სანამ სამზარეულოში მოღიღინე გეგა არ შენიშნა.

- დილამშვიდობის _ ზურგიდან მიეკრ საქმროს და ზურგზე ტუჩებით შეეხო.
- დილამშვიდობის _ ღიმილით მოუბრუნდა ბიჭი და ჯერ შუბლზე, შემდეგ კი ტუჩებზე აკოცა. _ როგორ გეძინა?
- კარგად _ გაუღიმა, თუმცა ძილზე კვლავ სიზმარი გაახსენდა _ დანარჩენები სად არიან? _ მისი მკლავებიდან თავი დაიძვრინა და წყალი დალია.
- ჯერ ყველას ძინავს.
- წვენს დალევ?
- დავლევ _ ჭიქებში გაანაწილა ფორთოხლის წვენი და გეგას გაუწოდა. _ რამდენიმე დღეც _ გაუღიმა საქმრომ.
- რამდენიმე დღეც და საქართველოში ვიქნებით.
- ერთად ყოფნაც გვეღირსება _ ხალათი გადაუწია ანნას მხარზე და ნაზად შეეხო. გოგონას გაეღიმა, გეგამ კი მის მხრებზე განაგრძო ტუჩებით ბოდიალი.
- სირცხვილია _ კისკისებდა.
- არაფერიც არ არის სირცხვილი, უბრალოდ მხარზე ვაკოცე ჩემს საცოლეს.
- ახლა რომ გაიგო სხვას გავყევი ცოლად, რას იზამ? _ უცნაური კითხვა დასვა ანნამ.
- ანნა _ თავისკენ შეაბრუნდა და წარბები შეკრა ბიჭმა _ რა კითხვებს მისვამ?
- უბრალოდ გკითხე, ერთი ასეთი ამბავი მოვისმინე და დავინეტერესდი შენ როგორ მოიქცეოდი.
- შენ ამას არ იზამ, მეც ზედმეტად მშვიდად ვარ _ გაუღიმა გეგამ.
- მართალია _ გაუცინა.
- როგორ მიყვარს შენი ტკბილი ტუჩები.
- მარტო ტუჩები? _ წარბაწეულმა გადახედა.
- არა, ტუჩებიც, თვალებიც, ცხვირის, მთლიანი ანნა მიყვარს, გესმის?
- მესმის _ გაუცინა და მიეხუტა.
- გვრიტებო, ჟღურტულებთ? _ სიცილით შევიდა სამზარეულოში ქეთი.
- ვჟღურტულებდით, მაგრამ ახლა კაჭკაჭი მოვიდა და შეგვაწყვეტინა _ სიცილით დაკრა ცხვირზე ხელი გეგეჭკორმა.
- ეს კაჭკაჭი იქნება რომ მოგარტამს ერთი-ორს.
- წავედი მე, მალე დავბრუნდები _ გაუღიმა გეგამ გოგონებს.
- გაგაცილებ _ მაშინვე გაჰყვა ანნა. კარებთან მისულს, ნაზად აკოცა ბიჭმა, ყურთან ჩამოყრილი თმა გაუსწორა და წავიდა. ეს ჩვევა ურთიერთობის პირველივე დღიდან ჰქონდა და ვერ მოიშალა. სულაც აწეული რომ ჰქონდეს თმა, მაინც უნდა გაიმეოროს „ეს“ მოძრაობა. ანნაც შეეჩვია, სიცილით ხვდება ამ ყველაფერს. თვალი გააყოლა მიმავალ სილუეტს და სახლში შებრუნდა. ოთახში ასულმა შხაპი მიიღო, სააბაზანოდან გამოვიდა, კარადა გამოაღო და როგორც კი სარაფანი გამოიღო, კვლავ პეტრე გაახსენდა. ის დღე გაახსენდა, ეს ტანსაცმელი რომ იყიდეს. დღეს რაღაც ბევრს ფიქრობს პეტრეზე და სულაც არ მოწონს. თავი გადააქნია და ოთახიდან გავიდა.

პეტრე.

ბიჭები გააცილა თუ არა, დივანზე წამოწვა და თვალები ჭერისკენ ააპყრო. გონებაში კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი ინგლისში გატარებულ რამდენიმე დღეს და გაეღიმა. თითქოს ტლიკინა მოენატრა. არა! რა სისულელეა, ახლა მასზე საფიქრელად არ სცალია. ახლა მთავარი ლიკოს პასუხია და მაინც, სიამოვნებით მოისმენდა ანნას ხმას, კინგ-კონგს რომ ეძახდა, მის კისკისს. ფიქრები ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა. ლიკოს ნომერი რომ დაინახა, დაიძაბა.

- პეტრე, მე ვარ, ლიკო.
- ვიცი ლიკო, გისმენ.
- არ ვიცოდი დამერეკა თუ არა, მაგრამ..
- კარგად მოიქეცი რომ დარეკე.
- ვიფიქრე იმ ყველაფერზე, რაც მითხარი და.. _ შეყოვნდა.
- გისმენ _ მოუთმენლობა შეინიშნებოდა პეტრეს ხმაში.
- თანახმა ვარ _ ჩუმად ჩაილაპარაკა გოგომ.
- ლიკო, მადლობა _ თითქოს ამოისუნთქა, მაგრამ უარესად დამძიმდა _ ხვალ გნახავ, მერე შენს ოჯახშიც ამოვალ.
- შენ ალბათ არ იცი, ჩემები უკვე რამდენიმე წელია უცხოეთში წავიდნენ.
- ჰო, არ ვიცოდი, იციან შენი გადაწყვეტილების შესახებ?
- იციან.
- ხვალ გნახავ და ქორწილის საკითხები გადავწყვიტოთ.
- კარგი.

მომდევნო კვირა სრულად ქორწილის სამზადისს დაეთმო. პეტრე ყველაფერში ეთანხმებოდა ლიკოს. ბიჭებსაც გააცნოთ, მოეწონათ, თუმცა პეტრეს ვერც მოწონებას ამჩნევდნენ, სიყვარულს მითუმეტეს და ეს არ მოწონდათ. პეტრე კი ჯერ მართლა ვერაფერს გრძნობდა მადლიერების გარდა. თვითონაც აშინებდა ეს ფაქტი. უყურებდა ლიკოს, ეღიმებოდა მის საქციელზე, მზადებაზე, მაინც უსიამოვნო შეგრძნებები ჰქონდა გულში. დამძიმებული დააბიჯებდა, თითქოს მთელი კაცობრიობის ტვირთი ეკიდა ზურგზე. მაინც ჯიუტად, ეგოისტურად არ წყვეტდა ამ სამზადისს. რამდენიმე დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდათ, ცდილობდა არაფერი შეემჩნია, თუმცა ნანობდა იქ, სადღაც, სიღრმეში. კარგად ხვდებოდა ლიაკოს ჯიბრზე დაქორწინებას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ ეს ბოლო დღეები ახსოვდა კი ლიაკო? ახლა უკვე ამ ყველაფერზე უარის თქმასაც აღარც ექნებოდა აზრი, ამიტომ ჩუმად იყო, გულშივე კლავდა სინანულსაც, სიმძიმესაც, სინდისის ქენჯნასაც, ფიქრებსაც. ერთი კვირის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყოველ დღე ახსენდებოდა ტლიკინა და მისი სიტყვები: „სხვის ჯიბრზე ბედნიერებამ არამგონია გაამართლოს“. მისი სიტყვებიც ჭეშმარიტებაშიც დარწმუნდა. ახლა ისე ძალიან უნდოდა ტლიკინას ნახვა. თვითონაც არ იცოდა რატომ, უბრალოდ უნდოდა, სჭირდებოდა, ფიქრობდა ისევ აპოვნინებდა სიმშვიდეს და ძალას. კიდევ უნდოდა მასთან ყოფნა. სიამოვნებით მოისმენდა მის ხმას, მის სიცილს, მის კინგ-კონგს. თვითონაც ხვდებოდა, ზედმეტად ბევრს ფიქრობდა ანნაზე, დროებით წყვტდა ფიქრს, მაგრამ შემდეგ ისევ თავიდან იწყებოდა.

ანნა.

ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე გათენდა. საქართველოში რამდენიმე დღეა რაც დაბრუნდნენ. აღუწერელი ემოციით აავსო მეგობრების დახვედრა,, გათენდა დილა და აღმოჩნდა, რომ ოჯახებს თითქმის ყველაფერი მოეგვარებინათ. დღეს კაბის სანახავად მიდიოდა. ზუსტად იცოდა როგორი კაბა სურდა, დიდი, ძალიან დიდი, დახვეწილი და ლამაზი. მეორე საღამოსვე ელენესთან წავიდა და იქ დარჩა. მთელი ღამე ილაპარაკეს, არც თავისი თავგადასავალი და კინგ-კონგი გამოუტოვებია. ისე თვალებგაბრწყინებული უყვებოდა პეტრეს შესახებ, ელენემ ეჭვით შეხედა. მისი მზერა დააფიქსირა თუ არა ანნამ, ჯერ გაეცინა, მერე წარბები შეკრა.

- რანაირად მიყურებ?
- იმედია მომეჩვენა რომ ზედმეტად აღფრთოვანებული საუბრობ ამ კინგ-კონგზე.
- მართლა აღვფრთოვანდი, პიროვნულად საოცრად ძლიერი ადამიანია.
- იმედი მაქვს მხოლოდ პიროვნულად აღფრთოვანდი.
- ელენე რას მეუბნები.
- რაც დავიინახე იმას _ თვალები დაუბრიალა ელენემ.
- სულ გაგიჟდი შენ _ გაუცინა და ლოგინზე მიწვა.
- შენ არ გაგიჟდე, თორემ მე რა მიჭირს _ ელენესაც გაეცინა.

იმ დღეს უეცრად ჩააფიქრა ელენეს სიტყვებმა. ნუთუ მართლა ასეთი ენთუზიაზმით უყვებოდა, რომ ელენე ამ წარმოუდგენელ რაღაცაში დააეჭვა. არა სისულელეა, სრული სისულელე. მას გეგა უყვარს! მალე მისი ცოლიც გახდება. ელენესაც უბრალოდ უამბო პეტრეზე, აბა მეგობრისთვის ხომ უნდა მოეყოლა. საშინლად ააფორიაქა ელენეს აზრებმა ასე არ შეიძლებოდა. თვალები დახუჭა და თავს დაძინება აიძულა.

პეტრე.

ხვალ ქორწილი ექნება. ბოლო ღამეს ატარებდა მარტოობაში. წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ შეეგუებოდა ლიკოს. ღელავდა და თანაც როგორ, ადვილი ხომ არაა, ხვალიდან ოფიციალურად ცოლიანი იქნებოდა. რაც იყო, იყო, გადაწყვეტილებაც თვითონ მიიღო, ამდენი თხოვნის მიუხედავად, მაინც არ შეცვალა. ჰოდა უნდა შეეგუოს. ღრმად ამოისუნთქა, ხელები თავქვეშ ამოიდო და თვალები დახუჭა. დახუჭა და მაინც ანნა მოელანდა, მაშინვე წამოჯდა, ნერვიულად გადაისვა ხელი თავზე, მაგრამ ვერაფრით შეაკავა სახეზე მომდგარი ღიმილი. სულ ეღიმება ამ გოგოს გახსენებისას.

ანნა.

ხვალ ქორწილი ექნება.. ახლაც ელენესთან ერთად თავის ოთახში იყო ჩაკეტილი. მართალია იცოდა გეგასთან ძალიან ბედნიერი იქნებოდა, მაგრამ მაინც წყდებოდა გული მშობლიური სახლის დატოვების გამო. გაბრწყინებული თვალებით გადახედავდა კაბას და ბედნიერებისგან აჟრჟოლებდა.
სანატრელი დილა გათენდა, ადრე გააღვიძეს, თავს დასტრიალებდნენ სტილისტები, ვიზაჟისტები, კაბაც მოირგო და მართლა დედოფალს დაემსგავსა. გეგამ რომ დაინახა, ჩაეღიმა. თბილად მიიხუტა.

- ყველაზე ლამაზი ცოლი მეყოლება.
- მე ყველაზე სიმპატიური ქმარი _ გაუცინა.

ჯერ ჯვარი დაიწერეს.. სურათები გადაიღეს, იმხიარულეს, იქიდან კი ქორწინების სახლში წავიდნენ.

პეტრე.

ბიჭები დილიდან მასთან იყვნენ, არაფერს ეუბნებოდნენ, უბრალოდ სამზადისში ეხმარებოდნენ. ჯვრისწერა არ ექნებოდათ, მხოლოდ ხელს მოაწერდნენ ვიწრო წრეში და ჟურნალისტების თანდასწრებით. ლიკოს სახლში გაუარეს. სრულიად უბრალო, გრძელ, თეთრს კაბაში გამოწყობილიყო. შეხედა პეტრემ, მაგრამ ვერაფერი იგრძნო, ვერც მისი სისადავე აღიქვა, ვერც სილამაზე. უბრალოდ გაუღიმა, კარგად გამოიყურები-ო - ეცადა გულწრფელად ეთქვა, ალბათ გამოუვიდა კიდეც. ქორწინების სახლში ისე მივიდნენ, ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის. თავს ვერაფრით აიძულა პეტრემ, ფიქრის გარეშე ეთქვა „დიახ“. სანამ მესამედ არ გაუმეორა ქალმა კითხვა, იქამდე ვერ უპასუხა. იფიქრა ყველაფერზე რაც ბოლო თვეშუ დაატყდა თავს. კიდევ ერთხელ გააანალიზა, რომ სულაც არ იყო დარწმუნებული გადაწყვეტილების სისწორეში, მაგრამ ვეღარაფერს იზამდა. როგორც იქნა დაასრულეს, ვალსიც იცეკვდეს და უკვე წასვლას აპირებდნენ მეორე წყვილი რომ შევიდა.

_-_-_-_-_-_

ეჭვის თვალით შეხედა პეტრემ, თითქოს დარწმუნებას ცდილობდა, მერე კი გაუფართოვდა თვალები, რადგან პატარძალში თავისი ტლიკინა ამოიცნო. თავისი, კი, როგორ არა. არავითარი თავისი ტლიკინა, არამედ გეგას ანნა.
იქით კიდევ ანნას გაუფართოვდა თვალები, პეტრე რომ დაინახა, თან აქ, ასე. არ ელოდა, მართლა არ ელოდა ასე მალე თუ შეძლებდა, გაოცდა.
პეტრე? პეტრეს რაღაც დაემართა გოგოს დანახვაზე. გულისცემა გაუხშირდა, ისე მოუნდა ეთქვა რა ლამაზი იყო. უეცრად საოცრად შეშურდა გეგასი.
ანნამაც რაღაც იგრძნო შიგნით, რა ქნას, ფაქტია, მაინცდამაინც ნასიამოვნები სულაც არ იყო, ამ სიტუაციაში რომ შეხვდა, თითქოს აწუხებდა. არა, მაინც რა სისულელეებს ფიქრობდა.

- გამარჯობა ანნა _ ძლივს შეიკავა თავი, ტლიკინა რომ არ დაეძახა.
- გამარჯობა კი.. პეტრე _ გაუღიმა.
- მოკითხვისთვის ცოტა უხერხული სიტუაციაა, გილოცავ გაბედნიერებას.
- მადლობა, შენც გილოცავ, გაიცანი, ჩემი მეუღლე გეგა.
- სასიამოვნოა _ ხელი ჩამოართვა _ ჩემი მეუღლე ლიკო.
- ლიკო? _ გაკვირვებულმა იკითხა _ სასიამოვნოა _ გაუღიმა.
- ჰო, ლიკო _ გაკვირვების მიზეზს მიუხვდა _ კარგი, ბედნიერად. _ სწრაფი ნაბიჯით დატოვეს ქორწინების სახლი.

გეგამ და ანნამაც იქორწინეს. ბედნიერი იყო, ძალიან. მაგრამ ხანდახან მაინც ეფიქრებოდა კინგ-კონგის ოჯახზე. ჩაფიქრდებოდა, როგორ მოასწრო პეტრემ ლიკოს გაცნობა, შეყვარება, მაგრამ უყვარდა კი?

თავი 8.
ანნა.

ჯვარიც დაიწერეს, ხელიც მოასწერეს და რესტორანში წავიდნენ. საკმაოდ დიდი ქორწილი ჰქონდათ, ყველამ იმხიარულა, იცეკვეს, იმღერეს. აღარც ანნას გახსენებია პეტრე, მეუღლესთა მიხუტებული ცეკვავდა და არაფერი აღელვებდა.

- მიყვარხარ _ ყურთან ჩურჩული გაიგო, ჩაეღიმა.
- მეც _ კიდევ უფრო მიეკრო.
- მაცეკვეთ ახლა რძალთან _ სიცილით მიუახლოვდა ლეო..

როგორც კი ელენემ მარტო მოიხელთა, მაშინვე დაიწყო.

- ის ის იყო ვინც მე მგონია?
- ვინ ის და ვინ ვინ იყო გამარკვიე?
- ის ვიღაც ქორწინების სახლში, კინგ-კონგი იყო?
- კი.
- მერე?
- რა მერე?
- რა იგრძენი?
- შენ სიცხე გაქვს ხომ? _ გაიცინა _ რა უნდა მეგრძნო?
- ჩემს მეუღლეს მოგტაცებ ცოტა ხნით _ სიცილით მიუახლოვდა გოგონებს გეგა და საუბარი შეაწყვეტინა.
- რა ხდება? _ ღიმილით ახედა ანნამ.
- არაფერი, მომენატრე _ თბილად უთხრა და გაუცინა.
- გეყოლება დღეიდან სახლში და რომ შემეხვეწები ოღონდ ეს მომაშორეო, მერე გაგახსენებ.
- არ შეგეხვეწები _ გაუცინა.
- გაგახსენებ _ ელენესაც გაეცინა და წყვილი მარტო დატოვა.
- არ გავიპაროთ? _ უჩურჩულა გეგამ.
- გაგვაპარებენ? _ სიცილით ჰკითხა.
- არ ვიცი, მაგრამ ვცადოთ.
- ვცადოთ _ ნელი ნაბიჯით წავიდნენ დარბაზის შუაგულისკენ და შემდეგ გასასვლელისკენ.

გაიპარნენ.. მანქანაში ჩასხდნენ და მათი ახალი ბუდისკენ წავიდნენ. სახლი იყიდეს, მართალია პატარა, მაგრამ ჯერ მეტი არც სჭირდებოდათ. მთავარია სითბოთი აავსებდნენ და ბედნიერად იცხოვრებდნენ. მზერით ეფერებოდა საჭესთან მჯდომი მეუღლე ანნას და დროდადრო სახეზე ეფერებოდა. ანნაც უღიმოდა, თუმცა ნერვიულობდა კიდეც. თითქოს არც არაფერი იყო სანერვიულო, საყვარელ ადამიანთან იწყებდა ცხოვრებას.. მანქანა გაჩერდა და გოგონაც ფიქრებიდან გამოერკვა. მანქანიდან გადმოვიდა და კარებთან მდგარ გეგას გაუღიმა.

- შევიდეთ?
- შევიდეთ. _ ქმარს ხელი მოკიდა და სახლში შევიდნენ. გული კიდევ უფრო აუძგერდა, გეგას ეღიმებოდა.
- შხაპს მივიღებ მე _ გაუღიმა ცოლს, ტუჩებზე კოცნა დაუტოვა და სააბაზანოში გაუჩინარდა.

ერთი ღრმად ამოისუნთქა ანნამ და გულზე ხელი მიიჭირა დასამშვიდებლად. მალე გამოვიდა გეგა სააბაზანოდან, თუმცა უბრალოდ გაუღიმა ანნას და გვერდი აუარა. კაბა ადვილად გაიხადა ნიჟარაძემ. კიდევ კარგი ის მთავარი კაბა გამოიცვალა, თორემ მთელი საღამო იმას ნამდვილად ვერ ატარებდა. სააბაზანოში გაუჩინარდა. ცხელმა წყალმა მოადუნა, დაძაბულობა მოუხსნა, ერთიანად მოეშვა. თმებზე პირსახოცი მოიხვია და თხელი ხალათით გავიდა ოთახში. სარკესთან მივიდა, სახეზე ხელები გადაიტარა, წარბები გაისწორა და ზურგს უკან ცხელი სუნთქვაც იგრძნო. ყელზეც იგრძნო თბილი ბაგეების შეხება და გაიტრუნა. ნაზად დააცოცებდა ტუჩებს მხრებზე, კისერზე. ანნაც განაბულიყო და უკვე ჟრუანტელსაც კი ვეღარ გრძნობდა სხეულზე. ნელა შეატრიალა ბიჭმა თავისკენ და ტუჩებზე შეეხო. გოგონამაც კისერზე შემოაჭდო ხელები და კიდევ უფრო მიეკრა მეუღლის სხეულს. წამით მოშორდა გეგა, გაუღიმა, ერთი ხელის მოსმით მოაშორა ხალათი და ისევ განაახლა ალერსი. ნაზად უკოცნიდა სხეულის ნაწილებს და ისევ ტუჩებს უბრუნდებოდა...


პეტრე.

რესტორანში უხალისოდ იყო. არც უცეკვია რასაკვირველია, ვერც ბიჭებმა მოახერხეს მისი ცეკვაზე დათანხმება. აქეთ-იქიდან უტევნდნენ „გაიღიმე“-ს ძახილით, თუმცა ოდნავადაც არ ეღიმებოდა პეტრეს. სახლში მაშინ წავიდნენ, ყველა რომ დაიშალა. ლიკო სახლში შეატარა და თვითონაც უკან მიყვა. არ ჩქარობდა, სულაც არ უნდოდა ლიკოსთან ყოფნა, მაგრამ იძულებული იყო. მაგიდაზე მდგარი, ვისკით სავსე ჭიქა გამოცალა და ოთახში შეჰყვა. შეწუხებული სახით დაუდგა გოგონა წინ.

- ელვა-შესაკრავს ვერ ვხსნი, შეგიძლია დამეხმარო? ზურგთან არის.
- კი, ახლავე _ იპოვა და ჩახსნა. კარგად დაინახა გოგონას თეთრ ზურგი და დახორკლილი კანი. გაეღიმა, ნელა მიატრიალა თავისკენ და ხელები წელზე მოკიდა. მის რეაქციას ელოდა, ლიკოც უფრო ახლოს მივიდა, თავად გამოიჩინა ინიციატივა და აკოცა. პეტრეც აჰყვა, თუმცა ეს აყოლა მოვალეობას უფრო ჰგავდა, ვიდრე სურვილს. ეცადა ცოტა სითბო მაინც გამოეჩინა, მაგრამ ვერ შეძლო, უბრალოდ არ შეეძლო. ლიკოც გრძნობდა ამას, თუმცა დიდ მნიშნელობას არ ანიჭებდა, საყვარელ ადამიანთან ერთად იყო და არ აღელვებდა პეტრეს უემოციობა. უღონოდ მიესვენა ბიჭის მხარზე, მაგრამ პირველმა ხელი გამოწია, წამოდგა, შარვალი ამოიცვა და თავის პატარა აივანს შეაფარა თავი. როგორ ვერ იტანდა ახლა საკუთარ თავს.. ფაქტია კვლავაც ვერაფერს გრძნობდა ლიკოს მიმართ, უბრალოდ მიმზიდველ ქალადაც ვერ აღიქვამდა. ოთახში მხოლოდ მაშინ შევიდა, როცა იფიქრა ლიკოს უკვე ეძინებოდა. ზურგშექცევით დაწვა და თვალები დახუჭა.


ერთი თვის შემდეგ....

ანნა.

ბედნიერებით სავსე ერთი თვე გავიდა.. ძირითადად სულ ერთად იყვნენ.. თაფლობის თვის გასატარებლად სვანეთი აირჩიეს. ყველაზე მშვიდი იყო ის ორი კვირა, მშვიდი და სიყვარულით სავსე. ყოველი დილა კოცნით იწყებოდა, ანნაც გახარებული ახელდა თვალებს და ინაბებოდა. ბედნიერებას ანიჭებდა იმის შეგრძნება, რომ საყვარელი ადამიანი გვერდით ჰყავდა. ხშირი იყო მეგობრებთან გატარებული საღამოები, მხიარული, კოცონის ან ბუხრის გარშემო. კმაყოფილი იჯდა გეგას კალთაში და მასზე მიხუტებული უსმენდა მეგობრებს. გეგას ოჯახთანაც და სამეგობროსთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. მართალია ბევრს იცნობდა, მაგრამ ახალგაცნობილების სიმპატიაც მალე დაიმსახურა. ოჯახს ხომ თავისთავად უყვარდა რძალი. ყველა თავს ევლებოდა ოჯახის ახალ წევრს. გეგასაც ბევრს ეჩიჩინნენ ერთად ვიცხოვროთო, მაგრამ ბიჭი წინააღმდეგი იყო,თავის ცოლთან მარტო უნდოდა ყოფნა. ერთმანეთით ტკბობა გვაცადეთ-ო, ამბობდა. თვალებგაბრწყინებული დადიოდა ანნა, კიდევ უფრო რწმუნდებოდა თავის არჩევანში.
რამდენჯერმე კინგ-კონგზე ფიქრიც შეეპარა, მის ოჯახზე. აინტერესებდა როგორ ცხოვრობდნენ, სიყვარულით შექმნა თუ არა პეტრემ ოჯახი, ახლა როგორ იყო. მაგრამ სწრაფად უკუაგდებდა მასზე ფიქრებს. სულაც არ მოწონდა ბიჭზე ფიქრი, მაგრამ თავისდა უნებურად ჩაფიქრდებოდა. ფიქრებიც ძირითადად მარტო ყოფნისას აწვებოდა, თორემ როცა გეგასთან იყო, არავინ და არაფერი აღელვებდა.

პეტრე.

ერთი თვე გავიდა და კვლავ არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა რომ მის გვერდით გოგონას ძინავს და მასთან ერთად ცხოვრობს. თავიდან რომ გაიღვიძა, ლიკო ლოგინში არ დახვდა. სამზარეულოში გასულმა აღმოაჩინა, რომ გოგონას მისთვის საუზმე მოუმზადებია.

- ლიკო, ნუ შეწუხდება, არაა საჭირო ასე ადრე გაღვიძება.
- პეტრე მე შენი ცოლი ვარ, მოვალეობაც კია რომ საუზმე გაგიმზადო.
- არ არის საჭირო და მორჩა, დაიძინე, გამოიძინე.

ლიკო რომ მის გამო წუხდებოდა, თავს კიდევ უფრო დამნაშავედ გრძნობდა. უნდოდა გოგონასთვის მაქსიმალური კომფორტი შეექმნა, რომ სინდისის ქენჯნა ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა. ბიჭებიც ყოველ დღე ეკითხებოდნენ რა ხდებოდა ახალი და მის პასუხზე ღიზიანდებოდნენ.

- ხომ გეუბნებოდით, შენც ხომ იცოდი რომ ვერ შეიყვარებდი. _ პასუხი კი სულ ერთი და იგივე იყო.
- მაცადეთ, ჯერ მხოლოდ რამდენიმე კვირაა გასული. ნელ-ნელა შევეჩვევი კიდეც და შემიყვარდება.
- კი, კი სულ მასე ამბობ.

არადა გულის სიღრმეში თვითონაც ეთანხმებოდა. საერთოდ ვერაფერს გრძნობდა მადლიერების გარდა. ვერც მიზიდულობას, ვერც ვნებას, ვერც სურვილს, უბრალოდ ვერ გრძნობდა, ვერ აღიქვამდა როგორც ქალს, როგორც საკუთარ ცოლს. ყოველ დღიურად კიდევ უმფრო უმძაფრდებოდა შეცდომის შეგრძნება, შეცდომის, რომელიც დაუშვა. არც ის იცოდა როგორ გამოესწორებინა. არადა მართლა ცდილობდა, ცდილობდა შეეყვარებინა, დაინტერესებულიყო, მაგრამ ვერ შეძლო. ბიჭებსაც ხშირად ეპატიჟებოდა თავისთან, თითქოს ლიკო მათთან უფრო თავისუფლად და ლაღად გრძნობდა თავს.

პეტრეს კიდევ უფრო ხშირად ეპარებოდა ფიქრები ტლიკინაზე. ყოველთვის, როცა ხვდებოდა რომ ბედნიერი არ იყო, მისი სიტყვები ახსენდებოდა. მისი კისკისის გახსენებისას თვითონაც ეღიმებოდა. თან არ მოწონდა მასზე ფიქრი, ხვდებოდა არ იყო კარგი საქციელი. ფიქრებიც რომ მაინცდამაინც მეგობრული არ იყო, ამასაც ხვდებოდა. არც სწორი იყო, ანნას მეუღლე ჰყავდა, თვითონაც ჰყავდა ლიკო..

ლიკო პირველივე დღიდან შეეჩვია პეტრეს დამოკიდებულებას. ბიჭს არც მოუტყუებია, თავიდანვე უთხრა რომ არ უყვარდა, მაგრამ ეცდებოდა. ჰოდა თვითონაც ხედავდა რომ ცდილობდა. სასეირნოდაც იყვნენ ერთად, პტრეს სულ დაჰყავდა თავის გარემოცვაში, მეგობრებიც გააცნო. ყურადღებას სულ გრძნობდა, თუმცა ამ ყურადღებაში სიყვარულის და სითბოს ნაწილაკიც კი არ იყო. ეს ყურადღება თითქოს უფრო ვალის მოხდას ჰგავდა. მაგრამ მაინც იმედოვნებდა, რომ ერთ დღეს პეტრესაც შეუყვარდებოდა. დღეების სვლასთან ერთად, მისი იმედიც მცირდებოდა, აშკარა იყო, ბიჭი ოდნავადაც არ მიიწევდა მისკენ, ლიკო კი პირიქით, სულ ცდილობდა ურთიერთობაში ნაბიჯი წინ წაედგა.

ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაცივდა პეტრე, საწარმოში პრობლემები ჰქონდა. ერთი-ორჯერ ლიკოსაც უხეშად ელაპარაკა მისი ყურადღებით შეწუხებული. საღამოს კი ბოდიშს უხდიდა და ნანობდა. გოგონა მაინც არ კარგავდა იმედს, რომ სასწაული მოხდებოდა..


ანნა..

ელენემ დაურეკა, თუ მარტო ხარ გამოვალ, რაღაც ამბები მაქვსო. ჰოდა ელოდებოდა, მაგიდაზე შოკოლადი და ყავა ედგა და ერთი სული ჰქონდა მოესმინა ელენეს ახალი ამბისთვის. აქოშინებული შევარდა ელე და დაქალს ჩაეხუტა.

- დაიწყე.
- ამოსუნთქვა მაინც მაცადე.
- მალე, გისმენ.
- ერთი ბიჭი გავიცანი.
- ოჰ? როდის მოასწარი?
- ერთი კვირის წინ.
- და ახლა მეუბნები?
- ოო, აქამდე სერიოზული არაფერი იყო.
- ანუ ახლა სერიოზულია, კარგი მიდი.
- მოკლედ,აუ ძალიან კარგი ბიჭია _ გახარებულმა შემოსცხო ტაში. ანნას გაეცინა.
- ან სახელი მითხარი, ან გვარი, ან ასაკი, ან როგორია, რა ხდება..
- რატი ჰქვია, 27 წლისაა, უხ ისეთი სიმპატიურია, სადღაც საწარმოშია დასაქმებული, წარმოების უფროსიო თუ რაღაც თანამდებობაზე.
- სად გაიცანი?
- სად და.. იმ დღეს მივდიოდი ქუჩაში, ბედნიერად გადავედი გზაზე და ვიღაც იდიოტმა კინაღამ გადამიარა. გაჩერებაც არ იკადრა, შიშისგან გაყინული ვიდექი შუა გზაზე და მაშნ მოვიდა, მერე სახლამდეც მიმაცილა. მეორე დღეს სახლთან მელოდებოდა, ნომერი გამომართვა, სასეირნოდ დამპატიჟა და ნუ მოკლედ..
- შენც მოგწონს..
- ძალიან _ გაეცინა.
- ოჰო, საინტერესოა.
- გეგა სადაა?
- ბიჭებთან.
- შენ რატომ ხარ სახლში?
- ვერ ვიყავი რაღაც, თავი მტკიოდა და დავრჩი.
- გასაგებია. თქვენ რომ გიყურებთ, მეც მინდება ქმარი. _ ორივეს გაეცინა.
- ადექი და გაყევი მერე რატის.
- რატი სერიოზული ბიჭია, ერთ კვირაში რომ მოჰყავთ ცოლად და მერე ორ დღეში შორდებიან ისეთი კი არა.
- მე მაპატიეთ, რატი სერიოზული ბიჭია _ გააჯავრა მეგობარს და გაეცინა.
- წავედი ახლა, რატი უნდა ვნახო.
- უიმე, ჯერ წესიერად არ გაგიცვნია და რატი, რატი, რატი, მერე რაღა იქნება.
- შენც მასე იყავი გეგა, გეგა, გეგა _ ენა გამოუყო.
- წადი, წადი და ჭკვიანად. _ დამრიგებლური ტონით უთხრა და დაემშვიდობა.

რატი, კინგ-კონგის მეგობარსაც რატი ერქვა.. ისევ პეტრე, რატომ ახსენდება ყველაფერზე პეტრე.. „სულელი რომ იქნები ადამიანი“- გაიფიქრა და ჩართულ ტელევიზორს მიაშტერდა. ჩასძინებია, ამასობაში შემოაღამდა კიდეც და კაკუნმა გააღვიძა. გეგა იქნება-ო გაიფიქრა და გაღიმებული წავიდა კარებისკენ. არც შემცდარა, მოწყვეტით აკოცა ქმარს და ისევ დივანზე მოკალათდა.

პეტრე..

შინ გვიან დაბრუნდა.. ჯერ იყო და მთელი დღე დაძაბული ჰქონდა, საღამოს ბატონი გუჯას ნახვამ დაგვირგვინა ყველაფერი.. მერე ბიჭებთან ერთად ერთი-ორი ჭიქაც დალია და სახლში წავიდა. ეგონა ლიკოს ეძინებოდა, თუმცა შეცდა. კარები გააღო, სიბნელე იყო, ოთახისკენ წავიდა, მისაღებში კი ორ კაცზე გაშლილი სუფრა აღმოაჩინა, სანთლის შუქზე, თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და ოთახიდან გამოსულ ლიკოს შეხედა.

- ლიკო, ხომ გითხარი არა, არ მინდა რომ ჩემ გამო ასე წუხდებოდე, არ დამიმსახურებია.
- მე მინდა _ გაუღიმა და ახლოს მივიდა.
- მადლობა, მაგრამ არ მშია, ბოდიში.
- არაუშავს _ გაუღიმა და საკუთაი ინიციატივით აკოცა.
- ლიკო, დაღლილი ვარ.
- მეც დავიღალე პეტრე..
- მესმის, ძალიან გთხოვ მაპატიე.. მე თავიდანვე გითხარი..
- ჰო, ვიცი რომ თავიდანვე მითხარი, ვიცი რომ ცდა გინდოდა, ვიცი რომ ცდილობდი, მაგრამ ახლა მცდელობასაც ვეღარ გატყობ პეტრე..
- ლიკო, ახლა მართლა ძალიან ვარ დაღლილი, ძალიან რთული დღე მქონდა, ხვალ ვილაპარაკოთ, მშვიდად..
- კარგი, ხვალ ვილაპარაკოთ თუ რამე აზრი ექნება..
- აზრი ყოველთვის ყველაფერს აქვს _ ჩაიბურტყუნა და იქვე მისაღებში დაწვა.

ვეღარ დაწვებოდა ლიკოს გვერდით.. ეს საშინელი გრძნობა, სინდისის ქენჯნას ისე მძაფრად გრძნობდა.. როგორ შეცდა როცა ეგონა, რომ ლიკოს შეყვარებას მოახერხებდა.. ასეთი შეცდომა ალბათ არ დაუშვია ჯერ.. ლიაკოს შეყვარებაც კი არ იყო ასეთი შეცდომა. ფაქტი იყო, რაღაც უნდა მოეხერხებინა, რაღაც გამოსავალი უნდა ეპოვა, მაგრამ რა? ამას ვეღარ ხვდებოდა. ვერ ეტყოდა ლიკოს დავშორდეთო, ამისთვის ვერ გაიმეტებდა. თუმცა ახლა უარესი იყო. დილით ადრე გადიოდა, სანამ ეძინა, საღამოს კი ცდილობდა ისე გვიან დაბრუნებული, რომ მძინარე დახვედროდა, მაგრამ ხანდახან არ გამოსდიოდა. როგორ უნდა დროის უკან დაბრუნება შეეძლოს, მაშინ ხომ ყველაფეს გამოასწორებდა.. აუცილებლად გამოასწორებდა...

თავი 9,

სამი თვის შემდეგ...

ანნა.

გაბუსხული იჯდა ანნა ტელევიზორთან. დილით რაღაც უაზრობაზე იკამათეს, გეგა დაუმშვიდობებლად წავიდა და გოგოც გაბრაზდა. ამ ბოლო დროს მოუხშირეს კამათებს, თუმცა საბოლოოდ მაინც რიგდებოდნენ. მართალია, გაბრაზებული იყო, მაგრამ მაინც საოცრად ბედნიერი ახალი ამბით. ერთი სული ჰქონდა მოსაღამოვებულიყო, ტომ გეგა დაბრუნებულიყო და ახალი ამბავი ეთქვა. ზუსტად იცოდა, უცებ შემოირიგებდა. მესამე თვეა უკვე ამაზე ოცნებობდა, ისე უნდოდა შვილი ჰყოლოდა, ოცნება აუხდა და ბედნიერებისგან დაფრინავს. არავის ეუბნება, პირველი უნდა რომ გეგამ გაიგოს. ზის და ფიქრობს როგორ შეიძლება რომ ახაროს, რომანტიული ვახშამი? იქნებ პირდაპირ თქმა ჯობს? ან პატარა წინდები დაუდოს სამუშაო მაგიდაზე.. არა, რამე უფრო ორიგინალური უნდოდა, მაგრამ ვერ მოიფიქრა. გადაწყვეტილია, სანამ რამე წესიერს არ მოიფიქრებდა, არ ეტყოდა..

პეტრე.

არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა რომ ლიკოსთან კიდევ უფრო ცოტა დროს ატარებდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ უკვე ღიზიანდებოდა გოგოს ყურადღებაზე. მაგიდასთან იჯდა და ყავას სვამდა, ლიკო რომ გამოვიდა ოთახიდან და წინ დაუჯდა.

- პეტრე.
- დილა მშვიდობის.
- პეტრე უნდა ვილაპარაკოთ.
- რომ მეჩქარება?
- სანამ ყავას დალევ მოვასწრებთ.
- კარგი, გისმენ.
- პეტრე უკვე სამი თვე გავიდა და..
- ლიკო, ხომ იცი არა ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩემი აზრი.
- ჰოდა, მინდა ჩემი აზრიც გითხრა.
- კარგი.
- ჩვენი ერთად ყოფნა რომ უშედეგოა ორივემ ვიცით. ამდენი ხნის მანძილზე შენგან გულწრფელი სითბო არ მიგრძვნია. არც ერთი ღამე არ იყო სიყვარულით ან სითბოთი სავსე, დღე მითუმეტეს.
- შემდეგ?
- მესმის, ვგრძნობდი რომ ცდილობდი, მაგრამ როგორც ჩანს არ გამოვიდა. მგონი უკეთესი იქნება თუ დავშორდებით.
- რა თქვი?
- უბრალოდ, ყოველგვარი ზედმეტი დრამატიზების გარეშე პეტრე, მარტივად ჩავალაგებ ახლა ბარგს და წავალ.
- ლიკო ასე არ შეიძლება, ვიცი რომ მე ვარ დამნაშავე, მაგრამ უფრო ვეცდები..
- არა პეტრე, აზრი აღარ აქვს ცდას, მართლა, მე უბრალოდ წავალ და მშვიდობიანად დავშორდებით.
- ღმერთო ჩემო, უკანასკნელი დონის ადამიანი ვარ.
- არა, პეტრე, თავს ნუ იდანაშაულებ. აზრი აქვ აქვს დამნაშავის ძებნას, შენ ეცადე, მაგრამ გულს ვერ უბრძანებ. _ გაუღიმა.
- ვერაფერს გეტყვი, ვერც შეგაჩერებ, იმიტომ რომ სიყვარულს ვერ შემოგთავაზებ.
- გასაგებია პეტრე, ვერც მე შემოგთავაზებ გულითად მეგობრობას. როგორც ჩანს ვერ მოვახერხე, ან კარგად არ შევეცადე შენთვის თავის შეყვარებას.. მაგრამ ისე მაინც დავშორდეთ, ქუჩაში რომ შევხვდეთ სხვადასხვა მხარეს არ გავიხედოთ.
- ლიკო, მაპატიე..
- დამშვიდდი, ახლა უბრალოდ ჩავალაგებ ბარგს და წავალ. როგორც ჩანს ლიაკოს მოგონება ვერ მოვაშორე შენი გულიდან...

„ლიაკოს?“ - დაძაბულმა გაიფიქრა. ლიაკოზე მართლა არ უფიქრია, არც კი გახსენებია ეს ბოლო თვეები, ლიაკოს გამო არაფერი მომხდარა.. უბრალოდ ვერ შეძლო, მაგრამ დარწმუნებული იყო რომ ის ქალი ვერაფერს შეცვლიდა.. ჩემოდნიანი ლიკოს დანახვისას, კიდევ ერთხელ გაიაზრა რომ საშინელი ადამიანი იყო, ახლა აღარც სამსახურში წასვლა უნდოდა.. გაცილება შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო პასუხად. წავიდა თუ არა, ბიჭებს დაურეკა, თავისთან აიყვანა, სასმელიც ააყოლებინა და მაგიდას შემოუსხდნენ.

- რა გჭირს? სადაა ლიაკო? _ პირველივე კითხვა რთული იყო პეტრესთვის.
- წავიდა.
- სად წავიდა? _ ჩაება რატიც..
- სახლიდან წავიდა, ხელს გავაწერთ ამ დღეებში და მორჩა.
- და შენც ასე გაუშვი ხომ?
- გავუშვი, მე მას ვერ გავაბედნიერებ..
- მაგარ დროს მოგინდა აღიარება, აქამდე რომ გეუბნებოდით, თავს იკლავდი შევძლებო.
- ვიცი, ვიცი, მაგრამ არ გამოვიდა.
- ისევ ლიაკოზე ფიქრობ? _ მორიგი რთული შეკითხვა.
- არა.
- აბა მაშინ რა გიშლის ხელს, რა?
- არ ვიცი, ვერ შევიყვარებ.
- პეტრე!
- მართლა არ ვიცი, რატომ არ გჯერათ. ხშირად მეფიქრება ტლიკინას სიტყვებზე, მართალი იყო როცა ბედნიერებაზე მეუბნებოდა.
- სხვათაშორის ჩვენც იმავეს გეუბნებოდით, რატომ ფიქრობ მასზე?
- მოიცა, მოიცა, ახლა გადახვევები არ იყოს _ გამაფრთხილებელი იყო პეტრეს ტონი.
- გადახვევები არა, პირდაპირები კი _ გაეცინა თორნიკეს.
- დაასხი თუ ძმა ხარ რა _ დალევა დაიწყეს.


ანნა..

კაკუნი გაიგონა თუ არა, გახარებული წავიდა გასაღებად. მაგრამ ერთი გეგას მაგივრად ხუთი ადამიანი დახვდა.

- გამარჯობა _ გაუცინა მეგობრებს. _ მობრძანდით, მობრძანდით. _ სულ ბოლოს შევიდა გეგა, აკოცა და გაუღიმა. _ აღარ ხარ გაბრაზებული? _ გაუცინა ანნამ.
- მომენატრე.
- ე.ი. აღარ ხარ, მეც მომენატრე _ მიეხუტა და გაუცინა.
- ვიცოდი _ გაუცინა.
- მიდი, მიდი, გავშლი უცებ და მოვალ.

სუფრა სწრაფად გაშალა, მოულოდნელი სტუმრები გასაკვირი სულაც არ იყო მათ ოჯახში. ღიმილით მიუჯდა მეუღლეს გვერდით და მიეხუტა. მაინც ვერაფრით მოიფიქრა როგორ უთხრას ახალი ამბავი. სტუმრები გააცილა და სამზარეულოში შებრუნდა. ამდენ ჭურჭლს დარეცხვა უნდოდა, სახლს დააგება. იდგა სამზარეულოს ნიჟარასთან და უჩვეულოდ გაღიმებული აკეთებდა ამ ყოველდღიურ, შესაძლოა მოსაბეზრებელ საქმესაც. ზურგიდან თბილი სხეული იგრძნო, კისერში ცხელი სუნთქვა და ბოლოს ყელზე კოცნა, ოდნავ ალკოჰოლის სურნელ-შერეული. კიდევ უფრო ფართოდ გაეღიმა.

- მეღუტუნება _ ჩაიკისკისა.
- ვგიჟდები შენს სიცილზე.
- მე შენს კომპლიმენტებზე _ გაიცინა.
- ამიტომაც გეუბნები ხშირად _ კიდევ ერთხელ აკოცა.
- გეგა მეღუტუნება _ ისევ ჩაიკისკისა.
- ზუსტად ამიტომ გკოცნი. _ ანნა კი ისევ კისკისებდა. _ ოთახში რომ წამოხვიდე არ გინდა?
- დავამთავრებ და წამოვალ, დაწქი შენ თუ გინდა.
- არ მინდა, გელოდები.
- ხვალ რა გეგმები გაქვს?
- ვმუშაობ, საღამოს დავბრუნდები. რა ხდება?
- არაფერი, ისე გკითხე _ გაუღიმა და ხელები შეიმშრალა.
- წავედით _ ზურგიდან მოხვეული მიჰყვა ოთახამდე და ტუჩებზე წაეტანა.


პეტრე...

დილით გაბმულმა ზარის ხმამ გააღვიძა. ლოგინზე წამოჯდა, თვალები მაგრად დახუჭა, გაახილა და ნელი ნაბიჯით წავიდა კარებისკენ. ზანტად გამოაღო და ჰოი, საოცრებავ! კარებიდან ქალბატონი ნუნუ უმზერდა. მთელი სხეულით დაიძაბა, სახელურს ხელი კიდევ უფრო მაგრად მოუჭირა, ეცადა მთელი ბრაზი მასზე გადაეტანა.

- შემომიშვებ?
- უნდა შემოგიშვა? _ ირონიული ტონით შეუბრუნა კითხვა.
- სალაპარაკო გვაქვს..
- ნუთუ? სამი თვეა აქ ვარ და ახლა გაგახსენდა რომ შვილი გყავს? თან თურმე სასაუბროც გაქვს?
- პეტრე გეყოფა..
- რა მეყოფა, რა?
- შემომიშვი, სირცხვილია..
- ოჰ, თურმე ესაა სირცხვილი _ ჩაიცინა _ მობრძანდით ქალბატონო ნუნუ, აბა ხალხს ხომ არ ავალაპარაკებთ. _ ოდნავ გვერდით გაიწია და ქალი სახლში შეუშვა. _ დაბრძანდით, ჩაი, ყავა, რომელი გესიამოვნებათ?
- პეტრე! _ კატეგორიული იყო ნუნუს ხმა. _ დაჯექი.
- თქვენი თქმის გარეშეც დავჯდებოდი.
- დედა აღარ ვარ?
- ბიოლოგიური.
- კარგი, იმედი მაქვს მომისმენ მაინც.
- გისმენთ _ მის პირდაპირ დაჯდა და თვალებში შეხედა.
- გუჯას იქამდე ვიცნობდი, სანამ მამაშენი გამოჩნდებოდა. ერთ დროს ერთმანეთიც გვიყვარადა.
- ერთ დროს _ ირონიულად შენიშნა.
- მაცადე, მაგრამ მერე მოხდა ისე, რომ გუჯა უცხოეთში წავიდა. მე მამაშენი გავიცანი, მომეწონა, დავახლოვდით და ოჯახი შევქმენით. რამდენიმე წლის წინ, ლადომ სახლში მოიყვანა გუჯა და გამაცნო, როგორც მისი მეგობარი.. გეფიცები მაშინ არაფერი მომხდარა ჩვენს შორის. მხოლოდ ლადოს გარდაცვალების შემდეგ დავიწყეთ ურთიერთობა.
- ეს ყველაფერი ურთიერთობაა?
- აბა?
- უნდა დაგეზუსტებინა, ლოგინში ურთიერთობა.
- პეტრე!
- გისმენთ ქალბატონო ნუნუ.
- პეტრე, ვიცი რომ მოულოდნელი იყო ის, რაც ნახე. ხომ შეგიძლია მაპატიო, რატომ არ გინდა გაიგო რომ მეც ადამიანი ვარ, მეც მაქვს ჩემი გრძნობები.
- ძალიან გთხოვ ახლა შენი და გუჯას გრძნობებზე ნუ დამიწყებ საუბარს.
- ლიაკო ხომ გიყვარდა.
- ის გოგო აღარ ახსენო.
- ცოლად სხვა რატომ მოიყვანე? გიყვარს?
- შენ არ გეხება.
- სად არის, გავიცნობ.
- სხვა ტაქტიკაზე გადახვედი? არ არის სახლში.
- სად არის?
- წავიდა.
- სად წავიდა?
- ბევრი კითხვაა ძალიან, გთხოვ დატოვო ჩემი სახლი.
- იქნებ დაბრუნდე შვილო.
- არა მადლობა, ნამდვილად არ მინდა თქვენი ერთად ყოფნის მომსწრე გავხდე კიდევ ერთხელ. ნახვამდის _ კარები გაუღო და როგორც კი გავიდა მთელი ძალით მიაჯახუნა.

სავარძელში ჩაეშვა, თითქოს ამ რამდენიმე წუთმა გადაღალა, გამოფიტული იყო, ემოციებისგან დაცლილი. ხელები თავზე შემოეწყო და დიალოგს იხსენებდა. როგორ დაღალა ამ სიტუაციამ, ამ გაურკვევლობამ..

ანნა..

გეგას ელოდა, თუმცა არ ჩანდა.. დაურეკა კიდეც, მაგრამ გამორთული ჰქონდა. თათბირზე იქნება-ო იფიქრა და ცოტა მიიძინა. ძილ-ბურანიდან კაკუნის ხმამ გამოიყვანა. კარებში გეგას ნაცვლად ანერვიულებული დედა დახვდა. სახლში შეუშვა და ცნობისმოყვარე მზერა მიანათა. მის ნერვიულობაზე რა აღარ იფიქრა, ყველაფერი ცუდი რაც შეიძლება. იქნებ მამა გახდა ცუდად, უარესი, იქნებ ცოცხალიც აღარ იყო, ან რომელიმე ნათესავს შეემთხვა რამე. ქალი კი ჯიუტად დუმდა.

- დედა რა მოხდა? ხომ კარგად ხართ?
- ანნა შვილო, ახლა ყველა მტკიცედ უნდა ვიყოთ.
- რა მოხდა? _ ხმა აუთრთოლდა.
- დამშვიდდი.
- დედა რა მოხდა?
- გეგა..
- რა მოუვიდა გეგას? _ შეშფოთებაღა მოასწრო და გონება დაკარგა.
სასწრაფო დახმარება გამოიძახა, აღარ იცოდა შვილი ედარდა თუ სიძე. არ ეგონა ასეთი მძაფრი რეაქცია თუ ექნებოდა ანნას. მთელი გზა მისი ხელი ეჭირა და ლოცულობდა. გოგონა შეიყვანეს, მაგრამ ექიმი მალევე დაბრუნდა და დაამშვიდა.

- გონს მოვიდა, ანალიზების პასუხს გავიგებთ და შეგატყობინებთ, შეგიძლიათ ნახოთ.

პალატაში შევიდა თუ არა, ანამ მაშინვე გეგა იკითხა.

- რა მოუვიდა გეგას?
- მანქანა შეეჯახა, მაგრამ არ ინერვიულო ცოცხალია.
- როგორაა?
- ოპერაციას უკეთებენ. _ ჩუმად აქვითინდა ანნა.
- დამშვიდდი, ექიმი ანალიზების პასუხს გვეტყვის.
- არ მინდა პასუხები, ისედაც ვიცი რა მჭირს.
- რა გჭირს დე?
- ორსულად ვარ.
- რა კარგი ამბავია დედიკო.
- არაფერი არ არის კარგი გეგას გარეშე, წამიყვანე მასთან გთხოვ.
- ამ საავადმყოფოშია, საოპერაციოში ჰყავთ ჯერ, აზრი არ აქვს იქ მისვლას, იწექი ცოტა ხანი.
- როგორ ვიწვე დედა როგორ? მძიმედაა? _ ამოიტირა.
- არ ვიცი _ სიმართლე ვერ უთხხრა.
- გეგასთან მინდა _ სლუკუნს აგრძელებდა.
- ჩუ ჩემო პატარა _ ლოგინზე ჩამოუჯდა და მიიხუტა.
- წამიყვანე _ კიდევ ერთხელ ამოიტირა.. ცოტა ხანში წავიდნენ, მთელი ძალით ჩაეხუტა გეგას დედას. ორივე ერთად ქვითინებდნენ. _ ხომ კარგად იქნება?
- იქნება, იქნება.

მეგობრებიც იქ იყვნენ, ყველა ერთად ამხნევებდნენ ოჯახის წევრებს და საკუთარ თავებსაც. ასე მოულოდნელად, ყველა გაოცებული იყვნენ. ჯერ კიდევ ვერ აღიქვამდნენ მომხდარს. ერთად ელოდნენ ექიმს, რომელიც არ ჩანდა. უკვე მესამე საათი დაიწყო, რაც ექიმი შიგნით იყო, რაც ოპერაცას უკეთებდნენ, თუმცა არავინ გამოსულა. ანნა სკამზე ჩამომჯდარიყო და უხმოდ ტიროდა, ლოცულობდა. ვერაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ გეგაზე და ჯერ არდაბადებულ შვილზე. რამდენიმე ექთანი სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა საოპერაციოსკენ. კითხვები დააიგნორეს და შევიდნენ. უკან მხოლოდ ერთი დაბრუნდა და ისიც ისევ სხვა ექიმებთან ერთად შევიდა. „რა ხდება? რატომ არაფერს ამბობენ? ხომ კარგადაა?“- შეშინებული ფიქრობდა და გაშტერებული ადევნებდა თვალს ხალხის მოძრაობას.

- გეგეჭკორთან ვინ ხართ? _ საოპერაციოდან გამოვიდა ვიღაც. ყველა გარს შემოერტყა მომლოდინე მზერით. _ ჩვენ ყველაფაერი გავაკეთეთ, მაპატიეთ, ვწუხვარ.. _ მეტი აღარაფერი გაუგია, თვალები დაებინდა და ჩაიკეცა. ისევ პალატაში დააბრუნეს..

თავი 10.
ანნა.

გონს რომ მოვიდა, ირგვლივ მიმოიხედა და ისევ ტირილი დაიწყო. მთელი გულით მოთქვამდა, ვერ ამშვიდებდნენ, ბოლოს ისევ დამამშვიდებელი გაუკეთეს და დაეძინა. არც სხვები იყვნენ უკეთეს მდგომარეობაში, ყველა განადგურებული იყო, მაგრამ ანნას გამო მხნეობას ინარჩუნებდნენ. გეგას დედა გმირულად უძლებდა ყველაფერს, ანნას გვერდით იჯდა, მისი ხელი ეკავა და უხმოდ ტიროდა. გოგოს დედამ რომ უთხრა შვილიშვილი ეყოლებოდათ, გაეღიმა. ამ მძიმე წუთებშიც კი გაეღიმა, იმიტომ რომ ის გეგასგან დარჩა. ნიჟარაძე სახლში წაიყვანეს, ხმას არ იღებდა, მუცელზე შემოეხვია ხელები და ტიროდა. არც კითხვებზე პასუხობდა. ოთახში, ლოგინზე იწვა და ცრემლები თავისით სდიოდა. ოჯახის წევრები გააფრთხილეს ნერვიულობა არ შეიძლებაო, თუმცა ვერაფერს გახდნენ. ან როგორ აიძულებდნენ გაჩერებას. ძალით აჭმევდნენ, მთელი დღე ოთახში იყო გამოკეტილი. არც სამძიმარზე გასულა, ცხედარიც კი არ უნახავს. გაშტერებული იჯდა, თვალები სადღაც სიღრმისკენ მიემართა და ცრემლები დასდიოდა მის ლოყებს. მხოლოდ დაკრძალვაზე გამოვიდა ოთახიდან, სულ შავები ეცვა, აღარ ტიროდა.

- ანნა _ მაშინვე მასთან მივიდა ელენე და ჩაეხუტა. მთელი ძალით მოეხვია ანნაც, თითქოს ეს უნდოდა, ვიღაცის სითბო სჭირდებოდა. _ გამაგრდი ანნა. _ მას კი თითქოს არც ესმოდა. ელენეს მოშორდა და იქვე სკამზე ჩამოჯდა. ვერაფრით შეძლო იმისთვის თვალის გასწორება, რომ გეგა აღარ იყო, რომ აღარ დაბრუნდებოდა უკან, აღარ ჩაეხუტებოდა, აღარ აკოცებდა, საერთოდ აღარ იარსებებდა.

კიდევ ერთხელ მაშინ ჩამოგორდა ცრემლები, სასახლე საფლავში რომ ჩაუშვეს. იქვე ჩაიკეცა, სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა. სანამ მიწით არ ამოავსეს, იქამდე იყო პირქვე დამხობილი და ტიროდა, გაუჩერებლად იმეორებდა მის სახელს. ხელები მიწაზე დაალაგა და მომუშტა, მწვავე ტკივილს ცივი მიწის შეგრძნება შეერია.. აცივდა, ისედაც მოღრუბლული დღე წვიმამ დააგვირგვია.. ცრემლებს წვიმის წვეთები შეერია, მიწა ტალახი გახდა. ანნამ კი, თითქოს დროის შეგრძნება დაკარგა. თავი ერთი წამითაც არ აუწევია ზემოთ, აშტერებული თვალებით დასცქეროდა გეგას უკვე ამოვსებულ საფლავს. მხრები უცახცახებდა, თმები აეწეწა, მაგრამ არაფერტი ადარდებდა. ძლივს მოაშორეს საფლავს, ისევ ჩაიკეტა. „უგეგობა“ ტკივილს აყენებდა. მარტო არ ტოვებდნენ, დედაც და დედამთილიც, ფაქტობრივად, მასთან გადასახლდნენ. ელენეც სულ იქ იყო, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, არავის ელაპარაკებოდა. ერთი კვირა გავიდა, ის კი ისევ ისე იყო, უარესადაც კი.

ოთაში შესულმა ელენემ გულსწასული იპოვა.. მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, სავაადმყოფოში გადაიყვანეს, ისევ ჩაუტარეს გამოკვლევები. შედეგი კი კვლავ იგივე იყო, არავითარი ნერვიულობა.

- ანნა, მესმის თქვენი, ამხელა სტრესის გადატანა მოგიწიათ, მაგრამ უნდა ეცადოთ არ ინერვიულოთ. _ ანნამ უბრალოდ შეხედა. _ წინააღმდეგ შემთხვევაში ნაყოფი საფრთხის ქვეშ იქნება. ახლა კარგად უნდა იკვებოთ, ჯანსაღად და საკმაოდ ბევრი. ზედმეტად სუსტად ხართ თქვენც და თქვენი პატარაც, იფიქრეთ მასზე ანნა, ნუ შესწირავთ მას თქვენს მწუხარებას. _ გაუღიმა და ოთახიდან გავიდა. ანნამ ღრმად ამოისუნთქა.
- ხომ გაიგონე დე, არ შეიძლება შენთვის ნერვიულობა.
- საღამოს გაგწერენ ანნა, გადმოდი ჩვენთან, ან შენს მშობლებთან, არ შეიძლება ასე, არ უნდა დავუშვათ რომ ჩვენს პატარას რამე დაემართოს.
- გთხოვთ, სულ ერთი დღეც, სულ ერთი დღით დავრჩები ჩვენს სახლში, მაგრამ მარტო, სულ მარტო _ სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა.
- მაგრამ ანნა _ შეწინააღმდეგება სცადეს.
- სულ ერთი დღე, აქედან რომ წავალთ, ხვალ დილამდე და მერე დავბრუნდები სახლში, პირობას გაძლევთ.
- კარგი..

ახლა სულ მარტო იყო თავიანთ სახლში, ოთახში. მის ბალიშზე ჩახუტებული ტიროდა. პირობა დადო, რომ უკანასკნელად ტიროდა, მაგრამ შეასრულებდა თუ არა, არ იცოდა. დაჰპირდა, რომ ყველაზე მეტად გაუფრთხილდებოდა თავიანთ სიყვარულის ნაყოფს. იმ ღამით ჩაალაგა თავისი ნივთები, სახლი მოაწესრიგა და უკანასკნელად დაიძინა იმ ლოგინში. მეორე დილით, თითქოს ახალი ცხოვრება დაიწყო.თავს უფლება არ მისცა ეტირა. მამამ მოაკითხა და სახლში წაიყვანა. ყველაფერს უჯერებდა დედას, კარგად ჭამდა, კარგად ეძინა, მაგრამ ჩაიკეტა. აღარ იყო იმდენად ლაღი, ალბათ, ამასაც გადალახავდა ოდესმე, თუმცა ახლა, ამის ძალა ნამდვილად აღარ შესწევდა. გეგას მშობლები ფაქტობრივად ყოველ დღე ნახულობდნენ. ელენეც სულ მასთან იყო. ღამით, როცა მარტო რჩებოდა, შვილს მამაზე ეჩურჩულებოდა, თითქოს ამით მონატრებას იკლავდა. ყველაზე მეტად იმას ნანობდა, გეგას შვილის შესახებ რომ არ უთხრა. ორიგინალურობა რომ არ მოენდომებინა, გეგეჭკორს ეცოდინებოდა შვილის შესახებ. ელენე მასთან იყო, მობილურმა რომ დაურეკა. ჩუმად ელაპარაკა და გაუთიშა.

- რა ხდება? _ ანნამ შეხედა.
- არაფერი, რატი იყო.
- რა უნდოდა?
- შეხვედრა.
- წადი მერე.
- გაგიჟდი? არ დაგტოვებ.
- ელენე უკვე მესამე კვირაა სულ ჩემთან ხარ, ხომ ხედავ, ისე აღარ ვარ, სისულელეს რომ არ ჩავიდენ ისედაც იცი. წადი, ნახე, ჩემი ხათრით.
- ვერ დაგტოვებ _ ისევ თავისას იმეორებდა ელენე.
- ელე, გთხოვ, ცოტა ხნით მაინც ნახე. იმდენს ნუ იზამ, ჩემ გამო დაშორდეთ, ტკივილი ისედაც საკმარისად მაქვს.
- სულ ცოტა ხნით, ძალიან მალე დავბრუნდები.
- წადი..

ელენე ოთახიდან გავიდა და რატის დაურეკა.

- გამოვალ.
- გამახარე, ჩემი მეგობრები მინდოდა გამეცნო.
- რატი, ახლა ამის ხასიათზე არ ვარ, ხომ იცი..
- ჰო, ვიცი, მაპატიე, უბრალოდ ძალიან უნდოდათ, თან ვიფიქრე ცოტა გულსაც გააყოლებდი. ცოტა ხანი, გაგაცნობ და წამოვიდეთ.
- კარგი, გელოდები.

_________________

რატი და ელენე ერთ-ერთ კაფეში მივიდნენ. წინ შეატარა ბიჭმა, უკამ მიჰყვა და კუთხეში მდგარი მაგიდისკენ წაიყვანა. ნაცნობი სახის დანახვა გაუკვირდა ელენეს.

- შენ პეტრე არ ხარ?
- პეტრე ვარ _ ფეხზე წამოდგა _ შენ, აჰ ანნას ქორწილი _ უეცრად გაიხსენა გოგონა.
- ანუ ერთმანეთს იცნობთ. ელენე ეს თორნიკეა _ წარუდგინა ფილფანიც.
- მისი მეგობრები თუ ხართ, ქორწილში არ იყავით? არ მეცნობით..
- ქორწილში არ იყვნენ _ გაუღიმა პეტრემ _ საპატიო მიზეზი ჰქონდათ, ქორწინების სახლში არ შემომყვნენ.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა _ გაუღიმა თორნიკემ.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა.
- ანნა როგორ არის? _ თავი ვერ შეკავა პეტრემ.
- ცუდად.
- რატომ?
- მათ არაფერი იციან _ უჩურჩულა რატიმ.
- გეგა გარდაიცვალა.
- რა?? როდიის? როგორ?
- მესამე კვირა იწყება უკვე, ავტო-კატასტროფაში.
- წარმოუდგენელია, ანნა საშინლად იქნება.
- ყველა საშინლადაა, ანნა განსაკუთრებით, მაგრამ უძლებს.
- ძლიერი გოგოა.

პეტრე..

როგორ მოუნა ანნასთან ყოფნა, რომ შეძლებოდა, აუცილებლად წავიდოდა მასთან. ზუსტად ისევე გაამხნევებდა, როგორც მან გაამხნევა იქ, ბრაიტონში. მაგრამ ვერ მივა, ასე მოურიდებლად ვერ მიადგება ოჯახში. ამდენი ხანი, მისი ფიქრები ხომ თითქმის სულ ანნას უკავშირდბოდა, თუმცა მაშინვე უკუაგდებდა, რადგან ტლიკინას ოჯახი ჰყავდა. ახლა? ახლა ოჯახი აღარ აბრკოლებდა, მაგრამ არ წავიდოდა. მისი მხრიდან საშინელი საქციელი იქნებოდა, ახლა სახლში მიდგომოდა და თავის გრძნობებზე დაეწყო საუბარი. რა სისულელეა, ამას არ გააკეთებდა. იქამდე არ გააკეთებდა, სანამ ტლიკინა ამ უბედურებას არ გადახარშავდა, იარებს ცოტათი მაინც არ მოიშუშებდა.

თვითონ კი ცუდად. როცა წარმოიდგენდა ანნას მდგომარეობას, თითქოს მასავით ტკიოდა.. ვერაფრით ეგუებოდა მის უბედურებას.. ხომ ჯობდა ბედნიერი ყოფილიყო და თუნდაც გეგასთან.. ნანობდა რატომ ვერ გაიცნო უფრო ადრე, თუმცა სინანულს აზრიც არ ჰქონდა.. ელენეღა დარჩა იმედად, მისგან შეიტყობდა ტლიკინას მდგომარეობას..


ანნა..

ისევ ისე იყო.. მხოლოდ ბავშვის გამო ცოცხლობდა, ჭამდა, ეძინა.. გამოკვლევებიც თავიდან ჩაიტარა, ნაყოფი ჯერ ისევ სუსტად გრძნობდა თავს.. ჯერ ისევ სჭირდებოდა ჯანსაღი კვება, თავის განსაკუთრებული მოვლა. მის გამო გარე სამყაროსთანაც აღადგინდა ურთიერთობა. ყოველ დილა-საღამოს ელენესთან ერთად სეირნობდა სუფთა ჰაერზე. უკვე გაითავისა, რომ მასში ახალი სიცოცხლე იყო. სიცოცხლე, რომელიც მუდამ გაახსენებდა გეგას, გეგას და თავისი სიყვარულის ნაყოფი. განა ამაზე უკეთესი რა უნდა ყოფილიყო? ბიჭი წავიდა, მაგრამ საჩუქარი დაუტოვა. ეს პატარა თითქოს იმისთვის არსებობდა, რომ ანნასთვის ცხოვრების გაგარძელების მოტივაცია მიეცა. უკვე იღიმოდა კიდეც, რამდენჯერმე შეეპარა გოგოს სახე ღიმილი, შვილზე ფიქრისას. მაგრამ ჯერ ისევ ვერ შეჩვეოდა მარტო ძილს, ყოველ წამს მაინც ელოდა, რომ გეგა კარებს შემოაღებდა. ვერასდროს წარმოიდგენდა ასე ტრაგიკულად თუ დასრულდებოდა ყველაფერი. მომავალზე ფიქრებში, ყოველთვის, ყველაფერი დიდხანს და ბედნიერად გრძელდებოდა, თუმცა რეალობაში ასე არ მოხდა. სასტიკი აღმოჩნდა ცხოვრება წყვილისთვის, არც ერთმანეთით ტკბობა დასცალდათ, არც ოჯახით, არც შვილით. ზედმეტად ხანმოკლე აღმოჩნდა მათი ბედნიერება. „შემთხვევით“ თვალიდან ჩამოვარდნილი ერთი ცრემლი მოიწმინდა და გაიღიმა. „ნერვიულობა არ შეიძლება“ - უკვე დაზეპირებული ფრაზა გაიმეორა გონებაში და ჯერ ისევ „ვერ-შეტყობილ“ მუცელს მიეფერა.

- ანნა, ნახე რა მოგიტანეთ _ ღიმილით შევიდა ელენე ოთახში.
- რა მომიტანე? _ ოდნავ გაუღიმა ელენემ.
- შოკოლადები.
- მადლობა.
- სხვათაშორის რატიმ გიყიდათ.
- მაშინ მადლობა რატის.
- რატის შენი გაცნობა უნდა.
- ახლა არა რა ელე, ცოტა დრო გავიდეს და გავიცნობ.
- ჰო, ვიცი, მეც ეს ვუთხარი.
- ელეე..
- რა მოხდა?
- ჩემთან დარჩი რა.. _ ამდენი ხნის შემდეგ, პირველად გამოთქვა ანნამ ეს სურვილი.
- მართლა?
- მართლა.
- დავრჩები..

მეგობარს მიეხუტა და თვალები დახუჭა. ისე მოენატრა ელენესთან ერთად გატარებული ღამეები. ამდენი ხნის მანძილზე არაფერი უთქვამს ანნას თავის გრძნობებზე, ელენეც მისი მდგომარეობის გამო არ უყვებოდა რატიზე არაფერს.

- ელე..
- გისმენ..
- მომენატრა.. _ ამოისრუტუნა.
- ვიცი ანნა, ვიცი.. ყველას მოგვენატრა..
- მაგრამ მე..
- ჰო, შენ ყველაზე მეტად.. მაგრამ უნდა გაუძლო ანნა, შენ ახლა პატარა გყავს, სულ მალე გულში ჩაიკრავ.
- ჰო, ჩემი პატარა..
- ყველაზე მაგარი ნათლული მეყოლება და მეც ყველაზე მაგარი ნათლია ვიქნები..
- მაპატიე, ეს ერთი თვე იმდენად გავერთე ჩემს ტკივილში, სულ დამავიწყდა რომ ცოლის გარდა შვილიც ვიყავი, რძალიც, მეგობარიც და დედაც, ეგოისტივით ვიქცეოდი..
- ნუ სულელობ, ყველაფერი კარგადაა..
- ჩემთვის არაფრის მოყოლა არ გინდა? მოგისმენ..
- მაშინ მოგიყვები _ გაეღიმა ელენეს და განაგრძო _ რატი ძალიან კარგი ბიჭია, უკვე სიყვარულიც ამიხსნა, სერიოზულია, სიმპატიურია, კარგი ხასიათები აქვს.. _ რატის დახასიათებას აგრძელებდა, მაგრამ რატომღაც არაფერს ამბობდა მისი და პეტრეს მეგობრობაზე.
- კარგია ელე, ძალიან კარგია..
- ჰო, იცი როგორი ყურადღებიანია? ძალიან..


პეტრე...

დილიდან საშინელ განწყობაზე იყო. ჯერ იყო და, როგორც კი საწარმოში ფეხი შედგა, მაშინვე ბატონი გუჯა შეხვდა, მერე დედამ მიაკითხა კაბინეტში.. ზედმეტად მძიმე დღე აღმოჩნდა. როგორც კი განთავისუფლდა, მამის საფლავზე წავიდა. მასთან ყოველთვის პოულობდა შვებას.. მიწაზე ჩამოჯდა და ერთიანად დაიცალა, ყველაფერი უთხრა. ისე უყვებოდა, როგორც ცოცხალ ადამიანს. იცოდა, შეიძლება ვინმეს გიჟად შეერაცხა, თუმცა არ ადარდებდა, მთავარია თვითონ გრძნობდა რომ იცლებოდა. იქიდან პირდაპირ ბიჭებთან შესახვედრად წავიდა.. რატის ელენს გარდა არავინ აღარ ახსოვდა, ხანდახან ბიჭების დაცინვაზეც ღიზიანდებოდა. მაგრამ მათ მართლა ეცინებოდათ, ბავშვურად, გულწრფელად, რატი ასეთი შეყვარებული არასდროს ყოფილა და ამიტომაც ხალისობდნენ.

პეტრეს ელენეზე ყოველი საუბრის შემდეგ, უფრო მეტად ეფიქრებოდა ანნაზე. უკვე გაუსაძლისი ხდებოდა სურვილი მასთან მისვლის, საუბრის, ნუგეშისცემის, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა. მისულიყო და რა ეთქვა? არც ეს იცოდა. თავის გრძნობებზე საუბარს ვერ დაუწყებდა, თითქოს სანუგეშოდაც ვერაფერს მოიფიქრებდა, ამიტომ ისევ დაცდა ჯობდა. მაგრამ დიდხანს ვეღარ მოიცდიდა. „კიდევ ცოტა ხანი“ - მონოტონურად იმეორებდა გულში და მთელ სხეულში სითბო ეღვრებოდა იმის წარმოდგენაზე, რომ ნახავდა...

თავი 11.
ანნა..

ორი თვე გავიდა გეგას გარდაცვალებიდან.. გარეგნულად თითქოს უკეთესადა იყო, მაგრამ ისევ სტკიოდა.. გამოკვლევევებმა აჩვენეს, რომ პატარის მდგომარეობა უკეთესი იყო, ისევე როგორც დედის. გამოიღო შედეგი მშობლების მზრუნველობამ.. ელენესთანაც უფრო აქტიურად ურთიერთობდა, ყოველ დღე ისმენდა მისი და რატის ამბებს.. ტკივილი გაითავისა, შეეჩვია, თავიდან მიხვდა, რომ მის გარშემო დედამიწა ბრუნვას აგრძელებდა და თვითონაც უნდა აჰყოლოდა ამ ტემპს. აქამდე თუ ყოველ კვირას მიდიოდა გეგას საფლავზე, ბოლო ორი კვირაა აღარ ყოფილა. საკუთარ თავს და პატარასაც პირობა მისცა, რომ თვეში ერთხელ წავა. იქ რომ მიდიოდა, ტირილის გარეშე უკან ვერ ბრუნდებოდა, ტირილი და ნერვიულობა კი არ შეიძლებოდა.. შავები კვლავ არ გაუხდია... ბევრს ეხვეწებოდნენ ყველა რომ სხვა ფერები ჩაეცვა, მაგრამ არავის უსმენდა, სანამ ბავშვი არ დაიბადებოდა, შავებს არ გაიხდიდა. მიუხედავად ცხოვრებისკენ მობრუნებისა, თვალები მაინც საოცარი სევდით ჰქონდა სავსე, თითქმის სულ მოწყენილი დადიოდა.

- ანნა, ანნა შოკოლადის ტორტი მოგიტანე, ხომ გინდათ? _ ტორტით ხელში შევიდა ელენე მის ოთახში.
- ელე ტკბილეულის გარეშე არ მიგიღებ? _ გაუღიმა _ ყოველ მოსვლაზე რამის მოტანა არაა საჭირო.
- ქრთამია ეს, რაღაც უნდა გთხოვო _ გაუცინა.
- რა უნდა მთხოვო?
- წამომყევი რა..
- სად?
- რატის უნდა შენი გაცნობა..
- ელე..
- გთხოვ, გთხოვ, გთხოვ, მხოლოდ რატი და მისი მეგობრები იქნებიან _ გაუღიმა, დღემდე არ უთქვამს პეტრეს შესახებ.
- მალე წამოვალთ _ დათანხმდა.
- ნახევარ საათში თუ გინდა _ ლოყაზე აკოცა და კარადა გამოაღო.
- რას ჩაიცვამ?
- სარაფანი დევს მანდ და იმას.
- შეგცივდება გოგო..
- დუტს ჩავიცვამ და ჩექმებს, არ შემცივდება..
- კარგი, აი, ჩაიცვი.

სწრაფად მოემზადა, თმები შეიკრა და უკვე მზად იყო.

- წავედით?
- წავედით.
- რატი მოგვაკითხავს..
- კარგი..


პეტრე.

რატიმ რომ დაურეკა და უთხრა ელენეს ანნა მოჰყავს გასაცნობადო, პატარა ბავშვივით აფორიაქდა. ამდენი ხანი ელოდა და როგორც იქნა, ნახავდა.. როოგრ აინტერესებდა მისი რეაქცია. პეტრემ არც მისი ორსულობის შესახებ იცოდა რამე. ფიქრებშიც არ გაუვლია ეს.. გონებაში უკვე გზებს ეძებდა როგორ დაახლოვებოდა ანნას, როგორ ეპოვა მისი გულისკენ მიმავალი გზები. დათქმულ დროზე ადრე მივიდა კაფეში. თინეიჯერივით ეიფორიაში იყო.


_______________

- რატი გაიცანი ანნა _ ღიმილით წარუდგინა ელენემ.
- სასიამოვნოა _ გაუღიმა რატიმ.
- ჩემთვისაც.

მანქანაში ჩასხდნენ. მთელი გზა ჩუმად იყო ანნა, ფანჯრიდან იყურებოდა. რომ გაჩერდა, გადმოვიდა, წყვილს გაუღიმა და უკან მიჰყვა. კარები გაუღო რატიმ და კუთხეში მდგარი მაგიდისკენ წაიყვანა. შორიდანვე დალანდა ნაცნობი სილუეტი და გული რაღაც უცნაურად აუძგერდა. თან გაუკვირდა, არ ელოდა ბიჭის აქ ნახვას. გახშირებული გულისცემა ვერაფრით დაირეგულირა. იმდენად დაიბნა, ცოტა ხნით შეჩერდა კიდეც, ელენემ მიკრა ხელი და გამოაფხიზლა. ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და წინ წავიდა.

თავისთავად გაეღიმა ანნას დანახვისას, მერე დასერიოზულდა. აღარ იყო ის მხიარული გოგო ბრაიტონში რომ გაიცნო, ტლიკინა სადღაც გამქრალიყო. ახლა შავებში გამოწყობილი, სევდიანი თვალების მქონე გოგოს უყურებდა და ვერ იჯერებდა, რომ ასე შეიცვალა. როგორ მოუნდა მისი თვალები ძველებურად ანთებული ენახა, ყველაფერს გააკეთებდა, ოღონდ ისევ დაებრუნებინა მისთვის ის ბავშვური ხალისი და ბედნიერება.

- ანნა _ თითქოს ვერ გაბედა ისევ ტლიკინა დაეძახა. გოგონამ ოდნავ გაუღიმა.
- გამარჯობა პეტრე..
- ეს თორნიკეა _ წარუდგინა რატიმ ფილფანიც.
- სასიამოვნოა მშვენიერო ქალბატონო _ გაუღიმა თორნიკემ.
- ჩემთვისაც. _ მაგიდასთან მოთავსდნენ.
- ანნა, ვიზიარებ _ ნაღვლიანი ხმით უთხრა პეტრე, გოგონამ ოდნავ დაუქნია თავი და ფანჯრისკენ გაიხედა, არ უნდოდა თვალებში აბრჭყვიალებული ცრემლი დაენახა ვინმეს. _ შეიძლება გავიდეთ? _ დაბალ ხმაზე ჰკითხა. გაოცებულმა შეხედა ანნამ, მაგრამ დათანხმდა. ელენეს რაღაც უჩურჩულა და ადგა. ნელი ნაბიჯით მიჰყვა პეტრე. გარეთ გავიდნენ, სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა ანნამ და პეტრეს შეხედა. ბიჭი დუმდა, თვითონაც არ არღვევდა დუმილს და მისეირნობდნენ ასე სიჩუმეში. _ როგორ ხარ? _ იმ დროისთვის, ყველაზე სულელური კითხვა დასვა პეტრემ.
- როგორ უნდა ვიყო?
- ჰოო _ აშკარად დააბნია მისმა პასუხმა.
- შენ როგორ ხარ?
- არამიშავს. შეცვლილი ხარ.
- ისევ იმ ანნას ელოდი?
- მე ტლიკინას ველოდი.
- ტლიკინა ორი თვის წინ გაქრა..
- დაბრუნების პერსპექტივა?
- ფაქტობრივად არ არსებობს.
- არ მეგონა ასეთ დათრგუნულს თუ გნახავდი.
- არც მე მეგონა.
- მე მინდა რომ დაგეხმარო, ისევე როგორც შენ დამეხმარე, მაშინ..
- ვერ დამეხმარები პეტრე..
- ცდა ბედნის მონახევრეა.
- გეგას ვერ გააცოცხლებ.
- მართალი ხარ..
- არ გვინდა ამაზე საუბარი, მგონი ჯობს დავბრუნდეთ..
- ჰო, დავბრუნდეთ.. _ რამდენი რამის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ უთხრა.. რატომღაც მაინც უკან იხევდა, თითქოს ერიდებოდა მის დაფრთხობას. ზედმეტის თქმის ეშინოდა, სულ რომ დაეკარგა ასე? ისევ ჯობდა გაჩუმებულიყო, მაგრამ როდემდე?


ანნა..

მთელი საღამო ფიქრობდა და მაინც ვერ მიხვდა რა ემოცია გამოიწვია პეტრეს ნახვამ. ვერ იტყვის რომ დავიწყებული ჰყავდა. ახსოვდა, ძალიან კარგად, ის რამდენიმე დღე განსაკუთრებით. უსიამოვნო ფიქრებიც ამოუტივტივდა, ის დრო, ზედმეტად ბევრს რომ ფიქრობდა მასზე. ისევ არ მოეწონა ფიქრები, მუცელზე ხელები მოიხვია და შვილს ელაპარაკა. დღეები შვილზე ფიქრში გაჰყავდა, როგორი იქნებოდა, გეგას ცხვირი ექნებოდა, გეგას თვალები, გეგას ტუჩები. ენატრებოდა რაღაც საოცრად, ყოველ საღამოს ჩვევად ექცა სურათების თვალიერება. თითქოს შეეჩვია მისი წასვლით გამოწვეულ ტკივილს, ცდილობდა გაძლიერებას, თუნდაც მხოლოდ ბავშვის გამო. „გარეთ“ გაიხედა და მიხვდა, რომ ბავშის გარდა კიდევ ბევრს სჭირდებოდა, ჯერ კიდევ ჰქონდა დანიშნულება, ფუნქცია, მიზნები... ტელეფონმა დაიწრიპინა, ეკრანს ხელი გადაუსვა და უცხო ნომერს დააკვირდა.

„დარეკვისთვის გვიანია მგონი, როგორ ხარ?“
„ვინ ხარ?“
„პეტრე ვარ.“
„ზუსტად ისე ვარ, როგორც შეხვედრისას.“
„რატომ არ ცდილობ უკეთესად იყო?“
„უკეთესად რომ ვიყო, ყველაფერი უნდა დავივიწყო, მე კი ეს არ მინდა.“
„რატომ არ გინდა უფლება მისცე ვინმეს ისევ გაგაბედნიეროს?“
„მე უკვე მივეცი ამის უფლება ვიღაცას და ის მე მაბედნიერებს.“
„ვინ არის?“
„კონკრეტიზაცია მერე იყოს.“

პეტრე.

ეგონა რაღაც ჩაარტყეს ტვინში, ანნას შეტყობინება რომ წაიკითხა. „ის მე მაბედნიერებს“ - სულ თავში უტრიალებდა. როგორ აინტერესებდა ვინ იყო, ვის მისცა გაბედნიერების უფლება, ვინ წაართვა ტლიკინასთან ყოფნის შანსი. როგორმე უნდა გაეგო, ელენეს ვერ ჰკითხავდა, ბიჭებთან კი ჯერ სულ არ ულაპარაკია ანნასთან დამოკიდებულებაზე, მაგრამ აუცილებლად დაელაპარაკება. მათ უნდა იცოდნენ, დაეხმარებიან, გადაწყვეტილებას მიაღებინებენ…. ნახევარი საათის შემდეგ ყველა ერთად ისხდნენ და ელოდნენ, როდის დაიწყება პეტრე ლაპარაკს.

- მოკლედ, ცუდ დღეში ვარ.
- აღარ იტყვი რა ხდება?
- მგონი ანნა მიყვარს.
- ტლიკინა? _ გაოცებულმა იკითხა თორნიკემ. თავის ქნევით დაეთანხმა პეტრე.
- შენ არ ხარ კარგად ხომ? _ გაბრაზდა რატი. _ სამ თვეში მესამე სიყვარული ზედმეტია, თან ვისი. ანნას ახლახანს რომ დაეღუპა ქმარი არ გესმის?
- მესმის, ყველაფერი მესმის, არ ვაპირებ სახლში მივადგე და ჩემი გრძნობები საჯაროდ გამოვუცხადო, მაგრამ მინდა როგორმე გამოვიყვანო ამ მდგომარეობიდან, მინდა დავანახო რომ მეორედაც შეიძლება შეყვარება.
- კარგი, გასაგებია, შეგიყვარდა, ძნელია ასეთი გოგო არ შეგიყვარდეს, მაგრამ.. ახლა ის ვერ შეგიყვარებს პეტრე, შანსიც კი არ გაქვს ახლა, სრული სისულელეა მასთან დაახლოება სცადო და მერე გამოუცხადო, რომ გიყვარს _ შედარებით მშვიდად უხსნიდა თორნიკე.
- ვიცი! მაგრამ მართლა მიყვარს, სხვაზე ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ, მითუმეტეს რაც ვნახე, სულ მინდა მასთან ვიყო. მინდა ეს ტკივილი გადავალახინო, დავანახო რომ ცხოვრება გრძელდება, რომ არსებობს ვიღაც, ვისაც მისი ბედნიერება გააბედნიერებს.
- იცი რა? ჩვენთან წუწუნით არაფერი მოგვარდება, მაშინ ეცადე დაუახლოვდე, ეცადე დაეხმარო, ისე როგორც ის დაგეხმარა, დროთა გამავლობაშ ტკივილიც გაუნელდება, შეეჩვევა იმ აზრსაც რომ ქმარი აღარ ჰყავს და გაგიჩნდება შანსი, ახალგზარდა გოგოა, მთელ ცხოვრებას ქვრივად ხომ არ გაატარებს არა? _ რჩევებს არ იშურებდა ფილფანი.
- აღარაფერი აღარ ვიცი, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვახერხო რამე. ვეცდები ცოტა მაინც აღვადგინო კონტაქტი და დანარჩენი მე ვიცი.
- მორიგი სისულელე არ ჩაიდინო რა _ თხოვნა ისმოდა რატის ხმაში.
- სისულელის ჩადენის უფლება არ მაქვს ამ შემთხვევეაში _ გაუღიმა მეგობარს. _ ელენეს დახმარება შეიძლება დამჭირდეს.
- კარგი, ვეტყვი, მაგრამ რამდენად დაგეხმარება არ ვიცი.
- შენ უთხარი და დანარჩენს მე მოვაგვარებ ყველაფერს.
- კარგი, მაგრამ წინდახედული იყავი, გაფრთხილებ! იმ გოგოს თავისი გასაჭირიც ეყოფა.
- ყველაფერი გასაგებია, ამ რამდენიმე თვეში იმდენჯერ მოვიქეცი არასწორად, რომ კიდევ ერთი შეცდომის უფლება არ მაქვს, ყველაფერს მშვიდ, საღ გონებაზე დალაგებულად გავაკეთებ, ყოველგვარი ზედმეტი ქმედებების გარეშე.
- აი ეს უკვე ძველი პეტრეა _ გაიცინა თორნიკემ.
- ძველი პეტრე, რომელიც ანნამ დააბრუნა.
- იმედია პეტრეც დააბრუნებს ძველ ანნას.
- იმედია..

მეორე დღეს ელენეს შეხვდა. სიტუაცია დაწვრილებით აუხსნა. ჯერ გაკვირვებული უყუებდა გოგონა, შემდეგ გაეღიმა, მზერა დაუთბა, მეგობრულად მოუთათუნა პეტრეს ზურგზე ხელი, მესმის შენიო დაამშვიდა. ისიც აუხსნა მარტივი რომ არ იქნებოდა ანნასთან დაახლოება, მაგრამ უნდოდა დახმარებოდა. ელენე ხვდებოდა მის მეგობარს აუცილებლად დაეხმარებოდა კინგ-კონგი. ეს ხომ ის ადამიანი იყო, ვისზეც აღფრთოვანებით საუბრობდა გეგას სიცოცხლეშიც კი, იმდენად აღფრთოვანებით, რომ ელენეს რაღაც ეჭვები გაუჩინა. არაფერი უთქვამს ანნას ორსულობაზე, უკეთესი იქნებოდა თვითონ ეთქვა, თუ საჭიროდ ჩათვლიდა. შეთანხმდნენ, რამდენჯერმე „შემთხვევით“ უნდა შეხვედროდნენ, რამდენჯერმე დაგეგმილად და მერე რამეს მოახერხებდნენ.

თინეიჯერივით აჟიტირებული იყო, ელენეც რომ ეხმარებოდა, მითუმეტეს. მთელი დღე აწყობდა გეგმებს სად და როგორ მოეწყო შეხვედრა. საუკეთესო ვარიანტი მაინც პარკში შეხვედრა იყო. ელენესგან გაიგო, რომ ხშირად სეირნობდნენ იქ, ჰოდა ნახავს, ვითომ შემთხვევით, გამოელაპარაკება, ერთხელ, ორჯერ, იქნებ ისევ გამონახონ საერთო ენა, როგორც მაშინ..

-----------------

ელენეს ალბათ, იმ დროისთვის ყველაზე მეტად უხაროდა ეს ამბავი. საოცრად ბედნიერი იყო იმით, რომ პეტრეს ანნა უყვარდა. თვითონაც კარგად ხვდებოდა რამდენი წვალება მოუწევდა ანნასაც რომ იგივე ეთქვა, მაგრამ დარწმუნებული იყო, კინგ-კონგი ფარ-ხმალს არ დაყრიდა. არ იცოდა რამდენი ხნის შემდეგ, მაგრამ ანნასაც აუცილებლად გაუჩნდებოდა გრძნობები. თუმცა თავის შესაკავებელი მიზეზებიც ბევრი ჰქონდა, გეგა ახლახანს გარდაიცვალა და სხვასთან ურთიერთობას ნამდვილად არ წამოიწყებდა, ამას ემატებოდა პატარის არსებობა, რაც ართულებდა ყველაფერს. იმედი ჰქონდა პეტრე არ წავიდოდა, როცა ბავშვის შესახებ გაიგებდა.

შეხვედრა რამდენიმე დღეში დათქვეს. მეორე დილითვე რომ შეხვედროდნენ, ცოტა საეჭვო იქნებოდა, ამიტომ კვლავ მოცდა მოუწიათ. რატის დიდად არ მოწონდა მათი გეგმები, მაგრამ ჩუმად იყო, აი თორნიკე კი, აქტიურად მონაწილეობდა „შეთქმულებაში.“


ანნა...

მესამე თვეც დაიწყო გეგას გარეშე, დრო სვლას განაგრძობდა, ანნა ცხოვრებას.. უკვე ყველაფერი რიგზე იყო, აღარც პატარას სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე.. ისევ აგრძელებდა თავის მოვლას, პარკში სეირნობას.. იმ დღეს, დილით ელენესთან ერთად წავიდა სასეირნოდ. მერე მისმა ტელეფონმა დარეკა, რატი ყოფილა, სულ ძალით გააგდო შესახვედრად, მე არაფერი მომივაო და მარტომ გააგრძელა გზა. დაიღალა, იქვე სკამზე ჩამოჯდა და თავის წინ მოთამაშე პატარებს გახედა. სულ მალე თავისი პატარაც ასე ითამაშებს, რა ბედნიერებაა.. ალბათ ქალისთვის ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა გრძნობ, რომ შენში კიდევ ერთი სიცოცხლე იზრდება, მისი გული შენს სხეულში ფეთქავს, შენ ხარ მისი სიცოცხლის გარანტია, შენით სუნთქავს, შენით იკვებება, შენ და მხოლოდ შენ სჭირდები არსებობისთვის.. უბრალო ბედნიერებაზე ბევრად მეტია ეს ყველაფერი. ფიქრებით იყო გატაცებული, სუნამოს მძაფრმა სუნმა რომ შეაწუხა, კინაღამ იქვე გახდა ცუდად. არადა სუნამოები თვითონაც უყვარდა, მაგრამ ახლა რატომღაც აღარ სიამოვნებდა, სახლშიც ყველას აუკრძალა. ცხვირი შეჭმუხნა და თვალები გააპარა გვერდით მჯდომისკენ.

- საღამო მშვიდობის _ უღიმოდა პეტრე.
- გამარჯობა _ სუნთქვაშეკრულმა ჩაილაპარაკა, ეცადა პირით ესუნთქა, ასე ნაკლებად აღიქმებოდა სუნამოს სურნელი. სიმართლე რომ ეთქვა, არ ელოდა, ვერ წარმოიდგენდა თუ ნახავდა.
- მარტო სეირნობ?
- ელენეც აქ იყო, ცოტა ხნის წინ წავიდა.
- მე რომ გაგიწიო მეწყვილეობა რას იტყვი?
- ვერაფერს, იმიტომ რომ ჩემი წასვლის დროა.
- ცოტა ხანიც რომ მოიცადო?
- ცივა.. _ პეტრემ ქურთუკის შეხსნა დაიწყო. _ ამიტომ არ მითქვამს, უნდა წავიდე.
- თუ დარჩები ცხელ შოკოლადზე დაგპატიჟებ _ გაუღიმა.. დარჩენა არ უნდოდა, ან იქნებ უნდოდა კიდეც? თუმცა ცხელი შოკოლადი რომ საოცრად მოუნდა, მიხვდა. ცოტა ხნით კიდევ იყოყმანა და ბოლოს დათანხმდა. ნელი ნაბიჯით გაუყვნენ გზას, ჩუმად იყვნენ. პეტრე პირველ გამარჯვებას ზეიმობდა, ანნა კი გაურკვეველი ემოციით სავსე მიაბიჯებდა.
შეკვეთა მიუტანეს, ფინჯანს ხელები მოჰხვია გოგომ და სურნელი შეისუნთქა, ესიამოვნა, ოდნავ გაეღიმა. მისმა ღიმილმა პეტრესაც ღიმილი მოჰგვარა.

- ბრაიტონში შენ არ ჩუმდებოდი, ახლა კი ხმას არ იღებ _ თითქოს დანანებით ჩაილაპარაკა.
- ბრაიტონში ლაღი, ბედნიერი ანნა ვიყავი, ახლა აღარ ვარ.
- მაშინ ტლიკინა იყავი, ახლა ანნა ხარ.
- მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა..
- მეგონა, ვერანაირი ცვლილება ვერ მოახდენდა შენზე გავლენას.
- როგორ ჩანს, შეცდი, ზედმეტად დიდი გავლენა მოახდინა, თუმცა ეს უბრალოდ ცვლილება არაა.
- მართალი ხარ.. და მაინც, ისეთი პოზიტივი ცხოვრობდა შენში, ვფიქრობდი რომ ნებისმიერ დაბრკოლებას დაგაძლევინებდა.
- ჯერ ისევ ცოცხალი ვარ, ეს უკვე წარმატებაა. სახლიდან გამოვედი, ესეც მეორე წარმატება, აღარ ვტირი, ესეც მესამე, ჩემი პოზიტივი ისევ ჩემში ცოცხლობს.
- მიხარია, შენ მასწავლე რომ არ უნდა დავნებდე, არ უნდა გავექცე პრობლემებს, პირიქით, უნდა შევეწინააღმდეგო და გადავლახო, მიუხედავად ყველაფრისა ბედნიერი ვიყო, ახლა მე მინდა რომ გაგიმეორო იგივე. _ ოდნავ გაუღიმა ანნამ. _ იცი, როგორც კი ჩამოვედი მაშინვე სვანეთში წავედი, რჩევა გავითვალისწინე, მართლა მიშველა, საოცრად.
- ჰო, გიშველა, ისე გიშველა ოჯახის შექმნაც კი გარისკე. რატომ ზიხარ ახლა ჩემთან ერთად, მაშინ როცა შენს მეუღლესთან უნდა იყო? _ მაინც ვერ გააჩერა ენა, იმდენად აინტერესებდა.
- მეუღლე აღარ მყავს, მორიგი შეცდომა იყო ჩემი საქციელი.
- დაუფიქრებლად მოქმედებას კარგი არაფერი მოაქვს.
- ამაში უკვე ბევრჯერ დავრწმუნდი, მეტჯერ აღარ გავრისკავ.
- უმჯობესი იქნება.
- შენც უნდა სცადო თავიდან.
- ჩემთვის არ უღალატიათ პეტრე, მე უბრალოდ დავკარგე, ამ შემთხვევაში თავიდან დაწყება ძალიან რთულია, დავიწყება კი შეუძლებელი.
- ალბათ მართალი ხარ..
- ახლა მართლა უნდა წავიდე.
- გაგაცილებ.
- ნუ შეწუხდები.
- არ შევწუხდები.
- კარგი _ სახლამდეც ჩუმად იყვნენ. სადარბაზომდე მიაცილა, ლოყაზე მსუბუქი კოცნით დაემშვიდობა. _ მადლობა შოკოლადისთვის _ სულ ოდნავ გაუღიმა ანნამ.
- მადლობა რომ დამთანხმდი _ ფართოდ გაუღიმა პეტრემ და ანიშნა ადიო.

ნელი ნაბიჯებით აუყვა კიბეებს. ჯერ კიდევ იმას აანალიზებდა რაც მოხდა. მაინც ვერ გაეგო რა ემართებოდა მისი დანახვისას. ღრმად ამოისუნთქა და სახლის კარები შეაღო. დავბრუნდიო, ოდნავ მაღალი ტონით გამოაცხადა და ოთახში შევიდა.

თავი 12,
პეტრე..

ბედნიერი იყო იმით, რომ ნახა. მითუმეტეს, რომ გაჰყვა, არ გაექცა. საკუთარ შანსად ჩათვალა. ღიმილიც წინსვლა იყო, თუმცა თვალები ძველებურად, სევდით ჰქონდა სავსე. „მე უბრდალოდ დავკარგე, ამ შემთხვევაში თავიდან დაწყება ძალიან რთულია, დავიწყება კი შეუძლებელი.“ - გონებაში სულ მისი სიტყვები უტრიალებდა. თვითონაც მშვენივრად იცოდა დავიწყების შანსი რომ არ არსებობდა. ანნას სულ ემახსოვრებოდა გეგა, მაგრამ უნდა მოეხერხებინა საკუთარი ადგილი მოეპოვებინა მის ცხოვრებაში. ხომ შეიძლებოდა მეორედაც შეყვარებოდა, ჰოდა მეორე სიყვარული აუცილებლად თვითონ იქნებოდა. ახლა კი უბრალოდ ურთიერთობის დათბობას ეცდებოდა, ჯერ მეტი ამბიციები არ უნდა ჰქონოდა. ღიმილით იხსენებდა ტლიკინას და ისევ მის დაბრუნებაზე ოცნებობდა.


ანნა...

არავისთვის არაფერი უთქვამს, არც ელენესთვის. დილით კაკაო მოუნდა, ძალიან, არადა არასდროს მოწონდა, რძე ეზიზღებოდა, მაგრამ ახლა ისე უნდოდა, არც კი დაფიქრებულა, მოიმზადა და გემრიელადაც მიირთვა.
ტელეფონი ამღერდა, ეკრანს თითი გადაუსვა და ყურზე მიიდო, იქიდან ნაცნობი ხმა მოესმა. გული კვლავ აუძგერდა და გაბრაზდა საკუთარ რეაქციაზე. ნერწყვი ჩაყლაპა, ხმა დაიწმინდა და ცოტა უფრო გარკვევით გამოთქვა:

- გისმენთ.
- ანნა, პეტრე ვარ..
- ჰო, გისმენ..
- მოსაკითხად დაგირეკე..
- არამიშავს, შენ როგორ ხარ?
- მეც ასე.. _ ენა წინ უსწრებდა, უნდოდა სადმე დაეპატიჟებინა, მაგრამ მოახერხა და თავი შეიკავა. _ კარგი, აღარ შეგაწუხებ.
- ნახვამდის _ ტელეფონი გათიშა. კინაღამ უთხრა არ მაწუხებო. პეტრეზე ფიქრებს სულ თავს არიდებდა, აშინებდა აჩქარებული გულისცემის შეგრძნება, ძალიან აშინებდა.


ერთი კვირა ისე გავიდა, პეტრეს აღარსად შეხვედრია. მაგრამ დღე არ გასულა, რომ ბიჭს არ მოეკითხა, ხან შეტყობინებებით, ხან ზარებით, ყოველდღიურად ეხმიანებოდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ უპასუხოდ ვერ ტოვებდა ანნა, თითები თვითონ გაურბოდნენ საპასუხოდ.. კვლავ აშინებდა ვერდამორჩილებული თითები და აკანკალებული ხმა.. ვერ ხვდებოდა რა იყო ეს, კარგი ნაცნობობა, მეგობრობა თუ...

საღამოს ელენე იყო მისული. ბევრი ელაპარაკა, აჟიტირებული იყო რატის საჩუქრებით. მერე საფირმო ღიმილით შეხედა და ანნასაც გაეღიმა, მიხვდა, რაღაც თხოვნა ჰქონდა.

- მთხოვე, გისმენ..
- აუ რა მაგარი გოგო ხარ _ გაუცინა.. _ მაგრამ უარი არ მითხრა და უფრო მაგარი იქნები..
- რა გინდა?
- მოკლედ, რატის აქვს დაბადების დღე ხვალ, აპირებს წყნეთში წასვლას აღსანიშნავად, შენც დაგპატიჟა და ხომ წამოხვალ?
- ელე..
- გთხოვ რა, ვიცი, მესმის, მაგრამ ასე ჩაკეტილი ვერ იცხოვრებ ანნა, ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა ხარ ამისთვის..
- ელე აქ რომ იხდიდეს, არ გაწყენინებდი, წამოვიდოდი, მაგრამ წყნეთში, ღამითაც იქ უნდა დარჩეთ ალბათ და არ მინდა.. არ შემეფერება..
- ანნა ნუ გადამრიე, რა არ შეგეფერება, ცუდს ხომ არაფერს აკეთებ, უბრალოდ მეგობრის დაბადების დღეზე წახვალ, ამის გამო არავინ გაგკიცხავს ანნა.. პირიქით, ყველას უნდა რომ ის ძველი ანნა დაბრუნდეს..
- არ ვიცი ელე, გეხვეწები ნუ ჩამაცივდები რა..
- კარგი _ გაბუტულმა ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა. ანნას დედას გვერდით ჩამოუჯდა და ბუტბუტი დაიწყპ.. კარგად იცოდა ასეთ დროს მასზე მეტად ვერავინ დაეხმარებოდა. ქალს გაეღიმა და შვილის ოთახისკენ წავიდნენ ორივე.
- დე _ დაბალი ტონით დაიწყო ქალმა.
- აუ დე მოსყიდული ხარ ახლა შენ..
- ანნა, ელენე მართალია, შენც ხომ იცი, მთელი ცხოვრება ასე ვერ იქნები, უბრალოდ ვერ შეძლებ..
- თქვენ არაფერი გესმით _ თვალები ცრემლებით აევსო.
- მესმის ანნა, ყველაფერი მესმის ჩემო პატარა, მაგრამ გეგას არ მოეწონებოდა ასეთი ანნას ნახვა, გეგას ის მხიარული ბავშვი უყვარდა..
- თქვენც ხომ იცით რომ გეგას ანნა აღარ დაბრუნდება, თავისი წილი ანნა წაიყვანა გეგამ _ ამოისრუტუნა..
- ის ანნა შეიძლება ვეღარ დაბრუნდეს, მაგრამ სხვა ანნა ხომ უნდა გაჩნდეს დე? ახლა რომ არავინ ხარ ხომ ხვდები, ყველას ჩამოშორდი, ელენეს გარდა აღარავის ნახულობ, მხოლოდ პატარას გამო სეირნობ, არ შეიძლება დე ასე..
- კარგი, წავალ _ ამოისუნთქა და ცრემლები მოიწმინდა. _ მაგრამ არც კი ეცადოთ რომ ხვალისთვის ტანსაცმლის ფერი შემაცვლევინოთ..
- კარგი, რაც გინდა ის ჩაიცვი _ გახარებული ჩაეხუტა ელენე.
- კარგი..
- ხვალ შუადღისთვის მოვა..
- დილით გამომყევი, საჩუქარს ვუყიდი სასიძოს _ გაუღიმა.
- აბა რას ვიზამ..

ელენე რომ გააცილა, კარადიდან ტანსაცმელი გადმოიღო, კვლავ შავი სარაფანი მოიმზადა და იქვე სკამზე მიაფინა აკურატულად. თავისუფალი, მოშვებული სტილი უნდა მოერგო, მუცელი უკვე ასე თუ ისე ეტყობოდა, მაგრამ ერიდებოდა ზედმეტად მოტკეცილი ტანსაცმლის ჩაცმას. ლოგინში რომ დაწვა, მხოლოდ მაშინ დაფიქრდა მომდევნო დღეზე. იმდენი უცხო ხალხი იქნებოდა, ნაცნობებიც... პეტრე! უსიამოვნოდ გაკრა გულში, რომ დღე მასთან ერთად უნდა გაეტარებინა, კვლავ ვერაფერი მოუხერხა გულისცემას და ამის შეეშინდა.. მაგრამ ელენეს პირისპირ ვერაფერს გახდებოდა ადამიანი.. „დღეს არ მოუწერია პეტრეს“ - აი ისევ მასზე იფიქრა.. ვერაფრით მოახერხა, რომ არ ეფიქრა. უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები და მუცელს მიეფერა.


პეტრე..

წინასწარ განსაზღვრეს მგზავრობის საკითხიც, პეტრე და ანნა წინ ისხდებოდნენ, დანარჩენები უკან.. აღფრთოვანებული იყო იმ ფაქტით, რომ ტლიკინაც მიდიოდა. ბავშვურად უხაროდა მის შეტყობინებებს რომ პასუხობდა, ტელეფონზეც რომ ელაპარაკებოდა. თითქოს აღარ გაურბოდა.. არც ის იცოდა შეცვლიდა თუ არა ეს ორი დღე რამე, ზედმეტი იმედები არ ჰქონდა.. იცოდა რა იქნებოდა მოსალოდნელი, ანნა არ იყო ასეთი.. ხვდებოდა ასე მალე რომ ვერ შეძლებდა სხვასთან რაიმე ურთიერთობის ქონას.. მაგრამ კვლავ ფიქრობდა, ცდას არაფერი ედგა წინ, ჰოდა ცდილობდა.. მისი ხმის გაგონებისას სასიამოვნო გრძნობა ეუფლებოდა, თვალები უშტერდებოდა მისი დანახვისას.. ახლა მიხვდა რა იყო ნამდვილი სიყვარული.. ლიაკო? ლიაკო უყვარდა მაშინ, ისე, მაგრამ ასეთი რამ არ უგრძვნია. ყველაფერს აკეთებდა მისი ბედნიერებისთვის, მისი ღიმილი ახალისებდა, მაგრამ ასე არ იყო.. ახლა გრძნობდა რომ მთების გადადგამაც კი შეეძლო ანნას გამო. ანნას გამო გაუმკლავდებოდა ყველაფერს, ანნას გამო შეეჭიდებოდა წარსულს, ანნას გამო ცხოვრების ბოლომდეც კი დაიცდიდა.. უყვარდა და ვერაფერს ცვლიდა, მაგრამ შეცვლის სურვილი არც ჰქონდა.


ანნა...

სასიძოს საათი უყიდა, მთელი დილა იარეს ამის გამო.. მოწესრიგდა, თმები უბრალოდ აიწია, ჩანთაში საჭირო ნივთები ჩაალაგა და ელენეს ზარს დაელოდა. ეზოში ჩასულმა ბიჭები გადაკოცნა, მოიკითხა, რატის საჩუქარი გადასცა.

- შენ როგორც საპატიო სტუმარი წინ დაბრძანდი _ გაუღიმა რატიმ და კარები გაუღო. მორცხვად დაჯდა ანნა და უკვე საჭესთან მოკალათებულ პეტრეს გადახედა. ბიჭი თბილი მზერით შესცქეროდა და უღიმოდა.

წყნეთში ისე ავიდნენ, არც პეტრეს და არც ანნას ხმა არ ამოუღიათ. ნიჟარაძე ჯიუტად მხოლოდ ფანჯარაში იხედებოდა, პირველი გზას უყურებდა, მაგრამ თვალები მაინც მისკენ გაურბოდა. სახლში სიმშვიდე იყო, სტუმრებს მოგვიანებით ელოდნენ. ელენემ დიასახლისობა ითავა.

- მოგეხმარები _ სამზარეულოსკენ მიჰყვა ანნაც. ყველაფერი მზად იყო, სუფრა საჭიროებდა გაშლას. გოგონებიც აქეთ-იქით დადიოდნენ, თეფშები, ჭიქები, საჭმელები..

პეტრეც ყურადღების გარეშე არ ტოვებდა არც ერთ გამოსვლას, თვალს აყოლებდა, თავისთვის ჩუმად იღიმოდა, ბიჭების ეშმაკურ სიცილსაც არ აქცევდა ყურადღებას, ხელის აქნევით და ფრუტუნით პასუხობდა.

საღამოს სტუმრებიც მივიდნენ, ახალგაზრდობა შეიკრიბა, საკმაოდ ბევრნი იყვნენ და ანნა ცოტა უხერხულად გრძნობდა თავს. ხალხში ყოფნისას უხერხულობა არასდროს უგრძვნია აქამდე, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო. მორცხვი ღიმილი აეკრა სახეზე და თავისთვის ჩუმად იჯდა სავარძელში ბუხრის წინ. ყველა მოგონება ერთად გროვდებოდა გონებაში, ქრონოლოგიურად მისდევდა ერთმანეთს, გეგას გაცნობიდან მის სიკვდილამდე... ბრაიტონში და გეგას სიკვდილის შემდეგ.. დალაგებული ფიქრები ისევ ირეოდნენ და ასე გრძელდებოდა, სანამ ვიღაცის ხმამ არ გამოაფხიზლა..

- შენ არ გიცნობ _ უღიმოდა უცხო..
- არც მე _ მშვიდად უპასუხა..
- ვასკა..
- ანნა..
- ლამაზი სახელი გაქვს, რატომ ხარ განცალკევებით?
- მადლობა, აქ უკეთესად ვარ..
- იქაც კარგად იქნები, გამხიარულდები..
- მართლა არ მინდა..
- მე რომ შენი უკეთ გაცნობა მინდა..
- უკაცრავად, მაგრამ მე არ მინდა..
- ძალიან რომ გთხოვოთ?
- აზრი არ აქვს..
- კიდევ უფრო ძალიან?
- მგონი აწუხებ ანნას _ პეტრეს მშვიდი ტონი გაისმა.
- მე ასე ვერ ვიტყოდი _ გაუღიმა ვასკამ.
- მარტო ყოფნა უნდა ხელს უშლი..
- მეტყოდა თვითონაც როგორმე.
- გითხრა და ვერ გაიგე..
- კარგი დაგტოვებთ, როგორც ჩანს რაღაც სხვა ხდება აქ _ ღიმილით გაეცალა ვასკა.
- მადლობა _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა ანნამ.
- შეგაწუხა?
- არა.
- მარტო რატომ ხარ?
- ასე მირჩევნია.
- ანნა უნდა ეცადო ხალხთან კონტაქტს, ცოტა გამხიარულდე.
- ეგ ყველაფერი უკვე ზეპირად ვიცი პეტრე, ყველა ამას მიმეორებს, მაგრამ რა ვქნა.
- ყველას უნდა დაუჯერო _ გაუღიმა.
- ვცდილობ, აქ წამოსვლაც ამის შედეგია..
- გარეთ გავალ, ჩახუთულობაა _ კარებისკენ წავიდა. პეტრეც უკან მიჰყვა.

ეზოში, ჰამაკში ჩამოსხდნენ. ისევ ნაცნობი, უხერხული დუმილი იყო. ანნა ცას შეჰყურებდა, პეტრე ანნას. გოგონაც გრძნობდა დაჟინებულ მზერას, მაგრამ მისკენ არ იხედებოდა. აწუხებდა, აკომპლექსებდა მისი მზერა. ელენეზეც ბრაზობდა, საერთოდ რატომ წამოიყვანა. ქარმა დაუბერა და შესცივდა. მკლავებზე ხელები მოისვა და მოიბუზა. მოსაცმელი გაიხადა პეტრემ და მოაფარა.

- მადლობა, მაგრამ შევალ და გავთბები.
- გქონდეს _ გაუღიმა.. ისევ არ ესიამოვნა სუნამოს მძაფრი სურნელი... _ ანნა..
- გისმენ..
- რაღაც მინდა რომ გითხრა _ თითქოს იმ რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლმა გამბედაობა შემატა.
- გისმენ _ დაიძაბა ანნა..
- არ ვიცი რა რეაქცია გექნება, მაგრამ მე მაინც უნდა გითხრა.. არ ვიცი გეგას ისევ გიყვარს თუ არა, ალბათ, თავისთავად გეყვარება, მაგრამ ვეღარ მოვითმენ რომ არ გითხრა _ ანნა კი უფრო და უფრო იძაბებოდა.. _ გულგრილი არ ვარ შენ მიმართ ანნა. _ ხელები მომუშტა გოგონამ, აჩქარებული გულისცემა ვერ დაირეგულირა, სახეზე აწითლდა, ჟრუანტელმა დაუარა.. _ ანნა, მისმენ?
- უკეთესი იქნებოდა არ მომესმინა..
- უნდა მეთქვა, მაპატიე.. _ ჩუმად ჩაილაპარაკა.
- ასე არ შეიძლება პეტრე.. შენ ვერც კი ხვდები რა მითხარი..
- ვხვდები, ძალიან კარგად, გითხარი რომ შენთან მინდა ყოფნა..
- შეუძლებელია..
- გეგას გამო? გასაგებია, მე დაგელოდები ანნა, მთელი ცხოვრება ასე ვერ იქნები, დაგელოდები როდის გაგინელდება ტკივილი, როდის შეეგუები გეგას გარეშე ცხოვრებას..
- შენ არაფერი გესმის _ ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე.
- მე ყველაფერს გაგიგებ _ ცრემლი ცერაა თითით მოწმინდა და აცახცახებულ მხრებზე ჩამოუსვა ხელი.
- ვერ გაიგებ..
- ანნა, მე გეუბნები რომ მზად ვარ ნებისმიერი დაბრკოლება გადავლახო, შენ კი ჯიუტად მიმეორებ ვერ გაიგებო.
- უნდა დაივიწყო ყველაფერი, რაც კი ჩემთან გაკავშირებს..
- ვერ დავივიწყებ, ინგლისს ვერ დავივიწყებ, ვერ ელენეს დავაიგნორებ, ჩემს გრძნობებს მითუმეტეს..
- ასე არ შეიძლება _ განერვიულებული წამოხტა ფეხზე.
- რატომ? ხომ უნდა გქონდეს რამე მიზეზი? გეუბნები რომ დაგელოდები..
- მიზეზი მაქვს!
- რა მიზეზი რა? _ ოდნავ აუწია ტონსაც პეტრემ. ანნა გაჩუმდა. ვერ გადაეწყვიტა რა ექნა, ეთქვა თუ არა პეტრესთვის.. იქნებ ასე უფრო მოეხერხებინა თავის დანებება, ადვილი სულაც არ იქნებოდა შვილიანი ქალის სიყვარულის.
- ორსულად ვარ _ ღრმად ამოისუნთქა..
- რა თქვი?
- ჰო, მალე შვილი მეყოლება, ჩემი და გეგას შვილი _ თვალები მისი მუცლისკენ გაექცა პეტრეს, გაკვირვებულმა შეხედა სახეზე.
- და ესაა მიზეზი? _ გაეღიმა.
- არ არის საკმარისი?
- და შენი აზრით ამ მიზეზს შეუძლიია ჩემი გრძნობების გაუფერულება?
- მგონი ვერ გაიაზრე რა გითხარი..
- მივხვდი, კარგად მესმის, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა, რატომ არ გესმის.. მითუმეტეს თუ ასეა, ბავშვს მამა სჭირდება, მარტოხელა დედობა გაგიჭირდება..
- და რას მთავაზობ? არ ხარ ხომ ნორმალური? ბავშვს მამა ჰყავს, მისი მამა გეგაა.
- არაფერს გთავაზობ ჯერ, გარდა იმისა რომ არ გამექცე, არ დამემალო..
- ამის შემდეგ ალბათ შეუძლებელი იქნება..
- ანნა გთხოვ, უბრალოდ მომეცი საშუალება თქვენს გვერდით ვიყო, ნუთუ ასე ძნელია?
- ძნელია, ძნელია _ აქამდე შეკავებული ცრემლები ერთბაშად ჩამოგორდა ლოყებზე.
- არ იტირო რა _ ისევ მოწმინდა ცრემლები, მისი სახე ხელებში ჰქონდა მოქცეული, ნელა მიიწია მისკენ, შუბლზე მსუბუქად აკოცა და მოშორდა. _ შევალ მე, აღარ შეგაწუხებ, შემოდი შენც, არ შეგცივდეთ _ მზრუნველი ტონით ჩაილაპარაკა, სახლისკენ წავიდა და ეზოში გახევებული დატოვა ანნა..

თავი 13.

პეტრე..

კარგად ხვდებოდა რაც გააკეთა, ისიც იცოდა კიდევ უფრო რომ გაუჭირდებოდა ანნას გულის მოგება. ადვილი არ იქნებოდა მისი სიყვარულის მოპოვება, მაგრამ არ გაჩერდებოდა.. ვერ შეაშინებდა ის პატარა არსება, პირიქით, კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევდა.. რთული იქნებოდა პეტრესთვისაც, რაც არ უნდა ყოფილიყო, სხვისი შვილი იყო.. წინააღმდეგობაც შეიძლება შეხვედროდა გეგას მშობლების მხრიდან.. ესმოდა ეს ყოველივე, მაგრამ მაინც ჯიუტად მიილტვოდა ანნასკენ.. ვერ დათმობდა, არ შეეძლო.. ეშინოდა რომ იჩქარა, ზედმეტად იჩქარა და შეიძლება შეაშინა კიდეც, მაგრამ ანნას თვალებში გაჩენილი სხივი, სხეულის თრთოლა და აშკარად შესამჩნევი ჟრუანტელი იმედს აძლევდა. ისიც საკმარისი იყო თავი არ აერიდებინა, არ დამალვოდა და დანარჩენი უკვე მოგვარებადი იქნებოდა. შორიდან უმზერდა ბუხართან მჯდომ, შესამჩნევად არეულ ანნას და ეღიმებოდა.

ანნა...

სრული ქაოსი იყო ფიქრებში.. პეტრეს სიტყვებს იხსენებდა, დიალოგის ყველა წვრილმანს, ყველა ამოსუნთქვას, ვეღარ გაეგო.. როგორ მოხდა, როდის ან რატომ.. რატომ უნდა შეყვარებოდა ახალგაზრდა, თავისუფალ ბიჭს ქვრივი და თან ორსული გოგო.. სულელური ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია, შეუყვარდა და მორჩა.. ასე ადვილად არ შეეშვებოდა, მაინც ეცდებოდა თავისი გაეტანა.. ანნას კი არ უნდოდა, რატომ არ უნდოდა ეს სხვა საკითხია.. აშინებდა ყველაფერი, საზოგადოების, ოჯახის რეაქცია, მეგობრები, პეტრეც კი თავისი გრძნობებით.. ვერ გარკვეულიყო საკუთარ ფიქრებში.. მასზე ფიქრისას ყოველთვის უჩვეულო ემოციებში გამოიჭერდა ხოლმე თავს და ეს აშინებდა.. ასეთ გაურკვევლობაში აქამდე არასდროს ყოფილა, იმდენად დააბნია მისმა სიტყვებმა.. ისე სჭირდებოდა ემოციებისგან დაცლა, ნეტავ შესძლებოდა და მთელი გულით ატირდებოდა..
ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მეგობარს და ჩუმად ელაპარაკა.

- ელენე..
- რა ხდება ანნა?
- ცოტა დავიღალე, იქნებ მითხრა სად ვიძინებთ, წამოვწვები.
- წამო, გაჩვენებ _ გაუღიმა და წამოდგა.
- მე ვაჩვენებ ელენე _ პეტრეს მშვიდი ტონი გაისმა.
- გაჩვენებს _ დაემოწმა ელენეც და გაუღიმა.

ნელი ნაბიჯებით გაჰყვა პეტრეს, უხერხულად აწურული მხრებით, თავჩაღუნული, უხმოდ შევიდა ოთახში, ბიჭიც მიჰყვა. თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა.

- ანნა მისმინე, არ მინდა თავი უხერხულად იგრძნო იმ ყველაფრის გამო, რაც ცოტა ხნის წინ გითხარი.. თუ გინდა ჩათვალე, რომ არაფერი მომხდარა.. უბრალოდ არ მინდა ასე იყო, დაბნეული, არეული..
- გასაგებია, უბრალოდ რაღაცების გაანალიზება მჭირდება, ცოტა ფიქრი და იმედი მაქვს უკეთესად ვიქნები..
- კარგი, როგორც საჭიროდ ჩათვლი, მაგრამ არ მინდა ამ ყველაფრის გამო ცუდად იყო..
- კარგი..
- დაისვენეთ _ გაუღიმა და მარტო დატოვა.

როგორ გინდა არეული არ იყოს, როგორ უნდა დალაგდეს. ჯერ იყო და საკუთარ თავში გარკვევა უჭირდა, ახლა კიდევ ეს.. მართალია პეტრემ სთხოვა ნუ დამემალებიო, მაგრამ გამოსავლად მხოლოდ დამალვა ესახება. ცოტა ხნით უნდა მოშორდეს მასაც, ამ სიტუაციასაც, ფიქრებსაც, ცოტა ხნით ჩაიკეტება და გაერკვევა.

------------------

ქალაქში დაბრუნდნენ თუ არა, ანნა ისევ ოთახში შეიკეტა. ისევ არავის ნახულობდა, ისევ უარესობისკენ შეიცვალა ყველაფერი. ორი კვირა გავიდა ასე.. ყველას და ყველაფერს არიდებდა თავს.. პეტრე კი ელოდა, რამდენიმე დღეს არაფრად თვლიდა, ფიქრი სჭირდებაო, მაგრამ კვირა გავიდა და კვლავ არ გამოჩნდა.. მეორე კვირის ათვლაც დაიწყო და სიახლე ისევ არ ჩანდა. ელენეს ელაპარაკა და სიმართლეც გაიგო.. ბევრი იფიქრა, ყველა ვარიანტი განიხილა და გამოსავლად მაინც ეს ეჩვენა.

------------------

ანნა..

ოთახში იყო წამოწოლილი და გემრიელად მიირთმევდა შოკოლადს, კარები რომ შეაღეს. შემწუხებელს შეხედა და სუნთქვა შეეკრა.

- აქ რა გინდა?
- ჩაალაგე მივდივართ.
- სად მივდივართ?
- ჩაალაგე.
- ხომ არ გაგიჟდი? არსადაც არ წამოვალ..
- ან ნებითა შენითა, ან ძალითა ჩემითა.. თუ ტანსაცმლის გარეშე წამოსვლა არ გინდა, ჩაალაგე, თუ არადა არ გამიჭირდება შენი წაყვანა.
- არ ხარ ნორმალური, სახლში მივარდები, წასვლას მთხოვ.. არსად არ წამოვალ, წადი სანამ ჩემები მოვლენ..
- შენები სახლში დამხვდნენ, ასე რომ გამოსავალი ვერ იპოვე _ გაუღიმა და მშვიდი ნაბიჯით დაიძრა მისკენ..
- პეტრე წადიი.
- არ წავალ _ თვალები ეშმაკურად უელავდა, ფრთხილად, მოხერხებულად მოჰკიდა ხელი და აიყვანა..
- პეტრემ პეტრე დამსვი, ახლავე დამსვი..
- ნუ ფართხალებ ძალიან გთხოვ, სულაც არ მინდა დამივარდე და პატარას რამე მოუვიდეს.. _ იცოდა, როგორც უნდა დაეწყნარებინა. პატარა ახსენა თუ არა, მაშინვე შეწყვიტა მოძრაობა ანნამ და გაიბუსხა. მანქანასთან მივიდნენ _ გაფრთხილებ, არც კი ეცადო რომ გადახვიდე, აზრი არ აქვს _ თვითონვე ჩასვა, შუბლზე კოცნა დაუტოვა და საჭესთან მოთავსდა.
- ვერ ვხვდები რას აკეთებ _ შეუბღვირა.
- ჯერ არაა საჭირო რომ მიხვდე.
- წამოსვლა არ მინდა..
- ვიცი, მაგრამ ჩვენ გვინდა.
- შეიძლება გავიგო ეს თქვენ ვინ ხართ?
- მე და პატარა ქალბატონი, ან ბატონი _ მშვიდად გაუღიმა. წამიერად დააბნია ანნა მისმა პასუხმა.
- ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობ.
- ანნა მისმინე, მე გთხოვე ნუ დამემალები-მეთქი, შენ კი რა გააკეთე, დაბრუნების დღიდან ცხვირიც არ გამოგიყვია სახლიდან.
- არ მინდოდა _ დამნაშავესავით ჩაილაპარაკა.
- მით უკეთესი თუ არ გინდოდა, ახლა აქ ყოფნა ხომ გინდა?
- არაფერი არ მინდა, სახლში მინდა.
- სახლში მიმყავხარ.
- საად?
- სახლში.
- ვის სახლში?
- ჩემს სახლში.
- გაგიჟდი?
- არა, დამშვიდდი და დაისვენე, დიდი გზა გვაქვს გასავლელი.
- სად მივდივართ?
- სვანეთში.
- რა??
- შენ არ მითხარი ყველაზე კარგი ადგილია საფიქრელადო? ჰოდა ერთად ვიფიქროთ.
- ეს..ეს არ არის სწორი..
- ცოტა ხანი ნუ იფიქრებ რა არის სწორი და რა არა. უბრალოდ დაისვენე, დაიძინე ან რავიცი.
- ვერ დავიძინებ _ ჩუმად თქვა.
- რატომ?
- იცი, ჩვენ დილიდან არ გვიჭამია _ ქვემოთა ტუჩი ოდნავ წამოწია წინ..
- ახლავე, სადმე საცხობს შევამჩნევ ან მაღაზიას და გიყიდით რამეს.
- გვირჩევნია დაგვაბრუნო და სახლში შევჭამთ რამეს.
- ტყუილად რომ ლაპარაკობ ხომ ხვდები?
- რა თამაშია იმას ვრ ვხვდები.
- დამშვიდდი შენს ცოლად მოყვანას არ ვაპირებ..
- არც მიფიქრია _ შეშინებულმა შეხედა.
- ჰოდა ნურც იფიქრებ _ გაუღიმა. _ წესიერად რომ მოქცეულიყავი არ დამჭირდებოდა ამის გაკეთება.
- ჩემთვის ნერვიულობა არ შეიძლება, წამიყვანე სახლში.
- შენ ახლა სუფთა ჰაერი, კარგი კვება და დასვენება გესაჭიროება, სწორედ ასეთ ადგილას მიმყავხარ.
- შენს საქციელს ახსნა არ ექნება არავის თვალში.
- მთავარია იმათმა გაიგონ, ვინც საჭიროა.. _ ანნას აგიჟებდა მისი სიმშვიდე.. თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილიყო ეს ყველაფერი.. მაგრამ ვერ ბრაზობდა, ვერც პანიკებს ტეხდა, საკუთარი რეაქცია უფრო აშინებდა, ვიდრე არსებული სიტუაცია.

საცხობი დაინახა თუ არა, მანქანა გააჩერა, ღვეზელები იყიდა და უკან დაბრუნდა. ჩუმად უთხრა მადლობა და მზერა აარიდა. გზაში ჩაეძინა ანნას. ღიმილით გადახედავდა პეტრე, როგორ უნდოდა თუნდაც ერთხელ ეკოცნა, მაგრამ ვერ ბედავდა, ჯერ ადრე იყო. ანნას მშობლებს რომ შეხვდა, არ ეგონა აე მარტივად თუ გაუგებდნენ. ელოდა, რომ უარს ეტყოდნენ, შეიძლება უხეშადაც ეთქვათ რაიმე, მაგრამ საკმაოდ გაწონასწორებული, მშვიდი და გამგებიანი ადამიანები აღმოჩნდნენ. რაც მთავარია, ზუსტად ხვდებოდნენ რა იქნებოდა მათი შვილისთვის უკეთესი. გეგას მშობლებთან როგორ მოგვარდებოდა არ იცოდა, ჯერ მათთან არ უსაუბრია, თუმცა, თუ ანნასაც შეატყობდა რაიმეს, აუცილებლად დაელაპარაკებოდა. იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ ისინი გოგონასთვის.

მოსაღამოებული იყო, სვანეთში რომ ჩავიდნენ. ანნასაც ეღვიძა, აღფრთოვანებული შესცქეროდა გარემოს.

- ჩემს სახლში მივდივართ _ ჩაილაპარაკა პეტრემ.
- შეიძლება ის მაინც გავიგო რამდენი ხნით?
- სადამდეც საჭირო იქნება..
- არაა სწორი..
- კიდევ ბევრჯერ უნდა გითხრა ერთი და იგივე?
- უკაცრავად რომ გაწუხებ _ გაბუტულმა ჩაილაპარაკა და სახე ფანჯრისკენ მიაბრუნა.
- ნუ მებუტები _ ჩაეღიმა.
- დავიღალე.
- ათ წუთში მივალთ..

მანქანიდან გადმოვიდნენ, გარემოს თვალი მოავლო ანნამ, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და წინ წავიდა. უკან მიჰყვა პეტრეც.

- ხომ ლამაზია აქაურობა?
- სხვათაშორის ნამყოფი ვარ და საკმაოდ ხშირადაც.
- უბრალოდ გკითხე.

კარები გააღო და შეატარა.

- ახლავე დავანთებ ბუხარს.. _ ეზოდან შეშა შემოიტანა და ბუხარი ააგიზგიზა. მთაში გაზაფხულზეც კი ცივა, მითუმეტეს ამ სახლში არავინ ყოფილა რომ ცეცხლი დაენთო. ახლოს მიუჯდა ანნა და ხელები მიუშვირა გასათბობად. _ გავამზადებ რამეს და ვჭამოთ.
- არ გვშია.
- არ შეიძლება, უნდა ჭამოთ.
- მე გავამზადებ _ წამოდგა სკამიდან და მაგიდასთან მივიდა.
- მოდი დღეს მე გიმასპინძლებ _ გაუღიმა _ დაჯექი და გათბი. ვივახშმოთ და დაიძინეთ.
- არ გვეძინება.
- მაშინ ვისხდეთ და ვილაპარაკოთ.
- პეტრე სახლში მინდა _ ყელში ბურთი ეჩხირებოდა, საბოლოოდ ერთი ცრემლიც ჩამოაგდო. თვითონაც არ იცოდა რატომ ტიროდა, უბრალოდ არ უნდოდა აქ ყოფნა. ეშინოდა ყველაფრის, საკუთარი თუ პეტრეს საქციელის, მშობლების, მეგობრები, ახლობლების რეაქციების.
- ტირი? _ მაშინვე მის წინ გაჩნდა და ჩაიმუხლა. _ ჩუუ, დამშვიდდი _ ცრემლი მოწმინდა და მიიხუტა. ცივად მოიშორა ანნამ.
- არაა სწორი, რატომ არ გესმის? ცუდად იქცევი, საშინლად, არ გაქვს ამის უფლება არა _ აყვირდა.
- რისი უფლება? _ საოცრად მშვიდი იყო პეტრე.
- იმის რასაც აკეთებ, არ გაქვს უფლება აქ მოგყავდე, არ გაქვს უფლება მამშვიდებდე, ცრემლს მწმენნდე, არ გაქვს უფლება მეხუტებოდე, არ გაქვს გესმის?
- მესმის, მაგრამ არ გეთანხმები.
- ეს მარტო მას შეეძლო, მხოლოდ მას.
- ანნა, დამშვიდდი კარგი? ვცდილობ მშვიდად ვიყო, შენი მესმის.. მე არ მითქვამს და არც მიფიქრია მისი ადგილი დამეკავებინა.. ვიცი რომ მას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება შენს ცხოვრებაში, შენს გულში, პირველი იმიტომ რომ გიყვარდა, შენი ქმარი იყო და ამ პატარას გამო. მე არ ვაპირებ ვეცადო გეგა დაგავიწყო, ეს არაა ჩემი მიზანი ანნა... უბრალოდ მინდა გაჩვენო რომ ცხოვრება გრძელდება, უნდა მიჰყვე ცხოვრებას, უნდა დაინახო რა ხდება შენ გარშემო. უნდა დააფასო ადამიანები, ვინც შენთან არიან, ვისაც უყვარხარ, ვისაც შენი ტკივილი სტკივათ. _ ისევ მიიხუტა მომტირალი და თავზე აკოცა _ დამშვიდდი, აღარ იტირო.

ტირილშივე ჩაეძინა ანნას, პეტრეს მხარზე. გაღიმებული დასცქეროდა საყვარელ სილუეტს, ოდნავადაც არ შერხეულა რომ არ გაეღვიძებინა. ხვდებოდა რა არეულობა იქნებოდა ანნას ფიქრებში. იმასაც ხვდებოდა რაზე სწუხდა, მაგრამ არ შეეძლო. ასე უბრალოდ ვერ დანებდებოდა. ნიჟარაძე ჩაიკეტა, აღარ ეკონტაქტებოდა, აღარ ხვდებოდა, ამას ვერ შეეგუებოდა. ისევ თვითონ იპოვა გამოსავალი, ბიჭებიც დაეთანხმნენ, ელენემაც მხარი დაუჭირა და მეტი რა უნდოდა. ახლა მთავარია დაარწმუნოს, რომ მათი ქმედება არასწორი არ არის, რომ არავინ გაკიცხავს მეორედ შეყვარების გამო, რომ უნდა მისცეს შანსი მასთან ყოფნის. უფრო მჭიდროდ შემოხვია ხელები, კიდევ ერთხელ აკოცა თავზე და ჩაეღიმა.

თავი 14

დილით უჩვეულო შეგრძნებით გაეღვიძა ანნას. თბილ სხეულზე მიხუტებულს გულიც უცნაურად უძგერდა. წელზე მჭიდროდ მოეხვია ბიჭს ხელი, თავი საზურგეზე ჰქონდა გადავარდნილი. გაეღიმა, ოდნავ წამოიწია და შეაღვიძა.

- რა ხდება? _ შეშინებულმა შეხედა _ ხომ კარგად ხართ?
- კარგად ვართ, ცოდო ხარ შენ, კისერი გეტკინება.
- თუ ჩემზე იდარდებ და იზრუნებ, მზად ვარ ავიტანო _ გაუცინა.
- გეყოფა _ უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები.
- არაფერს არ ვამბობ _ თბილად გაუღიმა. _ ბუხარს დავანთებ და ვისაუზმოთ.
- კარგი..

შედარებით მშვიდად იყო, ისე ძალიან აღარ ნერვიულობდა, უშველა სვანეთმა, ან პეტრეს მონოლოგმა. გულს მაინც უღრღნიდა სხვებზე ფიქრები, მაგრამ იმდენად აღარ. თავისთავად ეღიმებოდა ბიჭის მზერას რომ ხედავდა, მის ზრუნვას. უკვე შეეჩვია გულისცემასაც..

- რამე ხომ არ გინდათ სხვა? _ ფიქრებიდან პეტრეს ხმამ გამოაფხიზლა, სუფრა გაეშალა უკვე.
- არაფერი _ გაუღიმა და მაგიდასთან მოთავსდა.

საუზმის შემდეგ ორივემ ერთად აალაგა. ბუხართან ჩამოსხდნენ, მხოლოდ შეშის ტკაცუნი ისმოდა, ორივე საკუთარ ფიქრებში იყო გართული. პეტრე შემდეგ ნაბიჯზე ფიქრობდა..

- პეტრე, იმ გოგოსთან რა გაკავშირებდა? _ ვერაფრით შეიკავა თავი, რომ არ ეკითხა.
- ვინ გოგოსთან?
- აი ქორწინების სახლში..
- ლიკოსთან, აღარაფერი მაკავშირებს.
- მაშინ რა გაკავშირებდა?
- რომ ჩამოვედი, ლიაკოზე ისევ გაბრაზებული ვიყავი, ჰოდა გადავწყვიტე ჩემი ბედნიერებით სამაგიერო გადამეხადა. ლიკოს სტუდენტობის პერიოდიდან ვიცნობდი, რაღაც გრძნობები ჰქონდა, ხელი ვთხოვე და დამთანხმა. მაგრამ ბედნიერება ვერ შევძელით, არ გამოგვივიდა და დავშორდით.
- ჩემი რჩევა არ გაგითვალისწინებია..
- ჰო, ნაწილობრივ.
- ის გოგონა უდანაშაულოა, შენ კი ბოროტად გამოიყენე მისი გრძნობები.
- მე მართლა ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა.
- რამდენი ხანი გავიდა ჩვენი შეხვედრიდან? ოთხი თვეა მგონი, ოთხ თვეში ერთის გადაყვარება, მეორესთან ცდა და მესამის შეყვარება ცოტა ბევრი ხომ არაა?
- ცოტა? ბევრია ბევრი, მაგრამ მთავარია ბოლო იყოს.
- დედასთან როგორ ხარ?
- ერთხელ იყო მოსული, მეტი არაფერი. მასთან ურთიერთობა არ მინდა, ვერ ვახერხებ, ჯერ მაინც.
- ის კაცი?
- ის კაცი ისევ საწარმოშია, მთლიანი წილის შესყიდვა მინდა, მაგრამ არ მანებებს.
- ანუ ჯერ არაფერი მოგვარებულა.
- არაფერი იმის გარდა, რომ შენ ხარ ჩემთან.
- მე შენთან არ ვარ პეტრე.. _ მკაცრად ჩაილაპარაკა.
- ჰო, ჰო _ ღიმილით დაეთანხმა. _ გინდა ბიჭებს ვეტყვი და ამოვლენ, ელენესაც წამოიყვანენ, აღარ მოიწყენ.
- მინდა..
- კარგი, დავრეკავ. _ სწრაფად მოაგვარა ბიჭებთან საქმე და ოთახში დაბრუნდა. _ ანნა..
- გისმენ..
- სქესი იცი უკვე?
- არა, ჯერ ადრეა.
- ვინ გინდა რომ იყოს?
- გეგას გოგო უნდოდა _ გაეღიმა.
- ისინი დღესვე წამოვლენ, საღამოს აქ იქნებიან.
- კარგია...

თითქოს ცდილობდნენ საერთო ენის პოვნას, მაგრამ დიალოგი არც ისე კარგად ეწყობოდა. ანნა არ დგამდა ნაბიჯს პეტრესკენ, ფაქტი იყო, ხელს უშლიდა რაღაც.. სწორედ ეს რაღაც უნდა ეპოვა პირველს, ეპოვა და აღმოეფხვრა ანნას გონებიდან. ვერაფრით ეშვებოდა მასზე ფიქრს, მასთან ყოფნის სურვილი არ ასვენებდა...

საღამოს სახლი ახმაურდა. თორნიკემ, რატიმ და ელენემ გაახალისეს წყვილი. ანნამ ელენესთან გადაინაცვლა და თითქოს კიდევ უფრო გაექცა პეტრეს. ელენეს გვერდით იჯდა, თავი მის მხარზე ჩამოედო და ღიმილით შესცქეროდა ბიჭებს. თვითონაც გაუაზრებლად უხაროდა პეტრეს ღიმილიანი სახე, თბილი მზერა, რომელსაც ყოველ გამოხედვაში გრძნობდა. თითქოს ის ორი კვირა, მის გარეშე დაცარიელებული იყო, მაგრამ არ აღიარებდა.

- ახლა ჩვენ გავალთ და ვახშამს მოვამზადებთ _ გაუღიმა ელენემ.
- გავიდეთ ჰო, მოგვშივდა _ მეგობარს გაჰყვა.

სამზარეულოში შევიდნენ თუ არა, ელენემ ისევ წამოიწყო საუბარი.

- ანნა, რას ფიქრობ?
- რაზე?
- ამ ყველაფერზე, ამ სიტუაციაზე.
- არ ვიცი ელე, გაურკვევლობაში ვარ.
- შენ რას გრძნობ?
- გგონია ვიცი? ფიქრებს რომ შევყვე, შეიძლება გავგიჟდე. მომწონს მისი ყურადღება, სითბო.. აქამდე საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი, მაგრამ მის შეხებაზე სხვანაირი რეაქცია მაქვს, გული უფრო სწრაფად ძგერას იწყებს, მის გარეშე ვცარიელდები.
- ეგ არ ვიცის კი არა, სხვა რაღაცის ნიშნებია სულელო _ გაღიმებული მიეხუტა მეგობარს.
- არ ვიცი, მეშინია.. მგონია რომ არასწორად ვიქცევი, მგონია რომ ამით გეგას ხსოვნას ვუარყოფ, მის მშობლებთანაც დამნაშავედ ვგრძნობ თავს.
- ანნა, ამისთვის არავინ განგსჯის.. შენ გაქვს ბედნიერების უფლება, შეიძლება თავიდან ვერც გაიგონ, მაგრამ აუცილებლად მიხვდებიან, გაგიგებენ, გეგას მშბლებს შენს ბედნიერებაზე მეტად აღარაფერი გაახარებთ.
- არ ვიცი ელე, ამ გრძნობების თუ ემოციების გამო საკუთარი თავის დასჯა მინდა. არ შემიძლია აჩქარებული გულისცემის ატანა მისი შეხებისას, მტანჯავს ის ფიქრი, რომ გეგას შემდეგ ასე მალე შევძელი...
- არ ინერვიულო, დამშვიდდი, ეცადე მშვიდად იყო და იფიქრო. თუ გრძნობ რომ პეტრე შენთვის ამდენად მნიშვნელოვანია, ხალხის რეაქციის და გეგას ხსოვნის გამო ნუ დაკარგავ.. გეგას შენი ბედნიერება ბევრად უფრო გაახარებდა, ვიდრე ასე გლოვა და ძაძებში სიარული.
- არ ვიცი..
- თავისთავად გაიგებ დროის სვლასთან ერთად. წამო გავიტანოთ, თორემ გველოდებიან..
- ელენეე _ თვალებით ჰკითხა რა გინდაო _ მადლობა _ გაუღიმა ანნამ.
- წამო, წამო..

ივახშმეს, სუფრა აალაგეს და ბუხარს შემოუსხდნენ. ელენე და რატი ერთად მოკალათდნენ, დანარჩენები ცალ-ცალკე თავიდან, თუმცა მალე მიჩოჩდა პეტრე ანნასკენ. ნელა მოჰხვია ხელიც მხრებზე, სულ ერთი წამით იფიქრა რომ მოიშორებდა მის ხელს, მაგრამ ვერ შეძლო.

- ასე ჩუმად როდემდე ვისხდეთ? ვითამაშოთ რამე _ ხმაურიანად განაცხადა თორნიკემ.
- რა? _ ინტერესით შეხედა ელენემ.
- ე.ი. ძალიან მაგარი თამაში ვიცი, მაგრამ ახლა არ დაიწყოთ არაო _ გაიცინა.
- გისმენთ.
- მოკლედ, მე არ მეხება, მე დამკვირვებელი ვიქნები, წყვილებისთვისაა თამაში, რიგ-რიგობით უნდა თქვათ რა მოგწონთ ყველაზე მეტად ერთმანეთში.
- თორნიკე _ ყოყმანით დაიწყო ანნამ.
- ანნა კარგი რა, ხომ გთხოვეთ უარი არ თქვათ, უბრალოდ თამაშია..
- ანნა მართლა არაფერი დაშავდება _ გაუღიმა ელენემ და მიახვედრა, რომ უნდა დათანხმებოდა.
- კარგი, კარგი _ ღრმად ამოისუნთქა.
- თქვენ დაიწყეთ _ გაუღიმა რატიმ.
- პეტრე დაიწყე ახლა _ შეუბღვირა თორნიკემ.
- კარგი ვიწყებ.
- არა, ასე არა, თვალებში უყურე და ისე. _ თვალები ანას თვალებს გაუსწორა და ისე დაიწყო..
- შენი თვალები მიყვარს საოცრად _ ვერაფრით აიძულა თავს, რომ „მომწონს“ ეთქვა.
- ანნა შენი ჯერია _ ანიშნა თორნიკემ.
- მე... არ ვიცი _ გაუაზრებლად ჩაიბურტყუნა.
- ანნა რა არ იცი, თამაშია, ნებისმიერი რამე თქვი რა _ გაუცინა თორნიკემ.
- კარგი, კარგი, შენი მზერა მომწონს. _ პეტრეს გაეღიმა.
- მე შენი ტლიკინი მიყვარს და მენატრება _ მზერა გაუსწორა. ანნამ თვალები დახარა..
- შენი სიდინჯე _ პეტრეს გაეცინა.
- შენი სიცილი, კისკისი..
- შენი, შენი ხელები _ სხვა შესაფერისი ვეღარაფერი მოიფიქრა. არადა მართლა მოწონდა პეტრეს ხელები, გრძელი, მოვლილი თითები და ფრჩხილები, ყოველგვარი ზედმეტი ატრიბუტიკის გარეშე. პეტრეს უკვე გულიანად გაეცინა. ნელა გადაიხარა მისკენ..
- შენი ტუჩები _ უჩურჩულა და მოშორდა. ცეცხლის ნათებაზეც კი კარგად გამოჩნდა ანნას შეფერადებული ლოყები.
- თამაში აღარ მინდა _ გაიბუსხა და წამოდგა. პეტრეს გაეცინა მის ბავშვობაზე. გარეთ გასულს უკან მიჰყვა.
- ანნა.. _ კიბეზე ჩამომჯარს გვერდით მიუჯდა. _ შეგცივდება, ცივია კიბე _ მაშინვე წამოდგა გოგონა და უკმაყოფილო მზერით გადახედა. _ რატომ მებუტები?
- იმიტომ..
- უნდა გვეთქვა და მეც ვთქვი..
- სხვა აღარაფერი დაგრჩა სათქმელი?
- ამის თქმა მინდოდა.
- ჰოდა ილაპარაკე.
- ანნა, გეყოფა, ბავშვივით იქცევი.
- მერე რა _ მხრები აიჩეჩა.
- არ გცივა?
- ცოტა..
- შევიდეთ..
- არ მინდა..
- შენ თუ გინდა ჩაგეხუტო და ისე გაგათბო, წინააღმდეგი არ ვარ..
- პეტრე _ შეუბღვირა.
- კარგი ჰო, მაპატიე _ დასერიოზულდა.
- არ მინდა ასე იქცეოდე.
- როგორ ასე?
- როგორც იქცევი, არ მომწონს ეს ფლირტი, საერთოდაც არ ვარ იმ განწყობაზე ასე მხიარულად ავაწყო ურთიერთობა, არ შემეფერება, მე ქვრივი ვარ..
- თუ ურთიერთობას არ ააწყობ, მთელი ცხოვრება ქვრივი იქნები. კარგი, შენი ნებაა, მე რომ მართლა ვეცადე ხომ ნახე, ძალიან ვეცადე, შენს გამხიარულებასაც, მაგრამ შენ არ გინდა. ჰოდა დღეიდან მორჩა, ზედმეტს აღარაფერს ვიტყვი, აღარც მოგეკარები, ვეღარც ფლირტის ნიშნებს შემატყობ, საერთოდ აღარ ვიმხიარულებ შენი თანდასწრებით, სანამ შენც იმ დასკვნამდეე არ მიხვალ, რომლამდეც მე უკვე დიდი ხანია მივედი. _ სერიოზული და გაბრაზებული ტონით დაასრულა საუბარი.
- პეტრე.
- არავითარი პეტრე ანნა, მე ჩემი სათქმელი გითხარი. მესმის რომ გტკივა გეგა, მაგრამ მას ვერ გაჰყვები რატომ ვერ იგებ, შენ ცოცხალი ხარ და ცხოვრება უნდა გააგრძელო, რომ გეგამ შენს გულში იცოცხლოს სულ. თუმცა შენ აამის გაკეთება არ გინდა, ცდილობ გლოვით გაჰყვე, ის ამას ვერ გაიგებდა, არ მოეწონებოდა, გაგიბრაზდებოდა. ზუსტად ვიცოდი რომ არც კი მქონდა შანსი გეგა დაგვიწყებოდა, არც კი ვეცდებოდი ამას, მაგრამ მეგონა შეძლებდი, შევძლებდი რომ ჩვენ შორის არ მდგარიყო. ვერ შევძელი, მისი არსებობაც და არ არსებობაც უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა..
- პეტრე _ უკვე ტიროდა ანნა..
- ჩუუ, ნუ ტირი, დამშვიდდი, არ ინერვიულო, ნერვიულობა არ შეიძლება.. მე ჩემი სათქმელი გითხარი ანნა, დანარჩენი შენზეა, მაგრამ მე აღარაფერს გავაკეთებ ზედმეტად, არ შემიძლია რამე გაიძულო, მითუმეტეს რომ სურვილს ოდნავადაც ვერ გატყობ. _ თავისი მოსაცმელი მოასხა მხრებზე და სახლისკენ წავიდა. _ მალე შემოდი, ცივა, შეგცივდებათ.

ანნა კი იდგა და მიმავალ სილუეტს უყურებდა, თვალებიდან ცრემლი სდიოდა.. პეტრეს სიტყვებმა ატკინა ასე თუ საკუთარმა საქციელმა, ვეღარ იგებდა, მაგრამ ტკიოდა, გაუსაძლისად. უნდოდა მთელი ხმით ეყვირა, დაცლილიყო. ხვდებოდა როგორ ატკინა პეტრესაც და კიდევ უფრო ბრაზდებოდა. ელენეს ჩახუტებამ გამოაფხიზლა, მთელი ძალით შემოჰხვია ხელები თვითონაც და ხმამაღლა ასლუკუნდა.

- სუ-ლე-ლი ვარ..
- ჩუუ, დამშვიდდი ჩემო ლამაზო, რა მოხდა?
- გაბრაზდა, მართალიც იყო _ თითოეულ ამოსუნთქვას აყოლებდა სიტყვებს.
- კარგი, დამშვიდდი, გადაუვლის..
- არ გადაუვლის, ასე მითხრა, სანამ შენ თვითონ არ მიხვდები რომ საჭიროა ეს ყველაფერი, ხმასაც არ გაგცემ ზედმეტადო..
- კარგი, დამშვიდდი, გაბრაზდა უბრალოდ, აი ნახავ გადაუვლის და შეგირიგდება.
- რომ არ შემირიგდეს?
- მაშინ შენ უნდა შემოირიგო.
- არ შემიძლია, რატომ არ ესმის, რომ არ შემიძლია? _ თავიდან დაიწყო მოთქმა.
- მასაც გაუგე ანნა, მასაც გაუგე..
- თვითონ რატომ ვერ მიგებს?
- გიგებს, შენც იცი რომ გიგებს, მაგრამ გაბრაზდა, იმიტომ რომ შენ არ უშვებ ახლოს, შენ თვითონ არ მიდიხარ მასთან და არც მას უშვებ შენთან.
- ვეც-დე-ბი _ ამოისლუკუნა.
- ეცადე ჩემო ლამაზო, ეცადე, შევიდეთ ახლა, თორემ შეგცივდებათ.
- შევიდეთ _ ცრემლები შეიმშრალა და სახლისკენ წავიდნენ.

პეტრესთვის არ შეუხედავს, ბუხართან ახლოს სავარძელში ჩაეშვა და ცეცხლს გაუსწორა მზერა. ელენე ღიმილით აქნევდა თავს აქეთ-იქით, ბიჭები პეტრეს უბღვერდნენ, პეტრეს კი სულაც არ ეცალა მათთვის. გულს უკლავდა ანნას ცრემლიანი თვალები, ცრემლების მიზეზიც რომ თვითონ იყო, მაგრამ ახლა ვერ მივიდოდა და ვერ ჩაეხუტებოდა. თავის სიტყვას აასრულებდა. იმედი ჰქონდა, რომ ანნას დააკლდებოდა, გადალახავდა ამ კომპლექსებს და მივიდოდა მასთან, მისცემდა უფლებას მათ გვერდით ყოფილიყო, აღარ გაექცეოდა და აღარ შეეშინდებოდა.


თავი 15.

პეტრე პირობას ასრულებდა. სამი დღე ისე გავიდა ზედმეტად არაფერი უთქვამს, მზერასაც არიდებდა, შეხებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ცდილობდა ბიჭებთან ემხიარულა და არ შეემჩნია ანნას მოწყენილი თვალები. ურეაქციო სახით დააბიჯებდა გოგონა, აღარაფერი ახალისებდა, თორნიკეს ხუმრობებიც კი. ჩამქრალი მზერა ძირითადად პეტრესკენ იყო მიმართული. თვითონაც ვერ მიხვდა, ისე უცებ შეეჩვია მის ყურადღებას და ერთბაშად ისე დააკლდა.სუნთქვა უჭირდა მის გვერდით რომ იყო, ის კი არც იმჩნევდა.
საღამოს ჩვეულებისამებრ ბუხართან ისხდნენ და საუბრობდნენ.

- სახლში მინდა დაბრუნება _ ხმამაღლა გამოაცხადა ანნამ. გაკვირვებულებმა გადახედეს.
- რატომ? _ მშვიდი ტონით იკითხა რატიმ.
- იმიტომ რომ აქ ვეღარ ვძლებ, ჩემს სახლში მინდა.
- ჩათვალე რომ შენს სახლში ხარ _ პასუხი დაუბრუნა თორნიკემ.
- არ ვარ ჩემს სახლში, ეს მისი სახლია.
- კარგი დავბრუნდეთ _ უპრეტენზიო ტონით დაეთანხმა პეტრე და კიდევ ერთხელ ატკინა თავისი სიტყვებით.

„აბა რას ელოდი, მუხლებში ჩაგივარდებოდა?“ - გაბრაზებულმა გაიფიქრა ანნამ და თვალზე მომდგარი ცრემლი უკანვე დააბრუნა.

- მოემზადეთ და ხვალ დილით წავიდეთ _ ჩაილაპარაკა პეტრემ და დივნის საზურგეს მიეყრდნო.
- დავიძინოთ მაშინ _ უკმაყოფილოდ გამოაცხადა თორნიკემ და ოთახისკენ წავიდა. ყველა მიჰყვა.

თორნიკეს და რატის ერთ ოთახში ეძინათ, პეტრეს ცალკე, მამის ოთახში. ელენე და ანნაც ერთ ოთაახში იყვნენ. კარები დაკეტეს თუ არა, ანნამ ემოციებისგან განთავისუფლების უფლება მისცა თავს, ამდენი ხნის შეკავებული ცრემლები ერთბაშად გადმოუშვა თვალებიდან. ელენე ვეღარ აწყნარებდა, გაუჩერებლად ზლუქუნებდა.

- ანნა, ახლა მომისმინე, იქაც თუ ასე უნდა იყო, ჩემი ხელით წაგიყვან პეტრესთან და სახლში დაგსვამ მასთან _ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
- სულ ოდნავადაც არ ვადარდებ.
- ძალიანაც ადარდებ, ხვალ თუ აქედან წავედით, მერე ყველაფერი დამთავრდება, მიდი ახლა და დაელაპარაკე.
- რაზე ველაპარაკო.
- ნუ გადამრევ გოგო, მიდი და ელაპარაკე რას გრძნობ, უთხარი როგორ გწყინს უყურადღებობა, შენი ემოციების შესახებ მოუყევი, რა ვიცი, გააგებინე რამენაირად რომ შეგიძლია მასთან ურთიერთობის აწყობა.
- არ შემიძლია _ ამოიკნავლა.
- შეგიძლია, აბა ასე უნდა იყო? რამდენ ხანს აპირებ ტირილს? სანამ პეტე კიდევ ერთხელ არ მოიყვანს ცოლს? მერე?
- არ ვიცი..
- იცი..
- ვიცი _ პაუზის შემდეგ მტკიცედ ჩაილაპარაკა, ცრემლები მოიწმინდა და წამოდგა.
- მიდიხარ?
- ჰო _ გაუღიმა და ოთახიდან გავიდა.

პეტრეს კარებზე ფრთხილად დააკაკუნა, არ იცოდა რისი თქმა სურდა, მაგრამ როგორმე უნდა მოეხერხებინა, ბიჭის დატოვება საკუთარ ცხოვრებაში. ოთახიდან პეტრეს ხმა გაისმა. კარები შეაღო და შევიდა.

- რამე მოხდა? _ შეშფოთება ვერ დამალა პეტრემ.
- არაფერი, ყველაფერი რიგზეა.
- აბა?
- პეტრე.. იცი.. მე შენთან სალაპარაკოდ მოვედი.
- გისმენ.. _ ნელი ნაბიჯით წავიდა ანა მისკენ და ლოგინზე ჩამოჯდა.
- ბოდიში _ ჩუმად ჩაილაპარაკა.
- რისთვის?
- ჩემი საქციელისთვის.. უბრალოდ მართლა რთულია ჩემთვის.. ცოტა მოულოდნელიც, სანერვიულოც, გეგას შემდეგ ასე მალე სხვა ადამიანი.. _ საუბარი უჭირდა.
- დამშვიდდი და ისე მელაპარაკე, ნუ ნერვიულობ.
- ყველასთვის რთული გასაგები იქნება პეტრე, ძალიან რთული, მეშინია მათი რეაქციების, არ ვიცი რა იქნება.
- ახლა შიშის გარეშე მელაპარაკე, მითხარი რისი თქმაც გინდა.
- არ მინდა რომ ჩვენი ცხოვრებიდან წახვიდე _ ხმა გაებზარა და თვალები აუბრჭვიალდა. პეტრეს გაეღიმა.
- მაინცდამაინც უნდა მეჩხუბა და დამეიგნორებინე ამას რომ მიმხვდარიყავი?
- ალბათ _ ტუჩები მობუსხა.
- კიდევ კარგი ახლა მაინც მიხვდი.
- ხომ არ წახვალ?
- არ წავალ _ გაიცინა.. თვალებში უყურებდა ანნას და ხვდებოდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის.. იმდენად რთული აღმოჩნდა ემოციების კონტროლი.. ნელა მიიწია მისკენ, ვერ შეძლო თავი შეეკავებინა, მიიწია და ტუჩებზე შეეხო.. რეაქციამაც არ დააყოვნა, წამსვე დაიხორკლა ანნა.. ისიც გაუაზრებლად აჰყვა პეტრეს.. კოცნა კი სულ უფრო მომთხოვნი ხდებოდა, ხელებსაც ნაზად დაასრიალებდა გოგოს წელზე.
- პეტრე, პეტრე _ ნელა მოიშორა.. _ ასე არ შეიძლება, ეს.. ეს არასწორია.. _ ხმის კანკალით ლაპარაკობდა.
- მაპატიე, მაპატიე _ თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი _ ბოდიში რა, თავი ვეღარ შევიკავე, არ მინდოდა..
- ჩემი ბრალიცაა, არაუშავს..
- მოდი ჩემთან _ მიიხუტა და თავზე აკოცა. _ შენ არაფერზე ინერვიულო, თქვენ უნდა იყოთ ძალიან კარგად.. ის შიში და მოლოდინები დაივიწყე, ყველაფერს მოვაგვარებთ თუ მოვინდომებთ..
- შევძლებთ? _ აბრჭყვიალებული თვალებით ახედა.
- აუცილებლად შევძლებთ თუ შენ გენდომება _ გაუღიმა.
- ხვალიდან რა იქნება?
- არაფერიც არ იქნება, დავბრუნდებით, შენ აღარ დამემალები, ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ წინ. _ ანნას ჩაეღიმა.
- კარგი, წავალ ოთახში.
- დარჩი რა _ თბილი მზერა მიანათა _ ერთად დავიძინოთ _ გაუღიმა და ლოგინზე მიწვა..
- პეტრე.. _ ყოყმანით დაიწყო.
- უბრალოდ დავიძინოთ, მინდა რომ ჩემ გვერდით იყო..
- კარგიი _ გვერდით მიუწვა, პეტრემ თავისკენ მიაჩოჩა და საბოლოოდ ჩახუტებულებს ჩაეძინათ.
--------------------------

ქალაქში ჩასულს, მაინც შეეპარა შიში. სახლში თბილად შეხვდნენ, აშკარად ბედნიერები იყვნენ შვილის გარეთ გასვლით. დაძაბულობა მოეხსნა. მეორე დღეს ექიმთან იყო და კიდევ უფრო გააბედნიერა იმის გაგებამ, რომ პატარა კარგ მდგომარეობაში ჰყავდა. მუცელიც უკვე წამოზრდოდა და ძალიან მოწონდა. სახლშიც გახარებული დაბრუნდა..

პეტრე...

მეორე დღესვე წავიდა მამის საფლავზე.. უნდოდა რაც შეიძლება მალე მოეყოლა მომხდარის შესახებ.. უყვებოდა კიდეც, მაგრამ ვიღაცის ხმამ შეაწყვეტინა..

- პეტრე _ აშკარად ლიაკოს ხმა იყო. გაკვირვებულმა შეხედა, სახეზე ემოციაც კი არ ქონდა, თვითონაც ვერ მიხვდა ეწყინა, გაბრაზდა და თუ რა გრძნობა დაეუფლა. _ როგორ ხარ?
- კარგად ლიაკო, ძალიან კარგად.
- ცოლი მოიგყვანია გავიგე.
- გავშორდი კიდეც..
- ჩემი ბრალია?
- არა, შენ არაფერ შუაში ხარ.
- აბა?
- სხვა.
- პეტრე, ბოდიში მინდა მოგიხადო იმ ყველაფრის..
- არ ღირს ლიაკო, პირიქით მადლობა რომ წახვედი.
- მიხარია თუ ბედნიერი ხარ.
- მეც, მეც.. ბიჭებთან მეჩქარება _ ლიაკო დატოვა და მეგობრებთან წავიდა..

---------------------
საღამოს ანნას ტელეფონზე ზარი გაისმა.. თორნიკე იყო..

- გისმენ თორნიკე..
- ანნა..
- რა მოხდა? რა ხმა გაქვს?
- ანნა, პეტრე დააკავეს?
- რა??
- პოლიცია მოვიდა და წაიყვანა, სანამ ტელევიზორიდან გაიგებდი ვარჩიეთ ჩვენ დაგვერეკა..
- კი მაგრამ რატომ? _ საკუთარი ხმა ვეღარ იცნო..
- ბატონი გუჯას მკვლელობას აბრალებენ..
- არა, არა, არა, შეუძლებელია..
- დღეს ვეღარაფერს მოვახერხებთ, ადვოკატს დავუკავშირდით..
- უნდა ვნახო..
- ახლა არ შეგიშვებენ..
- მაგრამ უნდა ვნახო..
- ელენე გამოვა ახლა შენთან და ჩვენთან წამოდით...

ნახევარ საათში უკვე ბიჭების წინ ისხდნენ..

- როგორ, რატომ? _ მონოტონურად ბუტბუტებდა. _ რატომ არის ის ეჭვმიტანილი?
- თურმე მარტო პეტრე მტრობდა _ სიმწრით ჩაეცინა რატის..
- კი მაგრამ სად იყო, სამხილები არ გაქვთ უდანაშაულობის დასამტკიცებლად??
- დღის თორმეტიდან პირველის ნახევრამდე ჩვენთან არ ყოფილა, შესაბამისად ვერაფერს ვამტკიცებთ, არც შენთან ყოფილა.
- კი მაგრამ რამე ხომ უნდა არსებობდეს? _ ამოისლუკუნა.
- აუცილებლად მოვაგვარებთ, აუცილებლად..
- როდის შევძლებთ ნახვას?
- არ ვიცი, უნდა ვეცადოთ სასამართლო რაც შეიძლება მალე გაიმართოს.
- არ შემიძლია _ მთელი ხმით ატირდა..
- დამშვიდდი ანნა, ხვლავე ვეცდებით რომ ნახო და ძალიან მალე გამოუშვან, გპირდებით რომ ამას შევძლებთ.

მეორე დღეს საკუთარი კავშირებით იმდენი შეძლეს ბიჭებმა, რომ ანნას პეტრე აჩვენეს. ცრემლიანი თვალებით შეაბიჯა ოთახში, მთელი ძალით ჩაეხუტა ბიჭს და ასლუკუნდა.

- ჩუ, დაწყნარდი რა გეხვეწები, არ შეიძლება შენთვის ნერვიულობა. შემომხედე, ანნა შემომხედე _ ახედა. _ მითხარი ჩემი გჯერა?
- მჯერა..
- რაც არ უნდა გითხრა ახლა, მითხარი რომ მენდობი და ჩემი გჯერა..
- გენდობი და შენი მჯერა, ვიცი რომ შენ არ მოკლავდი, ვიცი..
- იმედი მაქვს რომ შევძლებ უდანაშაულობის დამტკიცებას, მაგრამ არ მინდა ამის გამო შენი ნდობა დავკარგო..
- პეტრე მე გენდობი..
- ლიაკოს შეუძლია მოწმე იყოს _ ჩუმად ჩაილაპარაკა და ანნას რეაქციას დააკვირდა. როგორ უნდოდა მის თვალებში შიში, უნდობლობა არ ამოეკითხა, როგორ უნდოდა ეჭვი ვერ ეპოვა..
- მართლა? _ ბედნიერი იყო, როცა მის თვალებში ეჭვი კი არა იმედი ამოიკითხა.
- მამას საფლავზე ვიყავი, იქ კი ლიაკო მოვიდა, მხოლოდ მას შეუძლია იმის თქმა რომ დროის იმ მონაკვეთში საფლავზე ვიყავი _ თავი ვალდებულად ჩათვალა აეხსნა.
- მე მჯერა, თუ ის დაგვეხმარება რომ შენი უდანაშაულობა დავამტკიცოთ, მე პრობლემა არ მექნება.. _ ღიმილით მიიხუტა გოგონა. კიდევ ერთხელ გაიაზრა რამხელა განძი ხვდა წილად მისი სახით.

ანნას მართლა სჯეროდა. ერთი წამითაც არ დაუშვია ლიაკოს ხსენებისსას, რომ რაღაც სხვა ხდებოდა. ახლა რომ პეტრეს უდანაშაულობა ვერ დაემტკიცებინათ, უბრალოდ ვერ გადაიტანდა. მის გარეშე დღეები წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. იმდენად შეეჩვია მასთან ყოფნას.

სასამართლო ორ კვირაში დანიშნეს.. კიდევ ორი კვირა პეტრეს გარეშე, მერე კი არც იცოდა რა მოხდებოდა.. იმედი ჰქონდა ლიაკო დათანხმდებოდა ჩვენების მიცემაზე, მაგრამ დაზუსტებული არაფერი იყო.. მიუხედავად იმისა, რომ პეტრეს უდანაშაულობაში დარწმუნებული იყო, მაინც ეშინოდა.. ძალიან ეშინოდა...

თავი 16.

არაფერი ახსოვდა ანნას იმ ორი კვირიდან, გარდა სასამართლოს დღისა. მხოლოდ მოსამართლის სიტყვებს უსმენდა გაფაციცებით.. განაჩენის გამოტანისას ალბათ პეტრეზე მეტად ღელავდა.. პეტრე კი განაჩენის ნაცვლად, ანნაზე ნერვიულობდა, მის ღელვაზე, ამ მდგომარეობაში საზიანო იყო. უდანაშაულოდ რომ ცნეს, პირველი ანნა ჩაეხუტა. ჩაეხუტა ისე, თითქოს უკანასკნელი ყოფილიყოს, ცრემლებსაც გასაქანი მისცა და ამდენი ხნის ნერვიულობა იმ ორ წუთში ჩატია. პეტრეც კი ვერ მიხვდა თავიდან რა ხდებოდა, ტკიპასავით შემოჭდობილი სხეული რომ იგრძნო, გაეღიმა, თბილად... თვითონაც მოჰხვია ხელები წელზე, თავი მის თმებში ჩარგო და ყურის ქვემოთ სულ ოდნავ შეეხო ტუჩებით. უხერხული ღიმილით მოშორდა გოგონა და თვალები მიამიტურად ააფახურა.

შენობიდან ერთად გამოვიდნენ, გარეთ მომღიმარი მშობლები დახვდნენ. პეტრეს მიულოცეს.. შვილის ბედნიერებით ისინიც ხარობდნენ, აშკარად ემჩნეოდა ანნას პეტრეს მიმართ გამოჩენილი ზედმეტი მზრუნველობა, სითბო.

-----------------------------

ამ მდგომარეობაში გავიდა სამი თვე.. პეტრე გვერდიდან არ შორდებოდა ანნას, ყველა სურვილს უსრულებდა, ანნა კი არ ჩქარობდა. უკვე მეშვიდე თვეში იყო, გაბერილი.. საოცრად სიამოვნებდა ბიჭის ყურადღება, სითბო. ზედმეტად მშვიდად გრძნობდა თავს მის გვერდით..

- არ გინდა ჩემთან გადმოხვიდეთ? _ მოულოდნელი კითხვა დასვა პეტრემ.
- გაგიჟდი?
- რატომაც არა? მაინც სულ შენთან ვარ.
- ეს არ იქნება წესიერი ჩემი მხრიდან პეტრე.
- დაველაპარაკოთ გეგას მშობლებს.
- არ მინდა..
- კი მაგრამ რატომ?
- იმიტომ!
- მე მინდა რომ ჩემი საყვარელი ადამიანი ჩემ გვერდით იყოს..
- პეტრე ხომ იცი რომ შენთან ყოფნა მომწონს, თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ეს სიყვარული არაა.
- მე არ გთავაზობ რომ ცოლად გამომყვე, მე მხოლოდ ჩემთან გადმოსვლა შემოგთავაზე.
- პეტრე გთხოვ, თუ დაგღალა ამ სიტუაციამ, პრობლემა არაა, შეგიძლია წახვიდე.
- მე არ მითქვამს რომ დავიღალე ანნა, რატომ არ გესმის..
- ყველაფერი კარგად მესმის და ჩემი პასუხიც უარია.
- კარგი, როგორც გინდა. მაგრამ აუცილებლად მოგვიწევს გეგას მშობლებთან ლაპარაკი.
- მოგვიწევს, მაგრამ ახლა არა.
- როგორც გინდა ანნა.. ჩემი წასვლის დროა, მშვიდად იყავით თქვენ _ შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა.

თითქოს ყველაფერი კარგად იყო, რომ არა შუაღამისას ატკიებული მუცელი.. ტკივილი კლავდა ანნას, ნერვიულობა უფრო, ნერვიულობა ჯერ კიდევ არდაბადებული შვილის სიცოცხლეზე. არ ყვიროდა, თავისთვის ჩუმად ბუტბუტებდა რომ სტკიოდა. ელენეს შეატყობინეს, ელენემ პეტრეს, გეგას მშობლებს და საავადმყოფოში ყველამ ერთად მოიყარა თავი. პეტრე ნერვიულობისგან ადგილს ვეღარ პოულობდა.. გეგას მშობლები გაკვირვებულები შესცქეროდნენ.
ანნა ოპერაციისთვის მოამზადეს.. კარგად ჩაიარა, დედა კარგად იყო, ბავში შედარებით მძიმედ.. ინკუბატორში მოათავსეს, შვიდ-თვიანი იყო, ძალიან პატარა, თითის შეხებაც რომ შეგეშინდება ისეთი..

პეტრეს ყველაზე რთული საქმე ელოდა წინ.. გეგას მშობლებთან უნდა ესაუბრა, აუცილებლად.. მშვიდი ნაბიჯით მივიდა მათთან და მიესალმა...

- გამარჯობა..
- გამარჯობა _ მიესალმნენ..
- გილოცავთ შვილიშვილის შეძენას..
- მადლობა.. ვინ ხართ?
- პეტრე პირველი.. თქვენთან საუბარი მინდა, თუ შესაძლებელია ახლავე..
- კარგი, ქვემოთ დავსხდეთ. _ საავადმყოფოს კაფეში ისხდნენ, მძიმე დუმილი ისევ პეტრემ დაარღვია..
- მე ანნა მიყვარს..
- რა თქვით? _ გაოცებული იყო გეგას დედა..
- მე თქვენი ყოფილი რძალი მიყვარს, მართლა მიყვარს..
- მას?
- მას არა, ჯერ არა..
- ჯერ არა, ანუ შანსი გაქვთ.. _ მშვიდი იყო მამა.
- დიახ, უბრალოდ ანნა თვლის რომ არასწორია მისი საქციელი, მიაჩნია რომ გეგას გარდაცვალებიდან ასე მალე არ უნდა შეიყვაროს, ეშინია ხალხის რეაქციის და რცხვენია თქვენი..
- ანნა ჩვენთვის რძალი არ არის, მართლა, ის ჩვენ შვილად მივიღეთ.. გეგას შემდეგ მხოლოდ ის და ჩვენი პატარა გოგონაღა დაგვრჩა.. ჩვენ ვიცით, რომ მთელი ცხოვრება მარტო ვერ იქნება, ახალგზარდა, მომხიბვლელი გოგონაა, მართალია ის ანნა სულ სხვა იყო, მაგრამ.. თუ შეძლებ თავი შეაყვარო, თუ შეძლებ ის მხიარული ანნა დააბრუნო, ჩვენ წინააღმდეგები არ ვიქნებით..
- გამახარეთ.. არასდროს არ და ვერ შეგიქმნით პრობლემას თქვენს შვილიშვილთან ურთიერთობაში, თუ რაიმე გამოვა, ჩვენი ოჯახისთვის საპატიო სტუმრები იქნებით..
- წარმატებები პეტრე _ მშვიდად გაუღიმა კაცმა..

იმ მომენტში ეგონა ფრთები შეესხა, ერთი ნაბიჯით წინ წაიწია ანნასკენ.. მთელი გულით ელოდა როდის მისცემდა ექიმი ნახვის უფლებას.
...................
შეუშვეს.. ბედნიერი მიუახლოვდა საყვარელ სილუეტს, შუბლზე აკოცა და მიეფერა..

- გილოცავ _ უჩურჩულა..
- მადლობა _ თვითონაც ჩუმად ჩაილაპარაკა.
- აბა რას არქმევ პატარას?
- ნინას, გეგას უნდოდა _ აკანკალებული ხმით ჩაილაპარაკა და ცრემლი ჩამოუგორდა..
- დამშვიდდი, ნუ ტირი _ ხელზე მიეფერა..
- ხომ შეიძლებოდა ახლა აქ ყოფილიყო?
- შეიძლება ეგოისტი ვიყო, ან ბოროტიც, მაგრამ ახლა გეგა აქ რომ ყოფილიყო, მე ვეღარ ვიქნებოდი..
სევდიანად გაეღიმა ანნას, იმ წამში დაუფლებულ ემოციას ახსნა ვერ უპოვა..

გაწერეს... გაწერის დღეს პეტრე ეზოში დახვდა, დიდი ვარდების თაიგულით.. გვერდიდან არ შორდებოდა. თუ მასთან არ იყო ურეკავდა.. კითხულობდა, რამე ხომ არ სჭირებოდათ.. იმდენად მიეჩვია ანნა, მის გარეშე ცარიელი იყო..

გეგას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.. პატარა კარგად იყო.. პეტრე ისევ მათ გვერდით.. მის გარეშე ყოფნა ვეღარც წარმოედგინა ანნას, თუმცა ყველაფერს კვლავ შეჩვევას აბრალებდა.. ერთად დადიოდნენ, პატარას ასეირნებდნენ.. პარკში ისხდნენ, ანნამ კითხვა რომ დასვა..

- პეტრე, დედასთან დაკავშირებით რას აპირებ?
- არ ვიცი..
- თითქმის ორი წელი გავიდა პეტრე, არ თვლი რომ უნდა ილაპარაკოთ?
- მასთან ლაპარაკი არ შემიძლია, ვაპატიებ, ან უკვე ვაპატიე, მაგრამ მასთან ლაპარაკი არ შემიძლია..
- და მან როგორ გაიგოს რომ აპატიე?
- ჩვენს ქორწილში დავპატიჟებ _ გაუღიმა..
- პეტრე! _ შუბღვირა..
- რა პეტრე, რა პეტრე, არ ფიქრობ რომ დროა უკვე ამ ყველაფერს გარკვეული სახე მივცეთ? თუ როდემდე ვიაროთ ასე ოჯახივით, ოჯახის სტატუსის გარეშე?
- მაგრამ..
- რა მაგრამ, არც შენი და არც გეგას მშობლები წინააღმდეგი არ არიან, არც არავინ თუ არა შენ..
- მაგრამ მე ვერ შეგიყვარე პეტრე..
- დარწმუნებული ხარ? გახსოვს მაშინ, სვანეთში რომ მთხოვე არ წახვიდეო, სიყვარულის ნიშანი იყო.. მაშინ როცა მითხარი რომ ჩემი გჯეროდა, ესეც სიყვარულის ნიშანი იყო.. ახლაც, როცა ჩემს გვერდით ხარ, შემეჩვიე, რომ წავიდე მოგენატრები, ესეც სიყვარულის ნიშანია.. უბრალოდ არ გინდა რომ გრძნობას სახელი დაარქვა..
- სულელი ვარ ხომ?
- ტლიკინა _ გაუღიმა..
- კინგ-კონგი _ პირველად წარმოთქვა ამდენი ხნის შემდეგ, ბედნიერებისგან ჩაეღიმა პეტრეს და მიიხუტა..
- უსმინე _ წინ ბიჭებზე მიანიშნა..



- პეტრე _ ხმას ვეღარ იღებდა.. _ რა კარგები არიან..
- არ გინდა ჩემი მეუღლე გახდე??
- მინდა _ ღრმად ჩაისუნთქა და პეტრეს გაუღიმა..
- ჩემი ტლიკინა _ ნაზად შეეხო ტუჩებზე და ტაშის ხმაც გაისმა პარკში...
________________
ესეც ასე ჩემო შოკოლადებო, დავამთავრე ისტორიაც, ჩემი ტანჯვაც და თქვენიც.. ამ ისტორიით გემშვიდობებით ცოტა ხნით, აგვისტომდე ან სექტემბრამდე ალბათ (სრული ისტორიები შიძლება ავტვირთო ხოლმე).. იმედი მაქვს მოგეწონათ, ველი შეფასებას, კრიტიკას, გამიზიარეთ ემოციები..
პ.ს. მადლობა ლილიანას იდეისთვის..
პ.ს. შემდეგი ისტორია აუცილებლად იქნება "ჩემებური", ანუ მხიარული..
პ.ს. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს თქვენი სითბოსთვის, მიუხედავად დაგვიანებებისა, ასე ერთგულად რომ კითხულობდით.. ძალიან მიყვარხართ ყველა ჩემო შოკოლადებო..
პ.ს. ვიდეო ნახეთ, უსმინეთ სიმღერას.. (ჯგუფი ბაზმა, ტექსტი: ბაჩო ზაქაიძე-"მეუღლე გახდე" )



№1  offline წევრი სპენსერი

ვაიმე გვეღირსსა ^_^ რამდენი არის ^_^ მაგას წაკითხვა არ უნდა? :D
ე.ი ვიწყებ... მარიამ არ დაგიწყებ ეხლა ბანალურ რაღაცეებ ისედაც იცი რომ ძალიან კარგი ხარ! მინდა გითხრა რომ შენი სიტორებიდან განსაკუთრებით გამოვარჩევ პირველ ოთხს ისტორიას!ეს ოთხი ისტორია მიყვარს ძალიან.. დანარჩენებიც კარგია მაგრამ ეს ოთხი კარგი არის დალიან ^.^ ველოდებიი ახლას ისტორიას ^.^ ახალი ცხელ-ცხელი ამბებით :D :))) წარმატებებიიი :*****

 


№2  offline მოდერი MyLove

მაგარი ხარ!
ველოდები ახალს.
ასეთ ორიგინალურს და შენებურს!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

მინდოდა ანნას პეტრეს მიმართ ცოტა უფრო მეტი სითბო და ყურადღება გამოეჩინა, ამით მხოლოდ პეტრე იყო დაკავებული და ერთმანეთს შეავსებდნენ... თუმცა არც ასე იყო ურიგო... მთლიანობაში ისტორია კარგი გამოვიდა

წარმატებები მარ და ველი შემდეგს, მაინტერესებს, როგორია შენებური მხიარული ^_^ <3

 


№4  offline მოდერი ლილიანა

ნიჭიერი მარიკუნა.ძალიან კმაყოფილი ვარ:):)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5  offline წევრი lika-kika

Vaime ra magari gogo xaar <3 dzalian bevri vibgavleee :( :) madloba amdeni emociiisatvis :*

 


№6  offline წევრი Anuuc^.^

ახლა წავიკითხე მთლიანად და ძალიან მომეწონა...გელოდები ახალი ისტორიით
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№7  offline წევრი kesoo

ძალიან კაღგად წერ... თითოეული ემოცია ზუსტად მოვიდა და საოცრად იმოქმედა... ძალიანკარგიი იყო და დიდი სიამოვნებუთ დაველოდები შემდეგ ისტორიას. <3

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

მოგესალმები მარიამ მართალია გვიან ვაკომენტარებ , მაგრამ ძალიან მინდა დავწერო.....სიტყვები არ მყოფნის იმდენად მომეწონა შენი ისტორიებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა. ძალიან მაგარი გოგო ხარ ასე გააგრძელე........

 


№9  offline მოდერი მარრიამი

უუუუღრმესი მადლობა ყველას <3 მიყვარხართ <3

 


№10 სტუმარი manana

მოგესალმები ძალიან მომეწონა მართალია გვიან ვაკომენტარებ მაგრამ მერწმუნე სულმოუთქმელად წავიკითხე ასე გააგრძელე კარგი გოგო ხარ მიყვარხარ

 


№11  offline მოდერი მარრიამი

manana
მოგესალმები ძალიან მომეწონა მართალია გვიან ვაკომენტარებ მაგრამ მერწმუნე სულმოუთქმელად წავიკითხე ასე გააგრძელე კარგი გოგო ხარ მიყვარხარ

<3 მადლობაა

 


№12 სტუმარი mari

kargi iko, visiamovne dzalian

 


№13  offline მოდერი მარრიამი

mari
kargi iko, visiamovne dzalian

მადლობა <3 ^_^

 


№14  offline წევრი tamtu

Marikunaaa esec cavikitxe da ratkmaunda dzalian momecona. Sheudzlebelia sheni istoriebi adamians ar moeconos. Vagiareb dzalian shemikvardi da gansakutrebulad shegechvie. Shen CHEMI gemrieli shokoladi xar romelic matkbobs.♡♥♡♥♡♥ gavagrdzele shemdegis kitxvaaa.:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent