შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული სიცოცხლის ფასად-13


7-06-2015, 19:10
ავტორი ReaDer))
ნანახია 2 127

ესეც კიდევ ერთი თავიი..ველი შეფასებებბს! (პ.ს მეგობრებო შემდეგი თავი სამწუხაროდ შემაგვიანდება რადგან ამ გამოცდებმა სისხლი გამოშრო და დროის გამონახვა მიჭირს..შევეცდები რაც შეიძლება მალე დავდო შემდეგი..მიყვარხართ!)

***
იქ, ზემოთ წყდება ყველაფერიო ხო? ადამიანი იბადება და მაშინვე იწერება მისი მომავალიო, გამიგია. შეიძლება შეცვლა ძალგიძდეს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისე ხდება როგორც უნდა მომხდარიყო, როგორც დაიწერაო, ესეც გამიგია. სწორედ ყოველივე ეს არის ბედისწერა, კანონი ცხოვრებისა, რომლის
დარღვევაც თითქმის ყოველთვის აღემატება ადამიანის ძალებს, რადგან უმეტესობა უკონტროლო და მოულოდნელია. ამ შემთხვევებში იძულებული ხდები მიჰყვე მის დინებას ან ყველაფერი გააკეთო და გასწირო მის შესაცვლელად, საკუთარი ცხოვრებაც კი. არასოდეს უგრძვნია თავი ასე სუსტად, ასე უძლურად, როგორც ახლა იყო, მაშინაც კი როცა უბედურების
სარეცელზე მიატოვა საკუთარმა მეგობრებმა. ყველაზე მეტად ეხლა რაც უჭირდა, ეს რეალობაში დაბრუნება იყო. მოუნდა უბრალოდ გამქრალიყო ამქვეყნიერებიდან და ამოშლილიყო ყველა ნაცნობის მეხსიერებიდან. მთელი ძალით უწვავდა ტკივილი გულის ყოველ კუნთს და ფილტვებს სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა..თავი გაციებულ კედელზე მიედო და თავში
უამრავი აზრი ერთად უტრიალებდა..დაბინდული მოავლო მზერა გარემოს და როცა ნაბიჯების ხმა გაიგო, ნელა წამოიზლაზნა და გეზი ისევ პალატისკენ აიღო. უხმოდ დადგა ლენას წინ და ვინ იცის რამდენი ხანი მიშტერებოდა მას.."იქნებ კახასთვის მეთქვა.." ფიქრობდა გონებაში მაგრამ იმასაც იაზრებდა რომ თქმა ეს იყო უარყოფა..უარყოფა კი- ღალატი..და რომ მომავალში მოსახდენი გარდაუვალი იყო..მაგრამ ეხლა სწორედ ის მომენტი ედგა როცა უნდა გადაეწყვიტა
სწორედ ის , რისი მოხდენაც იქნებოდა გარდაუვალი..ნელი მოძრაობით ჩამოჯდა სავარძელზე, ლენას მიუახლოვდა და მძინარეს სევდიანი თვალებით დაუწყო მზერა..სურვილი გაუჩნდა მისი ცივი და უგულო ნაწილი ისევ ბოლომდე დაპატრონებოდა მის სულს და ყოველივეს გადაწყვეტაც უფრო ადვილი გაეხადა, მაგრამ არ გამოსდიოდა..ვეღარ გამოსდიოდა..გოგონას ხელის მტევანი ხელებში მოიქცია, თავი ახლოს მიიტანა და ჩამოადო..წამოსული სითბო თითებს და სახეს სასიამოვნოდ უწვავდა, მაგრამ რეალობა
მაშნვე ახსენებდა თავს და ტკივილისგან სახე ემანჭებოდა, რამოდენიმეჯერ დაატანა თავს ძალა რომ თავი აეწია და პალატიდან გასულიყო, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ შეძლო..ხელსჩაბღაუჭებული თავს მჭიდროდ ადებდა თითქოს ვინმე ართმევსო..არიცოდა რა იქნებოდა მომავალში, მაგრამ სურდა ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელებულიყო..ასეა როცა გიყვარს...ორ დღეში ლენა გამოწერეს. მეგობრები არ გაეფრთხილებინა, ამიტომაც დიმიტრის იმედზე დარჩა..მთელი ეს დრო ცდილობდა თავი შორს დაეჭირა გოგონასგან დიმიტრს, ცივ ტონს ირგებდა
მასთან საუბრისას და მხოლოდ მაშინ ხსნიდა ფარდას თავის გრძნობებს როცა ჩაძინებულ ლენას ან შუბლზე კოცნიდა მთელი სითბოთი ან გოგონას ხელის მტევანზე თავჩამოდებული შორეულ ფიქრებში ეხვეოდა..კიბის სახელურზე ხელებდაყრდნობილი მიუყვებოდა ნელი ნაბიჯებით ლენა კიბეებს და გვერდით დიმიტრი ამოსდგომოდა, ბევრჯერ გაიფიქრა გოგონას ასვლაში თვითონ დახმარებოდა მაგრამ თავს ძალას ატანდა და ფიქრები სხვა რამეზე გადაჰქონდა. კარებთან მისული ცივად დაემშვიდობა და წასვლა დააპირა, როცა წამით შემობრუნდა
-ლენა..-გაისმა ბოხი ბარიტონი-ამიერიდან ვეღარ მნახავ.. ჩვენი ნაცნობობა დასრულდა..-ცივად წაილუღლუღა და წამით ახედა გოგონას თვალებში. ლენა დაბნევას და ნათქვამით გამოწვეულ გულისტკივილის ბოლომდე დამალვას ცდილობდა როცა თვალები მჭიდროდ დახუჭა წამოსული ცრემლის შესაკავებლად..
-გასაგებია..-ჩაილაპარაკა ჩამწყდარი ხმით და უკანმოუხედავად შევიდა ბინაში. დიმიტრი წამით შედგა, მოუნდა კარი მთელი ძალით შეენგრია და გოგონას ჩახუტებოდა მაგრამ ეს ახლა აკრძალულ ხილად მოეჩვენა..ყოველივე უკვე შეუძლებელი იყო..ძლივს ჩამქრალი ტკივილი ისევ გაღვივდა გულში და მისი მთელი სული მოიცვა. სწრაფი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა და სახლში დაბრუნდა. გათიშული დაეხეთქა საწოლზე და მზერა ჭერს გაუსწორა. მთელი საუკუნე გაატარებდა ალბათ ასე რომ არა ზარი მობილურზე და იმის შეხსენება რომ სამსახურში იყო წასასვლელი. უემოციოდ გადაივლო ცივი შხაპი და ბინა დატოვა. დიდხნიანი მუშაობის შემდეგ, დაღლილი წამოდგა
სამუშაო მაგიდიდან და ქუჩაში გააბოტა. გადაწყვიტა მანქანა სამსახურში დაეტოვებინა და ფეხით წასულიყო სახლში, იქნებ ეს მაინც დახმარებოდა რეალობაში მოსასვლელად. გრილ ჰაერს შერეული ბოლომდე გადაკარგულიყო ფიქნებში და ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ვერ ხედავდა..თავში სულ ლენას სახე უტრიალებდა და საშინელი სურვილი უჩნდებოდა მისი ნახვისა, მაგრამ სწორედ ამ დროს იჩენდა კახას სიტყვები გონებაში "ის გოგო უნდა მოკვდეს!" ავისმომასწავებლად ჩაესმოდა გონებაში და მის რაობას ტკივილისგან აბრუებდა. ვერ მიხვდა ისე მიუახლოვდა საკუთარ კორპუსს, სწრაფად აირბინა კიბეებზე და წამიტ შედგა როცა ვირაცის სილუეტი დაინახა ბინის კარებთან. სახე დაეძაბა და დასარტყმელად მოემზადა როცა სილუეტში თავისი ახლობელი ამოიცნო
-ალექსანდრე?-იკითხა გაკვირვებულმა და სიხარულისგან უნებურად სახე გაებადრა, ისე უნდოდა ახლა ვინმე ჰყოლოდა გვერდით რომ წინ მდგომი უფლის ყველაზე დიდ საჩუქრად მიიღო-როდის ჩამოხვედი ბიძაშვილო?-ღიმილით ჰკითხა და ნათესავს გადაეხვია
-დღეს დილით. როგორ ხარ დიმიტრი?-ასევე გახარებულმა წამოიძახა ბიჭმა და ახლობებს გადაეხვია- ძალიან მიხარია შენი ნახვა..რამდენი წელია არ შევხვედრილვართ-უთხრა მოწყენით და დიმიტრს ბინაში შეჰყვა
-ჰოო..რაც საზღვარგარეთ წახვედი იმის მერეა..მთელი ათი წელი..-ჩაილაპარაკა ნაღვლიანად და ალექსანდრეს სახის დანახვისას შეეცადა გაეღიმა. როცა ოთახი აჩვენა და ბიჭი დააბარგა, მაგიდის ირგვლივ მოთავსდნენ და მოშიებულებმა საჭმელს შეუტიეს
-რა ხდება აბა მომიყევი..რაშვები, რას აკეთებ..ძალიან დავეკარგეთ ერთმანეთს..-ლუღლუღებდა ალექსანდრე და თან პირში ლუკმებს იტენიდა
-ეჰ..მართლაც რომ..ძალიან ბევრი რამ მოხდა..სხვა დროს მოგიყვები, რაც შეეხება დრევანდელობას, მარტო ვცხოვრობ და ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ მენეჯერად..შენსკენ რა ხდება?-ჩუმად ჩაილაპარაკა და ალექსანდრეს ჭამის სიჩქარეზე სიცილი აუვარდა-ნელა ჭამე ბიჭო, არავინ არ მოგსდევს
ალექსანდრესაც გაეცინა-უბრალოდ ძალიან მშია, ამ დროს კი თავის გაკონტროლება ძალიან მიჭირს..რა პატარა იყავი ბოლოს რომ გნახე, მგონი თექვსმეტის ხო? ეჰ..რავიცი მე ცოლი ჯერ არ მომიყვანია, ძებნის პროცესში ვარ ჯერ კიდევ(გაიცინა) შენ დავიჯერო მარტო ხარ?(სასაცილო სახე მიიღო) ჰე დაყარე ინფორმაცია და დამნებდი-სიცილით უთხრა ალექსანდრემ და მაგიდიდან წამოდგა-ვსიო, გავძღი!-კმაყოფილი სახით ჩაილაპარაკა და მერე დიმიტრს გახედა-შენ რატო არ ჭამე?..არ გშია?-ჰკითხა გაოცებით და სახეზე დააკვირდა
-არა, არ მშია..-ჩაილაპარაკა და თვალი აარიდა-წამო მისარებში გავიდეთ-მაგიდიდან წამოდგა და ოთახი დატოვა, ცოტათი გაკვირვებულმა გააყოლა ალექსანდრემ თვალი და მერე უკან გაჰყვა
-რაო რას მეუბნებოდი, ვინ მიყვარსო?-შეახსენა პასუხგაუცემელი შეკითხვა დიმიტრს როცა მდივანზე მოთავსდნენ და უაზრო გადაცემებმა ორივეს თავი მოაბეზრა
-მარტო ვარ..არავინ არ..-წამით გაჩერდა როცა ლენას სახე წარმოუდგა გონებაში-არავინ არ მიყვარს..-ცივად ჩაილაპაარაკა და თავი ჩახარა
-დიმიტრი რა ხდება?-სერიოზული ხმით ჰკითხა ალექსანდრემ და ნათესავს დააკვირდა.
-ახლა ისე მინდოდა ვინმესთან საუბარი..როგორც დიდი საჩუქარი ისე მომევლინე ალექსანდრე..-ნაღვლიანი ხმით ჩაილაპარაკა და თვალი სივრცეს გაუშტერა-ყველაფერს მოგიყვები..-ბოხი ხმით თქვა და ღრმად ჩაისუნთქა..წარსულში მომხდარის შემდეგ ვეღარ წარმოედგინა თუ რა შეიძლებოდა ამაზე საშინელი დამართნოდა კიდევ ცხოვრებაში..მან დაკარგა მშობლები, დარჩა მარტო სამი მეგობრის იმედზე..მეგობრების რომლებმაც დიდხნიანი ტკივილისთვის გაიმეტეს დაუფიქრებლად ..ღვთის წყალობით გაიცნო ახალი ნამდვილი მეგობარი კახას სახით, რომელსაც ასევე ბევრი გადაეტანა ცხოვრებაში და მის მდგომარეობაში შესული დათანხმდა რომ ყველაფერში დაეხმარებოდა და ფიციც კი დაუდო რომ იმ საქმეს ამ მეგობრობის ფასად მოუგვარებდა, მაგრამ..თურმე კიდევ ყოფილა მისთვის
..კიდევ გადაწყვეტილა ერთი დიდი უბედურების გადატანა, ერთი დიდი გამოცდისა რომელიც ყველაზე მტკივნეული და უსაშველოდ გაუსაძლისი ეჩვენებოდა..ყოველი გახსენება ლენას დაუცველი მზერისა და დაბნეული სახისა, მასში საოცარ სიცარიელეს იწვევდა და მისდამი მწველი სიყვარულით აღსავსეს, სურვილს უჩენდა სამუდამოდ მასთან ყოფილიყო და დაეცვა იგი ყველაფრისგან..მაგრამ რა იყო ეს ყველაფერი?! განა თვით დიმიტრი არ იყო მიზეზი გოგონას მომავალი ტანჯვისა?! ამის გააზრება იმდენად დიდ ტკივილს ანიჭებდა რომ უნდებოდა გული მისი ხელით ამოეგლიჯა საგულედან..როცა საუბარი დაასრულა გაციებული, უემოციო მზერით ახედა გაშტერებულ მეგობარს და მის რეაქციას დაელოდა. დიდხანს გაუჭირდა ალექსანდრეს დასკვნის გამოტანა რადგან ყოველივემ ძლიერ გააოცა იგი.
-ანუ..-დიდხნიანი სიჩუმის შემდეგ ამოიღო ხმა-შენ გიყვარს ის, ვინც უნდა მოკლა?!-დაბნეული ლუღლუღებდა და დიმიტრს მზერას არ აცილებდა
-ჰო..-მძიმედ წაიჩურჩულა და ალექსს თვალებში ჩახედა
-არვიცი რა გითხრა..ასეთი ჯერ არაფერი მომისმენია..მე..-ენა დაება ალექსანდრეს-უბრალოდ ჩემს ძალებს აღემატება რომ რამე გირჩიო..მაგრამ მოკვლა..ეს ძალიან დიდი ცოდვაა დიმიტრი..მე კარგად გიცნობ შენ, მიუხედავად ჩვენი დიდხნიანი განშორებისა..შენ ამას ვერ შეძლებ..-მტკიცედ ჩაილაპარაკა და თვალი აარიდა
-შევძლებდი..კახას გამო დაუფიქრებლად შევძლებდი..მაგრამ ახლა..ახლა ვშიშობ რომ შენს სიტყვებზე დათანხმება მომიწევს..-მძიმედ წარმოთქვა-მაგრამ ჯერ კიდევ საკუთარი თავის დაკვირვებაში ვარ..იქნებ ვცდები და არ მიყვარს..მსგავსი რამ არასოდეს განმიცდია ამიტომაც არ შემიძლია რამე დავიჩემო..-წაილუღლუღა ჩაფიქრიანებული ხმით
-მართალია..საკუთარ თავში უნდა გაერკვიო..ვაფასებ შენს ასეთ დიდ მეგობრობას მაგრამ..მაინც ვფიქრობ რომ მკვლელობა გამოსავალი არ არის..თუმცაღა ეს ჩემი საქმე არაა, ვისურვებდი რომ შენ ასეთ საქმეში არ გახვეულიყავი..
-ვიცი ალექსანდრე(შეეცადა გაეღიმა)..ვნახოთ რას მოიტანს დრო..-ფეხზე წამოდგა, ძილინებისა უსურვა და ოთახში გავიდა. მოყოლის შემდეგ თითქოს გულზე მოეშვაო და ორი ღამის უძინარს როგორც იქნა ჩაეძინა..ზუსტად ოთხი დღე ებრძოდა საკუთარ თავს..ცდილობდა არ ეფიქრა ლენაზე და მთელი ყურადრება სამსახურზე და ალექსანდრეზე გადაჰქონდა..ნათესავი დიდი ხნით არ გეგმავდა დარჩენას მაგრამ დიმიტრის ამბის გაგების შემდეგ გულმა არ მისცა უფლება მარტო დაეტოვებინა იგი..თითქმის ტოლები დიდი ხნის წინ დააშორეს ერთმანეთს და მათი შეხვედრა მხოლოდ ახლაღა მოხდა..სწორედ მაშინ როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა დიმიტრს გვერდით ვინმეს დგომა..ამაში მაინც გაუღიმა იღბალმა..რთულია ებრძოდე ფიქრებს იმ ადამიანის შესახებ რომელიც სიცოცხლეს გირჩევნია..გაუსაძლისია გინდოდეს ჩახუტება და მასთან ყოფნა
როცა ეს შეუძლებელია..მთელი ძალით ებრძოდა დიმიტრი ყოველივეს..თითოეული ღამე მისთვის ერთი დიდი გამოცდა იყო, რადგან სწორედ ამ დროს ხდებოდა გრძნობების მოზღვავება..
..მაშინაც უკვე საკმაოდ გვიანი იყო..ალბათ ღამის ორი..კოშმარში გახვეული ლენას სახელს გაუჩერებლად გაიძახოდა და ოფლდასხმული უცებ წამოხტა საწოლიდან.."რა გავაკეთო ღმერთო..ვერ ვძლებ" იმეორებდა ნერვიულად და ხელებს თმებში ასრიალებდა..წამით შედგა მერე უცებ გამოცოცხდა, სწრაფად ჩაიცვა და ბინა გაუაზრებლად დატოვა.."რას აკეთებ დიმიტრი?!" ეკითხებოდა საკუთარ თავს როცა ბინას მიუახლოვდა.."იმას რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა" თვითონვე გასცა საკუთარ შეკითხვას პასუხი და კარის წინ შედგა..რამოდენიმე ზუზუნის შემდეგ ფეხის ხმაც გაიგო და გული გამალებით აუძგერდა..
-დიმიტრი?!-გაიგო გაკვირვებული ხმა კარის გაღებისას და გოგონას სახის გარჩევას შეეცადა. თხელ სარამურებში გამოწყობილს თმა სასაცილოდ აწეწვოდა და თვალებს მუშტებით გამალებით ისრესდა რომ მართლა დარწმუნებულიყო დიმიტრის აქ ყოფნაში
-ლენა..-მთელი გრძნობები ჩააქსოვა მისი სახელის წარმოთქმაში, შემდეგ სწრაფად მოსწყდა ადგილს და გოგონას მთელი ძალით შემოჰხვია წელზე ხელები. მჭიდროდ მიიხუტა და მთელი მისი არსებით შეეცადა თმის და კანის სურნელით დამტკბარიყო, გრძნობდა გაკვირვებული ლენა როგორ შემდგარიყო ერთ ადგილზე, მაგრამ დანებების ნიშნად თითქოს რაღაც წაილუღლუღაო და დიმიტრს ხელები მოჰხვია..მზერადაბინდული შეეცადა ხელები ეშვა გგოგონასთვის, მისი სახე ხელის მტევნებში მოიქცია და ახლოს მიიტანა სახესთან..რამოდენიმე ამოსუნთქვის შემდეგ, დანებების ნიშნად ჩაისუნთქა და ლენას ტუჩებზე დაეწაფა..ყველანაირად ცდილობდა ამ ერთ კოცნაში ჩაეტია მისი დაგროვილი ყველა გრძნობა და ეს იმდენად ძლიერი აღმოჩნდა რომ მთელი მისი არსება მოიცვა..მთელი სითბოთი და გრძნობებით უკოცნიდა ბაგეებს ლენას და გაჩერების მნიშვნელობაც კი დავიწყდებოდა
-დიმიტრი..-ჩაილაპარაკა დაბნეული ხმით ლენამ როცა წამით მოსწყდა მის ტუჩებს, შეეცადა გაბრძოლებოდა მაგრამ თითქოს ამის სურვილი სადღაც დაიკარგაო, პირიქით მთელი არსებით მოსწყდომოდა რეალობას და ყოველი წამით ტკბებოდა. მთელი ძალა დაატანა ბიჭმა საკუთარ თავს, გოგონას მოშორდა და წამით მის წინ შედგა..ლენას ყოველი ნაკვთი მზერით შეისწავლა, თავი გამწარებულმა გადააქნია, კბილები გააღრჭიალა და ლენას მზერადაბინდულმა, ჩამწყდარი ხმით უთხრა
-მაპატიე მაგრამ..ეს უნდა გამეკეთებინა..-ღრმად ჩაისუნთქა, შემობრუნდა და წავიდა.



№1  offline წევრი saliii

au ra kaii iyoo :* :* tan didic iyoo yochagg

 


№2  offline წევრი ReaDer))

saliii
au ra kaii iyoo :* :* tan didic iyoo yochagg

მადლობა <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Dzaliann dzaliann magariaaa :* malee dadee axalii taviu raaa mainteresebss :*

 


№4  offline წევრი saliii

ReaDer))
saliii
au ra kaii iyoo :* :* tan didic iyoo yochagg

მადლობა <3

როდის დადებ ახალ თავს :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent