თითქოს ყველაფერი კარგად იყო... (1)
************** ღამე იყო,წყვდიადი მეფობდა.ცა ავისმომასწავებლად მოიქუფრა, თითქოს რაღაც სასტიკს უქადდა სამყაროს.დაცარიელებული ქუჩები და ცივი გამყინავი ქარი გარემოს უფრო ამძიმებდნენ.ძაღლის ყეფასაც კი ვერ გაიგონებდით.ორ რიგად ჩამწკრივებული სახლებიდან არცერთში არ ენთო სინათლე.მოულოდნელად მოსახვევში მანქანა გამოჩნდა და ვიწრო ქუჩაზე შევარდა.მანქანაში შვიდი წლის პატარა გოგონას ეძინა უკანა სავარძელზე, წინ კი მეგობრები რაღაცაზე მხიარულად იცინოდნენ.ნასვამები იყვნენ და გზას საერთოდ არ უყურებდნენ.როცა გამოფხიზლდნენ, უცნობ ადგილას ამოყვეს თავი. -აქედან როგორ გავაღწიოთ?-მხიარულად კითხა საჭესთან მჯდომმა მეორეს. -რა ვიცი, იარე პირდაპირ და სადმე ხომ გავალთ არა-იმავე ტონით უპასუხა მან და მეგობრულად ბეჭი გაკრა რაზეც პირველმი აპასუხის გაცემა მოინდომა და მანქანის მიმართულებას ყურადღება საერთოდ არ მიაქცია.ავტომობილი რამდენჯერმე შექანდა ოღროჩოღრო გზაზე, რის შედეგადაც პატარა გოგონას გამოეღვიძა. -მივედით მა?-წვრილი ხმით გადასძახა საჭესთან მყოფს . -სულ მალე მივალთ სახლში მა-მზრუნველად უპასუხა მან და მზერა ისევ ძმაკაცზე გადაიტანა.გოგონა ფანჯრისკენ მიიწია და ლანდებად ქცეულ შენობებს დაუწყო ყურება.შორიდანვე მოკრა უკუნ სიბნელეში მკრთალ სინათლეს თვალი და ამ დროს მანქანამ სვლის შენელება იწყო.მან გარკვევით დაინახა , თუ როგორ გამოვარდა პატარა ბიჭი იმ სახლიდან ,სადაც ცოტა ხნის წინ სინათლე დაინახა.ალბათ სიბნელის გამო ბავშვმა ვერ გაარჩია საით უნდა წასულიყო და ქუჩის გადაჭრა,გზის მეორე მხარეს გადასვლა მოინდომა.შუა გზაზე გაჩერებულს ავტომობილის ანთებულმა ფარებმა მოჭრა თვალი.გაშეშდა,აცრემლიანებულს ზანტად დაედინა სველი სითხე ღაწვებზე...მუხლები აუკანკალდა....მერე რა, რომ პატარა იყო? მიხვდა ,რაც მოხდებოდა.იცოდა ,რაც მოხდებოდა და ის არ შემცდარა. საუბარში გართულ მამაკაცებს გზა მთლიანად გადაავიწყდათ.ალბათ არც ეგონათ ასეთ ამინდში, ასეთ სიბნელეში, და ასეთ დროს ვინმე სულიერი თუ იქნებოდა გზაზე ..და სწორედ ამიტომ .... მანქანაში მჯდომმა გოგონამ პატარა ბიჭს გააყოლა თვალი და ახლა მას შუა გზაზე გაჩერებულს ხედავდა.შეშინებული წინ გადაიწია და საჭესთან მჯდომს მხარზე ძლიერად ჩაეჭიდა. -მამა,მამაააა,მა....-და სიტყვა გაუწყდა. საჭესთან მჯდომმა გახედა თუ არა გზას , ტორმუზს ფეხი სწრაფად დააჭირა , მაგრამ უკვე გვიანი იყო.ყველაფერი ერთ წამში მოხდა.... მსუბუქი ავტომობილის მინები წითლად შეიღება.ბორბლებთან უსიცოცხლო სხეული ეგდო.მანქანაში მყოფები დუმდნენ და ხმას არ იღებდნენ.თუმცა ყველაზე საშინელი იცით რა იყო? .... სავარძელზე შიშით აკრულმა გოგონამ გარედან კარის ჭრიალის ხმა გაიგონა და აცრემლიანებუმლა გაიხედა საქარე მინიდან.თავიდან რაღაც დალანდა, ბოლოს კი კარგად გაარჩია შავებში ჩაცმული მაღალი ბიჭი, რომლის სახეზეც ცრემლები შეუჩერებლად იკვლევდნენ გზას.იგი იდგა კარებში და იყურებოდა წინ.... მისი მზერა ალბათ სადღაც სიცარიელეში იკარგებოდა,რადგან ადგილი, სადაც მისი თვალები უგზოუკვლოდ დაეხეტებოდნენ, უკვე ცარიელი იყო.იქ რამოდენიმე წუთის წინ პატარა ბიჭი იდგა.ახლა კი სიცარიელე იყო.... აკანკალებულმა მზერა მანქანის ბორბლებთან გააშტერა და სისხლში მოცურავე სხეულს ჰკიდა თვალი.აქ გადაეკეტა გონება....აქ შეწყვიტა ტვინმა მუშაობა და დაითრგუნა სხეული....მომენტალურად გაქრა ციდან ღრუბლები და სავსე მთვარემ ყველაზე შეუფერებელ მომენტში გაანათა მიდამოები . გადათეთრებულ ქუჩაზე ამაზრზენი სანახაობა იშლებოდა.... მანქანის ბორბლებთან დაგდებული უსულო სხეული , გამყინავი სიჩუმე , წითლად შეღებილი საქარე მინები და სისხლი.....სისხლი, სისხლი და კიდევ სისხლი. ********** გარბოდა...არ იცოდა სად,უბრალოდ გრძნობდა , რომ არ უნდა გაჩერებულიყო.რატომ?-იმიტომ რომ ის უნდა ენახა.მას უნდა შეხვედროდა...ჰო და მირბოდა.ნისლი იყო,მაგრამ მაინც შეამჩნია.სვლა შეანელა და ახლა უკვე კარგად გაარჩია შავებში შემოსილი სილუეტი.გული აუჩქარდა და სახეზე თბილი ღიმილი გამოესახა,თუმცა ამავე დროს დანაშაულის გრძნობამ მოიცვა და დანაღვლიანდა.რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ და მასზე დაბალ ფიგურას ხელი მხარზე ფრთხილად შეახო.გააგებინა, რომ მოვიდა.უცნობმა ნელ-ნელა მისკენ დაიწყო შემოტრიალება .ის კიდევ ახლოს მივიდა, რომ სახე დაენახა.მოლოდინმა სასიამოვნოდ დაბურძგლა სხეულში.ტანში უვლიდა წინ მდგომის თითოეული ამოსუნთქვა, რომელიც ყურთასმენას ექოდ ჩაესმოდა.თვალები გაუბრწყინდა და ის იყო მისი სახისთვის უნდა შეეხედა, როცა...... -აეგდე ზევით რა,ათასჯერ გითხარი წასასვლელები ვართთქო.დაწოლილიყავი ადრე ხომ შეიძლებოდა?-გამაღიზიანებლად ჩაესმა დაქალის წიკვინი, რომელმაც ასეთი მნიშვნელოვანი სიზმარი გააწყვეტინა და მომაბეზრებელ რეალობაში დააბრუნა.ძილიდან გამოყოლილი სასიამოვნო შეგრძნებები რომ ვეღარ მონახა გულში, დაიბღვირა და მაშოს მკვლელი თვალებით გახედა. -შენ ახლა იცი რა გააკეთე?-დაიგრგვინა თიკამ და ჯოჯოხეთის ცეცხლით ანთებული თვალები ერთ ადგილას მოკუჭულ სანიკიძეს მიანათა. -რ...რ...რა მოხდა....-იკითხა ბლუკუნით მაშომ და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა -გაეთრიე ჩემი ოთახიდან სანამ ცოცხალი ხარ!!-დაიწივლა და გამწარებულმა ბალიშში ჩარგო თავი. -ისევ ის სიზმარი?-შედარებით დამშვიდებული სანიკიძე ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს. -ჰო ისევ,და ჭკუიდან გადავალ მგონი.მერამდენედ მესიზმრება ერთი და იგივე.ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არ მძინავს და ყველაფერი სინმადვილეში ხდება.მერე ვუახლოვდები და როცა მისი სახე უნდა დავინახო , სულ რაღაც მიშლის ხელს და მეღვიძება.-ამოიკრუსუნა და ჩაწითლებული თვალები მიანათა მაშოს. -გოგო ტირიხარ?-თვალებდაპრაწულმა შეუმშრალა ცრემლები . -აი გეფიცები არ ვიცი რა მემართება რა. -წამო წავიდეთ,გულს გადააყოლებ მაინც-მეგობრულად გაკრა ლაბაძეს ბეჭი და ბევრი კამათის და შეწინააღმდეგების შემდეგ , როგორც იქნა სახლიდან გააგდო. -ჰე ,სად მივდივართ იცი მაინც?-მობეზრებულად იკითხა თიკამ. -ურსელი შენია და მისი დაბადების დღის საჩუქარსაც შენ უნდა ყიდულობდე ,მე კი არა-თავის ქანევით ჩაილაპარაკა მაშომ-მე რომ არ გყავდე რა.. -ხო იცი არ მიყვარს ასეთ ადგილებში სიარული.რა აიკვიატა ნათიამაც კიდევ რესტორანი , ან ჩემთან რა უნდოდა ? ისე დამპატიჟა, ვითომ გადამკვდარი მეგობარი ვიყო მისი-განაგრძობდა უკმაყოფილების გამოთქმას ლაბაძე. -ეი ქალბატონო,რას გადაეკიდე იმ ბავშვს.ნუ გყავს უაზროდ ამოჩემებული და გადმოეთრიე მანქანიდან, მოვედით უკვე.ნათლია მუშაობს აქ და რამე კარგს შეგვარჩევინებს. ისე არიგებდა და მითითებებს აძლევდა თიკას, თითქოს მასზე რამდენიმე წლით უფროსი იყო.სინამდვილეში კი პირიქით,მაშო მეთერთმეტე კალსელი იყო, თიკა კი უკვე უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გახლდათ.თუმცა ლაბაძე ბავშვივით იყო,მისი მარტო დატოვება არ შეიძლებოდა და ალბათ სწორედ ამიტომ მიუჩინეს მაშო ზედამხედველად მისმა ნათესავებმა.ეს ორივეს ოჯახებისთვის ხელსაყრელი იყო.თიკას არც დედა ყავდა და არც მამა.მაშოს კი მხოლოდ დედა ყავდა და ისიც საზღვარგარეთ იყო სამუშაოდ წასული.ამიტომ დარჩნენ გოგონები ერთად.თიკა ლაბაძე და მარიამ (მაშო)სანიკიძე. შეარჩიეს თუ არა საჩუქარი ,თიკამ ლამის ძალით გამოათრია მეგობარი სავაჭრო ცენტრიდან და მანქანაში ლამის ჩატენა. -დათო ბიძია, სახლში წაგვიყვანეთ რა-სწრაფად გადაძახა მძღოლს და სავარძელში კომფორტულად მოკალათდა. -ახლავე შვილო-თბილად გაუღიმა ხანში შესულმა მამაკაცმა ,რომელიც მის ოჯახთან ათ წელზე მეტს მუშოაბდა უკვე და მანქანა დაიძრა. -ჰა მოისვენე?-წარბებშეკრულმა გადახედა მაშომ და შეფუთული კოლოფი გაუწოდა.-არ დაგავიწყდეს დღეს წამოღება და უსაჩუქროდ არ მოეთრე იქ-თვალები დაუბრიალა ახარხარებულს. -ერთად ხო ვიქნებით მაინც და მე რად მინდა?-გაკვირვებული მზერა სტყორცნა სანიკიძეს. -კლასელს უნდა გავუარო, საქმე მაქვს-მოკლედ მოუჭრა და მეტი აღარაფერი უთქვამს. -კარგი, კარგი-ხელი ჩაიქნია თიკამ. მანქანაში სიჩუმემ დაისადგურა.ლაბაძე რაღაცაზე იყო ჩაფიქრებული , როცა მაშო მოულოდნელად მისკენ საცოდავი სახით შეტრიალდა. -აუ ერთი თხოვნა შემისრულე რა-ყელი კილომეტრზე გაიწელა და მავედრებელი თვალები მიანათა მეგობარს. -რა მოხდა? -ახლა გამახსენდა, რომ კაბა, რომელიც დღეს უნდა ჩავიცვა სალონში მაქვს დატოვებული. გთხოვ გამოიტანე და დამახვედრე სახლში რომ მოვალ . მე დრო აღარ მრჩება და ვერ მოვასწრებ.ჰა?ჰა?...-ისეთი სახით იყურებოდა , ალბათ თიკას ყველა უკან დასახევი გზა მოუჭრა. -ზედმეტი სიკეთე დაღუპავს ადამიანს-დანებებით ჩაილაპარაკა და სიცილით თავი გადააქნია მაშოს გაბრწყინებული თვალები რომ დაინახა-ჭკვიანად იყავი-მიაძახა გადმოვიდა თუ ა რა მანქანიდან და ისე , რომ სახლში არ შეუვლია, პირდაპირ სალონისკენ აიღო გეზი. *********************** -აიღეთ ვინმემ ტელეფონი რა-განწირული ხმით ყვიროდა ყიფიანი , მაგრამ არავის ესმოდა.ბოლოს სხვა გზა რომ აღარ დარჩა , თვითონ წამოყო გაბურძგნული თავი საწოლიდან და სასტუმრო ოთახში გალასლასდა. -ყურები სად გაქვს ბიჭო რომ გირეკავ?-აიღო თუ არა ყურმილი, მეორე მხრიდან დეიდაშვილის წიკვინმა გაუხვრიტა ყურის ბარაბანი. ისე , რომ პასუხიც არ გაუცია, ტელეფონი გათიშა და თავის ადგილას დააბრუნა.ის იყო შეტრიალებას და ისევ დაწოლას აპირებდა, რომ ახლა მობილურის ზუზუნმა აატკივა თავი. -გეძინა და ეხლა ისევ დაგდებას აპირებდი?-ამჯერად წიკვინმა კი არა ღრიალმა მიაღწია მის ცნობიერებამდე და მანაც მობეზრებულად დაამთქნარა. -გოგო ნუ დამღალე რა, ხო შეიძლება რო დამაძინო?-ამოიხვნეშა მოჩვენებითი მოწყენილობით და პუფში ლეკვივით მოკალათდა. -აწიე ერთი ადგილი, საჩუქარი მიყიდე და დღეს ექვს საათზე იქ მოდი ,სადაც გეტყვი გასაგებია?-ყიფიანმა ნახევრად დახუჭული თვალები გაკვირვებისგან დაჭყიტა და კედელზე გაკრულ კალენდარს გახედა. -დღეს ნატაშკას დაბადების დღეა ეეეე-გადაიხარხარა მხიარულად-დიდი გოგო ხარ უკვე-ხმა დაიწვრილა. -ხო დეიდაშვილმა უნდა გაგახსენოს , რომ დაბადების დღე აქვს.შენ მთელი ცხოვრება როგორ უნდა გეძინოს?-დაიწყო თუ არა ლანძღვა ეგრევე შეაწყვეტინა. -ჰე ,ჰე ,არ გინდა ახლა. დღეს დიდი დღეა, ამიტომ უნდა დამშვიდდე და არ უნდა ინერვიულო-ხელი ისე აწია ჰაერში, ვითომ მობილურზე მოსაუბრე დაინახავდა. -ბოლოს მომიღებ რა-დანეებებით ამოიხვნეშა ნათიამ.-მისამართს შეტყობინებით გამოგიგზავნი და კიდე....ერთი თხოვნა უნდა შემისრულო. -დღეს ყველაფერი შენთვის ჩემო ნატაშკა,ბრძანე რაც გინდა-წარმოთქვა სასაცილოდ გაჯგიმულმა. -შენი დის სახლში გაიარე.მითხრა შეიძლება ვერ მოვიდეო და საჩუქარს გამოგატანს -მიაყარა შეუსვენებლად- მორჩა, წავედი მე და გელოდები დღეს-სწრაფად დაამთავრა სათქმელი და ყურმილი დაკიდა. -ღლაპი-ჩაიბუზღუნა გაბრაზებულმა-იცის სიარული რომ მეზარება, მაგრამ მაიძულებს..დაბადების დღე არ გქონდეს, გიჩვენებდი სეირს-ისე უყვირა მობილურს ,თითქოს ნათიამ ყველაფერი გაიგონაო,შემდეგ ამოიხვნეშა და სარკის წინ დადგა. -სახეგასიებული და თმააბურძგნულიც ყველას ვჯობივარ-გაეცინა და ლოყა მარჯვენა მხარეს საყვარლად ჩაეჩხვლიტა.რაც ხელში მოყვა , ის გადაიცვა,მანქანის გასაღები შეათამაშა ხელშში,მობილური გულის ჯიბეში მოითავსა და ბინის კარი ხმაურით გაიკეტა. - ******************** სალონი მის სახლთან ახლოს იყო , ამიტომ ფეხით წავიდა.ასეც რომ არ იყოს, სეირნობა უყვარდა.თან ახლა გრილოდა და ამინდიც შესაფერისი იყო.ყურსასმენები ჰქონდა გაკეთებული და რეალობას მთლიანად მოწყვეტილი,მუსიკის სასიამოვნო ჰანგებს აყოლებდა ტანს . ნაზი რხხევით მიიწევდა წინ და თან ფიქრობდა. ფიქრობდა მის სიზმარზე , რომელიც რამდენიმე კვირა უკვე ყოველ ღამით ესიზმრებოდა და მოსვენებას უკარგავდა.სულ მირბოდა ვიღაცის შესახვედრად.სულ ნისლი იყო.მერე ამ უცნობს მიუახლოვდებოდა თუ არა , გულის აჩქარებას გრძნობდა.მერე რა რომ სიზმარი იყო, გული სინამდვილეში უჩქარდებოდა, რაშიც მას შემდეგ დარწმუნდა ,როცა მაშოს დაავალა ერთი დღე მისთვის ეყარაულებინა ,სანამ ეძინა.რომ გაიღვიძა ,მეგობრისგან ისეთი რაღაცეები მოისმინა , თავი გიჟად ჩათვალა და ცდილობდა ამაზე აღარ ეფიქრა.ალბათ გაინტერესებთ ხო რა მოხდა? სანიკიძემ მეორე დილით თვალებგაფართოებულმა უთხრა ,რომ დაახლოებით ღამის ოთხ საათზე ლაპარაკი დაიწყო ძილში.“შენ დაბრუნდი“...“მაპატიე“...“მეგონა დამივიწყებდი“...“იცი რამდენ ხანს გელოდებოდი?“....და კიდევ სხვა მრავალი ფრაზა, რასაც კანკალი და ცივი ოფლი ემატებოდა.აი გულს კი, თურმე პულსი გაუზომავს და გულისცემა აჩქარებული ქონია.ბევრი ეჩიჩინა მაშო ექიმთან წადი, არ შეიძლება ეგრეო ,მაგრამ არა და არ ქნა თიკამ.თვითონაც არ იცის რატომ.შეიძლება სიზმრები შეწყდეს ექიმთან მისვლის შემდეგ ,მას კი ეს არ უნდა.არ აღიარებს ,მაგრამ სინამდვილეში საშინლად მოსწონს ის გრძნობა, რა გრძNობითაც სიზმარში უცნობისკენ მიიწევს.თუ როგორ უჩქარდება გული როცა შავ სილუეტს მხარზე ეხება და მოლოდინი იმისა ,რომ მის სახეს ნახავს ,ტანში უვლის.არ ეთმობა ეს ემოციები და რა ქნას? რამდენჯერმე ისიც იფიქრა ,საკუთარ სიზმარზე ვარ შეყვარებულიო, მაგრამ ეს აზრი იმდენად აბსურდულად მოეჩვენა ,რომ თავს აქნევდა უსარგებლო ფიქრებისგან გათავისფულების მიზნით და ამას მალევე ახერხებდა კიდეც.ეს ყველაფერი იყო მიზეზი იმისა, რომ ლაბაძე ამ ბოლო დროს ძალიან შეიცვალა.უარესობისკენ არა, პირიქით.მოევლო მის ფეთქებად ხაისათს,გახდა უფრო კეთილი და გაგიკვირდებათ და შედარებით მშვიდიც, რაც მას არარეალურად მიაჩნდა... ფიქრებში იყო გართული და ყურადღება აღარ მიუქცევია , რომ სალონამდე დარჩენილი ერთადერთი შესახვევის გადაკვეთაზე გადადიოდა. უცებ ამ შესახვევიდან მაღალი სიჩქარით მომავალი შავი მერსედესი გამოვარდა და ლაბაძე კინაღამ მიწასთან გაასწორა.შოკში ჩავარდნილი თიკა ხმას ვერ იღებდა.მანქანამ დაატორმუზა და როგორც ჩანს მძღოლიც არ იყო კარგ დღეში. რამოდნიმე წუთი ავტომობილიდან ხმა არ გამოდიოდა.ერთ ადგილას დარჭობილი აკანკალებული ლაბაძე , მთელი ძალით უჭერდა მობილურს ხელს, რომელიც მაგრად ქონდა ჩაბღუჯული ,თითქოს წართმევას უპირებდნენო.გამოერკვა თუ არა ,აცახცახებულმა მოიხსნა ყურსასმენები და ტელეფონიც მასთან ერთად გაუვარდა. ცრემლები ღარად დაედინა ისე, რომ ვერც შეამჩნია და მხოლოდ მაშინ მოისვა სახეზე ხელი, როცა სისველე იგრძნო.უცნობმა ჟრუანტელმა დაუარა სხეულში ,მაგრამ ის ამავე დროს თითქოს ნაცნობიც იყო.გონებაში რაღაც ამოუტივტივდა , თუმცა მალევე გადაავიწყდა.მუხლები აუკანკალდა და ჩაიკეცა.მიწას დააშტერდა და ცალი ხელი გულზე მიიდო ,რომ დამშვიდებულიყო.ყრუდ გაიგონა , თუ როგორ გააღეს ვტომობილის კარი, როგორც ჩანს, მძღოლი მისკენ მოიწევდა.ეს მძღოლი კი არც მეტი არც ნაკლები, ყიფიანი ლაშა გახლდათ.არც თვითონ იყო კარგ დღეში.იმის მერე რაც ადრე მოხდა ,ფრთხილობდა საჭესთან დაჯდომას.ახლა კი ამდენხნიანი პაუზის შემდეგ პირველად დაჯდა და ისიც კინაღამ ვიღაც გაიტანა.ცივმა ოფლმა დაასხა და მომენტში თავბრუ დაეხვა, მაგრამ დაინახა თუ არა , ერთ ადგილას მობუზული, აცახცახებული გოგონა, ყურადღება მასზე გადაიტანა. გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა და გამალებით დაიწყო ძგერა.ეჭვიანად მიიდო მკერდზე ხელი და ასეთმა რეაქციამ გააკვრივა კიდეც.აი გოგონას რომ მიუახლოვდა ,მერე უკვე საერთოდ ერთ ადგილას გაჩერდა და ვეღარ მოძრაობდა. ის კი.... თიკამ მზერა ასფალტიდან იმ ადამიანზე გადაიტანა, ვინც მის წინ გაჩერდა და ცახცახი შეწყვიტა. ჯერ შავ ლაპლაპა ფეხსაცმელს შეხედა,შემდეგ თვალი ნელ-ნელა შავ შარვალს ააყოლა ,რომელიც მამაკაცისთვის არადამაახასიათებელ საოცრად სუსტ და სწორ ფეხებს ფარავდა,თვალები წელთან შეაჩერა და ახლა შავ პერანგზე გადაინაცვლა ,რომელშიც ბიჭის წვრილი წელი და გულმკერდი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა.პარალელურად იგრძნო ,როგორ უჩქარდებოდა გულის ცემა და უათამაგდებოდა მოლოდინი მისი სახის დანახვამდე.თითქოს ეს ემოციები ეცნოო, თვალები დაჭყიტა და ფრთხილად გააპარა მზერა სახისკენ.სიზმარი გაახსენდა და საშინლად არ უნდოდა ესეც მოწყვეტილი ყოფილიყო რეალობას. რეალობისა და ფანტაზიის ზღვარზე შავ-თეთრი და ფერადი კადრები საოცარი სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს..ლაბაძემ შეხედა ბიჭის სახეს და ცოტა ხნის წინ შეჩერებულმა ცრემლებმა ,ისევ გაიკვლიეს გზა მის სახეზე.ბიჭის შავი აბრეშუმივით თმა და ნაცრისფერი ,ერთი შეხედვით ცივი თვალები დაჟინებით მიჩერებოდნენ მობუზულ გოგონას და თითქოს არ აძლევდნენ უფლებას, მზერა სხვა რამეზე გადაეტანა.ისიც მონუსხული და მთელი ძალით მობილიზებული წინ მდგომის სახეს იკვლევდა და პატარა ცხვირსა და გრძელ წამწამებს შორის თვალებით დათარეშობდა. ყიფიანი კი....ყიფიანს ის გაახსენდა ,მეგობარი რომ ერთი ნახვით სიყვარულზე ეკაიფებოდა.ეს შემთხვევა მის ნათქვამს მიამსგავსა და თვლა დაიწყო.... თავიდანვე იგრძნო რაღაც უცნაური ,როცა აცახცახებულ გოგონას უახლოვდებოდა.მის წინ მყოფის სხეულმა ნელ-ნელა გამართვა დაიწყო და მალე ალბათ სახეც გამოჩნდებოდა...ყიფიანმა დროის თვლას მიჰყო ხელი.ფიქრობდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო.ჰო და დააინტერესა ,ეს „რაღაც“ რამდენ ხანში მოხდებოდა.... -ერთი წამი--მე ვხედავ მის წინ ჩამოყრილ გრძელ , ოქროსფერ თმას. -ორი წამი--მე ვხედავ მის პატარა ნიკაპს და სქელ ვარდისფერ ტუჩებს. -სამი წამი--მე ვხედავ მის აწითლებულ ცხვირს და შეფერადებულ ლოყებს . -ოთხი წამი--მე ვხედავ მის აწყლიანებულ მწვანე თვალებს. მორჩა... სუნთქვა შეეკრა... არითმია.... თავბრუსხვევა.... დაცვარული ხელისგულები.... სხვა რა , თუ არა სიყვარული?.... -მე ის ოთხ წამში შემიყვარდა-მოულოდნელად მოწყდნენ სიტყვები ბიჭის ბაგეებს. გაუსწორა თუ არა თვალი გოგონას,ავტომატურად დაიხარა მისკენ და ხელი გაუწოდა.თიკამაც მოჯადოებულივით თავისი მტევანი მიაგება და წამოდგა.ისინი ერთმანეთის პირდაპირ იდგნენ..... ყიფიანს გაეღიმა და ლაბაძის ხელს ხელი მაგრად და ისე რომ მისთვის მზერა არ მოუშორებია ,კითხა: -ახლა რომელი წელია?!-უადგილო შეკითხვით გაოცებულმა თიკამ, კითხვითვე უპასუხა: -ვერ მიგიხვდით? -მიპასუხე!-გაჯიუტდა ყიფიანი. -2014-ახლა უკვე ავტომატურად უპასუხა ლაბაძემ. -თვე! -მაისი -რიცხვი! -პირველი -დღე! -სამშაბათი.-განაგრძობდა თიკა. -ჰოდა დაიმახსოვრეთ-თავაზიან ფორმებზე გადავიდა ყიფიანი და საათი, რომელიც გოგონას ხელზე ეკეთა ,სახესთან ახლოს მიიტანა. -2014 წლის პირველ მაისს, სამშააბათ დღეს, ზუსტად ოთხ საათზე--მე თქვენ შემიყვარდით!!!... ************ დიდი ხანია არაფერი ამიტვირთავს ასე რომ ფაქტიურად თავიდან დავიწყე წერა :დდ მომიტევეთ შეცდომები და შეაფასეთ..ღირს გაგრძელება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.