სიყვარულის საიდუმლო (2)
* * * სამსახურიდან ატირებული გამოვარდა, არ იცოდა სად მიდიოდა, მხოლოდ ადამიანების გაკვირვებულ მზერას ამჩნევდა მას რომ მიშტერებოდნენ და თითქოს თვალებით ეკითხებოდნენ დახმარება ხომ არ სჭირდებოდა, დალაპარაკებით კი მხოლოდ ერთი ქალბატონი გამოელაპარაკა და შემცბარმა მისი ცრემლიანი თვალების დანახვაზე უმალვე ჰკითხა: - გოგონა, კარგად ხართ? - ლილემ თავი დაუქნია და გაეცალა, თუმცა ხვდებოდა რამხელა ტყუილი თქვა და ისიც იცოდა, ამას ის ქალიც რომ მიხვდებოდა. თუმცა ამაზე უფრო დიდი სადარდებელიც ჰქონდა, ამიტომ უცებ გადაავიწყდა. ტყუილს ვერ იტანდა, რადგან თავად მუდამ ცდილობდა ტყუილი არ ეთქვა და გამოსდიოდა კიდეც, მხოლოდ კეთილ ტყუილს თუ იტყოდა, ისეთს რომელიც არავის არაფერს ავნებდა, პირიქით, გაახარებდა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ამას იმიტომ აკეთებდა, რომ საყვარელი ადამიანებისთვის გული არ ეტკინა. ფიქრობდა, რომ ტყუილი იყო ყველაფერი ცუდის დასაბამი და წარმოშობდა ერთ-ერთ ძნელად საპატიებელ საქციელს - ღალატს. ძნელად საპატიებელს იმიტომ, რომ ყველაფრის პატიება შეეძლო და საყვარელ ადამიანს რთულად, მაგრამ, ალბათ, ღალატსაც აპატიებდა, რადგან საყვარელი ადამიანები მისთვის უფლის საჩუქარი და განძი იყო, რომელსაც ადვილად არ დათმობდა. როგორც იქნა მიაღზია საავადმყოფომდე, პალატასაც მიაგნო და მძიმედ, არეული ნაბიჯებით და შიშით აღსავსეს იმით, კარის უკან როგორ თვალებს წააწყდებოდა, კანკალი დააწყებინა. კარები შეაღო და მისი საყვარელი ადამიანის თვალებს წააწყდა, რომლებიც ისეთი სიყვარულით აღარ იმზირებოდნენ, როგორც ადრე. სითბოს მაგივრად, მისი თვალებიდან სიცივე გადმოღვრილიყო, რომელიც ლილემ ერთბაშად შეიგრძნო...გააჟრჟოლა. ლევანმა მაშინვე მოაცილა მზერა და ექთანს დაუწყო საუბარი, რომელიც ლილესთვის გაუგებარი იყო. თავი ზედმეტად იგრძნო, ერთ წამს გასვლას კი გადაწყვიტა, თუმცა თავი ვალდებულად იგრძნო, რომ დარჩენილიყო და ამბავი გაეგო. და არა მარტო, ვალდებულებას გრძნობდა, არამედ მასზე გულწრფელად დარდობდა და უყვარდა. - როგორ ხარ? - ჰკითხა მზრუნველად, მან კი დამცინავი, გულნატკენი მზერით გადმოხედა და საუბარი განაგრძნო. - ლევან, შენზე ძალიან ვღელავ, - ისევ წარმოთქვა, - არ მინდოდა ასე მომხდარიყო... - თქვა და თავი დახარა ცრემლების დასამალად. ექთანი მიხვდა აქ მისი ადგილი რომ აღარ იყო და პალატა უსიტყვოდ დატოვა. ლევანს თითქოს ექთნის ერიდებოდაო, როგორც კი პალატიდან გავიდა, ლაპარაკი დაიწყო. - არ გინდოდა, მაგრამ ასე მოხდა. გეტყობა როგორც ღელავ, იმიტომაც გამოიქეცი მაშინვე. იცოდი, რომ ცუდად ვიყავი, მაგრამ ერთხელაც არ დაინტერესებულხარ ჩემი მდგომარეობით, დალაპარაკებაც კი არ იკადრე, მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდი და სიკვდილის პირას ვიყავი. - არ გამიგია, თათბირზე ვიყავი და როგორც კი გავიგე მაშინვე აქ გამოვიქეცი. რას ვიფიქრებდი ასე მალე თუ დაგჭირდებოდა ოპერაცია მაშინ, როდესაც დილით საღსალამათი დაგტოვე, - ჩაილაპარაკა და იგრძნო, რომ უდანაშაულო არ იყო, თუმცა არც იმდენად დამნაშავე, რომ საყვარელი ადამიანისგან ასეთი აუტანლად საშინელი დამცირება ესმინა. - პრობლებაც ამაშია, ჩემო ლილე, რომ სამსახურს და კარიერას ამჯობინებ საყვარელ ადამიანს და იმის იქით ვეღარაფერს ამჩნევ. ადამიანმა ან ოჯახი უნდა აირჩიოს, ან კარიერა, რადგან ორივეს საუკეთესოდ თავს ვერ ართმევს, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ, ნამდვილად ღირსეული და გამორჩეული ადამიანები არიან, რომელთა კატეგორიაშიც შენ ვერასოდეს შეხვალ. შენ არ ხარ მზად ასეთი სერიოზული ურთიერთობისთვის, ამიტომ ამის შემდგომ შეგიძლია მთელი შენი ძალისხმევა კარიერის აწყობაში დახარჯო. ლილე მიხვდა, რომ ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. თავი ყველაზე დიდ არარაობად მიაჩნდა, რომელიც მიწასთან გაასწორეს და უგრძნობლად, უგულოდ შერაცხეს. ადამიანი, რომელიც ადრე მას სიყვარულს ეფიცებოდა, ახლა სრულიად შეცვლილიყო, ლილეს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს უცხო ადამიანს ელაპარაკებოდა და აქამდე არასდროს შეხვედროდა. მიხვდა, რომ ადმენი სითბო ჰაერში გაუფანტავს თურმე და ისეთ ადამიანზე დაუხარჯავს, ამას რომ არ იმსახურებდა. ის სხვა კუთხით გაუცვნია და ლევანიც საერთოდ არ იცნობდა მას. * * * -ყველაფერი დასრულდა? - გაბედა და მაინც ჰკითხა დავითმა. ლილემ თავი დაუქნია და აქვითინდა. დავითი გადაეხვია და ათას დამამშვიდებელ სიტყვას ეუბნებოდა, რომელიც ლილეს აუცილებლად შეუმსუბუქებდა ტკივილს, თუნდაც წამიერად. -ასე სჯობდა, შენც ხომ იცი, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. შენ არაკაცს არ იმსახურებ! ის კი არაკაცია, რომელმაც სრულფასოვანი და შემდგარი ქალის ფასი არ იცის. -მაინც მიყვარს, მაინც....ხომ იცი, რომ ადამიანების ასე ადვილად გაშვება და დავიწყება არ შემიძლია, - ტიროდა და მთელი ძალით ებღაუჭებოდა, თითქოს მისგან ეძებს ძალას, ძალას, რომელიც ამ ტკივილს გადაატანინებსო. ცალკე კი ლილეს ტელეფონი სკდებოდა რეკვით, რომელსაც მთელი დღე რეკვა არ შეუწყვეტია, თუმცა არავინ აქცევდა ყურადღებას, რადგან სახლი გამგმირავ, სულის ამატკიებელ ტირილს მოეცვა. მოგესალმებით! პირველ თავში მკითხველმა აღნიშნა, თითქოს ყველაფერი ბუნდოვანია და თხელი ფარდა აქვს ჩამოფარებულიო. ალბათ, ეს ფარდა გაფემკრთალდა... რას ფიქრობთ, ღირს გაგრძელება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.