ეგოისტი ..27..
–დილამშვიდობისა ბატონო ლუკა, საქართველოში ბოლო დროინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა გაცვლითი პროგრამები გადაიდო, ცვლილებების შესახებ შეგატყობინებთო. არ ახსოვს ტელეფონი როგორ გათიშა, ყველაზე ბედნიერი იყო, ზუსტად იცოდა რომ ამ წამს მსოფლიოში ყველაზე ბედნირი ადამიანი იყო. ამ წამიდამ მისი ცხოვრება ამოტრიალდა, მისი ჩვეული ცხოვრება არაჩვეულებრივი მოვლენებით. –ლიზიიიიიი– ბოლო ხმაზე დაიყვირა ლუკამ, სამზარეულოდან შეშინებული ლიზი გამოვიდა, სახე გათეთრებოდა და თვალებში ცრემლი ჩასდგომოდა. –რა მოხდა ლუკა–ზლივს ამოიღო ხმა ლიზიმ და ადგილს მიეყინა. –მაპატიე შეგაშიშე–გოგონასკენ დაიძრა ფრთხილად და მთრთოლვარე სხეული აიკრა– მაპატიე არ მეგონა თუ შეგაშინებდი, ისეთი ედნიერი ვაარ... როომ... ლიიზი... ჩემო ლიზაზო–ეჩურჩულებოდა და თავზე მონოტორულად ეფერებოდა. მერე იმ ღიმილით გაუღიმა, ლიზის ღიმილი რომ ერქვა და მხოლოდ მას რომ ეკუთნოდა, მერე ტუჩებზე დააცქერდა და როგორც ყოველთვის ველურივით დააცხრა, სამი დღეა მონატრებულ ბაგეებს ასე გემრიელად არ შეხებია და ყოველთვის ასეა, ყოველთვის ახლი შეგრძნებები ეუფლება, ლიზი ისევ წინააღმდეგობას უწევდა მაგრამ როდესაც ლუკამ ხელები კეფაზე შემოაჭდო თავადაც გადაეშვა სიამოვნების ზენიტში, მაშივე შეწყვიტეს კოცნა როდესაც ორივეს ჰაერის მარაგი ამოეწურათ. –მითხარი რა მოხდა.–კითხა სუნთქვა არეულმა ლიზიმ. –მე შენთან ვრჩები, შენ კიდე ჩემთან, არაფერი შეცვლილა, ისევ ერთად და განუყრელად,–ისევ ველურივით დააცხრა, მომთხოვნად და მგზნებარედ კოცნიდა, თითებით ლიზის ნეკნების თვლა დაიწყო, კოცნა მომთხოვნი მაგრამ ამავე დროს ნაზი იყო, ლიზი სიამოვნების ბურუსში გაეხვია და ლუკას მაისურის ქვეშ შეუცურა ათრთოლებული ხელები. –ლიზი გაჩერდი, ტუჩებზე დაუჩურჩულა ლუკამ–თავს ნუ მაკარგვინებ–ცალი ხელი დაუკავა ცალი ხელი ი წელზე ძლიერად მოხვია, ჰაერი აღარ ყოფნიდა, ლიზის შუბლს მისი შუბლი მიადო და ლიზის მიბნედილ თვალებში ჩახედა, ეგოისტურად გაუხარდა მის ტვალებში აბობოქრებული ვნება და მოთამაშე ჭინკები რომ დაინახა. –ჩემი საოცარი საკუთრება ხარ!–დაუჩურჩულა ლუკამ ტუჩებზე და ამჯერად ნაზად აკოცა. –ჩემი... მარტო ჩემი...–ახლა ლიზიმ აკოცა –ჩემი ეგოისტი გოგო–უთხრა ლუკამ და ხელში აიტაცა–იცი როგორი ბედნიერი ვარ? ყველაზე ბედნიერი, შენ ჩემი ხაარ... –ნუ მატრიალებ თავბრუ მეხვევა. –კარგი წამო –კარგი და სად? –ლიზი ესეც არ შეიძლება ჩემი ნდობა, მარტონი ვართ, რა იცი სად მიმყავხარ?–სერიოზული სახის შენარჩუნებას ცდილობდა ლუკა და ცდიილობდა არ გაღიმებოდა. –და მიპირებ რამეს? –ასევე სერიოზულად კითხა ლიზიმაც –ნუ ჯერ არაფერს მაგრამ, მე ვნერვიულობ, ძალა არ იხმარო ჩემზე–უთხრა ლუკამ და გაეცინა. –წავიდეთ თუ დალევა მარტო გავაგრძელო მარტომ? –არა წამო წავიდეთ –და სად მივდივართ? –გარეთ გავისეირნოთ, მაღლა ავიდეთ ტყემდე ფეხით. და მერე ისევ უკან რომ მოვალთ უფლებას გაძლევ დამათრო–უთხრა ლუკამ და თვალი ჩაუკრა. –შენ ჩემ დაღლას ცდილობ და მერე გინდა დამათრო არა? –მაგას როგორ გავბედავ? –მოიცა და გასაღებიი?–ლიზის გაკვირვება გამოესახა სახეზე –ხო გახსოვს რომ გიომ წასვლისას დამიბარა ყველაფერი იცი სად რა დევსო და გამახსენდა სადაც ინახებოდა გასაღები და ამ დილით ყვავილი დაგხვდა. –ჩემი ბოთე–ახლოს მივიდა ლიზი და ტუჩის კუთხეში დაუტოვა კოცნა ლუკამ წელზე შემოხვია ხელები, ახლოს მიიკრა და ტუჩებზე დააცქერდა. –ჩაჩუას ქალბატონო მიწვევ–დაჩურჩულა ლუკამ და ტუჩებზე დააცხრა... მალე მოწყდა და ყურთან უჩურჩულა, –წავიდეთ სანამ გადამიფიქრებია და სანამ შემწევს ძალა თავს მოვერიო თორე უკეთესი რაღაცით დავკავდებოდით... –ლუკა–თვალები დაუბრიალა ლიზიმ –მიდი რამე მოსაცმელი აიღე, ზევით რომ ავალთ არ შეგცივდეს–მხარში უბიძგა ლუკამ თავად კი კარისაკენ დაიძრა. აღმართს ჩუმად მიუყვებოდნენ, იცით როგორი სიჩუმე იყო? სიმშვიდის, შვების, სიყვარულის, სიხარულის, მრავალი უთქმელი სიტყვის აღმნიშვნელი, წამის მარადიულობას რომ განატრებინებს და ოთხივე სტიქიას ერთად რომ გაგრძნობინებს და შვებას მოგგვრის. –რაზე ფიქრობ?–სიჩუმე ლუკამ დაურღვია ლიზის სახეზე ღიმილი რომ დაინახა. –არაფერზე–თავი ჩახარა ლიზიმ. –ნუ მაიძულებ ჩემი ხერხებით გაიძულო გათქმევინო–უთხრა ლუკამ და მკლავებში მოიმწყვდია. ტუჩებზე ველურივით დააცხრა. –უბრალოდ ესე მშვიდად დიდი ხანია არ ვყოფილვართ ერთად–სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა ლიზი. –დიდი ხანია ვფიქრობ, რა იქნებოდა რომ არ გეპატიებინა ან თუნდაც არ მოგესმინა ჩემთვის? ან სანდრო რომ არ მომვარდნოდა, ან იმ ტკივილს არ ეძულებინა ჩემთვის თვალის გახელა? რა იქნებოდა შენ რომ სხვა გეპოვნა?–შემდეგ დანანებით თავ–დახრილმა გააგრძელა–ლუკ ნახეე... შენთან ვარ, ბედნიერი ვარ, ერთად ვაპირებთ ცხოვრებას და მაინც საკუთარ თავზე ვფიქრობ, რა მეშველებოდა მე უშენოდ და იმას კი არ კი ვფიქრობ შენ რა გეშველებოდ, როგორ იქნებოდი ამ ტკივილთან ერთად. მართლა შეძლებდი თუ არა მის შეყვარებას. ამ ყველაფრის შემდეგ მაინც საკუთარ თავზე ვფიქრობ. –ჩემი ეგოისტი. –ლიზაზო, ყველა ისტორია თავის საკუთარი გმირები ყავს, ყველა ისტორია გმირების შესაბამისად იწერება, ეს ისტორია კი ჩვენზეა, ჩემზე და შენზე. ჩვენზეა დამოკიდებული როგორ დავამთავრებთ ჩვენ ისტორიას. როგორი იქნება ის. მკითხველზე მეტად ჩვენ უნდა ვისიამოვნოთ და თუ ჩვენ მოგვეწონა ჩვენი ისტორია და ამ ყველაფრით ბედნიერები ვიქნებით, მკითხველი აღფრთოვანებულები დარჩებიან. მე მიყვარხარ. ეს სიყვარული კი სიგიჟის ფაზებს ცდება. –ნამდვილად ეგოისტი ვარ და საკუთარი თავის მშურს შენ რომ მყავხარ. –მოდი აქ ჩამოვსხდეთ– მიუთითა ლუკამ და მხრებზე მოხვია ხელი. ლამაზ მდელოზე იყვნენ, გარშემო მწვანე ხეები, ზაფხულისადმი შეუფერებელი სიგრილით. ლიზი ლუკას მიეყრდნო მხარზე და მუხლები შეიკეცა.–და ეგოისტათ ერთად ბოღმიანიც ყოფილხარ. –კარგი რა... ლუკ, რა იქნება თბილისში რომ დავბრუნდებით? –პირდაპირ ეკლესიაში წავალთ, ან ხელს მოვაწერთ, შენ ჩემი უნდა დაგერქვა კანონიერად–სერიოზული სახით დახედა ლუკამ ლიზის–და პრეტენზიები არ მიიღება. –მე არ მეკითხები მინდა თუ არა?–ღიმილის დაფარვას ცდილობდა ლიზი. –მე შენი პასუხი ვიცი შენი სიტყვის უთქმელად, თვალები გყიდიან ჩემო მწიფე შემოდგომავ.–და ნაზად ეამბორა ტუჩებზე–და მეტყობა რომ შენი თანხმობა მჭირდება? თბილისში რომ ჩავალთ პირდაპირ შენებთან მივალთ, არანაირი პროტესტი. –იქნებ არ მიყვარხარ–ცდილობდა სერიოზული სახე შეენარჩუნებინა ლიზის. -როდისმე მიკითხავს ლიზი გიყვარვართქო?–ღიმილით კითხა ლუკამ–მე საკუთარი თავის იმედი მქონდა და იმის შემდეგ რაც ორი წუთის წინ მითხარი გგონია შენი ერთი მიყვარხარ მჭირდება? –საკუთარ თავში დაჯერებული იდიოტის შთაბეჭდილებას მიტოვებ. –გაჩვენებ ამ იდიოტს რა შეუძლია–უთხა და მისი სახე ხელებში მოიქცია, მისი ტუჩები უნდა დაეგემოვნებინა ტელეფონის ხმამ რომ დაურღვია სიმყუდროვე–ჯანდაბა როგორ დამავიწყდა გამორთვა–ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და ტელეფონი ჯიბიდან ამოიცურა. –შემომაკვდები–დაიღრინა პასუხის ნაცვლად. – –რა ჯანდაბა გინდათ აქ. – –კი შემიშლით – –მერე იქ წადით. მუხლებში გადაგტეხავ იცოდე – –გიორგი შეიცვალე ხომ იციი? – –კარგი მიდი მერე. ლუკამ ტელეფონი გათიშა და ლიზის გადახედა, საბრალო სახით. –გიორგი და გოგოები ამოვლენ. კიჭა სვანეთშია ზუსტად სად არ იციან, აქ ამოვლენ და წავლენ გოგოებს შენი ნახვა უნდათ, შენ? –მეც მინდა გოგოების ნახვა. –ეგ არ მიკითხავს ლიზი. –ვერ ვხვდები რა მკითხე?–თავი მოისულელა ლიზიმ, არადა როგორ კარგად იცოდა რომ ლუკა მის წასვლაზე ეუბნებოდა, პასუხი ზუტად იცოდა, არსადაც არ წავიდოდა, მხოლოდ მათან დარჩებოდა, მხოლოდ მასთან ერთად გაატარებდა დარჩენილ ცხოვრებას, მხოლოდ მასთან ერთად გაუმკლავდებოდა ყველა პრობლემას და ჯანდაბაში გაუშვებდა. –წამო წავიდეთ, მალე ამოვლენ და ჩვენი დილანდელი ნასუფრალი მივალაგოთ. –კარგი–უთხრა ლიზიმ და ხელი გაუწოდა. –რაც დავიწყე ვერ დავამთავრე –უთრა ლუკამ და ისე ნაზად კოცნიდა ლიზის ლამის დააადნა ტუჩებზე, ისე ფაქიზად და ნაზად ექცეოდა თითქოს ეგონა თოვლის ფიფქია და მალე გადნებაო. სახლში მალე დაბრუნდნენ, მისაღები მიალაგეს, ჭურჭელი დარეცხეს დაამშრალეს, შეალაგეს, ორივე ჰარმონიულად ფუსფუსებდა, ძნელი იქნებოდა ოჯახური იდილიის შეგრძნება არ დაუგფლებოდა. მალე ეზოში კივილით მარი და ანასტასია შემოვარდნენ. –გილოოცაააააავთ, იცი როგორ გაგვიხარდა.–არც ერთი არ აცდიდნენ ერთმანეთს საუბარს მარი და ანასტასია თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რომელი უფრო ხმამაღლა იტყოდა რამეს,–მათი შემყურე ლიზის და ლუკას სიცილი აუტყდათ. –მოიცა ესენი ახლა სინქრონში იცინიან–მკაცრი სახე მიიღო მარიმ. –მგონი კი– დაუდასტურა ანასტასიამ. –მათ რა ჭირთ–ეზოში ახლად შემოსული ეკასა და გიოსკენ გაიშვირა ხელი ლიზიმ, რომლებიც ერთმანეთს რაღაცას გაცხარებულებ უმტკიცებდნენ. –დღეს მთელი დღეა, ესე კატა–თაგვივით არია, გიოს ეკას ტელეფონი ეჭირა, ვიღაცამ დარეკა და მის მერე ესეა.–ჩუმად უთხრა მარიმ. –ანუ კიდევ ერთი ქორწილი?–სიცილით თქვა ლიზიმ. ისე რომ მათთან მისულ წყვილს არ გაეგო. –თქვენ კიდე არ დაგიხოციათ ერთმანეთი–ეკას მხიარული ღიმილი გადაეკრა სახეზე და ლიზის ჩაეხუტა. –როგორც ხედავ ცოცხლებით ვართ. და საღ–სამალათები. –მიხარია შენი ბედნიერი თვალების ყურება ვარსკვლავების ცვენა შენ თვალებში. –წამო შიგნით შევიდეთ–უთხრა ლუკამ ბავშვებს, რომელმაც გიოსთან მისალმება დაამთავრა. –მოიცა და შენ ჩემ სახლში მეპატიჟები?–სიცილით კითხა გიომ. –შენი სახლში ჩემს დროებით კუთნილებაში გადმოვიდა როდესაც აქ მოგვიყვანე გუშინ. –მოიცა ლუკა მანქანიდან რაღაცეებია გადოსატანი, წამო მომეხმარე, ამათმა ყველაფერი გაკეთებული წამომაღებინეს პირდაპირ დავჯდეთ და დავლიოთ უნდაო. გოგოები სახლში შევიდნენ, მისაღებში მაგიდის გაშლა დაიწყეს, ბიჭებიც მალე მოვიდნენ. ყველაფერი სწრაფად დაალაგეს, მაგიდასთან მისულმა გიომ, ეკას გასაღები ესროლა. –მე ვსვამ მძღოლო, შეგიძლია წვენი მიირთვა.–უთხრა და გაუღიმა –შესანიშნავია, ანუ ვცურავთ.–გადაიკისკის აანასტასიამ –ესეთი ნდობაც არ გარგებს, ,,ძვირფასო“–ირინიული ღიმილი აიკრა ეკამ. –,,ძვირფასო’ ღიმილი გაასწორე თორე დანაპირები შევასრულე–გიომაც არ დააკლო ირონია. –იდიოტი ხარ–დაისისინა ეკამ –ეგ იდიოტი გიყვარს მერე შეენ. –მოიცა ეგ სახლში–მათ შორის ლიზიმ სალფეთქი ააფრიალა.–ახლა კი დალიეთ. გიომ ეკას ჩუმად უჩურჩულა, მას კი სახე შეეფაკლა და ხასიათი საგრძნობლად შეეცვალა უკეთესობისკენ. მშვენიერი დრო გაატარეს, ბევრი იცინეს, იმხიარულეს, ლიზი ინგასაც ესაუბრა ჯერ არაფერი უთქვამს ლუკასთან დაკავშირებით. პირადად ეტყოდნენ, გოგოებს და გიოს სანამ დაემშვიდობებოდნენ ყველაფერი დაალაგებინეს ლიზის. აი, რა არის ნამდვილი ბედნიერება... როცა გიყვარს, როცა უყვარხარ, როცა გვერდით გყავს ყველა ის ადამიანი ვინც შენთვის ძვირფასია, გრძნობ რომ რაც გამოიარე ყველაფერი ერთ დიდ დავიწყებულ სიზმარს დაემსგავსა. ახლა კი მზიანი დილა გათენდა ახალი შემართებით და უამრავი პოზიტივით. –ლიზ, ყავა გამიკეთე რაა–ბავშვები რომ გააცილეს, ოთახში შესულმა ლუკამ ,,ნუკრის თვალებით“ გახედა. –აუ მეც მინდა.–უთხრა ლიზიმ და სამზარეულოს კარებში გაუჩინარდა. ყავას ამზადებდა მუცელზე ცხელი ხელები და კეფაზე ცხელი სუნთქვა იგრძნო. ჟრუანტელმა დაუარა და გააცახცახა. ყელში კოცნამ კი დედამიწას მოწყვიტა და მთვარეზე გაასეირნა. –გინდა დავიწვათ–ძლივს ამოიღო ხმა ლიზიმ. –ნუ ფხაკურებ და არ დაიწვები–კიდევ ერთხელ აკოცა. –თუ არ გინდა რომ ორივემ მდუღარე გადავისხათ შეწყვიტე რასაც აკეთებ. –და რას ვაკეთებ?–დაჩურჩულა ყურთან და კიდევ ერთხელ აკოცა ყურთან–ამაზე ამბობ? –ლუკა ყავა მზადაა–მისკენ შებრუნდა ლიზი, მის თვალებში აკიაფებული სხივები დაინახა რომლებიც უმისამართოდ დაქროდნენ. –ძაან უგემურად გამოიყურება ამასთან შედარებით–და ტუჩებზე გადაუსვა თითები, შმდე კი ველურივით დააცხრა და მომთხოვნი გახდა, თითებით ლიზის ნეკნების თვლა დაიწყო, კოცნა მომთხოვნი მაგრამ ამავე დროს ნაზი იყო, ლიზი სიამოვნების ბურუსში გაეხვია და ლუკას მაისურის ქვეშ შეუცურა ათრთოლებული ხელები. –ლიზი გაჩერდი–თუჩებზე დაუჩურჩულა ლუკამ–თავს ნუ მაკარგვინებ–ცალი ხელი დაუკავა, მეორე ხელი კი წელზე ძლიერად შემოხვია, ჰაერი აღარ ყოფნიდა, ლიზის შუბლს, მისი სუბლი მიადო და ლიზის მიბნედილ თვალებში ჩახედა. ეგოისტურად გაუხარდა მის თვალებში მოხტუნავე ჭინკები რომ დაინახა. –ჩემი საკუთრება ხარ–დაჩურჩულა ტუჩებზე და ამჯერად ნაზად აკოცა. –ჩემი მარტო ჩემი–ახლა ლიზიმ აკოცა –ჩემი ეგოისტი–უთხრა და ხელში აიტაცა–იცი როგორი ბედნიერი ვარ? –მეც–უთხრა ლიზიმ და ყელში აკოცა –ნუ მაბნევ, გაიღიმა ლუკამ–ხომ იცი პირველად ვაკეთებ. –გაფუჭებულო–უთხრა ლიზიმ ლუკას მის კისერში ჩამალა თავი. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაგპირდით ამ თავში დავამთავრებთქო მაგრამ იმდენად დიდი გამოვიდა რომ ორ ნაწილად გავყავი, მინდა კარგი გამოვიდეს ბოლო თავები მაინც, მაგრამ იმდენად კრგი მინდა გამოვიდეს უარესობისკენ მივდივარ, უცებ მოჭრით ვერ დავამთავრებ, მინდა ბოლომდე ,,გალიზება" და ,,ლუკავება" რომ მოგინდეთ.(ეს ერთმა ერთგულმა მკითხველმა მირჩია). იმდენად არ მაქვს დრო რომ დაწერილიც კი ვერ შევიტანე და ვერ ავტვირთე. უბრალოდ შემიფასეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.