შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღაპრული რეალობა (7)


10-06-2015, 00:19
ავტორი casas
ნანახია 3 855

დღეები ჩვეულ რეჟიმში მიდიოდა.ყველაფერს ისე აკეთებდა როგორც ევალდებოდა.ჩაათაისგან მსგავსი ქცევები აღარ განმეორებულა.აღარ ცდილობდა გოგონასთვის კოცნას..უბრალოდ სულ იწვევდა ხოლმე.რამდენჯერაც ნახავდა ქვედა ტუჩს კბილებს შორის მოიქცევდა,თვალს ჩაუკრავდა და ირონიული ღიმილით ტოვებდა ხოლმე ასე გამწარებულსს.რა ექნა არ შეეძლო ურეაქციოთ ეყურებინა მამაკაცის ამგვარი საქციელისთვის.ბოლოსდაბოლოს პირველი კოცნა მოპარა,ეგეც არ აკმარა და მეორედაც დაეწაფა მის ტუჩებს...ეს კიდევ შორიდან ესეთებს უტარეებს..გოგონას კი მისი კოცნის სურვილი კლაავს....ჰო, ზუსტად კლავს..რამდენჯერაც ბიჭის ამგვარ საქციეელს დაინახავს ხოლმე,სურვილი აქვს იქვე დაივიწყოს თავმოყვარეობა და ნანატრი კოცნა მოიპოვოს.მაგრამ ვაი,რომ ეგრე ადვილი არ არის.რამდენ რამეს უნდა გადააბიჯოს იმისათვის,რომ ეს გააკეეთოს.უბრალოდ ჯერ არ არის ჩამოყალიბებული არც თავის გრძნობებში და მითუმეტეს არც ჩაათაისაში.
უფროსი სერიალის გადაღებებზე იყო სხვა ქალაქში რამდენიმე დღით წასული და სრული თავისუფლება ქონდა.თავის საქმეს რომ მორჩებოდა ხოლმე მთელ დღეებს ან ფილმის ყურებაში და ან ბაღში სეირნობაში ატარებდა.ერთ საღამოს თავის საყვარელ რომანტიკულ ფილმს უყურებდა და ემოციებისგან ცრემლები ღაპა-ღუპით მოდიოდა.გადამწყვეტ მომენტზე იყო,უცებ კარზე ზარი რომ დარეკეეს.არავის არ ელოდებოდა და მოულოდნელობისგან ისე შეეშინდა შეხტა..მალევე მოვიდა გონს

-რა დროს სტუმარი იყო ახლა,ასეთ მომენტში შეწყვეტა შეიძლებოდა?-ბუზღუნებდა თავისთვის და თან კარის გასაღებად მიდიოდა.

სახელური ჩამოწია და თან ცრემლებს იწმენდდა მუჭებით უცებ უცხო მამაკაცის გაოცებულ და შემფასებლურ მზერას რომ გადააწყდა,რომელიც ურცხვად ათვალიერებდა და ლამის იყო თვალებით შეეჭამა.

-რა გნებავთ?-სულერთიას ტონით კითხა და ერთი შეუღრინა

-ოჰოო,ეს რა სილამაზე ჰყოლია ჩაათაის სახლში,ამას როგორ გვიმალავდა-თავისთვის საუბრობდა ბიჭი და ისევ აგრძელებდა მის ურცხვად თვალიერებას.

-სამუზეუმო ექსპონანტს ვგავარ თუ ქალი არ გინახაავს?-შეუყვირა მოთმინება დაკარგულმა

-მინახავს,თან შენზე ბევრად უკეთესებიც

-ჰო,აი შენს თვალებშიც ზუსტად იგივე ჩანს-ნიშნისმოგებით უთხრა და თვალი ჩაუკრა.

-საკუთარ თავზეც დიდი წარმოდგენა გქონია ლამაზოოო-გაიწელა კაცი

-თქვენნაირების დამსახურებააა-არც ნათაიმ არ დააკლო

-ენაც გრძელი გქონია-ახლა უკვე თვალებში უყურებდა მკაცრი გამომეტყველებით

-უკაცრავად,მაგრამ აქ ჩემს შესაფასებლად მოხვედით?-თვალებ დაჭყეტილმა შეხედა

-ჰმმმმ,კარგი აზრიაა ეგგ-თქვა და ენა ტუჩზე გადაისვა-მაგრამ ამჯერად ჩაათაისთან ვარრ

-ჩაათაი რამდენიმე დღით ქალაქიდან არის გასული,ჯერ არ დაბრუნდება,ასე,რომ თუ რამე გსურთ შემიძლია გადავცე-მიაყოლე ჩქარა,რომ რაც შეიძლება მალე მოეშორებინა ეს კაცი და ისევ თავის ფილმს დაბრუნებოდა.-ახლა კი თუ არ შეწუხდებით კარგად ბრძანდებოდეთ.თქვენს გამო ისედაც ფილმის შუა გზაზე გაწყვეტა მომიწია.-მიახალა და ისე,რომ კაცს სიტყვის თქმაც არ დააცადა კარი ცხვირწინ მიუხურა.

-უზნეო.რაღა მაინცდამაინც ახლა მოუნდა სტუმრობა-ქოთქოთებდა და თან სავარძელზე ცდილობდა კომფორტულად მოკალათებას.


ივნისის შუა რიცხვები იყო.ძალიაან ცხელოდა...ჩაათაის არ ყოფნით სარგებლობდა და სახლში თითქმის ნახევრად შიშველი დადიოდა.ძალიან უყვარდა ზაფხული.მისი საყვარელი სეზონი იყო..ყველაფერ ერჩივნა ხოლმე ზღვის პირას ყოფნა და რუჯის მიღება.საოცარი ნებისყოფა ქონდა.შეეძლო მთელი დღე სანაპიროზე ყოფილიყო მზეს მიფიცხეებული და წყალში საერთოდ არ ჩასულიყო..მაგიტომ იყო,რომ მერე სულ გოჭივით იყო დამწვარიი...ახლაც ისეთი სიცხე იყო ლამის სული შეხუთვოდა..ფანჯარასთან იდგა და ეზოს ათვალიერებდა,უეცრად აუზი რომ შენიშნა.რაა სულელი გოგოაა...ეს როგორ ვერ მოიფიქრა ამდენხანს..ეზოში აუზი ჰქონია,ეს კიდევ სიცხისაგან ლამისაა გაიგუდოს..სიხარულით შემოკრა ტაში და ოთახში გაიქცა გამოსაცვლელად.შავი სადა საცურაო კოსტუმი მოირგო და ტანის ნაზი რხევით გავიდა აუზთაან.ჯერ ფეხით მოსინჯა წყალი...მიუხედავად იმისა,რომ ძალიან ცხელოდა ასეთი ჩვევა ქონდა..სხეულის ნაწილებს ნელ-ნელა აჩვევდა წყალს.არაფრით არ შეეძლო ერთიანად გადახტომა და დასველება.ნელა ჩავიდა წყალში და თანდათან სხეულიც შეაჩვია.სხარტად მოუსვა ხელები და ცურვა დაიწყო..იმდენხანს იყო წყალში,სანამ გული არ იჯერა.ბოლოს უკვე რომ მიხვდა,რომ მეტი აღარ შეეძლო ამოვიდა და შეზლონგზე გაწვა.

-ცოტა შეფერვა ნამდვილად არ მაწყენს,იმედია არ დავიწყვები-ბუტბუტებდა და პარარელურად მზისგან დამცავ კრემს ისვამდა.კრემის წასმას რომ მორჩა სათვალე მოირგო და თვალები დახუჭა.არასდროს არ დაძინებია სანაპიროზე.ყოველთვის ასე იცოდა..თვალებს დახუჭავდა ხოლმე და ფიქრობდა განუწყვეტლიივვ..ეხლა კიდევ რა დაემართა ნამდვილად არ იციისს..არაკომფორტულად წოლამ გააღვიძა..გადაბრუნება უნდოდა და ვერაფრით ვერ შეძლო..კანი მთლიანად დაჭიმვოდა და საშინლად ეწვოდა..ნელა გაახილა თვალები და თავის აწითლებულ სხეულს,რომ შეხედა გული კინაღამ გაუსკდა..ნუთუ ამდენხანს ეძინა,რომ ასე დაწვა მოასწრო??

-ჯანდაბა,ჯანდაბა,ჯანდაბა....რა კარგი ადგილი ნახე ძილისთვის-ბუზღუნებდა და თან ტკივილისგან სახეს მანჭავდა.ბოლოს უკვე გაუსაძლისი რომ გახდა ტკივილი ერთი წამოიკივლა და ფეხზე ადგომას შეეცადა..უცებ წყლიდან ვიღაცამ რომ ამოყო თავი და ინტერესით მიაჩერდა...თვალები გაოცებისგან შუბლზე აუვიდა წყალში მყოფ მამაკაცში არც მეტი,არც ნაკლები მიისი უფროსი რომ ამოიცნო.კაცი მოხდენილად ამოვიდა წყლიდან და პირდაპირ ნათაის დაადგა თავზე...მიისი სხეულიდან წამოსული წყლის წვეთები სხეულზე ეცემოდნენ გოგონას..ახურებულ კანზეე ძალიან სიამოვნებდა წყლის შეგრძნება,ამიტომ ნელ-ნელა თვალები ელულებოდა.


-ძილისთვის სხვა ადგილი ვერ იპოვე?-ჩაათაის მკაცრმა ხმამ გამოაფხიზლა

-ჩამეძინა-თავი მოისაწყლა-მაგრამ თქვენ თუ დამინახეთ ვერ გამაღვიძეთ?-

-შენთვის არ მეცალა-თვალი ჩაუკრა და სახლისაკენ ღიმილით გაიხედა

ნათაიმ მის მზერას თვალი გააყოლა და სიბრაზისგან სახეზე წამოწითლდა,სახლიდან გამომავალი ქერა ქალი რომ დაინახა,რომელიც ბიკინებში გამოწყობილიყო და ტანის ნაზი რხევით მოდიოდა აუზისაკენ..მათთან მოახლოებულმა ნათაის გაუღიმა და ჩაათაის დააკვდა პირდაპირ ტუჩებზე.ამ ვაჟბატონმაც წელზე ხელი მოხვია და გადაეშვნენ თავდავიწყების მორევში.გონზე ნათაის ჩახველებამ მოიყვანათ

-უკაცრავად ხელი თუ შეგიშალეთ,მაგრამ მგონი მეც აქ ვაარრ-ხელი აუწია და აფერისტულად გაუღიმა

-ხელს თუ გიშლით შეგიძლია სახლში შებრძანდე-გველურად წაკბინა ჩაათაიმ და გოგონა უფრო მჭიდროდ აიკრა გულზე

-თქვენ კი შეგიძლიათ დაწყებული საქმე საძინებელში დაამთავროთ-ენა გამოუყო და ცხვირზე სათვალე დაიკოსა

-შენ რაღაც ძალიან დაიგრძელე ენა-გაღიზიენებულმა შეუღრინა

-მოახლემ ენა უნდა გადაყლაპოს ხომ უფროსო?-ცინიკური გამომეტყველებით გახედა

-დიახ და იმედი მაქვს გაითვალისწინებ-გაბადრული სახით დაეთანხმა

-მაგ იმედით იყავით თქვენ-

-ენას ნუ მიბრუნებ...თორემ. - კბილებში გამოცდა გაბრაზებულმა

-საყვარელო მოეშვი,არ იცი მოახლეებს თავი,რომ არ უნდა გაუტოლო?-ქალის წიკვინა ხმამ ლამის ჭკუიდან გადაიყვანა

-ხო აი შენ გვაკლდი ზუსტად ბედნიერებისთვის-ჩაიფრუტუნა და გვერდი იცვალა...წყვილისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია..სულაც არ აპირებდა იმ ორი ზედმეტად აღგზნებული არსების გამო სახლში ჩახუთულიყო..თუმცა მზემ უკვე ზენიტს რომ მიაღწია საშინლად აეწვა დამწვრობა და სახლში შესვლა გადააწყვიტა...ჩაათაისთან უაზრო კინკლაობის გამო სულ დაავიწყდა რა დღეშიც იყო..სასწრაფოდ მოაგროვა თავისი ნივთები და სახლისაკენ წავიდა.სახლში შესვლამდე გრძნობდა მწველ მზერად და ბოროტულად ეღიმებოდა

-ის გატყიპნილი ქალი გვერდით ყავს და მაინც ჩემზე ყლაპავს ნერწყვებს,ეგრე მოგიხდება..მიყურე შორიდან ბატონო ჩაათაი-



№1  offline წევრი rozali

ძააან მაგარია winked გააგრძეელეე

 


№2  offline წევრი casas

rozali
ძააან მაგარია winked გააგრძეელეე

love მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent