შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღაპრული რეალობა (6)


9-06-2015, 00:07
ავტორი casas
ნანახია 4 088

თავი აწი და თავის საყვარელ თაფლისფერ თვალებს გადააწყდა,რომლებშიც თითოს სხვანაირი სხივი დაინახა.იმდენად მჭიდროდ ყავდა მამაკაცს მკერდზე მიხუტებული,მათი სახეები ერთმანეთს ეხებოდა.გაოცებული უყურებდა მასზე ერთი თავით მაღალ მამაკაცს,რომელიც აქტიურად აკვირდებოდა ნათაის გამობრუცულ ტუჩებს და მძიმედ სუნთქავდა.მარჯვენა ხელი ფრთხილად შეახო ლოყაზე,მარცხენა კი წელზე უფრო მჭიდროდ მოუჭირა.აუჩქარებლად გაადაატარა თითი ბაგეებზე და მისი თმების სურნელი შეისუნთქა.გოგონა გახევებული იდგა,თითქოს მოძრაობის უნარი წართმეოდა.როცა მიხვდა რა შეიზლება მომხდარიოყ,უკვე ძალიან გვიან იყო...ჩაათაი მის გემრიელ ბაგეებს აგემოვნებდა.მომენტალურად დაეხუჭა მინაბული თვალები.არ იცოდა ასეთ სიტუაციაში რა უნდა ექნა.უნდა აყოლოდა ბიჭს თუ შეეჩერებინა.არასოდეს უფიქრია პირველ კოცნაზე...და მითუმეტეს ასეთ სიტუაციაში.ალბათ რამდენი რომანტიკული გოგო იოცნებებდა მის ადგილას ყოფნას..წვიმა,რომანტიკული გარემო და რაც მთავარია ყველასთვის სასურველი ბიჭი.თუმცა მისთვის ეს საკმარისი არ იყო.კიდევ არ გადაევლო წეხანდელ ბრაზს..კაცს კი არაფრით არ აპატიებდა პირველი კოცნის ასე უტაქტოდ მოპარვას.როცა მიხვდა რომ უფროსი შეჩერებას არ აპირებდა მის მკლავებსი აფართხალდა და ხელი მთელი ძალით მიარტყა მკერდზე.ჩაათაი ტუჩის კვნეტით მოშორდა და კითხვით სავსე თვალებით დააჩერდა.

-უტაქტო,უხეშო-გამწარებული ლანძღავდა ბიჭს და თან ხელებს მკერდზე ურტყამდა.თავისმა უძლურებამ იმდენად იმოქმედა,რომ თავი დახარა და ტირილი დაიწყო.არ იცოდა რას უფრო დასტიროდა,მოპარულ პირველ კოცნას თუ იმას,რომ ამ კოცნამ მისი გრძნობები გაამყარა.ჩაათაი გაფართოებული თვალებით უყურებდა.ფრთხილად მოკიდა ხელი ნიკაპქვეშ და თავი მაღლა ააწევინა.გოგონას თვალებში ზღვის ტალღები ბობოქრობდნენ.მის სახეს სწავლობდა და ცდილობდა რაიმე ემოცია ამოეკითხა.თუმცა იმედგაცრუების გარდა ვერაფერი იპოვა.ვეღარ გაუძლო მის თვალებს და სწრაფად ჩაიხუტა,მისი წინააღმდეგობის მიუხედავად.

-მაპატიე,არა იმიტომ,რომ ამას შეცდომად მივიჩნევ,არამედ იმიტომ,რომ შენი ნებართვის გარეშე გავაკეთე..უბრალოდ არ შემეძლო,რომ არ მეკოცნა-ბუტბუტებდა და თან მის თმებს ეთამაშებოდა.არ ახსოვს რამდენხანს იდგნენ ასე შუა ქუჩაში ერთმანეთზე ჩახუტებულები.აზრზე რომ მოვიდა უკვე ტაქსში იჯდა და სახლში მიდიოდა.გადმოსვლისას მძღოლს მადლობა მოუხადა და ოთახში აირბინა.მისთვის ეხლა ცხელი შხაპი მისწრება იქნებოდა.ამიტომ გეზი პირდაპირ აბაზანისკენ აიღო.თვალები მაგრად დახუჭა და ხელი აჩქარებულ გულზე მიიდო.ცდილობდა ახსნა მოეძებნა ბიჭის საქციელისთვის,თუმცა მათ ურთიერთობას რომ გადაავლო გონებაში თვალი ამის მიზეზი ნამდვილად არ მიუცია.მიხვდა რომ ეს კოცნა მისთვის იმაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო ვიდრე წარმოიდგენდა.ღიმილით გადაისვა თითები ჩაათაის ნაკოცნ ადგილას და სივრცეს მიაშტერდა.აბაზანიდან გამოსული პირდაპირ საწოლში შეწვა.ზედმეტად ემოციური დღე იყო.ამიტომ ახლა აღარაფერზე ფიქრი არ უნდოდა.დროს მიანდობდა ყველაფერზე.მაგრამ იცოდა,რომ მისთვის ვეღარაფერი ვეღარ იქნებოდა ისე,როგორც მანამდე.



დილით რომ გაიღვიძა ესიკვდილებოდა იმ სახლში მისვლა,მაგრამ რას იზამდა.სამსახურეობრივი მოვალეობა ამას მოითხოვდა.სახლში მისულმა ჯერ გარემო მოათვალიერა,როგორც კი თავი მარტომ დაიგულა ეგრევე სამზარეულოში შევარდა და სწრაფად მოამზადა საუზმე.
სუფრას შლიდა კისერში თბილი სუნთქვა რომ იგრძო,მერე მამაკაცის ხელებს დახედა უნებართვოდ რომ შემოახვია წელზე და უკნიდან მიიხუტა გოგონა.ნათაის გული საგრძნობლად აუჩქარდა და თითქოს ადგილს მიელუსმნა განძრევაც კი ვერ შეძლო.ჩაათაიმ სწრაფი მოძრაობით შეატრიალა თავისკენ და თვალებში ჩააშტერდა,თითქოს იქ ეძებდა პასუხს.არ ვიცი მის თვალებში რა ამოიკითხა ორივე ხელი გვერდებზე რომ მოუჭირა და გაშმაგებით დააცხრა ბაგეებზე.ცდილობდა,ყველანაირად ცდილობდა შეწინააღმდეგებოდა,მაგრამ არაფრით არ გამოუვიდა,ეს ის შემთხვევა იყო,გულიც და გონებაც ერთნაირ აზრზე რომ იყო.თავის თავთან ბრძოლას თავი დაანება და თავმოყვარეობა ჯანდაბასი გაუშვა..ნაზად შეუცურა თმაში ხელი და კოცნაში აყვა.ამ წამების უსასრულობა ინატრა,თუმცა როცა უკვე ჰაერი აღარ ეყოთ ერთმანეთის ტუჩებს მოწყდნენ და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქეს.კიდევ ერთხელ ჩახედა თავის საყვარელ თაფლისფერებს და უცნაურად აკიაფებული სხივი დაინახა.ჩაათაის ორივე ხელი ისევ გოგონას წელზე ქონდა მოხვეული და ცალყბად უღიმოდა.ეს არ იყო უბრალოდ კოცნა.ეს სულ სხვა იყო,რაღაც უფრო სასიამოვნო,ალბათ იმიტომ,რომ სიყვარულის ელფერი დაკრავდა.

-ღმერთო რა შარში ვარ-ჩაილაპარაკა ქართულად და ტუჩზე ენის წვერი გადაისვა.

-მეორედ ეგრე აღარ გააკეთო-მამაკაცის მკაცრმა ხმამ მოიყვანა გონზე..ისევ მიიიჭრა გოგონასთან და ბაგეებზე ხელი გადაუსვა.ის ის იყო კიდევ უპირებდა კოცნას უცებ რომ ჩართო განგაშის სიგნალი ნათაიმ და განცდილი სიამოვნება ბრაზმა შეცვალა.ეგონა ჩაათაი დასცინოდა და მასთან მხოლოდ ერთობოდა.ამიტომ არაფრით აღარ გაიმეორებდა იგივეს.

-შენ მხოლოდ ჩემი უფროსი ხარ,მეტი არაფერი-უყვირა გაღიზიანებულმა-გირჩევნია ჩემგან თავი შორს დაიჭირო...მოახლისგან-ხელი მიკრა და ჩქარი ნაბიჯით დატოვა ოთახი.
სწრაფად გამოიცვალა და დამშვიდობების გარეშე დატოვა სახლი.კიდევ კარგი ხვალ კვირა არის და დასვენების დღე აქვს,თორემ ამდენს ნამდვილად ვეღარ გაუძლებს.
მთელი კვირა დღე არაფერი გაუკეთებია..სასეირნოდაც კი არ გასულა.იჯდა და სულ ჩაათაიზე ფიქრობდა.ცდილობდა სხვა რამეზე გადართულიყო,მაგრამ გონებასთან ჭიდილში ყოველი მცდელობის შემდეგ წაგებული რჩებოდა.მთელი ღამე ბორგავდა და ძილი არაფრით არ ეკარებოდა.საბოლოოდ გამთენიისას ჩაეძინა,როცა მთლიანად დაბლოკა გონება და თვალებიც დაუმძიმდა.



№1  offline წევრი Sexy Mädchen

მადლობა მოუხადა არა,მადლობა გადაუხადა. მიელუსმნა კი არა,მიელურსმნა.. და კიდევ,ძალიან პატარა თავებია,ცოტა გაზრდე რაა;)
--------------------
:)

 


№2  offline წევრი casas

Sexy Mädchen
მადლობა მოუხადა არა,მადლობა გადაუხადა. მიელუსმნა კი არა,მიელურსმნა.. და კიდევ,ძალიან პატარა თავებია,ცოტა გაზრდე რაა;)

ვეცდები გამოვასწორო შეცდოომეებიი love
რაც შემეძლება თავებსაც გავზრდიიიი smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent