შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გპირდები" - (16) (პირველი ნაწილის დასასრული)


10-06-2015, 00:48
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 370

სანდროც წავიდა. პირველი ორი დღე სუ მირეკავდა, ის მაღვიძებდა და ის "მაძინებდა". ხუთშაბათს აღარ დაურეკავს დილას, რაც ძალიან გამიკვირდა. იმ დღეს საერთოდ არ დაურეკავს რამც უკვე ნერვებზე ამწეწა. ერთი-ორჯერ მივწერე მაგრამ პასუხი არ გაუცია. ეხლა ხო საერთოდ გადავირიე და გავბრაზდი. პარასკევს დილას ეხლა მაღვიძარამ გამაღვიძა, აბა სანდრო აღარ რეკავდა და. მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი დათოს(მძღოლი რომელიც სანდრომ დამიქირავა) მივესალმე. ძალიან კარგი კაცი იყო და ვუგებდით რა ერთმანეთს. ვიფიქრე მას ვკითხავ სანდროს რა დაემართათქო, რატომ აღარ მირეკავსთქო, მაგრამ პასუხი ასეთი იყო - "არ ვიცი, მეც არ მირეკავს". რა ჯანდაბა დაემართა ამისთანა. სკოლაში მიმიყვანა, კლასში რომ ავედი იმ წამსვე ზარი დაირეკა და მეც ჩემს ადგილას მოვთავსდი. ჩემს გვერდზე მჯდომი კლასელი და დაქალი არ ჩანდა და ეტყობა მოსვლასაც არ აპირებდა, ამიტომ მარტო ჯდომა მომიწევდა, მაგრამ ვინ გაცადაა, დაინახა თუ არა გეგიმ მარტო რომ ვიჯექი მაშინვე მომისკუპდა. მასწავლებელიც შემოვიდა და გაკვეთილიც დაიწყო. გეგის ყურადღებას არ ვაქცევდი, არც ვუყურებდი, ან რაში მაინტერესებდა. მაგრამ ვგრძნობდი როგორ აპარებდა ჩემსკენ მზერას. ამაზე ნერვები მეშლებოდა. ბოლოს ეტყობა ვერ მოითმინა და ლაპარაკი დამიწყო:
- როგორ ხარ? - საპასუხოდ მხოლოდ ძალით გავუღიმე.
- ეს კარგადს ნიშნავს თუ ცუდათს? - არც ეხლა მითქვამ არაფერი.
- კარგი რა იყო რას მესწერვები გამეცი ხმაა.
- .......
- ეს თავის დაფასების რეჟიმი სულ ჩართული გაქვთ რა ამ გოგოებს.
-......
- ხო კაი ვიცი რომ გაბრაზებული ხარ იმ დღის გამო და ბოდიში რაა, თუ რამე ცუდათ გაომივიდაა. კარგი?
- კარგი მაგრამ სხვა დროს დაფიქრდი ხოლე რა რა იდიოტი ხარ.
- როგოორ?
- იდიოტი ხარ თქო.
- წესიერად მელაპარაკე გოგო.
- ვერ დაგპირდები.
- აუ ჩემი რა სწერვა ხარ.
- სწერვა არა კვახი.
- კვახი რა შუაში იყო?(სიცილი აუტყდა)
- აუუ დამანებე რა თავიი, ვერ ვუსმენ მასწავლებეელს.
- ოხხ ვერ უსმენს გოგო. კარგი ხო კარგი. მართლა ბოდიში რა თუ რამე გაწყენინე, არ მინდა ცუდი ურთიერთობა გვქონდეს რა... ისე ის ბიჭი შენი ძმა იყო? მაშინ რომ მოგაკითხა?
- არა.
- აააბა?
- შეყვარებული.
- აააა. რამდენი წლისაა?
- ზედმეტ კითხვებს ხომ არ სვამ?
- კაი რა იყო არ შეიძლება გავიგოო?
- რაში გაინტერესებს?
- რავი ისე. - ამ დროს ზარიც დაირეკა და კითხვა უპასუხოდ დავუტოვე, აბა რა მაგის საქმე იყოო. გაკვეთილებიც მალე გავიდა და სახლში წავედი. როგორც კი ჩემს ოთახში მოვხვდი მაშინვე ვცადე რომ სანდროს დავკავშირებოდი. მაგრამმ... ისევ უშედეგოდ. უკვე ნერვიულობა დავიწყე. სად იყო, რატომ არ იღებდა? ნერვები საშინლად მეშლებოდა. ეს შბათი-კვირაც ასე ნერვიულობაში გავატარე. დედა მამშვიდებდა რომ ყველაფერი კარგად იქნებაო, ნუ ნერვიულობო. მაგრა რომ არ ჩანდა, არც მირეკავდა, მიდი და არ გენერვიულა. მოკლედ ეს ერთი კვირა ასე ნერვიულობაში გავატარე. წესით სამშაბათს უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ისევ არ ჩანდა, არც რეკავდა. რა ჯანდაბა დაემართა. ამ ერთი კვირის განმავლობაში კი გეგის დავუახლოვდი, ძალიან კარგი ეგობარი აღმოჩნდა, მიუხედავად მისი სიმპატიკურობისა მაინც არ მაინტერესებდა როგორც ბიჭი. სამშაბათს, წესით სანდროს ჩამოსვლის დღს, მითხრა ე გაგაცილებ სახლშიო, თან გავისეირნოთო და დათოსთნ დამარეკინა რომ არ მოსულიყო. მივსეირნობდით და ვკვდებოდით სიცილით, ისეთ რაღაცეებს მელაპარაკებოდა, ხალხს გიჟები ვეგონეთ, ხან ხალხის როჟებს ვაკვირდებოდით და იმაზე გვივარდებოდა სიცილი, მაგარი დაბოლილებივით. ჩემს უბანსაც მივუახლოვდით და რა თქმა უნდა ჩემი უკვე საყვარელი ქუჩის გავლით ივდიოდით სახლში. გეგის ცოტა გაუკვირდა, ეს სად მომიყვანე კაცის ჭაჭანება არ არისო. ვამშვიდებდი და თან სიცილით ვკვდებოდით, არაფერს გიპირებ მეთქი. სანდროს სახლის ნანგრევებთან შევჩერდი:
- ჰაა არ მოდიხარ? როდემდე უნდა უყურო მაგაას? (გეგი)
- ერთი წუთით წამოყევი რა შევიდეთ.
- სად შევიდეთ გოგო?
- შიგნიით.
- გაგიჟდი? ვინმე ფეთიანი რომ გადმოგვიხტეს მერე სად მიდიხარ?
- ფეთიანი არა ის კიდეე, რაც აქ გადმოვედი სულ ამ სახლში ვარ და მომენატრა აქაურობა.
- რა მოგენატრა გოგო გამაგიჟებ შენ (იცინოდა) ეს ნანგრევებიი?
- ვისთვის უბრალოდ ნანგრევები და ვისთვის საყვარელი სახლი.
- აუ რა გიჟი ხარ ტოო.
- მოდიხარ თუ არა?
- ე მეშინია სად უნდა წამოვიდე, შენ რა მართლა მეუბნები?
- კაი მშიშარ წავედი მაშინ მე და დამელოდე, მალე მოვალ.
- აუ მართლა მიდის ტო, რა გინდა გოგო მაან? დამიცადე მოვდივარ ხოო. - შევედი თუ არა მაშინვე მეორე სართულზე ავვარდი და სანდროს "ოთახში" შევვარდი. ოჰ როგორ მომნატრებია აქაურობა, პირველად რომ სანდრო ვნახე ის მომენტი ამომიტივტივდა გონებაში, ვაიმე მაშინ როგორ გავამწარეე. რას წარმოვიდგენდი თუ ეხლა ესე გვეყვარებოდა ერთმანეთი, ან საერთოდ რო გავუგებდით ერთმანეთს...
- მოისიყვარულე? წავედით ეხლა რაა.
-კაი რაა რას ჯაჯღანეებ ცოტა ხანი მოიცადეე.
- ააუ გამაგიჟებ შეენ რაა, ისე ეს საერთოდ ვისი სახლია იციი? რომ შემოიჭერი.
- კი. ჩემი შეყვარებულის - გადაბჟირდა, ესღა მაკლდა.
- აქ ცხოვროობს? კაი მეღადავები?
- არა, ეს ძველი სახლია და აქ გავიცანი - გამეღიმა. - სასწაული გაცნობა იყო. ჰაჰ.
- აშკარად მაგარი რომანტიული გარემოა. - ისევ იცინოდა.
- კაი წავედით ხოო, შენც მეტი ხომ არ გინდაა.- და კიბეებზე დავეშვი, ისიც დამედევნა.
- ჰოო მოიცა, და არ მეტყვი - აქ - როგორ გაიცანი?
- ტვინს თუ არ წაიღებ კარგს იზავ იცი?
- კარგი კარგი ჩუმად ვარ. - ჩემს სადარბაზოსთანაც მივედით, დავემშვიდობე და სახლში ავედი. დედა სახლში დამხვდა, რამე ხომ არ გაიგეთქო სანდროზე რომ ვკითხე ისევ არა მიპსუხა ამაზე უკვე ნერვები უფრო მომეშალა. არაფრის თავი არ მქონდა ჯერ, ამიტომ გამოვიცვალე, ვისადილე და ბოლოს კომპიუუტერთან დავჯექი და FB გავხსენი. ოჰ მისულა ბიჭი უკვე სახლში, გეგი უკვე შემოსული იყო და მაშინვე მოწერა:
- რას შვებიი?
- შენ გწერ.
- ხოო მეც შენ გწერ. ხვალაც გავისეირნოთ რაა.
- აუ ხვალ ვეღარ რაა, მეზარება ამდენი ფეხით სიარული.
- რა ზარმაცი ხარ რაა. გთხოოვ წამო რაა.
- ვერა, ვერა რაა.
- გთხოოვ!!!
- კარგი ეხლა რაა ვერათქო. რა მოხდება რომ არ წავიდეთ.
- მოვკვდები
- შენ რა მოგკლავს
- კაი გთხოოვ რა.
- რატო გინდა რომ წამოვიდე? - შევაპარე, მაინტერესებდა რას იტყოდა. მაგრამ უცებ მისი მწვანე წერტილი ჩაქვრა. ჰაჰ, გაირბის თუ რაა არის? თვითონ არ მეხვეწებოდა? გამოვრთე კომპიუტერი და სამეცადინოდ დავჯექი. ოხ როგორ ვერ ვიტან ამ სკოლას რააა.
მოვრჩი თუ არა ისევ ჩავრთე კოპიუტერი და სანდროს მოწერილი დამხვდა - "იმიტომ რომ მომწონხარ" - ეს რომ წავიკითხე გამეცინა და რაღაცნაირად შემრცხვა. FB გამოვრთე, არაფრის მიწერას არ ვაპირებდი, ხვალ სკოლაში მაინც ვნახავდი. სხვა რა უნდა მექნა და კინოს ყურება დავიწყე. დრო ასე გავიყვანე და მალევე დავიძინე.

უკვე მეორე კვირა იწურებოდა, სანდრო ისევ არ ჩანდა, ჩემი ნერვიულობა კი პიკს აღწევდა. არ ვიცოდი რა მექნა სად გადავხტარიყავი, არც ტელეფონს იღებდა, არც მირეკავდა, გარშემო ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა, ამის გამო ხშირად ვჩხუბობდი სახლში და ხშირად ვეჩხუბებოდი ანისაც. სკოლაში ძირითადად ხან მეორე ხან მესამე გაკვეთილებზე მივდიოდი, ანამდე კი ოთახში გამოკეტილი გათიშვამდე ვტიროდი. უკვე ნერვოზი მჭირდა. დილას თვალები რომ გავახილე ჭერს მივაშტერდი და ისევ ფიქრებში, ისევ სანდროსთან გადავეშვი. უცებ ყელში უზარმაზარი ბურთი გამეჩხირა, ვიხრჩობოდი, არ მინდოდა ტირილი მაგრამ ვიცოდი თუ არ ვიტირებდი ეს ბურთი საბოლოოდ დამახრჩობდა. ისევ დავიწყე ტირილი, თან ვბოდავდი - "სანდრო, სანდრო, სად ხარ, სანდრო სანდრო". დედაჩემმა გაიგო როგორც ჩანს და კარებზე დამადგა, გამიღეო კი მეუბნებოდა იქიდან მაგრამ ახლა რისი გაღები ვიყავი. თავზე ბალიშს ვიმხობდი და ტირილს უფრო ვუმატებდი. ვტიროდი, ვტიროდი სანამ თავი კინაღამ არ გამისკდა ტკივილისგან. უკვე ვეღარ ვუძლებდი ტკივილს და როგორც იქნა თავი ხელში ავიყვანე და დავმშვიდდი. წამოვდექი, ცოტა თავბრუ დამეხვა, რადგან ორი დღე იყო არაფერი არ მეჭამა, სააბაზანოში შევედი და სარკეში რომ ჩავიხედე შევხტი, მაგრამ ხმა არ ამომიღია, ისევ თვალები, საშინლად დასიებული მქონდა და სულ ჩაწითლებული. ლოყები სულ ჩავარდნილი საერთოდ აღარ მქონდა და სახეზე ფერი აღარ მედო. ვიბანავე, მოვწესრიგდი და სკოლაში წავედი, რა მექნა კი გავაცდენდი, მაგრამ გამოცდები და გამცდები რომ არ ჩამებარებინა უკვე მაგრად დამერხეოდა.
კლასში რომ შევედი გაკვეთილი დაწყებული იყო, ინგლისური გვქონდა, ყველამ მე შემომხედა გაკვირვებულმა ჩემი ჩაწითლებულ-ჩასიებული თვალები რომ დაინახეს. მართალია ისე ძაანაც აღარ მქონდა, მაგრამ მაინც მეტყობოდა. ჩემს ადგილას დავჯექი, გვერდზე კი უკვე როგორც ყოველთვის გეგი მეჯდა.
- ისევ იტირე ხო? (გეგი)
- ხო.
- კიდევ არ გამოჩენილა?
- არა. - თავი ჩავღუნე ისევ ცრემლები მომაწვა.
- კარგი, არ იტირო, ყველაფერი კარგად იქნება, გამოჩნდება, აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება. - ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. არაფერი არ მიპასუხია. ამ ბოლო დროს მას შევეჩვიე, ჩემი ასე რომ ვთქვათ "საუკეთესო მეგობარი" გახდა. მიუხედავად იმისა რო მას უკვე ვუყვარდი, არ მაინტერესებდა მე, ეს მასთან მეგობრობაში ხელს არ მიშლიდა. მან იცოდა რომ სანდრო მიყვარდა თავდავიწყებით და არაფერს არ მეუბნებოდა, არც მასთან ურთიერთობის ცდას და სანდროს დავიწყებას არ მაძალებდა. გამოშტერებული დავდიოდი სულ და ყველგან, სანდროს გარდა ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი. მადაც დაკარგული მაქონდა, დედაჩემი ძალით მაჭმევდა რომ შიმშილისგან სადმე გული არ წამსვლოდა. გეგი, გეგის კი რაც შეეხება ჩემზე ძალიან ზრუნავდა, რაც ხან მსიამოვნებდა და ხან მაღიზიანებდა. ჩემთან სახლში ხშირად დადიოდა, ხშირად მკითხულობდა როცა სკოლაში არ დავდიოდი. უკვე დედაჩემსაც კარგად იცნობდა. დადედაჩემს მოსწონდა კიდეც ჩემთვის ოღონდ რაღა თქმა უნდა მეგობარი.

***
ერთ დღეს ანისთან ვიყავი სახლში. მის ოთახში ვიყავით გამოკეტილები და რაღაცეებზე ვჭორაობდით. ცდილობდა გავეხალისებინე ყველაფრისდა მიუხედავად და გამოსდიოდა კიდეც. იდიოტივით რაღაცას რომ მოყვებოდა თუნდაც სასაცილო არ ყოფილიყო გადაბჟირდებოდა და მეც მის სიცილზე მეცნებოდა. უცებ ანის სახლის ტელეფონმა დარეკა სასტუმრო ოთახიდან.
- დაიცა მოვალ ეხლავე, ვუპასუხებ და...
- კაი მიდი - წამოდგა საწოლიდან და ტელეფონის ასაღებად გავარდა თორემ სადაც იყო აფეთქდებოდა. გავიგე როგორ აიღო დელეფონი და როგორ თქვა "ალო", ამის მეტი კი არც არაფერი უთქვას. 10წუთი გავიდა, ველოდე, ველოდე მაგრამ არ შემოვიდა, ვიფიქრე რამე ხომ არ მოუვიდათქო ან ამდენი ხანი რას ჭორასობსთქო და გავაკითხე. ოთახში რომ შევედი დავინახე ანი გაშტერებული იდგა და ცალ ხელში პულტი ეჭირა ცალ ხელში კი ტელეფონი.
- ანი, ანი რა მოხდა რას გაშეშდი? - ღიმილნარევმა ვკითხე. ჩემი ხმის გაგონებაზე გამოერკვია და გაფართოებული თვალებით და ფერწასულმა მითხრა:
- მარი.. მარი...
- რა რა იყო გოგოო - უცებ ტელევიზორს შევხედე, კურიერი იყო ჩართული და იქ კი გამოაცხადეს: "რიკოთთან, ერთ-ერთ ხევში ნაპოვნია მანქნის ნაწილები, რომელიც შესაბამისად გადაჩეხვის შემდეგ აფეთქდა. ნაპოვნია მართვის მოწმობა, რომელიც ეკუთვნის - ანდრო დანელიას"... გავშეშდი, გავიყინე, გონება დამებინდა, ბოლოს მხოლოდ ანის სიტყვები გავიგონე:
- მარი, ვწუხვარ, მარი რა გჭირს, მარიი.
თვალები რომ გავახილე უცხო ოთახში ვიყავი, არა ეს ოთახს არ გავდა უფრო პალატა იყო, მივხვდი რო საავადმყოფოში ვიყავი. დედა, ანა, გეგა და ჩემი ორი კლასელი ყველა თავზე მედგა. გაოცებული ვიყურებოდი აქეთ-იქით, ვერ ვხვდებოდი რა მოხდა, ყველას დამწუხრებული სახეები ჰქონდათ. ვეცადე და გავიხსენე ბოლოს რა მოხდა სანამ გული წამივიდოდა. გამახსენდა ის სიუჟეტი ტელევიზორში და თვალებზე ისევ ცრემლი მომადგა, ისევ ყელში ეს დასაწვავი ბურთი ბამეჩხირა, ძალ-ღონე მოვიკრიბე და მკაცრი ტონით დედას ვკითხე:
- დედა სანდრო სად არის? - ცოტა ხანი ხმას არ იღებდა, თვალებზე ცრემლები მოაწვა და სახე მოეღუშა, ბოლოს კი ძლივს-ძლივობით ამოილუღლუღა:
- დე... დე ის.. ის აღარ არის... - ამის გაგონებაზე ისევ ცუდათ გავხდი, გავმწარდი, ვიგრძენი როგორ ჩამწყდა "რაღაც" გულში, გული ამტკივდა, ხორციელად, გავცეცხლდი, გავცოფდი და დაუფიქრებლად ვყვიროდი
- არა... არა... მატყუებთ, არ მჯერა თქვენი... არა... ის მე არ დამტოვებდა... ის მე არ დამტოვებდა აქ მარტო, თან წამიყვანდა... - ვყვიროდი, ბოლო ხმაზე ვტიროდი და თან ვტიროდი. ცრემლები მდინარესავით მომდიოდა, თვალები ამღვრეული მქონდა და ბუნდოვნად ვხედავდი. საწოლიდან წამოვხტი და გიჟივით ოთახში ვიდექი და გარშემო ხალხს ვუყურებდი. - არა, თქვენ მე მატყუებთ, ის არ დამტოვებდა, მატყუებთ... - ხან ვის მივვარდებოდი, ხან ვის, თმებს ხელებით "ვიგლიჯავდი", ვიკეცებოდი. ამ დროს გეგი მომვარდა და დამშვიდება დამიწყო:
- მარი, გთხოვ, დამშვიდდი, არ გატყუებთ, სიმართლეს უნდა შეეგუო...
- არა დამანებე თავი, ყველა მატყუარები ხართ... არაა, თავი დამანებეთ - გავგიჟდი, ნერვებს ვერ ვაკონტროლებდი. პალატიდან გამოვვარდი და მივრბოდი, სად მეთვითონაც არ ვიცოდი. ვბღაოდი, საშინლად გამწარებული ვიყავი, თვალები უკვე იმდენად დასიებული და ამღვრეული მქონდა ვეღარ ვხედავდი, ეხები ერთმანეთში ამებლანდა და წავიქეცი. სადღაც კუთხეში ვიყავი მიკუჭული, ვიღაც რომ მოვიდა და დამშვიდება დამიწყო:
- მარი, დამშვიდდი გთხოვ, ვერაფერ შეცვლი, ვიცი რომ ძალიან გტკივა, გთხოვ - ისევ გეგი იყო.
- არა... არა... ის მე დამპირდა, დამპირდა რომ სულ ერთად ვიქნებოდით, არა აას არ იზავდა, არაა - ვტიროდი და თან ვბოდავდი. ყურები მიგუბდებოდა და ჩემი სიტყვებიც ძლივსღა მესმოდა. მიხუტებული ვყავდი და ჩემი სიჯიუტის მიუხედავად ცდილობდა დავემშვიდებინე.
- აპატიე, აპატიე რომ დაგტოვა. არც მას უნდოდა... ასე გამოვიდა.. ყველაფერი კარგად იქნება... მთვარია გჯეროდეს..
- არა, ის ვერ დამპოვებდა, არა უნდა დაბრუნდეს, არა... არა... არა... - ტირილს ვუმატებდი გაჩერების მაგივრად. ის ვერ დამტოვებდა, ხომ დამპირდა, დამპირდა რომ ერთად ვიქნებოდით. მის ხელებში გავითიშე.

***
რომ გავიღვიძე უკვე ჩემს ლოგინში ვიყავი. თავი საშინლად მტკიოდა. სახეზე წყალი შევისხი რო გამოვფხიზლებულიყავი ცოტა. სანდრო, ისევ სანდრო და სანდრო გამახსენდა, ისევ ცრელები მომაწვა. ჩემი ოთახის ფანჯარას მივუახლოვდი და ქუჩას გავხედე, საიდანაც ბუნდოვნად მოჩანდა ის "უკაცური" ქუჩა და სახლი, სადაც სანდრო გავიცანი. გარეთ წვიმდა და ჩემს გონებაშიც მოგონებების წვიმა მოდიოდა. ჩავიცვი და მაშინვე გარეთ გავედი.
ისევ წვიმს, მეც ისევ იმ საყვარელ ქუჩას გიჟივით მივუყვები. არც ახლა ვარ ბედნიერი, მაგრამ რაღაცას ვგრძნობ - დიდ ტკივილს და ტანჯვას. მტკივა გულში, იმ დიდი სიყვარულის ადგილი ახლა დიდმა ტკივილმა დაიკავა. გზაზე რვიანებს ვხაზავ და ხან რომელ პატარა გუბურაში ჩავადგავ ფეხს და ხან რომელში. სისველესაც ვეღარ ვგრძნობ, თითქოს არ მინდა რომ ვიგრძნო რადგან მგონია სანდრო ჩემთვის წვიმად მოდის...
ვცოცხლობ, მხოლოდ იმედით, იმ იმედით რომ ის დაბრუნდება მჯერა მე მჯერა რომ დაბრუნდება, რადგან დამპირდა....

_________________

P.S. - წამიშალეს სიახლე. ჰოდა მეც თავიდან დავდე.



№1  offline წევრი Somebody

კაია ახლა ახალი დადე :დ
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent