შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეშლილი, შეშლილი ევა! თავი III


10-06-2015, 19:29
ავტორი Teo-Teo-Teo
ნანახია 1 775

რაც უფრო შეშინებული სახით მიყურებდა მარიამი, მით უფრო იზრდებოდა ჩემში სურვილი სასწრაფოდ მომეგვარებინა ყველაფერი. გადავწყვიტე დამეცადა სანამ ყველა ჩაიძინებდა და მერე მემოქმედა, მანამდე კი ზუსტად გამერკვია სად ვიყავით.
_აქ სადმე წყარო არის?_ვიკითხე სხვათაშორის და პასუხის მოლოდინში იქვე, ეზოში გაბმულ სქანელაზე დავჯექი.
_კი..._მითხრა დაკუნთულმა და ეჭვის თვალით შემომხედა.
_სად?... წავალ წყალს მოვიტან..._არ შევიმჩნიე დაძაბულობა.
_წყალი ხომ გვაქვს!_ახლა ლაშა ჩაება საუბარში.
_მე წყაროს წყალი მინდა, და თან გავისეირნებ...
_უკვე სიბნელეა, დაიკარგები..._ისევ კუნთიანმა შემომიტია.
_გამატანე მობილური და თუ რამე დაგირეკავთ!_ ვთქვი თუ არა ეს, დაკნთულმა ისე გადაიხარხარა რომ ლამის სკამიდან გადავარდა.
_თუ ასე გწყურია - მე წამოგყვები!_სიცილით მითხრა და ფეხზე წამოდგა._ჯერ ბოთლები ავიღოთ_დაამატა და სახლოსკენ წვიდა.
ვიცოდი, ახლა ჩხუბი რომ ამეტეხა უარესი იქნებოდა, ავდექი და გავყევი, გადავწყვიტე ეშმაკურად მემოქმედა.
ჭიშკრიდან რომ გავედით გეზი იქეთ ავიღეთ, საიდანაც მივედით, ჩემი მიზანიც ეს იყო.
კაცი, რომელიც, დილით თავისი ეზოდან თვალს ადევნებდა ჩვენს მანქანას ისევ გარეთ იყო და რაღაცის შეკეთებას სცდილობდა.
_გამარჯობათ!_დავიძახე ხმამაღლა.
დაკუნთულმაც და კაცმაც, ორივემ გაკვირვებით შემომხედა.
_ღმერთმა გაგიმარჯოთ!_თვალები მოჭუტა მოხუცმა და შეგვათვალერა.
_გამარჯობა კოტე ბაბუ!_ჭიშკრისაკენ წავიდა დაკუნთული._როგორ ხარ?
_რომელი ხარ?_ახლა ღიმილი შეეპარა სახეზე კაცს, იფიქრა ნაცნობიაო...
_აკაკი ვარ!_უპასუხა და მეც პირველად გავიგონე დაკნთულის სახელი.
_ოოოო, აკაკი! რამ ჩამოგიყვანა ბიჭო აქ?
_აგერ, ცოლი მოვიყვანე ბაბუ..._სახეზე ირონიული ღიმილი დაეხატა და მე შემომხედა.
_გილოცავ, გილოცავ!_გვიახლოვდებოდა ნელ-ნელა კოტე ბაბუ._მამაშენი როგორაა ბიჭო?_მიაშტერდა აკაკის.
აკაკიმ თავი ჩაღუნა, მერე რაღაც იდუმალი ღიმლი დაეხატა სახეზე და ისე უპასუხა: კარგად არის, რა უჭირსო.
დიდიხანი არ უსაუბრიათ, აკაკიმ ის იყო წასვლა დააპირა მე ისევ ჩავერიე.
_ძალიან ლამაზი სოფელია..._გავხედე მოხუცს.
_ეჰ!_ამოიხვნეშა მან._ლამაზია, მაგრამ ყველამ მიატოვა, აგერ აკაკის მამაც აღარ ამოსულა რამდენიხანია...
_სახელიც ლამაზი ექნება ალბათ_ვთქვი და თვალებში მივაშტერდი, იქნებ წამოცდეს და გავიგო სად ვართქო.
_ოო, კი ნამდვლად! გულია! ასე ქვია..._გაიღიმა მოხუცმა.
_წავედით ჩვენ!_ხელი მომკიდა მაჯაზე აკაკიმ და სასწრაფოდ გამაშორა მოხუცს.
_დავიჯერო მართლა მოგეწონა აქაურობა?_ თითქმის უკვე სახლთან მივედით, რომ მკითხა მან და წყაროს წყლით სავსე ბოთლები ძირს დააწყო.
_ისე რა..._წარბი ავწიე, როგორც მჩვევია-ხოლმე და ეშმაკურად გავუღიმე.
_დაანებე მარიამს და ლაშას თავი..._მითხრა და პრველად დავინახე მისი სახე ასე სერიოზული.
_რას ნიშნავს - დავანებო თავი? მარიამს არ უნდა დარჩენა...
_შენს გამო... თუ კითხე მაინც რას ფიქრობს..._არ მანებებდა თავს იგი.
_გუშინ, თვითონ მითხრა რომ არ უნდა... შემეშვი ძალიან გთხოვ_ახლა მეც სიბრაზე შემეპარა და სახლისკენ წავედი.

Xxxx

გვიან ღამემდე გარეთ ვიჯექით, ყველას დაღლილი სახე გვქოდა, განსაკუთრებით კი ლაშას. ვერაფრით გაეგო რა ექნა, წამიერად, მარიამის შეშინებულ სახეს რომ შეხედა ისიც კი იფიქრა ავდგები და დავაბრუნებ სახლშიო... თუმცა ახლა უბრალოდ დაბრუნება აღარ გამოვიდოდა, ჩემი და მარიამის მშობლები ალბათ უკვე ყველგან გვეძებდნენ.
აკაკის იქვე დივანზე ჩაეძნა, მე და მარიამი ერთ-ერთ ოთახში შეგვიშვებს, ლაშა და მისი ორი მეგობარი, ირაკლი და საბა გარეთ გავიდნენ, თან სიგარეტს ეწეოდნენ და თან ზოგადსაკაცობრიო თემებზე საუბრობდნენ...
ორი საათი მაინც იქნებოდა გასული, მე ისევ არ მეძინა და ისევ მესმოდა ბიჭების საუბარი... დაგეგმილი მქონდა, ღამით რომელიმესთის ტელეფონი ამომეცალა, მაგრამ შესაფერისი მომენტი არა და არ დადგა. ბოლოს გადავწყვიტე ბედი მეცადა და მისაღები ოთახისკენ გავემართე. აკაკის ისევ ეძინა, მისი მობილური იქვე სკამზე იდო, ხელი სასწრაფოდ დავსტაცე და სამზარეულოსაკენ გავემართე.
_გისმენთ..._მიპასუხა დედამ აღევებული ხმით.
_დე, მე ვარ..._ჩურჩულით ვუთხარი.
_ევა! _ დაიყვირა ბოლ ხმაზე მან_სად ხარ? რატომ არ მპასუხობდი ტელეფონზე, გადამრიე ქალი.
_დე, რაჭაში ვართ მე და მარიამი, ლაშამ მოიტაცა...
_რა!!!!!!! ახლავე დამალაპარაკე ლაშა!
_დე, სოფელს გულია ქვია, ხოდა ჩამოდი მალე... ამათმა არ იციან რომ გირეკავ...
_ვის ელაპარაკები_დაიბღავლა ვიღაცამ ჩემს ზურგს უკან. ეს აკაკი იყო.
_არავის_ვუთხარი და დედას გავუთიშე.
აკაკიმ ხელიდან გამომგლიჯა მობილური და ბრაზნარევი მზერა მესროლა. უცებ მობილურმა ისევ დარეკა.
_გისმენთ?!_უპასუხა აკაკიმ._დამშვიდდით ქალბატონო... არ არის პოლიცია საჭირო... _ დიდხანს უსმინა დედას, თან მემიყურებდა მხეცივით, მერე ტელეფონი გათიშა, მაჯაში მწვდა და ეზოში გამაქანა.
_დედამის დაურეკა..._უთხრა ლაშას.
_რა? როგორ?_ გაცეცხლდა ისიც.
_რა ხდება?_ეზოში გამოვიდა მარიამიც.
_ევამ დედამისს დაურეკა და იმან პოლიციაში დარეკა_უპასუხა აკაკიმ.
_ევა, მე დარჩენა მინდა..._მითხრა მარიამმა და ლაშასკენ წავიდა. ლაშა გაკვირვებული იდგა, მერე უცებ სახეზე ღიმილი დაეხატა და მარიამს შემოეხვია.
მე კი ერთ ადგილს შევეყინე და არ ვიცოდი რა მეთქვა, ვერაფრით გამეგო რატომ შეიცვალა მარიამმა აზრი, ვუყურებდი და ველოდი როდის მეტყოდა ვიხუმრე, რა თქმა უნდა არ გავყვები ცოლად-ო.
_ევა, ვიფიქრე და ასე გადავწყვიტე, ახლა თუ არა, გავა ერთი ან ორი წელი და მაინც გავყვები... თუნდაც ათი წელი გავიდეს, მაინც ის მეყვარება და რას ვუცადო?_მეუბნებოდა მარიამი და სახეზე ღიმილს ვერ იშორებდა.
_რას ელოდო და სკოლის დამთავრებას! უნივერსიტეტს, სამსახურს... განა ეს გეგმები არ გქონდა?
_ეგ შენი გეგმებია,შენ დააწყვე და მე დაგეთანხმე, მაგრამ ახლა გული ამას მკარნახობს, ძალიან გთხოვ გამიგე..._ შემომავედრა მან.
_კარგი...
_მართლა?_გაუკვირდა მას.
_ჰო!_ამჯერად თბილად გავუღიმე._ოღონდ იცოდე, ეგ ვაჟბატონი გაწყენინებს და შემომაკვდება... _წარბაწევით ვუთხარი მარიამს, ის კი ჩემსკენ გამოექანა და კისერზე შემომეხვია. _იცოდე არ ვხუმრობ_დავამატე და მეც ჩავეხუტე.
_კიდევ კარგი დედაშენმა არიცის სად ვართ..._ღიმილით ჩაილაპარაკა ლაშამ.
_იცის!_დამნაშავესავით ვთქვი და აკაკის გავხედე. მის სახეზე ზიზღი შევნიშნე, მიხვდა რატომაც მომინდა წყაროს წყალი და რატომ გამოველაპარაკე მოხუცს. მიყურებდა და ალბათ ბიჭი რომ ვყოფილიყავი ბოდა და სახეში მითავაზებდა. მაგრამ უფრო მეტად საკუთარ თავზე გაბრაზდა - ამდენი დეტალი არ უნდა გამორჩენოდა მხედველობიდან, ბოლოს და ბოლოს მობილური მაინც უნდა დაემალა, სწორედ ამ დროს დაუარა შურისძიების სურვილმა მთელს სხეულში, თუმცა მან არ იცოდა რომ ჩემთან ბრძოლა არც ისე იოლი იქნებოდა.

ზუსტად ათ წუთში მანქანაში ვიჯექით და ბათუმისკენ მივემართებოდით. გზაში ლაშამ მამამისს დაურეკა:
_გია, შენთან მოვდივართ... ჰო ახლა, რაღაც პრობლემა შეგვექმნა... ასე სამ საათში ალბათ, უკვე გზაში ვართ... კაი მიდი...
_ცოტა ადრე მაინც გეთქვა რომ დარჩენა გინდოდა_ვუსაყვედურე მარიამს._დედაჩემის გაჩერება, ახლა მხოლოდ სასწაულს თუ შეუძლია...
_შენ ალბათ მას გავხარ ხასიათით_ჩაილაპარაკა დაკუთულმა.
_და ძალიანაც კარგია!. _არ შევარჩინე მე.

დილაადრიან ჩავედით ბათუმში, ლაშა თვალებს ვეღარ ახელდა, რადგან მარიამსაგან ის მოისმინა რაც ასე ძალიან სურდა, თითქოს დანებდაო და ერთი სული ჰქონდა ძილსთვის მიეცა თავი.
სამწუხაროდ ლაშას სახლში ძილი არ დასცალდა, მამისმა გვითხრა - ახლა გაჩერების დრო არ არის, სასწრაოდ თბილისში უნდა დავბრუნდეთ და ხელი მოაწეროთ, პოლიციამ რომ ვერ დაიჭიროს ლაშაო.
_იმედია, მარიამ სრულწლვანი ხარ!_დააყოლა მან ბოლოს.
_კი... _გაიღიმა მარიამმა და ლაშას გახედა.
მამა საჭესთან დაჯდა, ლაშა გვერდით მიუჯდა და მაშინვე ძილს მისცა თავი. უკან კი აკაკი, მე, მარიამი, საბა და ირაკლი ძლივს ჩავეტიეთ.

Xxxx

_სიძე გაიღვიძე_ბეჭზე შეეხო ირაკლიმ ლაშას და ცოტა შეარყია.
ლაშამ თვალები ნელ-ნელა გაახილა, ყველანი შეგვათვალიერა და მერე, თითქოს გონს მოვიდაო მარიამს გაუღიმა.
_სად ვართ?_იკითხა მან და ფანჯარაში გაიხედა.
ლაშა უპასუხოდ მიხვდა სადაც ვიყავით - მარიამის სახლთან. მე საბუთების წამოღება დამევალა. სახლში, შევედი თუ არა ჩვენიოთახისკენ გავემართე, უჯრიდან ჩემი და მარიამის პასპორტები ამოვიღე და სასწრაფოდ დავბრუნდი მანქანაში.
_ლაშა შენი საბუთებზეც უნდა გავაროთ?_იკითხა საბამ.
_არა, მამაჩემი ინახავს და წამოიღო.
_შენი მეჯვარე ვინ იქნება?_ვიკითხე მე.
_ვინც ყველაზე ახლოს ცხოვრობს იუსტიციის სახლთან! საბუთები უცებ რომ აიღოს..._თქვა ლაშას მამამ და უკან გადმოგვხედა, პასუხს ელოდებოდა.
_აკაკი!_წამოიყირა ირაკლიმ._გზის მეორე მხარეს ცხოვრობს...
_ჰოდა წავედით...._თქვა ლაშამ და მამამის ანიშნა მალეო.

Xxxx

_თქვენი სახელი გოგონა?_დიდხნიანი საუბრის შემდეგ ჰკითხა იუსტიციის სახლის კონსულტანტს ბატონმა გიამ.
_ანა!
_ანა!_დაიწყო მან_ჩემო კარგო, ვიცი რომ ერთი თვით ადრე უნდა ჩავეწეროთ მაგრამ, აქ სხვა შემთხვევაა, ეს ყველაფერი სასწრაფოა... ვიცი რომ შეგიძლიათ ხელი შემიწყოთ და ამიტომაც გელაპარაკებით ამდენს, თორემ შეუგნებელი ნამდვილად არ ვარ.
_დამიჯერეთ, მე მეტი არაფერი შემიძლია... თუ გინდათ მენეჯერს დავუძახებ..._შეგვიბრალა გოგონამ და ტელეფონის ყურმილი აიღო._ბატონო დავით, შეგიძლიათ შესასვლელთან მობრძანდეთ?... კარით, მადლობა!_გოგონამ ყურმილი დაკიდა და გვითხრა ახლავე მოვაო.

_გამარჯობა ბატოო დავით!_ ფეხზე წამოხტა გოგონა, როდესაც მენეჯერი დაინახა.
_დავით?!_ გაიკვირვა გიამ და მისკენ გაემართა.
_ვა, გია?!_გაუღიმა მენეჯერმა და ერთმანეთს გადაეხვივნენ.
_როგორ გამიმართლა! _ სიხარულს ვერ მალავდა გია.
მენეჯერმა დათომ, რომელიც გიას თანაკურსელი აღმოჩნდა სასწრაოდ მოაგვარა ჩვენი საქმეები და დაახლოებით თხუტმეტ წუთში გვითხრა რომ ნახევარ საათში ყველა საბუთი მზად ინებოდა. პასპორტები კონსულტანტ ანას დავუტოვეთ და იმავე ქუჩაზე, კაფეში შევედით.

_დე, მე ვარ!_ისევ დავურეკე დედას, ამჯერად აკაკიმ მკბილური თავად მომცა.
_ევა! სად წაგიყვანა მაგ მხეცმა მითხარი_კიოდა ბოლო ხმაზე დედაჩემი.
_დე, მე კი არა მარიამი თხოვდება, ყველაფერი კარგადაა...
_ძალით გათმევინა ხო???_ვერ წყნარდებოდა დედაჩემი._არაუშავს, პოლიციამ უკვეყველაფერი იცის, მოგძებნით შილო და ციხეში ამოვალპობ მაგ დამპალს...
_დედა!_ვცდილობდი ამეხსნა ყველაფერი მაგრამ იგი მაინც თავისას გაიძახოდა.
დედას ყურმილი გაუთიშე და მისი ნათქვამით შოკირებული მივუჯექი მაგიდას. სახეზე თეთრი ფერი მედო, გიამ მაშინვე შეამჩნია და აღელვებთ მკითხა რამოხდაო.
_დედაჩემს გონია რომ აკაკიმ მომიტაცა..._ვთქვა და შეშინებულმა შევხედე აკაკის.
_მე?_ დაიბნა იგი.
_ჰო! პოლიციასთან ერთად სოფელში ყოფილა და იმ მოხუც კაცს, რა ერქვა?_ვიკითხე დაბნეულმა.
_კოტე_შემახსენა აკაკიმ.
_ჰო, აი მაგას უთქვამს აკაკი გუშინ საღამოს ვნახე და ცოლი მოიყვანაო, მერე დედაჩემს უკითხავს ქერა გოგო მოიყვანა თუ შავგვრემანიო, იმას კიდე უთქვამს ქერაო...შენი სახელიც იცის, გვარიც, სად ცხოვრობ, სად მუშაბ... _ყველა მე მომშტერებოდა და ხმას არ იღებდნენ, თითქოს ენა გადაეყლაპათ.
უცებ, თითქოს აზრზე მოვიდაო გიამ ტელეფონს დაავლო ხელი.
_ალო, დათო!... გია ვარ... მოკლედ ხომ შეგაწუხე დღეს_მორიდებულად უთხრა გიამ._რაღაც უნდა გთხოვო. ლაშასა და მარიამის ნაცვლად მეჯვაეები ქორწილდებიან!... ჰო, ჰო... ყველაფერი პირიქით გააფორმე!

ბოდიში ბავშვებო დაგვიანებისთვის, სამსახურის გამო ვერ მოვიცალე. იმედია მოგეწონებათ ეს თავი.
გამაკრიტიკეთ, მირჩიეთ!
მადლობთ რომ კითხულობთ...

P.S: სოფლის სახელი გამოგონილია...



№1  offline წევრი nomadic

გააგრძელე ძალიან მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent