შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი "ჰოლივუდური" ამბავი.4


10-06-2015, 19:49
ავტორი Ana-maria11
ნანახია 2 282

. მთელი ღამე მოუსვენრად წრიალმა შედეგი გამოიღო და დაახლოებით 12საათისთვის, უკვე ნათიას ბუზღუნმა გამომაღვიძა.
-ანანოო ადექი რა მომწყინდა მარტოს ჯდომა.
-კარგი ავდგები, ოღონდ გეხვეწები ყავა დამიდგი რაა. ვთხოვე ნათიას და საწოლიდან უხალისოდ წამოვდექი.
აბაზანიდან გამოსულს უკვე ყავაც და ფუნთუშებიც მაგიდაზე დამხვდა.
-შენი კრუასანები არ ქონდათ, მაგრამ ესეც ძაან გემრიელია. მითხრა ნათიამ და ფუნთუშა გემრიელად ჩაკბიჩა. -ხო მართლა შენი სანდრექსა ვნახე საცხობში, რომ ჩავდიოდი. ვიღაც გრძელ ფეხება "ნაშოჩკასთან" ერთად გამოვიდა სადარბაზოდან, ისეთი გაბრაზებული სახით გადმომხედა, გეგონება ჩვენ დავუშავეთ კიდევ რამე, არადა რა საიმპატიურია ეგ ოხერი და რა უჟმური. ნეტა მაგას როგორ უძლებენ. თვალები გადაატრიალა ნათიამ.
-ჯერ ეგ ერთი ჩემი სანდრექსა არ არის ეგ და ძალიან გთხოვ ამ ლამაზ დილას, მაგ ურჩხულის გახსენებით ნუ გამიფუჭებ. სანდროს გახსენებაზე, მართლაც უსიამოვნოდ მივლიდა ტანში.
-ხო კარგი ნუ მებღვირები. ეგ გიფსი როდის უნდა მოიხსნა?
-არ ვიცი, ალბათ კიდევ რამდენიმე დღე უნდა მეკეთოს.ხვალ წავალ ექიმთან.
-დღეს მანქანით ვისეირნოთ, საქმე მაინც არაფერი მაქვს. ყავა დავლიეთ და საძინებლისკენ გავემართე, რათა წასასვლელად მოვმზადებულიყავი. ნახევარი კარადა გადმოვალაგე. ისეთ ზედას ვეძებდი გიფსიანი ხელი, რომ შემტეოდა. როგორც იქნა ვიპოვე ჩემი საყვარელი ზოლიანი "ღამურა" ზედა, ხელიც ადვილად გავუყარე. შარვლებთან ჯაჯგურის თავი არ მქონდა, ამიტომაც ელასტიკი ამოვიცვი და სარკის წინ დავუწყე ჩემს თავს შეთვალიერება. მგონი ცოტა დავიკელი..ადრე უფრო მომრგვალებული იყო ჩემი თეძოები ელასტიკებში. არადა გამიგია, კაცებს ხელის მოსაკიდებელი ადგილები უყვართო. ჩემმა ფიქრებმა მეთვითონვე გამაოგნა. როდიდანაა იმაზე ვდარდობ კაცებს რა მოსწონთ და რა არა? საკუთარი ფიქრებით უკმაყოფილო გავბარბაცდი შემოსასვლელში და ჩექმები ამოვიცვი.
ნათია ჯერ კიდე სარკესთან იდგა და მაკიაჟს მესამედ ისწორებდა.
-კარგი რა ნათ, პაემანზე ხომ არ მივდივართ წამოდი.
-შენ რა გენაღვლება გენაცვალე, უმაკიაჟოთაც ისეთი კარგი კანი გაქვს და თვალის ჭრილები ხომ საერთოდ.ლოყაზე მომითათუნა შეყავისფერებულმა ნათიამ თითები და სახლიდან გამოვძვერით.
გადავწყვიტეთ, ჯერ კუს ტბაზე ავსულიყავით, ცოტა გვესეირნა და მერე სადმე გვეჭამა. სუფთა და ცივ ჰაერზე სეირნობა ძალიან მესიამოვნა. ჰაერს ხარბად ვისუნათქავდი და უსიამოვნო ფიქრებისგანაც სრულიად განვიტვირთე. თუმცა ნათიას მალევე მოშივდა და სასწრაფოდ წამაცუნცულა მანქანისკენ. მთელი გზა ცხელ ხაჭაპურზე და მწვადებზე ოცნებობდა. ერთ-ერთ რესტორანთან გააჩერა მანქანა და მოუთმენლად მელოდა მე, ჩემი მოტეხილი ხელით სანამ გადავბობღდებოდი მანქანიდან.
შიგნით სასიამოვნოდ თბილოდა, ეტყობა დღეს ბევრს დაეზარა სახლში ჭამა. რესტორანი თითქმის სავსე იყო. მიმტანმა კუთხეში მდგარ თავისუფალ მაგიდასთან მიგვაცილა. ნელა შემოვიძრე ტყავის ქურთუკი, სკამზე მივაფინე და ის იყო დაჯდომას ვაპირებდი, რომ ჩემს ყურთან ის საშინელი ბარიტონი გაისმა.
-რა იყო "ჯერი" სულ უკან უნდა მსდიო?.. რასაც ქვია სისხლი გამეყინა. წარბები სადამდეც შემეძლო ავქაჩე და ჩემს ზურგს უკან მდგომ თავხედს გაღიზიანებულმა ავხედე.
- მემგონი პირიქით უნდა იყოს. სადაც არ უნდა მივიდე ყველგან შენი უსიამოვნო სახე ილანდება, ნუთუ ასე აბეზრებ ყველა გოგოს თავს? ასე კი შევეტლიკინე, მარა თან შიშით ვკანკალებდი სახლში მისულს მეორე ხელიც არ მომტეხოსთქო. აბა იმდენ ხალხში, რომ ვერაფერს გამიბედავდა, მაგაში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული.. მაგრამ ვაი, რომ ამ მამაკაცის ამოცნობა შეუძლებელია.
-უსიამოვნო სახე?დარწმუნებული ვარ ყოველ ღამე თვალებს, რომ ხუჭავ ჩემი სახის დანახვაზე ისე იღგზნები, რომ მზად ხარ გიჟივით გადმოირბინო ჩემთან. მაგრამ ისეთი კომპლექსიანი საცოდავი ხარ უეჭველი პირველად, რომ იწექი კაცთან იმის მერე აღარავის გაკარებიხარ. არადა ისეთი ფორმები გაქვს... ამი თქმა იყო და ისე ამისვა საჯდომზე ხელი, კინაღამ იქვე შევკივლე. მისგან ერთი ნაბიჯით უკან გავხტი და გაცოფებულმა შევხედე მის ირონიულად მოელვარე თვალებს.
-ჯერ ეგ ერთი ხელები დაიმოკლე და იმათ საჯდომს უცაცუნე დაილაობით, რომ აცილებ ხოლმე შენი აპარტამენტიდან და მეორეც ის, რომ ჯერ არც ერთ კაცთან არ ვწოლილვარ და არც შენი მახინჯი სახის დანახვის გამო ვაპირებ შენს ბინძურ საწოლში კოტრიალს. არ ვიცი რა ჯანდაბათ წამომცდა მისი ბინიდან გამოსულ გოგონაზე სიტყვები, ან ჩემი ქალიშვილობის ამბავი რას გავაგებინე. საკუთარ თავზე და დაგრძელებულ ენაზე ისე მომეშალა ნერვები, მზად ვიყავი უკანმოუხედავად გავქცეულიყავი იქედან. განსაკუთრებით მისი სახე, რომ დაგენახათ. ჯერ გაოცდა, მერე დამცინავი ღიმილი აუთამაშდა სახეზე და პირის გაღება, რომ დააპირა, ხელები ყურებზე ავიფარე მისი გესლიანი სიტყვები, რომ აღარ გამეგო.
სიტყვებს ვინ დაეძებდა, ისე გადაიხარხარა ყველამ ჩვენ შემოგვხედა. სირცხვილისგან, ისე დავწვრილდი და დავპატარავდი საკუთარი თავი მართლა ჯერის მივამსგავსე.
-შენ რა ქალიშვილი ხარ? კიდევ უფრო მეტი ირონია გაურია ხმაში და თვალები ისე აუელდა, თითქოს პატარა ეშმაკუნებმა დაიწყეს მათში ხტუნაობაო.
საბედნიეროდ ნათიას ეღირსა მაგიდასთან დაბრუნება და სტუმარს ცივად მიესალმა. სანდრომაც ცივადვე უპასუხა ისე, რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია, ჩუმად ჩაეღიმა და უსიტყვოდ გაშორდა ჩვენს მაგიდას.
სკამზე მოწვეტით დავეხეთქე და ნათიას მადლიერი თვალებით გავხედე, რომ იმ ურჩხულისგან მიხსნა.
-რა უნდოდა მაგ იდიოტს, რატო ამოგიჩემა.
-არ ვიცი ნათ და მეც დიდი სისულელე გავაკეთე, დასაცინად ახალი მიზეზი მივეცი. ეხლა მაგას რა გააჩუმებს. ამოვიკნავლე და ნათიას ჩემი და სანდროს დიალოგი მოვუყევი, ისიც მოვახსენე, როგორ თავხედურად წეთამაშა ჩემს საჯდომს.
-არა მგონი ვერაა ეგ ცოტა დალაგებული. ან ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ან ნარკოტიკებზე ზის. დაასკვნა ნათიამ.
-არ ვიცი და არც მაინტერესებს მაგის გაფრენები მე შემეშვას. ამოვიოხრე და მაგიდაზე მოტანილ ცხელ ხაჭაპურს დავსწვდი.
ცოტა ხანს კიდევ ვიჭორავეთ მე და ნათიამ და უკვე საღამოვდებოდა რესტორნიდან, რომ გამოვედით. გარეთ ისეთი თავსხმა წვიმა იყო, მანქანამდე სრიბილით მივედით, მაგრამ დასველება ორივემ მოვასწარით. ნათიამ სახლთან დამტოვა და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
ქურთუკი და ჩექმები შემოსასვლელში მივაწყვე და სამზარეულოსკენ გავიქეცი ყავის მოსამზადებლად. ყავის ქილა, ცარიელი, რომ დამხვდა ერთი გემრიელად შევიკურთხე. როგორია ამ წვიმაში მაღაზიაში ჩაბრუნება, არადა მთელი დღე ყავის გარეშე რა გამაჩერებს. ჩექმები ისევ ამოვიცი და კარი სწრაფად გამოვიხურე. სადარბაზოს კართან დენდარტყუმილივით შევხტი და მივხვდი, რომ თან არც გასაღები გამოვიყოლე და არც ტელეფონი.
კიდევ რამდენიმე წამი ვიდექი გაშტერებული და დაბნეული, მერე ისევ უკან ავირბინე და კარს ისე დავუწყე ჯაჯგური თითქოს რამეს გავხდებოდი. ჩემი კარის მეზობლთან დარეკე ზარი. მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობენ და დიდი იმედი მქონდა, რომ კარს გამიღებდნენ, მაგრამ შენც არ მომიკვდე. ბოლოს სასწორაკვეთილი ხელით ბრახუნზე გადავედი. ამასობაში ჩემმა ზემოთა მეზობელმა გამოყო თავი კარიდან და ხრინწიანი, ლოთის კაცის ხმით ჩამომძახა სოფელში არიან წასულები და მორჩი მანდ ბრაგუნს, ისედაც თავი მისკდებაო. "ხო აბა რასაც შენ სვავ, საერთოდ როგორ გაბია"ამოვიბუზღუნე და უიმედოდ დავეშვი კიბეებზე.
რატომ ვარ ასეთი დაბდურა ჩემს თავზე ნერვებ მოშლილი სადარბაზოს კარებში ვიდექი, წვიმის წვეთებსიგან ამოვსებულ გუბეებს გაშტერებული ვუყურებდი და სიცივისგან მაკანკალებდა. უცებ მანქანის სწრაფი დამუხრუჭების ხმამ გამომაფხიზლა. ის ურჩხული იდგა ჩემს პირდაპირ და წარბაწეული მომშტერებოდა. ფანჯარა ჩასწია, თავი გამოყო და მომაძახა.
-ჩემთან მოდიხარ ჯერი და ვერ ბედავ? ახლა მასთან კამათის თავი არ მქონდა, ჩემდა უნებურად ცრემლები გადმომცვივდა და სადარბაზოში შევხტი, რომ მას არ დავენახე. გავიგონე მანქანის კარების დახურვის ხმა და წამებში აისვეტა ჩემს პირდაპირ.
-რა გატირებს? ეგრე გერიდება ჩემი?. ისევ დაიგესლა.
-გეხვეწები რა, ეხლა შენი იაფფასიანი ხუმრობების თავი არ მაქვს, ისედაც ვერ ვარ კარგად. ამოვიკვნესე და კიბეზე ჩამოვჯექი.ისიც გვერდით მომისკუპდა და სახე ხელით მიმატრიალებინა მისკენ. ამ გაჭირვების დროსაც კი მისმა სუნამომ მიიპყრო ჩემი ყურადღება. ისეთი მძაფრი სურნელი ასდიოდა, კინაღამ კისერში ჩავუძვერი. კიდევ კარგი ხმა ამოიღო და უცებ მომიყვანა გონზე.
-აქ რატო ზიხარ გაცივდები. სახლში შედი.
-სახლში, რომ ვერ შევდივარ იმიტომაც ვზივარ აქ. ამოვიზლუქუნე და წამწამებზე დაკიდებული ცრემლი ხელის გულით მოვიშორე.
-რატო, რა მოხდა გასაღები დაკარგე?
-არა, მაღაზიაში გამოვედი და კარი რომ გამოვიხურე, მერეღა გამახსენდა, რომ გასაღები და ტელეფონი სახლში დამრჩა. მეგონა, როგორც ყოველთვის ახლაც სასაცილოდ ამიგდებდა, მაგრამ პირიქით. შუბლი შეჭმუხნა და ხელი თავზე გადამისვა.
-კარგი, აქ ჯდომას აზრი არ აქვს, ჩემთან ავიდეთ ხელოსანი გამოვიძახოთ და შენს კარებსაც ეშველება. მის წინადადებაზე საოცრად დავიბენი.როგორია ამ ურჩხულის ბინაში საკუთარი ფეხით შეხვიდე. მიხვდა ჩემი დაბნეულობის და უხერხულობის მიზეზს და ჩაიცინა.
-ნუ გეშინია, შენ გაუპატიურებას და წლობით ნანახი ქალწულობის წარმთმევას არ ვაპირებ. ნუ დღეს ყოველშემთხვევაში. ძალიან ვარ დაღლილი და სულ რო შენით მეხვეწო მაინც ვერ ვიზავ.
მისი "დამამშვიდებელი" სიტყვების შემდეგ ცოტა მოვეშვი, მაგრამ მაინც ეჭვი მიღრღნიდა გულს. იმ ცივი და ზიზღიანი თვალების ნაცვლად ახლა გულწრფელი თანაგრძნობით სავსე თვალები მიყურებდნენ. ხოდა მეც ვიფიქრე რაც იქნება იქნება, თუ რამე დამიპირა გამოვიქცევი და ეგ იქნებათქო. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და წინ წასულს ავედევნე.
შესასვლელთან დაგებულ ნაჭერზე, ფეხების შეწმენდა, რომ დავიწყე მისი ჩაცინების ხმა გავიგონე და დაბღვერილმა ავხედე.
-თუ გინდა, ისევ გავალ გარეთ, კარგად ვიხტუნავებ ტალახებში და ისე შემოვდგავ ფეხს შენს სამფლობელოში.
-არა, ნანას კივილის თავი არ მაქვს. თქვა და ფეხები თვითონაც გაუხახუნა ტილოს. შესვლისთანავე დამეუფლა სიმშვიდის შეგრძნება. ბინა ახალი იყო, მისაღები ფართე და თანამედროვედ გაწყობილი. გემოვნებიანი ხელი აშკარად ეტყობოდა იქაურობას.
-ყავას დალევ თუ ჩაის? გამომძახა სამზარეულოდან.
-ჩაის თუ შეიძლება.
-ხოდა მოდი მაშინ გააკეთე, ეხლა მაგაზე არ მაწუწაო აქ რა. მომაძახა უდარდელად.
-შენ სტუმრებს ყოველთვის ესე თბილად იღებ? წარბაწეულმა შევაჭერი სამზარეულოში.
-ხო განსაკუთრებით შენისთანა სტუმრებს. ამაში რა იგულისხმა ვერ გეტყვით, მაგრამ ყურადღება აღარ მივაქციე, სიცივე ისე მქონდა ტანში გამჯდარი ცხელ ჩაიზე უარს ვერაფერი მათქმევინებდა.
-მე რძიანი ყავა მინდა, სამი კოვზი შაქრით. მიბრძანა და ტელეფონი ყურთან მიიტანა, თან თვალებით მანიშნა საქმეს მიხედეო. ჩემი დაღებული პირი, ისევ საწყისს მდგომარეობას დავუბრუნე და ჭიქებს დავუწყე ძებნა. ტელეფონით თავის ნაცნობ ხელოსანს ესაუბრებოდა და როცა გათიშა მამცნო ერთ საათში მოვაო.
ისევ მისაღებში გავედით. თვითონ დივანზე გაიშოტა, მე კი მის პირდაპირ მდგომ სავარძელში ჩავჯექი.
-ჩაის დავლევ და წავალ, ხელოსანს სადარბაზოში დაველოდები, არ მინდა შეგაწუხო. ტელეფონს თვალი მოსწყვიტა, ცალი წარბი აწია და ისევ ეკრანს დაუბრუნდა.
-როგორც გინდა. მე არ გაგდებ. ხმა აღარ ამოვიღე, მის კეთილშობილებაზე დიდი წარმოდგენის არ ვიყავი, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა ესეთი უგულობა. ჩაი სასწრაფოდ გამოვცალე, სამზარეულოში გავედი, ჭიქა გავრეცხე და ოთახის კარებში დაყუდებულმა ვუთხარი მე წავალთქო. ისევ ტელეფონში იყო ჩამძვრალი და იქედან ამომძახა აბა ჰეო. მეც გავტრიალდი და კარები უნდა გამომეღო, რომ მხარზე ხელი ჩამავლო, მისკენ მთელი ტანით მიმატრიალა, სხეულით ზედ ამეკრო და ჩემს აკანკალებულ ტუჩებს მზერა და



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

აქ შეწყვეტა შეიძლებოდა? კარგი გოგო ხარ მალე გააგრძელე ♡♥♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent