შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედოფალი (თავი 2)


11-06-2015, 13:37
ავტორი Anne Luiz
ნანახია 1 616

ბატონი გინო მანჩინი ოთახიდან მოღუშული გამოვიდა. მისი განწყობა ყველამ შეამჩნია. ირგვლივ მთელი ოჯახი შეკრებილიყო.
-გინო, რა მოხდა ძვირფასო?- ჰკითხა მეუღლე ალეტამ, რომელიც ცუდ ამბებზე სწრაფად რეაგირებდა.
-მამა, ეველინას ხომ არ აქვს რაიმე პრობლემა?- ჰკითხა სტეფანომ, გინო მანჩინის მეორე ვაჟმა.
-ეველინამ კვლავ იგივე საქმეს მოკიდა ხელი.- უპასუხა გინომ და სავარძელში მოკალათდა.
-რა? ისევ რბოლაში მონაწილეობს? როგორ ბედავს ის ლაწირაკი!- გაცხარდა ანტონი, ეველინას უფროსი ძმა.
-არა, ანტონი, დამშვიდდი. რბოლაში არ მონაწილეობს, უბრალოდ მუშაობა დაუწყია ერთ-ერთი მრბოლელის გუნდში. მანქანების შეკეთება და ესეთი რაღაცეები ევალება.- უპასუხა გირომ და მოსამსახურეს ვისკის დასხმა სთხოვა.
-ნიუ იორკში უნდა ჩავიდე მამა.- უთხრა სტეფანომ.
-არა, ჩვენი ეველინა აქედან უნდა ვაკონტროლოთ.- უპასუხა გინომ.
-უკაცრავად, რომ ვერევი, მაგრამ ეველინა უკვე ოცდასამი წლისაა. მან საკუთარი გზა აირჩია, რატომ გინდათ, რომ შებოჭოთ და ხელი შეუშალოთ?- საუბარში სავინოს (უმცროსი ბიჭის) ცოლი, მარიეტა ჩაერია.
-მერე რა რომ უკვე დიდია? ასაკს არააქვს მნიშვნელობა. როდესაც ხედავს ოჯახი, რომ საკუთარი ოჯახის წევრი გასაჭირშია, უნდა დაეხმაროს.- უპასუხა ანტონიმ.
-რატომ არის გასაჭირში ვერ გავიგე!- უპასუხა მარიეტამ.
-ის რბოლებში იღებს მონაწილეობას, შეიძლება ნებისმიერ დროს ცუდი რაღაც შეემთხვეს.- უპასუხა სტეფანომ.
-ჰო, მაგრამ ხომ გავიგეთ, რომ ის უბრალოდ მანქანების შეკეთებაში ეხმარება მრბოლელს.- საუბარში სტეფანოს ცოლი საბრინა ჩაერია.
-იცით რას გეტყვით?- ანტონი ფეხზე წამოდგა,- ცოლების ჩარევა ასეთი სახის საუბრებში სრული სიბრიყვეა. ხომ ხედავ? ისინი ეველინას უბამენ მხარს, ალბათ ეს ფემინისტური ჟესტია. მამა, შენს კაბინეტში შევიდეთ და იქ მოვითათბიროთ ეველინას საქმე.
-რას ამბობ, ანტონი?!- დედა ალეტა წამოდგა ფეხზე,- შენ ეველინას მოიხსენიებ ისე, თითქოს ის ერთ-ერთი დამნაშავე იყოს, რომელსაც ჩვენი კლანი სიკვდილის სასჯელს განუწესებს.
-დედა, დამშვიდდი.- სავინომ დედა კვლავ სავარძელზე დასვა.
-არა, ანტონი, თქვენი ცოლები გარკვეულწილად მართლები არიან. ეველინამ საკუთარი გზა აირჩია და თავს თვითონ იღუპავს. ანდინო ამ საქმეში მყავს ჩართული. თუკი ისევ რბოლაში მიიღებს მონაწილეობას, ანდინო შემატყობინებს და შემდეგ უკვე გარკვეულ ზომებს მივმართავ.- ბატონი გინო ფეხზე წამოდგა, ვისკი დალია და კაბინეტში შევიდა.
ეველინა დილით „კრისის გუნდში“ მივიდა. ბიჭები უკვე შეკრებილიყვნენ და ანდრეს ახალ მანქანას აწყობდნენ. ანდრემ ეველინას თბილად გაუღიმა და უბრძანა სასწრაფოდ ჩართულიყო მანქანის აწყობის პროცესში. ეველინამ კრისს ხელსაწყოები გამოართვა და მანქანას თვალიერება დაუწყო.
-ეს ჩემს მუსტანგს გავს, ვისი გემოვნებითაა შეძენილი?- ჰკითხა ეველინამ კრისს.
-ანდრემ იყიდა ძველი მოდელია. ფორდის მუსტანგია, მაგრამ ამას უფრო დიდი სიჩქარე აქვს ვიდრე შენსას ჰქონდა.- უპასუხა კრისმა და ანდრეს თვალი ჩაუკრა.
-როდის არის რბოლა?- ახლა უკვე ანდეს ჰკითხა ეველინამ.
-ერთ კვირაში. -ანდრემ ღრმად ამოისუნთქა და დაუსრულებელ მანქანას შეხედა.
-ნერვიულობ რომ ვერ მოასწრებ?- ჰკითხა ეველინამ.
-არა, პირიქით ეს მალე იქნება მზად და მე კიდევ ლოდინი მომიწევს.- უპასუხა ანდრემ.
ეველინა თავის საქმეს შეუდგა. ბიჭები მას უყურებდნენ და ყველა ერთს ფიქრობდა გულში: „საიდან იცის გოგომ მანქანის თითოეული დეტალი? როგორ შეუძლია მას ასე მოქნილად მანქანის აწყობა?“ ეველინა კი ამ სიტუაციას ანალიზებდა და გულში იღიმოდა. სინამდვილეში მანქანის ნაწილები ისე იცის, როგორც ბიოლოგმა ადამიანის ანატომია. მხოლოდ თვალის შევლებით შეუძლია მანქანას წამალი გამოუწეროს და რამოდენიმე საათში გამოაჯამრთელოს კიდეც. ორ საათში მანქანა შინაგანი სრულყოფილება შეიძინა. ახლა მხოლოდ გარეგნული სილამაზე იყო დარჩენილი, თუმცა ბიჭები არ ჩქარობდნენ, ამიტომ ეს საქმე მეორე დღისთვის გადადეს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent