შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკბილი სამაგიერო (1)


11-06-2015, 14:53
ავტორი ფსიქო.13
ნანახია 2 287

ტკბილი სამაგიერო (1)


მშვიდი,გაწონასწორებული ნაბიჯებით მიდიოდა კონსტანტინე იმ სახლისკენ,სადაც ლელი ცხოვრობდა. გოგო,რომლის წყალობითაც ძმაკაცი დაკარგა... გოგო,რომლის წყალობითაც ერთადერთი ადამიანი დაკარგა,ვისაც მისი ბოლომდე ესმოდა. გოგო,რომლის წყალობითაც მიწას მიაბარა ზურა.
სახლს ეტყობოდა,ვისიც იყო. ზამთარაძეების ოჯახს თავში ქონდათ ავარდნილი. ლელი ზედმეტად "მაგარი გოგო" იყო,მთელი თბილისი იცნობდა ლელის,და მის დას,მილენას. თემურ ზამთარაძე,შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და,მისი 2 გოგოც ზედმეტად გათამემებული ყავდა. ორივე დაცვით დადიოდა,ორივე მაგრად იზმანებოდა... მილენა არასდროს ენახა,აი რაც შეეხება ლელის,უფროს დაიკოს,მასზე გიჟდებოდა ზურა. რას არ აკეთებდა ზურა ლელისთვის,მაგრამ... ერთ დღეს,სააბაზანოში იარაღით ხელში ნახა კონსტანტინემ სისხლის გუბეში მწოლიარე ზურა და,იქ მორჩა.
უზარმაზარ ჭიშკართად,4 დაცვა იდგა. მიუახლოვდა თუ არა,ოთხივემ ვითომ შეუმჩნევლად ამოიღო იარაღი და კონსტანტინეს დააკვირდნენ.
-ლელისთან ვარ მოსული.-უთხრა და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა-კონსტანტინე ჯაჭვლიანი-წარუდგინა თუ არა მისი სახელი,დაცვა გვერდით გაიწია,სხვებსაც თვალებით რაღაც ანიშნა და შესასვლელი გაუნთავისუფლეს. მართალია ზამთარაძეების ოჯახი ძაან პრესტიჟული იყო,მაგრამ კონსტანტინე... კონსტანტინეზე არაფერი მითქვამს ხო? ოხ! ჯაჭვლიანი იყო თუ იყო,მთელი თბილისი რომ მასზე ლაპარაკობდა. "კონსტანტინე გასროკეს" "კონსტანტინემ ეკლესია ააშენა,აი ის ჭავჭავეძეზე როა" "აუ ჯაჭვლიანს 3 ბიჭი უცემია" "კონსტანტინეს და მის ძმაკაცებს პოლიცილებზე უგინებიათ" და მრავალი ასეთი... არც ის გამოპარვიათ "კოკას ძმაკაცი,ზურა აბაშიძე მომკვდარა,სუიციდი..."
-ლელუჩკააა-ცინიკური ღიმილი აიკრა სახეზე და კარი დაუკაკუნებლად შეაღო.
დივანზე წამოგორებულ ლელის ფერები გადაუვიდა,საგრძნობლად დაიძაბა და პირთან მიტანილი წვენის ჭიქა ხელიდან გაუვარდა
-ჭიქა გატყდა... თუმცა შენი რა მიდის,მოსამსახურეს ერთს დაუწიკვინებ და ეგაა-თვალი ნიშნისმოგებით ჩაუკრა
-რა გინდა-ღრმად ჩაისუნთქა ლელიმ,შემოსულ მოსამსახურეს ანიშნა ყველაფერი კარგადაა,აალაგეო.
-ზურა მინდა!-ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით უთხრა და ხელები ისე მაგრად მომუჭა,ფრჩხილები იგრძნო კანზე.
-და ჩემგან რა გინდა-აკანკალებული ხმით უთხრა და წასულ მოსამსახურეს მზერა გააყოლა.
-ისეთივე დასასრული,როგორიც ზურას.-ვეღარ მოითმინა და მუშტი მთელი ძალით დაახეთქა მაგიდას,მის სახეს როცა უყურებს,როცა უყურებს როგორ უდარდელადაა ლელი,რომელიც ზურას დაკრძალვაზეც კი არ მოსულა,საშინელი სურვილი უჩნდება,მივიდეს და მისი ხელით დაუმთავროს სიცოცხლე.
-ტონს დაუწიე-ქალის ოდნავ ჩახკეწილი,მაგრამ მაინც წკრიალა ხმა გაისმა მის ზურგ. უკან,მალე კი იარაღიც იგრძნო ყელზე-და აქედან წადი!
კონსტანტინე დაიბნა. ვინ არ დაიბნეოდა,როცა იარაღს გადებენ და თანაც ის,ვინც ამას აკეთებს ხვდები რომ ქალია
-და რომ არა?-ცინიკური ღიმილით წამოდგა,იარაღიანი ხელი დაგაუტრიალა,იარაღი ააცალა და მეორე ხელზე მაგრად მოუჭირა თავისი ხელი.მერე ქალს დააკვირდა. ჩალისფერი თმები,დიდი შავი თვალები,პატარა ცხვირი და დიდი ტუჩები. როცა თვალებში ჩახედა,ვერ დაიჯერა რომ ეს ის ქალი იყო,რომელიც წამის წინ "კლავდა"
-გამიშვი!-მაინც დიდი შეუპოვრობა შეამჩნია მის ხმაში,შეუპოვრობა და სიმკაცრე,ეტყობოდა ქალს არ ეშინოდა... გაუაზრებლად ეტაკა მის ტუჩებს,ხელი წელზე შემოხვია და მეორე ხელი მის ხელს უფრო მაგრად მოუჭირა...
---
-მიზანი მილენა! მიზანი!-მერამდენედ უმეორებდა დათო,მილენა კი იარაღს ხეს უმიზნებდა და კონცენტრირებას ცდილობდა.
-არ გამომდის-დანანებით ჩამოუშვა ხელი და დათოს თვალებში ჩახედა. სულ რამდენიმე თვეა,მამამისის დაჟინებული თხოვნით სროლას სწავლობს. უფროსი ზამთარაძე მკაცრად მოითხოვს,მისმა უმცროსმა ქალიშვილმა თავის დაცვა იცოდეს. ის არ ეყოფოდა,სულ დათოს (მისი დაცვის) თანხლებით რომ დადის ყველგან. ამჩნევს დათოს უყვარს,მაგრამ მილენა იგივე გრძნობით ვერ უპასუხებს. ყველა ყველა და მამამისი დაცვასთან მის ურთიერთობას ვერ დაუშვებს,დედამისი "ხალხი რას იტყვისო" წიკვინს დაიწყებს და ნუ...
-აუ დღეს მოვრჩეთ რა,სახლში მინდა-ამოიწუწუნა და იარაღი დათოს მისცა
-კარგი,მიდი ჩაჯექი მილენა,ხვალ ვერ გაიქცევი
-არ მინდა რაა
-ბატონმა თემურმა,მკაცრად მოითხოვა..
-ოო,კაი,წავედით დათო-მანქნის კარი გამოაღო,სავარძელში კომფორტულად მოთავსდა და მინა ჩამოწია. 15 წუთში უკვე სახლთან იყო.სახლის დაცვა აფორიაქებული ჩანდა,რაც დათოს არ გამოპარვია,მივიდა და ბიჭებს რაღაც ჩასჩურჩულა,მათ კი ჩურჩულის გარეშე თქვეს
-ჯაჭვლიანი გვესტუმრა..
-მილენა,შენ უკანა კარებიდან შედი და შენს ოთახში ადი-შემობრუნდა დათო და იარაღი ამოიღო
-მოდი...მოდი მე მივხედავ ამ საქმეს-როგორღაც ეყო გამბედაობა,მაინც მშვიდი ხმით უთხრა და კარებისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა
-ვერ ხარ?!! არა!!-ხელი მაგრად მოუჭირა და გააჩერა მილენა
-წესიერად ილაპარაკე! გიბრძანებ,ახლავე გამიშვა,და იარაღი მომეცი!-მოთმინება დაკარგულმა წაისისინა,დათოს სახეზე წყენა დაეტყო,მაგრამ მაინც არ გატყდა,იარაღი გამოართვა და კარებში ჩუმად შევიდა.
-ისეთივე დასასრული,როგორიც ზურას!-ყვირილით ნათქვამი სიტყვები გაიგონა,და ზურგით მდგარი მამაკაცი დაინახა,უფრო ფრთხილად წავიდა და იარაღიც ჩუმად დაადო ყელზე,მისი დის აკანკალებული სხეული დაინახა თუ არა,მტკიცედ და მკაცრად ამოთქვა
-ტონს დაუწიე,და აქედან წადი!!-მამაკაცი შემობრუნა,იარაღი წაართვა,დააკვირდა და იქამდე,სანამ მილენა რამეს გაიაზრებდა,მხეცივით ეტაკა მის ტუჩებს...

----

ჰელოუ ევრივან!!
არ ვიცი,რაარი ეს,არა ვიცი,ისტორიაა :დდ
მადლობა პირველ რიგში ლიკუნას,სათაურის მოფიქრებისთვის :დ
მაგდას,სახელებისთვის...
ფისუნიას და პანდუშასაც მოვიხსენიებ,თორე გაბრაზდებიან :დდ
და თამარას გადაეცით,მის ეშმაკისეულ ლეკვს გაუფრთხილდეს! და მე გავებუტე!!



№1  offline წევრი ფსიქო.13

პანდუშ,შენც დამცინე ახლა! რა ვქნა,მისი ეშმაკისეული ძაღლი მესიზმრებოდა მთელი ღამე! -,-
ახალი თავი 24 საათის მერე :დ
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№2  offline წევრი ფსიქო.13

პატარა თავები,გამოსწორდება!!
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№3  offline წევრი ფსიქო.13

:დდ რქიანი ცუგაო კიდე,გადი იქით :დ
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№4  offline წევრი ფსიქო.13

ო.ო რას მაკადრებთ... ჰაი-მეეე :დდ
დებილი შენ ხარ პანდუშ! რას მერჩი მე :დ
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№5  offline წევრი golden hands

კარგია ძალიან, გააგრძელე!!!

 


№6  offline წევრი ფსიქო.13

golden hands
კარგია ძალიან, გააგრძელე!!!

გაგრძელება იქნება,თორემ პანდა დამჩეხავს :დდ
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№7  offline წევრი Duda_012

მომეწონააა... მოცულობა გაზარდე და გაგვარკვიე რა ხდება

 


№8  offline წევრი ფსიქო.13

foreveryoung
კარგიაკარგია. კარგად წერ მაგრამ ვერ გავიგე ეს გოგო რა შუაშია

გაიგებ,ოღონდ ბოლო თავებში :დდ
Duda_012
მომეწონააა... მოცულობა გაზარდე და გაგვარკვიე რა ხდება

ნუ ხართ სულსწრაფები,ბოლო თავებში გამომჟღავნდებაა
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№9  offline წევრი ninaka)))

ისტორია კარგია, მაგრამ რატომ არ იცი დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა? :)) არც ერთი ისტორიის დასასრული არ გაქვს დაწერილი ყველა შუა გზაშია მიტოვებული.. კარგადაც წერ მარა ასე წაკითხვის სურვილს მიქრობ :/

 


№10  offline წევრი ფსიქო.13

ninaka)))
ისტორია კარგია, მაგრამ რატომ არ იცი დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა? :)) არც ერთი ისტორიის დასასრული არ გაქვს დაწერილი ყველა შუა გზაშია მიტოვებული.. კარგადაც წერ მარა ასე წაკითხვის სურვილს მიქრობ :/

maqvs mizezebi da,bodishi mainc ra...
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№11  offline წევრი scarlet

ძალიან კარგიააა გააგრძელე რაა ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent