შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრობიდან შეყვარებამდე ერთი ნაბიჯია (ნაწილი 4)


11-06-2015, 21:51
ავტორი Psycho1402
ნანახია 2 524

ორი დღე კომიდან არ გამოსულა.მეც მის საწოლთან ვიჯექი და მისი, როგორც ყოველთვის, თბილი მტევანი ჩემი აკანკალებული ხელით ძლიერად მეჭირა და არ ვუშვებდი.მეორე დღეს ექთანი შემოვიდა,მთხოვა სახლში წავსულიყავი და თუ რაიმე სიახლე იქნებოდა შემატყობინებდა.არ მივდიოდი,მაგრამ არც მარიმ და არც ექთანმა არ დამანებეს.წავედი,თავი მოვიწესრიგე და ორ საათში ისევ უკან დავბრუნდი.გული შემეკუმშა ნიკუშა ისევ იმ მდგომარეობაში,რომ დავინახე.არ ვიცი რატომ მეგონა რომ სულ რაღაც ორ საათში ყველაფერი შეიცვლებოდა და ჩემი ბიჭიც გონს მოვიდოდა,მაგრამ სხვაგვარად რატომღაც არ მიფიქრია.ისევ პალატაში შევედი და იქვე სკამზე ჩამოვჯექი.თავი ჩავხარე და მის მტევანს ხელი მოვკიდე.
-არ ვიცი ჩემი გესმის თუ არა,მაგრამ მინდა პატიება გთხოვო.ჩემი ბრალია.ვიცოდი რომ არ უნდა გამეშვი...ვიცოდი,მაგრამ მაინც არ ვცადე შენი შეჩერება.არ დამტოვო რა ძალიან გთხოვ.მიყვარხარ ნიკა.სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და არ მინდა რომ წახვიდე.არ მინდა რომ დამტოვო ნიკა,გესმის?მე არ ვიცი რამდენად სწორია ძმაკაცს სხვანაირი თვალით შეხედო.ისე ყველა ცუდს თავისი დადებითი აქ.ეს შემთხვევა რომ არა...რომ არა ის განცდა და ტკივილი რაც შენი სიკვდილის პირას დანახვის შემდეგ განვიცადე ალბათ კიდევ დიდხანს ვერ მივხვდებოდი თუ რაოდენ ძლიერად მყვარებიხარ.თურმე სიყვარულს შეძლებია გაიძულოს ყველაფერი ფეხებზე დაიკიდო და მხოლოდ მისთვის იბრძოლო,რადგან ახლა არც ხალხის აზრი მაინტერესებს და არც სხვა ვინმესი.მხოლოდ ის ვიცი რომ მინდა სულ შენს გვერდით ვიყო.ვერ გადავიტან ნიკუშ...შენს დაკარგვას ვერ გადავიტან.კარგად იცი რომ არც ასეთი ძლიერი ვარ.შენს გარეშე სიცოცხე ვერ წარმომიდგენია და არც მინდა წარმოვიდგინო...ძალიან გთხოვ მაპატიე რა.ნუ დამტოვებ გთხოვ.ძალიან მიყვარხარ და მინდა რომ სულ ჩემს გვერდით იყო.ნუ მიმატოვებ ასე მარტო და უშენოდ.თავი ავწიე და ცრემლები მოვიწმინდე.მეგონა თვალებს გაახელს და შემომხედავსთქო.მინდოდა ეს სიყვარულით სავსე მზერა დამენახა,მაგრამ არა. ალბათ ჩემი არხ კი გესმის,მაგრამ არ შემეძლო არ მეთქვა.მიყვარხარ. სიცოცხლეზე მეტად.ჩემთან დარჩი ნიკა გთხოვ.-არ მახსოვს როდის ჩაეძინა,მაგრამ აი გაღვიძება კი ნამდვილად სასიამოვნო ქონდა-სახეზე რაღაც თბილის შეხება ვიგრძენი და თვალები ნელა გავახილე. ჯერ ვრ გავიგე სად ვიყავი და აქეთ-იქეთ დაბნეული ვიხედებოდი.ბოლოს კი იმ მშვენიერ და მოციმციმე თვალევს წავაწყდი რომლებიც სიყვარულით ოყო სავსე. სიხარულისგან ძლივს შევიკავე თავი არ მეკივლა.
-ნიკა!მაგრად ჩავეხუტე.ჯერ გაიცინა, მაგრამ შემდეგ...ტკივილისგან ისეთი საწყალი ხმით ამოიკვნესა უკან შეშინებული გავხტი.
-ვაიმე ნიკ ბოდიში.ძაან გატკინე?
-არა ანა დამშვიდდი.ძალიან არ მტკენია.ისე მეორედ ჩახუტებაზე უარს არ ვიტყოდი.
-არა!მეშინია ისევ რომ გატკინო. თავი გავაკანტურე.
-მაშინ მაკოცე. თვალები დახუჭა და ტუჩები წინ სასაცილოდ გამოწია.მაგრამ იმედები გაუცრუვდა.მივედი და ლოყაზე ნაზად ვაკოცე.სახეზე იმედგაცრუება შევნიშნე მაგრამ არაფერი შემიმჩნევია ისე გავიღიმე.
-წავალ ექიმს დავუძახებ. მაჯაზე ხელი მომიჭირა და არ გამიშვა.
-რა იყო?უკვე მოიწყინე ჩემს გვერდით?
-კაი რა ნიკუშ.რეებს ბოდავ.ექიმს დავუძახებ და მალე დავბრუნდები გპირდები.
-არ დაბრუნდები.
-რატომ არ უნდა დავბრუნდე?
-უბრალოდ ვიცი.
- ხომ იცი რომ პირობას ყოველთვის ვასრულებ.
-მართლა მალე მოხვალ?
-2 წუთში აქ ვარ.

ექიმმა პაციენტი გასინჯა და თქვა რომ უკვე საშიში აღარაფერი იყო.ალბათ გაინტერესებთ რა დაემართა გიოს.გიო გვერდით პალატაში იწვა.დანარჩენები არ ჩანდნენ.საავადმყოფომდე გამოგვყვნენ და შემდეგ სადღაც გაქრნენ.თავიდან გიოზე ცუდ მდგომარეობაში ნიკუშა იყო.მაგრამ ახლა...ახლა ყველაფერი პირიქითაა.სანამ მარი ნიკასთან იყო მე გიოს პალატაში შევედი და ცოტა ხნით ვესაუბრე.ისიც დანით იყო დაჭრილი მაგრამ ნიკასგან განსხვავებით ერთსა და იმავე ადგილას ბევრჯერ ჰქონდა ჩარტყმული.მითხრა კარგად ვარო.მაგრამ მის ხმაში სულ სხვა რამ იგრძნობოდა.არ მინდოდა ჩემი სისუსტე დაენახა, და ძლივს ვიკავებდი ცრემლებს.გულში მათთვის ვლოცულობდი და ღმერთს ვევედრებოდი გადაერჩინა ეს ორი უძვირფასესი ადამიანი.გიომ ყველაფერი მომიყვა.როგორც გავიგე ნუცუბიძის სასტავისვბრალი ყოფილა.ჩვენი სამეგობრო დაშლილა.ნუგო,გუგა,ლაშა იმათ შეუერთდნენო.აი თურმე რა ყოფილა ჩხუბის მიზეზი.ამაზე პირი ღია დამრჩა.თურმე ნიკას გაშველებას ცდილობდა ნუგოს,რომ დაუჭრია.ერთ თვეში ნიკა საავადმყოფოდან გამოწერეს.იმ დღიდან სამ კვირაში გიო გარდაიცვალა.ხო მართლა მარის ნიკას მეგობრები გავაცანით და ახლა მათ სამეგობროში ვართ,მგრამ ჩემი გიოს გარეშე ყველაფერი ჩაუფერულდა.თითქოს დრო გაჩერდა.ძველი წრიდან მხოლოდ ლუკა შემოგვრჩა ერთგული.ბოლოს და ბოლოს დიდი ნერვიულობით ნიკას ჩემს გრძნობებში გამოვუტყდი და იცით რა მოხდა?აბა თუ მიხვდებით.სიცილი დაიწყო და მითხრა რომ ეს უკვე იცოდა.თურმე საავადმყოფოში რაც ვილაპარაკე ყველაფერი გაუგია და მითხრა რომ ჩემმა სიტყვებმა შემატა ძალა და სურვილი გადარჩენისა.ამაზე დავიბენი და არ ვიცოდი რა მეთქვა.ახლა ბარში ვიჯექით და გიოს დაკრძალვის საქმეს განვიხილავდით.
-დაკრძალვის შემდეგ მონასტერში ვაპირებ წასვლას. თქვა ნიკამ.
-რამდენი ხნით? ხმაჩაწყვეტილმა ვკითხე.
-ალბათ ერთი თვით ან ორი კვირით.
გული დამწყდა მაგრამ თან გამეხარდა ასეთი გზა რომ აირჩია.შურისძიებას ამჯობინა მათი ბედი ღმერთისთვის მიენდო.რაღა დაგიმალოთ და ცოტა ნაწყენი კი დავრჩი ეს ამბავი უფრო ადრე რომ არ მითხრა მაგრამ რა უნდა მექნაროგორც თვითონ ამბობს გადაშლილი წიგნი ვარ ხოდა ვფიქრობ,უსიტყვოდაც ყველაფერი წაიკითხა ჩემს გამოხედვაში.ორ დღეში დაკრძალვა იყო.ღამეებს ვათევდით ყველაფერი რომ მოგვეგვარებინა.მის მშობლებს ყველანაირად ვეხმარებოდით და ვუთანაგრძნობდით.გიოს ლიკაც იცნობდა და ძალიან უყვარდა ამიტომ თქვა რომ ყველა ხარჯს თავის თავზე იღებდა.ამის გამო საკუთარი ქორწილიც კი გადადო.ხო ნართკა ჩემი მამობილი გავიცანი და არც თუ ისე ცუდი კაცია.რაც მთავარია ერთმანეთი უყვართ,მაგრამ ლიკას ერთი ცრემლი მის გამო და ჩათვალოს მკვდარია!დაკრძალვამ მშვიდად ჩაიარა.კვირებს ტირილში ვატარებდი იმდენად მენატრებოდა ჩემი გიო. ჩემი ძმა. ჩემი საუკეთესო მეგობარი და ადამიანი პოზიტივი,რომელიც სიკვდილის ბოლო წამებშიც კი იღიმოდა.მშვიდად გარდაიცვალა,უმტკივნეულოდ და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.თუმცა,ვისაც ძალიან ახლობელი ადამიანი გარდაგცვლიათ გეცოდინებათ იმის ცოდნა რომ მშვიდად განისვენებს და სამოთხეში მოხვდება ტკივილს და მონატრებას ვერ შეამსუბუქებს.სამწუხაროდ. ნიკა მონასტერში მალე წავიდა.თქვა ცოტახნით მარტო ყოფნა მინდაო.მეც დავემშვიდობე და ისევ გამოცდებისთვის მზადებას შევუდექი.
***
ნიკა ზუსტად ორი კვირით დარჩა მონასტერში.ყოველდღე გიოს სულისთვის ლოცულობდა.ანა იმდენად ენატრებოდა რომ უკვე ძალიან უჭირდა.ნეტავ ოდესმე თუ მეღირსება ასეთი სიყვარული?ნიკას ასეთი სულიერი ტანჯვა რათქმაუნდა არც მამა სერაფიმეს დარჩენია შეუმჩნეველი.
-დაბრუნდი შვილო თბილისში.შენი ლოცვა იმ ბიჭის სულს აუცილებლად მიუვა.წადი.ვხედავ როგორ გენატრება შენი სატრფო.ღმერთი შეისმენს შენს ვედრებას.შენი ვალი უკვე მოიხადე.
-არა მამაო,ჩემს ვალს ვერასდროს მოვიხდი.ის ჩემს გამო მოკვდა.ჩემი ბრალის რომ ახლა აქ არ არის.
-ყველაფერი ღვთის ნებაა.მიჭირს ამის თქმა მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო.თავს ნუ დაიდანაშაულებ შვილო. დაბრუნდი თბილისში.ნურც იმ საწყალ გოგოს ტანჯავ და ნურც საკუთარ თავს.



№1  offline წევრი nini :)

მალე დადე რააა :):):) ძაან მაგარი ისტორიააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent