ჩვენი ქორწინება ჯოჯოხეთია!!! (17)
*** ღამით დავწექი მაგრამ თვალი არ მომიხუჭავს. როგორ მინდოდა ამ რეალობას გავქცეულიყავი სადღაც ძალიან შორს და ეს ყველაფერი გადამვიწყებოდა. ლუკა კი... ყველაფერი მის გამო მოხდა და ყველაფერი მის გამო ხდება.. მის გამო დავქორწინდით და ის რომ არა მე არ ვიქნებოდი ასეთ საშინელ დღეში. ბალისში ცხვირი ჩავყავი და უკვე მერამდენედ ავტირდი. იმდენედ სულელი ბავშვი ვარ რომ ის ბიჭი შემიყვარდა რომელმაც ჩემი ერთი თვე ჯოჯოხეთად აქცია. რატომ შემიყვარდა? ასე ხომ არ უნდა მომხდარიყო? მისი ცოლი მქვია, მიყვარს მაგრამ ხვალ სამუდამოდ უნდა წავიდე მისი ცხოვრებიდან... ეს კი იმის გამო, რომ მას სხვა უყვარს და არ იცის რომ ცხოვრება გრძელდება... არ იცის რომ შეუძლია სხვაც უყვარდეს... სხვასთანაც ბედნიერი იყოს... ანას გახსენებაზე გულმა ორჯერ დაიწყო ბაგა ბუგი. ისევ გამახსენდა ის რაც მაშინ გამოვიარე... გამახსენდა ის დრო როცა ენით აღუწერელ სილამაზეს, მაგრამ უსულო სხეულს ვუყურებდი... ხომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო? რატომ მაინც და მაინც მე? რატომ დავიტანჯე ასე ძალიან? დარწმუნებული ვარ ახლა ლუკას მშვიდად სძინავს და არც კი ფიქრობს თუ მე რას განვიცდი... არც კი იცის მისმა სიტყვებმა გული როგორ მატკინა. მაგრამ ხვალ გავცდები ამ სახლს და იქნებ ეს გრძნობაც მალევე დამავიწყდეს... საათს გადავხედე უკვე ოთხი ხდებოდა მე კი ძილი ვერა და ვერ მეკარებოდა. უცებ თავში რაღაცამ დამარტყა, საწოლიდან წამოვხტი, კარადას მივვარდი, ჩემი ნივთები გადმოვყარე და რაც ერთ დიდ ჩემოდანში ჩაეტია ყველაფერი შიგ ჩავტენე. საწოლი ავალაგე, ტანსაცმელი გადავიცვი, კარებთან მივედი და ჩემს საყვარელ ოთახს თვალი მოვავლე... ეს ადგილი შემიყვარდა მაგრამ ბევრი ცუდი მოგონებაც დამიტოვა.. ახლა მე ამ ოთახიდან გავიდოდი და ყველაფერ ცუდს, რაც წარსულში მოხდა აქ დავტოვებდი... კარი ნელა გავაღე, გარეთ ჩუმათ გავედი და კარები უჩუმრისპირად მივხურე. ოთახი წვერებზე აწეულმა გავიარე, რკინის კარებში გარჭობილი გასაღები გადავატრიალე, კარებში გავჩერდი და მოვტრიალდი. სახლს გაშტერებული ვიყურებდი... აქედან მივდიოდი და ვეღარ შემოვიდოდი მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო რომ აქ ჩემი საყვარელუ ადამიანი რჩებოდა. როგორ მინდა ახლა ჩემთან ერთად წამოსულიყო და როგორც იტყვიან ყველაფერი ნოლიდან დაგვეწყო.. არცერთს არ გვქონოდა წარსული და მხოლოდ დღევანდელობით გვეცხოვრა... აი მაშინ ყველაფერი კარგად იქნებოდა. კარიდან ფეხი უკან გადავდგი, კარები გამოვიხურე და წამში პატარა ეზოში ავღმოვჩნდი. *** ახლა კი თავში ამომიტივტივდა დიდი პრობლემა, სად უნდა წავიდე? ისევ ირაკლისტან ვერ მივალ, მიტყდება... გურიაში რომ წავიდე მომაგნებს... ნიაკოს კი ვერ შევაწუხებ... აი.. ჩემს გონებაში ნათურა აინთო და ნაცნობი სახლისაკენ მიმავალ ნაცნობ ქუჩებს დავადექი... რამდენი ხანია აქ აღარ ვყოფილვარ, მომენატრა... ამ სახლში ხომ მუდამ სიხარული და სიყვარული სუფევდა... ქუჩებში კაცი-შვილი არ ჩანდა.. პრინციპში ვინ გამოვიდოდა ღამის ოთხ საათზე სახლიდან? მანქანებიც ძალიან ცოტა მოძრაობდა და ჰაერიც ოდნავ უფრო მსუბუქი და სუფთა მომეჩვენა. ნეტა ამის შემდეგ რა მოხდება? იქნებ ჯობია ის რაც მოხდა უბრალოდ დაივიწყო და მხოლოდ ნათელ მომავალზე ვიფიქრო... მაგრამ პრობლემაც ისაა რომ ამ ერთი თვის დავიწყება შეუძლებელია. მე და ლუკა მხოლოდ ეს ერთი თვე ვიყავით ერთად ახლა კი ყველაფერი დამთავრდა... სკოლაში გამოცდები ახლოვდება, მე ჩავაბარებ, მერე უნივერსიტეტში მოვეწყობი, ცალკე გადავლ საცხოვრებლად და მერე იქნებ ნამდვილი სიყვარულიც ვიპოვო?! ფიქრებში გართული ნაცნობ ადგილს მივადექი. ჩემი სახლი... ჩემი ეზო... ჩემი ოთახი... მთელმა პატარაობამ გამირბინა თვალწინ და გული დამწყდა ჩემს დღევანდელობაზე. ჩემი ოთახის ფანჯარას მივუახლოვდი და როგორც ბავშვობაში, დახუჭობანას თამაშის დროს ვაკეთებდი, კედელთან ჩარჭობილი ბრტყელი ქვა ამოვიღე, ფანჯარას ქვევიდან გავუცურე, ავამოძრავე და ფანჯარა უხმოდ შევაღე. რაფაზე ჯერ ერთი ფეხი შევდგი, მერე მეორე, ხელები ფანჯარას აქეთ იქიდან მოვკიდე და ჩემს ოთახში გადავხტი. ყველაფერი ისევ ისეთი იყო როგორც დავტოვე... ფანჯრიდან გადავიხერე და ახლა იმსიმძიმე ჩემოდანი გადმოვათრიე, თან ვცდილობდი ყველაფერი ეს უხმოდ გამეკეთებინა, ჩემს მშობლებს ხომ გვერდითა ოთახში ეძინათ. ჩემოდანი ძირს დავდგი და ტანსაცმელები იატაკზე გადმოვყარე. ყველაფერი კარადაში შევტენე და აფორიაქებული ცივ საწოლში შევცურდი. მორჩა!!! ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ!!! *** ორგვლივ ყველაფერი წითლად შეღებილიყო... მე თეთრ, გძელ დივანზე ვიჯექი და გულის ფორმის ფინჯნიდან სიყვარულის ელექსირს ვსვავდი. ჩემს გვერდით, კუთხესთან ბებერი ქალი დიდ ქვაბში სურნელოვან მცენარეებს ხარშავდა... ირგვლივ ყველაფერს სიყვარულის სუნი ასდიოდა.. ოთახს მხოლოდ ერთი უშველებელი სიგრძის თეთრი კარი ჰქონდა, რომელიც სიმაღლით ცას სწვდებოდა. უცებ კარი ოდნავ შემოიღო და კარის ზღურბლზე ლუკა გამოჩნდა. -შენ აქ არ უნდა იყო!-მიბრუნდა მოხუცი ქალი ლუკასკენ და ჩურჩულით უთხრა. ლუკამ თოთქოს ვერაფერი გაიგონა, ჩემსკენ ნელი ნაბიჯით წამოვიდა. -წადი, ახლავე წადი!-ანიშნა კარისაკენ გაბრაზებულმა მოხუცმა და დიდი კოვზი მისკენ გაიშვირა. ლუკა კი ჩემთან უფრო და უფრო ახლოს მოიწევდა. უცებ მომიახლოვდა, ჩემსკენ დაიხარა და ის იყო ჩემთვის უნდა ეკოცნა რომ... -შვილო! თაკო, აქ რა გინდა? წამწამები ძლივს დავაშორე ერთმანეთს და ამოვიხვნეშე. ყველაფერი სიზმარი ყოფილა ახლა კი მომიწევს ყველაფერი ავუხსნა დედაჩემს იმის მიუხედავად რომ ის ამის ღირსი არ არის! -დამანებე თავი მაია!-ავხედე გათიშულმა და თავი ისევ ბალიშში ჩავრგე. -შვილო რახდება?-უკვე ხმა დაისერიოზულა. -მზრუნველი დედის როლს ნუ თამაშობ! ისე ნუ იქცევი თითქოს ჩემი ბედი განაღვლებდეს! გადი ჩემი ოთახიდან!-ისე ამეშალა უცბათ ნერვები რომ ვერ გავიაზრე რას ვყვიროდი. -თაკო.. დაწყნარდი კარგი? -არა! არ მინდა დაწყნარება-სულ უფრო და უფრო მეტად ვუწევდი მაღლა ხმას.-არ დავწყნარდები იმიტომ რომ ყველაფერი ფეხებზე გკიდია! შენც და მამასაც... უკაცრავად, ნუგზარისაც... ყველაფერი თქვენს გამო ხდება ახლა კი ნება იბოძე და ჩემს ოთახში მარტო დამტოვე.-მივაშტერდი გამწარებული სახით... მანაც რაღაცის სათქმელად პირი გააღო მაგრამ ისევ დახურა და ოთახი დატოვა. *** მთელი დღე უაზროდ გავიდა, თავიდან ოთახში ვიყავი ჩაკეტილი და მომავლის გეგმებს ვაწყობდი საღამოს კი გადავწყვიტე სუფთა ჰაერზე გამესეირნა და ნიას დავურეკე... ნიამაც რათქმაუნდა შეგხვდები, ერთ-ერთ პარკში შევხვდით ერთმანეთს, გრძელ სკამზე ჩამოვსხედით და ჩვენი საყვარელი მზესუმზირის ჭამა დავიწყეთ. -გოგო რახდება ლუკა როგორაა?-დაიწყო ლაითი ტონით ნიამ. -ანუ შენ არაფერი არ იცი..-ვუპასუხე დაღონებულმა. -და რა უნდა ვიცოდე? -ჩვენ დავშორდით... -რაა?-მზესუმზირის მარცვალი უცბათ გადასცდა და ხველებით რამის კალთაში ჩამეხრჩო.-რამოხდა? -რამოხდა და სხვა უყვარს... -სხვა უყვარს? და შენ... რაა? შეგიყვარდა? -.... -თაკო... შენ... შეგიყვარდა... -ხო... -ვაიმე... ახლა... ახლა რას აპირებ? -არაფერს არ ვაპირებ... ის თავისთვის იქნება და მე ჩემთვის...მაგას ისევ ის ანა უყვარს და მე არ შემიძლია... ხომ ხვდებით... -და თქვენ ეხლა... როგორ გითხრა...-თვალებზევე შევატყვე რისი კითხვაც უნდოდა. -ხოო...ხოო... ყველაფერი მოხდა მაგრამ რაღა აზრი აქვს? ალბათ ვერც კი შეამჩნია სახლში რომ არ ვარ... მობილურზეც კი არ დაურეკავს... შეიძლება შეამჩნია კიდეც და გაეხარდა, არვიცი... თითქმის თვითონ მიბიძგებდა იმისაკენ რომ მისგან წამოვსულიყავი... ხოდა მეც წამოვედი.. -და ახლა? ახლა რასაპირებ? -გამოცდებს ჩავაბარებ, უნივერსიტეტში საბუთებს შევიტან... ყოველთვის მსახიობობა მინდოდა და თეატრალურზე ჩავაბარებ... თან დავხატავ ხოლმე და გამოფენებს მოვაწყობ.ეხლა მარტო ერთი ძალიან პატარა ბინა მინდა რომ ცალკე ვიცხოვრო და ჩემს ცხოვრებას მეთვითონ მივხედო. უბრალოდ ჩემი მშობლების გვერდით ყოფნა არ შემიძლია ხო ხვდები, და ვეტყვი რომ ბინა ცალკე მიყიდონ და ვსოო რაა... -ხო აბა შენ იცი.. ხო იცი რომ მე ყველაფერში დაგეხმარები რაც დაგჭირდება... -კიი ნიაა.. ვიციი.. შენ რო არ მყავდე რა მეშველებოდა არ ვიცი...-ვუთხარი ყურებამდე გაღიმებულმა და ხელები მოვხვიე. _______________________________________________________________ ბავშვებო!!! ეს ნახევარფინალია... შემდეგი უკვე დასასრული იქნება ‘’ერთი თვის შემდეგ’’.. იმედია მოგეწონებათ და ვიცი რომ პატარა თავია უბრალოდ მინდოდა დასასრულის შესავალი გამეკეთებინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.