ბედნიერება გაზიარებით არ მცირდება (სრულად)
* * * - ბაბუ, შენ ხომ გიყვარდა ბებო?! - მივარდა მოხუც თედო პაპას შვილიშვილი. - როგორ არ მიყვარდა, ბაბუ, -ნაღვლიანი თვალები მიაპყრო მაშინვე და დამჭკნარი ღაწვები ოდნავ შეარხია. - როგორია სიყვარული, ბაბუ? - სიყვარულს ვერ აღწერ, შვილო, სიყვარული უნდა იგრძნო. მზე ხომ ამოდის, როცა ირიჟრაჟებს, ბაბუ? - შვილიშვილმა ანცად დაუქნია თავი, -მაგ მზის ამოსვლასაც სიყვარული ჰქვია. ვისაც უყვარს, არ ბერდება. - მაშინ, შენ რატომ დაბერდი? ხომ ამბობ, მიყვარდაო. - კაცს ყოველთვის უნდა ჰყავდეს გვერდით ისეთი ქალი, რომელიც მას სითბოს შეუნარჩუნებს... ასე თუ არ იქნა, ბაბუ, კაცი ცივი ხდება.. ცივი. - შენ ბებოს არ უყვარდი, ბაბუ? - როგორ არა, ბაბუ, მაგრამ ხომ ხედავ, ბებომ დამტოვა. - შენც დამტოვებ, ბაბუ? - შენ რომ ქორწილი გექნება, ბაბუ, -ნაღვლიანი ღიმილით დაუსვა თავზე ხელი პატარას, -როცა დავინახავ, რომ შენს ცოლს, ისე უყურებ, როგორც ქალღმერთს, მაშინ მოვკვდები.. მანამდე - არა! - და თუ ჩემმა ცოლმა არ შემომხედა ისე, როგორც პრინცს? - შენ რომ აგრძნობინებ თავს პრინცესად, ჩათვალე, რომ უკვე პრინცი ხარ, ბაბუ. მთავარი სიყვარულია, თორემ პრინცი და პრინცესა, ზღაპრებშიც არიან. ჭკვიანი ხარ, ლუკა, სულ ბებოს ჰგავხარ. - მე რომ გავიზრდები, ერთ გოგოს ისე შევიყვარებ, როგორც არავინ მყვარებია, ბაბუ. ხომ იქნები ბედნიერი? - მაშინ შენც ბედნიერი იქნები, ბაბუ და მე რაღა გამიჭირდება? * * * ათი წლის შემდეგ. * * * - ბაბუ, ნახე, ვინ მოგიყვანე! ოცი-ოცდაორი წლის ბიჭი ღიმილით შევიდა ოთახში, მასზე რამდენიმე წლით პატარა გოგოსთან ერთად. ხელი მაგრად ჩაეკიდებინა და თბილად უღიმოდა. - ბედნიერი ხარ, ბაბუ? -ჰკითხა გოგონას თედო პაპამ და შეძლებისდაგვარად გაიღიმა. - არ ვიცი, ამას რა ჰქვია, -უხერხულად ჩაილაპარაკა ლოყებაწითლებულმა, -მაგრამ ძალიან მინდა სულ ასეთი თვალებით მიყუროს. - მე გაძლევ მაგის გარანტიას.-უთხრა გოგონას, შემდეგ კი შვილიშვილს მიუბრუნდა, - ერთგულ და მოსიყვარულე ქალზე საიმედო არაფერია დედამიწაზე ძლიერია ის კაცი, რომელსაც ასეთი ქალი ყავს გვერდში, ქალი,რომელიც ყველაფრის მიუხედავად გაგამხნევებს, გვერდში იქნება ნებისმიერი პრობლემის წინაშე და ყველა გაჭირვებასა თუ სიხარულს გაიზიარებს... შენ კი, ასეთი ქალი უკვე გყავს გვერდით, ბაბუ. * * * წვიმიან დღეს, სამი სილუეტი მიიკვლევდა გზას მილიონობით საფლავს შორის. მათგან ერთ-ერთი პატარა იყო. შეშინებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქეთ და დედ-მამას მაგრად უჭერდა ხელს. - აქ ლა გვინდა? -ამოღერღა ბორძიკით. - შენი ბაბუ უნდა ვნახოთ, მა. - ამდენი სიცივეა და ალავინაა, აქ ვინ უნდა ვნაქოთ? - ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა, მა. -განაგრძობდა ლუკა ახსნას. - ყველას უყვარდა? - გაიკვირვა ბავშვმა. - ჰო, ყველას! -ამჯერად ახალგაზრდა გოგონამ გასცა პასუხი. - და იცი რატომ? ის ყოველთვის ზრუნავდა სხვის ბედნიერებაზე... „თედო ხელიძე 1940-2015“ „ბედნიერება არასოდეს მცირდება გაზიარებით“ ავტორი: ზანდა ფაჩულია 02.10.2012 ---------------- მოგესალმებით, ეს არის ჩემი პირველი ისტორიის მსგავსი ჩანახატი. არ ვიცი, რამდენად მოგეწონებათ. :) 3 წლის წინ მაქვს დაწერილი და დღემდე ვწერ რაღაც-რაღაცებს, ვნახოთ, როგორ მოგეწონებათ. ღირს კი ჩემი ''მოღვაწეობის'' გაგრძელება ამ საიტზე? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.