შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ონიანი მიყვარხარ! 3 დასასრული


12-06-2015, 22:17
ავტორი ml99
ნანახია 3 775

დღემ მოსაწყენად ჩაიარა, ნინია გაცივდა და სახლში მკურნალობს. მარიამი სკოლაში მარტო იყო. შენობიდან გამოსულს, თვალი დემეტრეს რომ მოკრა ძალიან გაოცდა.
-მარ როგორ ხარ?
-კარგად დემე შენ?
-მეც კარგად
-დემე ნინია დღეს სკოლაში არაა, ავად არის და სახლში მკურნალობს. არ გითხრა?
-კი ვიცი ველაპარაკე, აქ შენს სანახავად ვარ, ხომ იცი ხვალ თამაში გვაქვს, არ გთხოვ მე მიბალეშიკო, და შენს სკოლას არა. პროსტა მინდა, რომ მოხვიდე.
-დემეტრე მე არასდროს.....
-ვიცი ვიცი ნინიამ უკვე მითხრა რომ არასდროს არ ესწრები თამაშს. იტოკში გელოდები რა.
-დემ....
-------
დარბაზის კარი შეაღო, შენობა სავსე იყო ბავშვებით, დაბნეული აკვირდებოდა მათ. მხარზე შეხება იგრძნო და სწრაფად შემოტრიალდა.
-მაგრად გამისწორდა რომ მოხვედი!(დემეტრე)
-ხო... მაგრამ ბოლომდე ვერ დავრჩები.
-არაუშავს მთავარია აქ ხარ! წამოდი ჩემს ბიჭებს გაგაცნობ. (ხელი მხარზე გადახვია ონიანს, გოგონა შეიშმუშნა და გვერდით გაიწია) -ძმებო გაიცანით ეს მარიამ ონიანია მარ ეს კი ბექა, ნიკა, დავითა, პავლოვიჩი.....
-სასიამოვნოა უხერხულად გაიღიმა ონიანმა
-ჩვენთვისაც ყველამ ერთად დასჭექა! მეგობრებმა დვალს მიანიშნეს კაი გოგოაო, მას კი ჩაეღიმა და ონიანს გადახედა.
გოგონა მალე გაეცალა მათ და მაყურებლის ადგილი დაიკავა.
--------
ანგარიში 31-29 იყო დვალის გუნდის სასარგებლოდ. აბაშიძე გაღიზიანებული და საშინლად დაღლილი განაგრძობდა თამაშს. თავს ძლივს აკონტროლებდა დვალი, რომ იქვე არ მოეკლა. დემეტრე ყოველი ახალი ბურთის კალათში ჩაგდებისას, მარიამს გახედავდა და უღიმოდა, გოგონაც მეგობრული, გულწრფელი, ღიმილით აჯილდოვებდა მას. ვერ გადაეწყვიტა დემესა თუ თავის სკოლის გუნდისთვის დაეჭირა მხარი.
თამაშის დასრულებამდე სულ რაღაც 1 წუთი იყო დარჩენილი, ონიანი ფეხზე წამოდგა, ვერც კი შეამჩნია დრო როგორ სწრაფად გავიდა. არ უნდოდა დემესთან დაუმშვიდობებლად წასულიყო, მაგრამ უკვე 15 წუთით დააგვიანდა მასწავლებელთან. ,, ხვალ ვნახავ და მივულოცავ გამარჯვებას" გაიფიქრა, შენობის დატოვებას აპირებდა, ამ დროს კი აბაშიძე 3 ქულიანს აგდებდა.შეძახილებს არ შეუჩერებია, სირბილით გაემართა ქართულის მასწავლებლის სახლისაკენ.
-----
სახლში შესვლას აპირებდა როდესაც ფეხებთან რაღაც იგრძნო. გაოცებული მოტრიალდა, დაიხარა და ხელში კალათბურთის ბურთი აიტაცა. უფრო გაოცდა როდესაც მისი თვალები წარწერა ,, მაპარიე!"-ს წააწყდა. თავი მაღლა აწია და გაღიზიანებულმა გადაუგდო ბურთი მომღიმარ აბაშიძეს. კარისკენ შეტრიალდა მაგრამ სწრაფად შემოაბრუნეს.
-რატომ მარიდებ თავს! იმ ახვარ დემეტრესთან ახლოს აღარ დაგინახო თორემ საკუთარ თავზე არ ვაგებ პასუხს! მიმართა გაღიზიანებულმა ონიანს.
-შემეშვი! წაიჩურჩულა გოგონამ და ცრემლიანი თვალები გაუსწორა აბაშიძეს.
დანიელმა მხოლოდ ახლა გააცნობიერა რომ მთელი ძალით ეჭირა გოგონას ხელი.
-ჩუ ჩუ ნუ ტირი გთხოვ, მაპატიე! ხელით ამოუმშრალა ცრემლები ონიანს ბოლოს შუბლზე ეამბორა და სწრაფად მოშორდა გაკვირვებულ გოგონას. ერთი კვირა აბაშიძე სკოლაში არ გამოჩენილა. ონიანი და დვალი სკოლის წინ ისხდნენ და საუბრობდნენ, მათთან თეთრმა, არსებამ მიირბინა და დაუყეფა, დიდი შავი თვალებით, კუდის ქნევით, უყურებდა ახალ მეგობრებს. გაოცებულმა ონიანმა ხელში აიტაცა და ნაზად გადაუსვა ხელი ფუმფულა ბეწვზე. ლეკვი სიამოვნებისგან გაიტრუნა და თვალები დახუჭა. ცოტახანში ლეკვმა პატრონის ძახილი გაიგონა, მარიამის კალთას მოშორდა და მისკენ გაიქცა. მარიამს მისკენ აღარ გაუხედავს, ძალიან დასწყდა გული ლეკვი რომ გაექცა. დვალთან ერთად ფეხზე წამოდგა და სახლის გზას გაუყვა.
-------
უხალისოდ შეაღო სახლის კარი, მისი ოჯახი ერთი კვირით სოფელში წავიდა. მასაც დიდი სურვილი ჰქონდა წასულიყო ბებიასთან მაგრამ სკოლას ვერ გააცდენდა. საღამომდე გაკვეთილებს ამზადებდა. უკვე დაწოლას აპირებდა, სხეულზე რბილი პიჟამოები მოირგო და....
კარზე ზარი გაისმა გაოცებული გაემართა, მაგრამ იქ არავინ დახვდა უკვე დახურვას აპირებდა, როდესაც საჩუქარს მოჰკრა თვალი. ყუთი გახსნა, იქიდან კი წკმუტუნით ამოყო თავი თეთრმა არსებამ. მარიამის დანახვისთანავე, ყუთიდან ამოვიდა და მის მუხლებზე მოიკალათა. გოგონას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ლეკვთან თამაშით გული, რომ იჯერა ახლა გაახსენდა, რომ ეს პატარა არსება მას ვიღაცამ აჩუქა. მალევე იპოვა ყუთში ბარათი ისევ ერთი სიტყვით ,, მაპატიე!" საშინლად გაბრაზდა, მაგრამ ვერ დატოვებდა ამ პატარა არსებას მარტო. მოუწევდა ეს საჩუქარი დროებით მიეღო. პატრონს აუცილებლად დაუბრუნებდა.
ფანჯარაზე აცოცდა ხელში წიგნი დაიკავა და კითხვადაიწყო, მის მუცელზე კი ლეკვმა მოიკალათა.დილით ისევ კაშკაშა სინათლემ გამოაღვიძა. ვიღაც მოპირდაპირე კორპუსიდან ისევ გარდატეხდა მზისხივებს სარკეში. გაღიზიანებული დახტა იატაკზე, ახლაღა გაახსენდა პატარა არსება რომელიც თავის კუდის დაჭერას ცდილობდა მაგრამ უშედეგოდ გაიღიმა და ხელში აიტაცა.
-შე სულელო, რას თამაშობ, რა საყვარელი ხარ, ეგრე ნუ მიყურებ ვერ დაგიტოვებ შენ აბაშიძის საჩუქარი ხარ მე კი მისგან არაფერი მჭირდება. მაპატიე, წამოდი ვჭამოთ მერე კი პატრონს დავუბრუნებ შენს თავს.
კარგად ისაუზმეს მაგრამ საქმეს ის ართულებდა რომ შაბათი იყო, ხოლო ონიანმა აბაშიძის მისამართი არ იცოდა. საერთოდ თუ ადამიანი მას გულს ტკენდა, ცდილობდა მისთვის თავი აერიდებინა და არ აინტერესებდა მისი ცხოვრება. ის მისთვის არსებობას კარგავდა. სახლიდან გამოსულს ლეკვი ხელიდან დაუსხლტა და მოშორებით, მოპირდაპირე კორპუსისაკენ გაიქცა.
-ეიი ლესი, ლესი აქ მოდი ნუ გარბიხარ! უკან დაედევნა ონიანი, დაეწია და ხელში აიტაცა ცელქი არსება. თავი მაღლა აწია და აბაშიძის ცისფერ თვალებს შეეჩეხა. ბიჭი სასტავს მოშორდა და გოგონასაკენ წამოვიდა.
ონიანი გაღიზიანებული უყურებდა, და უკვირდა აქ რას აკეთებდა დანიელი.
-უკვე სახელიც შეურჩიე? მშვენიერია, ასეც ვიცოდი რომ მოგეწონებოდა.
-ცდები, უბრალოდ არ მინდოდა დამეკარგა სანამ უკან დაგიბრუნებდი, არ მჭირდება საჩუქრები. მითუმეტეს შენგან!
-გოგო ნუ მენაგლები! მართალია ჩემი ხარ მაგრამ მაგდენის უფლებას მაინც არ მოგცემ!
-შენ სიცხე ხომ არ გაქვს? რეებს ბოდავ?! მომშორდი რა, რაც დამიაშავე გეყოს! მძულხარ გაიგე!მძულხარ! დემონი ხარ! დაუყვირა. საშინლად გაბრაზდა, ასეთი ტონით არასდროს დალაპარაკებია არავის.
-ჩუმათ გოგო! ნუ ყვირი!... მეგონა რომ შენ სხვებს არ გავდი, მაგრამ მწარედ შევცდი! შენც მათნაირი ხარ! ამბობ რომ გძულვარ, მე კი გეტყვი რომ ყველაზე მეტად მიყვარხარ!!! არავისთვის, არასდროს არ მითხოვია პატიება, ბოდიში არავისთვის მითქვამს შენს გარდა და იცი რატომ განსაკუთრებული მეგონე. მაგრამ იცი რა შენ ამ სიტყვებს არ იმსახურებ, შენ ყველაზე დიდი შეცდომა ხარ ჩემ ცხოვრებაში! გაღიზიანებულმა დაუყვირა აცრემლებულ ონიანს, ხელები მკლავებიდან მოაშორა და წავიდა.....
ვერაფერს გრძნობდა, გული ასე ძალიან არასდროა ტკენია. საძინებელ ოთახამდე, როგორ მივიდა აღარ ახსოვდა. საწოლზე დავარდა და მწარედ ატირადა, ტიროდა, გული ძალიან ტკიოდა, გონება კი გაოცებული იყო, მან ხომ ყველაფერი უთხრა აბაშიძეს რასაც იმსახურებდა. მაგრამ რატომ სტკიოდა მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა. რატომ დაიწყო მისმა გულმა სწრაფად ძგერა, რატომ შეწყვიტა სუნთქვა, როდესაც გაიგონა როგორ მოწყდა აბაშიძეს ბაგეს სიტყვა ,,მიყვარხარ!"
----
მას შემდეგ 4 თვე გავიდა, აბაშიძე სკოლაში არ დადიოდა. ამბობდნენ, რომ სკოლიდან გადავიდა. 4 თვე, 17 კვირა, 124 დღე მაგრამ მისთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა. ეგონა რომ როდესაც შეუყვარდებოდა ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნებოდა დედამიწაზე. მაგრამ როდესაც მიხვდა რომ უყვარდა ყველაზე მეტად იგრძნო ტკივილი. ტკივილი მონატრებისა.....
დღე ისევ უფერულად დაიწყო. მაგრამ ეს ჩვეულებრივი დღე არ იყო, მისი მე-17 დაბადების დღის მზიანი დილა იყო. მოემზადა არაფერი განსაკუთრებული. მშობლებისგან მოლოცვა და საჩუქრები მიიღო, ტყუპებისგან კი თბილი ჩახუტება და ღიმილი რომელიც მის სახეს დიდი ხანია აღარ მოჰფენია.
დემეტრეს 3 თვის წინ ეჩხუბა, ბიჭი დაჟინებით უბრძანებდა დაევიწყებინა აბაშიძე და მასთან ერთად ყოფილიყო. ბოლოს ზედმეტი მოუვიდა. მარიმ კი საბოლოოდ დაამთავრა მასთან ურთიერთობა. ერთი თვე მაინც არ ასვენებდა დვალი გოგონას და პატიებას სთხოვდა. ბოლოს ის დანებდა და სამუდამოდ წავიდა მისი ცხოვრებიდან....
სკოლაში წასასვლელად გაემზადა, სახლი დატოვა, კარები რომ გააღო სისხლივით წითელი ვარდების თაიგული დახვდა. დაყნოსა და ტუჩის კუთხეში გაიღიმა. ნელის და ტყუპების გაოცებული მზერა დააიგნორა და ყვავილები ლარნაკში ჩააწყო.
არ აინტერესებდა ვისგან იყო, არ აპირებდა ლენკასავით მოქცევას, უბრალოდ არ შეეძლო ასე მოქცეოდა მისთვის სიყვარულის სიმბოლოს... ვისგანაც არ უნდა ყოფილიყო ჯერ მადლობას გადაუხდიდა და შემდეგ საკადრის პასუხს გასცემდა.
პირველი გაკვეთილის გამოსვლამდე 15 წუთი იყო დარჩენილი როდესაც კლასის კარი პატარა ბიჭმა და გოგონამ შემოაღო მასწავლებელს ბოდიში მოუხადეს, ონიანის მერხთან მიირბინეს მერხზე ერთი ვარდი დაუდეს.
-,დაბადებისდღეს გილოცავს!
-ვინ?
-ის ვისაც მთელი გულით უყვარხარ! ისე როგორც მე ანი მიყვარს დაბეჯითებით უპასუხა ბიჭუნამ და მის გვერდი მდგომზე მიანიშნა, შემდეგ კი მასთან ერთად კლასიდან გაიქცა.
ყოველ გაკვეთილზე შემოდიოდნენ ახალი პატარა წყვილები, მარიამს ისევ ვარდს ჩუქნიდნენ და ისევ ნაცნობ სიტყვებს უმეორებდნენ. მთელი გულით ოცნებობდა რომ ვარდები დანიელისგან ყოფილიყო, თითქოს ამას გრძნობდა მაგრამ არ უნდოდა დაეჯერებინა, ოცნებებს აჰყოლოდა და ისევ გული სტკენოდა. სახლში დაბრუნებულმა ყვავილები ლარნაკში ჩააწყო, არავის არ გამოლაპარაკებია. ისევ თავის საძინებელს მიაშურა და მწარედ ატირდა. ყოველ ერთ საათში კარზე ზარი იყო, კართან კი ახალი, ერთი ვარდი ჩნდებოდა.
ონიანს ტირილში ჩაეძინა. რომ გაიღვიძა 23:56 იყო. ყველას ეძინა, სამზარეულოში შევიდა, ყელი გამომშრალი ჰქონდა, წყალი დალია ოთახში აპირებდა შესვლას როდესაც ვარდებით სავსე მესამე ლარნაკსაც მოჰკრა თვალი, როგორც ახსოვს, ბოლოს 1 ლარნაკი იყო, როგორც ჩანს კიდევ მაჩუქა გაიფიქრა და ცრემლებმა გაიკვალეს გზა. ოთახში შესვლას აპირებდა, კარს მიღმა ნაბიჯების ხმა გაიგონა, სწრაფად მოტრიალდა კარი გააღო, კართან ისევ ვარდი იდო მაგრამ ამჯერად ბარათითურთ. სწრაფად გახსნა.
მაპატიე!
სულ მეყვარები!
ახლა კი აღარ აპირებდა, მის დათმობას გარეთ გავარდა, მოპირდაპირე კორპუსისკენ მიმავალ სილუეტს გაეკიდა, მოატრიალა და მთელი ძალით ჩაეხუტა.
-არ წახვიდე, მაპატიე, გთხოვ არ დამტოვო!!!! ჩამწყდარი ხმით წარმოთქვა აბაშიძეზე აკრულმა მარიამმა.
-რატომ? გამყინავი ხმით უპასუხა ბიჭმა.
-იმიტომ რომ, იმიტომ რომ...... მიყვარხარ! ყველაზე და ყველაფერზე მეტად!
-მეც მიყვარხარ, ჩემი იყავი ხარ და იქნები მუდამ!
ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ქვეშ იდგა ერთმანეთზე შეყვარებული, ორი სხეული და ერთმანეთის არსებობით ტკბებოდა.
-ისე რას ფიქრობდი, შუაღამისას ვიღაცას რომ ეხუტებოდი სხვა რომ ყოფილიყო! კითხა მკაცრი ტონით და ოდნავ ღიმილით აბაშიძემ.
-მე არასდროს არ შემეშლები სხვაში, შენ ერთადერთი ხარ ასეთი დედამიწაზე.
-ასეთი როგორი ?
- მმმ ,, ჩემი"
-ონიანი მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ აბაშიძე!
........
ესეც დასასრული, შემიფასეთ!!!!!!!!
she is not one- 2 ნაწილს 13 ივლისის მერე დავწერ.



№1  offline წევრი tatuli)

ძალიან მომეწონა და ამის მეორე ნაწილიც დაწერე ნუ თუ გაქვს სურვილი :* :*

მინდოდა არ დამთავრებულიყო :((

 


№2  offline წევრი lamazmani

ძაან კაია მეორე ნაწილი კარგი იქნებოდა love

 


№3  offline წევრი mario

ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა და ძალიან კარგი იყო:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent