შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი "ჰოლივუდური"ამბავი.6


13-06-2015, 00:16
ავტორი Ana-maria11
ნანახია 2 311

მისი სახის დანახვაზე შევშინდი და შევკივლე, მაგრამ ისე მომიჭირა ხელი სახეზე, მეგონა ყბები ჩამიმტვრია.ვცდილობდი თავი დამეძვრინა მისგან და რაც შემძელო ვფართხელბდი ერთ ხელს გულზე ვურტყავდი, მეორე მოტეხილი კი მას ქონდა გაკავებული და სიმწრისგან ცრემლები მომდიოდა. კიდევ ერთხელ ვცადე დაკივლება, რადგან მივხვდი, რომ მეტის ატანას ვეღარ შევძლებდი, როგორც უკვე ადრე გითხარით ასთმა მაწუხებს და მასთან ჭიდილისგან ჰაერი აღარ მყოფნიდა. ნელ ნელა თვალებში მიბინდდებოდა. ის კი თვხედურად დაასრიალებდა ხელებს ჩემს სხეულზე. თითქმის უკვე გათიშული ვიყავი, როცა ჩემს წინ მეორე ადამიანის გამოსახულებაც დავინახე, ვიგრძენი, რომ იმ არაკაცის ხელები მომშორდა სხეულიდან და საბოლოოდ გავითიშე.
არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიყავი, თვალები რომ გავახილე წამლების უსიამოვნო სუნი მეცა და დაფეთებული წამოვფრინდი საწოლზე. მივხვდი, რომ საავადმყოფოს პალატაში ვიწექი. ჩემს გვერდით სავარძელში, სანდროს ჩაძინებოდა. მის დანახვაზე გავოგნდი. ვცადე გამახსენებინა რა მოხდა, მაგრამ მხოლოდ იმ არამზადას გაბურძგნული თავი წარმომიდგა თვალწინ და უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა. სანდრომ თვალები გაახილა და ჩემს დანახვაზე ფეხზე წამოფრინდა.
-ჩაწექი, შენთვის გადაღლა არ შეიძლება, უნდა დაისვენო.
-სანდრო აქ რას ვაკეთებ? ან შენ საიდან გაჩნდი?
-სასწრაფომ მითხრა, რომ ასთმის შეტევა გქონდა და გული იმიტომ წაგივიდა, ხოდა აქ გადმოგიყვანეთ.
-ის? ის ცხოველი სადაა? ვკითხე აკანკალებული ხმით. შევამჩნიე, როგორ გაუფითრდა სახე მის ხსენებაზე.
-ის არაკაცი ეხლა იქაა სადაც იმსახურებს. გამოსცრა კბილებიდან.
-შენ როგორ აღმოჩნდი იქ?
-შენთან მოვდიოდით მე და აკო, სადარბაზოში რომ შემოვედი და დავინახე, როგორ გაწამებდა ის ნაბი*ვარი, გადამეკეტა. აკოს რომ არ გავეჩერებინე ადგილზე ღორივით დავაკლავდი, ღირსიც იქნებოდა. თვალები ისეთი სიბრაზით ქონდა ანთებული, გავოცდი. ნუთუ ეს ადამიანი ჩემს გამო ასე აღელდათქო.
-მადლობა სანდრო რომ იმ მომენტში ჩემს გვერდით აღმოჩნდი. ეს სიტყვები იმდენად გულწრფელი იყო, სახე შეეცვალა. თითქოს გამოხედვაც გაუთბა.
-მე ყოველთვის იქ ვიქნები ჯერი სადაც შენ. ჩემსკენ გადმოიწია და შუბლზე ნაზად მაკოცა. ახლა არ მკითხოთ, ჩემი განცდები. მაინც ვერ ავღწერ.
მერე გვერდზე მომიჯდა, მის მხრებში მომიქცია და ცოტა ხანს ჩუმად ვიჯექით.
-ანანო არ მინდა, რომ ჩემი გეშინოდეს ან, გეზიზღებოდე. ვიცი თავიდან უხეშად გექცეოდი და გულს გტკენდი, მაგრამ შენი ბრალია. გაოცებულმა ვჭყიტე თვალები.
-მე რა შუაში ვარ? შენ არ იყავი ძვირფას ძმაკაცთან ერთად , რომ დამეტაკე მაღაზიის კართან, მერე ჩემთან სამსახურში ისეთი რაღაცეები მითხარი, ამხელა გოგო პატარა ბავშვივით მატირე.
-ვიცი.. პირველად, რომ დაგინახე შენს წითელ ბერეტში და შავ პალტოში გახვეული, როგორ იდექი გაჩერებაზე, დილით იმ ყინვაში, მაშინვე ამოგიჩემე.არ ვიცი რატომ, მაგრამ თავიდანვე მივხვდი, რომ სხვა გოგოებს არ გავდი. ვიცოდი, რომ ჩემთვის ადვილი არ იყავი და ამან გამაღიზიანა. არ გეგონოს ვტრაბახობ, მაგრამ ქალებზე პრობლემა არასდროს გამჩენია. თუკი ვინმეს თვალს დავადგავ, ბევრი წვალება და ტვინის ჭ....ტა არ მჭირდება. პირიქით, ზოგჯერ მათგან მოდის ხოლმე ინიციატივა. მაგრამ შენ.. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაშტერდა. -შენ ისეთი განსხვავებული ხარ. წმინდა ხარ ანანო.იმ დღეს მაღაზიასთან, რომ დაგინახე მაშინვე აგეკიდე. არ ვიცი რატომ მაგრამ თავიდანვე გამიჩნდა სურვილი, რომ აგრესია გამომემჟღავნებინა შენს მიმართ. ალბათ იმიტომ რომ ვიგრძენი, არაფრად რომ არ ჩამაგდებდი. მერე სადარბაზოში ხელი, რომ მოგტეხე საკუთარი თავი შემზიზღდა. დაგინახე როგორ გამოვარდი სახლიდან და წახვედი სავარაუდოდ ექიმთან. იქიდან დაბრუნებული გიფსით, რომ დაგინახე, ტვინში სისხლი ჩამექცა. ისე მომინდა შენი ჩახუტება და ათასი ბოდიშის თქმა, მაგრამ ვიცოდი ეს უფრო გაგაღიზიანებდა და აღარაფერი გითხარი. ანანო, არ ვიცი როგორ აგიხსნა, მაგრამ ვიცი რომ მჭირდები. ამოგიჩემე ცუდად, არ ვარ შენი ღირსი, მაგრამ ვერ გაგიშვებ. ჩემი უნდა იყო.. პირი ძლივს დავკეტე, მისი სიტყვების მოესმენაზე მეგონა ჯერ ისევ გათიშული ვარ და მეჩვენბათქო. ის ისეთი სხვანაირი იყო. თბილი, გულწრფელი. მის თვალებს ვეღარ გავუძელი და თავი ჩავღუნე. არ ვიცოდი რა მეთქვა. მან კი ჩემი თავი მკერდზე მიიხუტა. მაისურზე იმ ჯადოსნური სუნამოს სუნი ასდიოდა, ცხვირი გულზე დავაბჯინე და ღრმად შევისუნთქე. გაეცინა ჩემს ამ ქმედებაზე, თავი ამაწევინა და ცხვრიზე ნაზად მიკბინა. უჰჰ.. ისეთმა სიამოვნების ტალღამ დამიარაა..სანდროს ეს არ გამოპარვია და ჩაეცინა.
-ეხლა შენი ძილის დროა ჯერი.
-გამაგებინე ეს ჯერ რა უბედურებაა?
-ჯერი არის ცნობილი მულტფილმის პერსონაჟი თაგუნა. განმიმარტა ჭკვიანმა.
-რას მელაპარაკები..არც ისეთი ცუდი ბავშვობა მქონდა "ტომი და ჯერი " რომ არ მენახა, მაგრამ მე რა კავშირში ვარ?
-იმ კავშირში, რომ ჯერის საოცრად გავხარ. პატარა, ოდნავ მრგვალი და უზომოდ საყვარელი.შენი მრგვალი თვალები და გრძელი წამწამები ხომ საერთოდ მაკარგვინებს ჭკუას. ჩემი ჯერი ხარ შენ, ჩემი მრგვალი. სახე გიჟივით დამიკოცნა და ისევ მკერდზე მიმიკრა. მეც გატრუნული ვიჯექი და მისი სურნელით ვტკბებოდი.
უკვე გათენებული იყო, მედდამ რომ გაგვაღვიძა ერთმანეთზე გადახლართულები.
-გვრიტებო, შეგიძლიათ ახლა სახლში წახვიდეთ. მისი ხმის გაგონებაზე დაფეთებული წამოვხტი. სირცხვილისგან პამიდორივით ამიწითლდა სახე და სანდროს გადავხედე, რომელიც ჩემი სახის შემხედვარე, სიცილს ვერ იკავებდა. სასწრაფოდ ჩავიცვი და საავადმყოფო სანდროსთან ერთად დავტოვე.
-არ გშია პატარავ? მანქანაში ჩასხდომისთანავე მკითხა.
-კი მშია. მორცხვად ვუთხარი. მართალია წინა ღამეს თბილ სიტყვებათ დაიღვარა, მაგრამ თავს მაინც ცოტა შებოჭილად და უხერხულად ვგრძნობდი მასთან.
-ჯერი, ეგრე არ გამოვა.მოიშორე ჩემთან ეგ დაძაბულობა. გპირდები, რომ აღარასდროს აღარ გეტყვი იმ მწარე სიტყვებს. პირიქით. თავს უბედნიერესად გაგრძნობინებ, ოღონდ შენც უნდა მომყვე. თნხმობის ნიშნად გავუღიმე და წამწამები ავაფახურე. თვალები ეშმაკურად აუელდა და ისევ გიჟივით დამეტაკა ლოყებზე და ისე მაგრად მაკოცა ტკივილისგან ამოვიკვნესე. მერე საჭეს ჩააფრინდა და მანქანა ადგილს მოწყვიტა. ისე სწრაფად ატარებდა, სავარძელზე მიჯაჭვულივით ვიჯექი და თვალებ დაჭყეტილი გავყურებდი გზას, იმის შიშით, რომ ან ახლა შევასკდებით რამეს ან სადმე გადავფრინდებითქო.
ერთ-ერთ რესტორანთან, რომ გააჩერა მაშინღა მოვეშვი და ამოვისუნთქე. სანდროს გაეცინა ჩემს შეშინებულ სახეზე და შემომძახა გადმობრძანდი ეხლაო.
მაგიდას, რომ მივუსხედით ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. სანდრომ ჩემზე ადრე დახედა ეკრანს და ნათიას სახელი, რომ ამოიკითხა ისევ მენიუში ქექვა გააგრძელა. თავი უკმაყოფილოდ გავაკანტურე და ტელეფონს ვუპასუხე.
-რას შვები ანანიკო, ვეღარ დაგირეკე გუშინ ისე გადავყევი ჩემი ძმისშვილის ამბავს. დღეს უკეთაა უკვე და ეხლა მოვახერხე შენთან დარეკვა.
-კარგად ნათი, იმ ველურთან ერთად ვარ რესტორანში. ამის გაგონებაზე სანდრომ თვალები ჭყიტა და წარბებაქაჩულმა გადმომხედა. მე ენა გამოვუყავი და ნათიას მივუბრუნდი, რომელიც გაოცებისგან მგონი დამუნჯდა. -ნათია აქ ხარ?
-კიი კი. სანდროსთან ერთად საიდან გაჩნდი? მაგას მიმალავდი გოგოოო? მისი კივილი სანდროს ყურსაც მისწვდა და გაეცინა.
-კარგი ნუ მეჩხუბები, გრძელი ამბავია, საღამოს გამომიარე და ანგარიშს ჩაგაბარებ.
-რა მოითმენს ეხლა საღამომდე, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამად ღირს. იცოოოდე დეტალებში უნდა მომიყვე ყველაფერი. მის ნათქვამზე გამეცინა, მივხვდი საითაც უკაკუნებდა და სწრაფად დავემშვიდობე.
-კარგი სახელი შეგირქმევია ისე ჩემთვის "ველური". უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა სანდრომ.
-აბა რო გაგიცანი რა უნდა შემერქმია ჰერკულესი? ძალებს ვერ აკონტროლებს და შემთხვევით მომტეხა ხელითქო. დავუსისინე ვაჟბატონს.
-კარგი ხო მაპატიე, მართლა არ მეგონა ეგ ხელები ფაიფურისგან რომ გქონდა გაკეთებული, თორემ თითს არ დაგაკარებდი, მარა მაგ სუსტი ხელის კვალობაზე კარგი გარტყმაც გქონია, ეხლაც მახსოვს იმის სიმწარე. მის სახეზე გულიანად გამეცინა.
საჭმელი ისე მივირთვით ხმა აღარ ამოგვიღია. გვეტყობოდა ისეთი დამშეულები ვიყავით, ლაპარაკის თავი აღარ გვქონდა.
-ყავას და დესერტს შენთან სახლში მივირთმევთ. გამომიცხადა მანქანაში ჩაჯდომისთანავე. -იმ შენ კრუასანებსაც ვიყიდით, ყოველ დღე, რომ ეზიდები ხოლმე საცხობიდან. თვალები კინაღამ გადმომცვივდა გაოცებისგან. ჩემი ასე დეტალურად შესწავლა როდის მოასწროთქო გავიფიქრე.
საცხობში თვითონ გადაირბინა. დავინახე დოდო დეიდა, როგორ თბილად შეხვდა და უღიმოდა ვაჟბატონს. ჰმმ ყველასთან დაახლოება მოასწრო და მე კიდე როგორ სისხლს მიშრობდა. ამოვიბუზღუნე ხმამაღლა.
სახლში შესვლისთანავე, გავიძრე პალტო და ჩექმები და სააბაზანოსკენ გავქანდი. თან სანდროს მივაძახე წყალი დაედგა ყავისთვის.ასე სწრაფად შხაპი არასდროს არ მიმიღია. ერთი სული მქონდა მასთან გავსულიყავი. სწრაფად გადავიცვი ტანსაცმელი და სამზარეულოში გავედი. ყავა უკვე დაესხა და თეფშზე ტკბილეულს ალაგებდა. ისეთი საყვარელი სანახავი იყო, შეჭმუხნული სახით, მომინდა მაგრად ჩავხუტებოდი. იგრძნო სულელივით, რომ მივშტერებოდი და ჩემსკენ მოტრიალდა.
-ქალბატონო, სხვადროს აბაზანაში რომ გაიქცევი, მე ესე პირდაღებული აღარ დამტოვო გასაგებია? თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ და შემოგივარდები გაქაფულს. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ცხვირის წვერზე ხმაურიანად მაკოცა.
-ჩემთან ერთად აბაზანაში დატკბობამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა გაქვს გასავლელი ჩემო სანდრო. მივაძახე და ჩემს ყავის ჭიქას ხელი დავსტაცე.
-შენ არ იდარდო ჯერი, მე მოკლე გზებიც ვიცი. ენა გამომიყო და დივანზე გაიშოტა.
-შენზე მეტი მინდა ვიცოდე. მომიყევი რაღაცეები. შეყვარებული არასოდეს გყოლია? სიგარეტს მოუკიდა და ინტერესიანი თვალებით მომაჩერდა.
-რა მოგიყვე. ვცხოვრობ დედასთან ერთად, დავამთავრე იურიდიული, მაგრამ სამსახურის შოვნა გამიჭირდა მაგ პროფესიით. მერე მიმტანად დავიწყე მუშაობა ბარში, მაგრამ ჩემი ასთმის გამო იმ ბოლში დიდხანს ვეღარ გავჩერდი და წამოვედი. მერე ნათიამ მიშოვა ის სამსახური სადაც ეხლა ვარ და საკმაოდ მივეჩვიე. შეყვარებული, როგორც ასეთი არასდროს მყოლია. იყო სტუდენტობის დროს ერთი ბიჭი, ვითომ მოგვწონდა ერთმანეთი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მასთან ურთიერთობა არ შემეძლო, თუმცა ცუდი ბიჭი არ იყო და საკმაოდ კარგადაც მექცეოდა. დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან.
-კარგ ურთიერთობაში რას გულისხმობ?შენთან მოდის ხოლმე?
-კი ხანდახან, როცა ყოფილი კურსელები ვიკრიბებით ხოლმე.
-აწი ვეღარ მოვა. გამაფრთხილებლად ჩაილაპარაკა და ყავა მოსვა. თვალები შუბლზე ამიცვივდა.
-უკაცრავად? ვერ მივხვდი რას გულისხმობ.
-კარგი რა ჯერი, რა გულუბრყვილო ხარ. შენ გგონია ეხლა ეგ როგორც სულიერ დას ისე გიყურებს?დარწმუნებული ვარ ერთი სული აქვს, როდის დაგეტაკება. ვიცი მე ეგეთი სასიამოვნოდ დამთავრებული ურთიერთობები.
-სანდრო შენ რა იცი ეხლა ჩემი და თაზოს ურთიერთობაზე, არაჩვეულებრივი დასკვნები, რომ გამოიტანე.
-თაზოა თუ თამაზა არ ვიცი მე, მარა შენს გვერდით არ დავინახო თორემ ვასწავლი, როგორ უნდა ჩემს გოგოსთან სასიამოვნო ურთიერთობა. გაიგე ქალბატონო?
-ოო კარგი რა სანდრო, ნუ გიყვართ ამ კაცებს ეს უაზრო მესაკუთრეობა.თოჯინა ხომ არ ვარ სხვას, რომ არ ათხოვო სათამაშოდ.
-ხარ! ჩემი თოჯინა ხარ შენ და რო დავინახო ვინმე ცუდად შეგეხოს, იმ ხელებს ძირში დავამტვრევ.შენც კარგად იცი, როგორ გამომდის ეგ საქმე. თვალი ჩამიკრა და დივანზე ხელის დადებით მანიშნა, ჩემთან გადმოჯექიო. მის ჭირვეულობაზე გამეცინა და გვერდით მივუსკუპდი.
-სანდრო, კი ბობოქრობ მაგრამ მაინც ბავშვი ხარ. ვუთხარი თვალებ მოჭუტულმა და თან ჩავიცინე. ჰმმ.. იწყინა ვაჟბატონმა და ლოყაზე ისე მწარედ მიჩქმიტა, ჩემი კივილი მგონი ლოთმა, ოლეგიმაც გაიგო ჩემს მაღლა.
ასე ვიყავით, მიკუჭულები დივანზე, კარებზე ზარის ხმა, რომ ატყდა. მივხვდი ნათია იქნებოდა და კარის გასაღებად წამოვდექი. სანდროს ცნობისმოყვარედ წამოენთო თვალები და კარებთან არ მისულს მომაძახა ვინ არისო.
-თუ დამაცდი გაღებას, აუცილებლად გაგაგებინებ ვინაა. გავუცინე და კარი გამოვაღე.
ნათია ვიშვიშით შემოვიდა შემოსასვლელში და კითხვები მომაყარა.
-ჰა აბა დაიწყე ეხლა საიდან აღმოჩნდი იმ ველურთან ერთად დილაუთენია რესტორანში და წინა ღამეს რას აკეთებდით? ჩემი თვალების ბრიალზე, კოპები შეკრა და თვალი მისაღებისკენ გააპარა საიდანაც ეშმაკურად მომღიმარი სანდრო შესცქეროდა.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

მოვლენების ასე მალე განვითარებას არ ველოდი. მაგრამ კარგი იყოოოო ☆★☆★☆ საინტერესოა როგორი გაგრძელება ექნება ♡♥♡♥♡

 


№2  offline წევრი Ana-maria11

love სავარაუდოდ მალე დავამთავრებ. 2 დღეში მივემგზავრები და მერე ნამდვილად ვეღარ მოვახერხებ დაწერას. დიდი მადლობა შენ, რომ კითხულობ და მოგწონს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent