შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრეს ალექსანდრა შეუყვარდა (თავი III)


7-04-2015, 17:02
ავტორი gvadaliva2
ნანახია 2 321

გამეღვიძა. თვალი მოვავლე ოთახს და მივხვდი, რომ საავადმყოფოს პალატაში ვიწექი. ირგვლივ მიმოვიხედე და დედა დავინახე.
-დდედა. წამოვილუღლუღე ჩუმად.
-შვილო. დედა ტირილით წამოხტა და გულში ჩამიკრა. შვილო ძალიან შეგვეშინდა და როგორც კი გავიგეთ მაშინვე ჩამოვფრინდით მე და მამაშენი.
-დედა, რა მოხდა?
-ავარიაში მოყევით შვილო. შენ და შენი ძმის მეგობარი - სანდრო.
-ეგ მახსოვს. სანდრო როგორაა?
-კარგად. შენზე იოლად გამოძვრა. ხელი აქვს მოტეხილი და რაც საავადმყოფოდან გაწერეს მას მერე შენს პალატას არ მოშორებია.
-მართლა?
-ხო, და კიდევ იცი ვინ იდგა შენი პალატის წინ?
-ვინ?
-ირაკლი.
-ეგ ვინღაა?
-ის ბიჭია ვინც მანქანით დაგეჯახათ. თურმე მუხრუჭი არ უმუშავებდა. ახლა კიდევ სინდისი აწუხებს და მთელი დღეები აქ ზის.
-ვაა. მარი და ანუკი სად არიან?
-ისინიც აქ არიან. მოიცა დავუძახებ.
ხუთი წუთიც არ გასულა, რომ პალატაში ორი გიჟი მეგობარი შემოვარდა და ტირილით ჩამეხუტა.
-ვაიმეეე.. სანდრააა.. როგორ შეგვაშინე.
-არ გამჭყლიტოთ.
-ამ დროს ოთახში ექიმი შემოვიდა და იქ მყოფებს უთხრა, რომ დასვენება მჭირდბეოდა. ყველანი გავიდნენ. მე კი წამლებით გაბრუებულს მალევე დამეძინა.
რომ გამეღვიძა, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. კარი გაიღო და დიდი ვარდების თაიგულით ხელში სანდრო დავინახე.
-ჩემო ლამაზო. მაპატიე. არ უნდა მომსვლოდა ასეთი რამე.
-კარგი რა. რას ამბობ. არ გრცხვენია? შენ რა შუაში ხარ.
-იცი შენ რომ უგონოდ იყავი რამდენ რამეზე ვიფიქრე?
-ხოო? და მერე?
-არაფერი მივხვდი, რომ ჩემთვის ძვირფასი ხარ. რამე რომ მოგსვლოდა, აი ,,პროსტა'' თავს ვერ ვაპატიებდი.
ამ სიტყვებზე თითქოს შევკრთი. მივხვდი, რომ ეს სიტყვები უბრალო, მეგობრულ სიტყვებზე მეტი იყო და სანდროს პირდაპირ თავის ღრმა, ლურჯ თვალებში შევხედე. ისიც დაიბნა და თავი დახარა. მერე მომიახლოვდა, შუბლზე მაკოცა და უხმაუროდ გავიდა პალატიდან. კარგა ხან ვფიქრობდი. ვფიქრობდი ჩემს, ჩვენს მომავალზე მერე კი ისევ დამეძინა.
მეორე დღით ექიმმა მითხრა, რომ კიდევ ორი დღე მომიწევდა საავადმყოფოში ყოფნა და მერე გამწერდნენ. ისევ გაისმა კარზე კაკუნი.
-შემოდით. ველოდებოდი, რომ შემოვიდოდა დედა, მამა, დათუნა, ან მარი და ანუკი, ველოდებოდი სანდროსაც კი.. მაგრამ სახტად დავრჩი, როცა ვიღაც ძალიან სიმპატიური უცნობი დავინახე. ასე 20-21 წლის იქნებოდა.
-უკაცრავად. შეიძლება?
-კი, მაგრამ რომ ვერ გიცანი?!
-უი ხო. მე ის ,,გარეწარი'' ვარ ვის გამოც შენ აქ წევხარ.
-ვერ მივხვდი.
-ირაკლი ვარ. მანქანით მე დაგეჯახეთ.
-აა. გასაგებია.
-მაპატიებთ?
-რა სალაპარაკოა? ეს ხომ უნებლიედ მოხდა. თქვენი ბრალი არ იყო.
-მართალია. სულ დამავიწყდა... ეს შოკოლადი თქვენ - მითხრა და შოკოლადი გამომიწოდა.
-უი. მადლობა. ოღონდ შევთანხმდეთ, რომ თქვენობით არ ვისაუბრებთ.
-კარგი. ახლა კი ნახვამდის. კიდევ გინახულებთ.
საავადმყოფოში ყოფნის ორი დღე უსაშველოდ გაიწელა და საუკუნედ იქცა. საბოლოოდ როგორც იქნა გამწერეს და სახლს დავუბრუნდი.



№1  offline წევრი lamazmani

აუ ეს რა პატარა იყო მალე დადე ველი ახალ თავს ძაან მომწონს

 


№2  offline წევრი Somebody

ალექსანდრეს შეუყვარდაო და ანუ იმედი გვქონდეს რო ირაკლი და სანდრა ერთად იქნებიან?
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 


№3  offline წევრი S.likuna

es ra patara tavi ikooo dzalian magaria da male dadeee raaa ?3

 


№4  offline წევრი gvadaliva2

vampire1193
ალექსანდრეს შეუყვარდაო და ანუ იმედი გვქონდეს რო ირაკლი და სანდრა ერთად იქნებიან?

მმმ კი შეუყვარდა ალექსანდრეს მაგრამ ალექსანდრას ჯერ არ შეყვარებია :P !♥♥

ხოო პატარა გამოვიდა ეს თავი :D დავდებ ჩემო მეგობრებო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent