შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლიზა ჯაფარიძე (ნაწილი 18)


13-06-2015, 10:06
ავტორი liziglonti
ნანახია 2 256

ლიზა სახლში შევიდა .. ნიაკო უკან მიჰყვებოდა და ეხუტებოდა.. ეშინოდა ისევ მარტო არ დამტოვოსო.. თან უყურებდა.. და ნაბიჯებს ალმაცერად ადგამდა...
-ხომ გშია ლამაზო.. წამო ვჭამოთ.. სანამ ჩემი მეგობრები მოვლენ... დედიკო მალე მოვა აი ნახე.. ამის თქმა ერთი იყო და ელენეს გამოჩენა... კარები შემოხსნა და შემოვიდა... ლიზას გაუღიმა და ჩაეხუტა...
-როგორ მომენატრე დედიკო და ნიაკო გულში ჩაიკრა.. ისიც მიეხუტა...
-მოდი ელე ვისადილოთ.. წამოდი და მაგიდისკენ წარუძღვა...
-ხატია ისევ სახლშია..
-კი მაგას ვერ გავაგდებთ მგონი, მამა რომ მოვა უნდა დაველაპაროკო.. შენ კი არსად აღარ გაგიშვებ აქ დარჩი გთხოვ.. ნიაკო მაინც არ გეცოდება... დეიდა ხომ იცი რა ტიპია...

-არა.. უნდა წავიდე.. გიორგის უკვე ველაპარაკე.. ნიაკოსაც წავიყვან თან ნიაკოს საყელო გაუსწორა...
-რრააა? გაგიჟდი მაშინ მე რაღა გავაკეთო.. სულ მარტო ვრჩები.. ელე გთხოვ რააა... კარგად მოიფიქრე.. მანამდე მე ნაყინს მოგიტან და სახლში შევიდა.... ელენემ ნიაკო კალთაში ჩაისვა და მოფერება დაუწყო...
ამ დროს გიორგი შემოვიდა ეზოში.. ელენე რომ დაინახა გაიღიმა და პირდაპირ მაგიდისკენ წავიდა...
-ხედავ ჩემო ძვირფასო არც ისე რთულია... სწორი გადაწყვეტილება მიგიღია.. შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ.. და შუბლზე აკოცა...
ელენემ არ იცოდა რა ექნა... ახლა მართლა ვეღარ წავიდოდა .. ხოდა გიორგის გაუღიმა....
ლიზა გარეთ გამოვიდა და ნაყინები მოიტანა...
-რა კარგია მამა შენც რომ მოხვედი.. ანდრიასთან იყავი?
-აჰამ.. ვიყავი.. მე შოკოლადისა არ მინდა და საერთოდ არ მაქვს მადა.. ახლა მასთან თავის მეგობრები არიან ის პიკასო და საბა..
ლიზა უყურებდა თვალებში და თითქოს მის თითოეულ ნაკვთს აკვირდებოდა....
-მამა რამე მჭირს და .. ლიზამ სახეზე ხელი ჩამოისვა...
-არაფერი ისე...

-დეიდა როდის წავა.. იცი ისევ სახლშია და უფრო და უფრო მამცირებს.. იცი რას მეუბნება .. ღმერთმა უწყის ვისი შვილი ხარო.. ამას როგორ ბედავს.. თუ ასე ვერ გვიტანს აქ რა უნდა...
-ასე გითხრა?


-კი მამა , უკვე ასე მელაპარაკება...
-სად არის სახლშია? სხვა სახლში გადავდივართ უკვე მოვიფიქრე... საბურთალოზე.. საერთობინაში....
-რაა? რას ამბობ? აღმოჰხდა ლიზას და გაკვირვებულმა შეხედა...
-დეიდაშენი არ აპირეს წასვლას და ეს სახლი მისი იყოს და იბრძანებლოს როგორც უნდა ეს ვინ გადავიკიდე....
-მამა ეგ ხომ ანდრიას უყიდე .. კაი რა მე ამ სახლს არ დავუთმობ.. გავაგდოთ აქედან.. როგორც მოვიდნენ...
გიორგი ფეხზე ადგა და სახლში შევიდა.... დეიდა მაგიდასთან იდგა და სალათას გემოს უსინჯავდა,, რომელიც ნინიმ გააკეთა...
-ხატია კაბინეტში შემოდი უნდა ვისაუბროთ! მკაცრი ხმით თქვა გიორგიმ და კაბინეტში შევიდა... დეიდაც გაჰყვა...
-კარებთან დახვდა და ჩაკეტა...
-შენ ენა ჩაიგდე სამუდამოდ.. ერთი ზედმეტი სიტყვა ჩემს გოგონასთან და აქედან სამოდამოდ წაეთრევი.. უსინდისო ადამიანო.. ასეთ რაღაცებს როგორ ეუბნები ლიზას ამიხსენი!!

-ძალიან კარგად .. უზრდელი გოგონაა...
-მოკეტე! ლიზა ჩემი შვილი გასგებია.....! და შენ მალე გაგაგდებ აქედან...
-ნურას უკაცრავად .. ბატონო გიორგი.... იმას არ გააკეთებ რასაც ვიტყი და ყველა გაიგებს იმას რომ შენი შვილი არ არის.....!!! ვისი შვილია ღმერთმა უწყის..... საწყალი ადამიანი....
გიორგი უარესად გაცოფდა...
-ეგ აღარ გაიმეორე.. თორემ მოგკლავ და სახეზე ხელი მოუჭირა....-აღარ გაიმეორო!! სამუდამოდ დამუნჯდები! ჩემს ლიზას ხმა აღარ გასცე და წესიერად მოიქეცი... ელენესთან რამე ზედმეტი რომ წამოქცდეს.. არვიცი რა გიზამ.. აეთრიე შენს ოთახში და იქ გახსენი.. საზაფხულო აპარტამენტი.. ჩემგან ერთ კაპიკსაც ვერ მიიღებ.. ცოტასაც მოვითმენ და მერე ვნახოთ.. ჩემს ნერვიულობას არ შეგარჩენ!! უნამუსოვ! და ხელი ჰკრა...
-გაბრაზდით! ეს ჯერ დასაწყისია... გიორგი ოთახიდან გამოვარდა.. და კარები მთელი ძალით მიაბრახუნნა... ლიზა შეკრთა...
და ფეხზე ადგა.. სახლში, რომ შედიოდა.. მამა გამოსცდა და გარეთ გავარდა... ლიზამ ჯერ ელენეს შეხედა...
შემდეგ ისიც სახლში შევიდა..
-ნინი რა მოხდა?
ნინიმ მხრები აიჩეცა.. კაბინეტიდან დეიდა გამოვიდა და მაღალა აირბინა...
---------------------------------------------

-მარიამ იმის შემდეგ რაც ჩაიდინე ან ფიფიას ან საბას როგორ დაენახები.. იცი ორივე გეძებს.... ერთმაც და მეორემაც იცის შენი საქმიანობა.... ბოლოს მაინც სადმე გნახავს რას ეტყვი ბიჭს? ჯერ ამაზე იფიქრე.... თავი მასე როგორ შეაყვარე....
-გაჩე რა.. სულ ფეხებზე მკი..ია მაგენი.. მე ჩემი ცხოვრება მაქვს და ასე ვცხოვრობ.. საბა კი ძალინ დებილი ბიჭია... ვინმე პატიოსანი და მორცხვი გოგონა იშოვოს და ის შეიყვაროს.. მე და ის ერთმანეთისთვის არ ვართ გაჩენილები.. რაც შეეხება ფიფიას ის ჩემი ბიძაშვილია და ვერაფერს ვერ დამიშავებს....
-რა ადვილად ფიქრობ.. და თან ისიც არ გადარდებს შენზე ვინ რას ამბობს....
-რატი შერვაშიძე სად ცხოვრობს.. სანდრომ კი მითხრა მაგრამ კიდევ უნდა მივიდე იმ ადგილზე.....შეგიძლია გამიყვანო დი.. ფეხით სიარული მეზარება...
-ნოუ პრობლემ!! ჩაიცვი და წავიდეთ.. და დაქალს გაუღიმა...
მარიამმა ნოუთბუქი აიღო-ვიცი ამ საღამოს შენი მეგობარი მოდის.. ამიტომ დათოსთან დავრჩები.. ასე მირჩევნია, თან სელე ჩამოსულა... აღარავის დავემალები....და ამაყად გავიდა გარეთ...
-ყოველთვის მინდოდა.. ასეთი თავისუფალი ვყოფილიყავი მარიამმ, თან ასეთი ლამაზი როგორიც შენ ხარ..
-მოიცადე მარიამ, როდესაც მანქანაში ჩასხდნენ დიანამ დაიწყო-ის რატი ხომ გიცნობს... როგორ უნდა უთვალთვალო... ან ის შენ შტერი მეგობარი სანდრო ჩამოვიდეს და მოიტაცოს..... შენ რაღას გაწვალებს... -რავი.. მასე ადვილიც არ არის.. ის გოგონა მდიდარი მამიკოს შვილია.. თან თურმე ციხესავით სახლი აქვთ.. ორი ძმა ჰყავს....
-მოიცა რ ჰქვია?
-ლიზა ჯაფარიძეა....
-აუ ვიცი ვინც არის.. ეგ შემთხვევით იმ ფეხბურთელის შეყვარებული ხომ არ არის... მოიცადე რა ჰქვია... ჰო.. კოშეიჩი...

-არა არ ჰყავს.. ეგ მეგობარია..
-აა.. ხო რავი მასე თქვა ვიღაცამ... მწვანე თვალები აქვს და ტალღოვანი თმა... მაგარი ლამაზი გოგონაა... თან ძალიან კეთილი.. ასეთი სახელი აქვს ...
-კეთილი ნამდვილად არის... ლამაზიც.. აბა სანდროს შეუყვარდა, ანუ ლამაზი და კარგია.. და მარიამს გაეღიმა
ადგილზე, რომ მოიდნენ.. სახლის წინ 3 მანქანა იდგა...
-აუ რა მანქანებია.. აი ისეთი მინდოდა დი.. რომ გეუბნებოდი...!!!
-ჩამო შენ... მარიამი გადმოვიდა და სათვალები გაიკეთა...
რატის სახლთან მივიდა... კარები დაკეტილი იყო... ასეც იქნებოდა.. აბა უკვე გადასული იყო... ლიზას სახლშიც შეიდგა...
ეზოში 3 ბიჭი იდგა.. ერთ სიგარეტს ეწოდა.. დანარჩენები რაღაცას ჰყვებოდნენ და იცინოდნენ...
ამ დროს სახლიდან გოგონა გამოვიდა.. ხელში წვენები ეჭირა და მაგიდაზე დააწყო და ბიჭებს გაუღიმა....
ბიჭები მაგიდისკენ წავიდნენ და მაგიდასთან დასხდნენ...გოგონამ მარიამი დაინახა და კარებისკენ წავიდა...
-შენ ვინ ხარ? რამე გინდა...

-მე ვეძებ ლიზა ჯაფარიძეს... ხომ არ იცი სად არის...
-კი.. სახლშია დავუძახოო.. ძმა გამოწერეს და მასთანაა...
-ააჰა გასაგებია.. კაი მიდი დაუძახე.. შენი სახელი? მე ლიზას მეგობარი ვარ...
-მე ემილი მქვია... ახლავე დავუძახებ.... ა
და სახლისკენ წავიდა...
მარიამი გამობრუნდა და გაქრა..
ლიზა რომ მიიყვანა კარებთან იქ არავინ იდგა...
-აუ მეღადავები ემი... კაი რა.. არავინ არ არის....!! და უკან გამობრუნდა...
--მართლა იყო ლამაზი გოგონა... მაღალი შენ გეძებდა.. ხელში ნოუტბუქი ეჭირა...
-კაი რა.. და სახლში შევიდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent