შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ცეცხლის ალში (3 ნაწილი)


13-06-2015, 20:20
ავტორი magdagoderidze
ნანახია 2 242

დილას რომ გავიღვიძე ყველა წასასვლელად ემზადებოდა,ვიცოდი რომ ძალიან ეგოისტურად ვიქცეოდი და გული საშინლად მტკიოდა ამის გამო

–თქვენი წამოსვლა არ არის საჭიროდა_დამნაშავეს ხმას ვერაფერს ვერ ვუხერხებდი

–ჩვენთან ერთად მოხვედი და ჩვენთან ერთად წახვალ_ბოხი და სეიოზული ხმა ქონდა ლევანს.

ვეღარაფერი ვეღარ ვთქვი,დამნაშავედ თავი ჩავხარე და თვალზე მომდგარი ცრემლი შეუმჩნევლად მოვიწმინდე.მე,ლიკა და ლევანი ერთად ვიყავით,ლევანის მანქანაში.იმ დღეაც წვიმას აპირებდა.თავი ფანჯარას მივადე და თვალები დავხუჭე.თუ მგზავრობისას არ ვსაუბრობ ყოველთვის მეძინება და თან თუ ვიცი რომ წინ გრძელი გზა მელის.არც ეს დღე ყოფილა გამონაკლისი.მშვიდად მეძინა,ქუთაისში შევდიოდით მაკომ რომ დამირეკა.ძვლივს გამაღვიძალიკამ.

–მაკაა_გაბრაზებულმა მომაწოდა ტელეფონი

–როგორ ხარ მაკო?_თბილი ხმით მოვიკითხე მოვიკითხე დედა

–კარგად დედა,შენ როგორ ხარ?კარგია ბათუმში?_კითხვების ჯარი დამაყარა მაკამ,ისედაც არ ვარ კარგ ხასიათზე და ბათუმი რომ მახსენდება უფრო მიფუჭდება ხასიათი.

–ქუთაისში ვბრუნდებით დღეს_ნაღვლიანად ამოვიჩურჩულე.

–რატომ?

–გეტყვი მერე,ანასთან იყავი გასული?_მისი პირობა გავიხსენე მე

–კი,ანგელოზია ,პატარა ანგელოზი_ჩემი ნათული მართლაც რომ ანგელოზს გავს.

–ხო ვიცი,ნათლიას გავს_სარკეში ჩემს თავს გავუღიმე

–მხოლოდ ტირილით_დამცინა დედამაც

–დედა რა არის რეებს იძახი,ეგ არ უთხრა ტატოს თორე დაიწყებს მერე მაგაზეც,ჯერ ის ვერ მოვაშლევინე წვიმის სიძულვილი დაანათლეო_გაბუტულმა ტუჩები წინ გამოვწიე

–არ არის თუ?

–თუ მაკო,თუ_ფანჯარას ხელის გუი დავუსვი,სიცივე როგორც კი ვიგრძენი მაშინვე ჩამოვწიე_წავედი მე და გნახავ მალე_კოცნა გავუგზავნე და ტელეფონი გავთიშე.
სარკეში ლევანის გავხედე და მის მზერას გადავაწყდი,სულ არ გავდა მის სახეს ის გამომეტყველება.არც მისი თვალები იყო ისეთი როგორც ადრე.დამნაშავეობას და მწუხარებას ბუდე დაედო იქ.მე სარკეში ვუყურებდი ლევანს და ისიც ძალიან იშვიათად გამომხედავდა ხოლმე.მალევე ჩავედით ამ ყურებაში,ლიკა ჩემზე საშინლად იყო გაბრაზებული და არა მარტო ლიკა.ყველას დავემშვიდობე და სლუკუნით ავუყევი კიბებს,ლიკა ქვემოთ დარჩა ბავშვებთან.მამიდას ძალიან გაუკვირდა ჩემი დანახვა.მოვატყუე რომ თბილისში რაღაც საქმე გამომიჩნდა და მაგიტომ მივდიოდი.

–რომ მოაგვარებ სააქმეს ჩამოდი ისევ_მთხოვა მარინა დეიდამ.

–ვერ ჩამოვალ მერე მასწავლებელი მეწყება_არც აქ გამჭირვებია ტყუილის მოფიქრება.

–მოდი ჭამეესე სად გაგიშვა გოგო_ხელი დამავლო ხელზე და სამზარეულოსკენ წამიყვანა_ლიკა სადა ნატა?_მკითხა გაკვირვებულმა

–ქვემოთ ბავშვებთან,საუბრობს.

–ამოვა და თუ გინდა შემდეგ ჭამეთ_მკითხა და სუფრის გაწყობა მაინც დაიწყო.

–ვჭამეთ გზაში უკვე,არ მშია_მართლაც რომ არ მშიოდა,სუფრიდან ავდექი და ბარგის ჩასალაგებად წავედი.ჩემი ფისოები აქეთ–იქით დარბოდნენ და ერთმანეთს ეთამაშებოდნენ.ყველაფერის ჩალაგებას რომ მოვრჩი ოთახს კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი.ჩემოდანს ხელი დავავე და ფისოები მეორე ხელში დავიკავე.

მამიდას დავემშვიდობე და კიბებს ჩავუყევი.კარგი ვქენი მამიდას უფლება რომ არ მივეცი წამოსვლის.ლიკა ჯერ კიდევ არ იყო ახლში მისული და არც ქვემოთ არ ჩანდა ჩემებიდან არავინ.ტაქსის მისამართი ვუკარნახე და ჩემოდანზე ჩამოვჯექი.სადგურთან ფული გადავუხადე და თბილისის მარშუტი მოვძებნე.ჩემოდანი შევანახინე და ჩემს ადგილას ფისოების პატარა ყუთი დავდე,ხედ ჩემი ზედა გადავაფარე ისე რომ არ გაგუდულიყვნენ.საფულე ხელში ავიღე და გავლა გადავწყვიტე.აქვე სავაჭრო ცენტრია,მოვასწრებ რაიმეს ყიდვას.მხოლოდ რაღაცის ყიდვა თუ გამახარებს და მომიყვანს ხასიათზე.რამდენიმე საცურაო კოსტუმი ვიყიდე,თბილისში რომ ჩავალ აუზზე მაინც წავალ თორე ხომ დავიწვები ისე.ერთიკაბა მომეწონა ძალიან ლამაზი და კარგია.დეკოლტეც კარგად აქვს და მოკლეც არის.თან ისე ძალიან მომიხდა.მაინც ვერ გადავწყვიტე მეყიდა თუ არა ბოლოს მაინც ყიდვა ვარჩია.ფული მეყო ზუსტად და ეგ იყო.მარშუტისკენ წავედი,რომ მივედი გასვლას აპირებდა უკვე,ზუსტად მივუსწარი.ჩემს ადგილას დავჯექი და ფისოების ყუთი ფეხებზე დავიდე.ფანჯარა გართოთ გამოვაღე და ხარბად ჩავისუნთქე ქუთაისის ჰაერი.მგზავრობა საშინლად დამღლელი აღმოჩნდა.ეს ნინო ჩხეიძეც ბრუნავდა და ბრუნავდა ლელა წურწუმიას სიმღერებთან ერთად.ძვლივს ჩავახწიეთ.ტაქსი გავაჩერე და პირდაპირ სახლში წავედი.ჩემდა გასაკვირვად მაკა სახლში დამხვდა
–ნატა _ჩამეხუტა დედა,მეც ძალიან მაგრად მოვეხვი_ჩემი გოგო,როგორ მომენატრე _უფრო და უფრო მაგრად მხვევდა მაკო ხელებს

–გავიჭყლიტე_ამოვიჩურჩულე მე _მეც ძალიან მომენატრეთ.

–ესე მალე რატომ დაბრუნდი?_გაკვირვებულმა მკითხა

–თბილისი და თქვენ მომენატრეთ_ყელში ვაკოცე და ფისოების ყუთიხელში მივაჩეჩე_აჭამე რა,მთელი გზა ეძინათ_დავაკვალიანე და ჩემოდანი ჩემს ოთახში შევიტანე.მონატრებულ ოთახს თვალი კიდევ ერთხელ მოვავლე და ლოგინზე ჩამოვჯექი.წყალი რომ არ გაგადამევლო ეხლა მოვკვდებოდი,საჭირო ნივთები მოვაგროვე და შესასვლელად მოვემზადე.

–ნატა მოდი_თითქმის ყვირილით დამიძახა მაკომ

–რა არის?_ბუზღუნით გავედი მისაღებში,ხალათ შემოხვეული.

–ნატა აქ მხოლოდ ლიტა და წერილი_წერილი გამომიწოდ მან,შევამოწმე დედას სიტყვები და ანერვიულებულმა გავხსენი წერილი.
„თოჯინა,
ხომ გაგაფრთხილე,კარგად მოვუვლი არ ინერვიულო.
ისე ამათ როგორ არჩევ ერთმანეთისგან?
სიყვარულით ლევანი,გკოცნი“ტირილით ჩავამთავრე კითხვა,სრულიად არ მომწონდა ის აზრი რომ ნიტა მასთან უნდა ყოფილიყო.გაბრაზებულმა გულზე ძალიან მაგრად მივიხუტე ლიტა და ავტირდი.

–დედა სადა ნიტა?

–ლევანმა წაიყვანა_ამოვისლუკუნე და ყუთითა და წერილით ოთახში შევბრუნდი.წყლის ჭაჭვის ქვეშ ვიდექი და ლევანის ლანძღვის მეტს არაფერს ვაკეთებდი.ვნანობდი საერთოდ რომ წავიყვცანე ქუთაისში ნიტა და ლიტა.

ერთი კვირა ვიტირე და ვიგლოვე ჩემი ფისოს ქუთაისში დატოვება.არც ტელეფონს პასუხობდა ლევანი რომ გამეგო როგორ იყო ჩემი კნუტი.უკან დაბრუნება და მისი წამოყვანაც ვიფიქრე მაგრამ ვიცოდი არაფერი გამომივიდოდა.ლიკა და ბავშვები კიდევ ჩემზე გაბრაზებულები იყვნენ და არ მეხმიანებოდნენ.ლევანს ყოველ დღე ვწერდი მესიჯს ერთი შინაარსისას მაგრამ მაინც არ მწერდა.გამორთული ქონდა მთელი კვირა.საღამოს მომივიდა მისის ნმრიდან ხაზე ვარ.

–შე უნამუსო,იდიოტო,ეს როგორ გაბედე,როგორ წაიყვანე_გაბრაზებულმა ხმის ამოღებაც არ ვაცადე ისე დავიწყე მისი ლანძღვა

–კარგი რა მოხდა ეხლა ისეთი?ჩემი ფისო წავიყვანე_ირონიულად გაიცინა ლევანმა,იქ რომ ვყოფილიყავი შემომაკვდებოდა

–უნამუსო,საიდანაც გინდა,როგორც გინდა ისე ხვალ ეგ ფისო ჩემს სახლში იყოს_ვცდილობდი არ გამცინებოდა მის სიცილზე

–ვერა ფისო,მთაში ვისვენებთ_სიცილით დამამაშვიდა მან,მე კიდევ უფრო გავბრაზდი

–რა გინდა მანდ?_გაოცებული და ანერვიულებული თანდათან ხმას ვუწევდი

–ვისვენებთ_ჩემს ნერვებზე თამაშს განაგრძობდა ლეო

–ლევან_გაცოფებულმა დაღირინე და გავუთიშე.იდიოტი ეს,როგორ ბედავს და როგორ მელაპარაკება როცა იცის რომ დამნაშავეა.

კატა არ დამიბრუნა სამაგიეროდ ყოველდღე მიგზავდინა მის და პატარა ნიტას სურათებს.დამცინოდა კიდეც,“კატებს მოვლა უნდა და არა მარშუტკაში დაყრა–ო“.
ფოტოებიდან შემდეგ ვიდეოებზე გადავიდა და ისეთ დღეში აგდებდა ჩემს კატას თუ მართლა არ მოვკლავდი არ მეგონა.ყველაზე მეტად მაშინ შემეცოდა ფაერში რომ აგდებდა და იჭერდა,ესეც რომ არ იკმარა წყალში ჩააგდო და ცოტაც და ალბათ დაახრჩობდა.
სვანეთში ისვენებს ბიჭი,მამამ შეგვპირდა წინა წელს შვებულებას ავიღებ და წავიდეთ სვანეთშიო.დიდი იმედი მაქვს წავალთ და დიდი იმედი იმის რომ ლევანს არ ვნახავ თორე ვიცი იქვე მოვკლავ.სანამ მამა რამეს მოიფიქრებს მე და დედა აუზე დავდივართ.ჩემზე უკეთ გამოიუყურება დედა ვარჯიშისა და ჯანსაღი საკვების დამსახურებით.ხშირად ერევათ ხოლმე რომ დედა არის ჩემი.მისი უმცროსი და ვგონივარ ხშირ შემთხვევაში.ესე ეგონა ერთ მამაკაცს და დედას გაცნობა სთხოვა,რომ გაიგო მისი შვილი ვიყავი გაოცებულმა ჯერ მე გამომხედა შემდეგ დედას.ხმა ვერ ამოიღო კაცმა ისე გაგვშორდა.ბევრი ვიცინეთ მე და მაკამ მასზე.

ხშირი სტუმარი ვიყავი ანას,ისეთი საყვარელია პატარა თიკა.ისეთი პატარა და სუსტია მეშინია არ შემომატყდეს ხელში.იმ საღამოს ანის ძიძის არჩევაში ვეხმარებოდი,ურჩევნია ეხლა აიყვანოს და შეჩვიოს თიკა ვიდრე სამსახურში რომ გავა მერე.მალე დეკრეტულიც უმთავრდება და მაგიტომ ჩქარობს ესე.ტატო თითქმის სულ სამსახურშია.მართალია ეს ბავშვი გოგოა მაგრამ მამის ასლია.ისეთ კარგ და პროფესიონალ ძიძებს იწუნებს ვერ ვხვდები ამას თუ ვინმე გაუძლებს.მართალიც არის რაღაც მხრივ,მისი შვილი უნდა ანდოს ბოლოს და ბოლოს.ჩემი ძიძა გამახსენდა,დედა როგორც ამბობს ორი წლიდან იყო ჩემი ძიძა.ისეთი საყვარელი და კარგი არის.დღესაც მაქვს მასთან და მის ოჯახთან კონტაქტი.ხშირი სტუმარი ვართ მე და დედა მათი.ორი წლით ადრე გათხოვდა სანამ წავიდოდა,შემდეგ უკვე მის პატარებს უვლიდა.ისეთი საყვარელი და კარგები არიან.ორი ყავს,ბიჭი და გოგო.გოგო ჯერ სამი წლის არის,ბიჭი კი პირველ კლასშია.

–გამარჯობა_ღიმილით მივესალმე დედას თანამშრომლებს და ორივე გადავკოცნე.ორივე ძალიან მიყვარს,თინა მაინც სსხვა არის.ისეთი ფუმფულა და საყვარელია.თან ნათლია ჩემია.

–დამელოდე და წავიდეთ_სკამზე მანიშნა დედამ და მეც თინა ნათლიას გვერდით დავჯექი.

–რას აკეთებ ნათლი?_კომპიუტერის ეკრანს მივაშტერდი რომ გამეგო რას აკეთებდა

–ძალიან გაინტერესებს ვითომ_ლოყაზე მაკოცა და საქმე განაგრძო.აღარც მე აღარ შემიწუხებია დედას დაველოდე როდის მორჩებოდა საქმეს.ისე გაიწელა დრო,მეგონა დრო შეაჩერესთქო.ბოლოს ძვლივს მორჩა საქმეს და ჩემთვისაც მოიცალა.დავემშვიდობეთ ყველას და სწრაფად დავტოვეთ იქაურობა.დედას პატარა ჰონდას მანქანა ჰყავს,მიყვარს ეს მანქანა საყვარელია და თან პატარა.მაგრამ ჩემთვის არ მომწონს ესე ძალიან.პროდუქტებიც ვიყიდეთ და სახლის გზაზე წავედით.დედას ვთხოვე ხვალ ლიასთან ჩემს ყოფილ ძიძასთან გაყოლა.მამას პირობაც შევახსენე.

ძალიან გაუხარდა ჩვენი დანახვა ლიაკოს.ერეკლესაც ძალიან გაუხარდა რომ ვესტუმრე.ისე მაგრად ჩამეხუტა მეგონა დავიხრჩობოდი.ისე საყვარლად საუბრობს ერეკლე მასზე და მის შეყვარებულზე რომელიც ბაღის მერე ყავს და ერთ სკოლაში სწავლობენ.ყოველ მისვლაზე პირობას მადებინებს რომ მის შეყვარებულს გავიცნობ.

–დედა დაიფიცე რომ გაიცნობ_პირობას არ ჯერდებოდა ეკე

–ეკე,აუცილებლად.ჯერ ხომ არ დადიხარ სკოლაში,რომ დაგეწყება აუცილებლად გინახულებთ_ფუმფულა ლოყები ჩავუკოცნე

–მე მაკუნას ყოველ ორშაბათს,ხუთშაბათსა და პარასკევს ვნახულობ_ხელებზე მაჩვენა ის დღეები როდესაც ცეკვაში დადის

–ისიც ცეკვაზე დადის?_გავიკვირვე მე,რადგანაც აქამდე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი

–დედამის სთხოვა და შემოიყვანა,ორივე სამეჯლისო ცეკვებს ვსწავლობთ და კარგადაც ვცეკვავთ_გაიჯგიმა ამაყად.მის ქცევაზე ჩამეცინა და კიდევ ერელ ვაკცე ლოყებზე.მთელი დღის მანძილზე რომ კოცნო მის ლოყებს მაინც ვერ მორჩები.მხოლოდ ლოყები აქვს ფუმფულა თორე ისე სუსტი ბავშვია.ასევე მალევე მოგვიწია ლიასგან წამოსვლა.ძალიან გახარებული და ემოციებით დატვირტული დღე იყო ის დღე.
მეორე დღეს გვანცას და სალომეს შევეხმიანე,ჩემს კლასელებს.აუზზე წასვლა შევთავაზე და ისინიც დამთანხმდნენ.ხშირი სტუმრები არიან აუზის გვანცა და სალი.ქუთაისში ნაყიდი საცურაო კოსტუმი ჩავიცვი.ზედმეტად გამომწვევი იყო მაგრამ დიდად არც მაგისთვის მიმიქცევია ყურადღება.ხალხს ვაკვირდებოდით და თავს ვირთობდით ჩვენსკენ დიდ კუნთება ვიღაც რომ წამოვიდა,კუნთები მინახავს როგორ არა მაგრამ ესეთი დიდი არა.რა უბედურება ალბათ სპორცმენია თორე ისე რაში უნდა სჩირდებოდეს ვერ ვხვდები ამოდენა კუნთები.

–გვანც ნახე შენი პრინცი მოდის_ვანიშნე კუნთებაზე და გავიცინე

–მეჭვება ჩემსკენ მოდიოდეს_მანიშნა მიმართულებაზე,მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი ღიმილით ჩემსკენ რომ წამოვიდა და შვებით ამოვისუნთქე ჩვენს წინ რომ ჩაიარა.სიცილით გადავხედე აფხუკუნებულ გოგონებს და გაჩუმებისკენ მოვუწოდე.კარგი აღმოჩნდა აუზე წასვლა,ბევრი ვიცინეთ და ბიჭებიც გაიცანი.ის ბიჭიც გავიცანი კუნთა,თავიდან ისე მეშინოდა სერიული მკვლელის წინ ვიყავი ვითომ.აბა არ შეგეშინდება ამხელა კაცი წინ რომ დაგიდგება.მალევე გამოვნახეთ საერთო ენა ბიჭებთან.სახლში მისულს დედამ და მამამ ახალი ამბავი დამახვედრეს,სვანეთში მივდივართ როგორც იქნა,მამამ მოახერხა ყველა საქმის გადადება და წელს ისვენებს კარგად.სიხარულით შემოვკარი რამოდენიმეჯერ ტაში და ორივეს მოვეხვიე.მართალია ორშაბათს მივდივართ მაგრამ მაინც დღეს ვაწყობ ჩანთან.

–ნატა დღეს შაბათია_დამცინა მაკამ

–მერე რა,რომ დამრჩეს რაიმე და დამჭირდეს რა ვქნა?ახალს კი მიყიდით მაგრამ მაინც _ეშმაკური სიცილით ჩავუკარი თვალი და ვანიშნე წელს ჩემი თავი ძვირი ჯდება–თქო.ძალიან გამიხარდა სვანეთში წასვლის იდეა,აბა მთელი ზაფხული აქ რა გამაჩერებს.ხომ დავიწვი,გვანცას და სალოს შევატყობინე ჩემი წასვლის შესახებ.ორივეს ძალიან უყვართ სვანეთი და მათაც მოუნდათ წასვლა.სამწუხაროდ ისინი წელს მხოლოდ ბათუმს თუ ესტუმრებიან რადგანაც მათი მშობლები საქმებს ვერ რჩებიან.

ორშაბათს დილას ძალიან ადრე გამეღვიძა,ხუთი იქნებოდა.ერთი საათი ლოგინში ვიწრიალე და შემდეგ სავარჯიშოთ წასვლა ვარჩიე.გავიხსენო ვარჯიში თორე სულ მომიდუნდა კუნთები.კიდევ რამოდენიმე კვირა და სულ ვეღარ მოვახერხებდი ფეხზე დგომას.ამდენი ხნის უვარჯიშებელს საშინლად ამტკივდა სხეული.ძალა გამოცლილი მივედი სახლში,მაკას ბარგი გამოჰქონდა ოთახიდან და თან ეტყობა რაღაცას ამზადებდა,ისეთი სურნელი ტრიალებდა სახლში დაღლილობა სადღაც გადამავიწყდა.ისე კარგად ვისაუზმე ოჯახთან ერთად ვერ გეტყვით,ისეთი გახარებული ვიყავი და ამ სიხარულს ყველასთვის გაზიარება მსურდა.მუსიკებს ბოლო ხმაზე ავუწიე და ისე განვაგრძეთ გზა.ბოლო ხმაზე ვყვებოდით სიმღერებს და ვიცინოდით.ცოტაც და მანქანა დაგვეჯახებოდა ალბათ ისე მართავდა მერსედეს ვიღაც.გემრიელად გავლანძღე შეშინებულმა და გულზე ხელი მივიდე ცოტათი რომ დამემშვიდებინა.


ბოდიში დაგვიანებისთვის




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent