შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ცეცხლის ალში (2 ნაწილი)


1-06-2015, 17:41
ავტორი magdagoderidze
ნანახია 2 273

მეორე დღეს საშინლად ცუდ ხასიათზე ვიყავი,თან გარეთ ზაფხულის წვიმას დაეპყრო ყველაფერი და საშინლად ციოდა.საბანში გავეხვიე და ფანჯარასთან ჩამოვჯექი.საშინლად გამიხარდა ის რომ წვიმდა,ამით კიდევ ერთი დღე ჩამოვიტოვე უკან სადაც ლევანის ნახვა არ მომიწევდა.გუშინდელს რომ ვიხსენებდი სახეზე წითელი ფერი მედობოდა და თავს ვიწყევლიდი.ქუჩაში მოსიარულე ხალხის თვალიერება დავიწყე,ყველას სადღაც მიეჩქარებოდა,ან უბრალოდ დასველება არ სურდა და სწრაფად მოძრაობდა,კარგად რომ დავაკვირდი ხეზე კატა დავინახე რომელიც ქვემოთ ჩამოსვლას ლამობდა,იქვე წვიმისგან დამალვას ცდილობდა ძაღლი და ორივე ძალიან შემეცოდა,კატის ადგილას ჩემი პატარები წარმოვიდგინე და თავი საშინლად ვიგრძენი.იმაში დასარწმუნებლად რომ ეგრედწოდებული „ლევანის და ნატას „არაფერი სჭირდა მძინარებს დავხედე.თვალწინ მხოლოდ ერთი და იგივე კარდი მიტრიალებდა,თუ როგორ აწვალებდა ლევანი ჩემს კნუტებს რომ ვანახე.იმ დღეს პირობა დადო რომ ერთერთი კნუტი მისი გახედობა.მე კიდე მართლა შემეშინდასავით რადგანაც არანაირი სურვილი გამაჩნდა რომ ჩემი პატარებიდან ერთერთი ვინმესთვის დამეთმო,არც ლევანისთვის არ მემეტებოდნენ რადგანაც ვიცოდი არ უყვარდა საკმარისად რომ კარგად მოეარა მათვის. სანამ ლიკა გაღვიძებას იკადრებდა მე ანასთან საუბარიც მოვასწარი და მამიდასაც დავეხმარე სახლის საქმებში. სამზარეულოში მამიდასთან ერთად ვიჯექი და მის მოყოლილ ისტორიებზე ვიცინოდი.
–ეხლა არ მითხრა რომ შენ მართლა ეგრე ცემე ის ბიჭი?_შევიცხადე მე და მამიდას გავხედე
–ვცემე რომელია,მეორე დღეს დედამისი დამადგა თავზე_შესამჩნევი ღიმილით გამიღიმა და ხახვის მოწვა განაგრძო
–მერე რაო?შვილი რატომ გამილახეო?
–ხო რაღაც ეგეთები დაიწყო,ღირსი იყო ხომ გითხარი,თან პატარა ვიყავი და არ მომეკითხებოდა ჭკუა თორე ეხლა პირიქით იქეთ მივაყენებდი მშობელს დატყმისთვის_ჩემს წინ მოკალათდა და ლიკას გახედა თმააბურძგნული რომ შემოვიდა
–რომელი საათია?–იკითხა მთქნარებით და კალთაში ჩამიჯდა
–შენი აზრით?_ვკითხე და შევეცადე ამეგდო
–რავიცი მესამე თვალი არ მაქვს და ვერ ვხედავ_ჯუჯღუნით გადაჯდა დედის გვერდით
–ორია დაწყებული_ახარა ნინო მამიდამ და მე კიდე ლიკას გაოცებულ სახეზე გამეცინა
–რა დრო მოსულა,გოგოები ვიკრიბებით ხომ იცი?_მკითხა და შეეცადა ხვეული თმა დაეწყნარებიინა
–გოგოები?_ვიკითხე სიცილით
–ჰოო ბიჭებიც იქნებიან_მახარა გასვლამდე,მე კიდევ საშინლად გავწითლდი.თავის ტკივილი მოვიმიზეზე და სახლში დავრჩი,ეხლა ნამდვილად ცუდი აზრი იყო ბიჭების ნახვის იდეა.მთელი ერთი საათი ველაპარაკე მაკოს ტელეფონზე და ყველაფერი მოვუყევი,განვიხილეთ ათასი თემა,ვეწუწუნე რომ არ უნდა დავრჩენილიყავი სახლში მარტო და მეც უნდა წავსულიყავი.ტელეფონზე ვსაუბრობდი და ავიანზე გემრიელად მოკალათებული მოპირდაპირე ბინაში ვაკვირდებოდი როგორი ემოციებით უყურებდა ბებებო ტელევიზორს,როგორ სიმპატიურად გამოიყურებოდა იმ კორპუსში მცხოვრები სიმპატიჩკა რეზი და გმერთს კითხვას ვუსვამდი,თუ რატომ უნდა ყოფილიყო ესეთი კარგი და ესეთი სიმპატიური ბიჭი გეი.ბოლოს ისევ მაკოს გამოუჩნდა საქმე და გაიქცა თორე მე კიდე დიდხნას განვაგრძობდი საუბარს,ფეხები ავიკეცე და გარემოს ვალიერება დავიწყე,ლიკას ოთახის ფანჯრიდან უკეთესი ხედია აშკარად,აქ მხოლოდ წინა კორპუსი ჩანს და ჭორიკანა ქალები რომლებიც ახალ–ახალი მსხვერპლის ძიებაში არიან.ჭორიკნების ახალი მსხვერპლს ვათვალიერებდი აივნის ქვეოდან ჩემი სახელი რომ გავიგონე,გაკვირვებულმა ჩავხედე ქვემოთ მდგომ ლევანს.
–შენ აქ საიდან?_ჩავძახე სიცილით გახარებულმა
–მიდი ჩამო სადღაც უნდა წაგიყვანო_მანაც სიცილით მიპასუხა
–ვერა თავი მტკივა_მოვიმიზეზე მე,არადა ერთი სული მქონდა გამეგო სად უნდა წავეყვანე ლევანს
–აი ნახე_ხელში რაღაც წამალი ეჭირა და მანახებდა_მიდი მაგ თავის ტკივილს გზაში მოვუვლით
–ხო 5 წუთში წამოვალ_მხიარულად შევარდი სახლში,ისეთი სისწრაფით ჩავიცვი მეც გამიკვირდა,გასვლამდე მამიდას დავუბარე რომ გავდიოდი და კიბებზე დავეშვი.კიბების დასასრულს დამხვდა ლეო.
-სად მივდივართ?_მანქანას მივუახლოვდით თუ არა ვერ მოვითმინე და ვკითხე
–თოჯინა,ბევრ კითხვას სვამ _ღიმილით ჩამიკრა თვალი,სასიამოვნო გრძონები რომელიც დამეუფლა ამჯერად საკმაოდ კარგად ვიგრძენი და ძალიან მესიამოვნა ეს გრძონა და მისი თოჯინა.ხმას არცერთი არ ვიღებდით,რამოდენიმეჯერერ მეც და მანაც დავაღეთ პირი რაიმე რომ გვეთქვა მაგრამ ბოლოს მაინც სიჩუმე ვარჩიეთ.ცნობიმოყვარეობას ვერაფერს ვუშვებოდი და ერთი სული მქონდა გამეგო რატომ იწელებოდა ეს გზა ესე ძალიან,ან საერთოდ სად მივყავდი?მაინტერესებდა ბავშვებთან ერთად რატომ არ ვიყავით? კიდევ უამრავი პასუხ გაუცემელი კითხვა მქონდა,ვიმოდევნებდი რომ როდესაც მივიდოდით ყველა ჩემს კითხვას პასუხი გაეცემოდა.
-მოვედით_ღიმილით გამომხედა და მანქანა სადღაც გააჩერა
–სად ვართ?_ვკითხე და გარემოს თვალი მოვავლე,ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი.ყველაზე მეტად მაინც ის თაღი მომეწონა ვარდები რომ მწონდა შემოხვეული,სიყვარულის ხიდიც ძალიან ლამაზი იყო.
–სათოჯინეთში_ხელი ჩამკიდა და თაღისკენ წამიყვანა
–იცი რას ამობობენ ამ ადგილზე?_მკითხა მან,მე გაკვირებულმა გავხდე,სულ არ ვიცოდი ესეთი ლამაზი ადგილი თუ იყო იმერეთში
–რას ამბობენ?_ინტერესით ვკითხე
-თაღში რომელი წყვილის გაივლის სამუდამოდ ერთად და ბედნიერები იქნებიან _ღიმილით მითხრა
–არ ვიცოდი,საერთოდ ისიც არ ვიცოდი ესეთი ლამაზი ადგილი თუ იყო აქ _გულწფელად გამეღინა
–რომ გცოდნოდა,შეყვარებულს წამოიყვანდი ხო?_მკითხა ირონიული სიცილით.შენ აქ ხარ და ვინ უნდა წამომეყვანა ,თქვა ჩემა გულმა და მისი ამოგლეჯა მომინდა
–არ მყავს შეყვარებული_მეც ირონიულად გავუღიმე და თაღისკენ მარტო წავედი
–მარტო თუ შეხვალ,უბედური _დამაწია გზაში სიტყვები,დიდად არ მჯეროდა ამ სიტყვების ამიტომ გავლავს ვაპირებდი,ლევანის თითები ჩემს თითებში რომ ვიგრძენი,გამიღიმა და ჩემთან ერთად გადმოდგა დარჩენილი ნაბიჯები.
-იქნებ უბედური მერჩივნა ვყოფილიყავი,შენთან ერთად ბედნიერებას
–შენ რა გინდოდა გკითხა ვინმემ?_წარბის აწევით მკითხა და ამჯერად ხიდისკენ წამიყვანა.ბევრი ვიცინე ლევანის ხელში,ისეთ სასაცილო რაღაცას აკეთებდა რომ არ გაგცინებოდა არ ვიცი.პატარა საქანელას რომ მიუჯდა საერთოდ ორად მოვიკეცე.
–რა გაცინებს?_მკითხა ვითომ გაბრაზებულმა და გაქანავდა
–არაფერი _ძვლის ვიკავედი სიცილს მის შემხედვარე და ფოტოებს და ვიდეოს ვუღებდი.
–ოხ ეს პაპარაცები,ერთი წუთით არ გაცდიან არაფერს_დაჭყანა სახე და კიდევ უფრო მაღლა ავიდა
–ლევან ჩიტი გამოფრინდება,გამომხედე
–ვაიმე ჩიტი_და გამეკრიჭა,ის ფოტო საოცრება გამოვიდა,სრულიდან ყველა კბილი უჩანს და მისი წითელი თმები საშინელ მდგომარეობაში იყო.
–აუ ეს რა წესია მხოლოდ შენ რომ დაჯექი მანდ,მეც მინდა_ავწუწუნდი და უცებ ავაგდე საქანელიდა
–შენით თუ?_მკითხა და ჯაჭვს ხელი მოკიდა
–თავად_ვიცოდი რასაც მიზამდა და ამიტომ ხელი გავაშვებინე .
პატარა გასეირნება ძალიან კარგად დამამახსოვრდა.სულ სხვა კუთხითაც გავიცანი ლევანი,როდესაც სხვებთან ერთად არის ესეთი მხიარული არასდროს არ არის.ყოველთვის არის მის სახეზე და მის მხიარულებაში სერიოზულობა.დღეს ისეთი მხიარული და ლაღი იყო პატარა ბავშვი მეგონა რომელსაც არაფერი არ ადარდებს.
–ლევან მე და შენ ტოლები ვართ ხო?_ღვედი შევიკარი თუ არა ვკითხე
–შენზე უფროსი ვარ მაგრამ,ჩემი დის გამო ერთი წელი ფაფუ_გზას უყურებდა და თან ღიმილით საუბრობდა
–ცუდია ეგრე რომ ხდება,ერთი წელი უბრალოდ იკარგება
–არა რატო მაგარია,კლასში ყველაზე უფროსი ხარ და რავი კიდე ბევრ რაიმეში არის კარგი
–ხო ალბათ,შენი და რატომ არასდროს არ არის შენთან ერთად?
–ჩემი და სხვა ფენომენია,რომელიც მხოლოდ წიგნებზე ფიქრობს.სულ არ მგავს მე,ხო კაი ვტყუი_ღიმილით გამომხედა და განაგრძო_წიგნები და მხოლოდ დაქალები აინტერესებს.მეც ძალიან ვუყვარვარ მაგრამ არასდროს არ აქვს სურვილი რომ ჩემს მეგობრებთან ერთად იყოს_დაამთავრა სათქმელი და ღიმილით გამომხედა
–კარგია და რომ გყავს,აბა მე რამდენჯერ ვიჯუჯღუნე სახლში და ან ძმა მინდა მყავდეს–თქო მაგრამ,გისმენს კი ვინმე? _მეც გავიხსენე ჩემი ტკივილი
–თოვლის ბაბუას არ მიწერე?
–იმდენი წერილი მივწერე ერთ ახალ წელს მაგის თაობაზე მაგრამ იცი მგონი შენც ბოლო რაც არის
–წაიყვანე ლიკა სახლში და გყავდეს დად
–მე კი წავიყვანდი მაგრამ_ეშმაკური ღიმილით გადავხედე
–ხო,ისინი როგორ არიან?რა ქვვია შენს ცუფუნიებს?_მოიკიხა ჩემი კნუტები
–ნიტა და ლიტა?კარგად არიან რა უჭირთ
–ნიტა ჩემია ხომ იცი?ლიტა რატო ქვია?ბიჭია არა ის?
–ლიტა სხვამ შეარქვა და ვეღარ შევუცვალე სახელი_დედაჩემის შერწმეული სახელი გავიხსენე
–გოგოს და ბიჭს არჩევს ეგ არაჩვეულებრივად_სიცილით მითხრა და მუსიკა ჩართო.მეტი აღარ გვისაუბრია სახლში მისვლამდე.რომ მივედით ლიკაც მოსული დაგვხვდა გარეთ ბირჟავიკებთან ერთად იდგა და რაღაცაზე გულიანად იცინოდა.ლევანს დავემშვიდობე და ლიკასკენ წავედი,დიდად არ მხიბლავდა იქ მისვლა მაგრამ უნდა მივსულიყავი.
–ლიკა _ყურში ჩავყვირე და შეშინებულს გვერდით დავუდექი,უხამსად გამომხედა ერთ–ერთმა ბირჟავიკმა მგონი ბექა ქვია
–უბანის ულამაზესი სტუმარი_დებილის ღიმილით ჩაილაპარაკა მგონი ბექამ,ირონიულად გავუღიმე და ლიკას სახლში წაყოლა ვთხოვე.ისიც მიხვდა რომ წასვლა სჯობდა და ღიმილით დაემშვიდობა ყველას.
ყველაზე კარგი არდადეგები გამოვიდა ის ზაფხული,ერთი კვირა იყო იმ დღიდან გასული რაც მე და ლევანი იმ ადგილს მოვინახულებდით,ბათუმში რომ წავედით.მხოლოდ ერთი კვირით.ვგიჟდები ზღვაზე,ცურვაც ძალიან მიყვარს და მისი ყურებაც.ისე ცხელობა ბათუმში საშინლად,დილას ან საღამოს გავდიოდით ზღვაზე,სხვა დროს რომც გნდომოდა დაწვას ვერ ასცდებოდი.მთელი ღამე სიარულსა და თამაში ვატარედით.მხოლოდ ერთი დღე იყო ბათუმში რომ წვიმდა.დილას რომ დაიწყო გადაღება ვერ ეღირსა.მთელი დღის მანძილზე წვიმაზე გაბრაზებული ვიჯექი და ფანჯარაში ვიხედებოდი.ბავშვების ხან რას თამაშობდნენ ხან რას.რამოდენიმეჯერ შეეცადნენ მეც ჩავები იმ თამაში მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
–ნატა,როგორ იქცევი მოდი და ითამაშე_სერიუზული სახით თქვა ლიკამ,მე უფრო გავბრაზდი მათ ხელს რომ არ უშლიდა წვიმა
–არ მინდა ეს თამაში,რა ვერ გაიგე?_საკმაოდ ხმამაღლა მომივიდა თქმა
–ნატა ხმას დაუწიე,არავინ არ შეგეხვეწება_გაბრაზდა ლიკა,მე საშინლად მეტკინა გული ლიკას ესე რომ მოვექეცი მაგრამ ბრაზს ვერაფერს ვუხერხებდი.
–ნუ შემეხვეწებით არც გთხოვთ_გაბრაზებულმა წამოვიძახე და ფანჯრის რაფაზე ჩამოვდე ხელი.
–ამას რა ჭირს?_იკითხა ლევანმა გაკვირვებულმა
–რა უნდა ჭირდეს,წვიმს_გაბრაზებულმა თქვა ლიკამ.მერე აღაც ლევანს აღარ უკითია მისთვის არაფერი,ისევ თამაში განაგრძეს.მე კიდევ უფრო მომეშალა ნერვები უფრო რომ უმატა წვიმას.“მძულხარ“დავიყვირე გონებაში წვიმის მიმართულებით და გაბრაზებული გავიქეცი ჩემს ოთახში,ყურადღება არ მიმიქცევია ბავშვების გაკვირვებული სახეებისკენ.ლოგინზე მოვიკუნტე და ნერვებ აშლილს ამეტირა.მერე იმაზე ამეტირა ყურადღება არავინ რომ არ მომაქცია და ეგოისტურად გონებაში მათი მიმართულებითაც დავიყვირე „მძულხართ“.ცოტახნის შემდეგ კარი გაიღო და ლევანი შემოვიდა ჩემი ტელეფონით ხელში.
–გირეკავენ_მომაწოდა და გარეთ გავიდა,ტატოს ნომერი რომ დავინახე გამიხრდა
–როგორ ხარ?_ღიმილით ვკითხე
–კარგად ნატული შენ როგორ ხარ?სად დაიკარგე?_სიცილით მკითხა
–ბათუმში ვარ,წვიმს_ფანჯარას გავხედე მე
–ოო ცუდად ყოფილა საქმე_სიცილით გამაჯავრა მან
–ანა როგორ არის?პატარა?_მოვიკითხე ჩემი ნათლული
–ძალიან გგავს შენი ნათლული,ჩვენთანაც წვიმდა გუშინ და მთელი დღის მანძილზე ტიროდა
–მარტო ეგ არ დამინათლია მაგისთვის_ნაწყენმა ამოვიჩურჩულე
–ხო ხო ვატყობთ_ირონიულად მითხრა და ტელეფონი ანის მიაწოდა
–ჩემი გოგო,რა გჭირს?
–წვიმს რა უნდა მჭირდეს,ესენი კიდე ისე კარგად ერთობიან_გაბრაზებულმა ხელის ქნევა დავიწყე უაზროდ
–ოხ მაგათი_სიცილით დამცინა ანამ
–შენც ბრუტუს?_სიცილით ვკითხე ცნობილი ფრაზა და ლოგინზე გავწექი
–მეც იულისუ მეც_მანაც სიცილით გაიმეორა მისი საფირმო ფრაზა.ცოტახანი კიდევ ვესაუბრე მათ,ბოლოს ჩამეძინა.რომ გავიღვიძე ისევ წვიმდა,სახლში არავის ხმა არ ისმოდა.რომ მოვძებნე ბავშვები სახლში არავინ დამხვდა.ყველაფერზე საშინლად გავბრაზდი,წვიმაზე და ბავშვებზე.ვერ ავიტანე რომ ისინი უჩემოდ სადღაც წავიდნენ,ძალიან ეგოისტი ვიყავი მაგისთვის რომ ეს ყველაფერი ამეტანა.წყლით სავსე ჭიქა პირდაპირ კედელს შევახეთქე და იქვე დადებ ჟაკეტს ხელი დავავლე.სანამ გარეთ გავიდოდი ჟაკეტი კარგად მოვიხვიე და მეორე ქუჩაზე შემჩნეული კლუბისკენ ავიღე გეზი.ვერც იქ რომ ვერ ვიპოვე ვერც ერთი ბარმენს არაყი შევუკვეთე.ერთ ჭიქას მიყვა მეორე და ბოლოს ხუთი ჭიქა მქონდა დალეული და თავს საშინლად ვგრძნობდი.ფული გადავიხადე და გარეთ გამოვედი.გონს რომ მოვსულიყავი თავი ზემოთ ავწიე და კოკისპირულ წვიმას შევაგებე.ცოტათი გამომაფხიზლა.კიდევ დიდი ხნის მანძილზე ვიარე ფეხით წვიმაში და ყველაფერზე გაბრაზებული ვტიროდი.სახლში დაბრუნებულს ყველა შინ დამხვდა.სველი ჟაკეტი შესვლისთანავე გავიხადე და ჩემი ოთახისკენ წავედი.
–ნატა სად იყავი?_მომყვა ყველა უკან
–ჯანდაბაში_გავეცი პასუხი და საჭირო ნივთების მოგროვება დავიწყე
–ჩვენს გაუფრთხილებლად როგორ წადი ,მოვკვდით ნერვიულობით_ხმამაღლა საუბრობდა ლიკა,საშინლად გავბრაზდი ლიკაზე
–თქვენ ნერვიულობთ მხოლოდ_დავისისინე და ყველაფერს ხელი დავავლე_და ნუ მიყვირი აქ,მისკდება თავი_ვუყვრე ლიკას და ერთი ხელის მოძრაობით გვერძე გავწიე ბავშვები
–როგორ იქცევი ნატა?
–არანაირად,ხვალ ვბრუნდებით უკან_გადავწყვიტე და სააბაზანოშ შევედი.თბლმა წყალმა ცოტა გონს მომიყვანა.
–რას ნიშნავს ვბრუნდებით?_დაიწყო ირაკლიმ გამოვედი თუ არა
–თქვენ თუ გინდათ დარჩით,მე თბილისში ვბრუნდები_გავეცი პასუხი და ყველას გადავხედე,ყველა გაკვირვებული და გაოცებული მიყურებდა.მეტი აღარ გვისაუბრია,ჩემს ოთახს დავუბრუნდი და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე.


ვიციი დამაგვიანდა მაგრამ რა ვქნა ეს ჩემი ჩვევა...ყველგან ვაგვიანებბბ...
იმედია მოგეწონებათ... თოჯინას ძან ნუ გაკიცხავთ ეგოისტია და რა ქნას.
... როგორც გაგახარე ისე გამახარე ..."ციუ"



№1  offline წევრი პილმაუ

გაგახარებ, აბა რას ვიზამ.. მე ხომ კარგი გოგო ვარ ^_^

 


№2  offline წევრი magdagoderidze

პილმაუ
გაგახარებ, აბა რას ვიზამ.. მე ხომ კარგი გოგო ვარ ^_^

რავიი ჯერ არ გავხარებულვარრ დაა იმედიააა გავიხარებ :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent