შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავლის იმედი (6)


13-06-2015, 22:40
ავტორი Tikuna Kislinskaya
ნანახია 2 313

თოკო მაგრად მიკრავს გულში და ქვითინი მივარდება მაგრამ ეს სიხარულის ცრემლებია რადგან ასეთი ბედნერი არასდროს ვყოფილვარ!...
ვგრძნობ სიბრალულს მათ თვალებში და გული უფრო მტკივდება, მე უბრალოდ მინდოდა მათვის ყველაფერი მომეყოლა, მე მათი მეგობრობა მჭირდება და არა სიბრალული.
ფეხზე ვდგები პლედს მაგიდაზე ვდებ და თვალ ცრემლიანი ამაყად ვამბობ!
-ახლა ყველაფერი იცით ჩემს შესახებ და იმედი მაქვს ჩვენი ურთიერთობა არ შეიცვლება მაგრამ თუ შეიცვლება არ მინდა გებრალებოდეთ მირჩევნია უბრალოდ არ მიგაჩნდეთ თქვენს საფეხურზე.
ყველანი გაშეშებულები მიყურებენ და ენას არ იღებდნენ, მივხვდი რო ჩემი წასვლის დრო იყო და იქედან წამოვედი..თითქოს გულზე მომეშვა, მაგრამ მოულოდნელად ჩემი პატარა ძმა გამახსენდა და ცრემლებს ვეღარ ვიკავებ, ჩემს მედალიონს ყელიდან ვიგლიჯავ და გულში მაგრად ვიკრავ. ქუჩაში ლამპიონებით გადანათებულ ბილიკებს მივყვები და ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობ ჩემს ძმაზე და ჩემს მშობლებზე.მინდა ვიცოდე რატო მიგვატოვეს, რა დავუშავეთ ასეთი?! ან ჩემი ძმა ნეტავ კარგად არის?! მინდა გაბრიელის ნახვა და გულში ჩაკვრა, რას არ გავცემდი ამ ერთი წუთისთვის! ღმერთო მე მჯერა შენი და მჯერა რო სადაც არუნდა იყოს ის კარგადაა.არვიცი როგორ მე მას ვიპოვი! შეიძლება დღეს ან ხვალ ვერა მაგრამ ვიპოვი აი მერე შემიძლია მოვკვდე კიდეც,მაგრამ ახლა მე თავს უნდა შემოვუძახო და ხვალინდელ დღეზე ვიფიქრო რათა ის გუშინდელზე კარგი იყოს!
სახლში ვბრუნდები და დასაწოლად ვემზადები... დილით როგორც ყოველთვის ადრე გამეღვიძა და მომზადება დავიწყე სააგენტოში წასასვლელად... კორპუსიდან გამოვედი და გზას მივუყვები სააგენტოსკენ, კითხვა კითხვით სააგენტოს ფილიალს როგორც იქნა ვაგნებ და თამამად შევაბიჯებ... რამოდენიმე კითხვა დამისვეს და შემდეგ სავარჯიშო დარბაზში შემიყვანეს სადაც ჩემი ახალი კოლეგები ვარჯიშობდნენ, კარგად მიმიღეს მეგობრებიც შევიძინე, ვარჯიშის შემდეგ შხაპი მივიღეთ და ფოტოსესიაზე შეგვიყვანეს იქ რათქმაუნდა სხვადასხვა კაბები ჩაგვაცვეს და მაკიაჯი გაგვიკეთეს, მოკლედ რო ვთქვათ ახალ სამსახურში კარგად მიმიღეს და მეც ძალიან მომწონს ჩემი კოლექტივი. სააგენტოდან მალევე წამოვედი და ჩემს ძველ სამსახურში წავედი, უნდა შევძლო და ორივე სამსახურში ვიარო რათა ფული დავაგროვო და ჩემი ძმის ძებნას შევუდგე.დღეს ჩემი დამსახურებული ხელფასი უნდა ავიღო, დღეს ზუსტად ერთი კვირა გავიდა რაც ახალი ცხოვრება დავიწყე ახალ სახლში და ახალ გარემოში.ჩემი პირველი ხელფასი რაში უნდა დავხარჯო? არვიცი აზრზე არვარ! ალბად ერთ გამოსასვლელ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ვიყიდი, სააგენტოში რო ვიარო და დანარჩენს გადავინახავ და ასე გავაკეთებ ყოველ ხელფასის აღებისას...რამოდენიმე ბუტიკში შევიარე და ჩემთვის სასურველი ნივთები შევიძინე, შემდეგ სახლის გზას დავადექი და ამდროს ქუჩის კუთხეში ბექას ვაწყდები,
-ჰეი(ბექა)
-ჰაი
- აქ რას აკეთებ?
-სახლში მივდივარ! და შენ?
-მეც! (ჩუმად ჩაიცინა და ეშმაკური ღიმილით თვალებში ჩამხედა)
-კარგი მაშინ მე წავალ! (მე)
მიყურა მიყურა და რამოდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ მეკითხება
-გხსოვს დამპირდი ერთად გავისეირნებთო!
-კი (მაგას რა დამავიწყებს!)
-ხოდა ეხლა დროა!
-ხო მაგრამ..
-არავითარი მაგრამ, დღეს კვირაა და არმუშაობ, ასერომ დღეს საღამოს რვაზე გამოგივლი ოღნდ შენი სახლის მისამართი ჩამაწერინე!
მაცდური წინადადებაა მაგრამ წასვლა არმინდა, ძალიან მრცხვენია მაგრამ ვარს ვერტყვი
-კარგი!
ჩემი მისამართი ვუთხარი და ჩქარი ნაბიჯებით გავიქეცი სახლში, დერეფანში კიბეები უცებ ავირბინე, სახლში შევვარდი და ეგრევე გვანცას დავურეკე.ვანცას მოვუყევი საღამოს გეგმის შესახებ და 10 წუთში ჩემთან გაჩნდა. კარს ვაღებ და ყურებამდე ღიმილით მხვდება გვანცა რომელსაც ხელში რამოდენიმე პაკეტი უჭირავს.
-შემოდი ეს რა არის?(თვალებით პარკებს მივანიშნებ)
-ეს ჩემი ქუსლიანები და კოსმეტიკის ჩანთა რომლითაც უნდა ისარგებლო, სანამ პაემანზე წახვალ!
-მოიცაა შენ რა ეს ყველაფერი თან გაქვს?
-დიახ, დიახ.. ლაპარაკის დრო არ გაქვს ორ საათში ბექა მოვა, ახლავე შევარდი სააბაზანოში და შხაპი მიიღე, როცა დაასრულებ დამიჯექი და მე მოგხედავ
გვანცას დავალებას ვემორჩილები და სააბაზანოში შევდივარ, მალევე გამოვდივარ და კვლავ გვანცას დავალებებს ვასრულებ. გვანცამ მაკიაჯი გამიკეთა ოღონდ ძალიან თხლად და სადად, თმები დამისწორა და ჩანთიდან გრძელი შავი შარვალი ამოაქვს კრემის ფერ ქუსლიანებთან ერთად
-ჩაიცვი!
გვანცას შავი შარვალი და ჩემი ახალ ნაყიდი თეთრი მაისური ტყავის კურტკასთან და კრემისფერ მაღლებთან ერთად ძალიან მიხდება, მაკიაჯი და ჩემი დასწორებული თმაც.
საათს დავყურებ 8ნახევარია,ქვემოდან მესმის მანქნის სიგნალის ხმა,სასწრაფოდ ფანჯრიდან ვიყურები და ბექას ვხედავ,მანქანაზე მიყუდებული,შავებში გამოწყობილი.თვალებს ვხუჭავ და ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ, ჩანთას ვიღებ და გავდივარ..სადარბაზოდან გავდივარ ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი, მანქანასთან მიყუდებული თბილად და საყვარლად მიღიმის,მეც ვუღიმი და მისკენ აუჩქარებლად მივდივარ,თან ვხედავ როგორ გვითვალთვალებს მეხუთე სართულიდან გვანცა..
ჩემსკენ იწევა და ლოყაზე მკოცნის.მისთვის ჩუმად და ეშმაკურად იღიმის, მანქანის კარს მიღებს, მეც ვჯდები და ლამისაა გული საგულედან ამომივარდეს ისე ვნერვიულობ.
-ძალიან ლამაზად გამოიყურები!
გაბრწყინებული თვალებით მიყურებს და როგორც ყოველთვის საყვარლად მიღიმის.
-მადლობა, შენც! (ნერვიულობისგან ხმა ჩამიხჩა და ძვლივს ამოვღერღე ეს ორი სიტყვა)
მთელი გზა ხმა არ ამომიღია,ის კიარა საერთოდ არ გამიხედია მისკენ მისგან განსხვავებით.რამოდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა მანქანა გააჩერა და მანქანიდან გადმოვედით.სამ სართულიან შენობაში შევყავარ,სამ სართულიან საოცარ რესტორანში!.... ირგვლივ ყველაფერი თეთრი და ქათქათაა: მაგიდები, სავარძლები, ყურებამდე გაკრეჭილი მომსახურე პერსონალები,ყველაფერი ისეთი ლამაზი და წყნარია! არასდროს ვყოფილვარ მსგავს ადგილებში და დაუჯერებლად მიმაჩნია.მომსახურე პერსონალი ჩვენს მაგიდასთან მიგვაცილებს, მეორე სართულზე გარეთ აევანზე, სასიამომნო ნიავი და ხედი იშლება ჩემს წინ.ოდნავ სიოა და ძალიან მსიამომსნებს სახეს ვუშვერ და ვგრილდები.
ვახშმობის დროს ხმა არცერთს არ ამოგვიღია, უბრალოდ ერთამანეთს ვუყურებთ და თვალებით ვლაპარაკობთ.
-უკვე გითხარი ხო ძალიან ლამაზი რო ხარ?
ამ წინადადების გაგონებისას,თვალებს ვხუჭავ, ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და ვუღიმი
-ახლა ვხვდები რატო მოეწონე ჩემს დას! შენ ძალიან მიმზიდველი გოგო ხარ!
ენა მივარდება. ეს რეებს მეუბნებაა ამას რა ჩემი შებმა უნდა?!
-შეიძლება რაღაც გკითხო? (მე)
-რათქმაუნდა!
-აქ რისთვის მომიყვანე?
-ისე უბრალოდ
-უბრალოდ? (მე)
-კი (ბექა)
-კარგი! ანუუ შეენ იმის თქმა გინდა რომ ამ საოცარ რესტორანში ტყუილა უბრალოდ მომიყვენე?
-კი სწორედ ასე!
ბექას სახეზე ირონიულ სიცილს ვამჩნევ და ვხიზიანდები.. ძალას ვიკრებ რო რაღაც ცუდი ვუთხრა, ამ დროს ირთვება ძალიან ნაზი და სასიყვარულო მუსიკა და ბექა საცეკვაოდ მეპატიჯება.როგორ ვუთხრა ვარი?! მეც ავდექი და მასთან ერთად ნელ ვალს ვცეკვავ რომელიც თავშესაფარში გვასწავლეს.ის ჩემს წინ ძალიან ახლოს დგას იმდენად ახლოს რო მისი სუნთქვის ხმა მესმის,მისი ხელები ჩემს წელზე უდევს და თვალებში მომშტერებია,ვცდილობ მას არ შევხედო მაგრამ არ გამომდის.ვცდილობ მაზე არ ვიფიქრო და არც ეს გამომდის, მინდა მუსიკა არასდროს დამთავრდეს და ამდროს ის მთავრდება. ისევ მაგიდას შემოვუსხედით.
-რამის თქმა გინდოდა? (ეშმაკურად მეკითხება ბექა)
-არა! (კატეგორიული ვარი განვუცხადე, როგორ შეიძლება ასეთი ვალსის შემდეგ მასთან კამათი.
რამოდენიმე ბაკალმა ღვინომ თავი ამატკინა ალბად იმიტო რო პირველად დავლიე და მე და ბექა რესტორნიდან გამოვედით.მანქანას ვუახლოვდები და სრულიად შემთხვევით წავბერბეცდი და პირდაპირ ბექას ტუჩებთან შევჩერდი,ბექა ისე დაიძაბა და მეც რო მინდოდა მისთვის მეკოცნა,მაგრამ ამ დროს ჩემდა გასაკვირვად ბექამ შემაჩერა
-კარგი რაა, ორივემ ვიცით რო ჩემი კოცნა გინდა!
-მართალი ხარ მინდა! მაგრამ მინდა ეს შენც გინდოდეს სინამდვილეში და არა სიმთვრალეში
-კარგი როგორც გინდა (ფხრები ავიჩეჩე)
მანქანაში ჩამსვა და არ მახსოვს როგორ მივედი სახლამდე და როგორ ავედი მეხუთე სართულზე, დილით საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent