შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტივიდრე სიყვარული 4


29-04-2015, 16:39
ავტორი qari
ნანახია 3 204

საოცარ რესტორანში მიგვიყვანა...საერთოდ არ ვყოფილვარ მაგრამ ის კი ვიცი როგორ გავარჩიო საშუალო და მაგარი,ეს ალბათ მაგარს მიეკუთვნება ქათქათა თეთრი სავარძლები,ბზინვარე შუშის მაგიდები და რაც მთავარია ყურებამდე გაკრეჭილი მომსახურე პერსონალები.
–მოგწოონ?
ყურთან ჩამესმის მისი ირონიული კითხვა,შეცბუნებული ვუყურებ და თავს ვაქნევ
–ჰო რა...
–მე კი მგონია რომ მაგრად მოგწონს.(ისევ ირონიული ღიმილი დასთარეშებს სახეზე და დაჟინებული მიყურებს)
–საიდან მოიტანე?
–შენი გამომეტყველებიდან...გაოცებული ხარ
ჰმ...შენ სულ გაოცდები რომ გაიგო პირველად რომ ვარ რესტორანში...უკვე მეც მეღიმება და თვალს მისკენ ვაპარებ...ის გაოცებული მიყურებს ალბათ უნდა მკითხოს რა მაცინებს პირს აღებს...მერე ისევ კუმავს და ისევ აღებს რომ აკო და მარიამიც მოვიდნენ
–სანდრა როგორ იმგზავრე?(აკო)
–ნორმალურად აკა
–იმიტომ გეკითხები რომ დიტო სიჩქარის მოყვარულია და...
–მართლაა?მე არ შემინიშნავს...
–აბა დიტო საით რომელია ჩვენი მაგიდა?(აკო)
–აი იქ(თავით გვანიშნა და ჩვენც დავიძერით მაგიდისკენ.)
რამდენიმე კერძი და თეთრი ღვინო შეუკვეთეს,კერძები რომ მოიტანეს გემრიელათ შეექცნენ ჭამას მაგრამ, მე პირსაც ვარ ვაკარებდი,ნერვიულობით და ალბათ სირცხვილისგან მადაცკი დამეკარგა...დიტო ოდნავ გადმოიწია ჩემსკენ და მზრუნველად ჩამჩურჩულა.
–თუ მაგ ღვინოს რამეს არ დააყოლებ გაითიშები და შენი სახლში მიყვანა კიარა მიტანა მომიხდება...რატომ არ ჭამ არაფერს?
–მე...არ მშია...
თვალები თითქოს შუბლზე აუვიდა და გაბრაზებისგან ნიკაპიც აუთამაშდა
–რას ქვია არ გშია?
ჯანდაბა რა უნდა?
–არ მშია რაა აქ გაუგებარი?
უცებ ხელზე ნაზად მომკიდა ხელი და ღვინის ბოკალი გამომართვა
–კაი მაშინ ამასაც ნუ სვამ...არ მინდა ხვალ თავი ცუდად იგრძნო(გაოცებული შევყურებ,ვერ ვხვდები რას გულისხმობს)ნაბახუსევი(ღიმილით ამატებს და თავს მიკრავს...ფილტვებიდან ჰაერს ღრმად ვუშვებ და,უცებ ვხურდები ერთიანა....ალბათ ღვინო მოქმედებს...უცებ საშინელ შიმშილის გრძნობა მეუფლება და უკვე ღვინისგან გათამამებული ერთ ხორცის ნაჭერს ვიღებ, დანა ჩანგალს ვიმარჯვებ და გემრიელად ვილუკმები...დიტოს სიცილით ტუჩის კუთხე ეპობა და, ჩურჩულით მეუბნება!
–ასე კარგი გოგო ხარ.
გაოგნებისგან ვწითლდები და, თვალებს ვაბრიალებ.
.........
თითქოს ჩვენ აქ არც ვიყოთო მარიამი და აკო არცკი გვამჩნევენ. ნუთუ აკოსაც მოსწონს?თუმცა რა გასაკვირია მარიამი ხომ, ულამაზესი და, უსაყვარლესი ადამიანია,მათი შემყურე მეც მეღიმება,დიტო ჯერ მე მიყურებს მერე, ჩემი ღიმილის ობიექტებს, უბრუნდება და ახველებს
–ჰმ...ხელს ხომ არ გიშლით?
ოჰოო!მარიამი წითლდება...
–არა ძმა რატომ უნდა გვიშლიდეთ?(აკა)
–რავიცი ჩვენ არ გვაჩნევთ...
არ ვიცი კიდევ რაზე ლაპარაკობდნენ ბიჭები მაგრამ მე და მარიამმა უკვე თვალებით ერთმანეთს ვანიშნეთ და, მარიამმა დამიდასტურა ჩემი ეჭვი..როდისღა მოასწრეს ლაპარაკი?თუმცა ჩვენ იმხელა მაგიდასთან ვზივართ...ალბათ კილომეტრები გვაშორებს...
–სანდრა სად ცხოვრობ?
მოულოდნელად ფიქრებიდან აკოს ხმა მარკვევს...უცებ თავს ვწევ და ყველას მზერას ვგრძნობ
–მეე...მე ვარკეთილში.
–ხო ეგ გასაგებია მაგრამ რომელ მიკროში?
ოოო რაში აინტერესებს?!
–მესამეში...კორპუსიც და ბინის ნომერიც ხომ არ გაინტერესებს?
ირონუიულად ვეუბნები და, ჩემი სითამამის მეთვითონ მიკვირს.აკას ეღიმება.
–რატომაც არა მოგვიანებით როცა კარგათ დავახლოვდებით, იქნებ ყავაზეც დაგვპატიჟო.
–ა!ჰო რატომაც არა.
ვპასუხობ და ღვინის ბოკალს ვიღებ ნერვიულობისგან გამშრალი პირი რომ გავისველო.
–ვისთან ერთად ცხოვრობ?
შეკითხვებს არ წყვეტს აკო. მე კი, მოულოდნელი შეკითხვისგან ნერწყვი მცდება და, ახველებული, გაფართოებული თვალებით ვაკვირდები.
–მმმ...მარტო...
ჩემი რეაქციით გაკვირვებული ახლა დიტო მისმევს კითხვას.
–გასაგებია აქ მარტო მაგრამ დედმამიშვილი...და ან ძმა?!
ჯანდაბა ეს რაა, აქ, გასართობად მოვედით თუ დასაკითხად?უკმაყოფილოდ ფრუტუნებს ჩეი ქვეცნობიერი და, ცხოვრებაში პირველად ვეთანხმები.
–არავინ...არავინ მყავს.
–დედის ერთა ხარ?(ახლა მარიამიც ვერ მალავს გაკვირვებას)
რაა აქ გასაკვირვი?რა დედისერთები არ უნახავთ?ან ვარ კი საერთოდ დედის ერთა?
–მე....(სათქმელ ვეღარ ვამბობ და კიდევ ერთ ყლუპ ღვინოს ვსვამ)
–საერთოდ უცნაური გოგო ხარ სანდრა...იცით ბიჭებო სანდრას ტელეფონი არააქვს,არც არასდროს ჰქონია და, არც სურვილი, არააქვს..მგონი ეს მეჩვიდმეტე საუკუნიდანაა...
გაკვირვებულები ჯერ მარიამს მერე, მე მაკვირდებიან...დიტოს თითქოს სახე ეცვლება და შუბლს ჭმუხნის,აკო უბრალოდ პასუხის მოლოდინშია,მეე?მე თითქოს მწყინს კიდეც. მარიამის ნათქვამი,ერთ ყლუპ ღვინოს კიდევ სვამ და უკვე კარგათ გათამამებული ღრმად ვისუნთქავ.
–აჰა გასაგებია სანამ ჩემზე ყველაფერს არ გაიგებთ არ მომეშვებით ხომ?..კარგით გეტყვით ყველაფერს...
აკანკალებული ჩემს ხელებს ერთმანეთში ვხლართავ და ვფიქრობ საიდან დავიწყო. ან, რა მოვუყვე ჩემი ცხოვრების რომელი ნაწილი?იმ ყველაფრის მერე იმეგობრებენ ჩემთან?მე ხომ არ ვიცი ჩემი არც წარსული არც, წარმომავლობა და...
–თუ გინდა არაფერი თქვა.
დიტოს თბილ ხელს ვგრძნობ ჩემს ხელზე და, ჩემს ახლართულ უკვე გათეთრებულ ხელებს მაშორებს. მერე თავის ხელში იქცევს და ნაზად მიზელს.გაკვირვებული ვუყურებ მერე ხელს ვაშვებინებ და...
–არა ჯობია ყველაფერი გითხრათ, რადგან ვიცი კითხვებით არ მომასვენეთ...თანაც თუ ჩემთან მეგობრობა გინდათ ვალდებულივარ ყველაფერი ვთქვა(ეს უფრო მარიამის გასაგონად ვთქვი და იქნებ ბიჭებისაც...)
–ასეთი რა წარსული გაქვს...სერიული მკვლელი იყავი?
სიცილით მეუბნება აკო და ,მაშინვე ეყინება სიცილი როცა ჩემს მზერას ხედავს
–ან იქნებ საერთოდ არამაქვს წარსული?(ჩემთვის ხმამაღლა ჩავილაპარაკე და სივრცეში გავაშტერე თვალი)
–ჯანდაბა უკვე დამაინტერესდა...ჩაიფრუტუნა აკომ და სკამზე მოკალათდა...მარიამი და დიტო უბრალოდ მიყურებენ.
–მე,არც დედა მყავს...არც მამა...(აცახცახებულ ტუჩებს ვეღარ ვიმორჩილებ და, იმ სიტყვისთვის ვემზადები რომელიც ასე, ძაან ტკივილს მაყენებდა და, მაყენებს მთელი ცხოვრება...ტუჩებთან მლაშე სითხესაც ვგრძნობ.მხრებს ვიჩეჩავ იმიტომ რომ მართლა არ ვიცი რატომ)მე...როცა პატარა ვიყავი(სიმწრით თვალებს ვხუჭავ და თითქმის ჩურჩულით ვამბობ)მიმატოვეს...ჩემმა მშობლებმა მიმატოვეს...(უცნაურია მაგრამ ყველას სახეზე ტკივილი აღებეჭდა,ასე ჩემს გამო არიან?!მწარე ღიმილით მეღიმება და ისევ გავნაგრძობ)ობოლთა თავშესაფარში გავიზარდე,ჩემთვის არც...იცით რა ძნელია იქ ცხოვრება?...18 წელი შემისრულდა და ჩემი ნივთებით წამოვედი...რადგან იქ ვეღარ გავჩერდებოდი...ყოველთვის მინდოდა ოჯახი! მოსიყვარულე დედა და მამა,მინდოდა და ან ძმა,ან ორივე ერთად,მინდოდა თბილი საჭმელი,ტორტი ჩემი დაბადების დღისთვის და სანთელი სურვილისთვის...ჩემი სურვილები რომ არ ხდებოდა ჰმ...ყოველთვის ამას ვაბრალიდი.(მძიმედ ვიხრავ მწარედ ვიღიმები) ასე მოვედი თქვენამდე(ბოლო ფრაზები სწრაფად მივაყარე და ფილტვებიდანაც ჰაერი ამოვუშვი...თითქოს მომეშვა,დავიცალე.უცებ მარიამი ასლუკუნებული მომვარდა და მაგრად ჩამეხუტა
–ჩემო საყვარელო...
არ ვიცი ალბათ ღვინის ბრალია რომ ვტირი,რადგან მე ჩემს მდგომარეობას ომდენად შევეჩვიე რომ...სატირლად აღარ მიმაჩნია,ან იქნებ ცრემლებიც კი და,იშრა ბევრი ტირილით
–დაწყნარდი მარიამ სატირელი ნამდვილად არაა...რახდება?იმის მაგივრად რომ მე დამაწყნაროს აქეთ ვაწყნარებ...მაგრად ვეხვევი და ფეხზე ვაყენებ.დაწყნარდი კარგი?მეც ასლუკუნებული ვუტბუტებ...
ბიჭები გაოგნებული და დასერიოზულებული გვიყურებენ.დიტო ღვინის ბიკალ ერთი ყლუპით ცლის და მაგიდას ტოვებს
–კარგით გეყოფათ გოგოებო მთავარია ახლა ჩვენ შენს გვერდით ვარ ჩვენ ვიქნებით შეი ძმები და დეა თუ რათქმაუნდა წინააღმდეგი არახარ სანდრა...
თბილად მიღიმის აკო და ჩემსკენ მოდის
–არა რათქმაუნდა არავარ წინააღმდეგი პირიქით...
აკო მაგრად მიკრავს გულში და ქვითინი მივარდება მაგრამ ახლა სიხარულის ცრემლებია რადგან ასეთი ბედნიერი არასდროს არ ვყოფილვა,მე შემიძლია და ან ძმა....მაგრაია!
.........
როგორც იქნა დავმშვიდდით,ჩემი აჩქარებული პულსი თავის რიტმს დაუბრუნდა..და სასიამოვნოდ ვლაპარაკობდით,უცებ მივცხვდი რომ აქ ზედმეტი ვიყავი აკო ისე თბილად უყურებდა მარიამს,მომინდა გავცლოდი და მარტო დამეტოვა და აივნისკენ წავედი სუფთა ჰაერი არ მაწყენდა.
გარეთ როგორცკი გავედი ხარბათ ჩავისუნთქე ჰაერი და სახე ცივ ნიავს მივუშვირე,ცოტა გონს რომ მოვედი დავინახე დიტო ჩემგან ზურგით ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი იდგა და სივრცეში იყურებოდა...დიდხანს ვფიქრობდი მივსულიყავი თუ არა და ბლოს როგორც იქნა გავბედემივედი და უსიტყოდ დავდექი და მეც სივრცეს გავუსწორე თვალი,თითქოს დამინახა და იცოდა მე რომ ვიყავი გამომხედა და მბრძანებლური კოლოთი ითხრა
–აქ ცივა!
მე მხრებს ვიჩეჩავ და უდარდელად და შეუპოვრად ვეუბნევი
–მსიამოვნებს...
–გაცივდები.
–არ მადარდებს!
ირონიულად ჩაიცინა და ჩემსკენ მოტრიალდა მაგრამ ჯიბეებიდან ხელებს არ იღებს,უცნაურია მაგრამ მინდა რომ მომეხვიოს.ჩემი ფიქრებისგან ვწითლდები და დარცხვენილი ხელებს ვხლართავ
–მგონი ჯიუტი გოგო ხარ მაგრამ მე ვერ მაჯობებ.
ვგრძნობ რომ იღიმის მაგრამ მისკენ ვერ ვიხედები გაწითლებული თავდახრილი ვდგავარ.მიახლოვდება ხელს მკიდებს და ბიძგს მაძლევს რომ ნაბიჯი გადავდგა
–წამოდი შევიდეთ გაცივდები.
ახლა მივხვდი რაზეც ამბობდა მე ვერ მაჯობებო მეც დენ დარტყმულივით მისი შეხებით აკანკალებული მივდივარ,მისი მზერა ზურგს მიწვავს და მეც მეღიმება!



№1  offline წევრი ana-stasia

ახლა წავიკითხე ყველა თავი ერთიანადა და სასიამივნოდ გაოცებული დავრჩი,ძალიან მომეწონა,სწორად გაქვს გადმოცემულუ გმირების ემოციები,ჩამითრია ამიტომ არ დააგვიანო,თორე ინტერესი იკარგება...წარმატებები

 


№2  offline წევრი qari

ბოდიშს გიხდით ყველას ვინც ელოდება ამ ისტორიას პირადი პრობლემები მაქვს და როგორცკი მოვახერხებ აუცილებლად დავდრბ.
მადლობა ასეტი სჰეფასებისტვის

 


№3  offline წევრი Winchester

Dzalian kargia <3
--------------------
ლ.შ L.SH

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent