იდეალური აზროვნება 20
ნინას თმის სურნელს უკვე ცხადად გრძნობდა, შეიძლება ითქვას ამან გამოაღვიძა, მაგრამ არ უნდოდა თვალები გაეხილა, ამდგარიყო და ცხოვრება გაეგრძელებინა. წამის გაყინვა უნდოდა, აი, ასე... როცა უსაფრთხოდ ჰყავს ცოლიც და შვილის, როცა არაფერი ემუქრებათ, სხეულით გრძნობს მათ სიახლოვეს და ყველა ნერვული რეცეპტორით აღიქვამს ნინას მშვიდ, თანაზომიერ სუნთქვას. არაფერი ჰკითხეს ინსტინქტებმა ისე სწრაფად ასწია თავი და გაღებულ კარს მიაშტერდა. ანდრეა ოდნავ ეშმაკური ღიმილით მიშტერებოდა მეგობარს, დემეტრემ მზერა ნინაზე გადაიტანა, სახიდან თმა გადაუწია და ფრთხილად წამოდგა რომ არ გაღვიძებოდა. -ოპერაცია გაქვს, სასწრაფოა, თითქმის ყურში, ჩუმად უთხრა ანდრეამ და პალატა დატოვა. დემეტრეს სახე მოეღუშა, არ უნდოდა ახლა სისხლიან ოთახში შესვლა, მართალი იყო გაღვიძებაზე უარს რომ ამბობდა. თან ნინაც მარტო იქნებოდა. სხვა გზა რომ ყოფილიყო ანდრეა არ მოვიდოდა, ალბათ მართლა დემეტრეა საჭირო. ლოყაზე ხელის ზურგი ნაზად დაუსვა ცოლს და გულით გაეღიმა მისი ტუჩების ცმაცუნზე, შუბლზე კოცნის კვალი დაუტოვა და მეორე საოპერაციოსკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა. ^^^ ყველაფერს იმაზე სწრაფად აკეთებდა, ვიდრე ზოგადად. ლიზიკოს თვითონ ელაპარაკა შემოსვლამდე და იცოდა, ნინა მარტო არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა, ბავშვს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, საღამოს საბოლოო ანალიზების პასუხებიც ექნებოდათ და ნინას გაწერდნენ, მაგრამ... ძალიან, ძალიან დიდხანს გაგრძელდა ეს ოპერაცია. თითქოს საუკუნე გავიდა კარგად განათებულ, აბსოლუტურად სუფთა, სისხლისსუნიან ოთახში. თითქოს მთელი ცხოვრება გავიდა რაც იქ დგას და თავის საქმეს ჩვეული დაკვირვებით აკეთებს. და ალბათ ამიტომაც უკვე სული ეხუთება ისე უნდა გასვლა გარეთ, ნორმალური ჰაერით სავსე ოთახში. დემეტრემ პირველად გაიაზრა რომ ყოველ ჯერზე, როცა საოპერაციოში ფეხს ადგამდა სიკვდილს უახლოვდებოდა, იმდენად ახლოს დგებოდა უფსკრულთან რომ მისი მთელი სიღრმის დანახვა შეეძლო ხოლმე, აღარ მოეწონა სიკვდილთან ახლოს დგომა, აღარ მოეწონა საფრთხის საშიში განცდა, ზედმეტად ჩაიხუთა ჰაერი და თითქოს ჟანგბადით კი არა სისხლით სუნთქავდა უკვე... ცისფერი ფორმიდან სწრაფად გათავისუფლდა, ხელთათმანები ნაგვის ყუთში ჩატენა და ცივი წყალი მოუშვა. ისე სწრაფად დაიბანა, როგორც არასდროს. საოპერაციოდან გასვლის დროს თავის თავს თვალი შეავლო სარკეში და ჟანგბადდაცლილი ოთახიდან სწრაფად გავიდა. ^^^ -ასე როგორ შეიძლება, დედა, ხომ ვიცი ახლა მე არ იქნები ფრთხილად საერთოდ, ბავშვი რომ არა ნინა აუცილებლად გადახტებოდა ფანჯრიდან რომ როგორმე ეს სიტყვები აღარ მოესმინა. -დედა, ხომ გითხარი უკვე მილიონჯერ რომ კარგადაა ბავშვი, არაფერი უჭირს და გეყოფა გთხოვ, ოდნავ მკაცრი მზერა მიანათა დედას და ნატოც თავის ქნევით გაჩუმდა. -ხომ იქნები ფრთხილად, შვილო? უსაფრთხოდ უნდა გყავდეს ჩვენი პატარა, მთელი მონდომებით გაუღიმა ნათიას და გონებაში განგაშის სიგნალის ხმამაღალი ყვირილი გაიგონა, ვერაფრით გაიგო, რატომ ჰგონიათ სხვებს რომ უფრო მეტად აღელვებთ მისი შვილის ჯანმრთელობა?! -კარგად იქნება, კარს მიაშტერდა იმ იმედით რომ ახლა გაიღებოდა და ექიმი სახლში გაუშვებდა. -დედა, ხომ კარგად იკვებები? ხომ არ იღლები ხოლმე სამსახურში? ნატომ ისევ აფორიაქებული თვალები მიანათა შვილს. -ნინა, ხომ არ გიფიქრია შვებულების აღებაზე? სახლში იქნებოდი, დაისვენებდი, ნათიამ ისევ გადაუსვა ხელი ნინას მუცელს და გოგონამ უსიამოვნო ჟრუანტელი ვერაფრით შეაჩერა. გაკვირვებული თვალები მოავლო უფროსებს და კბილები ენას არა, მაგრამ ერთმანეთს მართლა დააჭირა რომ არაფერი წამოსცდენოდა. კარის ხმაზე იმედიანად გაიხედა და ექიმის ნაცვლად დემეტრე რომ დაინახა ორმაგად გაუხარდა. -გამარჯობათ, ღიმილით მიესალმათ დემეტრე და სულ რამდენიმე წამი დასჭირდა ნინას სახეზე ნაძალადევი ღიმილის შესამჩნევად, რამდენი ხანი იყო რაც აღარ ენახა... -კარგად ხარ? გვერდით ჩამოუჯდა ცოლს და თვალებით რეალური კითხვა დაუსვა. -მალე გამწერენ? თვალები აატრიალა ნინამ. -კი, მალე მოვა ექიმი. -დედა, როგორ დაეცა? ნათია შვილს მიაშტერდა და ნინა სახეზე სულ გაწითლდა ბრაზისგან. -რა მნიშვნელობა აქვს, მთვარია კარგად არიან, ჩვეულებრივზე უფრო მკაცრი იყო დემეტრეს ხმა. -ახლა ვეუბნებოდით მე და ნატო ნინას რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, ხომ შეიძლებოდა... -დედა, დარწმუნებული ვარ ჩვენი შვილის გაფრთხილებას შევძლებთ, იგივე სიმკაცრით ჩაილაპარა დემეტრემ და გაახსენდა როგორ უთხრა ერთხელ ბაბუამ, „ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს, ყველაზე გამოკვეთილი კი მზურნველობასო“. ასე რეალურად არასდროს უგრძვნია ამ სიტყვების სიმართლე დემეტრეს. ნინას თვალებით მოეფერა და ოდნავ გაუღიმა. გოგონამ ნაზად გადაუსვა თითები ხელზე, თითქოს წამში დამშვიდდა. ძალიან ესიამოვნა ნინას რომ დემეტრეს ასეთი პოზიტიური გავლენა ჰქონდა მასზე. თანაც უკვე მერამდენედ იგრძნო ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანად თავი მის ცხოვრებაში... ^^^ დემეტრე ყველაზე მშვიდი იყო ძილის დროს, არ ეტყობოდა სახეზე არანაირი მძაფრი ემოცია, მკერდი თანაზომიერად უმოძრავებდა და ბაგეები ოდნავ ჰქონდა გაპობილი. ნინამ სახის კონტური ნაზად მოხაზა ქმრის სახეზე და ტუჩის კუთხეები ოდნავ ჩაუტყდა. დემეტრე შეირხა და ნინამ დამნაშავესავით მოაშორა ხელები სახიდან, ოთახი მოათვალიერა, ფრთხილად წამოდგა და მისაღებში გავიდა. წყალი დაისხა და გამჭვირვალე ჭიქას დააკვირდა, საკუთარი ანარეკლი დაინახა, თითქოს თავის თავს თვალებში ჩახედა. წამში მოიშორა ჭიქა და სულ დაეკარგა სურვილი წყალი დაელია. დივანზე ჩამოჯდა და ხელები ლოყებზე ჩამოისვა. ძალიან ეძინებოდა, მაგრამ რამდენჯერაც თვალები დახუჭა იმდენჯერ საშინელი სურათები დაინახა სიშავეში. გადაეჩვია კოშმარებს, შიშს გადაეჩვია და აღარ უნდოდა არც ერთი საერთოდ. მკლავები მაგრად მოიხვია მუცელზე და თვალები დახუჭა. მთელი სხეული უცახცახებდა. ნინასთვის უხცო არ იყო პასუხისმგებლობის გრძნობა, არც გადაწყვეტილებების მიღება უძნელდებოდა, მაგრამ არასდროს არ ყოფილა რაიმე ასეთ დონეზე მნიშვნელოვანი მისთვის. შეეშინდა საკუთრი თავის, შეეშინდა რომ რაღაცას ვერ შეძლებდა, ძალიან ღრმა შიში იგრძნო, რომ არ იქნებოდა ისეთი კარგი როგორიც უნდოდა ყოფილიყო. -დემეტრე, ოდნავ შეშინებულმა წამოიძახა მხრებზე ხელები რომ იგრძნო. -დამშვიდდი, ნინა, სულ გაიყინე, პლედი მოახურა დემეტრემ და მიიხუტა გოგონა. -არ მინდოდა შენი გაღვიძება, დამნაშავეს ტონით ჩაილაპარაკა და თავი ქმრის ყელში დამალა, დემეტრემ ვერ დაინახა, მაგრამ იგრძნო ცოლის გაბუტული ტუჩები. -ჩემით გამეღვიძა, რომ მითხრა რაზე ნერვიულობ, ნინამ ღრმად ამოისუნთქა და თავი ოდნავ გაარხია დემეტრეს კისერში. -ვითამაშოთ გამოცნობანა? თვითონ ვერ ხვდებოდა რატომ იყო ხუმრობის ხასიათზე, მაგრამ ზუსტად იცოდა, აღარ უნდოდა მძიმე საუბრები ცოლთან, უნდოდა საყიდლებზე წასულოყო, ვარდისფერი და ცისფერი პატარა ჩასაცმელი ეყიდა შვილისთვის, ლამაზი ცეროდენა ქუდები და მიკი-მაუსებიანი წინსაფრები, უნდოდა ნინას ღამის ოთხ საათზე გაეღვიძებინა, მარწყვის ტორტი მოეთხოვა,მერე წარმოუდგენლად ბედნიერს ნახევარი ქალაქი გაევლო რომ ღია მარკეტი ენახა, სწრაფად მობრუნებულიყო სახლში და ნინა ჩაძინებული დახვედროდა. მეორე დღეს რომ საერთოდ არ გაახსენდებოდა ტორტი... ერთი ჩვეულებრივი, შეყვარებული კაცი იყო და ბედნიერი წამების დაჭერა უნდოდა თავის ცოლთან ერთად. -ზუსტად ხუთი თვის წინ ანრის დაბადების დღეზე მე და დაჩი დამალობანას ვთამაშობდით, ნიკას და ლიზიკოს სამი წლის შვილს მთელი დღე ხან მგელობანას ვეთამაშებოდით და ბურთს დავდევდით... უნდა მახსენდებოდეს, ყოველ ჯერზე როცა გადავწყეტ სკამიდან, საწოლიდან ავდგე უნდა მახსენდებოდეს, რომ ერთი არასწორი მოძრაობით შეიძლება რაღაც დავუზიანო... დემეტრე, რომ არ ვიყო კარგი დედა?! ნინა ოდნავ ჩაწითლებული თვალებით მიშტერებოდა ქმარს და დევდარიანს უცებ გაახსენდა რომ ის არ შეიძლებოდა ყოფილიყო ერთი ჩვეულებრივი კაცი, მას ვერასდროს ექნებოდა ჩვეულებრივი ბედნიერება, რადგან მისი ცოლი ამ ქვეყნად ყველაზე უცნაური არსება იყო... ისეთი ჩვეულებრივი არაფერი რომ არ აკმაყოფილებთ, ზღვარგადასულად რომ აქვთ გრძნობებიც და მათი შეკავების სურვილიც სხეულში, ყოველთვის რომ სრულყოფილებისკენ მიისწრაფიან და უკან არც შენ გიტოვებენ არასდროს. -ნინა, ხანდახან ისე მაბნევ ხოლმე რომ აღარ ვიცი შენით აღტაცებულმა ტაში შემოვკრა თუ შენზე გაბრაზებულმა კუთხეში მიგაბრძანო, ისევ გაერია ღიმილი ხმაში დემეტრეს. ფეხზე ნელა წამოდგა, ნინას ხელი ჩაჰკიდა და საძინებელში გავიდა. შუქი აანთო და გულში უზღვავი რაოდენობის სითბო ჩაეღვარა ნინას გაღუებული, გაწითლებული ტუჩები რომ შეამჩნია -მოდი აქ, სარკესთან დააყენა ცოლი და ახლა მის ანარეკლს მიაშტერდა. -ხედავ? თითები მუცელზე გადაატარა ცოლს და ოდნავ შეახო ტუჩები საფეთქელთან. -რას? ნინამ დემეტრეს ანარეკლს ჩახედა თვალებში. -ზუსტად... ნინა, ჯერ წონაშიც კი არ მოგიმატია, მუცელიც არ გეტყობა... ახლა ჩვენი შვილი არის დაახლოებით ამხელა, ცერა და საჩვენებელი თითი ოდნავ დააშორა დემეტრემ ერთმანეთს და ნინასაც გაეღიმა, -შენ უკვე ითხოვ საკუთარი თავისგან მაქსიმალურს, გინდა ქვეცნობიერის დონემდე გესმოდეს, რომ მალე დედა გახდები და მთელი შენი არსებით დაიცვა იგი, მაგრამ არ სჭირდება ჩვენს შვილს შენგან დაცვა. -ასე გგონია? კარგად იქნება? -არა, ჩვენი შვილი კარგად არასდროს იქნება. შენ მასთან ერთად იქნები ორის, ხუთის, ათის, თხუთმეტის, მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევი, დაჩისთან ერთად ეთამაშები დაჭერობანას და დამალობანას. მასთან ერთად იგუნდავებ თოვლში და გაისეირნებ ხოლმე წვიმაში, ასწავლი სწორად სიმღერას და დაახატინებ პირველ პეპლებს. შენ მის არც ერთ წამს არ გამოტოვებ და იმაზე ბევრად მეტი იქნება ჩვენი შვილის სიცოცხლე, ვიდრე უბრალოდ „კარგად“. ნინა, ეს ძალიან კარგია, ბევრად მეტი, ვიდრე მე ოდესმე მიოცნებია ჩემი მომავალი შვილებისთვის. თანაც საკმაოდ უჟმური ქმარი გყავს, რომელსაც აღარ ეხერხება ბავშვური თამაშები. შენ ზუსტად ისეთი სჭირდები ჩვენს შვილებს როგორიც ხარ, ჩემო ლამაზო ცოლო. ნინამ დემეტრეს მოაშორა მზერა და მის ხელებს დახედა, თავი უცნაურად იგრძნო. ალბათ დაცულად... ან მშვიდად. იგრძნო, ახლა რომ დაეძინა სიშავეში აღარ შეაწუხებდა უსიამოცნო ფიგურები. ნელა მოტრიალდა და ტუჩები ნაზად მიაწები ქმარს ყელზე, მერე კი ძალიან მაგრად მოხვია ხელები წელზე, თავი მხარზე ჩამოადო და წამით სუნთქვა შეწყვიტა. არ უნდოდა ის ჰაერი ამოესუნთქა და სხეულიდან გამოეშვა... ნამდვილად არ შეშლია, დემეტრეს უცნაური ბედნიერების სურნელი ასდიოდა. ისევ აფორიაქდა ნინა, რამ დაამშვიდა... ან ვინ დაამშვიდა... იქნებ მართლა უბრალოდ უნდა ეწამა დემეტრესი და გამოსავლის ყოველწამიერი ძებნით აღარ გადაეღალა საკუთარი თავი. მაინც მოუწია ამოსუნთქვა... მარტივი ფიზიოლოგიაა, ჟანგბადის გარეშე ადამიანი კვდება... დემეტრეს ღიმილი არ მოშორებია, მარტივად მოძებნა ცოლის ოდნავ გაბუსხული ტუჩები და მისი ტკბილი გემო წამსვე იგრძნო. მთელი სხეულით აიკრა ნინა და კოცნა კიდევ უფრო გააღრმავა, მკერდით იგრძნო ცოლის გახშირებული სუნთქვა, სწრაფად აძგერებული გული და უკვე მერამდენედ იგრძნო თავი ძალიან შესაფერის ადამიანად ნინასთვის. პირველ რიგში, უღრმესი მადლობა საოცარი სიტყვებისთვის და შეფასებისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი დამოკიდებულება და მე მას ვგრძნობ! ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი პერსონაჟებზე... <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.