შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალური აზროვნება 12


20-05-2015, 17:34
ავტორი Qeti.A
ნანახია 6 066

ბევრჯერ წარმოედგინა, დასიზმრებია კიდეც, მაგრამ რეალურად ნანახი და განცდილი სულ სხვა იყო. მიხვდა პატარა გოგოსავით რომ ნერვიულობდა და მის მკერდზე მიხუტებულ ცოლს თავზე აკოცა. ნინამ ამოხედა და ფართოდ გაუღიმა. საკუთარი ინიციატივით დატრიალდა ისე, რომ დემეტრესთვის ხელი არ გაუშვია და მხიარულად გადაიკისკისა.
-მოგწონს ხომ როცა იშლება? კაბაზე ანიშნა დემეტრემ და მასაც გაეცინა.
-ნუ დამცინი, პირველად მაცვია და შენდა საბედნიეროდ უკანასკნელადაც, ახლა დემეტრეს სახეზეც გაჩნდა ნამდვილი, ლაღი ღიმილი.
-ლამაზი ხარ, თითებით ნაზად მოეფერა ლოყაზე და შუბლზე კოცნის კვალი დაუტოვა. ნინა საოცრად მშვიდი იყო მთელი დღის განმავლობაში, გაცილებით მშვიდი, ვიდრე წინასაქორწინო პერიოდში. დემეტრეს საოცრად სიამოვნებდა იმის გააზრება, რომ თვითონ იყო ამ ლამაზი ღიმილის მიზეზი, ლამაზი და ბედნიერი. ხო, ნინა თავისუფლად იტყოდა, რომ ამ წამს ბედნიერი იყო, რაც შეიძლება სწრაფად აპარებდა ხოლმე თვალს დემეტრესკენ და მის ნერვიულობას უკვე აზარტული ინტერესით უყურებდა. ერთ წამში იმდენმა ხუმრობამ გაურბინა თავში რომ კიდევ უფრო გამხიარულდა.
-მოწყდი ერთი წამით და მისმინე, დაჩიმ ხელები გააქნია ნინას თვალწინ და როგორც იქნა მისი ყურადღება მიიპყრო.
-კარგი რა, შენს ქორწილში რომ კარგი გოგო ვიყავი, გადამიხადე ახლა მადლობა და შენც კარგად მოიქეცი, ნინა ღიმილს ვერ იშორებდა თორემ ისე სრული სერიოზულობით უთხრა. ამ ერთი თვის განმავლობაში იმას მიხვდა, რომ დემეტრეს მისი ბავშვური გამოხტომები არც ისე ძალიან სიამოვნებდა და არ უნდოდა ახლა რაიმე არასასიამოვნოს დაეკავებინა დემეტრეს გონება. დაჩი ქორწილის წინა დღეს მილიონჯერ მაინც გააფრთხილა, მაგრამ მაინც, ის ხომ დაჩი იყო...
-დაიკო, უკვე ცოლიანი კაცი ვარ და დავსერიოზულდი, ნინას უცებ გული შეეკუმშა დაჩიმ იმდენად სერიოზულად უთხრა, არ იყო მზად ძველ ცხოვრებასთან საბოლოოდ დასამშვიდობებლად და არც დადიანების საგვარეულო გართობაზე უარის თქმა უნდოდა.
-მართლა? წარბები შეკრა გოგონამ და ძმას მიაშტერდა.
-არა, რა თქმა უნდა, მაგრამ გუშინ ხომ დაგპირდი და... მხრები აიჩეჩა დაჩიმ და მოულოდნელობისგან ადგილზე შეირყა ნინა რომ უცებ მოეხვია.
-ამას რას ხედავს ჩემი თვალები?! ნიკას თვალებში ეტყობოდა უკვე რამდენიმე ჭიქა და უმცროსებმა მხიარულად გაუღიმეს.
-ლიზიკო, რამდენი დალია შენმა ქმარმა? ნინამ თვალები აატრიალა და ნიას დაჩის გვერდით ადგილი დაუთმო.
-ნუ ნერვიულობ, სამაგიეროდ შენსას არ დაულევია წვეთი, ლიზიკომ თვალი ჩაუკრა და ნინამ მათკენ მომავალ დემეტრეს გახედა. ახლა იმდენად ცხადად დაინახა მღელვარება ქმრის სახეზე რომ უსიამოვნოდ წარბები შეკრა. წელზე მოხვეულ ხელს მოეფერა და დარბაზისკენ გაიხედა. არა, თავში არაფერი მოდიოდა, რასაც დემეტრე შეიძლებოდა აენერვიულებინა. ლოყაზე მისი ტუჩების შეხება იგრძნო და მიხვდა ყურადღებას არ აქცევდა რაზე ლაპარაკობდნენ.
-დაიღალე? ნინას გონება დემეტრესთან დაბრუნდა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, რატომღაც მოეჩვენა რომ ამ ერთ სიტყვას ჰქონდა დაფარული კონტექსტი. ტუჩის კუთხეები ღიმილმა ჩაუტეხა და თავი უარყოფის ნიშნად გააქნია. დემეტრე კიდევ უფრო მაგრად ჩაეხუტა და ნინამ დაფარული კონტექსტი წამში ამოიცნო.
-ნიაკო, რა მაგრად იცეკვე, ბარბარემ მათთან მოირბინა.
-არ გინდა ვიცეკვოთ? დემეტრემ ისევ ნინას ყურთან დაიჩურჩულა და ნინას თავის აზრებზე გაეცინა. ისევ გააქნია თავი უარყოფის ნიშნად. უკნიდან მოხვეულ ქმარს გახედა და თვალებით დამშვიდება უბრძანა.
-რას იტყვი, ნიკა, როგორი გრძნობაა უმცროსი და რომ გითხოვდება? ბარბარე აშკარად ხუმრობის ხასიათზე იყო და ნიკას დაბღვერილ მზერაზე გულიანად გაიცინა.
-დაჩი, შენ?
-დიდი იმედი მაქვს უკან მალე არ მაობუნძულებენ, თორემ... ნიამ ქმარს ხელზე დაქაჩა და დაჩიმ ნინას სერიოზული, უფრო გაბრაზებული სახე დაინახა და წამში გაჩუმდა. დემეტრეს გაეღიმა.
-არავითარ შემთხვევაში, მხიარულად ჩასჩურჩულა ნინას და ახლა თვითონ გახდა გაბრაზებული მზერის მსხვერპლი.
-როგორ უხდებით ყველა ერთმანეთს, ბარბარემ ისევ გაიცინა, -და რადგან ეს დღე ასე მშვიდად გადაიტანეთ, ჯერ ერთ ძმას მოავლო თვალი, მერე მეორეს, -დაიმსახურეთ ახალი ამბის გაგება, ბარბარემ ხელები ერთმანეთს მიადო და უფროსებს მიაჩერდა, -მოკლედ შეყვარებული მყავს, ნიკა, შენი სეხნიაა, ძალიან კარგია, მოგეწონათ, თუ ჭკვიანად მოიქცევით გაგაცნობთ, უჰჰ.. რა კარგია, რომ იცით, ბარბარემ კიდევ აჩუქა ყველას გახარებული ღიმილი და სწრაფად წავიდა დარბაზის მეორე მხარეს.
ნინამ თავი ვერ შეიკავა და მხიარულად გადაიკისკისა, გოგონებს გადახედა და კიდევ უფრო მეტად გაეცინა ნიაკო დაჩის რომ აკავებდა.
-ბარბარემ, შენს ძმებს, რასაც ქვია, ენები ჩააგდებინა, დემეტრემაც გაიცინა და ნინა მისკენ შეტრიალდა.
-ბატონო დემეტრე, გირჩევთ მოემზადოთ თქვენი დებისგან მსგავსი აღიარების მოსასმენად, ნინამ კიდევ ერთხელ გაიცინა დემეტრეს დაბღვერილ სახეზე, -ოხ, ეს ქართველი კაცები რა! ამოიხვნეშა ბოლოს და ქმარი საცეკვაოდ წაიყვანა. ნინამ კისერზე მოხვია ორივე ხელი და საფეთქელთან ნაზი კოცნა იგრძნო, უცნაურად სიამოვნებდა დემეტრეს ყველა შეხებაში მზრუნველობას რომ გრძნობდა და მისგან ვერწამოსულ სითბოს უკვე ყურადღებას აღარ აქცევდა,
-თქვენი წასვლის დროა, ლამის ყურში ჩაყვირა ალექსანდრემ და მობეზრებული სახით გადახედა ქმრის ძმაკაცებს.
-ჩემს ქორწილში არ მაჩერებენ, ნინამ თეატრალურად გაშალა ხელები და თავი გააქნია.
-კარგი რა, ნინიკო, უფრო საინტერესო რაღაცებიც გელოდებათ
-ანდრეა! დემეტრემ ენას ამოგაძრობ მზერით გააჩუმა მეგობრები და ნინას ხელი ჩაჰკიდა.
-მითხარით რა სად უნდა წავიდეთ თაფლობის თვეზე, სამივეს მუდარის მზერა მოავლო და ტუჩები გაბუსხა, პასუხი რომ მაინც ვერ მიიღო. დემეტრემ ისევ მოხვია წელზე ხელი და ცეკვა გააგრძელა.
-მართლა არ დაიღალე? უკვე თითქმის ათი საათია.
-ცოტათი, მგონი უკვე კაბაც მიჭერს, ნინას დემეტრეს მზერაზე გულიანად გაეცინა. -ეგ არ მიგულისხმია მართლა მიჭერს.
-არა, შეგეძლო პირდაპირ გეთხოვა, დევდარიანი ჯერ კიდევ ელოდა ნინას აფორიაქებულ თვალებს, მაგრამ არაფერი... -წავიდეთ? ღიმილი სახეზე შეაშრა ისევ ქვეტექსტიანი ხმა რომ გაიგონა და თავი დაუქნია.
-სტუმრებს დავემშვიდობოთ, ლოყაზე აკოცა ქმარს და მშობლებისკენ წავიდა.
^^^
-იმედია, იმდენად არ გიჭერს რომ სახლამდე ვერ მოითმინო, დემეტრე ცალი ხელით მანქანას მართავდა, ცალით ნინას თითებს ეფერებოდა, გოგონას სიცილზე თვითონაც გაიღიმა.
-ხანდახან მართლა რა კარგად ხუმრობ, მაგრამ ახლა მე არ უნდა ვნერვიულობდე? გოგონამ თვალები დააწვრილა და დემეტრესკენ მთელი ტანით შეტრიალდა. ამის გაგონებისას უფრო შეეტყო დემეტრეს ნერვიულობა სახეზე, არც უფიქრია, რომ ნინა შეამჩნევდა.
-დემეტრე, რამე მოხდა? ოდნავ გაეღიმა დევდარიანს.
-არაფერი, ნაზად აკოცა თითებზე და თვალი ჩაუკრა, ნინა ჯერ კიდევ მისი სახის შესწავლაში იყო და უცებ ტუჩები შეკავებული სიცილისგან დაებრიცა.
-შენ ხომ... არა, გამორიცხულია, დემეტრე, ა? ნინა უფრო ხმამაღლა ფიქრობდა და ქმარს სახეზე დააშტერდა.
-რა? დევდარიანმა მანქანა გააჩერა და გულიანად გადაიხარხარა, ღვედი აიხსნა უფრო თავისუფლად რომ ყოფილიყო და რამდენიმე წუთი შეუჩერებლად იცინოდა. ნინა აშკარად უხერხულ სიტუაციაში მოყვა და თვალები აატრიალა.
-რაღაც მიზეზი ხომ უნდა ჰქონოდა აბა შენს ნერვიულობას, დაბნეული ღიმილით ამოიბუზღუნა და შვებით ამოუსუნთქა დემეტრემ რომ სიცილი შეწყვიტა. სავარძელზე გადაწვა და სუნთქვის დასარეგულირებლად რამდენჯერ ღრმად ამოისუნთქა. ნინა დაუხამხამებლად ადევნებდა მის მოძრაობებს თვალს. ბოლოს დემეტრემ თვალებში ჩახედა და მიმზიდველად გაუღიმა.
-ქალბატონო, ძალიან ნელა მიახლოვა სახე თავის ცოლს და ლოყაზე ცხვირი გაუხახუნა, -კონკრეტულად რაში გეპარებათ ეჭვი, საუბრისას ძალიან ნაზად, თითქმის შეუმჩნევლად ეხებოდა დემეტრეს ტუჩები ნინასას, მის სუნთქვას მთელი სახით გრძნობდა და თვალები უკვე ნაცბობმა სასიამოვნო იმპულსებმა დაუხუჭა. ყელზე ნაზად მოეფერა თითებით და უკვე გახსნილ ბაგეებზე ფრთხილად შეეხო ცოლს, -ნინა დადიანი თავისი უცნაური აზროვნებით, ისევ ტუჩებზე დაიჩურჩულა და ცოლის მძიმე სუნთქვას ყურადღება არ მიაქცია. მთელი სხეულით მისკენ იყო მიბრუნებული, იმაზე ახლოს ვიდრე ოდესმე ყოფილა, ნინა უკვე გააბრუა ჯერ კიდევ უჩვეულო შეგრძნებებმა, მაგრამ თავი მაინც აიძულა თვალები გაეხილა. მიხვდა, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ამ თემაზე ხუმრობის დაწყებით, ახლა უფრო დემეტრე ერთობოდა, თვალებში უცნაურად ჩამუქებული ჰქონდა, თუმცა მხიარული ჭინკები მაინც დახტოდნენ მათში. მარჯვენა ხელის ზურგით ისევ სახეზე მოეფერა და მხარზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა ცოლს. სხეულიდან წამოსული ხმის ჩასახშობად მაგრად დააჭირა ტუჩები ერთმანეთს, მაგრამ დემეტრემ თავი ფრთხილად გააქნია და ღიმილით გაუხსნა ტუჩები.
-ისუნთქე, ხმაში ძალიან დიდ სურვილთან ერთად ირონიაც იგრძნო ნინამ და ისევ სწრაფად გაახილა თვალები. -ძალიან, ძალიან გიჭერს? უკვე აშკარად დასცინოდა ცოლს და ნინამ თვალები დააწვრილა. გონებაში სამაგიეროს გადახდის უამრავი გეგმა დააწყო და მათგან პირველის განხორციელება მაშინვე დაიწყო. ხელებში მოიქცია ქმრის სახე ვნებიანად დაუკოცნა ჯერ ზედა მერე ქვედა ტუჩი. ზუსტად ვერ მიხვდა მოულოდნელობის ეფექტის გამო იყო თუ დემეტრეს უბრალოდ მოსწონდა ინიციატივა რომ ჯერ კიდევ ნინას ჰქონდა, თუმცა იმდენად სწრაფად მოსწყდა მის ბაგეებს ამის გააზრების საშუალებაც არ მისცა ქმარს. -მგონი შენ უფრო გიჭერს ჩემი კაბა, გამარჯვებულის ღიმილი ესროლა ნინამ და ხელის მარტივი მოძრაობით დააბრუნა თავის სავარძელში. ღიმილით გააქნია თავი დემეტრემ და მანქანა დაქოქა.
-სხვათაშორის სიურპრიზის მომზადება მინდოდა, მაგრამ შემემეშინდა ჯერ ის ყვავილები არ გამოგეტირა და მერე შენი სიურპრიზების დამოკიდებულება რომ გამახსენდა ხომ საერთოდ.
-იმედია ვარდის ფურცლები არ დამხვდება საწოლში, ისევ გადაიკისკისა ნინამ და თავიანთი სახლის კარი შეაღო.
-ყველაზე არარომანტიკული არსება მოვიყვანე ცოლად, სწრაფად აკოცა ტუჩებზე და ხელი მაგრად ჩასჭიდა. -რამეს დალევ?
-რავიცი, შენ თუ დამშვიდება კიდევ გჭირდება დავლიოთ, ძალიან ჩვეულებრივად ჩაილაპარაკა ნინამ და დემეტრეს გაბრაზებულ სახეზე გაეცინა.
-არ გინდა და ნუ გინდა, თვალები დაუწვრილა დევდარიანმა და ნინა უცებ ოთახის შუაში დატრიალდა.
-ლამაზი კაბა გაცვია, მთელს სიმაღლეზე აათვალიერა ცოლი და მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ნინა თვალებს არ აშორებდა და თანდათან გულის ცემა უხშირდებოდა. დროულად გაახსენდა მანქანაში შედგენილი გეგმა და ხელები ზურგს უკან წაიღო.
-კი, ლამაზია, მაგრამ... ელვა შესაკრავი ისე სწრფად გაიხსნა თვითონაც გაუკვირდა, საოცარი შეგრძნება ჰქონდა სხეულზე ნელა რომ მისრიალებდა კაბა იატაკისკენ, ეგონა სიცილით მოკვდებოდა დემეტრეს სახეზე, ყოველშემთხვევაში გეგმა ასეთი იყო, მაგრამ ქმრის გაოცებულმა თვალებმა ხმა საერთოდ წაართვეს, მხოლოდ ის მოიფიქრა რომ კაბიდან გადმოებიჯებინა და იმ დამღლელი ფეხსაცმელებისგანაც გათავისუფლდა. გრძნობდა დაძაბულ მზერას სხეულზე, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. დემეტრე მართლა არ ელოდა ამდენ გამბედაობას, მაგრამ ნინა იმაზე აზარტული იყო, ვიდრე წარმოედგინა... სიამოვნებდა მისი შეფაკლული ლოყები და ისიც ნერვიულობის ნაცვლად ძალიან დიდ სურვილს რომ ხედავდა მის თვალებში. ხელები აეწვა ისე მოუნდა შეხება, მაგრამ ლოდინის შეგრძნება იმდენად სასიამოვნო იყო რომ დაენანა მალე გასაქრობად, ბოლოს ნინამ როგორც იქნა ამოხედა და დემეტრე სულ სხვანაირმა სასიამოვნო შეგრძნებებმა მოიცვა. გააზრებაც ვერ მოასწრო ისე სწრაფად მოიქცია ქმარმა მკლავებში და ტუჩებზე ისეთი გრძნობით აკოცა ნინამ ვერაფრით დაახშო ახლად წამოსული ხმა.
-ადამიანის. ჭკუიდან. გადაყვანა. შეგიძლია, კოცნებს შორის ჩურჩულებდა დემეტრე და რაც შეეძლო ახლოს იკრავდა ცოლის სხეულს. ნინას ისეთი გრძნობდა ჰქონდა, თითქოს ლაპარაკი დაავიწყდა.
ტუჩების მოუშორებლად შეიყვანა ოთახში და საწოლზე დასვა, თვალები მაგრად დახუჭა და ნინას სურნელმა ისევ ჰარმონიული შეგრძნებები შეიტანა მის სხეულში.
-ჩვენ შევთანხმდით, რომ შუქს არ ჩავაქრობდით, მე კიდევ სიტყვის კაცი ვარ, ღიმილით უთხრა ცოლს და ღამის განათება აანთო. ოთახში ოქროსფერი სინათლე, თითქოს დაიღვარა და ნინამ ჭერს ახედა, ზღაპრის შთაბეჭდილება შეექმნა და ისიც კი იფიქრა დისნეის მულტფილმებს ამ ეტაპამდე რომ აგრძელებდეს აუცილებლად ასეთ ოთახს შექმნიდაო. საკუთარი აზრების აბსურდულობა ვერ დაიჯერა და დემეტრეს შეხედა. მზერა უცნაურად სერიოზული ჰქონდა და ნინა დააბნია ამ გამოხედვამ. აღარ ნერვიულობდა, მაგრამ მშვიდიც არ იყო დევდარიანი. ახლა მართლა არ იცოდა უნდა გაეკეთებინა, მის გეგმაში დემეტრეს გაოცებული მზერის მერე აღარაფერი იყო. ნელა წამოდგა ფეხზე და ქმართან ახლოს მივიდა, ჯერ კიდევ თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ არ გრძნობდა თავს უხერხულად ნახევრადშიშველი რომ იდგა მის წინ, მაგრამ აშკარად არ იყო დარცხვენილი. ძალიან ნაზად მოეფერა ლოყაზე და თვალებში ჩახედა.
-მითხარი, თუ რამე გაწუხებს, იმაზე მეტი მზრუნველობა გაიგონა ცოლის ხმაში, ვიდრე ეგონა რომ იმსახურებდა და მიხვდა, ახლა საერთოდ არ ჰქონდა რაიმეს თქმის უფლება, ახლა ნინას გონება არაფერ არასასიამოვნოს არ უნდა დაეკავებინა. საოცარი შვება მოჰგვარა ამ ფიქრმა და ნინას უდარდელად გაუღიმა.
-მგონი მეც მიჭერს ტანსაცმელი, მარტივი მოძრაობით გაიხადა პიჯაკი და ცოლისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. -შენ რომ იცოდე რა კარგი ხარ... მხრებზე ნაზად მოეფერა ცოლს. ნინას თითებმა თვითონ იპოვეს თავიანთი საქმე და პერანგიც მალე აღმოჩნდა პიჯაკის გვერდით იატაკზე. ოდნავი ბიძგით საწოლზე წამში აღმოჩნდა და ოქროსფერი შუქით განათებულ ქმრის სახეს დააკვირდა, დიდხანს არ დასცალდა და თვალები ისევ თავისით დაეხუჭა. დემეტრეს ტუჩები ფიქრის საშუალებას არ აძლევდა ისე დაბოდიალობდა მის სახეზე, ყელზე, მხრებზე. ესმოდა ქმრის ხმა, მაგრამ სიტყვების გარჩევა უჭირდა, გონებას უბინდავდა დემეტრეს ხელები უკვე მთელი მისი სხეული რომ შესწავლილი ჰქონდათ, ტუჩები ისევ მაგრად დააჭირა ერთმანეთს, მაგრამ ხმის შეკავება მაინც ვერ შეძლო ქმრის ტუჩები რომ მკერდზე იგრძნო. თითქოს დაინახა მისი ღიმილი იმდენად ცხადად იგრძნო კანით. ხელი მომუჭულ თეთრეულს გაუშვა და ნაზად დაუსვა ზურგზე. საოცრად ესიამოვნა დაკუნთული სხეულის შეხება, თითქოს სიძლიერე მოდიოდა მისგან, კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა ქმედება და უკვე ნათლად იგრძნო უსწორმასწორო ზედაპირი თითებს ქვეშ, თავიდან ისიც იფიქრა, რომ შეიძლებოდა უბრალოდ კუნთები ყოფილიყო, მაგრამ ამისთვის ზედმეტად წვრილი იყო. გონება რაც შეეძლო დაძაბა, მაგრამ ზედმეტად ბევრი ემოცია იყო, ძალიან ახალი. თმაში გაუაზრებლად ჩაავლო ხელი ქმარს კოცნის კვალი რომ მუცელზე დაუტოვა. თავიდან დაიწყო ფიქრი ყველა აზრი უკვე ამოფრენილი ჰქონდა გონებიდან, სხეულზე გრძნობდა დემეტრეს მკერდის მოძრაობას მისი ღრმა სუნთქვის დროს და ამას საერთოდ ჭკუიდან გადაჰყავდა. მხრებზე დაუსვა ხელები და ისევ იგრძნო უსწმორმასროსო ზედაპირი, შემდეგ მკერდზე და ამჯერად უფრო გამოკვეთილი იყო. თვალები დაბნეულმა გაახილა და შეეცადა რაღაც ეთქვა.
-ნუ ფიქრობ, ნინა. ახლა არაფერი არ არსებობს, საერთოდ არაფერი, სადღაც სიღრმიდან ისმოდა დემეტრეს ხმა და ისეთი მიმზიდველი იყო, აღარ უნდოდა გაჩუმებულიყო. ისევ დაუსვა მხრებზე ხელი და ახლა მხოლოდ მისი კანის სიმხურვალე იგრძნო, თითქოს ყველაფერი დანარჩენი მართლა გაქრა.
მერე თითები მაგრად მოუჭირა ქმრის სხეულს და თავი უკან გადასწია, თითების თამაში თეძოებზე გონებას უბინდავდა და მალე ხმის დამორჩილებას საერთოდ აღარ ცდილობდა.
დემეტრე მხოლოდ იმახსოვრებდა, ყველა უმნიშვნელო დეტალს ყურადღებას აქცევდა, ცოლის სახეზე ემოციების ცვლილებებს თვალმოუშორებლად აკვირდებოდა და მთელი არსებით გრძნობდა, რომ მისთვის არ არსებობდა არაფერი გარდა ამ ემოციებისა, მხოლოდ ნინა და მისი ლამაზი თვალები, კიდევ უფრო ლამაზი ემოციებით სავსე.



№1  offline წევრი NaaT

ისევ ინტრიგაა )) უუფ როგორ მომწონს love
ისე გამახარა ამ თავმა ^^ მოუთმენლად ველოდები შემდეგს ))
შენ ხარ საუკეთესო <33

 


№2  offline წევრი casas

ძალიაან მაგარიაა love როგოორრ მომწოონს დემეტრე და ნინა..თითქოს ერთმანეთს აავსებეენ ოორივეეე winked

 


№3  offline წევრი qetusha

love ბრავოოო.

 


№4  offline წევრი aneta

დღეს არ ველოდი ახალ თავს და ისე გამიხარდააა :)))))))))) ამ ისტორიას რომ ვკითხულობ ვიჯერებ რომ ნინას და დემეტრესნაირები არსებობენ და მიხარია :*

 


№5  offline წევრი tveni

რა საყვარლები არიან <3 <3

 


№6  offline წევრი nestanuka13

ვერ მივხვდი დემეტრეს რამე სჭირს ??

 


№7  offline წევრი Qeti.A

[quote=nestanuka13]ვერ მივხვდი დემეტრეს რამე სჭირს ??[/quotრამე ავადმყოფობას თუ გულისხმობ, არა, ჯანმრთელია დემეტრე...

 


№8  offline წევრი nestanuka13

ავადმყოფობა არა იმას ვგულისხმობ რომ ხელები რომ გადაუსვა ბეჭებზე უსწორმასწორო ზედაპირი იგრძნოვო :)

 


№9  offline წევრი Mkitxveli

ძალიან კარგად წერ! და მაგრად აღწერ:*

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

nestanuka13
ავადმყოფობა არა იმას ვგულისხმობ რომ ხელები რომ გადაუსვა ბეჭებზე უსწორმასწორო ზედაპირი იგრძნოვო :)


ანუ შრამები იგრძნო, რომელთა არსებიბაზეც არაფერი იცოდა აქამდე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent