შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერია გოგონა?! (2)


14-06-2015, 20:04
ავტორი coco girl
ნანახია 4 414

როგორ იცვლება ცხოვრება არა?! დრო მალე გადის, ადამიანი იზრდება და იცვლება... მეც ასეთი ცვლილებები განვიცადე... უკვე ძალიან დიდი ვარ იმისთვის, რომ ვერ მივხვდე ამ ყველაფერს.
ხო, მართლა, მე ლორა ობოლაძე ვარ. იმედია, თქვენ მაინც არ გაგიკვირდებათ ჩემი სახელი. რა ვქნა გვანცას ასე დაუბარებია. სკოლაში მისვლისთანავე აიტაცა ყველამ ჩემი სახელი.
- ლორა?! - ჩურჩულებდნენ - კი, მაგრამ ლორა რა სახელია?!
მე ჩუმად ვუყურებდი მოლაყბეებს და თვალებით ვბურღავდი.
ჩემს ყოფილ სკოლაში, სადაც მეთორმეტე კლასამდე ვსწავლობდი, ყველა „ფულიანი მამიკოს გოგონა“-თი მიცნობდნენ.
მაგრამ ყველა დავარწმუნე:
- მე ლორა ვარ, უბრალოდ ლორა!
ყველა ლორას მეძახის! უბრალოდ ლორას!
მეყოფა ფილოსოფოსობა... (სევდიანი ღიმილი);
ვარ 18 წლის. პირველ კურსზე ვარ და რაც არ უნდა მოვიავადმყოფო თავი, მამაჩემი სასწავლებელს არ გამაცდენინებს!
ამიტომ, გათხოვებაც ვერ მოვახერხე... (სიცილი) ხო, მართლა, ეს რა გასაკვირია, ზოგიერთი ისეთი ჯგუფელი მყავს უკვე ორჯერაცაა გათხოვილი და ჩვილი ბავშვი ჰყავს გულზე აკრული.
კარგი, ამაზე მერე...
- ლორა, ბებე, ჩამოდი დაბლა, ჭამე! - მიყვირის ქვევიდან ჩემი ბებე (ბებია) ლენა.
ლენა ძალიან მაგარი ტიპია! იმენა თინეიჯერია! მე რომ სასწაულების ჩადენა შემეძლოს, ალბათ პირველი რასაც გავაკეთებ, ის იქნება, რომ ლენას გავაახალგაზრდავებდი! ჩემი ბებე!
დაბლა ჩავედი და თმები ავიჩეჩე.
- რა არი, მამაშენივით რო იჩეჩავ ამ თმებს ყოველ დილით?! - გამაკრიტიკა ბებემ.
- ბებე, კაი რაა, ყველა შენნაირი მოწესრიგებული ხო ვერ იქნება?! - ვუთხარი და მოვეხვიე.
ლენაზე 1 თავით დიდი ვარ.
ლენას ჭაღარა თმები კოსად დაუხვევია და უკან „დაუგრუზია“.
- მამაშენმა დამაბარა, ვაი ლორას ტყავი, თუ სასწავლებელში ცუდი ნიშნები ექნებაო! - მითხრა ჩემი შეშინებული სახის დანახვისას გაბრწყინებულმა ლენამ.
- ოო, ბებია, კარგი რაა, მეგონა რამე ისეთი მოხდა რაა... - მხრები ავიჩეჩე.
- უკეთესი?! შენ ვერ ხარ მგონი, ამ ბოლო დროს... - დაეჭვებით შემომხედა. - შეყვარებული ხომ არ ხარ?! - მკითხა.
- კეე, ბებია! - ვუთხარი თვალებგაბრწყინებულმა.
- აბა, ლორა, მიდი დაყაჭე ვინ არის! - მითხრა აზარტში შესულმა ლენამ.
- პიტა ჰქვია... - გამახსენდა უცებ უცნაური სახელი შიმშილის თამაშებიდან.
- პიტა?! პაატა იქნება ხო?! - მკითხა სახელით შეშინებულმა.
- არაა... პიტა.
- რა უბედურებაა, ეს უცნაური სახელებია მოდაში... ჯერ ლორა, მერე პიტა, მერე ვინ იქნება ნეტა?!
- გინდა საღამოს მოგიყვან პიტას?! - ვუთხარი სიცილით.
- ხოო, მოიყვანე, გამაცანი... დამანახე ერთი თვალით, თუა ჩემი ლორას შესაფერისი...
- კაი, ბეე წავედი მეე... - სიცილით ვუთხარი.
ჩაი უცებ გადავკარი, მოსაცმელი მოვიცვი, და სახლიდან გავედი.
ჩემს მანქანაში, BMW-ში ჩავჯექი და ფიქრი დავიწყე.
მანეკენი მოვუყვანო?! არა... სისულელეა. მე გადავიცვა?! არა, მიხვდება...
მანქანა დავქოქე. სალონში ჩემი საყვარელი სუნამოს სუნი იყო, და მეც სიამოვნებისგან გავინაბე. ხოდა ამ განაბვის პროცესში შუა გზაში გავედი.ოცნებებში გავფრინდი, მოწეულივით დამყავდა მანქანა და ბედნიერებისგან ცაზე დავფრინავდი. (ჩემთვის ეს სუნამო წამალია - სიამოვნება მოაქვს)!
სიგნალის ხმა მესმის და მეც ველურად ვაჭერ მუხრუჭს ფეხს. მანქანიდან გადმოვდივარ და გაოცებისგან პირი ღია მრჩება!
ჩემი მანქანა სულ რაღაც ერთი სანტიმეტრით იყო დაშორებული ვიღაცის მანქანისგან.
შავი უზარმაზარი მერსედესიდან შუა ხნის მამაკაცი გადმოვიდა, კოჭებზე ეტყობოდა რა კაციც იყო. ოდნავ შეჭაღარავებული თმა, ხშირი წარბები, მუქი ფერის თვალები და მოვლილი სახე. შარვალ-კოსტუმში იყო გამოწყობილი, ესეიგი სოლიდური პირი უნდა ყოფილიყო. რაღაცნაირად მიყურებდა.
- ძალიან დიდი ბოდიში, ყველაფერი ჩემი ბრალია, უყურადღებოდ ვატარებდი საჭეს...
კაცმა ამათვალიერა თავიდან ფეხებამდე და მხოლოდ ეს მითხრა:
- ქალი საჭესთან არ უნდა დასვა! - ბოროტულად შემომხედა და მანქანაში ჩაჯდა.
მეც მანქანაში ჩავჯექი და დავიძარი.
რათქმაუნდა იმ კაცზე ვერ გავბრაზდებოდი, რადგან ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, მაგრამ ბოლო რეპლიკა რაღა იყო?!
ყურისწამღები ხმა ისმის. სარკეში გავიხედე და დავინახე რომ პოლიცია მომყვებოდა. მაშინვე გავაჩერე მანქანა და პატრულს დაველოდე.
- თქვენი სახელი და გვარი! - მითხრა პოლიციამ, როცა ახლოს მოვიდა.
- ლორა ობოლაძე.
პოლიციელმა წარბები აზიდა.
- ლორა ობოლაძე?! ბიზნესმენ ნიკა ობოლაძის ქალიშვილი?! - იკითხა გაკვირვებულმა.
- კიი მე ვარ - გამეღიმა.
- ალბათ მიხვდით, რომ კინაღამ ერთი ბიზნესმენი გამოასალმეთ სიცოცხლეს!
- სიცოცხლის გამოსალმებაზე რა გითხრათ, მაგრამ წესები დავარღვიე და ჯარიმა გამომიწერეთ, უნივერსიტეტში მეჩქარება. - ზრდილობიანად ვუთხარი.
- თქვენი მართვის მოწმობა მომეცით.
მოწმობა გავუწოდე.
- კარგით, აიღეთ მოწმობა და აწი ჭკვიანად იარეთ! - მითხრა როცა მოწმობას გადახედა.
- მოიცა და ჯარიმა?! - გამიკვირდა.
- ამჯერად გპატიობთ.
- რაა?! - დავიყვირე - არავითარ შემთხვევაში! ახლავე გამომიწერეთ და გადავიხდი! დავაშავე და უნდა გამოვისყიდო!
კაცს უკმაყოფილება შევატყვე სახეზე.
- მამაჩემის გამო ხომ არ ყოყმანობთ?! რახან მამაჩემი ბიზნესმენია გგონიათ ყველაფრის უფლება აქვს?! ან მე რახან ცნობილი და გავლენიანი ბიზნესმენის შვილი ვარ, ამიტომ ყველაფერი მეპატიება?! არ არის მეგობარო ეს ხედვა სწორი! - მივახალე.
კაცი ისევ ყოყმანობდა.
- ჯარიმა! - ვუთხარი უკვე მოთმინება დაკარგულმა - დროზე თორემ სამსახური აღარ გექნებათ!
კაცი მომიახლოვდა, ჯიბიდან წიგნაკი და კალამი ამოიღო და რაღაც დაწერა. შემდეგ ფურცელი გამომიწოდა.
ფურცელს დავხედე: 50 ლარიანი ჯარიმა გამომიწერა.
- ჰოდა ეგრე რაა! - თბილად ვუთხარი - ვისი შვილიც არ უნდა შეგხვდეს, თუ წესს არღვევს უნდა დააჯარიმო! აი ასე! კარგად! - დავუსიგნალე და გზა გავაგრძელე.
გზაზე იმაზე ვფიქრობდი, ბებიას ვუთხრა თუ არა, რომ პიტა გამოგონილია და ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს?! (და ვერც იარსებებს)...
ბოლოს გადავწყვიტე დღეს ვიღადავებ მეთქი და გეგმის დალაგებას შევუდექი.
პიტა იქნება ჩემი დაქალი სესილი, კაცის ტანსაცმელს ჯემოსგან ვითხოვებ, და ასე რაა...
ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც უნივერსიტეტის კარები შევაღე და დარბაზში შევედი.
წინა მერხზე ყოველთვის ზის ერთი ბრმა გოგონა, რომელიც ყველაზე ნიჭიერია და ჭკვიანია, მაგრამ ლექტორები რატომღაც ვერ ექცევიან ისე, როგორც საჭიროა.
- გამარჯობა ნინიკო, ლორა ვარ! - ვუთხარი და ლოყაზე მოვუთათუნე ხელი.
- გამარჯობა ლორა როგორ ხარ?! - მითხრა და ფართოდ გაიღიმა.
- მე კარგად ვარ. მალე ლექცია დაიწყება. როცა დასრულდება მოვალ და ბუფეტში ჩავიდეთ, კარგი?
- ლორა შენ საუკეთესო ხარ! - მითხრა და სახე გაებადრა.
გამეღიმა და ჩემს ადგილას დავჯექი.
მალე ლექტორიც შემოვიდა და ლექციაც დაიწყო.
- ძვირფასო სტუდენტენო, დღეს ცოტა გადავუვიოთ თემას და სამართალზე ვისაუბროთ, თანახმა ხართ?!
სტუდენტებმა თავი დააქნიეს. ვერ გავიგე, რა შუაში იყო სამართალი.
- აბა, მითხარით თითოეული თქვენგანი რა აზრისაა სამართალზე?! ხშირად აწყდებით თუ არა უსამართლობას?!
- ქალბატონო ეკატერინე, შეიძლება დავიწყო ამ თემაზე საუბარი? - თქვა ნინიკომ.
ჯერ ნინიკოს შევხედე, შემდეგ კი ლექტორს გავხედე.
ლექტორმა წაუყრუა და ზურგი შეაქცია.
- აბა ლორა! მოდი შენ გვითხარი რა აზრის ხარ უსამართლობაზე?!
ფეხზე ავდექი. ბოლოსკენ ვიჯექი და არ მინდოდა ჩემი სიტყვა ვინმეს გამორჩენოდა.
- იცით რა ქალბატონო ეკატერინე? რომც არ გადმოგეცათ სიტყვა ჩემთვის, მე მაინც ვიტყოდი ჩემს სათქმელს. ერთი კითხვა გამიჩნდა: რატომ წაუყრუეთ ნინიკოს და რატომ მათქმევინებთ სიტყვას მე?!
- ფულიიი, ფუუულიიი! - წაიმღერა ვიღაცამ.
- ფულიანი მამიკოს გოგო! - მწარედ ჩამეცინა. - ამაზე მეტი უსამართლობა რა გინდათ?! იმის გამო რომ ჩემი გული მოიგოთ, ნინიკოს ამცირებთ! ესაა უსამართლობა! რა დააშავა გოგომ? თავისი აზრის გამოთქმა უნდოდა უბრალოდ! მომიტევეთ ქალბატონო ეკატერინე, მაგრამ თქვენ არასწორად იქცევით!
- ობოლაძე! შენ მასწავლი სწორს და არასწორს?! - იკითხა გაცეცხლებულმა.
- როგორც გინდათ ისე მიიღეთ, მე ჩემი სათქმელი გითხარით! - ეს ვთქვი და სკამზე მოწყვეტით ჩავჯექი.
სტუდენტები გაკვირვებულები მიყურებდნენ ჯერ მე, მერე ლექტორს, ბოლოს კი საბრალო ნინიკოს.
ლექტორმა ბევრი გვლანძღა ყველა ოცდამეერთე საუკუნელი, მაგრამ მას უკვე აღარ ვუსმენდი. როგორღაც ეს ლექცია გადავაგორე და ნინიკოსთან მივედი.
- ნინიკო როგორ ხარ? - ვკითხე.
- ლორა, ჩემს გამო ლექტორთან ურთიერთობა დაგეძაბა... ეს ამად არ ღირდა.
- ნინიკო, მე ძალიან კარგად ვიცი რაც გავაკეთე და აღარ მინდა რაა ამაზე საუბარი... წამო ბუფეტში! - ხელკავი გამიკეთა და გზას გავუდექით.
- ლორა, შენ ძალიან კარგი გოგონა ხარ! - მითხრა მოულოდნელად ნინიკომ და მკლავზე მომეხუტა.
- იმედია ამას იმიტომ არ მეუბნები, რომ ფულიანი მამიკოს გოგო ვარ! - მწარედ ჩავიცინე.
ვიცოდი ნინიკო არ იყო სხვების მსგავსი, უბრალოდ საცდელად დავუსვი ეს კითხვა.
- ლორა, ვგავარ იმ ადამიანს ვინც ფულს ხამდება?! - სერიოუზულად მკითხა.
- ვიცი ნინიკო, შენ სხვანაირი ხარ, ჩვენ ყველასგან განსხვავებული, ამიტომ მიყვარხარ ასე! - მკლავზე ხელი გადავუსვი.
ბუფეტში შევედით, საჭმელები ავიღეთ და მაგიდას მივუჯექით.
- ნეტა სესილი სად ჯანდაბაშია დღეს ?! - ვთქვი და დავურეკე.
- ალო!
- სად ხარ ქალო?! - სიცილით ვუთხარი.
- უნიში ვერ მოვდივარ გოგო ცუდად ვარ! - მითხრა მისუსტებული ხმით.
- დღეეს?! გაგიჟდი? იცი რა მაგარი რაღაც მოვიფიქრე?!
- რა? - დაინტერესდა.
მოვუყევი ჩემი და"პიტას სასიყვარულო ისტორიაზე".
- ვსოო, კარგად ვარ! უნიდან რო გამოხვალ მომწერე. - თქვა აღფრთოვანებულმა.
- გამოგივლი მე თვითონ!
- ოქეეი!
საუბარს რომ მოვრჩით და ნინიკოს გავხედე სიცილით იგუდებოდა.
- ეეჰ, ნეტა მეც შემეძლოს ამ ყველაფრის დანახვა, რას არ მივცემდი... - თქვა და სევდიანად გაიღიმა.
- შენ ყველაფერს შეძლებ, მერწმუნე! - დავაიმედე და ზურგზე მოვეფერე.
***
- რა გჭირს გოგო, ერთი საათია გისიგნალებ, შემჭამეს შენმა მეზობლებმა! - სიცილით ვუთხარი სესილის, როცა მანქანაში ჩაჯდა.
- ერთი ეგ მადარდებს ყოველთვის და მეორე რა ხდება ჩინეთში! - თქვა და ტუჩები დაპრუწა.
- როგორი განწყობა გაქვს აბა, პიტას როლის შესასრულებლად მზად ხარ? - ვკითხე სიცილით.
- ლენა ბებეს სახე დამანახა ამას რო გაიგებს და მეტი არაფერი მინდა. - თქვა და სიამოვნებისგან ხელები მოიფშვნიტა.

***
- ძალიან გთხოვ ბებიაშენი არ მოკლა რაა! - შემევედრა ჯემო როცა შარვალ კოსტუმი მომცა.
- ნუ ღელავ ნათლი! ერთ სელფს გამოგიგზავნი და დავაწერ: "მედაჩემისიკვალულიპიტა" მოსულა?
- ახლა გოგო გამასწარი აქედან თორე აეაიეიო! - ბოლოს რა თქვა ვერ გავიგე, რადგან სიცილით გამოვვარდი ჯემოს სახლიდან.
***
- ლორა აღიარე რო ნამდვილი "მუჟიკს" ვგავარ! - მითხრა თავმომწონედ სესილიმ.
- მუჟიკი რაღაა?! - გამეცინა.
- ნამდვილი მამაკაცი! - გაიჯგიმა.
- ეს ულვაშები გაისწორე და ხეცი ხარ!
ბოლო შტრიხებიც შევიტანე გარეგნობაში და სესილი ავათვალიერე.
შავი შარვალ-კოსტუმი, წვეტიანი ფეხსაცმელები, შავი სქელი ულვაშები და ქუდი ჩარლი ჩაპლინის ასოციაციას იწვევდა.
- ჯოხი გინდა და ჩაპლინი ხარ!
სესილი ჩემსკენ მოიწია.
- გოგო რას აკეთებ?! - გამიკვირდა.
- კოცნა ხო უნდა დავამუღამოთ! - მითხრა და ტუჩები გამობზიკა და თვალები დახუჭა.
უცებ აცეტონი და ბამბა დავინახე.
აცეტონი ბამბის ნაჭერს დავასხი და სესილის გამობურცულ ტუჩებზე მივადე.
თვალები გაახილა. გაკვირვებული მიყურებდა, მერე ენით ტუჩებს შეეხო და იმხელა ხმაზე იკივლა, რომ მგონი დედამისმაც გაიგო. (ჩვენ ხომ მის ბინაში ვიყავით!!!)
- პროსტა შენ არ ვიცი რას გიზამ! - თქვა და ტუჩები მოიწმინდა.
- ეე, მოიცა არ მოიწმინდო! - დავიყვირე.
- მეწვის გოგო ნორმალური ხარ? დამიხეთქავს ტუჩებს და მომწამლავს შტერ!
- ოო, დაე ბებეს ეგონოს, რომ შენ ლოთი ხარ! - გამეცინა.
სესილის სახე გაუნათდა.
- ოოო, რას არ მოიფიქრებ რაა! მზად ვარ მე! წავედით! - თქვა და ხელკავი გამიკეთა.

***
ჩვენი სახლის კარებთან ვიყავით.
- იცოდე, არ გაგეცინოს თორე მოგკლავ! - ვუთხარი სესილის.
- კაი რაა, აბა რა მსახიობი უნდა დადგეს ჩემგან თუ ეს როლი ვერ მოვირგე! - მისაყვედურა მომავალმა მსახიობმა.
- ჰოო, კაი, კაი!
ზარს ხელი დავაჭირე და ბებეს გამოსვლას დაველოდე.
მუცელში პეპლები დაფრინავდნენ.
სამი... ორი... ერთი...
კარი გაიღო და ჩემმა ბებემ თავი გამოყო.
- გამარჯობა ბებე! - გავუღიმე.
ლენას თვალები სტუმარზე შერჩა. თავიდან ვიფიქრე მიხვდა-მეთქი, მაგრამ მის მოჭუტულ თვალებს რომ დავაკვირდი, მივხვდი, სიმაღლეს გვიზომავდა.
ცოტაც და გავსკდებოდი სიცილისგან.
სესილი ჩემზე დაბალია და ჩემს კისერზე ჰქონდა ხელი გადახვეული. ეს ისეთი სასაცილო იყო!
- ბებე შემოვალთ რაა! - გამოვაღვიძე ლენა.
ლენამ უსიტყვოდ შეგვიშვა. უკნიდან ვგრძნობდი მის გამჭოლ მზერას.
- ბებე, გაიცანი, ეს პიტაა, დილით რომ გიყვებოდი. პიტა ეს ჩემი უსაყვარლესი ბებოა - ლენა!
- სასიამოვნოა! - ხელი გაუწოდა "პიტამ".
- ჰოო, შენზე ამას ვერ ვიტყოდი! - თქვა ბებემ მაგრამ ხელი მაინც გაუწოდა.
სესილიმ ჩამორთმევის მაგივრად ხელზე აკოცა.
- მოდით სასტუმრო ოთახში. - თქვა ლენამ და წინ გაგვიძღვა.
დავინახე რომ ბებემ ის ხელი, რომელზეც "პიტამ" აკოცა დაყნოსა და სახე დამანჭა.
ჩემთვის ჩავიფხუკუნე და სასტუმრო ოთახში შევედი.
- დაბრძანდით! - ყავა თუ კოფე? - იკითხა ლენამ.
- ბებია, - შუბლი მოვიქავე, - მგონი ყავა და კოფე ერთი და იგივეა...
- იყოს არ შეწუხდეთ, ყავას არ ვსვამ. - თქვა "პიტამ"
ბებია დივანზე დაჯდა.
- ესიეგი შენ პიტა ხარ? - ჰკითხა ლენამ.
- დიახ, პიტა ვარ, პიტა მელარკი. - თქვა სესილიმ და პირზე ხელი აიფარა, გვარი წამოცდა.
- რა გვარი? - ბებიას წარბები ლამის ჰაერში დარჩა.
- აა... ისა... პიტა მელარკიშვილი. - სიტუაცია გავანეიტრალე.
- აბა მელარკიო?
- ისა... პიტას არ მოსწონს თავისი გვარი და შემოკლებით ვეძახით მელარკს...
- შვილო მეტი საქმე არ გაქვს ჩემს ლორას რო გადაეკიდე? ადექი რაა სხვა მოიყვანე ცოლად! - აჯახა პირდაპირ ლენამ.
- სხვა როგორ მოვიყვანო ქალბატონო ლენა, ეს მიყვარს და! - არ შეეპუა "პიტა".
- ერთი წუთით! - თქვა ბებემ, ტელევიზორის პულტს დასწვდა და ხმას დაუწია - შენ მართლა სერიოზულად ფიქრობ რომ მე ლორას გაგატან?
- ბებია! არ გამატან რა ნივთი ხო არავარ არაა! მე თვითონ გავყვები! - ვუთხარი და ლენას უჩუმრად სესილის მხარი გავკარი.
- შენ ან გაჩუმდები ან პირდაპირ მტკვარში გისვრი.
- ისროლეთ მტკვარში და რო დევიჭერ მერე ნახავთ! ვაჰაჰაჰაჰააა! - თქვა სესილიმ და დებილივით გაიცინა.
- ბიჭო შენ ნორმალური ხარ?
- რა შემატყვეთ არანორმალურის?
- მგონი შენ ქვასა ხარ! - უთხრა ლენამ.
- ქვასა თქვენ ხართ ქალბატონო თუ კაია! - უთხრა სესილიმ - ვერ ხედავთ ჩინგიზ-ყაენის წვერები მაქვს! - ეს თქვა და თავის "უწვერო წვერებზე" მოისვა ხელი.
- კაი უზრდელიც ყოფილხარ აბა შენ! - თქვა ბებემ ჩაფიქრებული ხმით.
- ქალბატონო უზრდელური რა გავაკეთე შარვალი ჩევიხადე თუ სტრიპტიზი ვიცეკვე აქანე?! - იკითხა "პიტამ".
მორჩა აღარ შემიძლია! ვკვდები! სესილის ვუპწკინე, რაზეც ულვაშებში ჩაიცინა.
- დეეედაა ჩემი სიკვდილი! მოიცადე ლორა შე საცოდავო მამაშენს რო ვეტყვი მერე ნახავ სიყვარულს! - დამემუქრა ლენა.
- მამამისი ჩემზე ძლიერი რაფერ იქნება ქალბატონა ლენა?
- რაფერ კი არა შე უბედურო ლორა რამ შეგაყვარა ეს ჭიხვინა ქვასა შე უბედუროოო! - დამიტირა ლენამ.
სუნთქვა გაუხშირდა და სავარძელში გადაწვა, ამიტომ სესილის ვუჩურჩულე აღარაფერი უთხრა მეთქი.
ბებიამ ტელევიზორის პულტი ისევ აიღო ხელში და ტელევიზორს ხმა აუწია.
მე "პიტას" მივეხუტე და სიცილი დავიწყე.
უცებ მესმის:
"შიმშილის თამაშები არ გამოტოვოთ რუსთაველის კინო თეატრში! მონაწილეობენ ჯენიფერ ლოურენსი - ქეთნის ევერდინი და ჯოშ ჰათჩერსონი - პიტა მელარკი".
ვაი მეე! ვაი მეე! პიტა მელარკიო?!
ლენას ცალი თვალით გავხედე.
თვალები მოეჭუტა და ჩვენსკენ იყურებოდა.
სესილი კი გაქვავებულიყო და არ იცოდა რა ექნა.
- ესეიგი პიტა მელარკიო არა?! - ბებე წამოჯდა და სესილის შეხედა - ორი მასხარა! სესილი მოიძვრე ეს ულვაში სანამ ჩემით არ დაგაგლიჯე!
მე და სესილი იმხელა ხმაზე ავკაკანდით რომ ლამის სახლს ჭერი ასძვრა.
მერე ბებესთან მივედი და მაგრად მოვეხვიე.
- ბებე, შენ გეგონა შენი ლორა ასეთს გაყვება ცოლად? - გავუღიმე - ბებე ისე რო გავყვე არაფერს მეტყვი ხო?!
- სად უნდა გაყვე შენი ხმა არ გავიგო! - შემომიტია.
- ოოო, მისაღებამდე უნდა გავყვე სესილის რო გავაცილო - სიცილით ვუთხარი.
ბებემ თავში წამომარტყა.
- მასხარა!
მერე სესილის მიუბრუნდა.
- შენგან მაგარი მსახიობი დადგება. ცოტაც და ალბათ მიგახრჩობდი! და ისე... ის აცეტონი რა ჯანდაბად გინდოდა ტუჩებზე?! - სიცილით თქვა და ფეხზე წამოდგა.
მე და სესი ვიცინოდით და წინ მივდიოდით უკან ბებე მოგვყვებოდა.
ზევიდან ნაბიჯების ხმა გავიგე.
- ბებე, ზევით ვინმე არის?! - ვკითხე.
- კი, ნიკა, ბაბუა და ვიღაც ახალგაზრდა ბიჭია. - თქვა უცებ.
- ჰეე აბა ჩემო სესი, ჭკვიანად იყავი, გამოიცვალე მალე და პირი დაიბანე ლოთის შთაბეჭდილებას ტოვებ!
- უიმეეე! უშენოდ ახლა როგორმე! - გამომაჯავრა და ენა გამომიყო.
ეს ენა შეახმა, რადგან კიბეებზე ისეთი სიმპატიუტი ბიჭი ჩამოვიდა რო...
- აუ ნეტა ამის ცოლი გავხდე, მეტი არაფერი მინდა! - ჩამჩურჩულა.
- მეტი რა მოგინდება! - გამეცინა და ისევ ბიჭისკენ გავიხედე.
უკან მამა და ბაბუაც მოჰყვებოდნენ.
- საღამო მშვიდობისა! - თქვა მამამ - სესი, რას გავხარ?!
- ჩემი ბოიფრენდია! - გამეცინა და სესის მივეხუტე.
ბიჭმა ჩემი სახე დაიჭირა და აიმრიზა.
ეს ნახე რაა!
- ნიკა, არ გაგვაცნობ ამ ბიჭს?! - თქვა ლენამ.
- მალე ისედაც გაიცნობთ! - თქვა ნიკამ და ბიჭს კარებისკენ ანიშნა.
ბიჭმა რევერანსი გაგვიკეთა და გარეთ გავიდა.
ბიჭს სესიც გაჰყვა.
ყველა სასტუმრო ოთახში შევიდა.
მხოლოდ მე ვიდექი კართან და ვფიქრობდი.
ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს მამას სიტყვები: "მალე ისედაც გაიცნობთ"-ო?!
- აქ რაღაც ვერ არის წესრიგში! - გავიფიქრე და კარები მივხურე.

--------------------
ესეც მეორე თავი. (ღიმილი) შეცდომებისთვის ბოდიშს ვიხდი!
თქვენი coco girl.



№1  offline წევრი natato

აი უბრალოდ ძალიან მაგარი ისტორია, რაღაც განსხვავებული, მალე დადე. არ გინდა თორმეტის მერე დადო? <3

 


№2  offline წევრი lika

ki kargi tanac gansxvavebuli

 


№3  offline წევრი BuuBiii

ვააიიმეე დედაა wink lol wink რაამდენი ვიცინე ცუდად ვარ :D :D :D ... რას შეეხება შეენ უუმააგრეესიი უძალიანკარგესი უნიჭიეერესიი გოგო ხაარ !! love წარმატებები :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent