შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ აგირჩიე, პატარა ქალბატონო! 5


15-06-2015, 00:01
ავტორი Nini13
ნანახია 5 446

-შენთან რა გვინდა? სახლში წამიყვანე ახლავე, ანი ინერვიულებს. (მე)
-მოდი მოკლედ და კონკრეტულად გეტყვი, არა! (დიტო)
აღარაფერი მითქვამს, ამასთან ლაპარაკს საერთოდ რა აზრი აქვს. მალე მივედით მის სახლში, მაგრამ, ეს სახლი კი არა, სასახლე იყო.
-მოვედით, გადმოდი (დიტო)
მანქანიდან გადავედი და უკან გაქცევა მინდოდა, თუმცა ცხადია არაფერი გამომივიდა, სახლში ძალით შემიყვანა. ასეთი დიდი, მოწესრიგებული და ლამაზი სახლი პირველად ვნახე. რომ შევედით ვიღაც ფუმფულა ქალი გამოვიდა და თბილად უთხრა დიტოს
-შვილო, შენ ახლა რესტორანში არ უნდა იყო? ეს ლამაზი გოგო ვინაა?
-ჩემი შეყვარებულია ლია დეიდა (დიტო) ძალიან გავმწარდი ეს რომ თქვა.
-მართლა? ვაიმე რა ლამაზი და ნაზია შვილო.
-ლია დეიდა ჩვენ ოთახში ავალთ კაი? (დიტო)
-კარგი შვილო მიდით, თუ გინდათ ახლავე ყავას მოვადუღებ და ჩემს გამომცხვარ ნამცხვარს გაგასინჯებთ.
-არაა საჭირო (დიტო) ქალს ლოყაზე აკოცა და მე მომიბრუნდა. ხელი მომკიდა და ოთახში შემათრია.
-აი აქ იქნები ჩაკეტილი და დაწყნარდები. (დიტო)
გავიდა და კარი გაიბრახუნა. „ფუ გველი“. საბედნიეროდ ჩანთა თან მქონდა. ტელეფონი ამოვიღე, Silent_ზე მქონდა დაყენებული, 11 გამოტოვებული ზარი ანისგან, მაშინვე დავურეკე, ზარი გავიდა თუ არა მპასუხობს
-გოგო სად ხართ ან ერთი ან მეორე? (ანი)
-გოგო თავის სახლში წამომათრია და ოთახში ჩამკეტა, აზრზე ხარ რამდენს ბედავს? (მე)
-აუ მე რა ვქნა? (ანი)
-სახლში წადი როგორმე გამოვიპარები ან რამეს ვიზავ. (მე)
-კაი. (ანი) და გავთიშე.
გათიშვა და კარის გაღება ერთი იყო.
-შენ რა მომისმინე? (მე)
-სად გაიპარები? (დიტო)
-შენ ძაან ზედმეტი ხო არ მოგდის, შენი თავი ვინ გგონია? ვერ ხვდები რო ეგრე უფრო მეტად მაძულებ თავს? რას მიაღწევ მაგით? გამიშვი აქედან დროზე (მე)
ეს ვთქვი თუ არა, ძალიან ახლოს მოვიდა, ჩემი სახე ხელებში მოაქცია და მოულოდნელად მაკოცა. აზრზე მალევე მოვედი და მოვიშორე, ამისთვის ვუთავაზე, რაც პირველი არ იყო.
-გოგო შენ ძაან გსიამოვნებს ჩემი ცემა თუ? (დიტო)
-შენ თავს ძაან ბევრის უფლებას აძლევ, დროზე გამიშვი აქედან, ვერ გიტან. (მე)
-ხო და აქ იქნები, სანამ არ შეგიყვარდები ვერსად წახვალ, გაპარვაზე არც იფიქრო. მაინც ვერსად წამიხვალ. (დიტო) თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა. არაფრის თავი არ მქონდა, ძალიან გვიანი იყო, დაძინება ვცადე თუმცა არ გამომივიდა, ჯერ ერთი სხვის სახლში ვიყავი, მერე სულ ამ იდიოტზე ვფიქრობდი, თუმცა დაღლილს როდისღაც ჩამეძინა. დილით ძალიან ადრე გამეღვიძა. კარის სახელური უიმედოდ ჩამოვწიე, მაგრამ კარი ღია იყო, ეგრევე ქვემოთ ჩავედი. ის იყო უნდა გავქცეულიყავი, თუმცა სახლის კარი დაკეტილი დამხვდა. „ფუ ეს იდიოტი“ ვფიქრობდი გულში. „იქნებ მეორე გასასვლელიც აქვს ამხელა სახლს“ გადავწვიტე მომეძებნა, თან სახლის დათვალიერებაც მომინდა, უამრავი ოთახი იყო, აქ ცხოვრება მართლაც სამოთხეა. სახლს ეზოში გასასვლელი კარი ჰქონდა, თუმცა დაკეტილი. არ ვიცოდი რა მექნა, მერე გამახსენდა რომ ძალიან მშიოდა, თანაც დილით ყავის გარეშე ვერ ვძლებ, გადავწყვიტე სამზარეულოში შევსულიყავი და ჩემით მომემზადებინა რამე. შევედი, მაცივარში იმდენი რამე იყო თავ-გზა ამებნა. პირველ რიგში ყავა მინდოდა, მადუღარა ავიღე, ჩავყარე ყველაფერი და ველოდი როდის ადუღდებოდა. უცებ წელზე რაღაც, უფრო სწორად ვიღაც შემეხო.
-დილამშვიდობის პატარა ქალბატონო, როგორ გიხდება ჩემს სამზარეულოში ფუსფუსი. (დიტო)
-ხელები გაწიე, ყავა მინდოდა, ამას მაინც ნუ ჩამაშხამებ და მერე იცოდე აქედან გამიშვებ, თორემ იმ ქალს, ლია დეიდას ვეტყვი ყველაფერს (მე)
-სადაა ლია დეიდა ნუცი აბა ხედავ სადმე? სახლში მარტო ჩვენ ვართ. (დიტო)
-იდიოტო მეზიზღები. (მე) შევუბღვირე და ის იყო სამზარეულოდან უნდა გამოვსულიყავი რომ წამის მეასედში თავისკენ მიმაბრუნა და მაკოცა, გააზრებაც ვერ მოვახერხე, გონს რომ მოვედი ჭიდაობა დავიწყე თუმცა ვერაფრით მოვიშორე. ბოლოს თვითონვე მომშორდა.
-პატარა ქალბატონო, ჩემი ცოლი რომ გახდები რამდენსაც მინდა იმდენს გაკოცებ (დიტო)
-ვაიმე რა უაზრო აზრები გაწუხებს. ტყუილად რატო კარგავ დროს? გოგოები „დახამებულები“ არიან შენზე, წადი და სხვა მოიყვანე ცოლად. მე რას გადამეკიდე. (მე)
-მე შენს მეტი არავინ მინდა. ან ჩემი იქნები ან არავისი. შეეგუე ამას. (დიტო)
აღარაფერი მითქვამს, ოთახში გავიქეცი.
___ანი/ბექა___
ანის დილით ტელეფონზე sms მოუვიდა, გახსნა და უცხო ნომერი იყო: „ანი, ბექა ვარ, შეგიძლია დღეს შემხვდე? ძალიან ძალიან გთხოვ“ (ბექა)
ანის მის მესიჯზე გაეღიმა, და მოკლე პასუხი დაუბრუნა „კაი თანახმა ვარ.“ (ანი) პასუხმაც არ დააყოვნა „მადლობა, რომელზე მოგაკითხო? (ბექა)“ „12_ზე თუ თანახმა ხარ. (ანი)“ „კაი ბაზარი არაა.“ (ბექა)
12-ის ნახევარი მალე დადგა, ანიმ ლამაზად ჩაიცვა და კარზე ზარს ელოდა. აი ზარის ხმაც, ბექა იყო რათქმაუნდა. მანქანაში ჩასხდნენ და ერთერთ კაფეში მივიდნენ. დასხდნენ, შეუკვეთეს ყავა/ლუდი, შეკვეთა მალე მოვიდა.
-გისმენ? რა ხდება? (ანი)
-მოკლედ პირდაპირ გეტყვი, შორიდან შემოვლა არ მიყვარს. გუშინდელის მერე შენზე ვფიქრობ. მგონი მიყვარდები (ბექა)
-ოჰ კაი კაცო, რა პირდაპირი ხარ (ანი)
-არა სერიოზულად ყველანაირი ღადაობის გარეშე. ყველაზე ლამაზი გოგო ხარ ვინც მინახავს. (ანი)
-მადლობა. (ანი) (რა სიტყვა ძუნწია ეს გოგო)
-შეყვარებული გყავს? (ბექა)
-არა (ანი)
-არაუშავს, მალე გეყოლება.(ბექა)
-შენ თავს გულისხმობ? (ანი)
-აბა სხვას ვის. (ბექა) და გაუღიმა.
-კაი მორჩი სისულელეებს. მისმინე დღეს დიტოსთან უნდა წამიყვანო, მე მისამართი არ ვიცი (ანი)
-დიტოსთან რა გინდა? (ბექა)
-ნინი იქ ყავს და უნდა წამოვიყვანო. (ანი)
-კაი ტო მართლა? ჩემთვის არაფერი უთქვამს ისე გაქრა გუშინ. კაი ბაზარი არაა თუ გინდა ახლავე წამო წაგიყვან. (ბექა)
-კაი. (ბექა) მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ, გზაში არაფერი უთქვამთ. აი დიტოს „სასახლეც“. ამ სახლის დანახვაზე ანიმ იფიქრა „აი თურმე სად გამითხოვდება და“, მაგრამ თავის ნაფიქრალზე თვითონვე გაეცინა.
-გიხდება სიცილი (ბექა)
-სიცილი კი არა წამოდი დროზე ჩემი და ვნახო. (ანი) კარზე დააკაკუნეს, დიტომ გაუღო და ცოტა არ იყოს მათი დანახვა გაუკვირდა, სახლში შეიპატიჟა ძმაკაცი და მისი აზრით მომავალი ცოლისდა.
-დიტო ნინი უნდა წავიყვანო (ანი)
-წამოდით თქვენ ორი საქმე მაქ (დიტო)
დიტომ ანი და ბექა მისაღებში დასვა და დაიწყო:
-ანი, მოკლედ, მე შენი დაქალი მიყვარს და მის დათმობას არ ვაპირებ. თუმცა ძაან ცუდად იქცევა, ერთი კვირაც არაა რაც მიცნობს და უკვე სამჯერ მხია სახეში, (თან იცინოდა), იცი რა მომწონს მასში? სხვანაირია, ისეთი არაა როგორიც მე ყველა გოგო მეგონა, პირველად რო დამელაპარაკა აი იქედან მივხვდი რო ეს გოგო ჩემი იქნებოდა, იქნება კიდეც, პროსტა ძაან ჯიუტია და მაიგნორებს. როგორ მოვარჯულო? რა უყვარს, რა მოსწონს? რა ვაჩუქო რო ცოტა გული მოვულბო? საერთოდ რა გავაკეთო? მითხარი რა თუ ძმა ხარ. (დიტო)
-საჩუქრებით არაფერი გამოვა, ნუ ეგეც კარგია მაგრამ, თბილად უნდა მოექცე (ანი)
-სულ ეგაა? (დიტო)
-ნუ ეხლა, თუ საჩუქარს გაუკეთებ რამე სერიოზული მოიფიქრე (ანი)
-და მაგას გეკითხები, რა გაუხარდება? (დიტო)
-ებიჭო მოიტაცე და ეგაა (ბექა)
-შენ რა ჭკვიანი ხარ, შენი აზრით ამ წუთას აქ სტუმრად არი? თუ მოტაცებულია? დებილი ეს. (დიტო)
-რაღაც კაი აზრი მომივიდა და დამაცდით რო ვთქვა? (ანი)
-გისმენ ძმა აბა? (დიტო)
-მოკლედ...



№1  offline წევრი lika

au ra kargdros shewyvite .. dzan kargia da momwon ro ar agvianeb magram patara :D

 


№2  offline წევრი Anika13

ძაან ძაან მაგარია ^^ როგორ მომწონს <3 ყოჩაღ ესე გააგრძელე :**

 


№3  offline წევრი mariko123456

კარგია გააგრძელე <3

>3

 


№4  offline წევრი lamazmani

მომოწნს კაია მალე გააგრძელე

 


№5  offline წევრი cancara

აუ რა ცუდი გოგო ხარ რადროს გაწყვიტე აი დაქალიც ასეთი უნდა საქმებს რო გიწყობს

 


№6  offline წევრი Nini13

მადლობა რომ კითხულობთ love შემდეგს მალე დავდებ <33

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent