შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლაშა ნოზაძე (1 ნაწილი)


15-06-2015, 18:03
ავტორი ფსიქო.13
ნანახია 3 310

ყველა შოკში იყო,ვინც მიცნობდა.
ვინც არ მიცნობდა,ისიც შოკში იყო.
მოკლედ,თბილისი გადავრიე.
გადავრიე'თ.
დედაჩემი სიამაყით მიყურებდა და ჩემ თეთრ კაბას შესაბამის ყელსბამს უძებნიდა. ბიძაჩემი ლიმუზინის მოსაყვანად იყო წასული. ჩემი და ჩემს გადარწმუნებას ცდილობდა.
მე კი უბრალოდ ღიმილიანი სახით ვიდექი და სარკეში საკუთაე ანარკლს ვუყურებდი. ამ რამდენიმე წლის განმავლობაში,საკუთარ თავს აღარ ვგავდი. საშინელება ვიყავი. მაგრამ,მაკიაჟი შეუძლებელს შეძლებსო,ჩემი ჩაწითლებული თვალები დაფარა,ცარცივით თეთრ კანს ოდნავ სივარდისფრე მისცა... პომადამ როგორღაც დახეთქილ ტუჩებსაც უშველა,მოკლედ რომ ვთქვათ,მზად ვარ...
კარზე კაკუნია,დამიძახეს.
ნელი ნაბიჯებით გადის დედაჩემი ოთახიდან,და ხუთ წუთში აქ იყავიო,მაბარებს. კიდევ ერთხელ შევავლე თვალი საკუთარ ანარეკლს და ჩავისუნთქე. მობულური წკრიალებს... მესიჯია...
-"დაქვრივდები.ხელის მოწერიდან რამდენიმე წამში მოკვდება."
ვიცოდი ვინც მომწერდა,მობილური მოვისროლე,და კიბეებზე ჩავედი.

"პირველად"

ლიზას დაბდების დღე იყო,არ ვიცი,რა მეტაკა,მაგრამ გადავწყვიტე ლიზასთვის გასაბერი ბუშტი მეჩუქებინა. გადავიფიქრე და ორიგინალური საჩუქრები დავგუგლე.ვერაფერი ვიპოვე,ამიტომ თვითონ დავიწყე ტვინის მტვრევა. ბოლოს მოვიფქირე,თაიგულს ვაჩუქებდი,ოღონდ ყვავილების მაგივრად,როშენის მრგვალი შოკოლადი ებმეოდა ყუნწს. ნუ,როგორღაც გავაკეთე,ლამაზად მოვახვიე წითელი ბანტი და ერთად შევკარი.
დათამ დარეკა,შავი კაბა გავისწორე და ქუსლების ბაკუნით დავტოვე სადარბაზო.
-მოგკლავს ლიზა-თვალი მრავალმნიშვნელოვნად ჩამიკრა დათამ. დათა ჩვენი ძმაა,ლიზას ბიოლოგიური და ჩემი არაბიოლოგიური. მახსოვს,მე და ლიზა 8 წლის ვიყავით,სკოლაში ვიღაც ბიჭი მაწუხებდა,ლუკა. ლიზა მირჩევდა,მოდი რა,დათას ვუთხრათო,კატეგორიული წინააღნმდეგი ვიყავი,გალახავენ ერთმანეთს,მასწავლებელს ვეტყვი მეთქი და უყვირებს მეთქი. სახლში ვბრუნდებოდით მე და ლიზაზუ,ლუკამ რომ დამიწყო წვალება. თმაზე ჩამომქაჩა,მიბწკინა,იცინოდა და მეც,პატარა ვიყავი,მაშინ არ ვიცოდი,რომ როცა გაწუხებენ,"ყბაში მუშტი!",და ვტიროდი...დათამ ჩამოიარა,ჩვენ სახლში გაგვაცილა და თვითონ სკოლაში დაბრუნდა.
იმ დღის მერე,ლუკა ჩვენთანაა,ისე გვიცავს,როგორც დათა. მოკლედ,შეუდარებელი ოთხეული ვართ.
-მომკლავს,მომკლას. ფეისბუქზე შედით,კუბოები და ვენოკები ევროპიდანო,მად მინის კუბო შეუკვეთეთ,პოზიტიური განწყობისთვის-ფეისბუქ გვერდი გამახსენდა და ხმამაღლა ავხარხარდი. დათა ვერ მიმიხვდა,მაგრამ მაინც დაიწყო სიცილი,ხათრით.
-რას ჩუქნი?-დავწყნარდი თუ არა,ინტერესით ვკითხე და თან ჩემ შოკოლადის თაიგულს დავაკვირდი.
-არაფერს-მხრები აიჩეჩა დათამ-ბევრი ვიფიქრე,მაგრამ ისეთი საჩუქარი,ჩემ არსებობაზე მეტად რო გაუხარდეს,ვერ მოვიფიქრე
-შუტკა მოკვდა,12 ივნისს,ოთხ საათსა და თექვსმეტ წუთზე-გამოვაცხადე და,მის თვალებს,სარკეში თვალი ნიშნისმოგებით ჩავუკარი.
-დღეს ამ სიკვდილს რო გადავეკიდეთ არა?-მაინც გაეცინა დათას
-რაღაც მოხდება,უეჭველში-დარწმუნებით ჩავიბურტყუნე და თაიგულიდან როშენი ამოვაძრე
-დააბრუნე გოგო!-მიყვირა დათამ და პირისკენ გაქანებული შოკოლადის ბურთულა გადამცდა
-დებილი ხარ,დავიხრჩეე!!!-დავუწკვინე მე...
მოკლედ,როგორც იქნა,მივაღწიეთ რესტორნამდე. ლიზა კარებში გვცდიდა თურმე და თვალებს მოლოდინით აცეცებდა აქეთ-იქით. მომზადებული გადავედი მანქნიდან,ლიზი გამოექანა,ჯერ ჩემი თაიგული გამომგლიჯა ხელიდან,მერე სუნამო ააცალა დათას.
-არაფერს-ჩაავილაპარაკეთ მე და დათამ ერთდროულად და გაბრაზების ნიშნად ხელები მკერდთან გადავიჯვარედინეთ
-გემრიელია-ყურადღება არ მოგვაქცია ლიზამ და შოკოლადი ჩაყლაპა
-იქნება,მე შენ გეტყვი-ჩავიფრუტუნე მე
-ხო,მადლობაა^^-გაიკრიჭა ლიზა,სათითაოდ გადაგვკოცნა და ახალმოსულ ლუკას გაუცინა. მოკლედ,დროს ვატარებდით რა,დათას მოუსვენრობა ეტყობოდა,ვიღაცას ელოდებოდა,ოღონდ არ ვიცოდი,ვის.
მეოთხე ჭიქას ვლევდი ალბათ,კარგად შეზარხოშებული ვიყავი და ცეკვა მინდოდა,თვალებით ვინმე სიმპატიურს ვეძებდი,ლიზამ რომ დაიკივლა,ცალი თვალი მოვჭუტე,რა უნდა ახლა მეთქი,ლიზა გაიქცა,გაიქცა კიარა,გაფრინდა თუ რაცაა რა. მის მზერას თვალი გავაყოლე და დამცხა რასაც ქვია.
ლაშა ნოზაძე (1 ნაწილი)

ბიჭი იყო,საოცრება...
ლიზა მივიდა და მაგრად მოეხვია. მერე იკივლა. მერე ცრემლები გადმოუშვა. ხელში გასაღებს ათამაშებდა ბიჭი და ლიზას გამომცდელად უყურებდა.მე გამეცინა. შემომხედა,მაგრამ არ შევიმჩნიე. ლიზამ მანქნის გასაღები წაართვა და გარეთ გავარდა. ხალხმა განაგრძო ცეკვა. დათა ჩემკენ წამოვიდა,ლუკასთან და "ლიზას გულის გამხარებელთან" ერთად.
-ლიკა,ეს ლაშაა,ნოზაძე. ლაშა,ეს კი ლიკა ყაჩლაურია
-სასიამოვნოა-უცნაურად გამიღიმა ლაშამ,თვალი ვერ მოვაშორე,ისეთი სიმპატიური იყო...
-ლიკა ეე,ლიკა-ხელები ხარხარით ამიფრიალა ლუკამ,სახეზე მთლიანად წამოვწითლდი და ხელი როგორც შემეძლო გაბედულად ჩამოვართვი...
ცეკვა მინდოდა,მაგრამ გადამინდა,რაღაცნაირად ვგრძნობდი თავს,ყურადღების ცენტრში ვიყავი,რამდენჯერმე გამიპატიჟეს,მაგრამ ყველას მადლობა გადავუხადე და ვუთხარი რომ გადაღლილი ვიყავი....
-ვიცეკვოთ-სასიამოვნო ბარიტონმა გამომაფხიზლა,გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე,და დარბაზის შუაგულში დავდექით... უეცრად გაისმა ჩემი საყვარელი ვალსის ჰანგები. ვაპირებდი ისევ ისე,ნელა გამეგრძელებინა ცეკვა,მაგრამ აღმოჩნდა რომ,ლაშასაც კარგად სცოდნია ილეთები,ერთად ავყევით მუსიკას და ბოლოს,ოცნებებიდან,ტაშის ხმამ გამომაფხიზლა... თვალებში ჩამაშტერდა,მერე ჩემკენ გადმოიხადა და,ყელზე მომაკრო ტუჩები...

"როცა გიყვარს,შენ შენ არ ხარ..."

ლიზას და დათას ახლო მეგობარი ყოფილა ლაშა,
ლიზა სულ წუწუნებდა,მანქანა მიყიდეთო,თან ცე-კლასი,მაგრამ დაამტვრევო,დათა მუდამ ამით პასუხობდა. ხოდა,ნოზაძემ აჩუქა ვერცხლისფერი მერსედესი...
წვიმა იყო და გარეთ ცხვირი არ გამიყია,ოთახში ვიჯექი მობუზული,ნოუთბუქი მედო მუხლებზე და ამინდს ვწყევლიდი. მომშივდა,ნინო წასული იყო,ბებო გამხდარა ავად. ლილი რამდენიმე კვირით განანთავისუფლეთ,მე კი საჭმლის გაკეთება არ ვიცოდი. ფეისბუქში მოწყენილმა დავპოსტე,მაკდონალდსის პროდუქტებს დიდი სიამოვნებით შევჭამდი მეთქი. კომენტარების ზღვა წამოვიდა,ერთადერთხელ დავპოსტე ასეთი რამ და,არც დააყოვნეს. ლიზას კომენტარზე გამეციმა
-ამას იმიტომ წერ,იმ ერთმა რომ მოგიტანოს ხოო,ტუტუცო შენ-წერდა ლიზა,ნოუთბუქი უკმაყოფილოდ დავხურე და წიგნს დავავლე ხელი. რამდენი ხანი ვკითხულობდი,არ მახსოვს,ალბათ დიდი ხანი,ისე გადავერთე წიგნის სამყაროში,მოულოდნელად ხელის მხარზე შეხებამ,ბოლო ხმაზე ამაკივლა,შეშინებულმა მივიხედე უკან და...
-აქ...აქ საიდან?-ძლივს ამოვილუღლუღე და წამომხტარი კვლავ ლოგინზე ჩამოვჯექი. ისიც ჩემს გვერდით გაჩნდა
-ბონდ,ჯეიმზ ბონდ!-ნიშნისმოგებით ჩამიკრა თვალი. მაინც გამეცინა,მერეღა შევნიშნე მაკდონალდსის პარკი ჩემს საწერ მაგიდაზე,გაკვირვვებულმა თვალების ფახუნი დავიწყე
-ვაა-აღმომხდა ბოლოს და სიჩუმე კვლავ მე დავარღვიე
-რომანტიულ ფილმებში როა რა,საჩუქრის პონტში მოგიტანე და ფანჯრიდან შემოვძვერი მეტი ეფექტისთვის! მაგარი ვარ!-ჩაიცინა,მერე ჩემკენ გადმოიწია და ყურებში ჩამჩურჩულა
-როცა გიყვარს,შენ შენ არ ხარ,იყიდე ჰამბურგერები
გამოვშტერდი. აღარაფერი მესმოდა,ერთ ადგილას გახევებული,მის სიტყვებს ვიაზრებდი,როცა გიყვარსო,ანუ... შანსი არაა,თავი გავაქნიე
-ნიღაბიც უნდა მქონოდა და,ხეცი ვიქნებოდი რა-იდაყვით დაეყრდნო მაგიდას
-მშია-მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე,ორივემ ერთდროულად გავიცინეთ და პარკები გავხსენით. შემიძლია დავიფიცო,ასე გემრიელად,არასდროს არაფერი მიჭამია!
-ახლა ჯეიმზ ბონდურად ვეღარ წავალ,კარებიდან გამიშვებ??-გამეცინა მის ნათქვამზე,რათქმაუნდა-მეთქი,თავი დავუქნიე და,გავაცილე.
ჩემი ჯეიმზ ბონდი!

"გვირილა"

იმ დღეს,მე,ლიზა,დათა,ლუკა და მარიკო,მინდორზე ვიყავით წამოწოლილები,როცა მე ავიჩემე,გვირილები მინდა-მეთქი,უნდა დავპუტო-მეთქი. მარიკომ ერთი გადმომხედა,და გამიგიჟდაო და ისევ ხელები ამოიდო თავქვეშ,დანარჩენებმა კი ყურადღებაც არ მომაქციეს.
ნერვებაშლილი წამოვდექი,ფეხით გავყევი მინდორს და თვალებით ყვავილებს ვათვალიერებდი.
დაღლილი დავჯექი ბალახზე,თავი ხელებში ჩავრგე და ტირილი დავიწყე,რა მატირებდა,მართლა არ ვიცოდი. ყოველთვის იმას ვიღებდი რასაც მინდოდა და საწადელს მუდამ ვაღწევდი,მაგრამ ამჯერად გვირილა ვერ ვიპოვე. არა,ისე სულელი ვარ,ამის გამო რა მატირებდა...
-ვახ-თავი მაღლა ავწიე და ცრემლები მოვიწმინდე. სუსტად შევკივლე,ჩემ გვერდით,ლაშა წამოწოლილიყო და მის გვერდით კი,გვირილების დიდი კონა იდო
-ნუ კივიხარ,ასეთი მოულოდნელი ადამიანი ვარ-მითხრა ისე,ვითომც არაფერიო და პარლამენტი გააბოლა.
-ვერ ხარ?-მხოლოდ ეს ამოვილუღლუღე ხმა წავარდნილმა,წარბები შევკარი და მაინც,გვირილებს დავხედე
-ხო,შეიძლება... და ეგ შენია,გაპუტე რამდენიც გინდა,ოღონდ მხოლოდ ჩემზე კითხე,მიყვარხარ თუ არა-თვალი ჩამიკრა და უარესად გამომაშტერა-აიღე-მხრების აჩეჩვით შემახსენა ისევ. წამოვდექი,ასაღებად უნდა მივსულიყავი,ხელზე რომ დამქაჩა,მალე,არ ვიცი როგორ,მასზე ვიყავი მოთავსებული,თავი მის მკერდზე მედო და მისი გულის რიტმულ ფეთქვას ყურს ვუგდებდი. გამოგიტყდებით,საკმაოდ კომფორტული იყო... თმაზე მეფერებოდა,ნიკაპი კი ჩემს თავზე ჩამოედო. ოდნავ ზემოთ ავიწიე,თავი მაღლა ავწიე და ყელში ხმაურიანად ვაკოცე,გააჟრჟოლა და გაიღიმა...
-ლიკა-ალბათ ნახევარი საათი იყო გასული,მისმა ხმადაბალმა ხმამ გამომაფხიზლა,თვალები გავახილე,სირცხვილისგან არ ვიცოდი სად წავსულიყავი,ჩქარჩქარა გადანინაცვლე და მისი სხეულიდან პირდაპირ ბალახზე გადავწექი-მოდი რა,რატო წახვედი-უკმაყოფილოდ შემომხედა,თავი უარის ნიშნად გავუქნიე და გვერდით მივატრიალე.
-კარგი,წავალ მე,გვირილები შენია-გაიცინა,მე თვალები მაგრად დავხუჭე,რამდენიმე წუთში ჯაშუშივით გავახილე,ის აქ აღარ იყო...
მხოლოდ კონად შეკრული ბევრი გვირილა,რომელსაც თანმიმდევრობით ვპუტავდი და მარლბოროს ვაბოლებდი.

"კონტროლს ექვემდებარები"

ღამე იყო,მარიკო საფრანგეთში გაემგზავრა,სასწავლებლად. გული საშინლად დამწყდა,ისედაც დამწუხრებული ვიყავი,რაღაცნაირად მენატრებოდა... არ ვიცი რა ერქვა ამას,მაგრამ მენატრებოდა!!!
კლუბში წავედი,ბართან მივედი და აღარ მახსოვს,რამდენი ჭიქა გადავკარი ზედიზედ,პირველად ვისკი შევუკვეთე,ბარმენის თქმით,მერე მარტინი,ბოლოს არაყი...
არეული ნაბიჯებით გავედი ბარიდან,ნინო რეკავდა,ალბათ უნდა ეთქვა,ამ ღამე სად ხარო,მაგრამ ტელეფონი მივაგდე და გზა გავაგრძელე. ბნელოდა,ვიღაცეების სიცილის ხმაც მოისმა და,გამაკანკალა... საშინლად შემეშინდა,უკან უნდა დავბრუნებულიყავი,ხელი რომ დამავლეს და სხეულზე ამაკრეს
-მმმ პატარავ,ჩაგახრამუნებ-ამაზრზენი ხმა ქონდა და თვითონაც ამაზრზენი იყო,აკანკალებული თვალებს ვატრიალებდი და ვერც ვყვიროდი,შველა რომ მეთხოვა
მალე ჩემს ტუჩებს წაეტანა,გულისრევის შეგრძნება დამეუფლა,თავდაცვის ხერხებს ვიხსენებდი,მალე ფეხებშუა მოხვდა წიხლი,ამოიგმინა,მაგრამ ამჯერად აღარ დამითმო,პირდაპირ მოქმედებაზე გადავიდა,ხელები დამიკავა,მეორე ხელით ჩემი კაბა მაღლა აწია,მაგრამ უხეშ მატერიას ასე ვერაფერი მოუხერხა,ამიტომ გახია,წამოვიკივლე და გავიბრძოლე,უფრო მომიჭირა ხელები,მის ქმარას წაეტანა და პარალელურად მკერდზე მკოცნიდა,ვყვიროდი და შველას ვითხოვდი... აი ჩემს საცვალს რომ მიადგა,უცებ გაჩერდა ყველაფერი... ძირს დაეცა,ხელები გამიშვა. მე წონასწორობა ვეღარ შევინარჩუნე და თვალებმილულული ვიღაცის მკლავებში ჩავესვენე. ვცახცახებდი და ვტიროდი,მაინც მეშინოდა,მიუხედავად იმისა,ვიცოდი გადავრჩი.
მალე მანქანაში ჩამსვეს,რაღაც მომახურეს,მერე კი ჩამეძინა...
კლუბიდან გამოვდიოდი,კაცი მიახლოვდებოდა. ისევ ის ამაზრზენი სახე და ამაზრზენი ხმა,მირტყამდა და უხეშად მკოცნიდა,თან ცდილობდა როგორმე მოეხერხებინა და ჩემი კაბა გაეხია,ეს მოახერხა,მალე მისი გახსნილი ქამარი მომხვდა სახეში,რადგან არ დავემორჩილე... ვკიოდი,ვყვიროდი,ვტიროდი...
-ჩშშ,კონტროლს ექვემდებარები-გამოვფხიზლდი,ჩემზე შემოხვეულ ლაშას დავაკვირდი,ცრემლები წამომივიდა და უფრო ავეკარი,მაგრამ ის სიზმარი მაინც არ ამომდიოდა თავიდან...

---
---
ესეც პირველი ნაწილი,მეორე ნაწილი,არ ვიცი,ალბათ 3-4 დღეში იქნება...
და წინა ისტორიას კი,მხოლოდ იმიტომ ვწყვეტ,რომ არავინ კითხულობს თითქმის,ვამბობდი,ამას არ გავაკეთებ მეთქი,მაგრამ სტიმული დამეკარგა საშინლად...
სიყვარულით ფსიქო.13
პანდას!



№1  offline წევრი ფსიქო.13

:დდ ჰო,კიდე კაი არ გაგაკუპტიურეს ხდდდდ :დდ
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№2  offline წევრი ფსიქო.13

ამარუ,ასეთი არეული ისტორიაა :დდ
სიმართლე გითხრა,მეც არეული ვარ :დ
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№3  offline წევრი salomee

Bodishi magram "jvriscera sevastopolze" titkmis es istoriaa:) imedia ar gewyineba

 


№4  offline წევრი ფსიქო.13

იორდანიშვილის ისტორიაა ეგ?
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№5  offline წევრი salomee

ფსიქო.13
იორდანიშვილის ისტორიაა ეგ?

Ki teklasia

 


№6  offline წევრი ფსიქო.13

მერე მაგას რითი მიამსგავსე გაფიცებ ო.ო
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№7  offline წევრი Annee

რა ნამუსით არ უნდა შემოვსულიყავი და არ წამეკითხა იმ ადამიანის შემოქმედება, რომელმაც გვერდზე პალატა გამომიყო. :დდდ ხოდა შემოვბლაკუნდი აქაც.. პირველად ვკითხულობ შენს ისტორიებს მგონი. მომეწონე. ისტორიასაც ეტყობა რაღაცნაირი სიგიჟე (თუ მე მეჩვენება ასე? O.ო) <3 საინტერესოა და ჩამითრია..
რაღა დაგიმალო და გვარი ყაჩლაური პირველად გავიგე..

 


№8  offline წევრი ფსიქო.13

Annee
რა ნამუსით არ უნდა შემოვსულიყავი და არ წამეკითხა იმ ადამიანის შემოქმედება, რომელმაც გვერდზე პალატა გამომიყო. :დდდ ხოდა შემოვბლაკუნდი აქაც.. პირველად ვკითხულობ შენს ისტორიებს მგონი. მომეწონე. ისტორიასაც ეტყობა რაღაცნაირი სიგიჟე (თუ მე მეჩვენება ასე? O.ო) <3 საინტერესოა და ჩამითრია..
რაღა დაგიმალო და გვარი ყაჩლაური პირველად გავიგე..

ხო,ჩემი სიგიჟე ეტყობა მაინც,რაღაცნაირად არეული და უცნაურიაო :DD
გვარი ყაჩლაური,თავად პუტკუს გვარია :DDD
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№9  offline წევრი Annee

მე რომ პუტკუ არ ვიცი ვინაა არაფერია?? :/ თუ სწორად მივხვდი ეგ ლიკა ანუ პანდაა და ანუ გიკი გოგოა??

 


№10  offline წევრი Somebody

გოგოს სახელი და გვარი მითხარი რა
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent