მრავალფეროვანი სიყვარული - სრულად
დღევანდელი დღე საქართველოში ? ყველაზე ტრაგიკული ! სიცოცხლის უნარს და სურვილს რომ დაგიკარგავს და თან უფრო მოგანდომებს ! დაღუპული ადამიანების რაოდენობა , დაკარგული ადამიანების გულის მომკვლელი ძიების პროცესი ... მოკლული ცხოველები . ცნობილი პატარა ბოკვერი შუმბა , რომელიც ასე საშინლად დაიღუპა . ყველაზე თბილი და ტკბილი , რომელიც ყველა ჩვენგანმა დაიტირა ! დღე , პერიოდი და მომენტი როდესაც ქარველებმა და საქართელოში მცხოვრებმა ემიგრანტებმა დაამტკიცეს რომ ჩვენ ხო ხო ჩვენ შეგვიძლია ერთიანობა ! ყოველთვის გვჯეროდეს სასწაულების ! იმიტომ , რომ საქართველო სასწაულების ქვეყანაა . დღე , რომლითაც მე საიქიოშიც ვიამაყებ , როდესაც ვიხილე ის საოცრება და ავივსე იმ სიამაყის გრძნობით რაც ჩვენმა ერთიანობამ გამოიწვია ! იმ სითბომ და გამომჟღავნებულმა ტკივლმა რასაც მე ამ დღეების განმავლობაში ვხედავ ! სულის ამატკიებელი ტრაგედია დატრიალდა , მაგრამ ჩვენ ყველა ერთად ამ ყველაფერს ვუძლებდით , ვუძლებთ და მჯერა რომ მომვალაშიც გმირულად გავუძლებთ ამას ! მეამააყება ის ფაქტი რომ სხვა ერის წარმომადგენლებიც ჩაფლულები არიან განახლებით სამუშაოებში ! მეამაყება ის რომ ამდენი ადმიანი ცდილობს ჩვენი დედა ქალაქისთვის დამხარების გაწევას ! მეამაყება , რომ ქართველი ვარ ! მინდა ვთქვა , რომ სულის ამატკიებლად იმოქმედა ჩემზე ამ ყველაფერმა ! ამდენმა ადამიანმა გული ამატკია , ამატკია იმ ხმამ , რომელიც სახლის ფანჯრებთან გავიგე გუშინ , პატარა სულ სულ პატარა მგლის ყმუილი ! რომელსაც დიდი ძაღლების ყეფა და შემდეგ ორი გასროლა მოყვა . მტკივა ყველაფერი მტკივა იმის გამო , რომ ვხედავ როგორ იტანჯებიან დაკარგულების და გარდაცვლილების ოჯახები ! მინდა გითხრათ რომ ჩვენ ამ ყველაფერს მოვერევით , მართალია მათ უკან ვეღარ დავაბრუნებთ მაგრამ შეგვიცლია მცირეოდენი გავაკეთოთ მათთვის . ვილოცოთ ქვეყნისთის , დედაქალაქისთის , სამშობლოსთის ! მსოფლიოსთის ! გარდაცვლილი ადამიანების სულებისთის ! დაკარგული პიროვნებების სახსალამათი დაბრუნებისთვის ! სიყვარული ? სიყვარულია ის ძალა , რომელიც დაგვეხმარება ამ ყველაფრის გადატანაში და დაძლევაში ! სიყვარული სამშობლოსი , ადამიანობის ელემენტალური გამოხატულებისთისაც სიყვარულია საჭირო ! სიყვარული ყველაფრის მიმართ ! სიყვარული დაგვეხმარება , დაგვაძლევინებს ყველა პრობლემას , ყველაფერს უკეთესობისკენ შექმნის . დაკარგულ სიცოცხლეებს ვერავინ და ვერაფერი დაგვავიწყებს , დრომ შეიძლება შეგვაჩვიოს ამ ტკივილს მაგრამ ტკივილი მაინც დარჩება , იქნება ისეთი მტკივნეული როგორიც ახლაა ეს ყველაფერი თითო ეუული ადამიანისთვის ! მინდა პატარა ისტორია მოგიყვეთ ! -გოგო ზოო პარკში არ წავიდეთ დღეს ? -აუუ ღადაობ ? ხო იცი რა ცუდი სუნია ხოლმე მანდ . -მერე რაა , გავერთობით კაი რა მიდი . -რა გიყვარს მაგ ზოო პარკში ამიხსენი რაა . -ყველაფერი ! და ვიცი რომ შენც გიყვარს აეძონძე და გამოდი მალე ! -ხო მიყვარს მაგრამ ეხლა არ ვარ მაგის ხასიათზე ! ხო კარგი გამოვალ მოვემზადები და დაგირეკავ . -მიდი . ჩავიცვი გავემზადე და გარეთ გავედი . ზოო პარკამდე საბურთალოდან ტაქსით წავედით , ვიცინეთ გზაში ბევრი . იქ მისულებმა ფული გადავიხადეთ და შიგნით შევედით . -აუ მანქანები გეფლიზები რაა ! - შევწუწუნე დაქალს . -რა პაწუა ხარ - სიცილით გამკრა მხარზე მხარი დაქალმა და მანქანებისკენ გამიძღვა . მანქანებზე რომ ვიჯექით ერთმანეთს ვეჯახებოდით და დავდევდით , ამით ვირთობდით თავს . ორი ბიჭი იდგა ატაქციონთან და გვიყურებდნენ ცინიკური სიცილით როგორ ვერთობოდით ამხელა გოგონები . მიყვარდა ყველაზე მეტად ეგ ადგილი ! იქ რომ სუნი იდგა , წამითაც ვერ ვგრძნობდი ! ისიც გადმოცემიდან ვიცოდი . დავდიოდი და სიამოვნებით ვუქცქედი ყველა ცხოველს , ღიმილით ვუყურებდი დიდ სპილოს , უშიშრად ვუყურებდი ნიანგს , მიყვარდა იქ მყოფი ცხენები ! მიყვარდა იქ მოსეირნე ლომები და ვეფხვები . იქიდან გამოსული ყოველთვის დადებითად ვგრძნობდი თავს . ზოო პარკისადმი სიყვარული დღითი დღე იზრდებოდა , ამის გამო დღემდე ყველა პატარა ბავშვს მეძახის , სულით მეამბოხეს ! სიგგიჟეები მიყვარს , მიყვარს ბავშვური გართობები და თავის ისევ პატარად წარმოდგენა , იქ შესულს მავიწყდებოდა ყველანაირი ჩემი ფობია , ფობია რომელიც დღემდე ბოლოს მიღებს , მეშინია ქვეწარმავლების და მწერების , მაგრამ , მაგრამ იქ უბრალოდ ყველაფერი მავიწყდებოდა ! მომწონდა ის უხეში ქალი , რომელიც კარში იდგა და გაჰკიოდა , მომწონდა რიგში დგომა ორი საათით , რომ ბილეთები მეყიდა . მომწონდა ხალხის გაოგნებული სახეები როდესაც მე წლოვანებით დიდი გოგო ჭიქებში ვიჯექი და აქეთ იქით წრეეებზე კისკისით ვიკლებდი ყველაფერს . სიყვარული ყველაფერს დაძლევს ხალხო , ზუსტად ამ დაუძლეველი სიყვარულის გამო მტკივა ეს ყველაფერი ! მტკივა დაკარგული ადმაინები . ყველაფერი მტკივა , იმიტომ რომ მე ჩემს ქვეყანაზე , ხალხზე და ცხოველებზე ისეთებზე ვიყავი შეყვარებულები როგორებიც იყვნენ . არ ვცდილობდი რომელიმე შემეცვალა , ის ჩანგრეული გემიც ძალიან მომწონდა , სიძველისგან მოჭრიჭინე ეშმაკის ბორბალიც მიყვარდა . მიყვარს მე ყველაფერი რაც საქართველოს უკავშირდება ! ვიცი რომ ეს არ არის ისეთი სიყვარული , რომელსაც თქვენ ელოდით , იმედია არ მიწყენთ რომ ეს იყო ერობრივ სიყვარულზე და არა ლავსთორიზე . მინდოდა ყველა ჩემი გრძნობა და გულის ტკვილი თვქენმადე მომეტანა , იმედი მაქვს რაღაც შევძელი . არ გეგონოთ ის ვისაც ახლა შეუყვარდა ზოო პარკი . ზოო პარკი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო ! მიყვარს ცხოველები და მტკივა ეს ტრაგედია . მე თვითონ მყავს ძაღლი სახლში . ბავშვობიდან ვვოცნებობდი სახლში მყოლოდა პატარა ბოკვერი . რომელსაც იმედი მაქვს როდესღაც მართლაც ავისრულებ ! მინდა ჩემი უდიდესი გულის ტკივილი დაკარგული სიცცოხლეებით გამოწვეული თქვნამდე რაღაც დოზით მოვიტანო . მიყვარხართ და მეამაყებით ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.