შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბოჩკა(მეორე თავი)


16-06-2015, 01:43
ავტორი ნინე
ნანახია 1 827

..ოხ ეს ახალი მეზობლები ! აივანზე რომ გამოვედი , რაღაც სიამოვნების და ბედნიერების განცდამ შემიპყრო , ალბათ ,,გამისწორდა“ მისი ნახვა.უკან დავბრუნდი სამზარეულოდან ყავით სავსე ჭიქა ავიღე და ისევ აივანზე გავედი.
ჩემს მოპირდაპირე სახლის აივანზე იდგნენ შავთვალება და სავარაუდოდ მისი ძმაკაცები . შავთვალება შემოატრიალდა , შემნიშნა მაგრამ არც გაუღიმია , ისევ შეტრიალდა. ყველანი შიგნით შევიდნენ და ჩაირთო ისხევ ბრახუნი მუსიკის. ცოტახნის შემდეგ შემცივდა და შიგნით შევედი. ყავიანი ჭიქა იქვე მაგიდაზე დავდე. ყველაფერი გავიხადე , მხოლოდ საცვალი მეცვა , საწოლზე ჩამოვჯექი და ჩემს ფეხებს ჩავეხუტე , თავი კი მუხლებზე დავდე და თვალები დავხუჭე . ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ოთახიდან უკვე სხვა სტიქიაში წავედი საიდანაც დაბრუნება არ მინდოდა . მსხვრევის ხმა გავიგე და თვალები უცებ გავახილე , უკან რომ ვიღაც დავინახე წამოვვარდი და საბანს დავავლე ხელი.
-გიჟი ხარ ? აქ რა გინდა ? ან დაუკითხავად რომ არ შეიძლება შემოსვლა პირად ოთახში არიცი ? ტყეში იზრდებოდი ? (დავიწყე წიკვინი)
-ამმმ ( რაგაც წაიბურტყუნა და თავისი მარჯვენა ხელი თავზე გადაისვა ) კარი იყო ღია
-მერე რა , შენ რა გინდოდა ?
-მეთქი ვეტყვითქო და დაკეტავსტქო , ათასი არანორმალური დადის , ვინმე არ შეუვარდესთქო ტყეში გაზრდილითქო . (შემომხედა)
-მაისური მომაწოდე ძირს გდია შენს ფეხებთან
-(დაიხარა მაისური მესროლა და გამიღიმა)
შევტრიალდი , საბანი იქვე მივაგდე და მაისური ჩავიცვი. შემოვტრიალდი და მეც შტერივით ყურება დავუწყე , რამოდენიმე წამი ასე ვუყურებდით ერთმანეთს , შემდეგ შავთალებამ ამოისუნთქა და ჩემს საწოლზე წამოწვა , ხელები კი თავქვეშ ამოიწყო.
-უკაცრავად ხელს ხომ არ გიშლი ? გავალ მე თუ გინდა (თავი გადავაქნიე და ხელები გადავიჯვარედინე)
- არა ვაფშე (შემომხედა და ისევ ჭერს დაუწყო ყურება)
-მადლობთ.
ცოტახნის შემდეგ მომბეზრდა ერთ ადგილზე დgომა და მეც საწოლზე დავჯექი.
-არ გინდა წახვიდე ? (შევხედე)
-(თავი გააქნია)
უეცრად წამოხდა და ადგილიდან წამომაყენა.
-ჩაიცვი , ჩაიცვი ... მაგარ ადგილზე წაგიყვან(გამიღიმა)
-არ მინდა
-რა არ გინდა ?
-მაგარ ადგილზე წასვლა
- არა,არა მე არ მიკითხავს შენთის არაფერი
-არ ვაპირემთქო წამოსვლას , უცხო ენაზე ვსაუბრობ ?!
-კარგი , კარგი ნუ ცხოველობ (ლოყაზე მომეფერა და თმა გვერდზე გადამიწია)
შემდეგ კარებისკენ წავიდე და უნდა გასულიყო როცა მივაყვირე
-დამელოდე , მეც მოვდივარ (საერთოდ ვერ მივხვდი ეს რატომ ვთქვი , სულელის სიფათი დავიყენე და მის პასუხს დაველოდე)
-მშვენიერი მაგრამ ცოტა დაგაგვიანდა , ახალი ვარიანტი გამოვძებნე , შენ შემდეგისთვის წაგიყვან (კოცნა გამომიგზავნა და ოთახიდან გავიდა)
ძალიან შემრცხვა ან მეწყინა.სიმწრის ღიმილი მითამაშებდა სახეზე , შემდეგ კი ,,რაღაც ბურთი“ გადავყლაპე კისერში.

შემდეგ შევტრიალდი და შორიდან დავუწყე ფანჯარას ყურება , ვხედავდი სახლიდან წყვილ-წყვილად როგორ გამოდიოდნენ და ჯდებოდნენ მანქანებში .
- ერთი თქვენი დედაც მო****ნ (გავიცინე ... ჩანთიდან სიგარეტი ამოვიტანე, წავუკიდე და ფიქრი დავიწყე.

როცა მძინავს ყოველთვის ვტრიალებ -ვტირიალებ-ვტრიალებ და კიდევ ვტრიალებ, საბანს ვიხდი , დავიფარებ , გადავიფარებ , გადმოვიფარებ და ზოგჯერ აივანზეც ვაგდებ ხოლმე , რაღაც არაამქვეყნიური ცხოველური ძილი ვიცი ხოლმე . ღამით როცა უკვე ღრმა ძილში ვიყავი შიგნიდან მივხვდი რომ რაღაც მეწვოდა , საშინლად მცხელოდა , სულ ვდუღდი.თვალები რომ გავახილე კედელზე რაღაც ლანდი ვნახე. კინაღამ ჭკუიდან შევიშალე, კივილის დაწყება მინდოდა როცა პირზე ხელი ამაფარა.შემდეგ ჩამოიწია და კისერზე სველი ზასო დამიტოვა.რომ გავიხედე იმის და მიუხედავად რომ ბნელოდა , მთვარის შუქზე მისი სახე უმალვე ვიცანი , ეს ბიჭი ჩემს სახლში თავისუფლად დაპარპაშებს და მე მისი სახელიც კი არ ვიცი.მოვიშორე მისი ხელები და საწოლიდან წამოვიწიე
-რა გინდა ? სახლი არ გაქვს ?
-ჩუმად ! (ისევ წამომაწვინა და კისერზე დამიწყო კოცნა. იმდენად მსიამოვნებდა მისი შეხება რომ მიძნელდებოდა წინააღმდეგობა გამეწია მისთის , თვალები მეხუჭებოდა და სუნთქვა მიძნელდებოდა , სრულიად ცხელოდა , იწვოდა შიგნიდან ყველაფერი , ეს ყველაზე სასიამოვნო მომენტი იყო რაც კი ოდენსმე მიგვრძვნია, მაგრამ მალევე გამოვედი ამ ,,სტიქიიდან“)
-გაჩერდი! (უკვე დავუყვირე ) მომცილდი , გაიწიე (საწოლიდან წამოვვარდი და კარადასთან ავიყუდე)
-(გამიცინა ) კარგი ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ , მიდი დაწექი
-(გაუნძრევლად ვიდექი და ვუყურებდი)
-(თავზე გადაისვა ხელი და შემდეგ ჩემს პიჟამას შეხედა , იცინოდა და მერე მე შემომხედა) რა საყვარელი რაღაცააა (ჩემკენ წამოვიდა და ჩემს მუცელზე დახატულ დათუნიას გადაუსვა თითი , ლოყაზე სწრაფად მაკოცა და უცებ მომცილდა , გამეღიმა იმდენად საყვარლად გააკეთა) -კარგი დაიძნე ეხლა
-ჯერ წადი
-მე არსად არ ვაპირებ წასვლას
-აბა რას იზამ ?
-ჩვენ ერთად დავწვებით და დავიძნებთ კიდეც ერთად
-მე არ მინდა შენთან
-გინდა , გინდა , დამიჯერე თან ძალიან გინდა (გამიღიმა და მარჯვენა ხელით ლოყაზე მომეფერა, თავი გადავწიე) ნუ ბავშვობ ! (მაისური გაიხადა და მერე შარვლის გახდა რომ დაიწყო ოპაა )
-ეეე რას აპირებ ხომ ვერ მეტყვი?
-შარვალს ვიხდი , ვერ ხედავ ?
-(რაღაცნაირი სიფათით შევხედე , საზიზღარი სიფათთ)
-ეხლა ჩკვიანად იყავი თორე საცვალსაც გავიხდი
-(ეს რომ მითხრა გავსკდი სიცილით ) არა რითი გამაკვირვებ ნეტა მაინტერესებს , გაიხადე თუ გინდა არ ვნახო ეხლა უნახავი (გავუღიმე და საწოლში ჩავწექი)
-(ისეთი სიფათთ შემომხედა ამაზე ვაფშე გადავპირჭინდი )
-ხოოო ? კაი მაშინ გავიხდი ასე უგემურად ვგრძნობ თავს(საცვალს მოკიდა ხელი და ჩაწევას როცა აპირებდა დაფეთებული წამოვვარდი)
-გადაირიე ? არ გააკეთო , არ გაბედო !
-აკი ვერაფრით გამაკვირვებოო (ოდნავ მარჯვნიდან ჩაიღიმა)
ბალიშზე თავი დავდე და შევტრიალდი . გვერდით მომიწვა და უკნიდან ჩამეხუტა , როგორი კარგი იყო მისი შიშველი სხეულის შეხება ხომ ენით ვერ გადმოვცემ , ჟრუანტელმა დამიარა მთელ ტანში , მისი ცხელი სხეული რომ მეხებოდა მბურძგლავდა , მეღიმებოდა , იმ მომენტშ ბედნიერი ვიყავი ალბათ.
-შენ ჩემს საწოლში გძნავს , მე კი შენი სახელიც არ ვიცი (შევტრიალდი და თვალებში ჩავხედე )
-ნიკო (თვალები არც გაუხელია ისე მიპასუხა...... შევტრიალდი)
-ტკბილი ძილი ნინიკო (ლოყაზე მაკოცა) თვალები დავხუჭე მაგრამ უმალვე გავახილე… ნინიკო ? ნინიკოოოოო ? ჩემი სახელი სცოდნი , ეხლა უფრო გამიხარდა, რადგან ჩემი სახელი ისე გაიგო რომ არც უკითხავს ჩემთვის , მაშასადამე ვაინტერესებ , ეს კი ძალიან კარგია.. ისევ გავიღიმე და დავიძინე.
-----------------------------

პ.ს ღირს ეს ისტორია გასაგრძელებლად ? ჩემი პირველი ისტორიაა და მკითხველების აზრი მაინტერესებს ^^



№1  offline წევრი Sexy Mädchen

ვსაუბრობ არაა სწორი ფორმაააა,ვლაპარაკობ უნდა ეწეროს;) ძაან არარეალური რაღაცაა.
--------------------
:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent