შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ აგირჩიე, პატარა ქალბატონო! 6


16-06-2015, 09:58
ავტორი Nini13
ნანახია 4 574

-მოკლედ, როგორც იცით 1 კვირაში არდადეგები გვეწყება, მე და ნინი ვაპირებთ რომ წელს დასასვენებლად ბორჯომში წავიდეთ. და ესეთი აზრი მომივიდა: შენ ჩვენზე 1 ან 2 დღით ადრე ჩახვალ, ჩვენი წასვლიდან მეორე დღეს რომ წამოხვიდე ნინი მიხვდება რომ მე შეგატყობინე და მომკლავს, ყველაფერი უნდა მოვაწყოთ. იქ დაახლოებით 2 კვირა ვაპირებთ დარჩენას და იმედია ამ დროში მოიგებ მის გულს. თუ რათქმაუნდა შენი სურვილია იქ წამოსვლა, თორე ჩვენ ყველა ვარიანტში მივდივართ. (ანი)
-რას ამბობ მაგ შანსს ხელიდან გავუშვებ? დიდი მადლობა ანი და ხარ (დიტო)
-ერთი წუთი ძმა, რო რამე იყოს მე არ წამიყვან? (ბექა)
-აბა რას ვიზავ მარტო ხო არ წავალ? (დიტო)
-კაია გაასწორებს. და ლუკა? (ბექა)
-თუ მოინდომებს ეგეც წამოვა (დიტო) (ბექამ წასვლა ანის გამო მოინდომა)
-მოკლედ დიტო მატან გოგოს სახლში? (ანი)
-დიდი სიამოვნებით დავიტოვებდი ჩემთან, მაგრამ კაი, შეგიძლია წაიყვანო. (დიტო)
___ნინი___
უცბად გავიგონე რომ ნაცნობი ხმა მეძახდა „ნინი ჩამოდიო“, ეს ხო ჩემი ანია, ვაიმე რა მაგარია. მაშინვე გავიქეცი და ჩავეხუტე.
-წავედით ხო? (მე)
-კიი ჩემი გოგო წამო (ანი) გახარებული მივბრუნდი და დიტოს გამარჯვებულის სახით მივაძახე:
-მშვიდობით ჯავახიშვილო! (მე) მანაც მომაძახა:
-მშვიდობით არა, ნახვამდის, პატარა ქალბატონო! (დიტო).
როგორც იქნა ჩვენს სახლში მივედით, მომნატრებია ამ 2 დღეში. ხო მართლა, მე და ანი 1 კვირაში ბორჯომში ვაპირებდით წასვლას დასასვენებლად, არდადეგები გვეწყებოდა და ვერ ვითმენდი. მქონდა იქ მაინც საბოლოოდ დავივიწყებდი და ჩემი ცხოვრებიდან გაქრებოდა დიტო ჯავახიშვილი.
1 კვირა მალე გავიდა. უნის მოვრჩით. რაღაცაში გამოვტყდები, ამ დროის განმავლობაში დიტო საერთოდ არ შემხმიანებია, არც არსად მინახავს, და ცოტა არ იყოს მომენატრა. თუმცა მეორეს მხრივ ჩემს თავზე ვბრაზდებოდი და ვარწმუნებდი რომ ის ჩემი ცხოვრებიდან გაქრა. აი დაგვითხოვეს და დადგა ყაზბეგში წასვლის დღეც, მე და ანი ასე რომ ველოდით.
-ნი მზად ხარ? (ანი)
-კი მოვდივარ, როგორც იქნა (მე)
-აბა აბა, ძაან მაგარ დროს გავატარებთ. (ანი)
მე და ანი მთელი გზა ხან ვჭორაობდით და ხან მუსიკებს ვუსმენდით.
___ანი___
ანიმ, ვიდრე ჩავიდოდნენ, დიტოს მესიჯით კითხა, თუ რომელ სასტუმროში იყო დაბინავებული, რომ თვითონაც იქ მისულიყვნენ, და პასუხმაც არ დააყოვნა.
___ნინი___
როგორც იქნა ჩავაღწიეთ.
ანის უკვე გადაწყვეტილი ქონდა რომელ სასრუმროში დავრჩენილიყავით, ჩემთვის არც უკითხავს, რატომღაც იქ მისვლა ქონდა დაჟინებული.
-გამარჯობათ, რომელიმე ნომერში გვინდა დარჩენა. (მე)
-თქვენი პირადობები
-აი ინებეთ (მე)
-გასაგებია, აღარაა საჭირო, თქვენი ნომერი უკვე დაჯავშნილია.
-რა? რაღაც გეშლებათ, კარგად დაფიქრდით (მე)
-არა გოგონა, ვიღაც ორი ბიჭი იყო მოსული, ნომერი მათ დაჯავშნეს და თანხა გადაიხადეს. თავადაც აქ დაბინავდნენ. მოკლედ შეგიძლიათ „14“ ნომერში შებრძანდეთ. (აქ უკვე ვხვდებოდი საქმე რაშიც იყო)
-ხოდა ახლავე გააუქმეთ, ჩვენ სხვა ნომერი გვინდა (მე)
-კი მაგრამ გოგონა.. სიტყვა გავაწყვეტინე
-ძალიან გთხოვთ სხვა ნომრის გასაღები მოგვეცით (მე) მანაც „18“ ოთახის გასაღები მოგვცა და ჩვენც იქ წავედით. დავათვალიერეთ და მოგვეწონა, საკმაოდ კომფორტული იყო. დავისვენეთ და საღამოს გარეთ გასეირნება მოგვინდა. ასეც მოვიქეცით. ვსეირნობდით, ვლაპარაკობდით ყველაფერზე. უცებ უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა. მოვიხედე და... დიტო ჯავახიშვილი. სიმართლე რომ ვთქვა, მართალია მისი დანახვა ცოტა გამიკვირდა მაგრამ გამიხარდა კიდეც. მოვიდნენ, მოგვესალმნენ, ანიმ და ბექამ ლაპარაკი დაიწყეს თან წინ გავიდნენ სასეირნოდ. ჩემ დაქალს რატომღაც საერთოდ არ უკვირდა მათი აქ ნახვა. დიტო გვერდით დამიდგა.
-როგორ ხარ? (დიტო)
-შენ რო დაგინახე გუნება გამიფუჭდა. აქ რა გინდა? (მე)
-რა მინდა და 2 დღის წინ ჩამოვედი დასასვენებლად. (დიტო)
-რაღა აქ მოხვედი, სხვაგან დასასვენებელი ადგილი ვერ ნახე? თუ იცოდი აქ რო მოვდიოდით და სპეციალურად ჩამოხვედი? (მე)
-არა საიდან უნდა მცოდნოდა, ისე ხომ გაგიგია “სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი“ (დიტო)
-კაი ერთი, ეს ენაჭარტალა გეტყოდა ვიცი. ხო მართლა, ჩვენთვის ნომრის დაჯავშნა საჭირო არ იყო, შეგიძლია მიხვიდე და ფული უკან გამოართვა. (მე)
-ესეიგი სხვაგან ხართ? (დიტო)
-აბა რა გეგონა, შენს ხარჯზე დავისვენებდი? მე შენთვის არაფერი მითხოვია. (მე)
-კაი. ვიცოდი ეგრე იქნებოდა. (დიტო)
-კაია მაგდენს თუ მიხვდი. (მე)
-იცი, მომენატრე. (დიტო) ძაან საყვარლად თქვა. ტუჩის კუთხეში გამეღიმა.
-2 კვირა ერთად დავისვენებთ (დიტო)
-მოიცა რატო, მე და ანი ვერ დავისვენებთ თქვენს გარეშე? (მე)
-მე ასე მინდა (დიტო)
-რაში მაინტერესებს შენ რა გინდა (მე)
-რაც გინდა ის თქვი, ერთ სასტუმროში ვართ და მაინც ყოველდღე მოგიწევს ჩვენი ნახვა (დიტო)
-რაღა მიჭირს, ეგ მაკლდა სრული ბედნიერებისთვის რო აქაც მენახე (მე)
-გოგო არ შეგიძლია ნორმალურად მელაპარაკო? (დიტო) ხმა გაუმკაცრდა.
-ჩემთვის ამდენი არავის გაუბედავს, არავის შევხვეწებივარ როგორც შენ, რატო მაგიჟებ რა გინდა? (დიტო) ის უკვე ყვიროდა.
___ანი/ბექა___
-მიხარია რო 2 კვირა ყოველდღე გნახავ (ბექა)
-და რატო? (ანი)
-ვერ ხვდები? (ბექა)
-საიდან უნდა ვიცოდე? ისე მე მაინცდამაინც არ მახარებს ეგ ამბავი (ანი)
-ჰმ ვითომ? კაი დაივიწყე... ძაან ლამაზი ხარ (ბექა)
-მადლობა. (ანი)
ამ დროს ანიმ ყვირილის ხმა გაიგონა, უკან მიიხედა და ატირებული მეგობარი დაინახა.
-აუ მაპატიე, გეხვეწები არ იტირო რა, გთხოვ (დიტო) და ნინი გულში ჩაიკრა.
-შე დამპალო, შემეშვი თვალით აღარ დამენახო (ნინი) ესღა თქვა თქვა ნინიმ და ატირებული გაიქცა. ანი უკან დაედევნა, 2 წამით დიტოსთან გაჩერდა:
-ისე ლაპარაკი არ შეგეძლო რო არ აგეტირებინა? (ანი) და მეგობარს დაედევნა.
___ნინი___
რაღაც ძაან საშინლად ვგრძნობდი თავს. ჩემთან რა უნდოდა ამ ადამიანს? სხვას ვერ აეკიდებოდა? რატომ მე? რა უფლებით მიმისაკუთრა? რა უფლებით მიყვიროდა? რატო დამსდევდა უკან? როცა მეგონა რომ ჩემი ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, ის ისევ გამოჩნდა, საერთოდ რატომ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში?.. მაგრამ, რეალურად, ჩემი ცხოვრება მისი გაცნობის შემდეგ ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა, რაც არ უნდა დამემალა, მან მიზანს მიაღწია და თავი შემაყვარა, მაგრამ სიამაყე ამის აღიარების უფლებას არ მაძლევდა საკუთარ თავთანაც კი, რატომ? ალბათ იმიტომ რომ მეგონა, მეც სხვებივით მომექცეოდა.
-ნინი მოიცადე რა (ანი) გავჩერდი, ვეცადე დავწყნარებულიყავი...
-მაინცდამაინც აქ რატო ჩამოვიდა? სხვაგან დასასვენებელი ადგილი დაილია? (მე)
-გოგო უყვარხარ და რა ქნას (ანი)
-რა ვუყვარვარ გოგო? ამას ყვირილის მეტი არაფერი შეუძლია რა სიყვარული (მე)
-არ არი ისეთი როგორც შენ გგონია, გიჟდება შენზე, უბრალოდ ვერ გამოხატავს (დიტო)
-როცა არ გიყვარს ვერც გამოხატავ. წამო წავიდეთ სასტუმროში (მე)
ჩვენს ნომერში შევედით და დაღლილებმა მაშინვე დავიძინეთ. დავიძინეთ რა, დავიძინე, ანი მთელი ღამე ტელეფონში იყო ჩამძვრალი და ბექას ესემესებს უგზავნიდა, ყველა მის მესიჯზე იღიმოდა. ვსო ეს შეყვარებულია.
___დიტო/ბექა___
-ბრატ არ გაგიტყდეს მარა, ძაან დებილი ხარ (ბექა)
-რატო? (დიტო)
-რა რატო ბიჭო, გოგოს რანაირად ექცევი, ცოტა რბილად რო უთხრა არ შეიძლება? (ბექა)
-რა ვქნა ბიჭო გამაგიჟა, ყველაფერზე მკბენს და მაიგნორებს (დიტო)
-მერე შენც ისე ქენი რო აღარ დაგაიგნოროს ბრატ, ცოტა სხვანაირი უნდა გახდე თუ გინდა რო ეგ გოგო შენი იყოს (ბექა)
-არის კიდეც ჩემი, ხვალიდან მე ვიცი. (დიტო)
-ხო და ეგრე რა, აიღე ჩემგან მაგალითი (ბექა)
-შენ ძაან შეყვარებული ხარ ხო იცი (დიტო)
-ამას ვინ მეუბნება (ბექა)
-ხო კაი დაიძინე ახლა და მორჩი ანისთვის ესემესების წერას, ხვალამდე (დიტო)
___ნინი___
დილით ადრე გამეღვიძა. საუზმე ამოვატანინე და მივირთვი. რა კაია რო გემსახურებიან. ცოტა ხანში ტელეფონზე sms მოვიდა, დიტოსგან იყო: „დილა მშვიდობის პატარა ქალბატონო, მინდა დღეს ჩემი დანაშაული გამოვისყიდო, შუადღისას პიკნიკზე გეპატიჟებით შენ და ანის, ძალიან გთხოვ უარი არ მითხრა, დამნაშავე ვარ და მინდა რო გამოვასწორო“. რა თავაზიანია ვაჟბატონი. პასუხი დავუბრუნე: „ერთი პირობით, თუ დღესაც იდიოტივით მოიქცევი მერე მართლა აღარ დამენახო“ პასუხმაც არ დააყოვნა: „არა, მაგას აღარ ვაპირებ, მარა შენც გთხოვ რო სულ ჩემ ნერვებზე ნუ ითამაშებ, მადლობა თანხმობისთვის“. აღარაფერი მიმიწერია, ანი გავაღვიძე და დიტოს შემოთავაზებაზე ვუთხარი, ძალიან გაუხარდა, და ვიცი რატომაც.
-რაო ბექა რო მოდის გვიხარია? (მე) ეგრევე ბალიში გამომიქანა.
-კაი რას იპრანჭები გოგო თქვი, მოგწონს ხო? არ დამიმალო, მეწყინება იცოდე (მე)
-ოო ხო მომწონს, ოღონდ სულ ცოტათი (ანი)
-ვიცი მე შენი ცოტა, კაი გემოვნება კი გაქვთ ორივეს (მე)
-გეყოს რა, შენ შენს ჯავახიშვილს მიხედე, აკვდებით ერთმანეთს (ანი) ამჯერად მე გავუქანე მთელი ძალით ბალიში.



№1  offline წევრი lamazmani

ძაან კააია მომწონს ველი ახალ თავს მალე დადე love

 


№2  offline წევრი Anika13

ძალიან ძალიან მაგარია love სულმოუთმენლად ველი ახალ თავს როდის დადებ ხოლმე ! მაგარი გოგო ხარ საყვარელო love

 


№3  offline წევრი pepi

მალე მალე დიდი დიდი თავებიი <3

 


№4 სტუმარი Qeta04

Umagresiiiivumeee maledadelaaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent