შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი "ჰოლივუდური" ამბავი.8


16-06-2015, 13:17
ავტორი Ana-maria11
ნანახია 2 220

დანარჩენებსაც შევამჩნიე, რომ თაზოს საქციელით გაოცებულები იყვნენ. ბოლოს სიჩუმე დავარღვიე და თაზოს გაღიზიანებულმა ვუთხარი, რომ მასთან ცალკე მინდოდა დალაპარაკება.
-ანიკო, მე დასამალი არაფერი მაქვს, ყველამ კარგად იციან ჩვენი ძველი ურთიერთობის შესახებ. რა ვიცი შენი მეზობლის თუ გერიდება.. და სანდროსკენ გააპარა თვალი.
-თაზო, აქ ჩვენ როგორც კურსელები და მეგობრები ისე მოვედით და შენ თუ სიყვარულის ახსნები და რომანტიკები გჭრიდებოდა შეგეძლო მარტოც მოსულიყავი და ესეთ უხერხულში არ ჩაგეგდეთ ყველა. ვეღარ მოითმინა სოფომ და თაზოს გაბრაზებულმა მიაძახა.
-კარგით რა ხალხო, ისე ლაპარაკობთ გეგონება პირველად უხსნიდეს ერთი ადამიანი მეორეს სიყვარულს. თან ყველამ კარგად იცით, რომ ერთმანეთის მიმართ გულგრილი არ ვიყავით. მართალია მაშინ ვერ შედგა ეს ურთიერთობა, მაგრამ ახლა უკვე ზრდასრული ადამიანები ვართ, თან ვიცი, რომ ანანოს ჩემს შემდეგ არავინ ყოლია და რა დიდი მკითხაობა უნდა იმას, რომ ისევ ერთმანეთი გვიზიდავს.
-შენ ბიჭო მე აქ **ე ხომ არ გგონივარ? უცებ ისეთი ხმა გაისმა ოთახში, სიცივის ტალღამ დამიარა მთელს სხეულში. ეს იყო სანდრო, რომლის ხმაც ისე გაისმა, როგორც მდუმარების ჟამს თოფის გავარდნა. ისეთივე ცივი და მჭახე. სახეზე კი ირონია და ზიზღი აღბეჭდვოდა და თაზოს ისეთი თვალებით უყურებდა, მეგონა იქვე დააკლავდა. -როგორ გგონია აქ ხაჭაპურის საჭმელად ვარ შემოსული თუ ცნობისმოყვარე, ჭორიკანა მეზობელი ვარ და აქ შენი სასიყვარულო სპექტაკლის სანახავად ვარ დაპატიჟებული. ჯერ საერთოდ მადლობა თქვი, რომ აქ ზიხარ!
-შენ.. შენ არ გითქვამს, რომ ანანოს..
-რა უნდა მეთქვა, ან შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ , რომ ანგარიში გაბარო. შენ კითხე ანანოს აზრი? მოხვედი აქ, მოიღერე ყელი და ბრტყელ-ბრტყელი სასიყვარულო სიტყვებით გამოხვედი. შენი სპექტაკლი დამთავრებულია, აპლოდისმენტებს ტყვილად ელოდები, შეგიძლია მიბრძანდე ეხლა. თაზოს თვალი გაშტერებული ქონდა და ადგილიდან ვერ იძროდა.
-თაზო, ჯობია წავიდეთ. წამოდგა ვანიკო და მასაც იგივესკენ მოუწოდა. უხმოდ წამოდგა, თავის ქურთუკს დაავლო ხელი და კარებისკენ გიჟივით გავარდა, თან რაღაცას ბურტყუნებდა. ვანიკო კარებამდე მივაცილე.
-ბოდიში რა ანანო, მართლა არ ვიცოდი ეს თუ ესეთ რაღაცეებს გეგმავდა.
-ვანიკო შენ რა გაქვს საბოდიშო, მაგას უნდა ცოდნოდა. ამხელა კაცია და ესე 16 წლის ბიჭივით არ უნდა აცანცარებულიყო. ვანიკო გავაცილე და ოთხაში დავბრუნდი.
გოგოები უკვე სუფრას ალაგებდნენ. სანდროს გავხედე, რომელიც დივანზე მოკალათებულიყო და მშვიდი სახით, ტელეფონში იქექებოდა. იქაურობა სწრაფად მივალაგეთ. სამზარეულოში ვფუსფუსებდით, მე ყავას ვადუღებდი, სოფო ჭურჭელს რეცხავდა, ნინა კი ტკბილეულს აწყობდა თეფშებზე.
-რა იდიოტია ეს ბიჭი რა, მარა როგორ გემრიელად დაადუმა სანდრომ. აღფრთოვანებულმა დაიწყო სოფომ.
-ხო გოგო, აბა რა ეგონა. "ტოჟე მნე" რომეო. მარა, შენ როგორ გვიმალავდი ასეთი კაცის არსებობას ქალბატონო? გადმომხედა წარბაწეულმა ნინამ.
-ოო.. ეს ამბავი ეგრე ადვილი მოსაყოლი არაა, დღეს თუ დარჩებით ჩემთან ყველაფერს მოგიყვებით.
-მე ვრჩები! შემოკრა ტაში სოფომ.
-სულ რო ძალით გამაგდო ამ სიცივეში გარეთ ფეხს არ გავადგავ. გამომწვევად გადმოგვხედა ნინამ. ამ დროს, სანდრო აესვეტა სამზარეულოს კარებთან და ეჭვის თვალით გადმოგვხედა ყველას.
-მე დასჯილი ვარ თუ, რატომ მიმატოვეთ იქ?
-ყავას ვამზადებთ და შემოგიერთდებით. უცებ იმართლა სოფიმ თავი.
ყველანი მისაღებში მოვთავსდით. გოგოებმა ჩვენი სტუდენტობა გავიხსენეთ, ბევრი ვიცინეთ, სანდროც მშვენიერ ხასიათზე იყო და ღიმილით უსმენდა ჩვენს კისკისს. თითქმის შუაღამე იყო, წასასვლელად რომ წამოდგა. გოგონები საძინებლისკენ გაეშურნენ, მე კი სანდროს მივყევი კარებამდე.
-ჩემზე გაბრაზებული ხარ? მკითხა სანდრომ და ხელი წელზე მომხვია. ძალიან მესიამოვნა მისი შეხება. სიმართლე გითხრათ, თავიდან მასზე გავბრაზდი ჩემი სახლიდან, რომ მოისროლა თაზო ჩემს დაუკითხავად, მაგრამ თან მესიამოვნა საკადრისი პასუხი, რომ გასცა იმ მატრაკვეცას.
-არა არ ვარ გაბრაზებული, მაგრამ სხვა დროს აზრი მეც მკითხეთ, ხოლმე.
-კარგი სხვა დროს ვინმე, რომ შეგაწუხებს, ნებართვას წინასწარ ავიღებ ხოლმე შენგან. გამიღიმა და ლოყაზე ჩამომისვა ხელი.
-კარგი წადი ეხლა, უნდა დავიძინო, თორემ ხვალ ვეღარ წავალ სამსახურში.
-ხოო თქვენ უეჭველი დამძინებლები ხართ. სამი ჭორიკანა ერთად. დილით გადმოვალ, ყავა დავლიოთ და სამსახურში გაგიყვან. ლოყაზე ნაზად მაკოცა და კიბეებზე დაეშვა. სახე გაბადრული შევედი საძინებელში და საწოლში ჩასკუპებულ გოგოებს გავუღიმე, რომლებიც მოუთმენლად მელოდნენ, რომ სანდროს ამბავი მომეყოლა მათთვის. ორივე ძალიან მოხიბლული იყო მისით და ვერ იჯერებდნენ, რომ თავიდან ასე ცუდად მექცეოდა. თითქმის თენდებოდა, რომ ჩაგვეძინა.
დილით სანდროს მესამე ზარმა ძლივს გამაღვიძა.
-ქალბატონო 8საათი დაიწყო, ადექი ეხლა და 5 წუთში მეც შენთან ვიქნები. საწოლიდან ძლივს წამოვიხლართე, გოგონებს ჯერ კიდევ ეძინათ.
სააბაზანოდან გამოსულს, სოფო და ნინა ჩაცმულები დამხვდნენ და თავის რიგს ელოდებოდნენ. ამასობაში სანდროც მოვიდა, ჩემი საყვარელი ცხელი ფუნთუშებით. მის წინ პენუარით ტანტალი მომერიდა, მითუმეტეს მის ვნებით ანთებულ თვალებს, რომ გადავაწყდი. გოგოები ყავას ამზადებდნენ, მე ოთახში გავიქეცი გამოსაცვლელად. კარადის წინ ვიყავი დაყუდებული, კარები სანდრომ რომ შემომიღო. გაოცებულმა გავხედე, პირის გაღებაც ვერ მოვასწარი, რომ ჩემს წინ გაჩნდა ორივე ხელი მაგრად მომხვია და თავის სხეულზე მიმიკრა.
-როგორი თბილი და რბილი ხარ ჯერი. რამდენიმე წამი განძრევა ვერ მოვახერხე. მისი სუნამო ცხვირში მიღიტინებდა და სურვილს მიძრავდა ყელში გემრიელად მეკოცნა. თუმცა ასე ჯერ გავთამამდებოდი, ამიტომ სწრაფად დავიძვრინე თავი, მისი მკლავებიდან.
-სანდრო უნდა ჩავიცვა, გთხოვ მისაღებში დამელოდე. ჩაეცინა ჩემს ათრთოლებულ სხეულზე, შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
ცოტა ხანში, ყველამ ერთად დავტოვეთ სახლი. გოგონებს დავემშვიდობეთ და სანდროს მანქანაში ჩავსკუპდი.
-შვებულება, როდის გეწყება? მკითხა სანდრომ.
-შვებულება ზაფხულში, მაგრამ ისე საახალწლოდაც ვიღებ რამდენიმე დღეს დასასვენებლად.
-ხოდა მინდა, რომ ახალ წელს ერთად შევხვდეთ. მეგობრებთან ერთად კოჯორში ავალთ დაჩაზე, შენი გოგოებიც წამოიყვანე და ერთად ავღნიშნოთ. რა აზრის ხარ? მისი მეგობრების ხსენებაზე ცოტა დავიძაბე. მათ მიმართ თავიდანვე არ ვიყავი სიმპატიით განწყობილი და მგონი არც ისინი. ამიტომ ცოტა შევიშმუშნე მის წინადადებაზე.
-რატო გაჩუმდი? გგონია ჩემი მეგობრები ცუდად მიგიღებენ? სიმკაცრე გაურია ხმაში.
-არ ვიცი სანდრო. მათ არ ვიცნობ არც ერთს, აკოს გარდა და ახალი წლის შეხვედრა უცხო გარემოში დიდად არ მხიბლავს. ამოვიბურდღუნე და თან მას გავხედე, გაბრაზდებოდა თუ არა ჩემს ნათქვამზე. პირიქით, გაეღიმა და მშვიდად მიპასუხა:
-ჯერი, ჩემს ძმაკაცებს ძალიან უნდათ შენი ახლოს გაცნობა და არც ერთი არ არის მონსტრი. თან შენი გოგონებიც იქ იქნებიან და ყველა ერთად გავერთობით. ასე, რომ მოიხსენი დაძაბულობა და გოგოებს შეუთანხმდი. 31 ში დილით გავალთ აქედან. ყველაფერს გამზადებულს ვიყიდით, იქ არ მოგიწევთ ქვაბებში ძრომიალი. ოღონდ მალე გადაწყვიტეთ, ორი დღეღაა დარჩენილი.
-კარგი ვკითხავ გოგოებსაც. მანქანა ჩემს სამსახურთან გააჩერა, ერთმანეთს დავემშვიდობეთ და გადავედი.
სოფო და ნინა სიხარულით დამთანხმდნენ. ნათიას კი ახალი თაყვანისმცემელი ყავს და მორიდებით მითხრა თუ არ მეწყინებოდა მასთან ერთად რესტორანში, რომ შეხვედროდა. თავიდან გავბრაზდი რატომ დამიმალეთქო, მაგრამ გამიხარდა,რომ ნათიას ცხოვრებაში სიახლე იყო.
31-ში დილით საშინლად ვღელავდი. კოჯორში 2 დღით მივდიოდით, თუმცა იმდენი ტანსაცმელი ჩავაგბარგე სოფო და ნინა ხუმრობდნენ, მგონი თხოვდება ეს და გვიმალავსო. მერე მომერიდა სანდროსი და ისევ ამოვაბარგე. ამ ალიაქოთში ვიყავი სანდროც რომ მოვიდა. წარბები უკმაყოფილოდ აზიდა, კიდევ მზად რომ არ ვიყავი. თვალი ჩემი საცვლებისკენ გააპარა საწოლზე, რომ იყო მიყრილი და ეშმაკურად აათამაშა წარბები. აჭარხლებულმა დავავლე ხელი და ჩანთაში ჩავტენე. ბოლოს გადავწყვიტე ერთი გამოსასვლელი კაბა ჩამედო, რომელსაც საღამოს ჩავიცმევდი, ჯინსი და ორი ზედა. ქუსლიანი ფეხსაცმელების დიდი მოყვარული არ ვიყავი, მაგრამ ჩემს გამოსასვლელ კაბაზე ბათინკებს ვერ ჩავიცმევდი ამიტომ ისინიც ჩავყარე ჩანთაში და როგორც იქნა სახლიდან გავედით.
გოგოები უკან დავსხედით, სანდროს მანქანაში. წინ აკო იჯდა. ჯერ კიდევ ნახევრად ეძინა. ჩვენსკენ მოტრიალდა და მთქნარებით მოგვესალმა. თუმცა ნინას დანახვაზე სწრაფად გამოფხიზლდა და მთელი ტანით მოტრიალებაც იკადრა მის უკეთ შესათვალიერებლად. აკოს რეაქცია რა თქმა უნდა არავის გამოპარვია. მე და სოფომ ჩუმად ჩავიღიმეთ, ნინა კი უხერხულად აფახულებდა წამწამებს და აკოს გამომწვევ მზერაზე ლოყები აუწითლდა.
-გამარჯობათ გოგოებო, მე აკო ვარ. ხელი გამოუწოდა ჩამოსართმევად. ნინას ხელი, რომ მოიქცია თავის ხელში, ნელა მიიტანა ტუჩებთან და ნაზად აკოცა. თქვენ ნინას აწითლება და მღელვარება მაშინ უნდა გენახათ. მგონი სუნთქვაც კი შეეკრა. სანდრომ გაკვირვებულმა გადახედა, მოფლირტავე ძმაკაცს და თავი ღიმილით გადააქნია. -ჰა გასწორდები ეხლა, თუ უკან გადაბრძანდები და ადგილს ანანოს გაუცვლი? სანდროს დამთავრებული არ ქონდა სიტყვები, რომ აკომ მანქანიდან ისკუპა, კარი გამოაღო და რევერანსით მანიშნა გადმობრძანდიო. ნინამ კი მიჩქმიტა ერთი გვერდში არ წახვიდეო, მაგრამ გვიანი იყო. აკო სწრაფად მოკალათდა მის გვერდით და თვალებდაფართოებულ ნინას გაუღიმა. მე ღიმილით გავხედე სანდროს და ჩემს მუხლზე დადებულ მის ხელს, თითები ნაზად გადავუსვი. კოჯორში, რომ ჩავედით სანდრომ მანქანა შავი ჭიშკრის პირდაპირ გააჩერა, საიდანაც უზარმაზარი სახლი მოჩანდა. ყველა გადმოვედით მანქანიდან. სანდრომ სახლის გასაღები გამომიწოდა და მითხრა გოგოებთან ერთად შევსულიყავით სახლში, ის კი მანქანას დააყენებდა ეზოში და საჭმელებს შემოზიდავდნენ. სახლი კარი, რომ შევაღე აღფრთოვანება ვერ დავმალე. იქაურობა თითქმის სულ ხეში იყო ჩასმული, თანამედროვე და ძველი კლასიკური სტილი ერთმანეთში იყო შერწყმული და ერთად სასიამოვნო კონტრასტს ქმნიდა. -აი ამას ქვია დაჩა გენაცვალე. ეს შენი სანდრო ეტყობა კარგი ქონების პატრონი უნდა იყოს. წამოიძახა სოფომ. -ჩუმად გოგო, არ გაგიგოს. დატუქსა ნინამ. ოთახში აკო შემოვარდა, შეშით ხელში და ბუხართან დაყარა. -გათბობას ეხლავე ჩავრთავთ, მაგრამ ბუხარს მაინც თავისი ხიბლი აქვს არა? თვალი ჩაუკრა ნინას და ბუხრის ანთებას შეუდგა. ცოტა ხანში ყველა სამზარეულოში ვტრიალებდით, რომ მანქანის სიგნალის ხმა გავიგონეთ. ალბათ დათა და დანარჩენები არიანო წამოიძახა სანდრომ და ჭიშკრის გსასაღებად წავიდა. სახლში მალევე შემოვიდა 2 წყვილი. ბიჭები ხმაურიანად მოგვესალმნენ. მათი ხმა მგონი მთელს სახლში ისმოდა.
სანდრომ სათითაოდ წარადგინა დათა, ირაკლი, ვეკო და მარიამი. ვეკო საიდანღაც მეცნო.
მერე გამახსენდა, რომ ძალიან გავდა იმ ქერა გოგონას სანდროს სახლთან წითელი მანქანით, რომ მოვიდა. შევატყვე, თვალები როგორ უკმაყოფილოდ გადაატრიალა, როცა სანდრომ თავის მეგობრებს ჩემი თავი წარუდგინა და ნაძალადევი ღიმილით ჩამომართვა ხელი.
მარიამი, ირაკლის და იყო. ძალიან სასიამოვნო გოგო აღმოჩნდა. მართალია ჩვენთან შედარებით პატარა იყო, მხოლოდ 18 წლის, მაგრამ მალევე შემოგვიერთდა მე, სოფოს და ნინას და მაგიდის გაშლაში აქტიურად იღებდა მონაწილებოას. რასაც ვერ ვიტყვით ვეკოზე, რომელიც მაშინვე ბუხართან მოკალათდა და სიგარეტს მოუკიდა.
ბიჭები გარეთ წვავდნენ მწვადს. მე და მარიამი მათთან გავედით. გარეთ წვრილი თოვლის ფანტელები ცვიოდა. გული პატარა ბავშვივით ამიჩქარდა და აღფრთოვანება ვერ დავმალე. ბავშვობიდან მიყვარდა, როცა ახალ წელს თოვას იწყებდა ხოლმე, მაინც სულ სხვანაირ ელფერს და განწყობას აძლევდა ყველაფერს. სანდრო ჩემსკენ წამოვიდა, ზურგიდან ამომიდგა და ხელები მაგრად მომიჭირა.
-წამოდი სახლს დაგათვალიერებინებ და ჩვენს ოთახსაც გაჩვენებ.
-ჩვენს კიარა გოგონების ოთახს მაჩვენებ. ენა გამოვუყავი და მისი ხელებიდან გამოვძვერი.
-ჰმმ.. ჩემს მოთმინებას ეგრე ნუ ეთამაშები, თორემ თუ დაგეტაკე მაგ ენაზე, მერე მართლა ვეღარ მოახერხებ ეგრე თავისუფლად ტიტინს.
მეორე სართულზე ავედით. უამრავი ოთახები ქონდა ამ სახლს. ჩემი ჩანთა, იმ ოთახში შევიტანე, რომელიც გოგოებისთვის იყო განკუთვნილი. მოშოებით სანდროს ოთახი იყო. თითქმის ძალით შემათრია. ნამდვილ მეფის მოსასვენებელს გავდა იქაურობა. უზარმაზარ საწოლზე, რამდენიმე ბალიში ეყარა. ოთახს საკუთარი აივანიც ქონდა და იქედან კარგად ჩანდა მთელი ეზო. ტრილიაჟზე სანდროს ბავშვობის სურათები ეწყო. მათ დანახვაზე სიცილი ამიტყდა, ისე კუშტად ქონდა ყველა სურათში წარბები შეკრული.
-არასოდეს იღიმოდი ბავშვობაში სანდრო? სიცილით ვკითხე.
-არც შენს გაცნობამდე ვიღიმოდი ბევრს ანანო. მგონი საერთოდაც შენთან ვისწავლე. შეუძლებელია ადამიანმა შენს თვალებში ჩაიხედოს და სიკეთე და სიწმინდე არ დაინახოს, ისეთი გულღია და თბილი ხარ. ანანო შენ დიდი გარდატეხა მოახდინე ჩემში, შეიძლება ამას ვერ ამჩნევ, მაგრამ მე ვხვდები, რომ შენთან შევიცვალე. ძალიან მჭირდები, მინდა სულ ჩემთან იყო. ამის თქმა იყო და ვნებაარეული დასწვდა ჩემს ტუჩებს. ჯერ ადგილზე გავხევდი იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, თუმცა მისი ცხელი ტუჩების გემო, რომ ვიგრძენი თვალები თავისით დამეხუჭა და მეც საპასუხოდ ავყევი. გაგიჟებული კოცნიდა ჩემს ბაგეებს, თითქოს დიდი ხნის მოწყურებული იყო. მე კი მის თმებში დავაცურებდი თითებს და სიამოვნებისგან კვნესის ხმები ამომდიოდა, რაც უფრო ახელებდა სანდროს და მის სხეულზე უფრო მაგრად მიკრავდა.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

აუუ როგორ გამიხარდა ახალი თავიიიი. კარგზე კარგი გოგო ხარრრ ♡♥♡♥♡♥♡♥♡♥♡♥♡♥♡♥♡♥♡

 


№2  offline წევრი Ana-maria11

ძალიან მახარებს შენი კომენტარები ჩემი კარგო. შევეცდები მალე დავდო შემდეგი თავი.







ablabudaa
აუუ როგორ გამიხარდა ახალი თავიიიი. კარგზე კარგი გოგო ხარრრ ♡♥♡♥♡♥♡♥♡♥♡♥♡♥♡♥♡♥♡

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

Ana-maria11
ძალიან მახარებს შენი კომენტარები ჩემი კარგო. შევეცდები მალე დავდო შემდეგი თავი.







ablabudaa
აუუ როგორ გამიხარდა ახალი თავიიიი. კარგზე კარგი გოგო ხარრრ ♡♥♡♥♡♥♡♥♡♥♡♥♡♥♡♥♡♥♡

იმედია მალე გააგრძელებ. ერთი სული მაქ როდის წავიკიტხავ ედეგ თავს :-P ♡♥♡

 


№4  offline წევრი Last Breath

მალე დადებს იმედია შემდეგ თავს :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent