შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისი სამყარო. თავი 1


16-06-2015, 22:49
ავტორი nataska
ნანახია 4 584

თითოეული ჩვენგანის ცხოვებაში უამრავი საიდუმლოა, საიდუმლო ცოტა უხეშად ხვდება სმენას, მოდით დავარქვათ მათ ამბები... ამბები, რომლებიც ჩვენზე არავინ იცის და არც სურვილი გვაქვს, რომ იცოდნენ... ეს საიდუმლო ამბები შენს შესახებ, წლების მატების პროპორციულად იზრდება, სახეს იცვლის და ალბათ სიმწვავეც ემატება... საერთოდ თუ ხართ დაკვირვებულები, ადამიანი ძალიან ცოტა სიმართლეს ამბობს,როცა საკუთარ თავზე ლაპარაკობს, ეს ბოლომდე ყველაფრის არ თქმა რასთანაა დაკავშირებული ჯერ ვერ მივხვდი, მე მგონი შიშთან, იმის შიშთან, რომ ხალხს არ მოეწონები ისეთი როგორიც სინამდვილეში ხარ და იგონებ "მეს" რომელიც მისაღებია დანარჩენებისთვის და რომელიც იოლად მოსწონს ხალხს... მასას... ის ხომ მათ საოცრად გავს...
საიდუმლოებები, ანუ უცნობი ამბები კი ძალიან საინტერესო თემაა, მითუმეტეს თუ ძალიან ცნობისმოყვარე და მოუსვენარი პიროვნება ხარ, აი ისეთი, შენს გრძელ ცხვირს, რომ ყოფ იქ სადაც სულაც არ გელოდებიან, მაგრამ რომ გაინტერესებს რა უნდა ქნა? თან თუ ბავშვობიდან ლეგენდები და გასაოცარი ამბები გესმის შენთვის ერთ–ერთ საყვარელ ადამიანზე და ერთი სული გაქვს პირველი პირისგან გაიგო ყველაფერი, ეს ამბები რომლებსაც ძილის წინ გიყვებოდნენ ბავშვობაში მართალია თუ მხოლოდ ლეგენდებია? მაგრამ ლეგენდებიც ხომ თავისით არ იქმნებიან? სულ მცირედი საფუძველიც ხომ სჭირდება???
გაფართოებული თვალებით ელოდება ნაცნობი სილუეტის გამოჩენას, სუნთქვა უჭირს და გულის ცემა უჩქარდება ჩამოფრენილთა ახალი ნაკადის გამოსვლაზე, ცდილობს არ გამორჩეს, სხვებში არ აერიოს, ის ხომ არასოდეს უნახავს? თუმცა ოცი წელია უყვარს, თავიდან მხოლოდ მისი ხმა შეუყვარდა, სურათებით იცოდა, რომ ყველაზე სიმპატიური ყავდა, ტექნოლოგიების განვითარებამ საშუალება მისცა პირადად გაეცნო, ნუ როგორ პირადად... მხოლოდ ტელეფონში გაგონილ მის ხმას გამოსახულება დაემატა კომპიუტერის ეკრანზე და მერე მართლა დარწმუნდა, რომ საუკეთესო იყო... ოცი წლის მერე მოუთმენლად ელოდება, მისი ხმა უყვარს, გარეგნულად გიჟდება მასზე და ახლა მისი შეგრძნებაც უნდა დროულად... ჩამოფრენილი რეისების ტაბლოს ნერვიულად უყურებს, ყოველ ორ წამში ერთხელ, ისევ მგზავრების ახალი ნაკადი, ის კი ისევ არ ჩანს, შეწუხებული უყურებს მშობლებს, მერე ისევ როგორც თვითონ დაარქვა მოლოდინის კარიბჭეს, რაც უფრო ახლოვდება მასთან შეხვედრის წუთი მატულობს შიში, ყველაფერი ისე რომ არ აეწყოს, როგორც თვითონ წარმოუდგენია? იმედები, რომ გაუცრუვდეს? რომ დაემსხვრეს რაინდის იდეალი? ის ისტორიები მხოლოდ ისტორიები რომ აღმოჩნდეს? ის ხომ მთელი ამ წლების მანძილზე საზრდოობს ამ ისტორიებით და მთავარი გმირის გაცნობა უნდა, ყველაფერი უნდა გაიგოს მის ბურუსით მოცულ და საინტერესო ცხოვრებაზე, რეალური ადამიანების რეალური ისტორიები, ხომ უფრო საინტერესოა ვიდრე გამოგონილი რომანები? საერთოდ ითვლება, რომ ვერ დაწერ ისეთს ვერაფერს თუ ეს საკუთარ თავზე არ გამოგიცდია, ან თუ დაწერ იმაზე რაც არ იცი, ეს არც ისე გულწრფელად და საინტერესოდ გამოგივა, მას კი ძლიან დიდი ხანია სულის ამაფორიაქებელი არაფერი წაუკითხავს, არც გაუგია და არც რაიმე მომხდარა ასეთი მის ცხოვრებაში, თუმცააა... ამ ბოლოს.... რა დროს ეს არის??? ახლა მის ცხოვრებაში ერთ–ერთი უსაყვარლესი ადამიანის ჩამოსვლას, უფრო სწორად მის ცხოვრებაში დაბრუნებას ელოდება და ნერვიულობისგან ლამისაა ფრჩხილები ჩაიკვნიტოს, ის ხომ სააიდულმოებებით სავსე ყუთივითაა მისთვის, ყუთის გახსნა და საიდუმლოებების ამოლაგება კი ზაფხულის ყველაზე საინტერესო ნაწილია, ნუ თუ საიდუმლოებების პატრონი მისცემს ამის უფლებას... თუმცა სად გაექცევა? ოფიციალურად აცხადებს: "ცხელი ზაფხულია მოსალოდნელი... ცხელი!!!"
არც წამოსასვლელად მომზადებას ჩაუვლია უემოციოდ და ეიფორიის გარეშე მეორე კონტინენტზე, რადგან ძნელია დაბრუნდე ოცი წლის მერე ბავშვობის ქალაქში, იქ სადაც ერთ დროს ყველაზე ბედნიერი იყავი და საიდანაც საკუთარ თავს, დიდ ტკივილს და დიდ იმედგაცრუებას გამოექეცი... დაბრუნდე და ბედნიერების არც ერთი მიზეზი აღარ გყავდეს... იცის რომ არეულ ქალაქში მის გარეშე ვერ გაძლებს... ამ ქალაქში ცხოვრებას, ხომ მისი არსებობით ეძლეოდა აზრი... და არ უნდა კიდევ ერთხელ გადაიტანოს ის ოცი წლის წინანდელი განცდები თავიდან... მაგრამ მაინც გულმოდგინედ ალაგებს და მოდის, რადგან ათასობით კილომეტრის იქეთ ის პატარა გოგო ელოდება, რომელიც ახლა უკვე მთელ სამყაროს ურჩევნია და რომელსაც პირობა მისცა ჩამოვალ აუცილებლადო... ის კი გაცემულ პირობებს ყოველთვის ასრულებს... ახლაც ბრუნდება ქალაქში სადაც იცის რომ სევდა ელის... სევდა წარსულის და მონატრების... გულის ცემა მაშინვე აუჩქარდა როცა თვითმფრინავში ბავშვების ქართული საუბარი, უფრო სწორად ჩხუბი გაიგო, გოგონა ძმას ეხვეწებოდა ფანჯრისკენ დამსვიო, დიდი ხანია ასე ქართული არ გაუგია და მაშინვე მიხვდა, რომ დიდი გამოცდა მოუწყო საკუთარ თავს და წამების დრო თვითმფრინავის აფრენის წუთიდან ჩაირთო... იმ ბავშვებმა კიდევ რამოდენიმეჯერ მოასწრეს ნერვების მოშლა და ალეკომ პირველად გაიფიქრა ის რაზეც აქამდე არ უფიქრია და შეეშინდა, დიდი იმედი ქონდა მისი დუდანა ასეთი კაპრიზული არ აღმოჩნდებოდა, საერთოდ როგორი იქნებოდა მასთან შეხვედრა? მთელი ზაფხულის ერთად გატარება? რას ეტყოდა შეხვედრისას? ასე შორი მანძილით დაშორებულები და მხოლოდ ვირტუალური კავშირით დამეგობრებულები რეალურ ცხოვრებაში, რომ არ მოსწონებოდათ ერთმანეთს? მერე უფრო მეტად დაითრგუნა,როცა მეგობრები გაახსენდა, მეგობრები, ოჯახი (რომლისგანაც აღარაფერი იყო დარჩენილი კედლების გარდა, რადგან მშობლები დაღუპული ყავდა და ბედის უკუღმართობით დედისერთაც იყო), უბანი, ის, ირინა და მტრედები... მერე ეგონა რომ თვითმფრინავში კი არა დროის მანქანაში იჯდა და წარსულში ბრუნდებოდა, უცნაური მოუსვენრობა შეუჩნდა როცა ბორტ გამცილებელმა გოგონამ ღვედების შეკვრა მოსთხოვათ, თვითმფრინავი დასაშვებად ემზადებოდა, მერე ყველა მგზავრი წინ გამოატარა, სარეგისტრაციოშიც, ბარგის ასაღებათაც სულ ბოლო დადგა, მერე იმ მოლოდინის კარიბჭეშიც როგორც დუდანამ დაარქვა, ჯენლტმენობა გამოიჩინა და ლამის თვითმფრინავის ყველა მგზავრის გამოსვლა სიის მიხედვით ჩაიბარა, რომ მიხვდა სხვა გზა აღარ ქონდა მხოლოდ მაშინ გამოვიდა და პირველი ლეუშას მოკრა თვალი, რომელმაც ისე მონატრებულად გაუღიმა ნერვიულობა და წარსულთან შეხვედრის შიში სულ გადაავიწყდა, ლეუშას გვერდით თინი ედგა, ისევ ისეთი კოხტა და კოპწია როგორც ოცი წლის წინ, თითქოს ეს წლები არც გასულაო, უფრო ახლოს, რომ მივიდა მათთან მხოლოდ მაშინ შეამჩნია, მიუხედავათ იმისა რომ თინიც ლეუშასავით უღიმოდა, თვალები მონატრების ცრემლებით ქონდა სავსე და მათ დამალვას არც კი ცდილობდა, მისი დუდანა კი ზურგით იდგა, მშობლების სახეზე ღიმილი, რომ დაინახა მიხვდა ალეკო გამოჩნდა, მომენტალურად შეტრიალდა, ისე თითქოს ვიღაცამ უბრძანა ზურგისაკენო! ღიმილი ყურებამდე გაეწელა,თვალები აუცრემლიანდა, უცებ ალეკოსკენ გაქცევა მოუნდა, თავი შეიკავა, იფიქრა რას იფიქრებსო, მანაც რომ გაუღიმა და ხელები გაუშალა ჩახუტების სურვილის ნიშნად, მხოლოდ მაშინ მოწყდა დუდანა ინერციით იმ ადგილს რომელზედაც ორი წუთის წინ ფიქრობდა, რომ ლურსმნებით იყო დაჭედებული და ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებდა, თბილად და უსიტყვოდ მოეხვია მის ცხოვრებაში, არა მის მეხსიერებაში პირველად (იმიტომ, რომ ალეკო ხშირად ეუბნებოდა შენს დაძინებაზე უფრო ტკბილი არაფერი მახსოვს ცხოვრებაშიო), ალეკომაც მოხვია წელზე ხელები და ჰაერში რამოდენიმეჯერ მოატრიალა, ჩემი შხვართალა ლამაზი გოგოო, სიხარულით და სიამაყით სავსე გამოუვიდა ნათქვამი და როცა დასვა მხოლოდ მაშინ თქვა საერთო სალამი, ლეუშამ კინაღამ გვერდები ჩაუმტვრია ისეთი ძალით ურტყამდა მოხვეულ ტორებს, თინი კი როგორც ყოველთვის თბილად მოეხვია, მიხარიო რო ცოტა ხნით მაინც დაგვიბრუნდიო... დამხვედრთა სიმცირე კი გაუკვირდა თავიდან , მაგრამ მიხვდა სახში ელოდა დანარჩენი შემადგენლობა, ეჭვები გზაში ატეხილმა ზარებმა და დუდანამ დაუდასტურა, ისიც ითხოვა დღეს მაინც დამინდეთ ნამგზავრი კაციო, მაგრამ ვინ გაიგონა...
თბილისი ის ქალაქი იყო რომელიც ალეკოს სიგიჟემდე უყვარდა ერთ დროს, საერთოდ ალბათ ასე ხდება, ძალიან გიყვარს ის ადგილი სადაც გაიზარდე, წახვედი სკოლაში, პირველად იჩხუბე, პირველად შეგიყვარდა, პირველად დადექი ბისჟაზე, ქალაქი სადაც ყველაფერი პირველად მოხდა, მერე ისე მოხდა, რომ ალეკოს ძალიან შესძულდა ეს ქალაქი, დანგრეული და გაოხრებული ქალაქიდან გაიქცა, სიძულვილი ოდნავ კი შეუმცირდა დროთა განმავლობაში, მაგრამ სულ არ გამქრალა, ახლა კი მაინც კმაყოფილი უყურებდა აშენებულ, დამშვენებულ, განათებულ და მეტნაკლებად მოწესრიგებულ ბავშვობის ქალაქს, რომელსაც ძველ თბილისთან არაფერი ჰქონდა საერთო და ალეკოსაც მოეჩვენა, რომ სადღაც უცხო ქალაქში იყო ჩამოსული... დუდანას უცნაური მზერა რომ დააფიქსირა გაეცინა
–რა იყო დუდიკ? ნამდვილათ მე ვარ, დამიჯერე, შეგიძლია შესამოწმებლად მიბწკინო, გაუწოდა მკლავი საბწკენად და დუდანამ უარყოფის ნიშნად თავი გაუქნია
–აბა არ გაგიხარდა ჩემი ჩამოსვლა? უკვე რამდენი წელია მეხვეწები და ახლა უცხო კაცისავით მიყურებ
–ახლა მგონია, რომ სულ უცხო პიროვნება ხარ და არა ის კომპიუტერის ადამიანი, ყოველთვის მეგონა, რომ მარტო ვირტუალური იყავი და ახლა თითქოს არ გიცნობ ისეთი შეგრძნება მაქვს, გაუცხოვება დამემართა, პატარა ბავშვივით, მორცხვად ჩაილაპარაკა დუდანამ და თავი დახარა, დანარჩენებს დუდანას გულახდილობაზე გაეცინათ, ალეკომ დაამშვიდა ჯერ სად ხარ სახლში რომ მივალთ შენნაირი ათი მაინც დაგვხვდებაო, მე ზოოპარკის ერთ–ერთ გალიაში გამოკეტილ ცხოველად ვიგრძნობ თავს და თქვენ ჩემი დამთვალიერებლები იქნებითო, მერე ხელზე ხელი მოუჭრა და ისიც დაუმატა, ერთ ორ დღეში ეს უცხოობა გაგივლისო, მაგრამ ერთი ორი დღე არ დასჭირვებია დუდანას, საუბრის თემა საჩუქრებს და დუდანს მიერ დაბარებულ ნივთებს, რომ შეეხო, ალეკო უხსნიდა, რომ ყველაფერი რაც კი დააბარა უყიდა, შტატივები, ლინზები, ობიექრივები რაც კი სიაში ეწერა ყველაფერიო და ერთადერთი რაღაც ვერ ვიპოვეო და დუდანაც ძველებური დუდანა გახდა, კომპიუტერის ეკრანს იქეთ როგორც ესაუბრებოდა ალეკოს ისეთი, ხელებს უშლიდა და ვითომ ბრაზობდა, აი ამხელა ამერიკაში ეგ როგორ ვერ იპოვეო... მერე სხვა რაღაცეებზეც მოასწრეს კამათი და დუდანას მამა ახელებდა, რა მოუვიდა შენს გაუცხოვებასო? სახლში, რომ შევიდნენ ზუსტად ისეთი სიტუაცია დახვდათ, როგორიც ალეკომ იწინასწარმეტყველა, მაგრამ დუდანას არ იყოს უცხოობა სხვაბსაც მალე გაუვიდათ, საოცარი სანახავია სასმელი როგორ აახლოვებს ადამიანებს და ყველა უხერხულობას როგორ ხსნის, აი აქ კი ნამდვილად წარსულში მოხვდა ალეკო, ბავშვობის მეგობრები, მათი მეუღლეები, ზოგი ნაცნობი, ზოგიც უცნობი და მათი ბავშვები, თუმცა რაღა ბავშვები, ვერც კი დაუძახებ ბავშვებს ცხრამეტიდან ზევით ადამიანებს, მიუხედავათ იმისა, რომ თავიდან ალეკო თავს ძალიან უხერხულად გრძნობდა, მერე მიხვდა რამდენად მოენატრა ეს ხალხი და მათი სიყვარული, ღიმილი, სიცილი, ხარხარი და ხორხოცი არ შეწყვეტილა მას მერე რაც სუფრას შემოუსხდნენ, ბავშვობას, სტუდენტობას და ძველ, საასიამოვნოდ გატარებულ წლებს იხსენებდნენ, სასიამოვნოს და საყვარელს რაღაც ეტაპამდე, მერე კი სიმხიარულე სადღაც გაქრა როცა ქრონოლოგიურად სამოქალაქო და აფხაზეთის ომს მიუახლოვდნენ, სამეგობროდან ომში ყველა იბრძოდა და ვისაც ეს საშინელება გამოვლილი აქვს დიდი სიამოვნებით დაიმართებდა ამნეზიას და ამ წლებს დაივიწყებდა შესაძლებელი რომ იყოს, ცოტა ხნით ყველა დასერიოზულდა და ალეკოს გასაკვირად, ის ბავშვები რომლებიც ომის მერე გაჩდნენ და ომთან არავითარი შეხება არ ჰქონიათ, ისინიც კი მთელი სისრულით აღიქვამდნენ სიტუაციის სიმწვავეს, ალბათ ეს მშობლების დამსახურება იყო და ალეკოს სადღაც გულში სიამაყის ნაპერწკალი გაუღვივდა, საქართველოს ახალი თაობის ამ ნაწილის შემხედვარეს, მტკივნეულ თემას გვერდი მთლად მართალია ვერ აუარეს, მგრამ კორექტულად მოკლე დროში გაიარეს ცხოვრების ეს მონაკვეთი და მერე მეგობრები ალეკოს გმირობებზე ალაპარაკდნენ, ის კი ძალიან ირონიულად იღიმებოდა და ყოველ ახალ ისტორიაზე თავს უიმედოდ აქანავებდა, თითქოს და უარყოფის ნიშნად, დუდანა კი მიხვდა, ის ისტორიები, რომლებსაც ბავშვობაში უყვებოდნენ ალეკოზე, სულაც არ ყოფილა გამოგონილი, აბა ასეთი სიზუსტიტ როგორ ემთხვეოდა თითოეული სიტყვა ერთმანეთს? ალეკომ ბოდიში მოიხადა და სუფრიდან აივანზე გადაინაცვლა სიგარეტის მოსაწევად, აივნის მოაჯირს დაეყრდნო და განათებულ მთაწმინდის პანორამას გახედა, მერე იგრძნო როგორ დაურღვიეს მარტოობა
–რა იყო ბიჭო თავგასას, რომ აწყენინე და სუფრიდან გამოექეცი? ამოუდგა გვერდით ლეუშა
–მისი წყენინება არ მინდოდა, უბრალოდ ხომ იცი რასაც ვფიქრობ გმირებზე და გმირობასთან დაკავშირებით? სევდიანად ჩაეღიმა ალეკოს
–ჩვენ უბრალოდ ძალიან მოგვენატრე, თავგასაც ცდილობდა მოგფერებოდა როგორც შეეძლო, შენ კიდე ირონიულად უცინოდი და ბოლოს სუფრიდანაც ადექი
–ლეუშ, ჩემი ბრალი არ არის თუ თავს გმირად არ ვთვლი და როცა ჩემზე გადამეტებული პათოსით საუბრობენ თავს უხერხულად ვგრძნობ, მე საგმირო არაფერი გამიკეთებია და საერთოდ გმირობა საკამათო თემაა... ლეუშას რომ ჩაეცინა ალეკომ მეორე ღერს მოუკიდა, ცოტა ხანი ჩუმად იყვნენ
–ბევრს ეწევი ძალიან, ისე უსაყვედურა ლეუშამ მეგობარს არც კი შეუხედავს მისთვის, თანხმობის ნიშნად ალეკომ მხოლოდ თავი დაუქნია
–შენი აზრით ღმერთი გვაპატიებს იმას რაც გავაკეთეთ ლეუშ? დასვა მოულოდნელი და თითქოს გაურკვეველი კითხვა ალეკომ, აივნის მოაჯირს იდაყვებით დაყრდნობილი ლეუშა წელში გასწორდა, სახე და თვალები დაუნაღვლიანდა, ბევრი რაღაც გაახსენა ალეკოს კითხვამ, ბევრი ისეთი რამ რის დავიწყებასაც ოცი წელია უშედეგოდ ცდილობს....
–არა! არა მგონია ამის პატიება შეძლოს უფალმა! ამოაყოლა არასახარბიელო განაჩენი ოხვრას ლეუშამ და ალეკოს მხარზე ხელი თანაგრძნობის ნიშნად დაადო
–მეც მასე ვფიქრობ! გასწორდა ალეკოც, შევიდეთო თავით ანიშნა ლეუშას და ბოლოს მაინც იმედიანი თვალებით გაუღიმა, უკვე შესვლას აპირებდნენ ალეკომ რომ გააჩერა
–ბიჭო, ეს თავგასას ბიჭი დუდიკას ხო არ ეპრანჭება? ზედმეტი ინტერესით იკითხა ალეკომ და ლეუშას გაეცინა
–დაიწყე უკვე ეჭვიანობა? დუდანა ჩემი შილია, ჩე–მიიიი.... დაიმახსოვრე
–შენი შვილი კია, მარა ჩემის ხომ არის? სულიერი მამა ვარ ბოლოს და ბოლოს
–მერე თავგასას ბიჭს რას უწუნებ?
–ვერ ხედავ რას გავს? თან რანაირად ლაპარაკობს? ეგეთი სიძე გინდა შენი შხვართი შვილისთვის? თან რანაირი უსუსური თვალები აქვს, ელვაში შეშინებული ბეცი თხასავით... ეგ რო გეყოლება სიძედ ღამით მშიდად როგორ უნდა გეძინოს? ლეუშას ყოველთვის სიცილს გვრიდა ალეკოს შედარებები და ახლაც ხარხარით დაუბრუნდნენ სუფრას, ალეკო მაინც არ ჩერდებოდა, შენ იცინე იცინე და მე მივხედავ მაგ საქმესო, ლეუშამ კი გააფრთხილა ბავშვს თავი დაანებეო... სუფრა ჩვეულებრივად გაგრძელდა, დაშლის დრო რო მოვიდა ყველამ სათითაოდ გადაიპატიჟა ალეკო სახლში და ალეკომაც მასე თუ წავიდა საქმე გავლოთდები წასვლამდეო, დუდანას დიდმა ხვეწნამაც დარჩი ჩვენთანო შედეგი არ გამოიღო, ალეკომ მხოლდ ერთი პატარა ჩანთა აიღო სადაც პირველადი მოხმარების ნივთები ეგულებოდა, დანარჩენებს ხვალე წავიღებო, დუდანამ წაყვანის შეთავაზებაზეც უარუ მიიღო, დიდი ხანია ღამის თბილისში არ მიხეტიალია და თურმე მომენატრა ეგ საქმიანობაო, თბილად გაუღიმა საწყალი თვალებით მომზირალ დუდანას
–რა იყო დუდიკ? ხომ არ გგონია, რომ დავიკარგები? თუ დაგავიწყდა ეს ქალაქი მანამდე რომ იყო ჩემი სანამ შენ დაიბადებოდი და აქ ყველაფერს ჩემი ხუთი თითივით ვიცნობ?
–რატომ უნდა წახვიდე მარტო როცა შეგიძლია ჩვენთან დარჩე? ბავშვურად გაბერა ლოყები წყენის გამოსახატავად დუდანამ
–რატომ უნდა დავრჩე თქვენთან, როცა ჩემი სახლი მელოდება?
–გაუშვი დე, არაფერი მოუვა შენს ნათლიას, ხვალ ისევ შეხვდებით ერთმანეთს, თბილად უთხრა თინიმ შვილს და ალეკოსაც თბილად დაემშვიდობა, ჭკუით მიდი სახლამდეო...
არ ეგონა, მაგრამ ქუჩაში რომ გამოვიდა, უკვე დილამიტანებული ქალაქის სიმშვიდე და ოდნავ სუსხიანი ნიავი, რომ იგრძნო ძალიან ესიამოვნა, ერთ–ერთი რამ რაც ამერიკაში ძალიან ენატრებოდა, ფეხით სიარული იყო, ქვაფენილიანი და ვიწრო ქუჩები, კედლებიდან საუკუნეები, რომ გიყურებენ და მედიდურად, რომ გაგრძნობინებენ შენც გადაგიტანო... ჯანაშიას ქვაფენილიან ვიწრო ქუჩას ღიღინით დაუყვა, ისე როგორც ადრე, როცა ლეუშადან მოდიოდა ხოლმე, მელიქიშვილის დაცარიელებული ქუჩა უპრობლებოდ გადაკვეთა, ნიკოლაძეზეც არავის შეუწუხებია, ქუჩიშვილის ქუჩაზე რო შეუხვია და ის სუროთი დაფარული სახლი ისევ დაინახა, ბავშვობის ოცნება გაახსენდა, როგორ ოცნებობდა, რომ გაიზრდებოდა და იმ სახლს აუცილებლად იყიდდა, სულ რაღაც ასი მეტრიც გაიარა და მარცხნივ კოსტავაზე ჩასასვლელი პატარა კიბეც, რომ მის ადგილას დახვდა კმაყოფილების ღიმილი ვერ შეიკავა, პირველივე საფეხურზე გაჩერდა, მარჯვნივ გაიხედა, ბავშვობის სტადიონიც ადგილზე იყო, ფილმის კადრივით გაუელვა სკოლის მერე როგორ თამაშობდნენ ფეხბურთს ბიჭები და მერე დიდობაში აქ ამ კიბეებზე როგორ ბირჟაობდნენ... კიბეები სასიამოვნო მოგონებების შედეგად გამოწვეული კმაყოფილების ღიმილით ჩაირბინა და სანამ თავის ე.წ. იტალიური ეზოს ისევ მწვანედ შეღებილ ჭიშკარს შეაღებდა ქუჩის მეორე მხარეს ძველებურ, ოთხ სართლიან ტუფის ქვით ნაშენებ კორპუსს შეაპარა მზერა, მისთვის ნაცნობ ფანჯარაში, მიუხედავათ იმისა, რომ დილის ექვსი საათი სრულდებოდა შუქი ენთო და ძალიან მოუნდა კენჭები ესროლა ფანჯრისთვის, როგორც წლების წინ იცოდა ხოლმე, როცა თავის თრითინას ეძახდა გარეთ გამოდიო, მაგრამ გადაიფიქრა, ძველი ჭიშკარი ჭრიალით შეაღო, ეზოშიც ყველაფერი უცვლელი იყო, რკინის დაკლაკნილი კიბე, რომელიც სახლის სხვენში ადიოდა, სადაც ალეკოს მამის ბატონი ჟორას (სინამდვილეში გიორგის, მაგრამ ყველა ჟორას ეძახდა), სამხატვრო სახელოსნო იყო და სარდაფში ჩამავალი მოზაიკური კიბეები, რომლებიც ალეკოს დედის ქალბატონი ფიქრიას სამკერვალოში ჩადიოდა, ამ ორ ლოკაციას შორის კი მოთავსებული იყო ორ სართულიანი საცხოვრებელი ბავშვობის სახლი, უცვლელი შინდისფერი რკინის კარებით და ხის ფანჯრებით, ალეკომ გასაღები ხელის კანკალით მოარგო ჭრილს, სანამ სახლში ფეხს შეადგამდა კიდევ ერთხელ გახედა თრითინას ფანჯრებს და მერე მართლა წარსულში დაბრუნდა, სახლში მისი წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა, ნივთებიც კი ისე იდო როგორც თვითონ დატოვა და სახლსაც ზუსტად ისეთი სუნი ჰქონდა როგორც ოცი წლის წინ, ჩანთა შესასვლელშივე დადო და გაუაზრებლად მთელი სახლი მოიარა, ბოლოს კი ძალიან მოუნდა ეთქვა
–დე მოვედი, სად ხარ, ძალიან მშიაო.... მაგრამ.....
ძველებურ, მდიდრულ ტყავის დივანზე გაუხდელად მიწვა და ვერ ვიტყვი, რომ მშვიდათ, მაგრამ მაინც ჩაეძინა.....


P.S.
დავბრუნდი ჩემო კარგებო, ძალიან, ძალიან, ძალიან მომენატრეთ და გადავწყვიტე, რომ ამ გამოცდების წინ დავიტვირთო თქვენი დადებითი ემოციებით....



№1  offline წევრი Anuki♥

ეეეე რა მაგარია რომ დაბრუნდი . . როგორ გამახარე . . ❤❤❤წარმატებები

 


№2  offline წევრი Duci

Tvalebs ar vujereb nutu es shwn xar?? Ar ici rogor gamaxare :)) darwmunebuli var esec isetive umagresi istoria iqneba rogoric winebi da amasac bevrjer wakitxv moubezreblad.miyvarxar me shen yvelaze tbilo adamiano :* warmatebebs gisurveb <3

 


№3  offline წევრი nataska

მადლობა საყვარლებო, იმედია ამ ისტორიასაც ისე შეიყვარებთ როგორც წინა ორს, love feel love

 


№4  offline წევრი mbella

მგონი არ მეჩვენება და მართლა დაბრუნდი :*** ძალიან მიხარია და დარწმუნებული ვარ არც ამჯერად გაგვიცრუებ იმედებს :*** წარმატებები და ველოდები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent