შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა?_წესების გარეშე!


17-06-2015, 20:50
ავტორი Tay194
ნანახია 3 425

თავის კაბინეტში ზის და მაგიდაზე მიმოფანტულ ფურცლებს უკმაყოფილოდ უყურებს.პირველად არის ასეთ სიტუაციაში როცა არ იცის რა გააკეთოს.ახლა ,რომ თავისი ერთადერთი ქალიშვილი ქეთა უყურებდეს, კარგად დასცინებდა მამამისს და შენიშვნასაც მისცემდა, ამხელა კაცს ამდენიახანია ეს კომპანია გაბარია და ახლა ელემენტარულ პრობლემას თავს ვერ ართმევო ,მარგამ არც ისე მარტივად, რომ არ არის საქმე როგორც ქეთა ფიქრობს?!კოტრდება ბატონი ლევანი, კოტრდება და ყველაფერს კარგავს.ამდენი ხნის მანძილძე რაც კი უშრომია, რაც კი გაუკეთებია და ღამეები უთენია ,აი ასე ერთი ხელის მოსმით ყველაფერს კარგავს და ხვდება,რომ მისი ცხროვრება მთლიანად იცვლება.50 წლის, ჭაღარა შერეული მამაკაცი სავარძელში მოკალათებული ფიქრობს, როგორ უთხრას ეს ყველაფერი თანამშრომლებს. როგორ უთხრას, რომ 30 წლიანი მუშაობის შემდეგ ასე მარტივად უნდა წავიდნენ და სხვა სამსახური მოძებნონ.მერედა სად ნახავენ ლევანისნაირ გულუხვ, თბილ უფროსს, რომელიც ყოველთვის დიდ პატივს სცემდა მათ?არა ვერ ნახავენ და ზუსტად ამაზე წყდება გული ჩვენს ლევანს.ოჯახი?ოჯახს რა უნდა უთხრას?არა, არა საბენიეროდ ოჯახის იმედი აქვს.იცის, რომ ყველანაირად მხარში ამოუდგებიან და გაუგებენ მას!
_შეიძლება ბატონო ლევან?ოთახში საშუალო სიმაღლის, გამხდარი, წითური გოგონა შემოვიდა და უფროს წინ აესვეტა
_დაჯექი შვილო!მაშინვე თბილად გაუღიმა უკმაყოფილო სახით მდგომ მდივანს და მის წინ მდგარ სკამზე ანიშნა
_ბატონო ლევან თქვენთან არიან!დაძაბული საუბრობდა მდივანი ,თითქოს არასასიმოვნო სტუმრების მოსულიყვნენ და უნდოდა ლევანისთვის შეპარვით ეთქვა ეს ამბავი
_ვინ მოვიდა?!მაშინვე დაებერა ყველა ძარღვი და განრისხებული სახით გახედა მდივანს, რომელიც ნერვიულად ხლართავდა თითებს ერთმანეთში
_დადიანი!უცებ მიახალა თვალებდაქანჩულ უფროსს და პირზე ხელი შეშფოთებულმა მიირტყა
_როდის მოვიდა?უებ წამოდგა სავარძლიდან და ფანჯარაში გაიხედა.დაინხა რამდენიმე შავი რენჯროვერი კომპანიის ეზოში და ყელში გაჩხერილი მძიმე ბურთულა ძლივს მოიშორა.როგორია გიგა დადიანის სტუმრობა ახლა ამ ამ დროს,ნეტავ რატომ მოვიდა,ნუ ლევანმა კი იცის რატომაც მოვიდა ახლა ეს ბიჭი აქ, მაგრამ მაინც არ უნდა რაიმე დასკვნა წინასწარ გამოიტანოს.ჯობს ცივილიზებულად ,ნორმალურად დაელაპარაკოს და ისე გადაწყვიტონ ყველაფერი.უცებ გაიფანტა ფიქრები, მაშინვე წარბაწეულმა გამოხედა შეშინებულ მდივანს და მისი სახის დანახვისას გაეცინა
_შვილო რატომ ნერვიულობ,არაფერია სანერვიულო ნუ ღელავ,კარგ რეკომენდაციას გაგიწევ და სამსახურს მარტივად იშოვი!შენ ის მითხარი როდის მობრძანდა ეს აქ?
_ახლა მოვიდა და გარეთ იცდის!მე ჩემს სამსახურზე კი არა თქვენზე ვღელავ,არმინდა რამე დაგიშავოს!უცებ მივიდა თავის უფროსთან და გულში ჩიკრა.როგორ უყვარს ეს კაცი ამ პატარა გოგოს, მისთვის მამასავითაა.მეზობლები იყვნენ როცა მშობლები გარდაეცვალა , ლევანმა როგორც საკუთარი შვილი ისე მიიღო და თავისთან სამუშოდ წამოიყვანა , მდივნად დასვა,შენხელა შვილი მეზრდება ისიც გოგო და შენ ხელი როგორ არ უნდა მოგიმართოო.იმის შემდგომ ყველაფერში ეხმარება და ისე უვლის როგორც ქეთას
_ნუ გეშინია ,რა უნდა მომივიდეს!უთხარი შემოვიდნენ....ჩახუტებულ გოგონას სახე ხელებში მოიქცია და ლოყაზე აკოცა
_გამარჯობა ბატონო ლევან!უცებ შემოაღი ორმეტრიანმა მამაკაცმა და განრისხებული სახე მიაპყრო ლევანს.უცებ მივიდა მის მაგიდასთან,ლევანიც წამოდგა და ახლა უკვე გიგა დადიანი მოკალათდა უფროსის განკუთვნილ ადგილას.ლევანმა მდივანს ანიშნა დაგვტოვეო და ისიც მალევე გაეცალა ადგილს.
_უკვე აბარგდი?ალმაცერად გახედა დაბნეულ ლევანს, რომელიც განერვიულებული დადიოდა ოთახში .არა მაინც როგორი უზრდელია ეს ბიჭი,ამხელა კაცი თავისი ადგილიდან წამოაგდო და თვითონ წამომისკუპტა სავარძელზე.არა უზრდელი კია, მაგრამ ზედმეტად სიმპატიური რომაა მოდი მაგ პლიუს ნუ დავუკარგავთ
_ხო მივდივარ!მტკიცედ წარმოთქვა ლევანმა და მობილური ამოიღო
_სად მიდიხარ ?ირონიულად გახედა მამაკაცს და თან მის ყველა ქმედებას კარგად დააკვირდა
_ქვეყნიდან!მოკლედ მოუჭრა დადიანს და მისი განრისხებული სახე არ შეიმჩნია
_ახლავე დააგდე ეგ მობილური და სკამზე დაჯქეი!ხმამაღლა დაიყვირა დადიანმა და განრისხებულმა გახედა ლევანს,რომელმაც დაუყოვნებლივ ,მაშინვე შეასრულა მისი ბრძანება
_ჩემი ვალი?!შეეცადა გიგა თავი დაემშვიდებნა და ისე ესაუბრა,მაგარამ როცა ლევანს უყურებს ისე სძულს ეს კაცი თავს ვერანაირად ვერ იკავებს.განერვიულებულმა დადიანმა ჰალსტუხი შეისწორა და მაგიდაზე ფეხები შემოაწყო
_ცოტა დრო მჭირდება და დაგიბრუნებ!გიგას უზრდელური საქციელი არ შემიჩნია ლევანმა,მაინც ჯერ პატარაა და არაუშავს ეშლებაო,ან დიდიც რომ ყოფილიყო ეს ბიჭი რას უზამდა ამ სიტვაციაში საკითხავი ეგ არის?ერთი გათამამებული ,ფულიანი მამის შვილს ვინ რას დააკლებს!ჯერ 25 წლისაა და იმხელა კომპანიას მართავს ლევანს, რომ არც დაესიზმრება.ამასთანავე თავისი ფეხბურთის გუნდიც ყავს და კიდევ ათასი რამ რაც არავისთვის არის ცნობილი
_ცოტა დრო, დიდი ხანია გავიდა!მე კიდე ჩემი ვალი უნდა ავიღო!მტკიცედ წარმოთქვა და ფეხები ჩამოაწყო,მომღიმარი სახით გახედა დაბნეულ ლევანს და თავისი შავი თვალებით ადგილზე გააშეშა
_ახლა ვალს ვერანაირად გადაგიხდი არ მაქვს,უკვე ყველაფერი გავყიდე და ფული კომპანიის გადარჩენას მოვახმარე,აღარაფერი დამრჩა,ცოტა დრო მინდა!დაბნეული საუბრობდა ლევანი და სახეზე ჩამოღვრილ ოფლის იშორებდა
_ლამაზი ოჯახი გყავს!მოულოდნელად თქვა დადიანმა და როცა ლევნის სახე დაინახა გაეცინა
_ჩემი ოჯახი არაფერ შუაშია მე და შენ გავსწორდებით!
_ლამაზი გოგო გყავს!რაო რა ქვიაო?ქეთა ხო?ძალით აგრძელებდა დადიანი,რადგან იცოდა ლევანისთვის ოჯახი როგორი ძვირფასიც იყო
_იცოდე მას ,რომ რამე დაუშავო.....
_ამი დ*** შ***** კიდე აქეთ მემუქრები?!მთელ ოჯახს ამოგიტრიალებ იცოდე!უცებ წამოდგა გიგა და ლევანი მთელი ძალით ააკრა კედელს,ცალი ხელი ყელთან მიაბჯინდა, ცალი კი ძლიერად მოუქნია და ადგილზე მოკუნტა ორმეტრიანი კაცი.არც შეიმჩნია ის, რომ ლევანი ძირს ეგდო ისევ თავის სავარძელს მიუბრუნდა და დაელოდა როდის ადგებოდა.ლევანიც უცებ წამოდგა და ძალა გამოცლილი დადგა მის წინ.ნეტა ახლა ამ სიტვაციაში არ იყოს ლევანი,აი ნახავდა რას უზამდა ამ თავხედს,მაგრამ არა ოჯახი უპირველეს ყოვლისა,ამიტომ იკავებს თავს.
_მოკლედ თუ არ გინდა შენი ოჯახი ამოგიწყვიტო, გოგო უნდა გამატანო!მოკლედ მოუჭრა და მაგიდაზე მდგარი ყავის ფინჯანი აიღო
_ღმერთო რა მწარეა!უცებ დამანჭა სახე როცა ყავა მოსვა და უკმაყოფილოდ, ცხვირაბზუებულმა დააბრუნა სითხით სავსე ჭიქა უკან
_აბა რას იტყვი?!უცებ მიუტრიალდა მის წინ მჯდარ, ჩაფიქრებულ მამაკაცს და მაგიდაზე მიმოყრილი საბუთების, დათვალიერება დაიწყო
_რას ამბობ, ის თვრამეტი წლისაა!უცებ მიარტყა კედელს, მთელი ძალით მუშტი და ჩასისხლიანებული თვალებით გახედა სანახაობით დამტკბარ დადიანს
_ნუ გეშინია ,ცოლად კი არ მინდა!ისევ შენთვის გეუბნები!ახლა უკვე დამშვიდებული საუბრობდა გიგა, თან მაგიდაზე მიმოყრილ ფურცლებს აგროვებდა და მაგრად ბღუჯავდა ხელში
_აბა რისთვის გინდა?გაოცებულმა გახედა ლევანმა დადიანს
_მოკლედ შენი გოგოსნაირი პატარები მჭირდება,ვავარჯიშებ და შეჯიბრზე გავიყვან!თუ მოიგებს, მოგებულ ფულს მე ავიღებ და ასე გადაიხდი ვალს!მთელი სერიოზულობით საუბრობდა გიგა,თან ყოველ სიტყვას გამოკვეთილად ამბობდა,რომ ლევანს ყველაფერი სწორად და კარგად გაეგო
_არა ქეთას ამას ვერ გავუკეთებ ის არაფერ შუაშია!უბრალო ნივთი ხომ არ არის ,ასე სხვას გავატანო!
_ერთი წელი ჩემთან იცხოვრებს ,ვავარჯიშებ და შეჯიბრზეც გავა!ისევ აგრძელებდა დადიანი
_რომ ვერ მოიგოს?!ლევანმაც ვერ გაიგო რატომ დასვა ეს შეკითხვა,ნუთუ ის გაატანდა ამ კაცს ასეთ საშინელ ადამიანს თავის გოგოს?არა,არა არ გატანს,მაგრამ რომ ემუქრება?იცის ეს ბიჭი აასრულებს თავის ნათქვამს
_მე ვცდი,მაგრამ წესით უნდა მოვიგოთ!თავის თავში ზედმეტად დამწუხრებულმა უპასუხა დადიანმა
_არა მას სულ სხვა გეგმები აქვს ,ეს არგამოვა!
_სხვა გზა გაქვს?!
_არა მაგრამ..სიმწრით გაეცინა როცა ქეთას სახე წარმოიდგინა ამ პირობის მოსმენისას,მძიმედ ჩაწყდა გულში რაღაც,არ უნდა ასე მოექცეს ,მაგრამ რამე რომ დამართოს ქეთას,სულ რომ დაკარგოს მერე რა ქნას?!
_კარგი რადგან არ გინდა ,მაშინ ოჯახს დაემშვიდობე!უცებ წამოდგა დადიანი და კართან მისული ადგილზე, ლევანის ხმამ გააშეშა
_მოიცა თანახმა ვარ!ძლივს წარმოთქვა ლევანმა ეს სიტყვები და ახლა უკვე მისკენ შემოტრიალებულ გიგას, თავლებში ჩააშტერდა
_დარწმუნებული ხარ?შემდეგ სხვა პასუხს აღარ მივიღებ!
_სხვა გზა არც მაქვს!დაღონებული ,ძალაგამოცლილი ჩამოჯდა ლევანი სკამზე
_ძალიან კარგი!სწორი გადაწყვეტილებაა!გამარჯვებული სახე აიკრა დადიანმა და ისევ კარისკენ გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი
_მაგრამ არამგონია შენს ფეხბურთის გუნდს გამოადგეს!უცებ დააწია სიტყვა მიმავალ ბიჭს,ისიც ისევ შემოტრიალდა და სიცილი დაიწყო
_ფეხბურთის გუნდს?!ახლა უკვე გაკვირვებული დადიანი ხმამაღლა როხროხებდა და სიცილისგან მომდგარ ცრემლებს ,სახიდან იშორებდა
_ხო შენ ხომ ფეხბურთის გუნდი გყავს, ქეთაც ხომ მანდ უნდა ავარჯიშო?!
_ფეხბურთის გუნდიც მყავს ,მარგამ ქეთა სხვაგან ივარჯიშებს,ის რაღაც სხვა იქნება!დამოწმებით თქვა დადიანმა და წარბაწეულმა აათვალიერა ლევანი
_და რა არის ის სხვა?!გაოცებულმა გახედა ლევნმა მომღიმარი სახით მდგარ გიგას და წამით ინანა,რომ დათანხმდა.უცებ მივიდა სკამზე მჯდარ ლევანთან დადიანი,მუხლები მოკეცა და მზერა გაუსწორა შეშინებულ ლევანს,ახლოს მიუტანა სახე და თვალებში ჩააშტერდა
_ეს იქნება ბრძოლა!ისე უთხრა,რომ მამაკაცის თვალებს არ მოშორებია,ალბათ სასტიკად მოსწონდა შეშინებული,დამფრთხალი თვალების ყურება
_ბროძოლა?მძიმედ გადააგორა ყელში გაჩხერილი ბურთულა ლევანმა და დადიანს თვალი მოაშორა
_ხო ბრძოლა!წესების გარეშე!უცებ მიახალა გიგამ ,კმაყოფილი წამოდგა,წელში გაიმართა და კაბინეტიი შეგროვებულ ფურცლებთან ერთად დატოვა.

გამარჯობა მეგობრებო.სიმართლე გითხრათ ბევრი ვიფიქრე სანამ ახალ ისტორიას დავდები,თუმცა საბოლოოდ ჩემი მკითხველის გამო მაინც დავდე,რადგან ვიცი ბევრი თუ არა ცოტა მინც ელოება ჩემს ისტორიას.წინასწარ დასასრულზე ვერფერს გეტყვით დამოწმებით,თუმცა ვფიქობ კარგი დასასრული ექნეა.ზუსტად არ ვიცი:))



№1  offline წევრი ფსიქო.13

ვაიიჰ :ლოვე:
რა კაი ხარ :ლოველოვე: :დ
გამსხვავებულია,და ძაან საინტერესო :უფროლოვე:
მგონი შემიყვუარდი :ლოვე?:
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№2  offline წევრი Nina-

dzalian momewona es istoria da vimedovneb am istorias eqneba kargi dasasruli wina istoriisgan gansxvavebit

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent