შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საზაფხულო ბანაკიდან დაწყებული სიყვარული (თავი1)


17-06-2015, 22:09
ავტორი babi phoenix
ნანახია 4 222

1 ივნისი, დღის 10 საათი, საზაფხულო ბანაკი და ახალი მეგობრები.. ზუსტად 10 საათზე მამამ უმშვენიერეს ადგილას დამტოვა, თითქმის ტყეში.. მე ეკატერინე ამ დროს 14 წლის ვიყავი..
ირგვლივ უამრავი ბავშვი ირეოდა, ბიჭები და გოგონები.. მინდოდა რომელიმეს გაცნობა მაგრამ არეულობა იყო, ყველა თავის ბარგს ეძებდა.. რამოდენიმე საათში ყველაფერი მიწყნარდა.. ოთახები გამოგვიყვეს, თითო ოთახში 5 ბავშვი იძინებდა, ასევე ცალკე იყო გოგონების და ბიჭების საძინებლები.. ერთმანეთისაგან 50-100 მეტრის დაშორებით..
ამ დღემ ასე თუ ისე ნორმალურად ჩაიარა..

მეორე დღის 7-ზე გაგვაღვიძეს, სავარჯიშოდ ყველა ერთ მწკრივში მოვეწყეთ,მე ერთი ბიჭის გვერდით მომიწია დგომა, მას ლაშა ერქვა, 15 წლის მაღალი, მწვანეთვალება ბიჭი, ერთი შეხედვით ძლიერი და ფიცხი ჩანდა,, რატომღაც მომინდა უფრო დიდი ხანი დავკვირვებოდი, მაგრამ ამ დროს ზარის ხმა გაისმა, რაც გვაუწყებდა იმას, რომ უნდა გვერბინა..

ტყეს წრე 2ჯერ დავარტყით და ყველა დათქმულ ადგილას აღმოვჩნდით.. ლანჩის დროც მოვიდა, გოგონებთან ერთად საუზმე ავიღე და დავსხედით, ლაშა ჩემს წინ იჯდა, ბიჭებთან ერთად.. ვცდილობდი არ შემეხედა მაგრამ არ გამომდიოდა, მისი თვალები იმდენად მწვანე იყო, რომ არ შემეძლო არ მეყურა.. არც ის მარიდებდა თვალს, მაგრამ, როდესაც ორივე შევხედავდით ერთმანეთს თავს ისე ვიჭერდით ვითომც არაფერი..

-ეკატერინე!! ეკატერინე!!ეკატერინე.. - ამ დროს გაისმა ტკბილი ხმა, თურმე მე მეძახდნენ, იმდენად ვიყავი ფიქრებში წასული ვერავის ვამჩნევდი..
-მე მეძახით?
-დიახ! ბავშვებს თამაში გვინდოდა და ვიფიქრეთ შენც ჩვენთან ერთად წამოხვიდოდი..
-ა ჰო რათქმაუნდა..

გარეთ გავედით, ორ გუნდათ დავიყავით, შევთანხმდით რომ გოგონები ვიმალებოდით, ბიჭებს კი უნდა მოვეძებნეთ..
ყველა სადღაც შეძვრა, მე კი დასამალი ადგილი აღარ მქონდა, ასერომ ხეზე ავედი..
2 წუთში მოძებნა დაიწყეს, თითქმის ყველა იპოვეს ჩემი და ერთი გოგონას გარდა.. ყველა შეშინდა, ძებნა დაგვიწყეს. ხიდან ვეღარ ჩამოვდიოდი.. ბოლოს ტყეში ძალიან დავიბენი და ყვირი დავიწყე, საბედნიეროდ ეს ყვირილი 2მა ბიჭმა გაიგონა, ლაშამ და მისმა მეგობარმა ირაკლიმ..

და რადგან იკა-მ არ იცოდა ხეზე ასვლა ლაშამ ჩამომიყვანა, მოკლედ რომ ვთქვათ გადამარჩნა ჩამოვარდნას..

-მადლობა
-არაფრის ეკატერინე! და რისთვის?
-ჩამოვვარდებოდი შენ რომ არ მოსულიყავი.
-ეგ არაფერი, ხან მე დაგეხმარები, ხან შენ დამეხმარები..

აღარაფერი უთქვია, უბრალოდ ისევ ერთ ჯგუფად შევჯერდით და ყველა ჩვენ ჩვენი ოთახისაკენ გავეშურეთ..

მოახლოვდა სადილის დრო, ისევ ავიღეთ სადილი და მაგიდებს მივუსხედით.. ღმერთო ჩემო ლაშა ისევ ჩემს პირდაპირ იჯდა, მაგრამ აღარ მიყურებდა.. მე კი თვალს ვერ ვწყვეტდი, საჭმლის ჭამაც კი არ დამიწყია, მხოლოდ მისი თვალებით ვტკბებოდი..
ვახშამზე კი აღარ გავსულვარ.. ვიცოდი რომ ისევ ჩემს წინ ან ამჯერად გვერდზე იჯდებოდა.. ამიტომ ოთახში ყოფნა, განმარტოება და დღიურის წერა განვაგრძე..


პ.ს მოგეწონათ? მოკლედ ბავშვებო ესეც ახალი ისტორია, იმედია იაქტიურებთ, იმიტომ რომ თითოეულის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.. რათქმაუნდა გავაგრძეელებ თუ მოგეწონებათ... და უფრო მალ-მალე დავდებ თავებს..



№1  offline წევრი სპენსერი

მომეწონა მაგრამ ძალიან პატაარაა|!! გაადიდეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

 


№2  offline წევრი babi phoenix

მარიამი(მია)
მომეწონა მაგრამ ძალიან პატაარაა|!! გაადიდეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Aucileblad<3 ubralod aktiuroba minda aamit stimulimedzleva

 


№3  offline წევრი Somebody

კაია ბანაკი გამახსენდა პროატა იქ 9-ზე ვდგებოდით :D
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 


№4  offline მოდერი ანკა

მომეწონა, მგონი საყვარელი ისტორია იქნება ^_^
წარმატებები <3

 


№5  offline წევრი babi phoenix

ანკა
მომეწონა, მგონი საყვარელი ისტორია იქნება ^_^
წარმატებები <3

მადლობა დიდი <3

 


№6  offline წევრი Tako_Latibashvili

ძალიან მომწონნს ♡♡ ზოგადად შენი მოთხრობები მიყვარს მაგრად და შენც მაგრად მიყვარხარ♡♡♡ შენი მკითხველი ვარრ
ძალიან მაგარიი გოგოოო ხააარ
წარმატებებიიიი

 


№7  offline წევრი babi phoenix

Tako_Latibashvili
ძალიან მომწონნს ♡♡ ზოგადად შენი მოთხრობები მიყვარს მაგრად და შენც მაგრად მიყვარხარ♡♡♡ შენი მკითხველი ვარრ
ძალიან მაგარიი გოგოოო ხააარ
წარმატებებიიიი

მეცმიყვარხარ ჩემო სიცოცხლე მადლობა <3

 


№8  offline წევრი nomadic

გააგრძელე. მიყვარს საზაფხულო ისტორიები <3

 


№9  offline წევრი სპენსერი

babi phoenix
მარიამი(მია)
მომეწონა მაგრამ ძალიან პატაარაა|!! გაადიდეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Aucileblad<3 ubralod aktiuroba minda aamit stimulimedzleva

აქტიურობა?! აქრიტურობის გარეშეც ძალიან კარგი ისტოია და ძალიან გთხოვ არ გააჩუჭო ;) დიდი თავები და ცოტა აზრიანი იყოს :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent