ქურასბედიანი და ბავშვები - 2
გრძნობდა ღამე როგორ უღიტინებდა სასიამოვნო სურნელი ცხვირში , ბავშვის სურნელი , რომელიც სისუფთავის და რაღაც ტკბილის ნაზავი იყო . სიყვარულისგან და ბედნიერებისგან ებადრებოდა სახე და ღიმილიანი სახით ეძინა საწოლში , წვრილი ხელები პატარასთვის შემოეხვია და ახუტებული ყავდა ნელ თბილ სხეულზე . ბავშვის სუნთქვა ეფრქვეოდა სახეზე და ძილშიც კი აქებდა საკუთარ თავს ასეთი სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის . ყურში პატარას ტირილის ხმა, რომ მოხვდა დაფეთებულმა დაჭყიტა თვალები და ბავშვს გაოგენული და ჯერ აზრზე ვერ მოსული მიაჩერდა . -არა დეე ჩშ , შენთან ვარ ჩემო პატარა ნუ ტირი - ხელში "აკატავებდა" და აძინებდა , როგორც კი დედის სიახლოვე და სითბო იგრძნო განაბული გაიტრუნა მის ხელებში და მშვიდი ფშვინვა ამოუშვა მაცმაცუნა პირიდან . -დედას ფისო - გაიღიმა და შვილს მიეფერა . თვითონაც მიუწვა გვერდით და ბალიშებში მოაკალათა პატარა , მისი სურნელი თუ ვერ შეიგრძნნო უკვე ვეღარც კი იძინებს . ამიტომ უწვენია თავისთან , მიუხედავად იმისა რომ ბავშვს ყველა საჭირო ნივთი აქვს სახლში . დილას დედამისი ხმამ გააღვიძა ნელა წამოყო თავი და დედას გაუღიმა , რომელიც მაშოს ეფერებოდა და ებუტბუტებოდა . -დილა მშვიდობისა - მთქნარებით და თმის სწორებით წამოჯდა საწოლზე და გაუღიმა საყვარელ ადამიანებს . -დილა მშვიდობისა დე , სად იყავით გუშინ ? - ჰკითხა ისე რომ ბავშვისთვის მზერა არ მოუშორებია . დედას ყველაფერი მოუყვა და წყალის გადასავლებას ადგა . -ხო და ეგრე იყო რა , დე პირსახოცი სად არის ? -შენ კარადაში შევდე , კი მაგრამ ბავშვს რა ჭირსო არ გითხრა იმ ქალმა ? -მოდი სამ დღეშიო და მეტყვის ყველაფერს დე , მიხედე სანამ გამოვალ რა - დედას ლოყაზე აკოცა და აბააზანაში შევარდა . შხაპი რეკორდულ დროში მიიღო , რომ პატარას მალე მოფერებოდა . ხვდებოდა ძალიან რომ შეეჩვია მაშოს და მუდმივი შიში გულს უჭამდა რომ მისი მშობელი გამოჩნდებოდა და წაართვმევდა . ეგოისტური შიშების გამო თავი სძულდა , ფიქრობდა რომ ბავშვისთვის უკეთესი იქნებოდა დედასთან ცხოვრება მაგრამ მას ვერ დათმობდა ! მან მიატოვა და ახლა მისი დედა თვითონაა !!! -გამოვედი სად არის ჩემი ფისოო ? - სიცილით გავიდა სამზარეულოში და თვალები გაუფართოვდა სამზარეულოს მაგიდასთან მჯდარი ლუკა , რომ დაინახა . -ლუკა ? პირ დაღებული მიუბრუნდა ბიჭს და შვილი ხელში აიყვანა . -მეთქი საიდან მეცნობა პატარათქო - გაიკრიჭა ქურასბედიანი . -საიდან აქ - გაიცინა და ბიჭი გადაკოცნა . -საიდან და - დაიწყო საუბარი მაგრამ დედამისმა გააჩერა . -საიდან დედა და - გამამახნევებლად ჩაუკრა ბიჭს თვალი და დაიწყო მიზეზების ახნსა - ის ქნა რა ქვია კაცო იმას სულ მავიწყდება იმის სახელი - ნიკაპზე საჩვენებლი თითი მიიდო - გამახსენდა , უი შენ არ იცნობ ამას ? - დაიწყო ისეთი სახით საუბარი ვითომ რამე დააშავა , სოფელში მარინესთან რომ ჩავდიოდით ხოლმე იქ ისვენებდა ახლაც ბებია მისს გამოუგზავნია მე დავურეკე გუშინ და ყველაფერი მოვუყევი მაშოზე ხო და ბავშვისთვის ძალიან კარგი იქნებაო ისო , ფაფებიო ხო , ხო და აქ კაი ფაფები იყიდებაო , მანქანაში აქვს ლუკას . ლიკა გაოცებული უყურებდა დედამისს რომელიც ყოველი სიტყვის წინ ფიქრდებოდა რამე ხომ არ მეშლებაო . ბოლოს მაინც გაეღიმა . -უი მართლა ? ეს ის ბიჭია გუშინდელი გმირი - გაუცინა ეკას - რატო შეწუხდა მარინე ? აქაც იყიდება ფაფები - ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და შვილი აიხუტა მკერდზე -რა შეწუხებაა კაცო -ხელი ჩაიქნია ლუკამ და ეკას გაუღიმა . -უნდა წავიდე მე ამოვიტან ფაფებს და წავალ - გაუცინა დედა შვილს . -არა შვილო მოდი დაგვეწვია ნამცხვარზე და ყავაზე - ეკამ ბიძგით დააბრუნა უკან . -არა ნუ წუხდებით ... -დაიწყო ბიჭმა მიზეზების მოგონება . -დარჩი თან მომიყვები შენზე რამეს - ეშმაკურად აათამაშა წარბები ეკამ და შვილს გადახედა რომელიც მაშოსთან თამაშით იყო გართული . -აბა ლუკა რამდენი წლის ხარ? - გაუღიმა ეკამ სვანს. -25 - გაუღიმა ქალს . -უი მართლა ? ლიკა 18 წლისაა - უმალვე გაიხსენა შვილი და ბიჭს გაუცინა . -იცის დედა - გაუცინა ქალს მორცხვად და ბიჭს მზერა აარიდა . -არ ვიცოდი - მხრები აიჩეჩა და ირონიული ცალ ყბა ღიმილით ჩაუკრა თვალი ლიკას . "ამან ჩემი სისვანე არ იცის ხო?" გაიფიქრა გაბრაზებულმა "ეგეც სვანია" მოესმა ხმა და გაბრაზებულმა შეკრა წარბები კუშტად . -აღუ აღუ - წამსვე გაიბადრა შვილის ლუღლუღი რომ გაიგო და გულზე ძალუმად აიკრა . -ქო დე აგუ აგუ - უცინოდა შვილს . - ჩემი პატარა აგუ - შვილის ტუჩებს გაუსწორა თვალი და ცხვირზე აკოცა - ჩემი მაცმაცუნა , დედას მაცმაცუნა გოჭი - ელაპარაკებოდა გაბადრული და გულში იკრავდა - ვინარისო ჩემი ყველაზე კარგ სუნიანიო? - მოკისკისე ბავშვი ჰაერში ააფრიალა და გაიცინა . -მომიყვანე აბა - მოესმა ბოხი ხმა და ბავშვი ლუკას გადააბარა . -ეჰეე პატარა ქალი - გაუცინა მაშოს და შუბლზე აკოცა . -მაგრად მოეწონე - ანიშნა მიძინებულ ბავშვზე , რომელსაც პატარა თავი სვანის მხარზე მოეთავსებინა და უშფოთველად ფშვინა-ვდა . -წამო დავაწვინოთ მითხარი სად დავაწვინო - კითხა ლიკას . -მომე თუ გინდა მე შევიყვან არ შეწუდე - გაუღიმა სვანს. -რა შეწუხებაა - გამამხნევებლად ჩაიცინა ქურასბედნიანმა -არ გაიღვიძოს ლიკა ბავშვმა საწოლში ჩააწვინეთ - ურჩია დედამ და სამზარეულოში საქმიანობა განაგრძო . -წამომყევი - ანიშნა თავით და ოთახისკენ წავიდა . როგორც კი ბავშვმა რბილი ზედაპირი იგრძნო ტან ქვეშ , ბედნიერმა ამოიდო თავ ქვეშ პატარა ხელები . რაზეც სიცილი ძლივს შეიკავა ქურასბედიანმა . -ჩემი გაკნაჭული - შვილს ხელით მიეფერა და ფარდები საგულდაგულოდ ჩამოაფარა . -ძალიან ლამაზია - გაოცებული საუბრობდა სვანი. -ხო - სიამაყით ავსებულმა ჩაილაპარაკა მეორე სვანმა . - დედას გავს - სიცილით ჩაილაპარაკა - ანუ მე ! - დაამატა ყელ მოღერებულმა და ბიჭს გაუცინა . უფრო და უფრო უახლოვდებოდა გოგონას და კედელთან რომ ააყენა დაბნეულის შემხედვარემ ცალყბად ჩაიცინა . -მართლა გგავს ისე - გაიცინა ქურასბედიანმა . -რა ? რას გულისხმობ ? - დაბნეული ალუღლუღდა და კედელთან აყუდებული შეეცადა თავი დაეღია ისე რომ არ შეხებოდა . -არაფერს - გაუღიმა და ოთახი სწრაფად დატოვა. აყაყანებულ ტეელფონს დაწვდა სვანი და სწრაფად უპასუხა . -ახლა უნდა წავიდე და ორ დღეში შეგეხმიანები - თვალი ჩაუკრა დაბნეულ ლიკას და კიდევ ერთხელ ჩაეღიმა - ექიმი ლიკა ექიმი - შეახსენა და კარი გაიკეტა . -აა ხო - ჩაილააპაარაკა და ეშმაკურად მოცინარ დედას თვალები დაუბრიალა შეძლებისდაგვარად . -ნუ მიბრიალებ თვალებს გოგო - სიცილით მოთხოვა შვილს და სამზარეულოში შებრუნდა . სწრაფად შევიდა ოთახში და ანოს ნომერი აკრიფა რომელიც გუშინ სახლიდან გასულს გაეპარა. -სად გაიპარე პატარა ქალბატონო გუშინ ? - ჰკითხა იმ წამსვე როგორც კი ყურმილში გაბმული ზარი შეწყდა . -რომ არ გამოჩნდი დედა ჩემმაც დამირეკა და გადმოვედი სახლში - გაუცინა დაქალს- ნინოს მოვუყევი ყველაფერი და ძალიან გაეხარდა გადავალ დღეს და ვნახავ პატარასო . -გელოდებით , შენთვის ახალი ამბები მაქვს . -რა ამბები ? რა მოხდა ამ რამდენიმე საათში არ გამაგიჟო - გაიცინა ანომ, არ იცის რატომ თვლის სააჭიროდ და რატომ უნდა , რომ ილაპარაკოს ლუკა ქურასბედიანზე , მაგრამ ფაქტია მოთხოვნილება აქვს. საშინლად არ მოეწონა და არ ესიამოვნა უცხო გრძნობებში საკუთარი თავის გამოჭერა და ყველაფერი იმას დააბრალა რომ საპირისპირო სქესის წარმოაგდნელებთან არც თუ ისე ახლოს იყო . გამოუცდელი თანაც ასეთ ბიჭთან დაიბნეოდა აბა რა იქნებოდა . -ვაიმეეე ანგელოზო შეენ - კისკისით შემოვარდა სახლში ნინო "ანოს დედა" და მაშო ხელში ააფრიაალა - დედა ეს რა ანგელოზი გყავს ეკო სახლში ჰა ? - ეკითხებოდა ეკოს . - ახლა თქვენ იჭორავეთ და ეს გოჭი მე დამიტოვეთ ცოტა ხანს მოსულა ? - სიცილით შეგვითანხმდა ნინო . -კარგი - სიცილით დაეთანხმა ლიკა და შვილს შუბლზე აკოცა . ანოსთანე ერთად ოთახში შევიდა და საწოლზე დაეხეთქა . -აბა ქალბატონო თქვი რა ხდება ? -რა და , გოგო გუშინ აფთიაქიდან იცი ვინ გამოავრდა ? -ვინ ? -ლუკა ქურასბედიანი - ტუჩის კვნეტით ჩაილაპარაკა და თავი ბალისში ჩამალა . -რაა ? - იმხელა შეყვირა კილასონიამ მომნტალურად წამოყო თვალებ დაქაჩულმა ბენდელიანმა თავი . -რა გაყვირებს შე ქალო - კითხა გაოცებულმა დაქალს . -რეალობაშიც ეგეთი სიმპოა ? - წარბები აათამაშა სიცილით . -ბევრად - თავი ტანჯულივით მოიქცია ხელებში და ფართხალი დაიწყო. -გაები ჩიტო ? - სიცილით კითხა ლიკას და საწოლზე დაიწყო გორაობა . -კარგი რა - ხელი აიქნია სვანმა - ბავშვი ტიროდა და აფთიქთან რომ აღარ გაჩერდა საავადმყოფოში წაგვიყვანა დღეს აქ დამხვდა მარინეს შვილიშვილი ყოფილა ქალო და წეღან წავიდა , რომ იცოდე რა ქნა . კედელთან მიმიმწყვდია და ირონიულად გამიცინა , ისე მაბნევს ! - ტუჩები დაიჭამა ნერვიულობისგან . -კაი ეხლა არ გამაგიჟო ! თავი არ დაუხარო და არ გაიტრუნო სულელი გოგოსავით თორემ შემომაკვდები ,ეგ მიჩვეულია მაგის განმგმირავი მზერით გოგოები დაკერვას და შენც ადვილას გაბავს ხომ ხვდები მაგდენს ? შეეცადე არ შეიმჩნიო მაგასთანა არაფერი . -ოო აბა შენ დაუდექი მაგის განგმირავ მზერას და ღიმილს მერე ვნახოთ როგორ იჭიკჭიკებ - ჩაიბურტუნა უკმაყოფილოდ . გასცემდა პასუხს ანო მაგრამ კარში ნინო შემოვიდა ღიმილით . -აღარ მიჩერდება დედასთან უნდა-სიციილით ჩაუწვინა ხელებში ლიკას მოფართხალე შვილი . -რაო მაშო დედიკოსთან გვინდა ? - სიცილით დაკრა ცხვირზე საჩვენებელი თითი . ნინო , როგორც კი გავიდა მაშინვე თემა გადაიტანა ლიკამ . -ნათლობაზე რა ვქნა არ ვიცი როდის მოვნათლო ? -არ ვიცი ,- მხრები აიჩეჩა ანო დეიდამ - ნათლიას პრინცესა - ჩაიცინა ეშმაკურად -რა ნამიოკებია ეხლა ეს - გადაიკისკისა ლიკამ -რათ უნდა კაცო მაგას ნამიოკები - აყვა ანოც - თუ მამა იქნება თანახმა - მხრები აიჩეჩა ანომ - რა ქვიაო ? ხო ხო ლუკაჩო - სიცილს უფრო უმატა დაქალის სახეზე . -შე ვაფშე ყვე"ლ"აზე ბოროტო - აყვა ლიკაც . -რა გინდა ვითომ არ გინდოდეს - მხარი გაკრა სვანს. -შენ გინდა ჩემმა სისხლმა იყივლოს ეხლა ? - წარბები შეკრა სვანურად . -არა იყოს - ხელები ჰაერში აღმართა დანებების ნიშნად . ბევრი იცინეს და იხარხარეს . ბოლოს ანოს ბევრი ეწუწუნა ჩემთან დარჩიო მაგრამ აიჩემა ჩემს საწოლში მინდა დღეს ძილიო ხო და წავიდნენ . -დარწმუნებული ხარ რომ დარჩენა არ გინდა ? - წამწამები აუფახუნა კილასონიას . -ნუ სპეკულირებ - თითი დაუქნია გამაფრთხილებლად - დედა უთხარი რამე დამიჩემა - გაიცინა ანომაც . -დარჩი შენც კიდე დღეს - მხრები აიჩეჩა ნინომ. -მერე შენ მარტო მიხვალ სახლში ? -ანოო წინა კორპუსში ვცხოვრობ დედა -გაიცინა ნინომაც . -დარჩი შენც ვიჭორავოთ - შეთავაზა ეკამ -არა გოგო გაგა მოვა ახლა მალე და უნდა გავუმზადო რამე დაღლილი იქნება - გაიხსენა ღიმილით ქმარი და კარი გაიკეტა . მამამ ბავშვობაში მიატოვა დედას ანაბარა , ამიტომ ჰქონდა ასეთი მძაფრი შეგრძნება როდესაც პატარა დაინახა უპატრონოდ ქუჩაში . ამაზე ფიქრი არ უყვარს ამიტომ იძულებული ვარ მისი ტვინიდან ამ თემიანა გამოვენძონძო . "ტკბილი ძილი ბავშვებო" - მოუვიდა მობილურზე უეცრად მესიჯი და სახეზე გაიბადრა . -ნუ თუ ეს ყველა გოგოს ასე კერავს ? -ჰკითხა პირ დაღებულ ანოს. -არ ვიცი მაგრამ კარგი ხერხია - მხრები აიჩეჩა და დაქალის მკერდზე ნიკაპი კომფორტულად მოაკალათა . -მეტკინა ველურო - სიცილით გაადააგდო დაქალი თავისი ნიკაპიანა. -რა გეტკინა მკერდი კი არა ცარიელი კუნთი გადევს - ჩაიქირქილა უკმაყოფილოდ -მეც მინდა მასეთი მკერდი დიდი და მკვრივი , ისე ბედნიერი შენი ქმარი ხელს სადაც მოგკიდებს ესიამოვნება რა - ჩაიცინა თავისთვის . -რა ავადმყოფი ხარ - გაიცინა ლიკამ. -რა გინდა მართალია , ისე იმ ლუკას შენს ზეგზოლოგიურ ტანზე არ შერჩა თვალები ? - მიაპყრო ცნობისმოყვარე მზერა -რა ვიცი მე ვერ შევამჩნიე ვერაფერი , რაში მაინტერესებს ? - მხრების ჩეჩვით უპასუხა და მესიჯი გაბადრულმა გადაიკითხა. -ხო შენ არც ეგ გაინტერესებს არც მაგის მესიჯი და ვაფშე არ გევასება - გადაიკისკისა ბოლო ხმაზე. -ჩუმათ ქალო გამიღვიძებ ბავშვს- სიცილით ჩაჩურჩულა და პირი მოაკეტინა . -უფს სორი - გაიცინა მანაც და ბალიშზე გადაწვა . -ისე შენ რას შვები ? არ დაგადგა საშველი მისტერ ვაჩეზე ? - წარბები აათამაშა და კლასელი გაიხსენა სიხარულით . ვაჩეზე მთელი სკოლა ნადირობდა ანოს და ლიკას გარდა . ლიკა იმიტომ არ ნადირობდა , რომ მისი ბიძაშვილია დედის მხრიდან ანო კიდე იმიტომ , რომ ვაჩე ნადირობდა და ესეც თავს იფასებდა . მთელი სკოლა გადაემტერა მის გამო ანოს ამანაც ამოისუნთქა სკოლა რომ დაამთავრა ამდენი შურიანი წყვილი თვალის ყურადღების ცენტრში ყოფნა უბრალოდ თრგუნავდა . მეერე ვაჩემ ანოს სიყვარული აუხნა , ანომაც დაფიქრება მჭირდებაო , თვითონაც არ იყო გარკვეული რა უნდოდა რომ უყვარდა ბავშვობიდან ეგ ფაქტი იყო მაგრამ მაინც ჭირდებოდა დრო. ახლა კიდე ვაჩემ დაიგინა ჩემი ეს ჩემი ის თუ შენ დაგირეკო სანამ პასუხს არ მომწერო . სიტყვის კაცია და იცის რომ გამკეთებელია . ხო და აგერ 1 კვირაა აღარ წერს . არც ურეკავს და რომ ნახულობდა თვალსაც არიდებდა . ესეც გაუბედურებულია იმაზე ფიქრით თუ რა ქნას . ძალიან გაუკვირდა ვაჩესგან ასეთი სიტყვები , არ მიეკუთვნებოდა იმ ბიჭების კატეგორიას გოგონებთან რომ იმყრალებდნენ პირს . -შენი ბიძაშვილი იდიოტია ! აღარ მწერს ! - როგორც კი დაქალის გაცეცხლებულ სახეს კიდა თვალი მაშინვე გადმოაკეთა - ხო კარგი ვიცი ჩემი ბრალია მაგრამ ხომ შეუძლია კიდევ ერთხელ მითხრას ხომ იცის რომ მიწერა გამიჭირდება ან დარეკვა . -ხო და სიყვარულის გამო პრინციპებს ოდნავ უნდა გაცდე ანო , მითუმეტეს აქ შენი პრინციპები უაზროდ ეკვეხებიან ! სანამ არ დაკარგავ ვაჩეს არ მოისვენებ ხო ? - თვალების ბრიალით გააფრთხილა დაქალი - წავა და ვისაც სიყვარულს აუხნის ან ეტკვის მომწონხარო ხომ იცი რომ ნებისმიერი დათანხმდება ? მერე ყარე ცრემლები და ლანძღე საკუთარი თავი იმის გამო რომ დროულად ვერ მიიიღე გადაწყვეტილება და ვერ დააფასე! -არაა ! - წამოიყვირა და პირზე ხელი აიფარა ბავშვის არსებობა რომ გაახსენდა - დავურეკავ - ტელეფონი აიღო ხელში და თვალებ დაქაჩული ლიკა არც კი შეიმჩნია . -მიყვარდი მიყვარხარ და მეყვარები გაიგე ? - ჩაჰყვირა მობილურში - რომ წარმოვიდგენ ვინმე სხვასთან ხარ არ შემიძლია ხვდები ?! არ მინდა ჩემს გარდა მაგ თვალებით ვინმეს უყურებდე ! არ მინდა ჩემს გარდა ვინმეს ეუბნებოდე მიყვარხარო გემის ?! რომ გავჩუმდები და შენს სიჩუმეს გავიგებ არც ეგ მინდა ! - მიყვარხარ ვაჩე გამცემლიძე მიყვარხარ ! - ჩაჰყვირა და მობილური გათიშა . -დედა რა იყო ახლა ეს ჰა ? - ჩაილაპარაკა მეგრულ კილოზე ლიკამ და გაიცინა - იღადავე ეგ რო არ ყოფილიყო აჰაჰჰაჰ - მუცელზე ხელებს იჭერდა და ისე იცინოდა . -გაჩუმდი რა - ხელი ნერვიულად აიქნია და ჩაიცინა იმის წარმოგენაც კი ზარავდა , რომ ეს ვაჩე არ იქნებოდა . მობილურის ხმა რომ გაიგეს საწოლში ისე აჟიტირდნენ კინაღამ ზღართანი მოადინეს იატაკზე . -ვაიმე ისაა , ვაჩეაა , რეკავს ქალო რეკავს - ნევრიულად იქნევდა ტელეფონს ლამის იყო ცხვირში გაერტყა ლიკასთვის . -დაგიქოლა ? - დაიწყო სიცილი - ცხვირში თუ არ გამარტყავ მაგ მობილურს კარგს იზავ , არ მინდა ჩემი კურნოსა ცხვირი თქვენს ლავსთორის შევწირო , ქალო აიღებ ახლა ? -კი ავიღებ . -აიღე- გაიცინა ლიკამ . -ხო ხო ვიღებ - ბლუყუნებდა დაბნეული . ბოლოს ლიკამ იმარჯვა და მობილური გამოართვა სენზორზე ხელი გადაუსვა და ყურთან მიუტანა მობილური თვალებ დაჭყეტილ/დაქაჩულ კილასონიას . -რას მითიშავ გოგო მე გამჩუმებელი ვიყავი წეღან ? - მოესმა ნაცნობი ხმა და წამში გაიბადრა . -მე , უბრალოდ ... - დაიწყო დაბნეულმა ლუღლუღი. -ჩემთან იყო ახლა მაგ ტუჩებს მოგაჭამდი , ნერვიულობისგან რომ გიკანკალებს - ისევ თავისი უტაქტო ხუმრობებით აახურა "შეყვარებული" - კარგი ნუ ახურდი ეგრე - გაუცინა ყურმილის მეორე მხრიდან . -გამცემლიძე ! - დასძინა კილასონიამ . -ჰო ჩემო სიყვარულო - გაუცინა ვაჩემ .- ისე ჩურჩულით რატომ მელაპარაკები და ყვირი ? - გაიცინა ისევ . -ბავშვს გაეღვიძება და იმიტომ - ჩაილაპარაკა მკაცრად. -ვინ ბავშვს ? როდის ვიკაცე და როდის იქალე ? - გაიიცინა ისევ რითაც ანოს ახურება გამოიწვია როგორც ყოველთვის . -ვაჩე ! - ისევ დასძინა მკაცრი ხმით კილასონიამ . - ლიკას შვილს . წამით ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა იფიქრა მელანდებაო . სიჩუმისგან , რომ რაღაცეები გელანდება "სიჩუმის ხმაური" რომ ჰქვია "მე დავარქვი ჰაჰააჰა" აი ასეთი მომენტი იყო ახლა . -რა ლიკას შვილი ტოო , 1 კვირა არ მინახიხართ რა ხდება - ალუღლუღდა დაბნეული და ძლივს აზეზე ბოლომდე ვერ მოსული გამცემლიძე . -ამოდი ბიძაშვილო ჩემთან და აგიხსნი - ჩაჰყვირა ყურმილში . -ეგ ჭორიკანაა მანდაა და გვისმენს ? კი არა და რა დროს ეგაა არა კი ვიცოდი მანდ რო იყო და გვისმენდა მაგრამ მოიცა მოიცა - იმდენი დაუგროვდა კითხვა და სათქმელი ბოლოს თავი ვეღარ მოაბა - ახლა ძმაკაცთან ერთად ვარ და ხვალ გნახავ. -ამოდით კაცო ორივე მიდი გელოდებით - ჩაჰყვირა ისევ . -კარგი 10 წუთში მანდ ვართ - ესღა უთხრა და გაუთიშა . ორივე ტანსაცმლით გადაწვა საწოლზე და გაიბადრნენ . 7 წუთი არ იყო გასული კარზე ზარი რომ დაირეკა და ანო პირველი გავარდ აგასაღებად . ლიკაც მიყვებოდა როცა ადგილზე გააშეშა და უკან მიაბრუნა ბავშვის ტირილმა კარის ღმამ რომ გააღვიძა . შვილი ხელში აიტააცა და ჯანჯღარით გაიყვანა მისაღებში . -ეე ვინაა ეს ტოო - ჩაილაპარაკა დაბნეულმა ვაჩემ და ისე რომ ლიკასთვის არც შეუხედავს ბავშვი ხელიდან გამოგლიჯა . უნებურად თვალი გამცემლიძის გვერდით მდგარი ბიჭისკენ გაექა მისი ძმაკაცისკენ , თვალი რომ გაუსწორა ბიჭს და ლუკა ამოიცნო პიროვნებაში კინაღამ იქვე ჩაიკეცა . თვალებ დაქაჩულმა გადახედა დაბნეულ ანოს და მზერით ანიშნა ცინიკურად მომღიმარ ბიჭზე . -შენ ? - კითხა გაოცებულმა . -მე ? - თითით გაიკვირვა ვაჩემ , აა ჩემი ძმაკაცი ლუკა გაიცანით - გააცნო თავისი აზრით გოგონებს . -ვიცით - ჩაიფხუკუნა ანომ და თვალი აარიდა მისი ნათქვამით გაცოფებულ დაქალს. ბიჭმა ეს რომ გაიგო ფხუკუნი ძლივს შეიკავა მაგრამ ტუჩის კუთხეში ღიმილი მაინც გაეპარა . -რა შვილი ამიხსენი ძმობას გაფიცებთ რაა -ლუღლუღებდა და ბავშვს ყველა მხრიდან ათვალიერებდა . -რა და ქუჩაში მივდიოდით როცა დავინახეთ იქვე იწვა საწყლად , ამის ამბავი არ იცი ? - საუბარი და ახნა განმატრების მიცემა ანომ დაიწყო რომ მიხვდა რომ მისი დაქალი ლუკაზე თვალის მომშორებელი არ იყო - ხო და დაიწყო რაღაცეები ველოდეთ კაი ხანი მშობელს და შუა ღამეს წამოვიყვანეთ , მერე პატრულში მივიყვანეთ 24 საათში თუ არგამოჩნდება იშვილებთო ამან აიჩემა გინდა თუ არა უნდა ვიშვილოო - ღიმილით ააეწება შეყვარებულს . -ეე რა მაგარი ტიპია ტოო - ალუღლუღდა ისევ გამცემლიძე - გოგოა ხო ? -კი მაშო - ისევ ანომ უპასუხა აბა ის ხმას ვერ იღებდა . ამით ისე ხალისობდა ქურასბედიანი მზერას არ აშორებდა . ხვდებოდა მისი განგმირავი მზერით რომ აბნევდა და მაქსიმალურად აწვებოდა თავისსას . -ვაჩე ბიძია როგორ გაგანებივრებს ქალო იცი შენ ? - მიიხუტა გულზე უკვე დიშვილად წოდებული . -ბუხ - ირონიულად ჩაჩურჩულა ყურში ჩუმად ქურასბედიანმა ლიკას და მისი ახურებული სახე რომ დაინახა ტუჩის კუთხე განგმირავად ჩატეხა. მხოლოდ ახლა გააცნობიერა , რომ ძალიან ცუდი დღე ელის ! ცხვირი აიბზუა და უკმაყოფილო სახით გამოართვა ბავშვი ვაჩეს . -დე წამო ჩვენ ეხლა რძე დავლიოთ - დაუყვავა შვილს და გაბადრულმა წაიყვანა სამზარეულოსკენ . - რას დალევთ თქვენ ? - თავი უკან მიაბრუნდა ერთმანეთზე აწეპებულ წყვილს რომ კიდა თვალი გაიბადრა . -ყავა რა თორე ჩაგვეძინა -თქვა განაბულმა ანომ. -ყველას ? - თვალი მოავლო საზოგადაოებას . -ხო , პროსტა ცივი დაია რა - დაარიგა ჭკუა ვაჩემ , -ოქეეეი დარაგაიაა - სიცილით გაუგზავვნა ჰაეროვანი კოცნა და სამზარეულოში შევიდა . -რომელიმე შემოდით და ბავშვი დამიკავეთ რაა - გაჰყვირა სამზარეულოდან და მშველელს დაელოდა . იცოდა ახლა ანო და ვაჩე გამშორებლები რომ არ იუვნენ და იმის იმედით რომ სამზარეულოში მაშველის როლში ლუკა შევიდოდა განაბული დაელოდა კარის ხმას. -მომიყვანე აბა პრინცესა - მოესმა ნაცნობი ხმა და სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დაუარა . -აი - ხელებში გადაუჯინა მოფართხალე პატარა და ყავის კეთება დაიწყო . -შენ რამდენი კოვზი შაქარი გინდა ? - ჰკითხა ისე რომ არც კი შეუხედავს . -უშაქრო დამისხი მე . -ღადაობ ? უშაქროს როგორ სვავ ? - წარბი ზემოთ აზიდა ბენდელიანმა . -როგორ და ჭრელად - გაუცინა გაოცებულს და ბავშვთან თამაში განაგრძნო . -ისე შენ იმ საავადმყოფოში რომ შემაქანე , საიდან ? მიუხვდა ბიჭი კარგად ვერ დასმულ კითხვას და ჩაიფხუკუნა . -ნუ ხო კარგად ვერ გადმოვეცი - გაეცინა აფორაჟებულს . -დედა ჩემია ლანა - გაიცინა სვანმაც -მართლა ? - გაიიოცა გოგომაც . -აჰამ - თავი დაუქნია და გაღიმებულმა დახედა მის მკლავებში განაბულ მაშოს .- მარიშკას ჩაეძინაა - ჩაიცინა და ბავშვს შუბლზე აკოცა . -მარიშკა ? - გაბადრულმა დაუსვა კითხვა და სამზარეულოს დახლს მიეყრდნო . -არ გააბაზრო მე დავუძახებ მარტო - თვალი ჩაუკრა გაბადრულს და ფეხზე წამოდგა -იქვე კალიასკაში ჩასვა და ზემოდან კალიასკის "ქუდი" გადმოაფარა რომ სინათლეს არ შეეწუხებინა მარიშკა . -ძალიან უყვარხარ მგონი - აღნიძნა ფაქტი ლიკამ, -გაოცებული ვარ მე შენით , შენს ადგილზე ბევრი ისე დატოვებდა ბავშვთა სახლში საერთოდ არ გაახსენდებოდა . -მამამ მიმატოვა - ისე გახსნილად დაიწყო საუბარი ჩაკეტილ თემაზე , რომელზეც ანოსთანაც არ საუბროვბს საერთოდ ვერ მიხვდა - თავიდან რა ვიგრძენი ვერ ვხვდებოდი მაგრამ , ფაქტია მე ეს მაშო დანახვის პირველივე წამებში შემიყვარდა , მძაფრად ვუყურობ მსგავს თემებს ჩემი ამბის შემდეგ , არ მინდოდა რაიმე დანაკლისი ეგრძნო პატარას , ისეთი თუნდაც როგორიც მე ვიგრძენი , დროთა განმავლობაში მე გამიქარყლდა იმიტომ , რომ მყავდა დედა ანო ნინო ანუ ანოს დედა და ვაჩე , ვაჩე მამობას მიწევდა ნინო და ეკა დედობას , ეკა ჩემთვის ყველაფერია! დედაზე ბევრად მეტი ! ანო კიდე დობას , მას კი არავინ ეყოლებოდა , ამიტომ ავდექი და წამოვიყვანე - ცრემლიანმა გაიღიმა და შვილს გადახედა - დარწმუნებული ვარ არასდროს ვინანებ ! - ამაყად მოიღერა კისერი და ქვედა ტუჩი კვილებს შორის მოიქცია . უცებ წამოხტა ქურასბედიანი ფეხზე და ისე გაუაზრებლად დააკვდა ბაგეებზე ბენდელიანმა გააზრებაც კი ვერ მოასწრო , გონის დამკარგავად უკოცნიდა ბაგეებს და ხელებს შიშველ ფეხებზე ასრიალებდა , მოკლე სარაფნის ბოლოები ფეხიდან ზემოდან აქაჩა და ისედაც ფრიალა კაბა ზემოთ აუტანა ლიკას . ეს უკანასკნელი კი ვერაფერს აკეთებდა ისეთი დაბნეული იყო , გახურებული ხელი რომ იგრძნო ბარძაყზე მოჭერილ მდგომარეობაში პიკი ეგ იყო სწრაფად აიტაცა ხელში და დახლზე შემოსვა , ფეხებს შუა მოექცა და წელზე შემოახვევინა გამხდარი გრძელი ფეხები . ხელები თეძოებზე უფრო მოუჭირა და კოცნა უფრო გააცხოველა , ნიკაპზე , რომ გადაინაცვლა გაპობილი ბაგეებიდან ამოშვებულმა ჩუმმა კრუსუნმა და კვნესამ ისევ ბიჭი მოიყვანა გონს და ძალით მოშორდა ოდნავ გოგონას და ქვემოთ ჩამოსვა . გულზე აიკრა და თმაზე მოფერება დაუწყო . -ბოდიში - ყურში ჩასჩურჩულა და მისი პულსის ხმის გაგონებისას ნასიამოვნებს ჩაეღიმა . - ბოდიში იმისთვის კი არა , რომ პირველი კოცნა მოგპარე , არამედ იმისთვის , რომ ისე გაგნაბე კაი ხანი ვერ მოამზადებ შენ ყავას ამიტომ მე მიმიშვი . ჩაიცინა და გოგონა მსუბიქი ხელის კვრით ჩააცოცა გვერდით . გონზე ძლივს მოსულს თვალებში ცეცხლი აუგიზგიზდა , გაბრაზების ? ვნების ? რისი ? ! ხელებს შუა შეუხტა ლუკას და ამჯერად თვითონ დააკვდა ბაგეებზე , მტევნები კისერზე შემოხვია და ერთი ხელი თმაში ააცურა შემდეგ კი თმაში მოქაჩვით უფრო აეკრა სხეულზე . მისი ინიციატივით გათამამებულმა სვანმა მუცელზე შემოისვა და მისი ფეხები ისევ წელს გარშემო შემოისკუპა . კედელს მთელი ძალით მიახეთქა და ხელები გაუკავა . კისერში ჩაცოცებული ტუჩები ისე უკვე მონატრებულ ბაგეებს მიწება და სიამოვებისგან განაბულს ფეხზე ოდნავ მოუჭირა ხელი . -ყავა ეეე - მოესმა კივილი მისაღებიდან და გაბრაზებული ჩამოშორდა სვანს მუცლიდან . -შენ რა ტემპერამენტი გქონია ტოო - გაუცინა და ყურთან ცხელი ტუჩები მიაკრო - ყოჩაღ მე დაგამუღამებინე კოცნა - ცხელი სუნთქვა კისერში მიაფრქვია და მის აფორაჟებულ ლოყებზე გადაიხარხარა ჩუმი ხმით - პირველი კოცნისთვის ძალიან კარგია , მგონი ნიჭიერი მოსწავლე მეყოლება - თვალი ჩაუკრა და სამზარეულო დატოვა . თავისი თავი ათასჯერ დაწყევლა მსგავსი იდიოტური გადაწყყვეტილების მიღების გამო . მაგრამ ადვილი ხომ არ არის ასეთი ბიჭი გკოცნიდეს და შენ გაჩერდე ? ათასჯერ გალანაძღა ყველანაირი სიტყვის თავი . ეგონა , რომ ამით ისეთი ცუდი შთაბეჭდილება დაუტოვა თავზე , რომ ახლა თვალებშიც ვერ შეხედავდა ! მაგრამ რა იცოდა ლუკა რას ფიქრობდა? რა იცოდა , რომ ქურასბედიანი აღბრთოვანებული იყო ამ პატარა გოგოს ასეთი სიძლიერით და სითამამით ?! არც არაფერი იცოდა და ამიტომ აძაგებდა საკუთარ თავს ასეთი ძალებით ! რაღაც ხმა კარნახობდა , რომ ეს ყველაფერი რაღაც ახალი ეტაპის დაწყევის სათავე იქნებოდა , რაც ძალიან მოსწონდა და ამის გამო კიდევ უფრო სძულდა საკუთარი თავი ! ძლივს რაღაცას დამსგავსებული ყავა ჯახირით გაიტანა და სინი მაგიდაზე დადო . თვალებში ვერ შეხედე სასურველს , ვერ გაბედა მზერა გაესწორებინა მისთის მხოლოდ მის ტუჩებს შეხედა რომელიც ცინიკურად იცქირებოდა. ნერვები მოეშალა თავის თავზე , ასეთი სპონტანური გადაწყვეტილება რომ მიიღო . ამის გამო სხვაზე ხომ შეიძლებოდა ერთ დროს აზრი შეცვლოდა? ახლა თავის თავს რა უნდა უწოდოს ?! არა ასე არ შეუძლია ! თვალს ვერ გაუსწორებს ! კალიასკიდან ბავშვი ამოიყვანა და სავარძელში ჩაჯდა , შვილი გულზე დაიწვინა ისე , რომ ცხვირი მის კისერში ჩაეყო . მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა და გაბარულმა მილულა თვალები . -ფუუუუ - მოესმა უკმაყოფილო ამონაწუწუნი ვაჩეს მხრიდან - რა არის გოგო ეს ან შაქარი გექნა ან ცივი წყალი ან ყავა ან ნაყინი - მიაყოლა ყველაფერს ერთად ყველაფერი . თვალები ქურასბედიანისკენ გაექცა და დაინახა როგორი კმაყოფილებით იცინოდა ბიჭი ირონიულად . მიხვდა , რომ ის მიხვდა იმას , რომ მისი კოცნის გამო მოხდა ეს ყველაფერი . -წამომწყევი თავიდან გავაკეთოთ - ხელი მოკიდა დაქალს და ბავშვიანა წაიყვანა სამზარეულოში . აცრემლებული თალები მიაპყრო ანოს , რომელიც კარის ჩაკეტვით იყო დაკავებული . -რა მოხდა გოგო ? - კითხა მოუთმენლად . -რა და ... მაკოცა - ამოიჩურჩულა და შვილის კისერში ჩარგო თავი . -რააა? - ჩურჩულით წამოიკივლა და აცრემლებულ დაქალს თავი ააწევინა - მერე ? - ჰკითხა გაოცებულმა . -ავყევი , მერე , რომ გაჩერდა მე ვეცი და ვაკოცე , აზრზე არ ვარ , რატომ გავაკეთე ეს მაგრამ ის ვიცი ზუსტად ეს ბიჭი ბოლოს მომიღებს ! გესმის ? როდესმე წარომგედგინა ასეთი რამის გამკეთებელი რომ ვიყავი ? მე არა ! დაქალის კისერში ჩამალა თავი და ცრემლებს გასაქანი მისცა . -კარგი ახლა დაწყნარდი მისმინე ! - თავი ააწევინა ძალით და ცრემლებიანი თვალები დაუკოცნა - ჩემო სიცოცხლე , ამის გამო ნუ იტირებ ბავშვსაც გადაედება შენი ხასიათი და გინდა შენ ეგ ? გინდა პატარა დათრგუნო ? ხო და თუ არ გინდა ცრემლები შეიმშრალე და ყავის გაკეთებაში დამეხმარე ! ყავა მოამზადეს და ისე დაბრნდნენ მისაღებში . ვაჩეს ლიკას აიფონი ეკავა და ფოტოებს სიცილით ათვალიერებდა მერე კიდე ლუკას გადასცა შენც დაათვალიერე მე მარტო ორი ვნახეო . ესეც გაბარული ათვალიერებდა მობილურს საგულდაგულოდ ფაილში და თან ეღიმებოდა . ახლა ქაჯობას ხომ არ დაიწყებდა ? ხო და შეეშვა . მაგრამ ანოს სახე რომ დააფიქსირა მანდ გაჭედა . გაახსენდა 1 კვირის წინ როგორ გადაუღო ტრუსის და თეთრი ბრეტელიანი მაიკის ამარა , რომ იყო ფოტოები ანომ . სისხლმა ტვინში აასხა როდესაც მამაკაცის ვნებისგან აგიზგიზებული თვალები დაინახა . საწოლზე იყო ამხტარი ლიკა და გაკრეჭილს თმები აქეთ იქით დაეჭირა . სავსე მკერდი თითქმის მთლიანად უჩანდა მაიკა ზემოთ აწეიოდა და ნახევარი მუცელიც მოუჩანდა . ფეხები კი მთლიანად შიშველი ქონდა სხეულს მხოლოდ მაიკა და ტრუსი მოუჩანდა . გვერდით ისე მიუჯდა ვითომც არაფერიო . ტელეფონში ჩახედა და დაინახა , რომ ზუსტად იმ ფოტოს უყურებდა ქურასბედიანიც . მობილური სწრაფად გამოგლიჯა ხელიდან და გაბრაზებულმა ბავშვი ანოს გადაუწვინა ხელებში . თვითონ დერეფანს გაუყვა და სააბაზანოში შევარდა . ხელებით ნიჟარას დაეყრდნო და სარკეში ჩაიხედა . სახეზეც ეწერა სირცხვილი , აი რატომ უნდა დაადოს პაროლი მობილურს ! წყალი სახეზე შიესხა და ოდნავ დამშვიდებულმა კარი გამოაღო მისაღებში , რომ დაბრუნებულიყო , მაგრამ ვინ დაგაბრუნებდა ? მსუბუქი ბიძგით უკან შეაგდო ლუკამ და კარი ჩაკეტა . დამფრთხალი გოგონა კედელს ააკრა და გამგელებული დაეძგერა ბაგეებზე . თვალებში ცეცხლის ფერი ჭინკები , რომ უელავდნენ ეგ აგიჟებდა . გაავებულს გაახსენდა წეღანდელი სირცხვილი და სწრაფად ჰკრა ხელი ბიჭს . ისიც გაოცებული მიაშტერდა მის ხელებში მოფართხალე სხეულს და მზერით ანიშნა დაოკდიო . -ახლავე გამიშვი ხელი ! - დასძინა მკაცრი ხმით . -შენ არ იცი , რომ ფოტოები რომლებიც მობილურში გაქვს საჯაროდ არ უნდა გქონდეს ამ ფაილში გამოჭენებული ?! არსებობს სეკრეტ ფაილები ! ჩემს მაგივრად სხვას , რომ ენახა ?! მერე სად მიდიოდი ? ისე შიშველი უფრო სექსუალური ყოფილხარ - ჩაიცინა ცინიკურად . -შეურაწყოფას , რომ მაყენებ შენი ამდაგვარი საქციელებით ვერ ხვდები ?! ვინ ხარ საერთოდ ?! რა გინდა ?! არ გამეკარო ახლოს თორემ , თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ ! - წამოროშა სისულელე გაბრაზებულმა . -და ისევ მაკოცებ? - ირონიულად ჩაიქირქილა და უფრო მიუახლოვა სახე მის სახეს . -უბრალოდ გამიშვი გთხოვ - ამოიჩურჩულა მინაბულმა. -ჩშ ! - გულზე მიიხუტა და თავზე აკოცა - ჩემი ნუ გეშინია კარგი ? თავი ინსტიქტურად დაუქნია და გაღებულ კარში მასთან ერთად გავიდა . მას შემდეგ მის სახეზე არც ირონიული სიცილი და ცინიკური მზერა შეუნიშნავს . გაგიკვირდებათ და მთელი საღამო მაშოსთან თამაშით იყო გართული ქურასბედიანი , გვერდით ლიკა ეჯდა და გაბადრულები უყურებდნენ გაუგებარი ენით მობუტბუტე ბავშვს . -ქურასბედიანი და ბავშვები - გაიცინა ვაჩემ და ანო უფრო მიიხუტა . მას შემდეგ არაფერი სერიოზული , არც ერთი სიტყვა არც ერთი გამოხედვა , უბრალოდ თავის დაკვრით დამშვიდობება და ძილის წინ როგორც ყოველთვის მესიჯი . "ძილინებისა ბავშვებო" ისევ გაბადრული სახით ძილი მაშოსთან და ანოსთან ერთად . და ისევ ის დაუკებელი ბედნიერება , რომელსაც ეს დღეები გრძნობს ღამით . მის მაშოსთან და ქურასბედიანის მესიჯთან ერთად ! დიდი მადლობა ასეთი კარგები , რომ ხართ ! დაგვიანებაზე საუბარი არ იქნება გარწმუნებთ ! როგორც ყოველთის ახლაც ყოველ დღე დავდებ ახალ თავებს ! მგონი მოცულობა დიდია ხო ? იმედია მთავარ პერსონაჯს "ლიკას" არ გამილანძღავთ (ვიცინი) ის უბრალოდ დაბნეულია და მიუტევეთ ! მინდა ისტორია ნამდვილ ამბავს გავდეს , ეს ისტორია არ გავს ნამდვილ ამბავს მგონი , მინდა ცოტა ხნით ამ რეალობას მოგწყვიტოთ და სხვა ფაზაში გადაგიყვანოთ , მინდა ყველაფერი სხვა კუთხით დაგანახოთ ! ვცდილობ რაღაც რეალურებიც გავურიო მთლიანობაში ისტორია ცოტა რეალურს ემსგავსება . ცოტა კი არა დიალოგები და ყველაფერი მგონი ნამდვილ სუბარს გავს ! მე ჩემს დაქალს მსაგვსი ჟარგონებით "აეძონძე , გამოეძონძე"-თი ვესაუბრები ხოლმე ზოგჯერ აჰაჰაჰ . ეს მისი დაბნეულობაც ძალიან ბევრისას ჰგავს , ეს არ არის გრეხი ! მინდა ეს დაგანახოთ და ამაში დაგარმწუნოთ ! ძალიან მიყვარხართ და მთელი გულით ველოდი 12 საათს , რომ ეს ამეტრვირთა . მთელი დღეა ამას ვწერ გამოცდიდან მოსული პირდაპირ ლეპტოპი ავიღე და პირდაპირ ოთახში ჩავიკეტე , რომ ეს ნოყიერი თავი თქვენთვის მომეძღვნა , ვიფიქრე გავყოფ თქო მაგრამ გადავიფიქრე ვიცი რა გრძნობაა მთელი გრძნობით რომ ეფლობი და უცებ წყდება ბაახ აჰჰაჰა . მოკლედ მიყვარხართ და ველი კომენტარებს ! დიდი მადლობა ყველას წარმატებების 'სურვილების' -ს გამო გამომადგა და მართლაც რომ ყველაფერი მშვენივრად დავწერე ! გამიგრძელდა მონოლოგი მიყვარხართ და გამიხარეთ გულები კომენტარებით , მომეცით მოტივაცია , რომ დავდო უფრო დიდი თავები და გავაუმჯობესო წერა მიყვარხართ !!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.