შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავლის იმედი (7)


18-06-2015, 00:05
ავტორი Tikuna Kislinskaya
ნანახია 2 305

მანქანაში ჩამსვა და არ მახსოვს როგორ მივედი სახლამდე და როგორ ავედი მეხუთე სართულზე, დილით საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს..თავს ვწესრიგებ და სააგენტოში გავრბივარ, თან თავი უაზროდ მტკივა ალბად იმიტომ რომ პირველად დავთვერი და ცოტა არიყოს საკუთარი თავის მრცხვენია, გუშინ როგორ ვიქცეოდი! ყველაფერი მახსოვს და არ ვიცი ბექას თვალებში როგორ ჩავხედო?!.
ფოტოსესიაზე ძვლივს ვიდექი, ეს საშინელი თავის ტკივილი აუტანელი იყო, ჩემდა საბედნიეროდ ნატალის დამხმარემ შემატყო და სახლში გამიშვა. სახლში მივედი და მაშინვე დასაძინებლად დავწექი.ისე გემრიელად მეძინა რო ვერც კი აგიღწერთ სანამ გვანცა არ დამახტა თავზე, სახლში როგორ შემოვიდა?
-ახლავე დაწვრილებით მომიყევი რა მოხდა წუხელ?!
ბალიშიდან თავს ძვლივს ვწევ
-არაფერი!
ვეუბნები და თავს ბალიშზე ვარტყავ
-რაა? როგორ თუ არაფერი? მაშინ რატო გტკივა თავი?
უცებ გუშინდელი ის მომენტი გამახსენდა მე და ბექა რო რომანტიკულ მუსიკაზე ვცეკვავდით და თავი ბალიშიდან სასწრაფოდ ავწიე საწოლზე ჩამოვჯექი და მოყოლას შევუდექი,გვანცას სახე რო დაგენახათ ბევრს იცინებდით! ისეთი თვალებით და ყურადღებით მისმენდა!
-ჩემი კოშმარი იწყება! სამსახურში წასვლის დროა..
სამსახურში მივდივარ, სახეზე უაზროდ ვხურდები და ვწითლდები. ფორმა ჩავიცვი და საქმეს შევუდექი.აი ხო ვამბობ ბედი არ მაქვს მეთქი, ჯერ არ დამიწყია მუშაობა და უკვე დავითარსე! წინ სიამის შავმა კატამ გადამირბინა. ახლა რა გავაკეთო?! შეწუხებული კატას მივდევ და ვცდილობ გზა გადავუკვეთო როდესაც ფეხსაცმლის შვნიროკს ვაბიჯებ ფეხს და მთელი სიმძიმით წინ ხელებით ვეფერთხები მიწას..
-მაქ რას აკეთებ?
ხმა რო გავიგე მაშინვე წამოვხტი და კაბა გავისწორე
-საყურე გამივარდა!
იმდენად სულელი ვარ რო წესიერი ტყუილი ვერ მოვიფიქრე, მე ხომ საყურეებს არ ვიკეთებ!
-მართლა? ორივე?
დაჯინებით ცდილობს ტყუილში გამომტეხოს ბექამ, თან ულვაშებში იცინის
-რამე გინდა ბექა?
-მაკოცე!
-რა?
-მაკოცე!
-უკაცრავად ეს მე მითხარი?
-ხო შენ!
-არა!
-გუშინ ამ აზრზე არ იყავი!
ალბად წარმოგიდგენიათ ჩემი გაფართოებული თვალები ასეთი დიალოგის შემდეგ, როგორ არ რცხვენია! მე ვბრაზდები და ჩქარი ნაბიჯებით შევდივარ სამზარეულოში.ის ისეთი გამოხედვით მომჩერებია რო მისი გამოხედვა ზურგს მიწვავს..
პერანგების გაუთოებისას ოთახში ნინა შემოდის
-ანა,რაკარგია აქ რო ხარ! რაღაც მინდა გთხოვო! არა პირველ რიგში მოგილოცა გავიგე შენი ამბავი ძალიან მიხარია
-ნინა ისუნთქე! (ვამჩნევ როგორ წითლდება ჰაერის უკმარისობისგან)
-ჰო მართალი ხარ.. არა არა მისმინეე! ზუსტად აი ახლა უნდა წავსულიყავი საყიდლებზე საათნახევარში ჩემი მეგობრები უნდა მოვიდნენ,მაგრამ მე ვეღარ მივდივარ რადგან ხვალ ეს წყეული გამოცდა მაქვს და უნდა მოვემზადო, ასე რომ მიდი ჩქარა გამოიცვალე
ნინას მონაყოლისგან ვერაფერი გავიგე.
-რა?
-მოკლედ, ფორმა გამოიცვალე და თორნიკე მაღაზიებში გაგიყვანს,ჩემთვის კაბა უნდა აარჩიო რამე კარგი,ძალიან გთხოვ!!
-ახლა არ შემიძლია ნინა ვმუშაობ!
-არაუშავს! მიდი რა გთხოვ!გპირდები არავინ გაიგებს შენს არ ყოფნას!
მოკლედ ამ პატარა ბავშვმა სულ გადამიყოლია თავის ჭკუაზე, იქ წადი აქ მოდი, ეს ჩაიცვი, ეს გაიხადე... ფორმას ვიცვლი და სრულიად მომზადებული თორნიკეს ძებნას ვუდგები,ვერსად ვპოულობ! ახლა რაგავაკეთო? ისევ ნინას უნდა ვუთხრა! ნინასთან ოთახში ავდივარ და ვუყვები
-ნინა თორნიკეს ვერ ვპოულობ!
-რაა?კარგი წამოდი!
ნინა ოთახიდან გამოდის და ქვემოდ ჩამოდის მეც უკან მივყვები.
-ბექა! (ნინა)
ჯანდაბა,ნინამ ბექას მიაკითხა რომელიც მინდორში ზის და წიგნს კითხულობს
-რაიყო?
სერიოზულად ამოიხედა მაგრმ მე რო დამინახა მაშინვე ღიმილი დაიწყო
-გცალია? (ნინა)
-კი!
-კარგია რადგან ახლა მაღაზიებში უნდა გაიარო!
-არ მცალია! (ბექა)
-ბექა! ძალიან გთხოვ!
ბექა ზურგით ზემოდ წვება და წიგნის კითხვას აგრძელებს
-ძალიან გთხოვ! ანა შენს გარეშე ვერ მიაგნებს და ვერ აარჩევს, თორნიკე არ არის სახლში! გთხოვვვ!
ბექა უცებ წიგნს დებს და ყურადღებით მიყურებს
-ანა უნდა წავიყვანო?
-ხო!
-რაპრობლემაა!
-მადლობაა! (დაიყვირა ნინამ და კოცნა დაუწყო)
ეს ვითო რა იყო?! ჯერ არაო და მერე ჩემს ხსენებაზე უცებ აზრი შეეცვალა,არვიცი ამას რ ჰქვია მაგრამ მე ეს მომწონს და მინდა რო გაგრძელდეს.!
მაღაზიებში სიარულს შევუდექით, ბექამ ერთ დიდ შენობაში შემიყვანა სადაც ირგვლივ ტანსაცმელები და დიდი სარკეებია ჩამოკიდებული. მომსახურე პერსონალმა როდესაც ბექა დაინახეს მაშინვე ცალკე ოთახში შეგვიყვანეს სადაც რამოდენიმე სავარძელი, დიდი სარკე და გასახდელი იყო.ბექა სავარძელში მოთავსთა მე კი გასახდელში შევედი რამოდენიმე კაბის მოსარგებლად და ასარჩევად რომლებიც ნინამ წინასწარ შეუკვეთა.კაბა ჩავიცვი და გასახდეიდან გამოვედი უნდა მეჩვენებინა ბექასთვის რჩევა ხო მჭირდებოდა, ის ჩუმად იჯდა სრული სერიოზულობით! რასისულელეაა! ბექა სერიოზული არასდროს არაა და მითუმეტეს ჩუმად, მინიმუმ 5 კაბა ჩავიცვი არცერთი არ მოეწონა, ყველა კაბას რაღაც უაზრო კოპლიმენტებს უკეთებს და ირონიულად იღიმის როგორც იცის ხოლმე. ეხლა რაგავაკეთო? სულ ექვსი კაბა და ბექას არ ცერთი არ მოეწონა.
-ბექა მითხარი რომელი მოეწონება ნინას?
-არვიცი
-კარგი რაა
-მე რო შენნაირი გოგო ვიყო საერთოდ არ ჩავიცმევდი კაბას!
-ეგ როგორ? იდიოტო!
რაჭველივით გვიან მივხვდი ბექას ხუმრობას, კაბა სახეში შევაფარე და ნინასთვის სალათისფერი წამოვიღე, იმედი მაქვს მოეონება!
მაღაზიიდან გამოვდივართ და მანქანის წინ ვდგავართ
-მინდა ახლოს გაგისნო!
-რამდენად ახლოს?
-რაც შეიძლება ახლოს!
-მიდი მკითხე!
-გკითხო?
-ხო,გისმენ
-ოდესმე გყვარებია?
-არა, შენ?
-არა
-გინდა ვინმეს შეუყვარდე ან შეგიყვარდეს?
-ბექა რა აზრები გაუხებს რათქმაუნდა, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს!
-რო გითხრა მიყვარხართქო რას იზავ?
-არ დავიჯერებ!
-რატო?
-შენ არავინ გიყვარს!
-რატო ხარ ასეთი დარწმუნებული?
-შენი საქციელებისგან გამომდინარე
-შენი აზრით როგორ უნდა მოიქცეს შეყვარებულმა?
-არვიცი ალბად აგრძნობინოს
-ეგ როგორ?
-იყოს გურწფელი და მზრუნველი
-და გოგო შეიყვარებს?
-ჩემი აზრით კი!
მთელი გზა ბექას სიტყვებს ვაანალიზებდი გონებაში, ვფიქრობდი რატო მითხრა ეს? მართლა ვუყვარვარ? არვი არვიცი აი მე კი მგონო მიყვარს!რა მგონი მიყვარს!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent