შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი ტკივილი - {1}


18-06-2015, 20:34
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 3 524

- სახელი, გვარი, ასაკი?
- ელი გოგიჩაიშვილი, 16 წლის.
- ქურდობის მიზეზი? რატომ მოიპარეთ?
- მაგას ვერ გაიგებთ... და ისე არც მინდა, რომ გაიგოთ!
- ჰმმ, კარგით, თქვენი ნებაა. - სული ამომხადა ამ ვიღაცამ კითხვებით და ბოლოს როგორც იქნა თქვა:
- მე დავამთავრე. წაიყვანეთ! - ბადრაგმა ხელი მკლავში ჩამავლო და საკნისკენ წამიყვანა. შიგნით „შემაგდო“ და თვითონ წავიდა. როგორც ჩანდა საკანში მარტო არ ვიყავი, ვიღაც ბიჭი იჯდა ჩემს წინ. ცოტათი შიშის გრძნობა დამეუფლა, მაგრამ როდესაც მისი ხმა გავიგე მაშინვე მოვეშვი.
- რატომ დაგიჭირეს? - ცალი ფეხი სკამზე შემოედო და ნერვიულად ხელში სამაჯურს ათამაშებდა.
- ქურდობა - სრულიად მშვიდი ხმით ვუთხარი.
- კი მაგრამ, რამდენი წლის ხარ?
- 16
- 16???? რა მოიპარე ამისთანა, ჩიფსი? თუ სნიკერსები? - გაეცინა.
- არცერთი... და ძალიან გთხოვ, არ ვარ ლაპარაკის ხასიათზე.
- ელი გოგიჩაიშვილი, წამობრძანდით, ერთი ზარის უფლება გაქვთ. - გამომიცხადა ბადრაგმა, კარები გააღო და ტელეფონთან მიმიყვანა.
- ხურდა? - გავხედე
- აჰა - ჯიბიდან ამოიღო 50თეთრიანი და გამომიწოდა.
- მადლობა. - ხურდა ჩავაგდე, ხელში ყურმილი ავიღე და ერთხანს ჩავფიქრდი. – „ვის დავურეკო? არა მშობლებს ვერ დავურეკავ, არ მინდა უფრო ინერვიულონ“ - იდიოტივით ვიდექი და ვფიქრობდი სანამ ნომერს ავკრიფავდი, მაგრამ ხომ გაგიგიათ? გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
- ალო, ნოეე?
- ხო ელი. რა იყო რა უცხო ნომრით მირეკავ?
- ნოეე... ბ..ბ..ბოდიში რაა - ძლივს-ძლივობით წარმოვთქვი. უკვე მრცხვენოდა, ჩემი ნოესი მრცხვენოდა, მერამდენეჯერ ვაწუხებდი.
- ელიი? რაა? არ მითხრა რომ ისევ - ტონს აუწია.
- მაპატიე - უკვე ხმა მიკანკალებდა.
- ჯანდაბაა. ამის დედას შე***ი... კი მაგრამ შენ ხომ დაიფიცე, ხომ დაიფიცე რომ ესეთი რა აღარ განმეორდებოდა... შენ მე დამპრდი. -უკვე ბოლო ხმაზე მიყვიროდ- ელი ნუთუ დავიჯერო რომ სინდისის ნატამალიც აღარ გაქ? სულ აღარ დაგრჩა თავმოყვარეობა? მითხარი ელი... ხმა ამოიღე...
- მ..მ..მაპ..პ..პატი..ი..იე - ქვითინი დავიწყე, აღარ შემეძლო ამდენი ხანი თავის შეკავება.
- არა ელი... გაჩერდი. გჩერდი... ხომ იცი ვერ ვიტან შენს ცრემლებს. გაჩერდიიიი - ყვირილს ისევ არ წყვეტდა. დარწმუნებული ვარ ახლა სახლში, ან სადაც იყო გამწარებული წინ და უკან დადიოდა და ნერვიულობისგან ხან კედელს ხევდა მუშტს, ან იქვე მდებარე მყარ საგნებს.
- მაპატიე... გთხოოოვ. ხომ იცი შენს მეტი კარგი არავინ მყავს - მე კი ტირილს ისევ არ ვწყვეტდი. არა უფრო არ კი არა ვერ ვწყვეტდი. თავისით მოდიოდნენ ეს დასაწვავი ცრემლები.
- გაჩერდი ელი... გაჩერდი მეთქი. შენ ყველა გყავდა, ყველა კარგი, მაგრამ არ მოინდომე მათთან ყოფნა და მაინც ცუდები აირჩიე..
- გთხოოვ.. არ გინდა.. ხომ იცი მიზეზი...
- ეგ გამართლება არაა ელი დაიმახსოვრე!! - ჩამყვირა ტელეფონში და გამითიშა.
15 წუთიც არ იყო გასული რაც საკანში დამაბრუნეს, ბადრაგი შემოვიდა და მითხრა თავისუფალლი ხართო. წამოსვლისას ჩემმა საკნის მეზობელმა ბიჭმა მომაძახა:
- კარგად იყავი ქერა... იმედია ისევ შევხვდებით. - ყურადღება არ მიმიქცევია მისი სიტყვებისთვის, უხმოდ დავტოვე იქაურობა, ახლა ფლირტის თავი ნამდვილად არ მქონდა.
ვინ მიშველიდა თუ არა ჩემი ნოე. მასთან მიმიყვანეს, ბორილები ამხსნეს და დაგვტოვეს. უხმოდ წავიდა ნოე გასასვლელისკენ, მეც უკან გავყევი. ძალიან კარგად ვიცნობდით ერთმანეთს და ვიცოდი როგორი გამწარებული იყო ახლა ჩემზე, როგორ ნერვიულობდა ყოველთვის. გარეთ რომ გამოვედით ხმადაბლა დამნაშავეავით ვუთხარი, თუმცა რაღა სავით, მის წინაშე მე მართლა დამნაშავე ვიყავი:
- მაპატიე... გთხოვ! ვიცი რომ უნამუსო ვარ. უბრალოდ არ დამტოვო, გთხოვ.
- ელი რატომ დაარღვიე პირობა? შენი თავი თუ სულ გკიდია, მე მაინც შემომხედე, ხომ ხედავ როგორ მიყვარხარ, სულ არ გაინტერესებს რას ვიგრძნობ? ერთხელაც სამუდამოდ რომ ჩაგსვან? მერე მე რაღა ვქნა? ამ დაწყევლილ ციხეში გინდა მოკვდე? - ისევ ავტირდი, სიკვდილის ხსენებაზე. საშინელებაა რომ იცი დიდი ხნის სიცოცხლე, როგორც სხვებს ისე შენ არ გიწერია.
- მაპატიე ... არ მინდოდა. - მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა. - ხომ იცი შენს დაკარგვას ვერ ავიტან.
- ვიცი, ვიცი... ისევე როგორც მე... - უფრო და უფრო ვუმატებდი ტირილს.
- კარგი გაჩერდი გთხვ ხომ იცი როგორ ვერ ვიტან როცა ტირიხარ... გთხოვ გამშვიდდი.
- კარგი, ვსო, მორჩა - ცრემლები მოვიწმინდე და ნოეს თვალებში შევხედე. შუბლზე მაკოცა.
- ჩემი პატარა, წამო სახლში.
- ჩემთან წამიყვანე რაა.. - ვუთხარი როდესაც მანქანაში ჩავჯექით.
- ე კარგი, ჩემთან წავიდეთ რა. რა გინდა მარტო სახლში?
- გთხოვ, არ მინდა შეგაწუხო..
- რა უნდა შემაწუხო გოგო ხოარ გაგიჟდი? - ნერვები აეშალა - ელი...
- ჰა?
- გადმო რა ჩემთან...
- ნოე ხომ იცი, უბრალოდ მარტო მინდა ცხოვრება, თორე ახლა უკვე შენთან ერთად ვიცხოვრებდი!
- ელი ჩემთან მინდა იყო.. მინდა დავრწმუნდე რომ კარგად ხარ.
- ეს შეუძლებელია... - დადუმდა.
- უბრალოდ დაფიქრდი. ჩემი ხათრით... თუ გიყვარვარ...
- ხომ იცი ყველაზე და ყველაფერზე მეტად, მაგრამ არ შემიძლია, მარტო მინდა. არ მინდა უფრო შემეჩვიო და მერე ჩემსავით გეტკინოს!
- ელი, ღადაობ? დაბადებიდა გიცნობ - დაბადებას ხაზი გაუსვა - მეტი რაღა უნდა შეგეჩვიო. საკუთარ თავზე კარგად გიცნობ.
- დავფიქრდები - ვუთხარი და მეტი ხმა აღარ ამომიღია, სახლამდე ისე მიმიყვანა.

____________
P.S. - კიდევ ერთხელ გამარჯობათ ძველი ახალი ისტორიით.



№1  offline წევრი ტასიკო

საინტერესოა

 


№2  offline წევრი Sexy Mädchen

კიდე რამდენჯერ უნდა დადოოთ კაი რაა:დ
--------------------
:)

 


№3  offline წევრი Tikuna Kislinskaya

გააგრძელე ძალიან მაინტერესებს შემდეგი თავებიი <33

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent