შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რიგითი საქმე, N101 (8, დასასრული)

18-06-2015, 23:50
ავტორი N7
ნანახია 4 109

მთელი შუადღე ნომერში უაზროდ იფხაკუნა. ელოდა, რომ ქეთა შემოვიდოდა და როგორღაც გაართობდა, თავისებურად, ან სადმე წავიდოდნენ, მაგრამ ფუჭი იმედები ქონდა, დაქალი აშკარად ნაწყენი იყო მასზე. ბოლოს ჩაიცვა და თავად გააკითხა ნომერში. კარი გააღო და ისევე დახურა.
–აუ, ქეთ, ბოდიში რა.. გამიხსენი რა კარი თუ დები ვართ, – თავის ნათქვამზე თავადვე გაეღიმა. მომლბალმა ქეთამაც კარი გაუხსნა და გაიღიმა.
–საზიზღარი ხარ, – რამოდენიმე ნაბიჯით წაიწია და როგორ ძლიერადაც შეეძლო, ისე შემოხვია ხელები.
–მაინც გიყვარვარ, – დაისისინა მარიამმა და ღიმილი სიცილად გადაექცა.
–ჩემდა სამწუხაროდ, – იცინოდა ქეთაც.
_______________________________________________
რამდენიმე დღე კიდევ გაჩერდნენ ბათუმში. კაკი აშკარად წასული იყო ქალაქიდან. აი ლევანი კი ქეთას გამო დარჩა ბათუმში. ძალიან ბედნიერი იყო მარიამი, რადგან ხედავდა ქეთას ბედნიერებას, მაგრამ მერე კაკი ახსენდებოდა, სიმპათიები და სხვა მრავალი, რომლითაც ეს კაცი რაღაც განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდა მასთან. ახსენდებოდა და წყენა თრგუნავდა.
მერე წამოვიდნენ.
რაღაც სასწაულს ელოდა ერთი კვირის განმავლობაში მარიამი, თავად კი არანაირ ინიციატივას არ იჩენდა.
ერთ–ერთ საქმეს მოკიდა ხელი. თავადაც არ აპირებდა, ძალიან სპონტანურად მოხდა ყველაფერი. კლიენტი თავს არ ააშკარავებდა, უბრალოდ დოკუმენტებს უგზავნიდა და საქმის ვითარებას მარიონეტების წყალობით ამცნობდა. ვინაიდან და რადგანაც მარიამი მიხვდა, რომ ეს შემოთავაზება სარფიანი იყო, კარგი ანაზღაურებაც ექნებოდა და საქმესაც მოიგებდა, დათანხმდა. იმის ცოდნის წყურვილი, თუ ვინ იყო საქმის მიღმა, კლავდა, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა, უნდა დაჰყოლილიყო უცნობის სურვილს. თუმცაღა ინტუიცია რაღაცას ამცნობდა.
ერთ დღესაც სახლში ჩვეულებრივზე გვიან ბრუნდებოდა. საქმეს შეჰყვა, რადგან მომავალ დღეს სასამართლო იყო და არ სჭირდებოდა წაგებით გამოწვეული პრობლემები. ჩანთაში გასაღები მოქექა, მაგრამ ვერ იპოვა და ანერვიულდა. უკვე კარის წინ იყო და უკან მიბრუნება არ უნდოდა, თანაც ისიც კი არ იცოდა, სამსახურში დაუხვდებოდა თუ – არა. მომენტალურად, სრულიად ჩვეულებრივად შეხედა კარს და ამოიფშვინა, უცებ ჰაერში შეხტა, კარი ოდნავ შეღებულიყო. შეეშინდა, რაღაცნაირად შეეშინდა. ნუთუ დილით ისეთი ეიფორიით წავიდა ოფისში, რომ კარის დაკეტვა დაავიწყდა?! შეხსნა და შესვლისთანავე ააბრიალა შუქი შესასვლელში და უფრო შეხტა ყვავილების რამოდენიმე დიდი თაიგული რომ დაინახა და კედელზე ოქროსფერი, ბრჭყვიალა ციფრები მიჭედილი, „101“. უნებლიედ მოჰყვა თაიგულებში ყვავილების დათვლას. მიითვალა პირველი, იყო 101, მეორეშიც – 101, მესამეშიც – 101 და საბოლოოდ დაღლილი ჩაესვენა სავარძელში ისე, რომ შუქიც არ აანთო. ვინ ჰყავდა ასე გადაკიდებული – არ იცოდა. თანაც საქმესთან იყო კავშირში, რადგან 101 უბრალო რიცხვი არ იყო, რაც იცოდა კიდეც მარიამმა.
დილა ძალიან არა–ჩვეულებრივი გაუთენდა. ნერვიულობდა საოცრად, ისე, როგორც არასდროს. იცოდა, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა და დილიდან თითებს იმტვრევდა. სადად, მაგრამ მაინც ლამაზად, გამოეწყო.
ქეთამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იცოდა. მარიამთან დაკავშირებითაც, მის ინტერესებთანაც. იცოდა, რომ კაკიზე შეყვარებული იყო მარიამი და ისიც იცოდა, რომ კაკის მეტად უყვარდა ქალი. ამიტომ უარი არ უთქვამს იმაზე, რაც შემდეგში მოხდა.
მარიამის გაოგნება იმაზე, რომ მის გვერძე ადგილი დაიკავა კაკიმ, უდიდესი იყო.
–შენ აქ რა გინდა? – იკითხა მთელი ენერგიის თანხლებით.
–სხვა გზა არ დამიტოვე, – ამოიქშინა და თვალი აარიდა.
–შეგეძლო გეთხოვა, უბრალოდ დაცვა სხვა საკითხია, – მკაცრი ტონით დაიჩურჩულა ქალმა.
–არაფერი არ არის სხვა საკითხი.
–კი, არის. საერთოდ რა თავხედობაა? ხო ხარ ღირსი, რომ ავდგე და წავიდე? – გაცოფდა ქალი.
–ამ ერთხელ მაპატიე რა, – შეევედრა და ხელზე ოდნავ შეახო თითები.
–თავხედო, – სწრაფად აწია ხელი.
–აქ რა ვითავხედე, გეხვეწები რა, – გაეცინა.
–საცინად გაქვს საქმე, რომ ჩაგსვავ გისოსებს მიღმა, – კბილებში გამოსცრა.
–მაგას შენ თავს ვერ გაუკეთებ! – თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა, მოსამართლე მობრძანდებოდა.
მარიამმა მართლაც ვერ უღალატა შინაგან „მე“–ს და კბილებით დაიცვა ფიფია, რაზეც ცოფდებოდა მისი გონება, უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა, უარს ვერ უბედავდა გულს. შესვენება არ ქონიათ, უარი განაცხადა როგორც მარიამმა, ისე სამართალ დამცავმა შესვენებაზე, რადგან ორივე მხარისთვის ზედმეტი იყო, ასე რომ გადაბმით მოუხდა მოსამართლეს განაჩენის გამოტანა. რა თქმა უნდა, მარიამმა გაიმარჯვა. ყაყანს არ მოყოლილა ხალხი, პრინციპში, არც დასცალდათ ისე სპონტანურად და მომენტალურად იფეთქა ფეიერვერკმა და კაკი ხალხის ბრბოს შუაში აღმოჩნდა მარიამთან ერთად.
–ვიცი, რომ არც რომანტიკოსი ხარ და არც ასეთი რაღაცეები გაგიჟებს, მაგრამ შენთან ყველანაირი ფანტაზიის მარაგი ამოვწურე, – გაეცინა ფიფიას და მუხლით დაემხო მარიამის წინ. – მარიამ! იცი, რომ საუკეთესო ხარ და მთელ მსოფლიოს მირჩევნიხარ? გამომყვები ცოლად?
გამოწვდილ ბეჭედს უაზროდ აკვირდებოდა მარიამი და ვეღარაფერზე ფიქრობდა. გონებას ალი ეკიდა და არც გული იყო ნაკლებ დღეში, ოღონდ გონება გაცოფებისგან იწვოდა, გული კი სიყვარულისა და სიმპათიისგან. ბოლოს გულმა გაიმარჯვა და სრულიად სპონტანურად, გაბრუნებული მოაბრუნა, გააქცია და ჩაახუტა მამაკაცს. ქეთა და ლევანიც ერთმანეთს ეკვროდნენ მათ მოპირდაპირედ. თვალები რომ გაახილა მარიამმა, ჯერ კაკის აკოცა და შემდეგ მათ წყვილს გახედა. ქეთამ თვალი ჩაუკრა. მოთმინება დაკარგული ჟურნალისტები ფაციფუცით შემოვარდნენ სასამართლო დარბაზში და სანახაობაზე გაოცებულნი ძლივს მოვიდნენ აზრზე რამე მოეხერხებინათ.
–ამ ქვეყანაში ყველაფრის ყიდვა შეიძლება, ყველასი და ყველაფრის მოსყიდვა, თვით ამ დარბაზისაც, მაგრამ ამ ქალის გული გაუტეხელი, დაუმხობი და ჯიუტია. ამიტომ მიყვარს და ამიტომაა ჩემი ცოლი! – კიდევ ერთხელ აკოცა უკვე დანიშნულ ცოლს კამერების წინ ფიფიამ.
დიდი ფიქრის შემდეგ ისიც გადაწყდა, რომ ერთად იქორწინებდნენ ლევანი–ქეთა და კაკი–მარიამი.
ხომ წარმოგიდგენიათ, ორი უსიმპათიურესი და უსაყვარლესი წყვილის ქორწილი? ჰოდა იმაზე ათასჯერ მაგარი და საოცნებო ქონდათ.
ბოლოს საოცრად დაემთხვა ისიც, რომ ქეთასა და მარიამის გოგოები ერთ დღეს, განგებით დაიბადნენ.
და რა უნდა იოცნებო იმაზე უკეთესი, რომ უყვარდე კაკისნაირ კაცს ჩაუცხრომელი სიყვარულით, მარიამისნაირი ქალი?! – ვერც ვერაფერი.

№1  offline მოდერი MyLove

დასასრულიო? belay
მეთქი ახლა დაიწყო ყველაფერი და დასრულდა?
მარა მაინც კარგი იყო.
მომეწონა ძალიან.
სიმართლე გითხრა, მაწყობდა კიდეც ახლა ამის დასრულება, მერე ვეღარ წავიკითხავდი am
ახლა კი დასრულებულად, მშვენივრად წავიკითხე.
შენკიდევ ძალიან კარგი გოგო ხარ.
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

№2  offline წევრი N7

MyLove
დასასრულიო? belay
მეთქი ახლა დაიწყო ყველაფერი და დასრულდა?
მარა მაინც კარგი იყო.
მომეწონა ძალიან.
სიმართლე გითხრა, მაწყობდა კიდეც ახლა ამის დასრულება, მერე ვეღარ წავიკითხავდი am
ახლა კი დასრულებულად, მშვენივრად წავიკითხე.
შენკიდევ ძალიან კარგი გოგო ხარ.

დიდი მადლობა..
არც მე მინდოდა ასე მალე დასრულება, მარამ დდავიანებას ყოველ თავზე არ ვაპირებდი... მეც მაქვს ნამუსი თლა ისეც არ ვარ :დ
ახალი მოთხრობა დამაწყებინა ჩარლიმ და ამას ვეღარ ვწერდი ვერანაირად... ამიტომ მომიწია ასეთი რაღაცის გაკეთება...
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ კითხულობდი და თან გვერდში მედექი! <3 <3 <3
--------------------
ქოქოსის გოგო.

№3  offline წევრი lamazmani

აუ აუ ძაან მაგარია მაგრად მომწონა მარა გული დამწყდა რო დამთავრდა love აუ ძაან მაგარი ისტორია იყო ყველა შენი ისტორია ხო მაგარია მარა მაინც რეალური საფრთხე ყველაზე მაგარია მარა ეს იყო აუ რავი აუ ძაან მაგარია love აი შენ ვაბშე მაგარი ხარ აი არ ვიცი რა ვთქვა ძაან მომეწონა აუ კაკი ძაან მაგარი ტიპია მომენატრება ეს ისტორიაა ძაან იმედია მალე დაბრუნდები ახალი ისტორიით და დიდი ხანი არ გვალოდინებ love წარმატებები ძაან მაგარი გოგო ხარ ძაან love love love love love love ნიჭიერი ხარ love ძაან მაგარი გოგო ხარ და ეს არაერთხელ მითქვამს და გეტყვი love love loveძაან მიყვარხარ love

№4  offline წევრი N7

lamazmani

ვაიმე! აბა მე მკითხე როგორ მიყვარხარ და მინდა, რომ ძალიან მაგრად ჩაგეხუტო, ასეთი თბილი რომ ხარ! ძალიან მალე დავბრუნდები უკეთესი ისტორიით <3 და იმედია ახლა რომ მაწუხებენ ის მუზებიც არ გაქრებიან ასევე მალე <3
--------------------
ქოქოსის გოგო.

№5  offline წევრი lamazmani

N7

იმედია love love love

№6  offline წევრი Annee

ვიცოდი შენმა ჩარლიმ რომ ჩაიძინა, მაგრამ სულ მცირე 2-3 თავის იმედი მაინც მქონდა. :(( მაილავი მართალია, როცა დაიძაბა და გვეგონა ახლა იქნება რაც იქნება-მეთქი, მაშინ დამთავრდა.
ისე შენი უმუზაობის (რამდენად სწორია ეს სიტყვა არ ვიცი :დდ ) ფონზე, მშვენიერი დასასრული იყო. კიდე კაი არ გაწყვიტე წერა და საქმე ბოლომდე მიიყვანე. <3 კაი გოგო ხარ შენ! :*:*
პ.ს რეალური საფრთხე გიქეს და ახლა იმას წავიკითხავ ^_^

№7  offline წევრი N7

Annee

დიდი მადლობა! მართლა არ მინდოდა ასე აწყვეტა, მაგრამ არც დაგვიანებებით მინდოდა შემეღონებიეთ... ახალი დავიწყე, იმაზე დიდი გეგმები მაქვს და იმას რომ დავასრულებ ვნახოთ, შეიძლება ამას დავუბრუნდე, ვერაფერს დაგპირდებით, მაგრამ <3
--------------------
ქოქოსის გოგო.

№8  offline წევრი Ignifex

არც მე მოველოდი ასე უცებ თუ დაამთავრებდი და "დასასრულიო" რომ წავიკითხე თვალები შუბლზე ამივიდა:D აქამდეც მითქვამს ყოველგვარი აფერისტობის გარეშე,რომ ძალიან კარგი,მხიარული ისტორიაა და მართლა სიამოვნებით ვკითხულობდი. ♡ კომენტარებში რაც დაწერეს უკვე ყველაფერს ვეთანხმები და ახალს ვერაფერს ვიტყვი,მაგრამ მესმის შენი,ჩარლის (როგორც ვხვდები ასე უწოდებ შენს მუზას:დ) ვერ უბრძანებ :D ♡♡

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent