შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ აგირჩიე, პატარა ქალბატონო! 9


19-06-2015, 09:55
ავტორი Nini13
ნანახია 4 485

გავიღვიძე თუ არა დიტოს დავურეკე
-მოგენატრე ნუცი? (დიტო)
-აუ გეყოს რა, ანისთან და ბექასთან წამიყვან? (მე)
-გოგო აცადე ბავშვებს ერთად ყოფნა, დილიდანვე თავზე ხო არ დაადგები, საღამოს წაგიყვან, გაძლებ შენი დაქალის გარეშე ნუ გეშინია, ან მე რისთვის ვარ? მოვალ და შენთან ვიქნები (დიტო)
-აუ ძაან მინდა აქ რო მყავდე (მე) ძალიან ვეცადე დამაჯერებლად გამომსვლოდა და დავაჯერე კიდეც ჩემს სიტყვებში
-მართლა? 10 წუთში მანდ ვარ (დიტო)
-ეე მოიცა მოიცა ვიხუმრე (მე)
-ვითომ? არ მაინტერესებს მოვდივარ პატარავ (დიტო) და ეგრევე გათიშა. ნეტა ხმა არ ამომეღო, თუმცა უნდა ვაღიარო, მომენატრა... ზუსტად 10 წუთში მოვიდა.
-მოვიდა შენი პრინცი (დიტო)
-ეს ვინ მოსულა, შემო შემო (მე) დასერიოზულდა. ახლოს მოვიდა და წელზე ხელები შემომხვია
-იცი ახლა რა მინდა? (დიტო)
-შენი არ ვიცი, მაგრამ მე მინდა რო ხელები გაწიო (მე)
-მე კიდე ეს მინდა (დიტო) და მაკოცა. ამჯერად წინააღმდეგობა არ გამიწევია.
-მიყვარხარ (დიტო)
-მეც (მე)
-რაო რაო? (დიტო)
-მეც მიყვარხარ (მე)
-ჩემი პატარა გოგო (დიტო) შუბლზე მაკოცა. მთელი დღე ერთად ვიყავით, ვსეირნობდით. რომ მოსაღამოვდა ბექასთან და ანისთან წავედით. აი ის სახლიც, ძალიან მომეწონა.
-ანუს გააღე რა (ბექა)
ანიმ კარი გააღო თუ არა მაშინვე ვეცი და ჩავეხუტე.
-ჩემი ანუშკა ^^ ხო ვამბობდი უეჭველი მომტაცებს ვინმე შენ თავსთქო (მე)
-მეც მაგას ვამბობდი შენზე გოგონი, ისე თქვენ ერთად მოხვედით თანაც მშვიდობით? (ანი)
მე დიტოს გავხედე, მანაც შემომხედა და გაიღიმა
-მეშლება თუ თქვენც ერთად ხართ? (ანი)
-არა არ გეშლება, წინ მომავალი სიძე გიდგას (დიტო) მე ხელი ვკარი და სახლში შევედი. 2-3 საათი ვიყავით, მერე დიტომ ჩუმად მითხრა „წამოდი რა მარტო დავტოვოთ“ მეც ჩუმადვე ვუპასუხე „თუ შენ თვითონ გინდა მარტო რო ვიყოთ?“. ცოტა ხანს კიდევ დავრჩით და მერე წამოვედით. დიტომ სახლში მიმიყვანა, მივედი თუ არა, უკვე გვიანი იყო და დავიძინე.
___ანი___
მეორე დღეს ანის, რომელიც ბექას სახლის აივანზე იდგა და ყავას შეექცეოდა, თავის საუკეთესო მეგობრის მოახლოებული დაბადების დღე გაახსენდა და თავში ერთმა აზრმა გაუელვა. მაშინვე დიტოს დაუმესიჯა „დიტო, შენთან საქმე მაქვს და დღეს შუადღისას მოდი ჩვენთან, ეცადე ნინიმ არ გაიგოს“. პასუხი მალე მიიღო „ბაზარი არაა“. ტელეფონი საწოლზე მიაგდო და კმაყოფილი სახით გააგრძელა ყავის სმა.
შუა დღეს ბექას სახლის კარზე ზარმა დარეკა, მივიდა და გააღო
-ვაა მოდი ბრატ (ბექა)
-ვაა დიტო რაკაია რო მოხვედი, წამოდით ორივე მისაღებში (ანი) სამივე მისაღებ ოთახში დასხდნენ. და ანიმ დაიწყო თავისი „იდეალური გეგმის“ მოყოლა:
-ესეიგი, 1 კვირაში ნინის დაბ-დღეა, 19-ის ხდება და ამიტომ ეს „ოქროს“ დაბადების დღეა. ხო და მინდა რო რაღაც განსვავებული მოვუწყო და ბედნიერი იყოს ამ დღეს. რაშიც თქვენი დახმარება დამჭირდება. დიტო, მინდა რო ეს დაბადების დღე აღინიშნოს შენს ბარში, თქვენ ხო ერთმანეთი იქ ნახეთ პირველად, ოღონდ ბარი უნდა დააცლევინო და საღამოს მარტო ჩვენ ოთხნი უნდა ვიყოთ. იქაურობის მორთვაზე და სხვა წვრილმანებზე მე ვიზრუნებ. რაც შეეხება საჩუქრებს ეგ თქვენი საქმეა, ჯერ მეც არ მომიფიქრებია. ჩემი აზრით კაი იქნება, თქვენ რას იტყვით?.. ანის ორივე გაბადრული სახეებით უყურებდნენ.
-საღოლ შენ (დიტო)
-რა საცოლე მყავს (ბექა)
-მოკეტე, მკითხე ჯერ? (ანი) და სახე დაუმანჭა.
-ძაან მაგარი იქნება თუ ყველაფერი ისე გამოვა როგორც მე მინდა (ანი)
-რათქმაუნდა გამოვა, ბარს მაგ დღეს ყველასთვის დავახურინებ ჩვენს გარდა, და მორთვა და რამე შენზეა, როგორც გინდა ისე გააკეთე ყველაფერი (დიტო)
-ეგ მე მომანდე (ანი) და წარბები აათამაშა.
-აუ მოდი დღეს კინოში წავიდეთ (ბექა)
-აუ ჯერ ნინი მოვიდეს აქ რა (ანი) ანიმ ნინისთან დარეკა და მათთან მისვლა სთხოვა, ისიც 15 წუთში მივიდა. ყველამ ერთად რაღაცეებზე ისაუბრეს, მის დაბადების დღეზე სიტყვა არცერთს დასცდენიათ. მერე კი კინოში წასვლა შესთავაზეს და ნინიც დათანხმდა.
___ნინი___
საღამოს ოთხივე ერთად კინოში წავედით ფილმის სანახავად „ბედის ვარსკვლავის ბრალია“, ძალიან მომეწონა ფილმი. დიტო რამდენჯერაც წყვილს შეხედავდა მაშინვე ჩემზე გადმოჰქონდა მზერა და იღიმოდა. ბექაც ასე იქცეოდა ანისთან მიმართებაში. იქედან 8-ზე წამოვედით და ქუჩებში დავბოდიალებდით. სახლში რომ მოვდიოდით, ანი ბექას დაემშვიდობა და თავისთან, ანუ ჩემთან წამოვიდა, რადგან ბექასთან დარჩენას ვერ მოახერხებდა, მისი ნივთები ისევ ჩვენთან იყო. ბიჭები დაგვემშვიდობნენ და ჩვენც სახლში შევედით. მისვლისთანავე დავიძინეთ.
მეორე დღეს ჩვეულებრივ დილით არც ისე ადრე ავდექი, ანი რათქმაუნდა უკვე ფეხზე იყო. ყავა მზად ქონდა. მაგიდას მივუჯექი და ჭორაობა დავიწყეთ.
-აუ რა მაგარია, 1 კვირაც აღარ დარჩა და 19-ის გახდები (ანი) მართალი რომ ვთქვა აღარც მახსოვდა ჩემი დაბადების დღის მოახლოება.
-გადახდას არ ვაპირებ, რაღაცნაირად არ მინდა (მე)
-როგორც გინდა, მარტო მე და შენ ავღნიშნოთ აქ, კაი? სხვა თუ არაფერი, ოქრის დაბადების დღეა (ანი) (“რომ იცოდე რა სიურპრიზი გელის გოგონი“ ფიქრობდა ანი თავისთვის)
ვლაპარაკობდით და ამ დროს ჩემი მობილურის ეკრანი აინთო, მესიჯი დიტოსგან: „როგორ არის ჩემი პატარა ქალბატონი?“ „კარგად, შენ როგორ ხარ?“ „უშენოდ არც ისე კარგად, ნახვა მინდა შენი, თან ახლავე, მომენატრე“ „მეც მომენატრე“ „ვიცი პატარავ, გინდა მე და ბექა მოვალთ და სადმე გავისეირნოთ ყველამ ერთად“ „რატომაც არა, ნახევარ საათში მოდით“. მივწერე, მერე ანის ვუთხარი, ორივე ზუსტად ნახევარ საათში ვიყავით მზად და ბიჭებს ველოდით. აი ისინიც, აივანზე გადავიხედე და ვუთხარი ახლავე ჩამოვალთმეთი. კიბეები სწრაფად ჩავირბინეთ და ჩვენს ბიჭებს შევუერთდით.
-ჩემი პუნქტუალური ბიჭი (ანი)
-ჩემი პრინცესა (ბექა)
-რა საყვარლები არიან (მე) ვთქვი მათი შემხედვარე
-არაფერიც, ჩვენ ვართ ყველაზე საყვარლები (დიტო) დაამატა დიტომ
-გეგონოს, აი ნომერ პირველი წყვილი (ბექა) შეეპასუხა ბექა და თან ხელით თავის თავზე და ანიზე ანიშნა, მერე კი გულში ჩაიკრა <3
კარგახანს ვსეირნობდით, სად აღარ ვიარეთ. უკვე შუა დღე იყო, პარკში დავსხედით ოთხივე. ვლაპარაკობდით რომ უცებ ვიღაც დავინახე ჩვენსკენ, უფრო სწორად ბექასკენ მომავალი. მასთან მივიდა და თავის წვრილი ხმით უთხრა
-ვაიმე ბექ, სად დაიკარგე ამდენ ხანს, ნუთუ სულ დაგავიწყდი?.. ბექა დაიბნა მის დანახვაზე და ხმა ვერ ამოიღო, ანის კი სახე შეეცვალა
-ესენი ვინ არიან?.. იკითხა გოგომ, ჩემზე და ანიზე, ბექა გონს მოვიდა და ჩვენი თავი წარუდგინა. როცა თქვა ანი ჩემი შეყვარებულიაო უცნობმა იმხელა ხმაზე დაიწყო სიცილი, ყველამ მას შეხედა, როცა მორჩა თქვა
-ეს? შენი შეყვარებული? ამაში გამცვალე?.. და ისევ ხმამაღლა დაიწყო სიცილი. ანი არ დაბნეულა, წინ აესვეტა და უთხრა
-არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ ნამდვილად არ გამოიყურები ისე, რომ ჩემს დასაცინად გქონდეს საქმე (ანი)
-ვაიმე რას მეუბნები, შენ რა, გგონია ბექა სერიოზულად გიყურებს? გირჩევნია დროზე მოხვიდე აზრზე გოგონი (უცნობი) ანის ხმა არ ამოუღია, შეტრიალდა და წასვლა დააპირა თუმცა ბექამ მკლავზე ხელი მოკიდა და ხელის ერთი მოძრაობით ანი მის გვერდით იყო. შემდეგ უცნობს შეხედა და სერიოზული სახით უთხრა
-მომისმინე ნატა, ჯერ ერთი: ჩემი პირადი ცხოვრება შენი საქმე არაა. მეორე: მე ანის, ისე სერიოზულად ვუყურებ როგორც არავის არასდროს. მესამე: თუ ვინმეს სასაცილოდ აქვს საქმე, ეს შენ ხარ, და იცი რატო? აღარ იცი ვის ჩამოეკიდო კისერზე, მე შენს ადგილას სირცხვილით მოვკვდებოდი, თუმცა შენთან სირცხვილზე ლაპარაკს რა აზრი აქვს. და მეოთხე: ჩემთვის საერთოდ არავინ ხარ, ასე რომ ანიში არ გამიცვლიხარ, მე პირველად ვიპოვე ადამიანი რომელიც ნამდვილად, და ძალიან მიყვარს. რაც შეგეხება შენ, მარტო შენნაირი უთავმოყვარეო ადამიანი თუ შეგიყვარებს. მე დავასრულე, ნახვამდის ნატა. (ბექა)
გოგომ ამის მოსმენაზე სიტყვები ვეღარ იპოვა, დაბნეული შებრუნდა და წავიდა. ანიმ ბექას შეხედა, მის ცისფერ თვალებს ცოტა ხნით უყურა, და მერე უთხრა
-მე მჯერა შენი (ანი) ბექას ამის მოსმენაზე სახე გაუბრწყინდა და ანის ჩაეხუტა. ჩემი მეგობარი არასდროს ყოფილა შეუგნებელი გოგო, ის ბექას სიტყვებმა დაარწმუნა რომ მისთვის ბევრს ნიშნავს, ამიტომ მასთან ჩხუბზე არც უფიქრია და არც რამის ახსნა მოუთხოვია.
მალე სახლში მიგვაცილეს და წავიდნენ. კიბეებზე ანის ვუთხარი
-შეყვარებული მყავსო შენ უნდა თქვა, ხომ გაიგონე რა თქვა შენზე (მე)
-არა ისე ის ნატაა თუ ვიღაც, ჩემზე იხარხარა და ნეტა ოდესმე სარკეში ჩაუხედავს? (ანი)
-მეც ეგ კითხვა დამებადა სიცილი რომ დაიწყო, ბოლოს რა სახე მიიღო (მე) და ამაზე სიცილი დავიწყეთ, თან სახლში შევედით.
დღითიდღე ახლოვდებოდა ჩემი დაბადების დღე, მე კი ხალისი არ მქონდა...



№1  offline მოდერი ანკა

მაგარიააა <3 ველოდები შემდეგ თავს...

 


№2  offline წევრი lamazmani

მომწონს კაია მალე დადე love

 


№3  offline წევრი S.likuna

male dadee kaiaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent