შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი ტკივილი - {2}


19-06-2015, 13:10
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 875

- დღეს შენთან ვრჩები - მითხრა ნოემ, როდესაც მანქანიდან გადავედი - ასე რომ იმედი არ გქონდეს სადმე წასვლის!
- კი მაგრამ ნოეე...
- არავითარი მაგრამ ელი! - მკაცრად მითხრა - დღეს აქ ვრჩები და მორჩა!
- უბრალოდ, დაღლილი ხარ და ჩემი სახლი ის ადგილი არაა სადაც დასვენებას შეძლებ...
- ჩემზე ნუ იდარდებ. ახლა კი მოდი რამეს გავაკეთებ და ვჭამოთ - სახლში რომ შევედით სამზარეულოსკენ წავიდა - ელი
- ხო?
- საჭმელი სადაა? ცივი წყლით იკვებები?
- ა დღეს უნდა გავსულიყავი და მეყიდა.
- არ გრცხვენია? ვის ატყუებ? ხომ გითხარიარ იშიმშილოთქო!
- არ ვშიმშილობ მერეე...
- ოხ ელი რაა. ეხლა ჩავალ, რამეს ამოვიტან, შენ კიდე შედი წყალი გადაივლე! - კარები გაიხურა და წავიდა, მე კი მისი ბრძანების შესასრულებლად სააბაზანოში შევედი და ცივი წყალი გადავივლე, მიუხედავად იმისა რომ აპრილი იყო და ჯერ კიდდევ დუტებით დადიოდა ხალხი.
- ელი სად ხარ? მოდი წამეე. - ამასობაში ნოეც მოსულა. პიცა მოეტანა, ძალიან რომ მიყვარს მხოლოდ მაგიტომ შევჭამე თორე ნამდვილად არ მშიოდა.
- ნოეე?
- ჰაა
- ისევ გაბრაზებული ხარ? - დივანზე მჯდომს, თავი მის კალთაში მედო და თვალებში ვუყურებდი.
- მოდი არ გვინდა მაგაზე ლაარაკი. უკვე გვიანია და ჯობს შენს ოთახში წახვიდე და დაიძინო. მე კიდე აქ დავწვები.
- ნოეეეე! - გაბრაზდი.
- ხვალ ვილაპარაკოთ მაგაზე.
- ვიცოდი თუ ეხლა წუწუნს დავუწყებდი უფრო გაბრაზდებოდა, ამიტომ წავედი და დავიძინე.
დილას კი, რომ გავღვიძე, მის ნაცვლად წერილი დამხვდა თავთან - "ელი მე წავედი, სამსახურში მაგვიანდებოდა, საღამოს გამოგივლი. მაგიდაზე ფული დაგიტოვე საჭმლისთვის" - საჭმლისთვის დიდი ასოებით დაეწერა, რადგან იცოდა შეიძლება ეს ფული "სხვა" რაღაცაში დამეხარჯა. ამ დროს ჩემმა ტელეფონმაც დარეკა
- ალო ელი სად ხარ? - გიო იყო.
- სახლში რა იყო?
- გამო ჩვენს "ქოხში".
- კაი და ვინები ხართ?
- მე, ოთო, ირაკლი და გუგა. მერე ანი, ნუკი, გეგა და რეზიც მოვლენ და თან მოიტანენ კიდეც.
- კაი, მოვდივარ. - გავუთიშე და მაშინვე ქოხში გავვარდი. ქოხი ჩვენი შეკრების ადგილი იყო, რომელიც სადღაც მიყრუებულ ადგილას მდებარეობდა. არც კი ვიცი რა ერქვა იმ ქუჩას.
- ვა მოხვედი? გუშინ სად იყავი? ტელეფონს რატო არ იღებდი? - მომახალა გიომ.
- დამიჭირეს - ჩუმად ვუთხარი.
- ღადაოობ? ისევ ტოო? რა გაქურდე? - სიცილით მეკითხებოდა, მე კიდე ერთი ნაკვთიც არ შემირხევია.
- აფთიაქი.
- აუ შენ ვინ ყოფილხაარ. ანდანტე თუ ლირიკა?
- გრიმოდინი.
- ვახ ვაახ მერე? ჩვენთვის ვერ გაიმეტეე? - სხვათა შორის გიომ მასწავლა ქურდობა. ერთ მშვენიერ დღეს ვთხოვე და კიტ-კეტები და კოკა-კოლები მოვიპარეთ დაწყებისთვის და ახლა ხომ ხედავთ - აი დანარჩენებიც მოვიდნეენ. აბა რა მოგვიტანეთ?
- ანდანტე - თქვა ახლად შემოსულმა რეზიმ. - ვაა ელიი ტოო, რა იყო სად დაგვეკარგე?
- რავიცი, რავიცი. ჩემი წილი გააქვთ?
- კი აჰა მარტო 10ა ოღონდ.
- ვიმყოფინებ. - გამოვართვი და მაშინვე ერთან გადავყლაპე 10ვე ერთად. და აი ღრუბლებშიც ავრინდი, რა ცუდია მალე რომ გამოდიხარ, რომ შემეძლოს სულ არ დავეშვებოდი დედამიწაზე. წამალი ერთადერთი საშვალებაა, რომ ტკივილი დამავიწყოს. იმდენად ღრმად ვიყავი უკვე კაიფში ვეღარ ვაზროვნებდი რას ვაკეთებდი, არაფერი მახსოვს რეები ვიბოდიალე. რამე ცუდი რომ დაგვეშვაებინა კაიფის დროს უკვე ჩვენთვის სულ ერთი იყო, მაინც არავის ემახსოვრებოდა. ბოლოს მხოლოდ ის მახსოვს რომ ქუჩაში გავედი და სახლში წასვლა ვცადე, მაგრამ გავითშე, ალბათ ამ დროს გამოვდიოდი უკვე კაიფიდან.
თვალები რომ გავახილე წინ მჯდარი ნოე დავინახე, რომელიც თვალებში მიყურებდა, როგორც უკვე ყოველთვის საშინლად გამწარებული.
- მაპატიე.. - უკვე ხშირად იწყებოდა ჩვენი დიალოგი ამ სიტყვით.
- რატომ ელი? რატომ აკეთებ ამას? რატომ იღუპავ ადამიანო თავს? - ისევ მიყვიროდა.
- იმიტომ, იმიტომ ნოე რომ ეს ერთადერთია, რომლის დროსაც სიცოცხლე აღარ მტკივა. მავიწყდება ყველაფერი. ვერც სულიერ და ვერც ხორციელ ტკივილს ვეღარ ვგრძნობ. უკვე დავიტანჯე იმის ლოდინით როდის მოვკვდები. იცი რა ძნელია როცა იცი რომ დღეს თუ არა ხვალ შეიძლება იმქვეყნად წახვიდე? და მერე ვერანაირი მედიცინა ვერ გიშველის. - მეც არ დამიკლია ყვირილი - დავიღალე! დავიღალე ლოდინთ! მინდა რაც შეიძლება მალე და უმტკივნეულოდ მოვკვდე რომ დაგასვენოთ ერთხელ და სამუდამოდ. მერე ხომ აღარ ინერვიულებ ასე და ნერვებს აღარ აიშლი.
- მაგას ნუ ამბობ და ნუ ტირიხარ, ვერ ვიტან, რამდენჯერ გითხარი! ხომ იცი შენს მეტი მე მართლა არავინ მყავს და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. - მინდა გითხრათ, რომ ნოე ჩემზე 7წლით დიდია მარტო ცხოვრობს.
- წადი - ცრემლები მოვიწმინდე და უკვე წყნარი ტონით ვუთხარი - წადი ნოე! მე შენნაირ კარგ ადამიანს არ ვიმსახურებ, წადი! გთხოვ!
- ელი გაჩუმდი! - იღრიალა.
- არა ნოე. რომ მიყვარხარ იმიტომაც გიშვებ. არ ღირს ჩემნაირი უსინდისო და უგულო ადამიანისთვის ნერვების შლა და საკუთარი ფსიქიკის დაზიანება. წადი... გთხოვ..
- ელი ხომ იცი თუ წავალ აღარ დავბრუნდები!!!
- ვიცი. ალბათ დიდი ხნის შემდეგ ისევ შევხვდებით "იქ" და ვინ იცის იქნებ მერე მაინც ვიყოთ უდარდელი მეგობრები.
- კარგი... აი ეხლა მე წავალ, მაგრამ იცოდე, ჩემზე მეტად ვერავინ ვერსდროს ვერ შეგიყვარებს.
- ვიცი ნოე ვიცი... - უკვე კარებში იდგა და ბოლოჯერ ვეხუტებოდი. მთელი ძალით ვიკავებდი ცრემლებს.
- მიყვარხარ - ვუთხარი და კარები დავკეტე. მაშინვე ცრემლები წამსკდა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი. რას წარმოვიდგენდი თუ საყვარელ ადამიანს ვაიძულებდი წასულიყო. წაიდა, ის წავიდა, საბოლოოდ დავკარგე...



№1  offline წევრი Ta Ta ))

Gaagrdzeleee. Cotaa tavebi gazarde raaa ^_^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent