შენი სიყვარული არ შემიწყვეტია (17 ნაწილი)
.......ლიზას მონაყოლი......... საყიდლებიდან ძალიან დაღლილი და ამავდროულად ბედნიერი დავბრუნდი. საქორწილო კაბა არ გვიყიდია, შეკვეთა ვამჯობინეთ, აი თაკომ კი მუქი ლურჯი კაბა იყიდა. ძაააალიან ლამაზი იყო. სახლის კარი შევაღე თუ არა, წინ მაშინვე შაკო ამესვეტა -აბა რა ქენი? - მკითხა ვნებიანად და ტუჩებში მაკოცა -კაბა ავირჩიე და 1 კვირაში შეკერავენ - ვახარე ბედნიერმა -ამდენი ხანი მაგაზე დარბოდი გოგო? - მკითხა გაკვირვებულმა -ოოო, აბა ლამაზი ხო უნდა ვიყო - შევიცხადე იმწამსვე -შენ სულ ლამაზი იქნები - ავხედე და გავუღიმე -მიყვარხარ -მე უფრო - მიპასუხა ნიშნისმოგებით -არა მეე - არც მე დავაკელი და ენა გამოვუყავი -გოგო ნუ მეწინააღმდეგები - გამაფრთხილა და მხარე შემომიგდო -ააა, ვაიმეე შაკო დამსვი ძირს!! - ვკიოდი და თან სიცილით ვიგუდებოდი -არა, უნდა დაგსაჯო -ოოო, კაი რაა - დავუწყე წუწუნი, იქნებ შევცოდებოდი, თუმცა შაკო რის შაკო იყო სიტყვა არ შეესრულებინა. თავის ოთახში ამიყვანა და საწოლზე დამაგდო. თვითონ ზემოდან მომექცა. ჯერ კისერი დამიკოცნა, შემდეგ კი ტუჩებზე გადმოვიდა. ხელებს ჩემს წელზე დაასრიალებდა და მეც ჭკუას ვკარგავდი. ჩემს გამოუცდელ ხელებს უმისამართოდ ვაფათურებდი შაკოს დაკუნთულ სხეულზე და ვცდილობდი კოცნაში მეც ავყოლოდი. როდესაც შევატყვე, რომ შაკო უბრალოდ კოცნით ვეღარ გაძლებდა, ფართხალი დავიწყე -შაკო გაჩეე... შაკოოო... გაჩე რაა... - ასე წუწუნ-წუწუნით ძლივს მოვიშორე -რამდენს წრიალებ გოგო - ამოიბუზღუნა უკმაყოფილოდ და გვერდზე მომიწვა. არაფერი მითქვამს, თავი მის კისერში ჩავრგე და გავირინდე. უკვე დაღამებული იყო, ამიტომ მშვიდად გადავეშვი ძილის სამყაროში. .....ელენეს მონაყოლი....... დილით თოკოს მკლავებში გავიღვიძე. რა სასიამოვნო შეგრძნება ყოფილა როდესაც დილით პირველად საყვარელი ადამიანის სახეს ხედავ. ალბათ თოკომ ჩემი მზერა იგრძნო... თვალები გაახილა და უეცრად მაკოცა. -თოკოო! გული გამისკდა - „ვუსაყვედურე“ სიცილით -ჩემო პატარა, გაიღვიძე?! - მკითხა ნახევრად მძინარემ დაბოხებული ხმით. ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ისევ მაკოცა და თავი ჩემს კისერში ჩარგო. -თბილისში როდის მივდივართ? -დღეს -ავდგეთ რა მაშინ... -ოოო, მოიცა რა - ამოიბუზღუნა და წელზე მოხვეული ხელით უფრო მჭიდროდ მიმიკრო -მე მაინც გამიშვი რა გავემზადოო - ავხედე საწყლად და „განაჩენს“ დაველოდე -შენ თუ ადექი მე რაღათ მინდა წოლა - გაიკვირვა -ხოდა მაშინ ორივე ავდგეთ -გოგო მაცადე ძილი და ავდგებით - მიპასუხა მკაცრად. მეც ხმა ვეღარ ამოვიღე და გავირინდე. .......ლიზას მონაყოლი....... დილით შაკოზე გადახლართულს გამეღვიძა. მის მავთულ-ხლართებს თავი ძლივს დავაღწიე, საწოლიდან ჩუმად ავდექი და აბაზანაში გავედი. სახეზე ცივი წყალი შევისხი, რამაც ცოტა გამომაფხიზლა და სამზარეულოში ჩავედი. დღეს რატომღაც მზარეულობა მინდოდა. ენერგიულად შევუდექი საქმეს და უკვე სუფრის გაწყობას ვაპირებდი, როდესაც სამზარეულოში შაკოს ბოხი ხმა გაისმა -ჩემი პატარა მზარეული -გაიღვიძე? - მივტრიალდი და გავუღიმე. მოვიდა, ხელები წელზე მომხვია, მე კისერზე შემოვაწყვე და თვალებში მივაჩერდი. -როდის მოასწარი საწოლიდან გაპარვა? -მოვინდომე - ვუთხარი და გავუცინე -ცუდად მოიქეცი და წესით უნდა დაგსაჯო, მაგრამ ისეთ გემრიელი სუნებია სამზარეულოში, რომ ამჯერად გაპატიებ - მითხრა და ტუჩებზე ნაზად მაკოცა -გშია? -კიი - მიპასუხა და აციმციმებული თვალები მომაპყრო. სუფრა 1 წამში გავშალე და ჩვენც მაგიდას მივუსხედით. შემდეგ თეფშები ავალაგე, გავრეცხე და მისაღებ ოთახში გავედი. -შაკოო -ჰო ცქნაფუუ -თოკოს არ დაურეკე? -კი დავრეკე - მითხრა და ჩაიფხუკუნა -რა გაცინებს? -ეძინა და კინაღამ მაგინა რატო გამაღვიძეო - თქვა და სიცილი დაიწყო -ოოო კაი რა - ვუპასუხე სიცილით - როდის მოვალთო? -საღამოსკენ ალბათ. -აჰაა, კაი -მოიცა ერთი ბიჭებს დავურეკო რას შვებიან - თქვა, ჩემზე მოხვეული ორი ხელიდან ერთ-ერთი გაითავისუფლა, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და დარეკა. ჩვენთან დაიბარა და მათაც არ დააყოვნეს. 10 წუთში კარზე ზარი იყო -მოდით ბიჭებო - მივესალმე და სახლში შემოვიპატიჟე -ლიზას გაუმარჯოს (თემო) - შემოვიდა და პოზიტივი შემოიტანა -ზდაროვა სასტავს(ლექსო) -დაგვდეთ პატივი და მოხვედით?!(შაკო) - იკითხა მოცინარმა -ვიფიქრეთ ხელს არ შევუშლით-თქო(თემო) - თქვა და ეშმაკურად აათამაშა წარბები. ალბათ არ გაგიჭირდებათ იმის მიხვედრა, რომ მე ავწითლდებოდი. -ბიჭო როდის უნდა გაიგო რომ ზედმეტს ლაპარაკობ - შეუღრინა შაკომ -თოკოსკენ რახდება?(ლექსო) - ჩამოაგდო ახალი სალაპარაკო თემა და ტახტზე უფრო კომფორტულად მოთავსდა -დღეს ჩამოვა, ალბათ საღამოს(შაკო) -არ ვიქეიფოთ?(თემო) - წამოყო თავი მხიარულად -აუუუ, ბიჭო შენ თუ ეგრე გინდა ქეიფი წადი კლუბში და ჭამე რამდენიც გინდა(ლექსო)- თქვა მობეზრებულმა და თავი გააქნია. -პრინცესს, შენ მაინც დამიჭირე მხარი, ნახე რა ყველა ჩემს წინააღმდეგაა (თემო) - ამოიოხრა და საწყლად შემომხედა. მართლა შემეცოდა და გამეცინა -ხო თემო ვიქეიფოთ აუცილებლად(მე) - დავაიმედე -აი ეგრე!!! ჩემი გოგო ხარ რა! (თემო) - თქვა კმაყოფილად, შემდეგ კი შაკოს გახედა ეშმაკურად - შაკო სხვა რამე არ იფიქრო ბრატ - შეიცხადა იმწამსვე და ტახტიდან წამოხტა შაკოს მოქნეული მუშტი რომ აეცილებინა -წადი თავი მოიკალი(შაკო)- ურჩია თავისი ჭკუით -ჯერ ახალგაზრდა ვარ სიკვდილისთვის, თან ასეთი სიმპატიური ვარ. გოგოები თავს მოიკლავენ (თემო) -კი როგორ არა... მე რისთვის ვარ მერე აქ?!(ლექსო) - თქვა და მხრებში გაიმართა, რომ ეჩვენებინა რა მაგარი ბიჭი იყო -ჰე ეხლა ლიზი თქვი რომელი ვჯობივართ(თემო) - მკითხა გამომწვევად -ნეტა თქვენ ტვინი გქონდეთ რა(მე) - ვუთხარი და იმწამსვე ორივეს უკმაყოფილო მზერას გადავაწყდი -აი ესაა ჩემი გოგო(შაკო) - წარმოთქვა კმაყოფილებით და შუბლზე მაკოცა. ამ ლაპარაკში მოსაღამოვდა და კარზე ზარიც გაისმა. -მე გავაღებ! - წამოვიძახე და კარისკენ გავიქეცი -თოკო!!!! - მივვარდი და ჩავეხუტე -ლიზაა, როგორ ხარ მომენატრე -არ გახსოვარ და როგორ ვიქნები - დავიწყე „ბუტიაობა“ -კაი რა, ხო იცი რომ საქმეები მაქვს და წინ და უკან დავდივარ -ხო ვიცი - ვუპასუხე და გავუღიმე - ეს ელენეა ხო? - ვკითხე და მის უკან მორცხვად მდგარ გოგოზე მივუთითე -კი, ესაა ჩემი ელე - თქვა და თვალები აუციმციმდა -მე ლიზა - მივესალმე და ხელი გავუწოდე -სასიამოვნოა - ჩემს ხელს თავისი შეაგება და გამიღიმა. კარგი გოგო ჩანდა. დერეფანში ბიჭებიც გამოჩნდნენ -რა არის ამდენი ხანი კართან რას განიხილავთ(თემო) - წამოვიდა მხიარულად -ზდაროვა ბრატ - მიესალმა თოკო და ხელი მხარზე დაკრა -გაუმარჯოს(ლექსო) - მივიდა და ძმაკაცი გადაკოცნა - ეს ელენე ხო? - იკითხა და გოგონას შეხედა -სასიამოვნოა - გაუღიმა ელემ და ხელი გაუწოდა. მოკლედ ყველამ ყველა გაიცნო და სახლშიც შევაღწიეთ -წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ(მე) - ვუთხარი და წინ გავუძეხი -რომელ ოთახში მიგყავს?(შაკო) -შენს ოთახში, აბა შენ მაინც სულ ჩემთან გძინავს და(მე) - ვუპასუხე და ენა გამოვუყავი. მოკლედ ელენე შაკოს ოთახში დავაბინავე. დაღლილები ორივე საწოლზე ჩამოვჯექით -ელე, იცოდე თუ რამე დაგჭირდება ჩემი იმედი გქონდეს(მე) - ვუთხარი და გავუღიმე -მადლობა, რა საყვარელი ხარ(ელე) - მითხრა და გამიცინა -იცოდე ჩემი ძმის მორჯულება თუ გაგიჭირდება აქ ვარ - ვუპასუხე და გავუცინე. ქვემოთ ჩავედით თუ არა თოკომ ელენე მაშინვე თავისთან მიიხუტა, მე კი შაკომ მომისვა გვერდით. -ლიიზ, შენი დანაპირები დაგავიწყდა?(თემო) - მკითხა ვითომ ნაწყენმა. -აა უი, ახლავე!! - გამახსენდა თემოს ნათქვამი - ელე წამო რა დამეხმარე! - გამოვძახე სამზარეულოდან. ერთად ძალიან მალე გავამზადეთ ყველაფერი და სუფრაც გავშალეთ -აიი ეს მესმის!!!(თემო) - წამოიძახა კმაყოფილმა და პირველი მიახტა სუფრას -კაი ნუ გადაჭამ აქაურობას(ლექსო) - უთხრა სიცილით -მოდი ამით ჩემს ლიზას გაუმარჯოს, რომ ეს თხოვნა შემისრულა - წამოდგა თემო ფეხზე და პირველი სადღეგრძელოც შესვა. ერთს მეორე მოყვა, მეორეს მესამე და ხომ იცით როგორცაა ქართულ სუფრაზე. ყველა ისეთი მთვრალი იყო, რომ სახელიც კი აღარ ახსოვდათ. ელენეს ცოტა ჰქონდა დალეული. მე, როგორც იცით, დალევა არ მიყვარს. მოკლედ ოთახებში ასე გადავნაწილდით: თოკო და ელე ერთ ოთახში, თემო და ლექსო - მეორეში და მე და შაკო მესამეში. თემო და ლექსო მე და ელემ ძლივს ავიტანეთ ოთახში, საწოლზე დავდეთ და ადიალა გადავაფარეთ. თოკოს და შაკოს შედარებით შეეძლოთ სიარული და ისინი ბარბაცით ამოვიდნენ ოთახში. 1 კვირა ძალიან მალე გავიდა. დრო იყო უკვე წავსულიყავი და კაბა მომეზომა. ელენე და თაკო გავიყოლე და წავედი. ორივემ პირდაპირი მნიშვნელობით პირი დააღო -ლიიზ შენ თავს ვფიცავარ შენზე ლამაზი პატარძალი არ მინახავს(თაკო) -ხოო, მართლა ძალიან ლამაზი ხარ. შაკო გადაირევა(ელე) - მითხრა ელემ და სამივემ სიცილი დავიწყეთ. იქედან წამოსვლისას გაგვახსენდა, რომ ელენეს კაბა ჰქონდა საყიდელი. იმანაც ძალიან მაგარი კაბა იყიდა: წითელი, გრძელი და მოტკეცილი, ამოღებული ზურგით და ოდნავ დეკოლტეთი. ისეთი ლამაზი იყო რომ თოკო ალბათ ქორწილის დღეს მომტაცებდა. კმაყოფილებმა კაფეში შევიარეთ და ყავა შევუკვეთეთ: -გოგო მომისმინე, დარბაზს ვინ აგვარებს?(თაკო) -მაგას ბიჭები მიხედავენ(მე) -კარგი, კიდევ...(თაკო) - დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა გვრჩებოდა დასაგეგმი -მოსაწვევები?(ელე) -ეგენი მოგვარებულია, ყველა დავპატიჟეთ ვინც საჭირო იყო(მე) -კარგი, მაშინ, მგონი ყველაფერი მზადაა(თაკო) - გამოაცხადა კმაყოფილმა -ხო(მე) სახლში რომ დავბრუნდით ბიჭები რესტორნის საქმეს განიხილავდნენ, ამიტომ ხელი აღარ შევუშალეთ და სამზარეულოში გავედით ჭორაობის გასაგრძელებლად. ………………. დღეს ცოტა დამაგვიანდა ისტორიის დადება იმედია მოგეწონებათ ველი შეფასებას ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.