შენი სიყვარული არ შემიწყვეტია (11 ნაწილი)
.....თოკოს მონაყოლი....... ელენე მოვიტაცე... ალბათ იფიქრებთ გაგიჟდაო, თუმცა ეს სიმართლეა. აი როგორ მოხდა ეს ყველაფერი... ელესთან მივედი სახლში და მივწერე, რომ ეზოში ჩამოსულიყო. მანაც არ დააყოვნა და 1 წუთში ჩემს გვერდით იდგა, თავისი დიდი ლურჯი თვალებით მიყურებდა და შიგნიდან მათბობდა. -ელეე.. -ჰო - მითხრა და გამიღიმა -წამო რა წავიდეთ -სად? - გაუკვირდა -ერთ ადგილას, მოგეწონება დამიჯერე -კარგი - მითხრა და მანქანაში ჩაჯდა. აი ასე მარტივად მოვიტაცე. არანაირი წვალება არ დამჭირვებია. ავდექი და მოვიტაცე... -ელე იცი მოგიტაცე - ვუთხარი როცა თბილისს უკვე დიდი ხნის გამცდრები ვიყავით და ეშაკურად შევხედე -მეღადავები?! - გაიცინა -არა მართლა - ვუთხარი და სარიოზული სახით შევხედე. -რაა? - გაოცდა და ხმას ვეღარ იღებდა - ბიჭო შენ ნორმალური ხარ?? რა მომიტაცე რომელი საუკუნეა!!! ჩემი ძმა მოგკლავს წამიყვანე სახლში ახლავე!! - აწიკვინდა -კაი ჩუ ეხლა, შენ მოდიხარ ჩემთან ერთად. გადაწყვეტილია!! - არც მე დავაკელი სიმკაცრე. -იდიოტი ხარ რა, ნამდვილი იდიოტი - მიპასუხა უკმაყოფილოდ და ფანჯრისკენ შეტრიალდა. მთელი გზა ჩუმად იყო, აქეთ არც იხედებოდა. არაუშავს მაინც შემოვირიგებ... ......ლექსოს მონაყოლი...... მთელი დღე მე და ბიჭები თოკოს ვეძებდით. ტელეფონი გამორთული ჰქონდა და არ პასუხობდა. ბოლოს ჩვენც ტელეფონები დაგვიჯდა და კლუბში წავედით დასალევად. -ბიჭო რამე სისულელეს გააკეთებს(თემო) - ნერვიულად ისვამდა თავზე ხელს -რა უნდა ქნას ეხლა სისულელე მაგან ისეთი რომ ქვეყნიერება დაიქცეს?(მე) -აუუუ ჩემი... მე ვიცი რასაც იზამდა(შაკო) - თქვა და გადმოგვხედა -რას შ*****?(თემო) -აუ მაგ ს**მა ელენე ხომ არ მოიტაცა(შაკო) -თუ მართლა ეგრეა დაგვერხა მაგრა, მაგის ძმა არ გვაცოცხლებს(თემო) თქვა და ისევ ანერვიულდა. -კაი კაი გაჩეთ ეხლა ორივე. ჯობია დღეს მაგაზე ფიქრს უკვე თავი დავანებოთ. -მე ლიზასთან წავალ, თაკო წავიდოდა უკვე და სახლში მარტო იქნება(შაკო) - ადგა და წასასვლელად მოემზადა -კაი ბრატ დროებით(თემო) -კარგად(მე) .....ლიზას მონაყოლი..... საღამოს თაკო სახლში გავუშვი. ცოდო ხარ აქ გვიანობამდე დარჩენისთვის-თქო და ისიც ისეთი დაღლილი იყო დამთანხმდა. ტელეფონი ტახტზე მივაგდე და ტელევიზორი ჩავრთე. ამ დროს კარზე ზარი იყო. გავაღე და წინ ასვეტილი შაკო შემოვუშვი: -სად ხართ მთელი დღე? - დავაყარე საყვედურები - იცი რამდენჯერ დაგირეკე? ან შენ, ან კიდევ თოკოს, თემოს, ლექსოს... რა ყველამ გათიშეთ ტელეფონები, ხო მართლა თოკო სადა?? - ეხლა გამახსენდა, რომ თოკო მთელი დღე არ გამოჩენილა -მაცდი რამის თქმას?(შაკო) - თანხმობის ნიშნად მდუმარედ დავუქნიე თავი და მანაც განაგრძო - კაი, მოკლედ მთელი დღეა მე და ბიჭები შენს ძმას ვეძებთ და ვერ ვიპოვეთ... -რაა?? - გამიკვირდა, კი არ შემეშინდა, გამიკვირდა.. - რას ქვია ვერ იპოვეთ?! -რას ქვია და არ ვიცი სადაა, სად არ ვეძებეთ მაგრამ ვერ ვიპოვეთ - მელაპარაკებოდა ანერვიულებული, მეც გადმომედო -აუუ შაკოო... სს..საა...საადდ იქნება?? - სლუკუნ-სლუკუნით ვკითხე და ცრემლები წამომივიდა. -კაი ტო ტირი?? არაფერი არ მოუვა, ალბათ არ სცალია ჩვენთვის და დარეკავს, კაი რა ცქნაფუშ - მოვიდა და მაშინვე ჩამეხუტა. ცრემლები მომწმინდა და გამიღიმა - კაი რა გთხოვ, ნუ ტირი... ცრემლები შევიკავე და გავუღიმე. ტუჩებზე დამეწაფა. მონდომებით მიკოცნიდა, ხელი წელს ქვემოთ შემიცურა და ტანზე ამიკრო. ნელ-ნელა კისერში ჩამოვიდა, შემდეგ ისევ ტუჩებს დაუბრუნდა და იმდენ ხანს მკოცნა, სანამ სუნთქვა არ შემეკრა. -წამო დავიძინოთ - ჩამჩურჩულა თბილად და ხელით საძინებლისკენ მიბიძგა. მეც დავემორჩილე და უსიტყვოდ ავყევი. -გადი უნდა გავიხადო - განვუცხადე -ხო იცი რომ საბოლოოდ მაინც მოგიწევს ჩემს წინ გაიხადო და ბარემ შეეჩვიე - ეშმაკური თვალებით მიმზერდა -აუუუ შაკოოო... - დავიწყე თხოვნა -ნწწ - თავი გააქნია -შაკო გადი მეთქი! - გავიმკაცრე ხმა. -ფრთხილად იყავი მაგ ტონისთვის არ დაისაჯო - ვნებიანად ჩამჩურჩულა, ლოყაზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. სწრაფად გამოვიცვალე და საწოლში შევწექი. 15 წუთში შაკოც შემოვიდა და გვერდით მომიწვა. -შაკო საძინებლის მისამართი ხომ არ მიგასწავლო? - ვკითხე და ეშმაკურად გავხედე -არ მინდა სადაც საჭიროა იქ ვარ - მითხრა, ტუჩებში მაკოცა და თავი ჩემს კისერში ჩარგო. ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, გავირინდე და თვალები დავხუჭე. ......თოკოს მონაყოლი...... ბიჭებს მეორე დღესვე დავურეკე და ვუთხარი სად ვიყავი და რას ვშვებოდი. ლიზას ვითარებას შაკო აუხსნიდა და ისიც დაწყნარდებოდა. უკვე 1 კვირა გავიდა, რაც მე და ელე ყაზბეგში ვართ. 2 დღე ხმას არ მცემდა, მესამე დღეს კი დაბღვერილი მეპასუხებოდა. საბოლოოდ მაინც შემოვირიგე და ახლა იმაზე ფიქრი დავიწყეთ, თუ როგორ მოვილაპარაკო მის ძმასთან. ეს მართლაც რთული იქნება, თუმცა იმედია ყველაფერი კარგად წარიმართება. .....შაკოს მონაყოლი....... ლიზას ყველაფერი ავუხსენი. ჯერ ეწყინა თოკომ რატომ არ მითხრა ვინმე თუ უყვარდაო, მერე კი დაიწყო ჩამოვა და მე ვაჩვენებ მაგას სეირსო... ერთ დღესაც მე და ბიჭები სამსახურის საქმეებზე ვიყავით წასულები. ახალი მდივნის მოძებნა იყო საჭირო თოკოსთვის, თვითონ კიდევ არ ეცალა, ამიტომ ჩვენ ვაგვარებდით. სახლში დაღლილი მოვედი. ლიზას საძინებელში შევიხედე და არ იყო. სად არ ვეძებე, მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვე... ტელეფონი სახლში ჰქონდა დატოვებული.... ....... ესეც მორიგი თავი წინა კომენტარში წავიკითხე ერთ-ერთმა თქვენგანმა დაწერა რადროს გაწყვეტა იყოო :დდ ამ ფაქტის ახსნა ისაა, რომ ძალიან გვიან ვწერდი და მეტის გაგრძელებას ფიზიკურად ვერ შევძლებდი დიდი მადლობა მათ ვინც აკომენტარებს და მახარებს თბილი სიტყვებით, რომელიც მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. პ.ს. იმედია ეს თავიც მოგეწონებათ, შემიფასეთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.